ნოველები

ორი ბილეთი წალკოტამდე. თავი 22

ორი ბილეთი წალკოტამდე. თავი 22
ის დღე ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­და, რა­საც პა­ემ­ნე­ბის მთე­ლი სე­რია მოჰ­ყ­ვა. ყო­ველ­დღე თუ არა, დღე­გა­მოშ­ვე­ბით მა­ინც ვხვდე­ბო­დით ერ­თ­მა­ნეთს. ხან სად მივ­დი­ო­დით, ხან სად. გა­მაც­ნო თა­ვი­სი მე­გობ­რე­ბი, ვსტუმ­რობ­დით თე­ატრს, ოპე­რას, კი­ნოს... მუ­ზე­უ­მებ­საც კი. მე­ცი­ნე­ბო­და. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მივ­ლია ამ ად­გი­ლებ­ში. ასე მე­გო­ნა, სტუ­დენ­ტო­ბის წლე­ბი და­მიბ­რუნ­და. სა­ოც­რად სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ინც ლუ­ი­ზას­თან სტუმ­რო­ბა გვა­ნი­ჭებ­და. მა­მი­და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო კო­კით. ჩე­მი და­ნახ­ვა ისე არ ახა­რებ­და, რო­გორც მი­სი. მივ­დი­ო­დით მას­თან შა­ბათს და კვი­რა სა­ღა­მომ­დე ვრჩე­ბო­დით. ყო­ველ­თ­ვის
მიყ­ვარ­და იქა­უ­რო­ბა. სწო­რედ ასეთ სახ­ლ­ზე ვოც­ნე­ბობ­დი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ ასეც ვა­პი­რებ­დი - ვაგ­რო­ვებ­დი ფულს, რომ სად­მე, რო­მე­ლი­მე ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში კერ­ძო სახ­ლი მე­ყი­და და სწო­რედ ისე­თი ბა­ღი გა­მე­შე­ნე­ბი­ნა, რო­გო­რიც მა­მი­დას ჰქონ­და. ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბის პრობ­ლე­მა ჯერ არ მქო­ნია. ჩე­მი სამ­სა­ხუ­რი მაძ­ლევ­და ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ძვი­რად ღი­რე­ბულ სა­მოსს არას­დ­როს ვე­პო­ტი­ნე­ბო­დი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში მე­ო­რად მა­ღა­ზი­ებს ვსტუმ­რობ­დი და იქ ვყი­დუ­ლობ­დი ტან­საც­მელს. არც ჭა­მით ვიკ­ლავ­დი დი­დად თავს, სარ­ჩე­ნი კი სხვა არა­ვინ მყავ­და. ალ­ბათ, ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი მთელ თბი­ლის­ში, ბან­კის ვა­ლი რომ არ ჰქონ­და. არას­დ­როს დამ­ჭირ­ვე­ბია სეს­ხის გა­მო­ტა­ნა ან გან­ვა­დე­ბით რა­მის შე­ძე­ნა. ჩე­მი შე­მო­სა­ვა­ლი ჩემს ხარ­ჯებს სწვდე­ბო­და და მრჩე­ბო­და კი­დე­ვაც, რაც ბან­კ­ში, ანა­ბარ­ზე შემ­ქონ­და. ასე რომ, ამ მხრივ სტა­ბი­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა მქონ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კო­კის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბას მა­ნი­ჭებ­და, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ში­ში ფეხ­და­ფეხ დამ­დევ­და. სულ მე­გო­ნა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბი­თი იყო, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ისე­თი­ვე ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნ­დე­ბო­და, რო­გორიც ზაფხუ­ლის სიცხე. მაგ­რამ ჩემს ბედ­ნი­ერ ღი­მილს და გაბ­რ­წყი­ნე­ბულ თვა­ლებს ვე­რა­ფერს ვუ­ხერ­ხებ­დი. მომ­წონ­და ეს სი­ტუ­ა­ცია.

მარ­თა­ლია, კო­კის მე­ტი უნ­დო­და, ვიდ­რე უბ­რა­ლო შეხ­ვედ­რე­ბი, მაგ­რამ საქ­მე მხო­ლოდ სექსს არ ეხე­ბო­და. მას მოს­წონ­და ჩემ­თან ყოფ­ნა, ფუ­ლის და­უ­ნა­ნებ­ლად ხარ­ჯ­ვა, ჩემ­თ­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბის მო­ნი­ჭე­ბა. მე კი მე­ში­ნო­და და ამ შიშს ვე­რა­ფერს ვუ­ხერ­ხებ­დი. არ ვი­ცო­დი, რო­გორ და­მეძ­ვ­რი­ნა თა­ვი ამ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან.
გო­ლას­თა­ნაც მშვე­ნივ­რად ვგრძნობ­დი თავს, სა­ნამ თა­ნაცხოვ­რე­ბას და­ვიწყებ­დით. მა­შინ შე­მეძ­ლო და­მე­ფი­ცა, რომ კარ­გად ვიც­ნობ­დი მას და ცხოვ­რე­ბა უსი­ა­მოვ­ნო სი­ურ­პ­რი­ზებს არ მი­ქად­და, მაგ­რამ შევ­ც­დი. კო­კის­თან დი­დი ხნის ნაც­ნო­ბო­ბა არ მა­კავ­ში­რებ­და, მაგ­რამ მას­ში მხო­ლოდ და­დე­ბით თვი­სე­ბებს ვხე­დავ­დი. ცეცხ­ლ­მო­კი­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი წყალ­ში რომ გა­და­ეშ­ვე­ბა მის ჩა­საქ­რო­ბად, და­ახ­ლო­ე­ბით ასეთი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მრჩე­ბო­და, რო­ცა გო­ლას და კო­კის ერ­თ­მა­ნეთს ვა­და­რებ­დი. თუმ­ცა სა­ერ­თოც ბევ­რი ჰქონ­დათ.

ჩვენ ვაგ­რ­ძე­ლებ­დით შეხ­ვედ­რებს, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბა ახალ სტა­დი­ა­ზე არა და არ გა­და­დი­ო­და. კო­კი არ ჩქა­რობ­და, საქ­მე ლო­გი­ნამ­დე მი­სუ­ლი­ყო. უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ მიკ­ვირ­და მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. რა­ტომ­ღაც, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ რამ­დე­ნი­მე შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ამას აუცი­ლებ­ლად მომ­თხოვ­და.
ხან ისე­თი გრძნო­ბით მკოც­ნი­და, თით­ქოს თა­ვის შე­კა­ვე­ბა უჭირს და აი, ახ­ლა შე­მო­მა­ხევს ტან­საც­მელ­სო, ხან­და­ხან კი სა­ოც­რად ნა­ზად მე­ფე­რე­ბო­და, თით­ქოს მა­ი­ძუ­ლებ­და, თა­ვი სა­სურ­ველ და საყ­ვა­რელ ქა­ლად მეგ­რ­ძ­ნო. მე კი ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში მე­ტი მინ­დო­და. იქ­ნებ ეს სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რი კოც­ნა მი­სი სტრა­ტე­გი­ის ნა­წი­ლი იყო? თუ­კი მას ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ჩე­მი სა­წოლ­ში შეტყუ­ე­ბა, წინ არა­ფე­რი ეღო­ბე­ბო­და. თვი­თო­ნაც ისე მინ­დო­და მას­თან ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ ად­ვი­ლად გა­მო­უ­ვი­დო­და.

არ ვი­ცო­დი, სა­დამ­დე მი­მიყ­ვან­და მას­თან შეხ­ვედ­რე­ბი. რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დე, პა­ე­მან­ზე უარი მეთ­ქ­ვა, მაგ­რამ ერ­თხე­ლაც ვერ შევ­ძე­ლი. კი­დევ ერ­თი პა­ე­მა­ნი, რა მოხ­და მე­რე, რა არის ამა­ში ცუ­დი? - ვამ­შ­ვი­დებ­დი ჩემს თავს.
სა­უცხო­ოდ გა­ვა­ტა­რეთ ახა­ლი წე­ლიც. რეს­ტო­რან­ში დაგ­ვ­პა­ტი­ჟა მეც, მა­მი­და­ჩემ-ბი­ძა­ჩე­მი და ვან­დიც. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა იყო, რო­ცა ახალ წელს ასე პომ­პე­ზუ­რად შევ­ხ­ვ­დი. ასე­თი­ვე პომ­პე­ზუ­რი აღ­მოჩ­ნ­და ჩე­მი და­ბა­დე­ბის დღეც, რო­მე­ლიც გო­ლას­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ ერ­თხე­ლაც არ აღ­მი­ნიშ­ნავს. ამ­ჯე­რად ჩე­მებს კო­კის ორი მე­გო­ბა­რიც შე­ე­მა­ტა - გე­დი და ის პარ­ლა­მენ­ტა­რი, რომ­ლის ქორ­წილ­შიც მეჯ­ვა­რედ იყო და რომ­ლის დას­თან გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თიც ჟურ­ნალ­ში მოხ­ვ­და. მას ლექ­სო ერ­ქ­ვა. მხი­ა­რუ­ლე­ბით გა­ვა­გი­ჟეთ გი­ვის რეს­ტო­რა­ნი, რა­შიც ლო­მის წი­ლი მის­მა მე­გობ­რებ­მა შე­ი­ტა­ნეს.
ასე ცეკ­ვა-თა­მაშ­ში გა­ი­ა­რა ზამ­თარ­მა და გა­ზაფხუ­ლიც შე­მობ­რ­წყინ­და. ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბო­და. სექ­ს­ზე არ ვსა­უბ­რობ­დით, თით­ქოს ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თე­მა ყო­ფი­ლი­ყო. ვერ გეტყ­ვით, რა­ტომ ით­მენ­და, რო­ცა ხვდე­ბო­და, რომ და­ქორ­წი­ნე­ბის გა­რე­შეც თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი მას­თან ინ­ტი­მურ სი­ახ­ლო­ვე­ზე.
მაგ­რამ უეც­რად ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. დად­გა შუა მარ­ტი და და­იწყო უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი. ორი კვი­რით კვლავ სადღაც გა­და­ი­კარ­გა, არც ტე­ლე­ფო­ნის ზა­რებს პა­სუ­ხობ­და. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, სულ ორ­ჯერ და­ვუ­რე­კე, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის მას­თან ორ­ჯერ გაშ­ვე­ბუ­ლი ზა­რიც საკ­მა­რი­სი იყო, რომ მე­სა­მედ და­რეკ­ვა­ზე უარი მეთ­ქ­ვა. არა­და, ისე­თი ლა­მა­ზი რვა მარ­ტი მო­მიწყო, გა­და­კარ­გ­ვას თუ შე­ეც­დე­ბო­და, არ მო­ვე­ლო­დი. მთე­ლი სახ­ლი ყვა­ვი­ლე­ბით გა­მივ­სო. ყვე­ლა­ნა­ი­რად მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა, რომ მის­თ­ვის ერ­თა­დერ­თი სა­სურ­ვე­ლი ქა­ლი ვი­ყა­ვი... და ისევ გა­და­ი­კარ­გა.

შა­ბათ იყო, მა­მი­და მეს­ტუმ­რა და კარ­გა ხანს დარ­ჩა. რო­ცა წა­ვი­და, რა­ღაც სი­ცა­რი­ე­ლე ვიგ­რ­ძე­ნი, თით­ქოს პირ­ვე­ლად მივ­ხ­ვ­დი, რამ­დენს ნიშ­ნავ­და იგი ჩემ­თ­ვის. 13 წლით უფ­რო­სი ლუი ჩემ­თ­ვის მე­გო­ბა­რი უფ­რო იყო, ვიდ­რე უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვი. მი­სი ოჯა­ხის გარ­და, ქვე­ყა­ნა­ზე ახ­ლო­ბე­ლი არა­ვინ მყავ­და.
მა­გი­და ავა­ლა­გე და ჭურ­ჭ­ლის რეცხ­ვას შე­ვუ­დე­ქი. ოცი წუ­თიც არ გა­სუ­ლა, რომ კარ­ზე ზა­რი და­ი­რე­კა. ამ­ჯე­რად აღარ შემ­ში­ნე­ბია. რაც გო­ლა გა­ემ­გ­ზავ­რა, სა­შიშ­რო­ე­ბას არ ვგრძნობ­დი. ვან­დიც წა­ვი­და და კვლავ მარ­ტო დავ­რ­ჩი.
კო­კის არ ვე­ლო­დი, სა­ღა­მოს უნ­და შევ­ხ­ვედ­რო­დი, სპექ­ტაკ­ლ­ზე ვა­პი­რებ­დით წას­ვ­ლას.
გა­რეთ გა­და­უ­ღებ­ლად წვიმ­და. ნე­ტავ ვის გა­ვახ­სენ­დი ამის­თა­ნა ამინ­დ­ში? ამ ფიქ­რე­ბით გა­ვე­შუ­რე კა­რის გა­სა­ღე­ბად.
კო­კი აღ­მოჩ­ნ­და. რა­ტომ­ღაც, სა­გან­გე­ბოდ გა­მოპ­რან­ჭუ­ლი. გვერ­დით პა­ტა­რა, გორ­გო­ლა­ჭე­ბი­ა­ნი ჩე­მო­და­ნი ედო, რომ­ლის სა­ხე­ლურს ისე დაჰყ­რ­დ­ნო­ბო­და, გე­გო­ნე­ბო­დათ, ქოლ­გას ჩას­ჭი­დე­ბიაო. ჩემ­თან ხომ არ აპი­რებს გად­მო­სახ­ლე­ბას? ნუ­თუ სახ­ლი­დან გა­მო­აგ­დეს? - ეს იყო ერ­თა­დერ­თი, რაც გა­ვი­ფიქ­რე.
- რა­მე მოხ­და? - ისე ვკითხე, თით­ქოს გუ­შინ გვე­ნა­ხა ერ­თ­მა­ნე­თი.
მან უსიტყ­ვოდ და­მიქ­ნია თა­ვი და ნაჩ­ქა­რე­ვად ლო­ყა­ზე მა­კო­ცა.
- სას­წ­რა­ფოდ ვა­შინ­გ­ტონ­ში მივ­ფ­რი­ნავ, ლექ­სოს პრობ­ლე­მე­ბი აქვს.
- ლექ­სოს? - უცებ ვერ გა­ვიხ­სე­ნე, ვის გუ­ლის­ხ­მობ­და, - პარ­ლა­მენ­ტა­რი?
- ჰო. მოკ­ლედ, პარ­ლა­მენ­ტის რამ­დე­ნი­მე წევ­რი საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით იყო ვა­შინ­გ­ტონ­ში ჩა­სუ­ლი და უცებ გულ­მა უმ­ტყუ­ნა. წა­უს­ვ­ლე­ლო­ბა არ იქ­ნე­ბა.
- რა სა­ში­ნე­ლე­ბაა, - შევ­წუხ­დი.
- ის მე ყო­ველ­თ­ვის გვერ­დით მედ­გა, ბა­ბი, ახ­ლა ჩე­მი ჯე­რია, მას ვჭირ­დე­ბი.
- ვწუხ­ვარ, რომ ასე მოხ­და. რო­მელ სა­ათ­ზე მიფ­რი­ნავ?
- ოთხ სა­ათ­ში აერო­პორ­ტ­ში უნ­და ვი­ყო.
- ჭა­მე რა­მე?
- არა.
- შე­მო­დი, ყა­ვას მო­ვა­დუ­ღებ და რა­მეს მო­ვი­ფიქ­რებ, - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გულ­წ­რ­ფე­ლად თა­ნა­ვუგ­რ­ძ­ნობ­დი, გაბ­რა­ზე­ბა არ გამ­ნე­ლე­ბია. ამი­ტომ ძა­ლი­ან ცი­ვად ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. მინ­დო­და ეგ­რ­ძ­ნო, რომ მი­სი საქ­ცი­ე­ლით გან­ხიბ­ლუ­ლი ვი­ყა­ვი.
- ვი­ცი, ჩემ­ზე ნაწყე­ნი ხარ, მაგ­რამ რო­ცა ყვე­ლა­ფერს მო­გიყ­ვე­ბი, წყე­ნა გა­გივ­ლის. ისეთ საქ­მე­ზე ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც არა­ვის არ უნ­და სცოდ­ნო­და.
- ჯა­შუ­შო­ბა ხომ არ და­იწყე? - დავ­ცი­ნე.
ჩრდილ­მა გა­და­ურ­ბი­ნა სა­ხე­ზე, შუბ­ლი ოდ­ნავ შე­სამ­ჩ­ნე­ვად შე­ეჭ­მუხ­ნა.
- ბა­ბი, გგო­ნია, მე­ხა­ლი­სე­ბა ახ­ლა გაფ­რე­ნა? სუ­ლაც არ მინ­და, რომ კი­დევ დი­დი ხნით დაგ­ტო­ვო, ასე არ მინ­და დაგ­ტო­ვო.
მე­ტად ვე­ღარ შევ­ძე­ლი გრძნო­ბე­ბის მო­თოკ­ვა.
- მე კი არ მინ­და, რომ გა­ემ­გ­ზავ­რო.

მე­ტიც არ უნ­დო­და. ჩე­მოდ­ნის სა­ხე­ლურს ხე­ლი უშ­ვა და მხრებ­ში ჩა­მაფ­რინ­და. მე­რე მძლავ­რად მი­მიკ­რა მკერ­დ­ზე და ხარ­ბად და­მიწყო კოც­ნა. იმ­დენ ხანს მკოც­ნი­და, სა­ნამ დრო­სა და სივ­რ­ცე­ში ორი­ენ­ტა­ცია არ დავ­კარ­გე. მი­სი ხე­ლე­ბი სულ­მოუთ­ქ­მე­ლად დარ­ბოდ­ნენ ჩემს სხე­ულ­ზე, ეფე­რე­ბოდ­ნენ და ტან­ჯავ­დ­ნენ მას. სურ­ვი­ლის­გან ვთრთო­დი და იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო ეს სურ­ვი­ლი, რომ მე­ტი ლო­დი­ნი აღარ შე­მეძ­ლო. მას ბევ­რ­ჯერ უკოც­ნია ჩემ­თ­ვის, მაგ­რამ ასე არას­დ­როს... და მხო­ლოდ ახ­ლა მივ­ხ­ვ­დი, რომ სწო­რედ ამ კოც­ნას ვე­ლო­დი ამ­დენ ხანს. შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც იმ მო­მენ­ტი­დან, რო­ცა პირ­ვე­ლად ვნა­ხე.
- შენ ისე­თი ლა­მა­ზი... შენ ისე­თი ლა­მა­ზი ხარ, - იმე­ო­რებ­და გონ­და­კარ­გუ­ლი და ხე­ლი­დან არ მიშ­ვებ­და.
ვნე­ბის­გან გა­ხუ­რე­ბუ­ლი ჩე­მი სხე­უ­ლი კი ბრმად მი­ი­წევ­და მის­კენ. მან კი უეც­რად მო­მი­შო­რა, მხრებ­ში ჩამ­ჭი­და ხე­ლე­ბი, თვა­ლი თვალ­ში გა­მი­ყა­რა და და­იწყო:
- მე შენ­თან ინ­ტ­რი­გის გაბ­მას არ ვა­პი­რებ, ბა­ბი. უფ­რო მე­ტი მინ­და. დი­დი ხა­ნია, შე­მიყ­ვარ­დი და ამ გრძნო­ბას მა­ნამ ვებ­რ­ძო­დი, სა­ნამ პირ­ვე­ლად არ გა­კო­ცე. სწო­რედ მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, რომ მიყ­ვარ­დი, მაგ­რამ მე­გო­ნა, ვცდე­ბო­დი. ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ ერ­თხე­ლაც სულ სხვა კუთხით და­გი­ნა­ხავ­დი, იტყო­დი ან გა­ა­კე­თებ­დი ისეთ რა­მეს, რაც იდე­ა­ლუ­რი ქა­ლის პა­რა­მეტ­რებს და­არ­ღ­ვევ­და, იმ ქა­ლი­სას, რო­მელ­საც შენ­ში ვხე­დავ­დი.
მის­მა მო­ნო­ლოგ­მა ად­გილ­ზე გა­მაქ­ვა­ვა. ვე­რას­დ­როს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ კაცს, რო­მე­ლიც "არა­ვი­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბის" პრინ­ცი­პით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და, ასე­თი რა­მე­ე­ბის თქმა შე­ეძ­ლო.

- შენ არ გჯე­რა ჩე­მი, - შე­ამ­ჩ­ნია ჩე­მი რე­აქ­ცია, - შე­გიძ­ლია ამიხ­ს­ნა, რა­ტომ?
- არ ვი­ცი... - ან­გა­რიშ­მი­უ­ცემ­ლად მი­ვუ­გე. ვერ ვუთხა­რი, შე­ნი მერ­ყე­ო­ბა მა­ში­ნებს-მეთ­ქი.
ლურ­ჯი თვა­ლე­ბი ყუ­რადღე­ბით ათ­ვა­ლი­ე­რებ­და ჩემს სა­ხეს. უზარ­მა­ზა­რი ნერ­წყ­ვი გა­და­ვა­გო­რე, რომ სუ­ლი მო­მეთ­ქ­ვა. მან კი ხე­ლი ჩამ­ჭი­და და დი­ვან­ზე დამ­ს­ვა, თვი­თო­ნაც გვერ­დით მო­მიჯ­და.
- შენ არ გიყ­ვარ­ვარ? - მო­ღუ­შუ­ლი სა­ხით მკითხა.
ძა­ლა აღარ შემ­წევ­და, მის­თ­ვის შე­მე­ხე­და. ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან პი­რი გა­მიშ­რა.
- არ ვი­ცი, რას ვგრძნობ, - ხმა ამი­კან­კალ­და, - ყვე­ლა­ფე­რი ისე სწრა­ფად მოხ­და...
- სწრა­ფად? ამ­დე­ნი ხა­ნია, ერ­თ­მა­ნეთს ვხვდე­ბით და შენ ამას სის­წ­რა­ფეს ეძა­ხი? ასო­ბით ქა­ლი მყო­ლია, რო­მელ­თა­ნაც მარ­თ­ლა სწრა­ფად მომ­ხ­და­რა ყვე­ლა­ფე­რი და ყო­ველ­თ­ვის ერ­თი და იმა­ვე სქე­მით: ღვი­ნო, ვახ­შა­მი რეს­ტო­რან­ში, სა­წო­ლი...
- ჰო­და, რა­ტომ გგო­ნია, რომ ჩემ მი­მართ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბა გა­კავ­ში­რებს? მე რით გან­ვ­ს­ხ­ვავ­დე­ბი მაგ ქა­ლე­ბის­გან?
- რით? იმით, რომ არას­დ­როს გამ­ჩე­ნია სურ­ვი­ლი, ჩე­მი დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნის გვერ­დით გა­მეღ­ვი­ძა სა­წოლ­ში.
მის­მა პა­სუხ­მა და­მა­დუ­მა.
- ასე რი­სი გე­ში­ნია, ბა­ბი? ჩე­მი?
გუ­ლი გა­მა­ლე­ბით მი­ტევ­და, გამ­წა­რე­ბუ­ლი ეხეთ­ქე­ბო­და სა­გუ­ლეს.
- მე არ მით­ქ­ვამს, რომ შე­ნი მე­ში­ნია.
- მაგ­რამ აშ­კა­რად გეტყო­ბა, რომ ასეა. უბ­რა­ლოდ, ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ.
ღმერ­თო, რა უს­ამარ­თ­ლო­ბაა? მა­ინ­ც­და­მა­ინც ახ­ლა რა­ტომ გა­ი­მარ­თა ჩვენ შო­რის ასე­თი სა­უ­ბა­რი? მა­შინ, რო­ცა მიფ­რი­ნავს?
- თა­ვი­დან მე­გო­ნა, რომ ეს მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი რე­აქ­ცია იყო, შენ ხომ დი­დი ხა­ნია, მა­მა­კა­ცი არ გყო­ლია. მაგ­რამ ახ­ლა ვე­რა­ფერს ვხვდე­ბი. ჩვენ, მგო­ნი, უკ­ვე კარ­გად ვიც­ნობთ ერ­თ­მა­ნეთს, ასე არ არის? - და­ჟი­ნე­ბით მომ­ჩე­რე­ბო­და.
- ჰო.
- ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სულ ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ გა­იხ­ს­ნე­ბო­დი, მო­მენ­დო­ბო­დი. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი იმის­თ­ვის, რომ ჩემ­თან თა­ვი კარ­გად გეგ­რ­ძ­ნო. ისიც გაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე, რომ მოც­და შე­მეძ­ლო და ამას იმი­ტომ ვა­კე­თებ­დი, რომ შენ­თ­ვის ტკი­ვი­ლი არ მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ამიხ­სე­ნი, რა ხდე­ბა? რა­ტომ არ შე­გიძ­ლია, გა­ერ­კ­ვე შენს გრძნო­ბებ­ში? რა­ტომ არ გინ­და აღი­ა­რო, რომ შენც გიყ­ვარ­ვარ? შე­ნი ყო­ფი­ლი ქმრის გა­მო იქ­მ­ნი პრობ­ლე­მას? ასე­თი რა გა­გი­კე­თა?
სი­მი­ვით ვი­ყა­ვი და­ჭი­მუ­ლი. აზ­რე­ბი გო­ნე­ბა­ში ერ­თ­მა­ნეთს ენაც­ვ­ლე­ბოდ­ნენ. რო­გორ­მე უნ­და ამეხ­ს­ნა მის­თ­ვის, რაც მჭირ­და.
- ის ჩე­მი ქმა­რი არას­დ­როს ყო­ფი­ლა. ჩვენ და­უ­ქორ­წი­ნებ­ლად ვცხოვ­რობ­დით, - ვერ ამოვ­თ­ქ­ვი, ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი იყო-მეთ­ქი.
მე­რე სიტყ­ვე­ბი თა­ვი­სით წა­მო­ვი­და და ყვე­ლა­ფერს მო­ვუ­ყე­ვი.

- და ამ­დენს ით­მენ­დი? - თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით სავ­სე ხმით მკითხა, რო­ცა მო­ყო­ლა და­ვამ­თავ­რე.
არ ვუ­პა­სუ­ხე. თა­ვის­კენ მი­მი­ზი­და და ჩა­მი­ხუ­ტა. სირ­ცხ­ვი­ლის­გან ვიწ­ვო­დი, ცრემ­ლე­ბი ღა­პა­ღუ­პით მცვი­ო­და, მაგ­რამ ხმა­მაღ­ლა არ მი­ტი­რია.
- ახ­ლა სად არის?
- მოს­კოვ­ში.
- რო­ცა ჩვე­ნი ფირ­მის ტე­რი­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი გა­საკ­ვი­რად იოლად მოგ­ვარ­და, მა­შინ­ვე მივ­ხ­ვ­დი, რომ ის იყო გა­რე­უ­ლი. მახ­სოვს, რო­გორ გი­ყუ­რებ­და. შე­ნი სა­ხეც მახ­სოვს, გა­ფით­რე­ბუ­ლი უმ­წე­ოდ რომ აცე­ცებ­დი თვა­ლებს აქეთ-იქით. მე­რე გა­რეთ რომ გა­გიყ­ვა­ნა, სა­ბო­ლო­ოდ და­ვას­კ­ვე­ნი, რომ ის "ის" იყო. მაგ­რამ ამა­ზე სიტყ­ვა არ დამ­ც­დე­ნია. მე­გო­ნა, შენ თვი­თონ ალა­პა­რაკ­დე­ბო­დი. ამი­ტო­მაც გა­და­ვი­კარ­გე მა­შინ, აღარ შე­გეხ­მი­ა­ნე, აღარ მო­ვე­დი. ვი­ფიქ­რე, ჯერ გა­ერ­კ­ვეს თა­ვის თავ­ში და ვნა­ხოთ, რით დამ­თავ­რ­დე­ბა მი­სი გა­მო­ჩე­ნა-მეთ­ქი. რო­ცა კვლავ შე­გეხ­მი­ა­ნე, შენ არა­ფე­რი მითხა­რი და და­ვას­კ­ვე­ნი, ალ­ბათ წერ­ტი­ლი და­უს­ვა თა­ვის წარ­სულს და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა-მეთ­ქი.

თავს სა­ზიზღ­რად ვგრძნობ­დი. ვინ თქვა, რომ გულ­წ­რ­ფე­ლი აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი შვე­ბას იგ­რ­ძ­ნობ­სო? უარე­სად დავ­მ­ძიმ­დი.
- ესე იგი, გა­მო­დის, რომ მის გა­მო გა­დაწყ­ვი­ტე, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მარ­ტო დარ­ჩე? მეს­მის შე­ნი, მაგ­რამ მას­თან ხომ აღა­რა­ფე­რი გა­კავ­ში­რებს? რა­ტომ გინ­და მო­გო­ნე­ბე­ბი შე­ნი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე მძი­მე ტვირ­თად გა­ი­ხა­დო? ახ­ლა შენ მარ­თავ შენს ბედს, ჩვენ ერ­თად ვართ და ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბა. ხომ გჯე­რა ჩე­მი?
- ისიც ასე მე­უბ­ნე­ბო­და, - მი­სი მკლა­ვე­ბის­გან თა­ვი გა­ვი­თა­ვი­სუფ­ლე.
- რო­გორ ასე?
- რომ ჩვენ სხვა ვართ, რომ ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად გვექ­ნე­ბო­და, რომ ჩვენ ერ­თი მთე­ლის ორი ნა­წი­ლი ვი­ყა­ვით და ბრწყინ­ვა­ლედ შე­ვეწყო­ბო­დით ერ­თ­მა­ნეთს... თუმ­ცა, ახ­ლა რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს...
- არა, აქვს! - შე­მაწყ­ვე­ტი­ნა, - მე სუ­ლაც არ მინ­და, რომ მას მა­და­რებ­დე.
- ეს არ მი­გუ­ლის­ხ­მია... - ხმა შე­მეც­ვა­ლა, თუმ­ცა სწო­რედ ამას ვგუ­ლის­ხ­მობ­დი. მათ ბევ­რი სა­ერ­თო ჰქონ­დათ. თა­ვი­სუფ­ლე­ბის წყურ­ვი­ლი, ოჯა­ხუ­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა, და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის ნე­ბის­მი­ე­რი გზით მიღ­წე­ვა. ვე­რას­დ­როს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ გო­ლა ტკი­ვილს მო­მა­ყე­ნებ­და. კო­კის რა­ტომ უნ­და მივ­ნ­დო­ბო­დი?
- მე კო­კი ვარ, ბა­ბი და არა ის ნა­ძი­რა­ლა, ვინც სი­ცოცხ­ლე გა­გიმ­წა­რა. და მე შენ მიყ­ვარ­ხარ.
- გახ­სოვს, ერთ ქალ­ზე რომ მიყ­ვე­ბო­დი, რო­მელ­მაც თა­ვი შე­გაყ­ვა­რა. მა­შინ შენ მითხა­რი, სიყ­ვა­რუ­ლი ლა­მა­ზი ზღა­პა­რია, რომ­ლის ად­გი­ლი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში არ არ­სე­ბობ­სო. გახ­სოვს? ად­რე თუ გვი­ან ეჭ­ვი­ა­ნო­ბა ყვე­ლა­ფერს ანად­გუ­რებ­სო.
- მაგ­რამ ადა­მი­ა­ნე­ბი ხან­და­ხან აზრს იც­ვ­ლი­ან. ქა­ლე­ბიც, კა­ცე­ბიც... მე შენ­თან ყოფ­ნა მინ­და, ბა­ბი, ბო­ლომ­დე.
- მაგ­რამ რომ გა­და­ი­ფიქ­რო? მე­რე რა მოხ­დე­ბა? - შე­ში­ნე­ბულ­მა თა­ვი ავ­წიე და მის ლურჯ თვა­ლებს მი­ვა­ჩერ­დი, - იქ­ნებ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის არ ხარ შექ­მ­ნი­ლი?
- ამას ის ჩა­გა­გო­ნებ­და?
- ეს არ არის მთა­ვა­რი. მთა­ვა­რი ისაა, რომ მე ეს ურ­თი­ერ­თო­ბა არ მინ­და. მა­პა­ტიე, მაგ­რამ არა­ფე­რი არ მინ­და. შენ­თან ყო­ველ­თ­ვის გუ­ლახ­დი­ლი ვი­ყა­ვი. ახ­ლაც ასეა.
კო­კი წა­მით გა­ჩუმ­და. მე­რე ხე­ლე­ბი მუხ­ლებ­ზე და­იტყა­პუ­ნა და დახ­შუ­ლი ხმით წარ­მოთ­ქ­ვა:
- მა­გა­ში მარ­თა­ლი ხარ... ახ­ლა რა უნ­და ვქნათ? გა­მო­დის, აღარ გინ­და ჩემ­თან ყოფ­ნა?
- და­მი­ჯე­რე, არა­ფე­რი გა­მო­ვა. სე­რი­ო­ზუ­ლად გე­უბ­ნე­ბი, - ვუმ­ტ­კი­ცებ­დი და თვი­თო­ნაც არ მჯე­რო­და ჩე­მი ნათ­ქ­ვა­მის, მაგ­რამ რად­გან გავ­რის­კე, ბო­ლომ­დე მტკი­ცედ დავ­დე­ქი.
- ვი­ცი, მაგ­რამ მა­ინც არ მჯე­რა.
ძლივს შე­ი­კა­ვა თა­ვი, რომ არ შემ­ხე­ბო­და. დივ­ნის სა­ზურ­გეს მი­აწ­ვა და თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა. ფრთხი­ლად წა­მოვ­დე­ქი. მიკ­ვირ­და, ამ­დენს რომ ით­მენ­და. მი­სი ღირ­სე­ბე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მოთ­მი­ნე­ბა არ შე­დი­ო­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ მით­მენს ამ­დენს? გა­მო­დის, რომ მას სრუ­ლი­ად არ ვიც­ნობ და ეს კი­დევ ერ­თი სა­ბა­ბია, არ ვენ­დო.
- ვი­ღაც ყა­ვა­ზე ლა­პა­რა­კობ­და... - მო­მეს­მა მი­სი ხმა.
ფე­ხე­ბი აღარ მე­მორ­ჩი­ლე­ბო­და, რო­ცა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ვე­დი. ვერ ვი­ჯე­რებ­დი, რომ გო­ლა­ზე ყვე­ლა­ფე­რი მო­ვუ­ყე­ვი. ვინ მე­ქა­ჩე­ბო­და ენა­ზე? რას იფიქ­რებს ახ­ლა ჩემ­ზე? იდი­ო­ტი ვარ, ნამ­დ­ვი­ლი იდი­ო­ტი! იმ­დე­ნად დამ­თ­რ­გუ­ნა წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბამ, რომ კო­კი­ზეც კი მათ­ქ­მე­ვი­ნა უარი. ღმერ­თო, რა­ტომ მო­ვუ­ყე­ვი, რა­ტომ? თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე, რომ მომ­დ­გა­რი ცრემ­ლი შე­მე­კა­ვე­ბი­ნა.
ვერ შე­ვამ­ჩ­ნიე, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში რო­დის შე­მო­ვი­და. მხო­ლოდ ძლი­ე­რი ხე­ლე­ბი ვიგ­რ­ძე­ნი, რო­მ­ლებიც წელ­ზე შე­მო­მხ­ვია.
- ვი­ცი, რომ გა­გიძ­ნელ­და ამის მო­ყო­ლა, - ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა, - სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლე­ბი მრავ­ლად არი­ან. სუს­ტებ­ზე თა­მა­ში მა­თი სა­ფირ­მო ნო­მე­რია. მი­ხა­რია, რომ შე­გეშ­ვა და შენ­თან ხე­ლი არ მო­უწ­ვ­დე­ბა. სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოვ­ძებ­ნი­დი და გა­ვუს­წორ­დე­ბო­დი, რო­გორც წე­სი და რი­გია. ვი­ცი, რომ წარ­სუ­ლის იარე­ბი გა­გახ­სე­ნე, მაგ­რამ ამ იარებს ერ­თი ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბა აქვთ - ისი­ნი ბო­ლოს მა­ინც ხორ­ც­დე­ბი­ან, - ამ სიტყ­ვე­ბით ხე­ლი შე­მიშ­ვა და კვლავ სას­ტუმ­რო ოთახ­ში დაბ­რუნ­და.

პა­ტა­რა მა­გი­დას მი­ვუს­ხე­დით და ყა­ვა დავ­ლი­ეთ. ცო­ტა­ო­დე­ნი ნამ­ცხ­ვა­რი მქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი და ისიც გა­მო­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ არც ერთს პი­რი არ დაგ­ვი­კა­რე­ბია.
მე­ზიზღე­ბო­და ჩე­მი თა­ვი, ასეთ სი­სუს­ტეს რომ ვი­ჩენ­დი. კო­კი ჩემს სხე­ულს სქელ ბა­დე­ში ხვევ­და, რომ­ლის გარ­ღ­ვე­ვა მე არ ძალ­მიძ­და. რო­გორ­მე უნ­და გა­მე­კონ­ტ­რო­ლე­ბი­ნა ჩე­მი ცხოვ­რე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის ზურ­გი მექ­ცია. სიყ­ვა­რუ­ლი იყო ის ერ­თა­დერ­თი, რაც უძ­ლურს მხდი­და.
მორ­ჩა, დღეს გაფ­რინ­დე­ბა და ეს იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სას­რუ­ლი. ასე ჯო­ბია. ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ ხომ უნ­და გა­დად­გა ადა­მი­ან­მა გა­დამ­წყ­ვე­ტი ნა­ბი­ჯი? გო­ლას რომ დავ­შორ­დი, ორი­ვეს­თ­ვის უკე­თე­სი შე­იქ­ნა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახ­ლაც ასე იქ­ნე­ბა. მას ჩე­მი და­ვიწყე­ბა არ გა­უ­ჭირ­დე­ბა, მე კი მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, უარე­სე­ბიც გა­და­მი­ტა­ნია...
ხელ­ზე ხე­ლი შე­მა­ხო, მე­რე ჩე­მი თი­თე­ბი მუჭ­ში მო­იმ­წყ­ვ­დია.
- ყი­ნუ­ლი­ვით ცი­ვი გაქვს, - მზრუნ­ვე­ლად მითხ­რა.
ფიქ­რე­ბი­დან გა­მო­ვერ­კ­ვიე. სა­ბე­დის­წე­რო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ თით­ქოს სუ­ლი გა­მი­ყი­ნა.
- ში­ნა­გა­ნი თერ­მო­რე­გუ­ლა­ტო­რი ამუხ­რუ­ჭებს, - გა­ხუმ­რე­ბა ვცა­დე.
გამ­ჭო­ლი მზე­რა მეს­რო­ლა.
- იმ კვი­რის ბო­ლოს დავ­ბ­რუნ­დე­ბი. სა­ვა­რა­უ­დოდ, პა­რას­კევს. გინ­და, შა­ბათს ერ­თად ვი­ვახ­შ­მოთ?
- მო­დი, რომ ჩა­მოხ­ვალ, მე­რე გა­დავ­წყ­ვი­ტოთ, - სწრა­ფად მი­ვუ­გე, - ხომ შე­იძ­ლე­ბა, შე­ფერ­ხ­დე.
მივ­ხ­ვ­დი, რომ საქ­მე მხო­ლოდ ვახ­შამს არ ეხე­ბო­და. ჩემ პირ­და­პირ იჯ­და ძლი­ე­რი, შე­უ­ვა­ლი, ახო­ვა­ნი მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი და სხვი­სი ცხოვ­რე­ბის მარ­თ­ვა ჩვე­ვად გა­დაჰ­ქ­ცე­ო­და; მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც კომ­პ­რო­მი­სებს არ იყო ჩვე­უ­ლი; მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ბრძა­ნე­ბებს გას­ცემ­და. მაგ­რამ დღეს იგი სულ სხვა­ნა­ი­რი იყო, რბი­ლი, ნა­ზი, მომ­თ­მე­ნი და დამ­ყო­ლი. იგი ისე ცდი­ლობ­და ჩემს დამ­შ­ვი­დე­ბას, თით­ქოს პა­ტა­რა გო­გო­ნა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მე კი დი­დი ხა­ნია, პა­ტა­რა აღარ ვარ - ზრდას­რუ­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქა­ლი ვარ და უკ­ვე ცხრა წე­ლია, მშვე­ნივ­რად ვუმ­კ­ლავ­დე­ბი ცხოვ­რე­ბას. მარ­ტო­ო­ბის გზა თა­ვად ავირ­ჩიე და აღარ მი­ღირ­და გა­დახ­ვე­ვა...

დაელოდეთ გაგრძელებას
ავტორი სვეტა კვარაცხელია

წაიკითხეთ წინა თავები
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93