ნოველები

ორი ბილეთი წალკოტამდე. დასასრული

ორი ბილეთი წალკოტამდე. დასასრული
რო­გორც კი შინ დავ­ბ­რუნ­დი, ტე­ლე­ფო­ნი მო­ვი­მარ­ჯ­ვე და გე­დის მო­ცე­მულ ნო­მერ­ზე და­რეკ­ვა ვცა­დე. ეს იმ სას­ტუმ­როს ნო­მე­რი იყო, სა­დაც კო­კი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლი.
არ ვი­ცი, ად­მი­ნის­ტ­რა­ტორს ჩე­მი ინ­გ­ლი­სუ­რი აქ­ცენ­ტი ეხა­მუ­შა თუ გა­მო­უ­ძი­ნე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ ცო­ტა გა­უძ­ნელ­და ჩე­მი თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბა. რამ­დენ­ჯერ­მე გა­მა­მე­ო­რე­ბი­ნა სა­ხე­ლი, გვა­რი, ვის­თან და­კავ­ში­რე­ბა­საც ვცდი­ლობ­დი. ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, სა­ნუკ­ვა­რი ხმაც გა­ვი­გო­ნე.
- ალო?
- კო­კი, შენ ხარ? ბა­ბი ვარ.
- ბა­ბი?
მი­სი ხმის გა­გო­ნე­ბამ სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლე­ბი მომ­გ­ვა­რა. იმ­დე­ნად ამი­ჩუყ­და გუ­ლი, რომ ხმის ამო­ღე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი.
-
ალო, ბა­ბი, აქ ხარ? - ხმას აუწია.
- ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ გუ­ლი გატ­კი­ნე. შე­გიძ­ლია მა­პა­ტიო?
- ბა­ბი, ბა­ბი, არ მეს­მის შე­ნი, ხომ კარ­გად ხარ?
- შე­გიძ­ლია-მეთ­ქი მა­პა­ტიო? - ვიყ­ვი­რე, - ნამ­დ­ვი­ლი იდი­ო­ტი ვარ!
- იდი­ო­ტი სუ­ლაც არ ხარ, - მე­რე ხმა ისევ და­ი­კარ­გა, ტე­ლე­ფონ­ში ში­ში­ნი გა­ის­მა და ბო­ლოს ნაწყ­ვე­ტი სიტყ­ვე­ბი გა­ვი­გო­ნე, - და ისე­თი მა­მა­ცი, რომ ჩემ­ზე უკეთ იცი...
- ცუ­დად ის­მის შე­ნი ხმა.
- ვამ­ბობ, რომ ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და მა­მა­ცი გო­გო ხარ დე­და­მი­წის ზურ­გ­ზე. მო­მის­მი­ნე... -კვლავ გაქ­რა მი­სი ხმა, - უკან... - მხო­ლოდ ეს სიტყ­ვა მოს­წ­ვ­და ჩემს სმე­ნას.
- კო­კი, არ მეს­მის შე­ნი. არ მეს­მის, რას მე­ლა­პა­რა­კე­ბი, მაგ­რამ მინ­და გითხ­რა, რომ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ. ფრთხი­ლად იყა­ვი. თუ შეძ­ლებ, ხვალ და­მი­რე­კე, თუ არა და, სა­ღა­მოს აერო­პორ­ტ­ში დაგ­ხ­ვ­დე­ბი. გეს­მის ჩე­მი?
მაგ­რამ მას არ ეს­მო­და. კავ­ში­რი უკ­ვე გაწყ­და.
ტე­ლე­ფო­ნი დი­ვან­ზე მი­ვაგ­დე, მეც ზედ გა­და­ვემ­ხე და ავ­ღ­რი­ალ­დი.

მე­ო­რე დღეს სამ­სა­ხურ­ში აღარ წა­ვე­დი. მთე­ლი დღე ტე­ლე­ვი­ზორ­თან გა­ვა­ტა­რე და სა­ღა­მოს დად­გო­მას მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბო­დი, რომ აერო­პორ­ტ­ში არ დამ­გ­ვი­ა­ნე­ბო­და. ჩაც­მულ-და­ხუ­რუ­ლი დი­ვან­ზე ვი­ყა­ვი წა­მო­წო­ლი­ლი და ად­გი­ლი­დან არ ვიძ­ვ­რო­დი, ჭა­მაც კი არ გამ­ხ­სე­ნე­ბია.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტე­ლე­ფონ­მა და­რე­კა. ეკ­რანს რომ დავ­ხე­დე, მივ­ხ­ვ­დი, უცხო ნო­მე­რი იყო და ტე­ლე­ფო­ნი ყუ­რის­კენ გა­ვი­ქა­ნე.
- ბა­ბი? - ეს კო­კის ხმა იყო.
- ღმერ­თო, რა კარ­გია, რომ და­რეკ­ვა მო­ა­ხერ­ხე. მა­პა­ტიე, მე ძა­ლი­ან ვცდე­ბო­დი. ვხვდე­ბი, რომ შენ­თან ყოფ­ნა მინ­და, თუ არ გა­და­გი­ფიქ­რე­ბია. გეს­მის ჩე­მი? - მი­ვა­ყა­რე და მი­ვა­ყა­რე.
- მეს­მის, საყ­ვა­რე­ლო.
საყ­ვა­რე­ლოო... მან პირ­ვე­ლად მო­მიხ­სე­ნია ასე. თვა­ლე­ბი­დან კვლავ ცრემ­ლე­ბი წა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ ამას ვე­ღარ ვამ­ჩ­ნევ­დი მი­სი ხმის გა­გო­ნე­ბით დაბ­რ­მა­ვე­ბუ­ლი.
- კარ­გად ხარ? მო­დი­ხარ დღეს?
- კარ­გად ვარ, კარ­გად. აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­მოვ­ფ­რინ­დეთ დღეს, ლექ­სოც მომ­ყავს. მარ­თა­ლია, სა­ში­ნე­ლი ქა­რიშ­ხა­ლია აქ, მაგ­რამ ფრე­ნა არ გა­და­ი­დე­ბაო, მითხ­რეს. იმე­დია, არ მატყუ­ე­ბენ.
- ძა­ლი­ან გთხოვ, თავს გა­უფ­რ­თხილ­დი, ზედ­მე­ტად ნუ გა­რის­კავ.
- იცი, რო­გორ გა­მი­ხარ­და, წუ­ხელ რომ და­მი­რე­კე? - ხმა­დაბ­ლა, მგრძნო­ბი­ა­რე ხმით მითხ­რა, მე კი ამ ხმამ ჩე­მი დამ­მარ­თა.
- მეც გა­მი­ხარ­და შენ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა.
- მიყ­ვარ­ხარ, ბა­ბი.
- მეც ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ და მინ­და ეს იცო­დე, - და ისე შემ­რ­ცხ­ვა ამის თქმის, რომ სას­წ­რა­ფოდ შევ­ც­ვა­ლე სა­სიყ­ვა­რუ­ლო თე­მა, - ლექ­სო რო­გორ გრძნობს თავს?
- ძა­ლი­ან სუს­ტად, მაგ­რამ ერ­თი სუ­ლი აქვს, სახ­ლ­ში რო­დის დაბ­რუნ­დე­ბა. შე­ნი ზა­რი კი ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბო­და და ამის­თ­ვის დი­დი მად­ლო­ბა.
- ესე იგი, მა­პა­ტიე?
- რა თქმა უნ­და, ჩე­მო პა­ტა­რავ.
ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან გა­და­ვივ­სე.
- კარ­გი, აბა, შენ იცი. მე აუცი­ლებ­ლად დაგ­ხ­ვ­დე­ბი აერო­პორ­ტ­ში.
- ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რებ, თუ ამას იზამ. მა­შინ შეხ­ვედ­რამ­დე, ჩე­მო და­ხა­ტუ­ლო.
- შეხ­ვედ­რამ­დე.

ღმერ­თო, რამ­დე­ნი რა­მის თქმა მინ­დო­და და ვე­ღარ ვუთხა­რი. თით­ქოს ენა და­მე­ბორ­კა. გავ­თი­შე თუ არა ტე­ლე­ფო­ნი, გო­ნე­ბა­ში კი­დევ კარ­გა ხანს ვატ­რი­ა­ლებ­დი ჩვენს სა­უ­ბარს. აუცი­ლებ­ლად უნ­და ამეხ­ს­ნა მის­თ­ვის, რა მა­ში­ნებ­და ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში - ეს იყო სიყ­ვა­რუ­ლი, რომ­ლი­თაც ის მიყ­ვარ­და. მინ­დო­და მეთ­ქ­ვა, რომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნია, ყვე­ლა­ზე კარ­გი, ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი, მაგ­რამ...
რამ­დე­ნი­მე წუთს გა­უნ­ძ­რევ­ლად ვი­ჯე­ქი, დამ­შ­ვი­დე­ბას ვცდი­ლობ­დი. შემ­დეგ მა­მი­დას და­ვუ­რე­კე და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გა­ვუ­ზი­ა­რე. ლუ­ის ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, რომ საქ­მე ასე შე­მობ­რუნ­და.
შემ­დეგ ისევ ტე­ლე­ვი­ზო­რის ეკ­რანს მი­ვაშ­ტერ­დი და ჩამ­თ­ვ­ლი­მა...

- ბა­ბი, რა­ღაც მგო­ნია, რომ ეს დი­დი შეც­დო­მაა. ალ­ბათ, მო­გეჩ­ვე­ნა. რა სი­სუ­ლე­ლეა, იმ სა­უბ­რის შემ­დეგ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ეს მომ­ხ­და­რი­ყო? - ანერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი მა­მი­და ჩემ გვერ­დით იჯ­და და თმა­ზე ხელს მის­ვამ­და, მე კი თვალ­ც­რემ­ლი­ა­ნი ვსლუ­კუ­ნებ­დი.
არა­და, ისე­თი რამ მოხ­და, რომ ჩე­მი ოც­ნე­ბის კოშ­კი ერთ წამ­ში ხუ­ხუ­ლა­სა­ვით და­ი­შა­ლა...

ხუთ სა­ათ­ზე უკ­ვე აერო­პორ­ტ­ში ვი­ყა­ვი. მე­ში­ნო­და, არ დამ­გ­ვი­ა­ნე­ბო­და, ამი­ტომ მან­ქა­ნა დავ­ქო­ქე და ად­რე­ვე გა­ვე­დი.
ფო­ი­ე­ში შე­სულ­მა ვი­კითხე, ზუს­ტად რო­მელ სა­ათ­ზე დაჯ­დე­ბო­და ამე­რი­კი­დან მო­მა­ვა­ლი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი. რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ექვს სა­ათ­ზე აქ იქ­ნე­ბაო, მითხ­რეს.
კვლავ მან­ქა­ნა­ში დავ­ბ­რუნ­დი. მო­საც­დელ დარ­ბაზ­ში ყოფ­ნას ჩემ­თ­ვის გან­მარ­ტო­ე­ბა მერ­ჩია.
ექვს რომ ხუ­თი წუ­თი და­აკ­ლ­და, კვლავ დარ­ბაზ­ში შევ­ბ­რუნ­დი და სულ­გა­ნა­ბუ­ლი მი­ვაშ­ტერ­დი იმ ად­გილს, სა­ი­და­ნაც კო­კი უნ­და გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო. ირ­გ­ვ­ლივ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ირე­ო­და. ყვე­ლა ვი­ღა­ცას ხვდე­ბო­და, ყვე­ლა ვი­ღა­ცის ჩა­მოფ­რე­ნას ელო­და.

და აი, სა­ნუკ­ვა­რი წუ­თე­ბიც დად­გა. გა­მოჩ­ნ­და კო­კი, რო­მელ­საც ცალ ხელ­ში გორ­გო­ლა­ჭე­ბი­ა­ნი ნაც­ნო­ბი ჩე­მო­და­ნი ეჭი­რა, მე­ო­რე ხე­ლით კი ინ­ვა­ლი­დის ეტლს მო­ა­გო­რებ­და. ად­გი­ლი­დან დაძ­ვ­რა გა­მი­ჭირ­და, თით­ქოს იატაკს მი­ვე­ლურ­ს­მე. ისე ავ­ღელ­დი, თვალთ და­მიბ­ნელ­და.
ლექ­სო ძა­ლი­ან ფერ­მ­კ­რ­თა­ლი ჩან­და. სწო­რედ ამ დროს ორი­ვეს ხან­შიშე­სუ­ლი მა­მა­კა­ცი და ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი მიუ­ახ­ლოვ­და. მა­მა­კა­ცი ლექ­სოს გა­და­ეხ­ვია, გო­გო­ნა კი კო­კის ჩა­მო­ე­კი­და კი­სერ­ზე და ისე­თი აღ­გ­ზ­ნე­ბით და­უ­კოც­ნა სა­ხე და ტუ­ჩე­ბი, რომ ნერ­წყ­ვი ყელ­ში გა­მეჩხი­რა. ვი­ცა­ნი, ვინც იყო - ლექ­სოს და. ეს ის "გა­ლი­ის ჩი­ტი" გახ­ლ­დათ, რო­მელ­ზეც ერ­თხელ უკ­ვე ვი­ეჭ­ვი­ა­ნე. შეც­დო­მა გა­მო­რიცხუ­ლი იყო.

მუხ­ლ­მოკ­ვე­თი­ლი იქ­ვე ჩავ­ჯე­ქი და თა­ვი ჩავ­ღუ­ნე, რომ კო­კის არ შე­ვემ­ჩ­ნიე. თვალ­წინ სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი მედ­გა: კო­კი თა­ვისი მე­გობ­რის დას ხელს ხვევს და კოც­ნის. ამ კოც­ნას მე­გობ­რულს ნამ­დ­ვი­ლად ვერ ვუ­წო­დებ­დი.
ყვე­ლა­ფე­რი მეს­მო­და. მეს­მო­და ის, რომ ისი­ნი ბავ­შ­ვო­ბი­დან იც­ნობ­დ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, რომ ძა­ლი­ან ახ­ლოს იყ­ვ­ნენ ოჯა­ხე­ბით, მე­გობ­რობ­დ­ნენ, მაგ­რამ ბავ­შ­ვო­ბის ძმა­კა­ცის დას ასე კოც­ნიდ­ნენ... აი, ეს არ მეს­მო­და.
ტკი­ვილ­მა გუ­ლი შუ­ა­ზე გა­მი­პო. რა უნ­და მექ­ნა? ახ­ლა ისე მქონ­და სა­ხე წაშ­ლი­ლი, ძა­ლი­ა­ნაც რომ მდო­მებო­და, ვერ გა­მოვ­ჩ­ნ­დე­ბო­დი. უნ­და დავ­ლო­დე­ბო­დი, რო­დის გა­ვი­დოდ­ნენ, რომ ჩემს მან­ქა­ნამ­დე მი­მეღ­წია და გზას გავ­დ­გო­მო­დი. წა­მით კვლავ გა­ვა­პა­რე თვა­ლი მათ­კენ. კო­კის ლექ­სოს და ჩა­მოს­ცი­ლე­ბო­და, ძმის წინ ჩა­ჩო­ქი­ლი­ყო და სა­ხე­ზე ხე­ლე­ბით ეფე­რე­ბო­და. კო­კი კი თვა­ლებს აქეთ-იქით აცე­ცებ­და, თით­ქოს ვი­ღა­ცას ეძებ­და. თით­ქოს კი არა, აშ­კა­რად ეძებ­და ვი­ღა­ცას და ვი­ცო­დი, ის ვი­ღა­ცა მე ვი­ყა­ვი.

უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ ლექ­სოს ცო­ლი არ­სად ჩან­და. ალ­ბათ, შინ მოც­და არ­ჩია. ვინ იცის, იქ­ნებ ჩემ­სა­ვით სა­შინ­ლად მგრძნო­ბი­ა­რეა და მე­უღ­ლის და­ნახ­ვი­სას აქ­ვე გაშ­ხ­ლარ­თუ­ლი­ყო გონ­წა­სუ­ლი...
ისევ დავ­ხა­რე თა­ვი, რომ კო­კის ჩემ­თ­ვის თვა­ლი არ მო­ეკ­რა. სა­ში­ნელ გუ­ნე­ბა­ზე დავ­დე­ქი. ოც­და­ოთხი სა­ა­თის წინ მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რო­მელ­მაც ეიფო­რი­ა­ში ჩა­მაგ­დო, ახ­ლა ნამ­დ­ვილ სი­გი­ჟედ მეჩ­ვე­ნე­ბო­და. ჩე­მი ყვე­ლა ში­ში ახა­ლი ძა­ლით და­მიბ­რუნ­და უკან.
რო­გორ ვიჩ­ქა­რე, სიყ­ვა­რულ­ში რომ გა­მო­ვუტყ­დი. რა მრჯი­და? ვერ მო­ვით­მი­ნე? რა­ტომ და­ვიმ­ცი­რე ასე თა­ვი? ახ­ლა რა­ღა უნ­და ვუთხ­რა, რო­ცა კარს მო­მად­გე­ბა? მო­გატყუე-მეთ­ქი? პა­ტა­რა ბავ­შ­ვი ხომ არ ვარ? იქ­ნებ ვუთხ­რა, მო­გეს­მა-მეთ­ქი? არა, რა სი­სუ­ლე­ლეა, იმ­დენ ხანს ვუხ­სე­ნით ერ­თ­მა­ნეთს სიყ­ვა­რუ­ლი, "მო­გეს­მა" ნამ­დ­ვი­ლად არ გა­მოდ­გე­ბო­და.

ისევ გა­მახ­სენ­და ის ჟურ­ნა­ლი, კო­კი და ლექ­სოს და რომ იყ­ვ­ნენ გა­რე­კან­ზე გა­მო­ჭი­მუ­ლე­ბი. იმ სუ­რათ­ში ამ გო­გოს ყვი­თე­ლი კა­ბა ეც­ვა. "გა­ლი­ის ჩი­ტიც" ამის გა­მო შე­ვარ­ქ­ვი, ყვი­თელ თუ­თი­ყუშს ჰგავ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, კო­კი რო­გორ ახ­ს­ნის ამ ფაქტს?
რო­გორ მინ­დო­და, ამ­წუ­თას­ვე და­მე­რე­კა მის­თ­ვის და მე­კითხა, რა­ტომ ეხ­ვე­ო­დი ასე უსირ­ცხ­ვი­ლოდ შე­ნი ძმა­კა­ცის დას-მეთ­ქი, მაგ­რამ ვი­ცო­დი, ამას არ გა­ვა­კე­თებ­დი. ნუ­თუ მი­სი ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა?
გუ­ლი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, ამ გულს ხომ უყ­ვარ­და იგი, მაგ­რამ თვა­ლე­ბი? თვა­ლე­ბი რომ სხვა რა­მეს ხე­დავ­დ­ნენ? ეს არ იყო ის შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა თვა­ლი იტყუ­ე­ბა.

რო­გორც იქ­ნა, სახ­ლამ­დე მი­ვაღ­წიე და საა­ბა­ზა­ნო­ში შევ­ვარ­დი. სა­ხე ცი­ვი წყლით ჩა­მო­ვი­ბა­ნე. რო­ცა სარ­კე­ში ჩა­ვი­ხე­დე, სა­შინ­ლად გა­ფით­რე­ბუ­ლი მეჩ­ვე­ნა ჩე­მი სა­ხე.
- საწყა­ლი გო­გო, - შე­მე­ცო­და ჩე­მი თა­ვი, - გე­ყო­ფა ტი­რი­ლი, ხომ ხე­დავ, რო­გორ და­ი­ღა­ლე.
ვი­ცო­დი, რომ მა­ლე და­მი­რე­კავ­და, მაგ­რამ ტე­ლე­ფონ­ში არაფ­რის კითხ­ვას არ ვა­პი­რებ­დი. რო­ცა შევ­ხ­ვ­დე­ბო­დი, ამა­ზე მე­რე ჩა­მო­ვუგ­დებ­დი სა­უ­ბარს. თვა­ლებ­ში რომ შევ­ხე­დავ­დი, უსიტყ­ვო­დაც მივ­ხ­ვ­დე­ბო­დი ყვე­ლა­ფერს. არა, სიყ­ვა­რულს არ გა­ვექ­ცე­ვი. ზრდას­რულ­მა ქა­ლებ­მა ყო­ველ­გ­ვარ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას თა­მა­მად უნ­და გა­უს­წო­რონ თვა­ლი. სუ­ლაც არ მო­ვაჩ­ვე­ნებ, ვი­თომ არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა, პი­რი­ქით, მა­შინ­ვე მოვ­თხოვ ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბას.
დრო გა­დი­ო­და, ის კი არ რე­კავ­და.

- კო­კი, გთხოვ, და­მი­რე­კე, ამიხ­სე­ნი, რა მოხ­და, ოღონდ ისე, რომ და­ვი­ჯე­რო, - ვი­წე­ქი დი­ვან­ზე და ჩემ­თ­ვის ვჩურ­ჩუ­ლებ­დი.
რო­გორ არ მინ­დო­და, კი­დევ ერ­თხელ გა­მო­მე­ცა­და ცხოვ­რე­ბა­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბა. მა­ინც არ ამ­ც­და. რო­გორ მინ­დო­და, ერ­თხელ მა­ინც და­მე­ჯე­რე­ბი­ნა, რომ ნამ­დ­ვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი არ­სე­ბობს... მა­ინც ვერ და­ვი­ჯე­რე. არა­და, რო­გო­რი იმე­დი მა­ჩუ­ქა, რომ ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი. ნე­ტავ შევ­ძ­ლებ, პირ­და­პირ ვკითხო, რა აკავ­ში­რებს ლექ­სოს დას­თან? პა­სუ­ხის მი­ღე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ხომ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, სა­მუ­და­მოდ დავ­კარ­გო იგი? გა­ვუძ­ლებ კი? არ მინ­დო­და, ახ­ლა გან­ვე­ხიბ­ლე ცხოვ­რე­ბას, სწო­რედ მა­შინ, რო­ცა ვიგ­რ­ძე­ნი, რომ სი­ცოცხ­ლე მშვე­ნი­ე­რია.

არც მე­ო­რე დღეს და­რე­კა. მო­სა­ღა­მოვ­და, მის­გან კი არა­ფე­რი ის­მო­და. რო­გორც ჩანს, მარ­თ­ლა ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რ­და. ალ­ბათ, ჩა­მოფ­რინ­და და მას შეხ­ვ­და თუ არა, მიხ­ვ­და, რომ არ­ჩე­ვა­ნი იმ გო­გოს სა­სარ­გებ­ლოდ უნ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა.
უკ­ვე აღარ ვე­ლო­დი მის­გან ზარს. სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ვიქ­ნიე ხე­ლი მო­სა­ლოდ­ნელ შეხ­ვედ­რა­ზე და სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი დი­ვან­ზე მივ­წე­ქი. ახ­ლა მხო­ლოდ ეს დი­ვა­ნი იყო ჩე­მი ნავ­სა­ყუ­დე­ლი.

მაგ­რამ შევ­ც­დი. სა­ღა­მო ხანს კარ­ზე ზა­რი გა­ის­მა და შინ მო­მად­გა. არ მახ­სოვს, კა­რი რო­გორ გა­ვა­ღე. არც ის მახ­სოვს, რო­გორ შე­მო­ვი­და ოთახ­ში. მახ­სოვს მხო­ლოდ ის, რომ ხელ­ში ამი­ტა­ცა და მკერ­დ­ზე მჭიდ­როდ მი­მიკ­რა.
მის­მა შე­ხე­ბამ ჯა­დო­სა­ვით იმოქ­მე­და ჩემ­ზე. მან თმა უკან გა­და­მი­წია და ჩურ­ჩუ­ლით ამოთ­ქ­ვა:
- და­უ­ჯე­რებ­ლად ლა­მა­ზი მყავ­ხარ.
- აჭარ­ბებ, - ცი­ვი ღი­მი­ლით მი­ვუ­გე და მი­სი მკლა­ვე­ბი­დან თა­ვი და­ვიხ­სე­ნი.
- ერ­თი ამას და­მი­ხე­დეთ, - გა­ი­ცი­ნა კო­კიმ, - მთე­ლი დღე თვით­მ­ფ­რი­ნავ­ში შენ­ზე ფიქ­რ­ში გა­ვა­ტა­რე, შენ კი­დევ ისე არ­ხე­ი­ნად მხვდე­ბი, თით­ქოს გუ­შინ დავ­შორ­დით ერ­თ­მა­ნეთს.
- სა­მა­გი­ე­როდ, სხვე­ბი შეგ­ხ­ვ­დ­ნენ ისე, რო­გორც შენ შე­გე­ფე­რე­ბო­და, - მწა­რედ ვუკ­ბი­ნე.
გა­ო­ცე­ბა შე­ეტყო სა­ხე­ზე, წარ­ბე­ბი აზი­და.
- რით და­ვიმ­სა­ხუ­რე შე­ნი რის­ხ­ვა? რა­მე მივ­ქა­რე? რა­ტომ არ დამ­ხ­ვ­დი აერო­პორ­ტ­ში? თვა­ლე­ბი და­მე­ღა­ლა აქეთ-იქით ყუ­რე­ბით.
- ჩემ სა­ძებ­ნე­ლად სად გე­ცა­ლა, რო­ცა სხვი­სი კოც­ნით იყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი.
- რა? რით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი? გინ­და მითხ­რა, რომ დამ­ხ­ვ­დი და ვერ და­გი­ნა­ხე?
- ჰო, დაგ­ხ­ვ­დი, მაგ­რამ არ შე­გე­გე­ბე, რად­გან ერ­თი ლა­მა­ზი გო­გო ისე გკოც­ნი­და, სი­ა­მოვ­ნე­ბა ვერ ჩა­ვუშ­ხა­მე.
- მე­გი­ზე ამ­ბობ? - უეც­რად ხარ­ხა­რი აუტყ­და, - სუ­ლე­ლო, ის ხომ ლექ­სოს დაა.
- მაგ­რამ დე­ბი ასე არ კოც­ნი­ან ძმის მე­გობ­რებს! - ნი­რი წა­მიხ­და. თურ­მე მე­გი რქმე­ვია, რა უგე­მოვ­ნო სა­ხე­ლია!
- ის ბავ­შ­ვი ჩემს ხელ­ში გა­ი­ზარ­და, გეს­მის? იმ­დე­ნად იყო გა­ხა­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი და­ნახ­ვით, რომ აღარ იცო­და, რას აკე­თებ­და. კარ­გი რა, ნა­ხე შენც მე­ტო­ქე, აი! - მან ისევ სცა­და, მკერ­დ­ში ჩა­ვე­კა­რი, მაგ­რამ ამის უფ­ლე­ბა აღარ მი­ვე­ცი.
- ბავ­შ­ვი? - უკ­ვე წო­ნას­წო­რო­ბას ვკარ­გავ­დი, - გო­გო­ნა პა­რა­მეტ­რე­ბით 90-60-90-ზე ბავ­შ­ვი უკ­ვე აღარ არის! შენ შე­იძ­ლე­ბა ამას ვერ ამ­ჩ­ნევ.
- ბა­ბი, ის ჯერ მხო­ლოდ ცხრა­მე­ტი წლი­საა.
- და მე­რე რა? ბევ­რი კა­ცი და­დის მას­ზე ათი და თხუთ­მე­ტი წლით უმ­ც­როს გო­გოს­თან და ქორ­წინ­დე­ბი­ან კი­დე­ვაც!
- შენ ეჭ­ვი­ა­ნობ... - კმა­ყო­ფი­ლე­ბით ჩა­ი­ლა­პა­რა­კა.
- სუ­ლაც არა, - ერ­თი ნა­ბი­ჯით უკან და­ვი­ხიე, - უბ­რა­ლოდ, არ არის ლა­მა­ზი, რო­ცა ასე უსირ­ცხ­ვი­ლოდ იქ­ცე­ვი­ან ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის თვალ­წინ.
- არა, ეჭ­ვი­ა­ნობ, - ღი­მი­ლით გა­ი­მე­ო­რა მან, - ეჭ­ვი­ა­ნობ გო­გო­ზე, რო­მელ­მაც თვი­თო­ნაც არ იცის, რას სჩა­დის. ის გი­ჟია, გა­და­რე­უ­ლი, ყვე­ლას სა­გო­ნე­ბელ­ში გვაგ­დებს. ვხე­დავ, კარ­გა გვა­რი­ა­ნი დრო დამ­ჭირ­დე­ბა, რომ ჩემს სიყ­ვა­რულ­ში და­გარ­წ­მუ­ნო. მაგ­რამ ამას მო­ვა­ხერ­ხებ, გპირ­დე­ბი. ოღონდ დი­დი ხა­ნი უნ­და გა­ვა­ტა­რო შენ გვერ­დით. თაფ­ლო­ბის თვე­ზე რას იტყ­ვი? მინ­და, ბო­ლომ­დე გა­გიც­ნო. მინ­და ვნა­ხო, რო­გო­რი ხარ, რო­ცა გძი­ნავს, რო­ცა მე­ფე­რე­ბი, რო­ცა ბრა­ზობ, რო­ცა ეჭ­ვი­ა­ნობ... გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­ცა ეჭ­ვი­ა­ნობ.
- კო­კი...
- თქვი, უბ­რა­ლოდ, ჰო-თქო.
- მაგ­რამ...
- არა­ვი­თა­რი მაგ­რამ, - უეც­რად მო­მი­ახ­ლოვ­და და ტუ­ჩებ­ზე და­მაცხ­რა, - თვე­ე­ბია, ეს "მაგ­რამ" მეს­მის და გვერ­დი ვერ ავუქ­ციე. ახ­ლა კი მითხა­რი, ხარ თუ არა თა­ნახ­მა, ჩე­მი ცო­ლი გახ­დე?
ცდუ­ნე­ბას ვე­ღარ გა­ვუ­ძე­ლი და ჩუ­მად წარ­მოვ­თ­ქ­ვი:
- ჰო, თა­ნახ­მა ვარ.
- სწრა­ფი, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფი ქორ­წი­ლი, აი, რა გა­დაგ­ვარ­ჩენს.
- ჰო, - კვლავ გა­ვი­მე­ო­რე.
- ახ­ლა­ღა მივ­ხ­ვ­დი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ნი დარ­წ­მუ­ნე­ბა, - გა­ი­ცი­ნა და ხელ­ში ამი­ტა­ცა. თან მკოც­ნი­და, თან მე­ჩურ­ჩუ­ლე­ბო­და, - არას­დ­როს შე­გე­პა­როს ეჭ­ვი ჩემს სიყ­ვა­რულ­ში, გეს­მის? არას­დ­როს. ჩვენ ერ­თად და­ვა­მარ­ცხებთ ყვე­ლა შიშს და ეჭვს. შენ ამი­ე­რი­დან მარ­ტო არ ხარ, საყ­ვა­რე­ლო. ბო­ლო ამო­სუნ­თ­ქ­ვამ­დე შენ გვერ­დით ვიქ­ნე­ბი.
მკერ­დ­ზე მჭიდ­როდ მი­ვე­კა­რი და სი­ა­მოვ­ნე­ბის­გან კვნე­სა აღ­მომ­ხ­და...
- ახ­ლა კი აი, ჩე­მი სა­ქორ­წი­ნო სა­ჩუ­ქა­რი. დი­ლი­დან ამ საქ­მე­ზე დავ­რ­ბო­დი და, რო­გორც იქ­ნა, მო­ვაგ­ვა­რე, - თქვა მან და გუ­ლის ჯი­ბი­დან ორი ბი­ლე­თი და­აძ­რო.
- ეს რა არის? - გა­ო­ცე­ბულ­მა ავ­ხე­დე.
- ეს ორი ბი­ლე­თია წალ­კო­ტამ­დე.
ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე.
- თაფ­ლო­ბის თვეს ამ მი­სა­მარ­თ­ზე გა­ვა­ტა­რებთ. - მხო­ლოდ ეს მითხ­რა და კვლავ მო­მეხ­ვია...

ქორ­წი­ლი ძალ­ზე მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი გვქონ­და. ნამ­დ­ვი­ლად არ მინ­დო­და, პრე­სას გა­ე­შუ­ქე­ბი­ნა ჩვე­ნი და­ქორ­წი­ნე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი დავ­პა­ტი­ჟეთ, ვინც ჩვენ­თ­ვის ძვირ­ფა­სი იყო.
სა­უ­კე­თე­სო კა­ბა მეც­ვა, რო­მე­ლიც მან ამე­რი­კი­დან ჩა­მო­მი­ტა­ნა და ამა­ზე ბო­ლო დღემ­დე არა­ფე­რი მითხ­რა. არც ის ჩათ­ვა­ლა არაფ­რად, რომ პა­ტარ­ძ­ლის კა­ბა ჯვრის­წე­რამ­დე ნა­ნა­ხი ჰქონ­და. ცრურ­წ­მე­ნე­ბი არ აში­ნებ­და. ისე­თი ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რომ ამ ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან ვიხ­რ­ჩო­ბო­დი.
მა­ი­სის თბი­ლი, მზი­ა­ნი დღე იდ­გა. ვის გა­უ­გო­ნია მა­ის­ში ქორ­წი­ლი, მაგ­რამ მან ასე მო­ი­სურ­ვა, მოც­და არ უნ­დო­და და არც შე­ეძ­ლო. ყვე­ლა­ფერს უკუღ­მა აკე­თებ­და, რაც ოჯა­ხის შექ­მ­ნას­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. რეს­ტო­რანის დარ­ბა­ზი მხო­ლოდ ჩვე­ნი სტუმ­რე­ბით იყო გა­დავ­სე­ბუ­ლი. ყვე­ლა ცეკ­ვავ­და და თა­ვი­სე­ბუ­რად ერ­თო­ბო­და.

ქე­ი­ფის ბო­ლოს კი ჩვენ გა­ვი­პა­რეთ. წინ თაფ­ლო­ბის ტკბი­ლი თვე გვე­ლო­და. ახ­ლა ბა­თუ­მის მა­ტა­რებ­ლის­კენ მი­ვიჩ­ქა­რო­დით, ოღონდ არ ვი­ცო­დი, მა­ინ­ც­და­მა­ინც ბა­თუ­მი რა­ტომ აირ­ჩია.
- ერ­თი სუ­ლი მაქვს, ვნა­ხო, სად მიგ­ყა­ვარ, - ვუ­ჩურ­ჩუ­ლე, რო­ცა ჩვენს ვა­გონ­ში შე­ვე­დით.
- ჩემ­გან ასეთ სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბას არ ელო­დი, არა? ალ­ბათ გე­გო­ნა, სად­მე საზღ­ვარ­გა­რეთ გა­და­გაფ­რენ­დი, ხომ? მა­გა­საც მო­ეს­წ­რე­ბი, ოღონდ იქამ­დე შე­ნი ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა უნ­და გა­ნახ­ვო, მე­რე კი, თუ გინ­და, კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე გა­დავ­ფ­რინ­დეთ.
- რა ოც­ნე­ბა? - თვა­ლე­ბი და­ვაჭყი­ტე.
- შენ ხომ გინ­დო­და, სა­კუ­თა­რი სახ­ლი გქო­ნო­და და ისე­თი­ვე ლა­მა­ზი ბა­ღი, რო­გორც მა­მი­და­შენს აქვს? ჰო­და, ახ­ლა შენც გაქვს. ქო­ბუ­ლეთ­ში, ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ისე­თი წალ­კო­ტი მო­გიწყ­ვე, შე­იძ­ლე­ბა გა­გიჟ­დე. აი, სუ­რა­თე­ბი ამ კონ­ვერ­ტ­შია, - თქვა და გუ­ლის ჯი­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ცის­ფე­რი კონ­ვერ­ტი მო­მა­წო­და.
ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი სუ­რა­თებს და თვა­ლებს არ ვუ­ჯე­რებ­დი. ისე­თი ლა­მა­ზი სახ­ლი იყო და ისე­თი ლა­მა­ზი ეზო, ენა ჩა­მი­ვარ­და. ირ­გ­ვ­ლივ ყველ­გან ყვა­ვი­ლე­ბი იყო გა­ფურ­ჩ­ქ­ნი­ლი. სრუ­ლი­ად სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბის, სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის, სხვა­დას­ხ­ვა ზო­მის...
- ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თ­ვი­საა?
- შენ­თ­ვის და ჩემ­თ­ვის. გახ­სოვს, ორი კვი­რა რომ და­ვი­კარ­გე? ამ საქ­მეს ვაგ­ვა­რებ­დი მა­შინ.
ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან სუნ­თ­ქ­ვა შე­მეკ­რა. რას ვი­ფიქ­რებ­დი, ასე­თი გაგ­რ­ძე­ლე­ბა თუ ექ­ნე­ბო­და ჩემს ერ­თ­ფე­რო­ვან ცხოვ­რე­ბას. რაც აქამ­დე და­მაკ­ლ­და, ზვა­ვი­ვით უცებ და­მატყ­და თავს. აქეთ-იქით გაბ­ნე­ულ­მა ბედ­ნი­ე­რე­ბის ნამ­ს­ხ­ვ­რე­ვებ­მა თით­ქოს ერ­თად მო­ი­ყა­რა თა­ვი და ერთ მთლი­ა­ნო­ბად იქ­ცა...

ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი სახ­ლის ყო­ველ კუთხე-კუნ­ჭულს და ჩემს სი­ხა­რულს საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და. ასეთ რა­მეს სიზ­მარ­ში თუ ვნა­ხავ­დი მხო­ლოდ.
- ოჰ, კო­კი, სიტყ­ვე­ბი არ მყოფ­ნის, რომ გითხ­რა, რო­გორ მიყ­ვარ­ხარ, - აღ­ტყი­ნე­ბუ­ლი ერ­თ­სა და იმა­ვეს ვი­მე­ო­რებ­დი.
- არაფ­რის თქმა არ გჭირ­დე­ბა, ბა­ბი, შენ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა გაქვს დარ­ჩე­ნი­ლი, რომ შე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და­მა­ნახ­ვო. სიტყ­ვე­ბი აღარ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. ახ­ლა მა­ინც გჯე­რა ჩე­მი?
- რა თქმა უნ­და, მჯე­რა...
მკერ­დ­ზე სა­სო­ე­ბით მი­ვეყ­რ­დე­ნი. წინ მთე­ლი მა­რა­დი­სო­ბა გვე­ლო­და - ნა­თე­ლი, ბედ­ნი­ე­რე­ბით და სი­ხა­რუ­ლით სავ­სე. მჯე­რო­და, რომ მთელ ჩემს სიყ­ვა­რულს მას მი­ვუძღ­ვ­ნი­დი. ეს ჩვე­ნი ბე­დი იყო. ჩვენ ერ­თად ვიქ­ნე­ბო­დით, სა­ნამ გუ­ლი ორი­ვეს გვი­ცემ­და.
დღე­ი­დან სრულ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბა გვე­ლო­და, ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც სავ­სე იყო დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით...

და­სას­რუ­ლი

სვეტა კვარაცხელია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 3 /
ჯული
კარგი იყო.სიამოვნებით წავიკითხავდი სხვა ჩანაწერებსაც.
11:13 / 05-05-2019
გამოხმაურება / 0 /
Maka
Zalian momewona.madloba avtors.velodebi axal romans.
20:35 / 27-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93