ნოველები

წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი I)

წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი I)
ჩე­მი ცხოვ­რე­ბა თა­მა­მად შე­მიძ­ლია სამ ეტა­პად დავ­ყო და მუ­სი­კა­ლუ­რად ასე ვუ­წო­დო: პრე­ლუ­დია, ინ­ტერ­ლუ­დია და პოს­ტ­ლუ­დია. პრე­ლუ­დია უკ­ვე გა­ვი­ა­რე, პოს­ტ­ლუ­დია ჯერ არ დამ­დ­გა­რა, ასე რომ, ინ­ტერ­ლუ­დი­ის ფა­ზა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. ვინც არ იცის, გან­ვუ­მარ­ტავ, რომ ინ­ტერ­ლუ­დია მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის ორ ნა­წილს შო­რის ჩარ­თუ­ლი მე­ო­რე პი­ე­საა. ჰო, სწო­რედ ასე მოხ­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. წარ­სულ­სა და მო­მა­ვალს ისე გა­და­ე­ჯაჭ­ვა აწ­მ­ყო, სა­ბო­ლოო ჯამ­ში სულ სხვა მუ­სი­კა შე­იქ­მ­ნა.
არ მკითხოთ ახ­ლა, სა­ი­დან ამ­დე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბაო. გა­მივ­ლია, ძმაო, გა­მივ­ლია! ზუ­რი­კე­ლას ოლ­ღა ბე­ბი­ა­სი არ იყოს, მეც
ბე­ბი­ამ გამ­ზარ­და და და­მა­ტან­ტა­ლებ­და ბე­ბი­ა­ჩე­მი მუს­ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე, სოლ­ფე­ჯი­ო­სა თუ ვო­კალ­ზე. სხვა­თა შო­რის, კარ­გა­დაც ვუკ­რავ და მშვე­ნივ­რა­დაც ვმღე­რი. ბა­რე ორ­მა ვერ და­იკ­ვე­ხოს, მე რომ ტე­ნო­რი მაქვს. ეს ისე, ლი­რი­კუ­ლი გა­დახ­ვე­ვის­თ­ვის. ახ­ლა სრუ­ლი­ად სხვა რა­მის მო­ყო­ლას ვა­პი­რებ. იმის­თ­ვის, რომ ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნა შე­გექ­მ­ნათ ჩემ­ზე, ორი­ო­დე სიტყ­ვით მე თვი­თონ "დავ­ხა­სი­ათ­დე­ბი": თქვე­ნი მო­ნა-მორ­ჩი­ლი ან­დ­რია ჯორ­ჯი­კია, ანუ ან­რი, 56 წლის, ქი­რურ­გი-პროქ­ტო­ლო­გი. არ მკითხოთ ახ­ლა, პროქ­ტო­ლო­გი რას ნიშ­ნავ­სო. რას და... აი, სწორ ნაწ­ლავს და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ას რომ იკ­ვ­ლევს და მკურ­ნა­ლობს, იმას. სხვა­თა შო­რის, კარ­გი ქი­რურ­გი ვარ, იშ­ვი­ა­თად კარ­გე­ბი რომ არი­ან, იმათ რიცხვს ვე­კუთ­ვ­ნი. კი ვტრა­ბა­ხობ, მაგ­რამ მე თუ არ მო­გი­ყე­ვით ჩემ შე­სა­ხებ, ვი­ღას­გან გა­ი­გებთ? და გა­ნა მხო­ლოდ ეს მაქვს სატ­რა­ბა­ხო? უფ­რო სწო­რად, გა­ნა მხო­ლოდ კარ­გი ექი­მო­ბა და ჩე­მი ტე­ნო­რი? ერ­თი გა­რეგ­ნო­ბაც იკითხეთ, რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი. არა მი­შავს რა. ასე იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ ნა­ხე­ვარ­სა­უ­კუ­ნო­ვან მიჯ­ნას გა­და­ვა­ბი­ჯე, თო­რემ ჯე­ე­ლო­ბა­ში ეეეჰ, რა ბი­ჭი ვი­ყა­ვი! ქალ­თა თვა­ლე­ბი ზედ მაკ­ვ­დე­ბოდ­ნენ, მე­რე ამ თვა­ლებს მოჰ­ყ­ვე­ბო­და ტუ­ჩე­ბი, მკერ­დი, ხე­ლე­ბი და ბო­ლოს ორი­ვე­ნი სა­წოლ­ში ერ­თად ვაგ­რ­ძე­ლებ­დით კვდო­მას. თუმ­ცა, მთლად ასე­თი მე­ქალ­თა­ნეც არ ვყო­ფილ­ვარ. არ ვი­ცი, რა­ტომ. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ზე­თავ­მომ­წო­ნე ვი­ყა­ვი და ყვე­ლას რო­დი ვუ­ყად­რებ­დი თავს. ვი­ცო­დი ჩე­მი გა­რეგ­ნო­ბის, ნი­ჭის, ხა­სი­ა­თის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფა­სი და მინ­დო­და თუ არ მინ­დო­და, მე­დი­დუ­რი გამ­ხა­და ცხოვ­რე­ბამ.

მი­უ­ხე­და­ვად ჩე­მი წლე­ბით და­ხუნ­ძ­ლუ­ლი მხარ-ზურ­გი­სა, ყო­ჩა­ღად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი და ასე­ვე ყო­ჩა­ღად ვგრძნობ თავს. ინ­ტენ­სი­უ­რად ვვარ­ჯი­შობ, დი­ლა­ო­ბით დავ­რ­ბი­ვარ, ჰან­ტე­ლებს ვწევ, ყი­რა­ზეც ვდგე­ბი და აჭიმ­ვებ­საც ვა­კე­თებ. თა­ვის დრო­ზე კარ­გი სპორ­ტ­ს­მე­ნიც ვი­ყა­ვი, წყალ­ბურ­თე­ლი, მაგ­რამ მე­რე, მუ­შა­ო­ბა რომ და­ვიწყე სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში, სპორ­ტი და ექი­მო­ბა ვე­ღარ შე­ვუ­თავ­სე ერ­თ­მა­ნეთს და გა­დამ­წყ­ვე­ტი ნა­ბი­ჯი პროქ­ტო­ლო­გის სა­სარ­გებ­ლოდ გა­დავ­დ­გი.

გა­გე­ცი­ნე­ბათ ალ­ბათ, თუ ექი­მო­ბა გინ­დო­და, რა­ღა პროქ­ტო­ლო­გის პრო­ფე­სია აირ­ჩიე, სხვის უკა­ნალ­ში ყუ­რე­ბა რა სა­სი­ა­მოვ­ნოა. სამ­წუ­ხა­როდ, მე ისეთ დროს და­ვამ­თავ­რე უმაღ­ლე­სი, რო­ცა უნი­ვერ­სი­ტე­ტი მხო­ლოდ ერ­თი არ­სე­ბობ­და თბი­ლის­ში, და­ნარ­ჩენ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს კი ინ­ს­ტი­ტუ­ტი ერ­ქ­ვა. ამ ინ­ს­ტი­ტუ­ტებს შო­რის სა­მე­დი­ცი­ნო ერთ-ერ­თი პრეს­ტი­ჟუ­ლი იყო, თუ კა­ცი არ გყავ­და, ანუ პრო­ტე­ჟე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ გე­ბა­რე­ბი­ნა, რა ცოდ­ნაც უნ­და გქო­ნო­და, ვერ მოხ­ვ­დე­ბო­დი. აი, ცოდ­ნაც თუ გქონ­და და ფუ­ლიც ან კარ­გი გვა­რი­ა­ნი გავ­ლე­ნი­ა­ნი ნაც­ნო­ბი თუ გყავ­და, იცოცხ­ლე! მოწყო­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იყო. ასე მო­ვეწყ­ვე მეც - გავ­ლე­ნი­ა­ნი ნაც­ნო­ბე­ბის, ფუ­ლი­სა და ნი­ჭის წყა­ლო­ბით, ამი­ტო­მაც პირ­ველ­სა­ვე წელს მოვ­ხ­ვ­დი, ანუ რო­გორც კი სა­შუ­ა­ლო სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. ხომ ხე­დავთ, მა­შინ სკო­ლა­საც სხვა­ნა­ი­რად ერ­ქ­ვა - სა­შუ­ა­ლო და არა სა­ჯა­რო.

სწავ­ლა მარ­თ­ლა მწყუ­რო­და, ამი­ტომ ლექ­ცი­ებს იშ­ვი­ა­თად ვაც­დენ­დი ან თუ გა­ვაც­დენ­დი, მა­ინც ვი­ნაზღა­უ­რებ­დი ხოლ­მე იმ "გა­მორ­ჩე­ნილ" ცოდ­ნას. ჰო­და, რო­ცა ის დრო დად­გა, რო­ცა უკ­ვე ვიწ­რო სპე­ცი­ა­ლო­ბა უნ­და აგ­ვერ­ჩია და გან­გ­ვე­საზღ­ვ­რა, ვინ რი­სი ექი­მი თუ რი­სი ქი­რურ­გი დამ­დ­გა­რი­ყო, გა­ჩაღ­და გა­და­რეკ­ვა-გად­მო­რეკ­ვე­ბი, ჩაწყო­ბე­ბი და ფუ­ლე­ბის ფრი­ა­ლი, ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი სა­სურ­ვე­ლი გზით რომ წა­სუ­ლი­ყო. ეს ის პე­რი­ო­დი იყო, რო­ცა აღარც დე­და მყავ­და და აღარც მა­მა, ბე­ბია კი სი­ბე­რის­გან თან­და­თან უძ­ლურ­დე­ბო­და და ძვე­ლე­ბუ­რად "მი­დექ-მო­დე­ქი" აღარ შე­ეძ­ლო. ამი­ტო­მაც მივ­ყე­ვი დი­ნე­ბას და რაც "უ­რი­გოდ" შემ­ხ­ვ­და, ის ავირ­ჩიე. ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რი იყო, ქი­რურ­გი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ეს ოც­ნე­ბა კი ავის­რუ­ლე. ვი­ღა­ცას აქვს ნათ­ქ­ვა­მი, მგო­ნი, სტი­ვენ კოვს, წარ­მა­ტე­ბის კი­ბე­ზე აცო­ცე­ბის დაწყე­ბამ­დე დარ­წ­მუნ­დი, რომ იგი ნამ­დ­ვი­ლად სა­ჭი­რო შე­ნო­ბის კე­დელ­თა­ნაა მი­ყუ­დე­ბუ­ლიო. ამა­ში არ შევ­მ­ც­დარ­ვარ. ჩე­მი კი­ბე სა­ჭი­რო შე­ნო­ბას იყო მი­ყუ­დე­ბუ­ლი. ამი­ტო­მაც ჩე­მი არ­ჩე­ვა­ნი არას­დ­როს მი­ნა­ნია. კარ­გი ქი­რურ­გი ვარ და და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას კე­თილ­სინ­დი­სიე­რად ვას­რუ­ლებ. რომ იტყ­ვი­ან, ჩე­მი საქ­მის პრო­ფი ვარ, არც ჰი­პოკ­რა­ტეს ფი­ცის­თ­ვის გა­და­მიხ­ვე­ვია არას­დ­როს.


კი­დევ რა მაქვს სატ­რა­ბა­ხო? რა თქმა უნ­და, ჩე­მი გვარ-სა­ხე­ლი. სა­ხელ ან­დ­რი­ა­ზე ლა­პა­რაკს აღარ და­ვიწყებ, ჩემ­ზე უკეთ იცით, რა სა­ხე­ლი­ცაა. რაც შე­ე­ხე­ბა გვარს, ჯორ­ჯი­კი­ე­ბი მთლად თა­ვა­დე­ბი არ ყო­ფი­ლან, აზ­ნა­უ­რე­ბი იყ­ვ­ნენ, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, გა­მორ­ჩე­უ­ლი აზ­ნა­უ­რე­ბი. ცალ-ცა­ლი აზი­უ­რით და და­კემ­სი­ლი ჩო­ხა-ში­ნე­ლით არ და­დი­ოდ­ნენ. ბე­ბი­ა­ჩე­მის ნათ­ქ­ვა­მი მახ­სოვს, თა­ვა­დი და­დი­ა­ნე­ბი თურ­მე ში­ნა­უ­რო­ბა­ში ნარდს მხო­ლოდ და მხო­ლოდ ჯორ­ჯი­კი­ებ­თან თა­მა­შობ­დ­ნენ, სხვა აზ­ნა­უ­რებს ასე ახ­ლოს არ იკა­რებ­დ­ნე­ნო. ჰო­და, ხომ მი­რე­ვია ახ­ლა მეც რა­ღაც დო­ზით ცის­ფე­რი სის­ხ­ლი? ეს, რა თქმა უნ­და, ხუმ­რო­ბით, მაგ­რამ ჩემს გვარს ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ და უდი­დეს პა­ტივს ვცემ, მით უფ­რო, რომ ამ გვა­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცო­ტა­ნი ვართ დარ­ჩე­ნი­ლი, იმ­დე­ნად ცო­ტა, რომ ყვე­ლა ჯორ­ჯი­კია ლა­მის ერ­თი შტო­დან მო­დის და ერ­თ­მა­ნე­თის ნა­თე­სა­ვია.

ესეც კი­დევ ერ­თი ლი­რი­კუ­ლი გა­დახ­ვე­ვა.
მთა­ვა­რი, რი­სი თქმაც მინ­და, ისაა, რომ ან­დ­რია კარ­გი "ბი­ჭი­ა". მკერ­დ­ში კვლავ ახალ­გაზ­რ­და, "უწ­ვე­რულ­ვა­შო" გუ­ლი უცემს, ასაკს სა­ერ­თოდ ვერ გრძნობს და ისევ ისე­თი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლია, რო­გორც მა­შინ, 26 წლის ასაკ­ში.
ვცხოვ­რობ სა­ბურ­თა­ლო­ზე, თით­ქ­მის ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­ში, ოღონდ არა კორ­პუ­სის ბი­ნა­ში, არა­მედ კერ­ძო, ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლ­ში. ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კი ჰქვია, მაგ­რამ უზარ­მა­ზა­რი არ არის, სულ რა­ღაც ექ­ვ­სი ოთა­ხის­გან შედ­გე­ბა. პირ­ველ სარ­თულ­ზე მაქვს მა­რა­ნი, სამ­ზა­რე­უ­ლო, აბა­ზა­ნა-ტუ­ა­ლე­ტი და ორი პა­ტა­რა ოთა­ხი. ერ­თი ახ­ლა­ხან გა­ვა­ქი­რა­ვე. მე­ო­რის გა­ქი­რა­ვე­ბაც მინ­დო­და, მაგ­რამ რაც ეს მდგმუ­რი და­ვა­ყე­ნე, მას მე­რე გა­და­ვი­ფიქ­რე. მას­თან ისე კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ თავს, სხვას ცხვირს აღარ შე­მო­ვა­ყო­ფი­ნებ აქ. თუმ­ცა ეს სულ სხვა სა­უბ­რის თე­მაა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვუბ­რუნ­დე­ბი.

მე მე­ო­რე სარ­თულ­ზე ვცხოვ­რობ, ჩემს ყვე­ლა­ზე ფარ­თო სა­ძი­ნე­ბელ­ში, რო­მელ­საც ყო­ველ დი­ლით მზე ად­გე­ბა და რო­გორც კი პირ­ვე­ლი სხი­ვი და­მე­ცე­მა სა­ხე­ზე, ეგ­რე­ვე თვალს ვა­ხელ. ისე მო­მე­პა­რე­ბა ხოლ­მე ეს სხი­ვი, რო­გორც ჰა­ე­რო­ვა­ნი, ვნე­ბი­ა­ნი ქა­ლი, რო­მელ­საც ერ­თი სუ­ლი აქვს, და­გაცხ­რეს და კოც­ნით სუ­ლი შე­გი­გუ­ბოს. ალ­ბათ მიხ­ვ­დით, ამით რი­სი თქმაც მინ­და... მარ­თა­ლი ხართ. ცო­ლი არ მყავს, შე­სა­ბა­მი­სად - არც შვი­ლი. იმი­ტომ კი არა, რომ არ მინ­დო­და, უბ­რა­ლოდ, ასე მოხ­და, ცხოვ­რე­ბა წა­ვი­და სხვა გზით. ვინც მიყ­ვარ­და, მი­სი ცო­ლად შერ­თ­ვა ვერ გავ­ბე­დე. ცუდ დრო­ში ვცხოვ­რობ­დი, ყვე­ლაფ­რის­თ­ვის ან­გა­რი­ში უნ­და გა­მე­წია. მე­რე კი ასა­კი მო­მე­მა­ტა, სხვა არა­ვინ შე­მიყ­ვარ­და და ხომ იცით, რო­გორც ხდე­ბა - გან­საზღ­ვ­რულ ასაკს რომ გა­და­ა­ბი­ჯებ, იმ­დე­ნად ეჩ­ვე­ვი მარ­ტო­ო­ბას, რომ ცო­ლის გა­გო­ნე­ბა­ზეც კი ჟრუ­ან­ტე­ლი გივ­ლის.

არა უშავს, გუ­ლახ­დი­ლი თუ ვიქ­ნე­ბი, არც არა­ფერს ვნა­ნობ. კი, შვი­ლი ძა­ლი­ან კარ­გია, მაგ­რამ ახ­ლა უკ­ვე დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია. შე­იძ­ლე­ბა არც... მაგ­რამ რომ დავ­ფიქ­რ­დე­ბი, ში­ში მიპყ­რობს. ახ­ლა რომ ცო­ლი შე­ვირ­თო და შვი­ლი მე­ყო­ლოს, რამ­დე­ნი წლის ვიქ­ნე­ბი, რო­ცა ის ოცის გახ­დე­ბა? 76-ის. არააა! სა­ში­ნე­ლე­ბაა! ჯო­ბია, ყვე­ლა­ფე­რი ისე დარ­ჩეს, რო­გორც არის.
ისე, მთლად მარ­ტოც არ ვარ. ექ­ვ­სი წლის წინ ერ­თი გო­გო გა­ვი­ცა­ნი. რა თქმა უნ­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ცო­ტა წა­ვი­მა­ი­მუ­ნე ჩემ­თ­ვის, რა მექ­ნა, მომ­წყინ­და ერ­თ­ფე­როვ­ნე­ბა. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო იყო, ქე­რა, ცის­ფერ­თ­ვა­ლე­ბა. მე კი­დევ, რად­გან ასე მო­ვი­ხიბ­ლე მი­სით, სხვა პრო­ფი­ლი გავ­ხ­სე­ნი, ბრედ პი­ტის ფო­ტო და­ვა­ყე­ნე მთა­ვარ სუ­რა­თად და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ვე­კონ­ტაქ­ტე. შე­მე­შინ­და, ორ­მოც­და­ა­თი წლის კაცს იქ­ნებ არც და­ე­ლა­პარ­კოს-მეთ­ქი. ახალ­გაზ­რ­და გო­გო­ნებს სჩვე­ვი­ათ შუ­ახ­ნის კა­ცე­ბის გატ­რი­ზა­ვე­ბა.


არ ვე­ლო­დი, ისე­თი ჭკვი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და. იმ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სო იყო მას­თან სა­უ­ბა­რი, ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ მი­ვე­წე­ბე და ვე­ღარ მოვ­შორ­დი. მტკი­ცედ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ან­დ­რია, ბი­ჭო, ემანდ ფრთხი­ლად იყა­ვი, თა­ვი არ შე­აყ­ვა­რო, არც შენ შე­გიყ­ვარ­დეს და ბო­ლოს არ გა­ბან­ძ­დე-მეთ­ქი. მაგ­რამ გაფ­რ­თხი­ლე­ბა გაფ­რ­თხი­ლე­ბად დარ­ჩა და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ურ­თი­ერ­თო­ბამ გზა მა­ინც გა­იმ­რუ­და და სიყ­ვა­რუ­ლის ბი­ლიკ­ზე გა­და­უხ­ვია. თა­ნაც, პირ­ვე­ლი იმ­პულ­სე­ბი სწო­რედ მის­გან წა­მო­ვი­და და არა ჩემ­გან. მა­შინ­ვე შორს და­ვი­ჭი­რე, რო­გორც კი მითხ­რა, შე­გეჩ­ვიე და მი­ხა­რიაო. არ გა­ბე­დო-მეთ­ქი. ხომ არ ვეტყო­დი, მა­მად უფ­რო შე­გე­ფე­რე­ბი, ვიდ­რე შეყ­ვა­რე­ბუ­ლად-მეთ­ქი? არა­და, გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე მო­ვატყუე, მე და შენ ტო­ლე­ბი ვართ-მეთ­ქი. სა­ხეს რა­ტომ მა­ლა­ვო, მკითხა და ვუთხა­რი, იმ ურ­ჩხულს ვგა­ვარ, მზე­თუ­ნა­ხავს რომ ჰყვა­რობ­და-მეთ­ქი.

ერ­თი სიტყ­ვით, ძა­ლი­ან რომ არ გა­მიგ­რ­ძელ­დეს, დღე­საც ვმე­გობ­რობთ. მან ჩემ­ზე არა­ფე­რი იცის, მე კი მას­ზე - ლა­მის ყვე­ლა­ფე­რი. ის ჩე­მი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია, მე კი მი­სი. ჯე­რაც არ გათხო­ვი­ლა და არც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავს. ამა­ში მთა­ვა­რი და­ნა­შა­უ­ლი მე მი­მიძღ­ვის. მა­ინც არ კარ­გავს იმედს, რომ ერთ დღე­საც გუ­ლი არ მო­მით­მენს და შევ­ხ­ვ­დე­ბი. ამას კი არ ვა­პი­რებ. თა­ვი სად გა­მოვ­ყო, 25 წლის გო­გო რომ შე­ვირ­თო ცო­ლად 56 წლის კაც­მა? ან კი გა­მომ­ყ­ვე­ბა რო? მას თა­ვი­სი ტო­ლი ვგო­ნი­ვარ. ვა­ი­და, გუ­ლი გა­უს­კ­დეს ჩემს და­ნახ­ვა­ზე, ვა­ი­და, არ მა­პა­ტი­ოს ასე­თი ტყუ­ი­ლი. ხომ ვიქ­ნე­ბი ზიზღის ღირ­სი? ამი­ტომ მირ­ჩევ­ნია, ყვე­ლა­ფე­რი ისე დარ­ჩეს, რო­გორც არის. ის ჯერ ახალ­გაზ­რ­დაა, რო­გორ­მე იპო­ვის ვინ­მეს. მთლად უსინ­დი­სო არ გე­გო­ნოთ. რამ­დენ­ჯერ­მე ვცა­დე მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაწყ­ვე­ტა, ხან­და­ხან თვე ისე გა­ვი­დო­და, არ ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი, იქ­ნებ გა­დამ­ვარ­დეს გუ­ლი­დან-მეთ­ქი, მაგ­რამ ამა­ოდ. მე­რე ვე­ღარ ვით­მენ­დი და მა­ინც ვეხ­მი­ა­ნე­ბო­დი. ვეხ­მი­ა­ნე­ბო­დი იმ იმე­დით, რომ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ჩხუბს და­მიწყებ­და, გა­მომ­ლან­ძღავ­და, ფე­ხებ­ზე და­კი­დე­ბას არ მა­პა­ტი­ებ­და და ყო­ველ­გ­ვარ კონ­ტაქტს გაწყ­ვეტ­და ჩემ­თან. თქვენც არ მო­მიკ­ვ­დეთ! ისე ლა­მა­ზად მომ­წერ­და, სად და­მე­კარ­გე, რო­გორ ხა­რო, თით­ქოს გვერ­დით მეჯ­და და სიყ­ვა­რუ­ლით თმას მი­ჩე­ჩავ­და. ერ­თხე­ლაც ვერ მო­ვა­ხერ­ხე მი­სი გაბ­რა­ზე­ბა და წყო­ბი­ლე­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა. ერ­თა­დერ­თი, რაც შევ­ძე­ლი, გრძნო­ბე­ბის­თ­ვის სა­და­ვე არ მი­მიშ­ვია. გა­ვა­ჩე­რე ერთ ად­გი­ლას და არც წინ ვუშ­ვებ და არც უკან. ეს არის ჩე­მი ოქ­როს შუ­ა­ლე­დი და სრუ­ლი­ად მაკ­მა­ყო­ფი­ლებს. თავს მშვე­ნივ­რად ვგრძნობ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. გუ­ლი კი მე­თა­ნაღ­რე­ბა, რომ მან ჩე­მი ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე­ლიც კი არ იცის, მაგ­რამ რა? გა­ნა რა შე­იც­ვ­ლე­ბო­და ამით? არც არა­ფე­რი. ჩვენ ერ­თ­მა­ნეთს არას­დ­როს შევ­ხ­ვედ­რი­ვართ, შემ­თხ­ვე­ვი­თაც კი, ამი­ტომ ეს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი გრძნო­ბა იქ­ნებ სწო­რედ ამი­ტო­მა­ცაა ასე­თი სა­სი­ა­მოვ­ნო და დახ­ვე­წი­ლი. არა­ვინ იცის. მთა­ვა­რი ის არის, რომ მე მას სიყ­ვა­რულ­ზე არას­დ­როს ვე­ლა­პა­რა­კე­ბი. პი­რი­ქით, ვუკ­რ­ძა­ლავ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს. უბ­რა­ლოდ, ვმე­გობ­რობთ. მორ­ჩა და გა­თავ­და. ესაა და ეს.
Image result for from dusk till dawn the series eiza gonzalez
მე კი ვაგ­რ­ძე­ლებ ცხოვ­რე­ბას ახალ­გაზ­რ­დუ­ლი შე­მარ­თე­ბით. დი­ლით, ად­გო­მის­თა­ნა­ვე, მე­ო­რე სარ­თუ­ლი­დან კი­ბე­ზე სამ-სამ სა­ფე­ხურს ვახ­ტე­ბი და ისე ჩა­მოვ­რ­ბი­ვარ, ას­ვ­ლი­სას კი ორ-ორი სა­ფე­ხუ­რის გა­მო­ტო­ვე­ბით ავ­დი­ვარ ყო­ველ­თ­ვის. ესეც ერ­თ­გ­ვა­რი ვარ­ჯი­შია და მსი­ა­მოვ­ნებს. მსი­ა­მოვ­ნებს, რომ არ ვიღ­ლე­ბი. სა­ღა­მო­ო­ბით აივან­ზე მიყ­ვარს ჯდო­მა და სუფ­თა ჰა­ე­რის ჩაყ­ლაპ­ვა, რამ­დე­ნა­დაც შე­იძ­ლე­ბა თბი­ლის­ში სუფ­თა ჰა­ე­რი ჩაყ­ლა­პოს კაც­მა. მით უფ­რო, რომ მტკვრის სა­ნა­პი­როს­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვცხოვ­რობ და ამ ლა­მაზ მდი­ნა­რეს ასე ჭუჭყი­ანს რომ ვხე­დავ, გუ­ლი მიკ­ვ­დე­ბა. არა­და, ძა­ლი­ან ლა­მა­ზია ღა­მით, მთვა­რის შუქ­ზე რომ ალიც­ლიც­დე­ბა. ამ დროს აღარ ჩანს ტალ­ღე­ბი მღვრიე და ტა­ლა­ხის­ფე­რი. პი­რი­ქით, ისე­თი თბი­ლი მწვა­ნე ფე­რი დაჰ­კ­რავს, რი­წის ტბას მო­გა­გო­ნებს კაცს.

ორი რა­მის კე­თე­ბა მიყ­ვარს აივან­ზე ყვე­ლა­ზე უფ­რო. დი­ლით, რო­ცა სა­ხეს მზეს მი­ვუშ­ვერ და მის სხი­ვებს დავ­ყ­ნო­სავ და ღა­მით, რო­ცა სავ­სე ან ნა­ხე­ვარ­მ­თ­ვა­რის სურ­ნელს შე­ვის­რუ­ტავ. იმე­დია, ჩე­მი რო­მან­ტი­კუ­ლი ბუ­ნე­ბა სი­ცი­ლის ხა­სი­ათ­ზე არ და­გა­ყე­ნებთ. უბ­რა­ლოდ, ასე­თი ვარ, ამას ვე­რა­ფე­რი შეც­ვ­ლის. ხან­და­ხან მეც მიკ­ვირს, ასე­თი ხა­სი­ა­თის და გა­რეგ­ნო­ბის ადა­მი­ა­ნი რო­გორ დამ­ტო­ვეს ქა­ლებ­მა ასე ეულად? რა­ტომ ვერც ერ­თ­მა ვერ შეძ­ლო ჩე­მი, ასე ვთქვათ, მო­ჩან­გ­ვ­ლა? გა­ნა მარ­თ­ლა ასე­თი ჭკვი­ა­ნი ვარ? ან შე­უ­ვა­ლი? არ ვი­ცი. შე­იძ­ლე­ბა ეს, უბ­რა­ლოდ, იმა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში თავს მა­ბეზ­რებ­დ­ნენ ქა­ლე­ბი თა­ვი­ან­თი ზედ­მე­ტი ყუ­რადღე­ბით, თა­ვის შეყ­ვა­რე­ბის მცდე­ლო­ბე­ბით. მით უფ­რო, გა­გი­გი­ათ ალ­ბათ, რო­გორ ხდე­ბა სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ებ­ში. წარ­მო­სა­დე­გი თუა ექი­მი, შე­უძ­ლია მდედ­რო­ბი­თი სქე­სის თით­ქ­მის ყვე­ლა თეთ­რ­ხა­ლა­თი­ა­ნი, ექ­თა­ნი­დან დაწყე­ბუ­ლი, ექი­მით გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი და სა­ნიტ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ლო­გინ­ში ჩა­იწ­ვი­ნოს. არა, არა, ჩემს თავ­ზე არ ვამ­ბობ, ასე­თი ლო­ვე­ლა­სიც არ ვყო­ფილ­ვარ, თუმ­ცა, ვა­ღი­ა­რებ, რომ ლა­მა­ზი ქა­ლე­ბი ყო­ველ­თ­ვის მიყ­ვარ­და და ახ­ლაც მიყ­ვარს. პირ­ველ რიგ­ში, სი­ლა­მა­ზით ვა­ფა­სებ­დი ქალს, ამას ვა­ყე­ნებ­დი პირ­ველ ად­გილ­ზე და მხო­ლოდ ამის მე­რე მო­დი­ო­და მი­სი სხვა თვი­სე­ბე­ბი. რო­გორც ბე­ბი­ა­ჩე­მი მეტყო­და, ჯო­ბია, ქა­ლი შტე­რი იყოს, ამის შე­ნიღ­ბ­ვა ყო­ველ­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ უშ­ნო თუა, ვე­რა­ვის გა­მო­ა­პა­რე­ბო. ჰო­და, მეც მხო­ლოდ ლა­მა­ზი ქა­ლე­ბის­კენ გა­მირ­ბო­და ყო­ველ­თ­ვის თვა­ლი, მხო­ლოდ ლა­მაზ ქა­ლებ­ზე მე­კე­ტე­ბო­და ჭკუა და მხო­ლოდ ლა­მა­ზი ქა­ლე­ბი მყო­ლია საყ­ვარ­ლად. ოღონდ ისე არა, ზოგს ცო­ლი­ვით რომ ჰყავს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საყ­ვა­რე­ლი. ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბის დე­დაც ვა­ტი­რე! თუ საყ­ვა­რე­ლია, საყ­ვარ­ლის ად­გი­ლი უნ­და ეჭი­როს, თუ ცო­ლია - ცო­ლის. ცოლ­საყ­ვა­რე­ლა რა­ღა ჯან­და­ბაა? ამი­ტო­მაც, რო­გორც კი შე­ვატყობ­დი, რომ საყ­ვა­რე­ლი ცო­ლო­ბის შე­თავ­სე­ბა­საც ცდი­ლობ­და, ეგ­რე­ვე ვწყვეტ­დი მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას. ამის გა­მო ერ­თი-ორი მტრა­დაც გა­და­ვი­კი­დე. დღემ­დე ჩე­მი სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბაც არ სურთ.


აი, ესეც ჩე­მი პირ­ვე­ლი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე. თუ გუ­ლის გახ­ს­ნაა, ბა­რემ ბო­ლომ­დე გა­გეხ­ს­ნე­ბით. ხომ ჯო­ბია? კი­დევ რა ნაკ­ლი მაქვს? ოოო! ის, რომ ვე­რაფ­რით ვერ ავით­ვი­სე ტე­ლე­ფო­ნის ოქ­როს წე­სი. ახ­ლა მკითხავთ, ეს რა­ღა ჯან­და­ბააო. რა და... ვე­რა და ვერ და­ვა­მუ­ღა­მე, რომ რო­ცა შენ­თ­ვის არა­სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ანს ტე­ლე­ფონ­ზე ესა­უბ­რე­ბი, სა­უბ­რის ბო­ლოს ჯერ უნ­და გა­თი­შო ტე­ლე­ფო­ნი და მე­რე უნ­და შე­ი­გი­ნო ან გა­აპ­რო­ტეს­ტო, მა­გა­ლი­თად, ასე: არ გა­მი­ხუ­რა ამ ქალ­მა საქ­მე? ეს რა კი­ბო ავი­კი­დე, ტოოო! ამი­ტომ ჩე­მი რეპ­ლი­კე­ბი ყო­ველ­თ­ვის ად­რე­სა­ტის სმე­ნამ­დე აღ­წევს და ამის გა­მო უარეს უსი­ა­მოვ­ნე­ბებს ვაწყ­დე­ბი. ამი­ტომ, ძმე­ბო, თქვენ მა­ინც და­ი­მახ­სოვ­რეთ ეს ოქ­როს წე­სი და შე­ე­ცა­დეთ, მა­ხე­ში ჩემ­სა­ვით არ გა­ე­ბათ!
რამ­დე­ნად კმა­ყო­ფი­ლი ვარ ცხოვ­რე­ბის? რა ვი­ცი, არ ვემ­დუ­რი. ჩე­მი ბრძე­ნი ბე­ბია იტყო­და ხოლ­მე, რამ­დე­ნი დროც ადა­მი­ანს სიყ­ვა­რულ­ში გა­უ­ტა­რე­ბია, იმ­დე­ნი წე­ლი უცხოვ­რიაო. ანუ, მი­სი თქმით, გა­მო­დის, რომ მხო­ლოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა ნაცხოვ­რებ დროდ ჩა­ით­ვა­ლოს. თუ ამ სა­ზო­მით მი­ვუდ­გე­ბი ჩემს თავს, უსიყ­ვა­რუ­ლოდ ერ­თი დღეც არ გა­მი­ტა­რე­ბია. მე­რე რა, თუ არ გა­მი­მარ­თ­ლა? პირ­ველ რიგ­ში, ეს გა­უ­მარ­თ­ლებ­ლო­ბა თუ უიღ­ბ­ლო­ბა ჩე­მი ბრა­ლია, სხვას ვერ და­ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. ეს და­უ­წე­რე­ლი მო­რა­ლუ­რი კა­ნო­ნე­ბი რომ არა, ვინ იცის, ახ­ლა ცო­ლიც მე­ყო­ლე­ბო­და და შვი­ლე­ბიც.

არა­და, მიყ­ვარ­და. იმ­დე­ნად ძლი­ე­რად მიყ­ვარ­და, რომ თა­ვი დავ­კარ­გე, თუმ­ცა ზღვარს მა­ინც ვერ გა­და­ვა­ბი­ჯე. იმ ზღვარს, რო­მელ­საც ჰქვია "რას იტყ­ვის ხალ­ხი". იმი­ტომ კი არა, რომ ბრმა ვი­ყა­ვი, ან კონ­სერ­ვა­ტო­რი, ან ქა­ჯი... უბ­რა­ლოდ, დრო იყო ისე­თი. რო­ცა ბე­ბი­ას გა­ვენ­დე პირ­ვე­ლად და ვუთხა­რი, რო­გო­რი ქა­ლიც მიყ­ვარ­და, ჯერ შე­იკ­რა ორი­ვე წარ­ბი, მე­რე ზე­მოთ ას­წია და მშვილდს და­ამ­ს­გავ­სა, ბო­ლოს მაგ მორ­კა­ლულ წარ­ბებ­ზე ორი­ვე საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი ერ­თ­ნა­ი­რი მოძ­რა­ო­ბით გა­და­ის­ვა და მტკი­ცედ გა­მო­მიცხა­და, თუ გიყ­ვარს, მი­ა­ფურ­თხე ყვე­ლა­სო. დღე­ვან­დე­ლი სლენ­გით ეს ზუს­ტად ასე ჟღერს: თუ გიყ­ვარს, და­ი­კი­დე! აი, ასე­თი "სვეტ­ს­კაი ლვი­ცა" იყო ბე­ბი­ა­ჩე­მი, აბა­ში­ძის ქა­ლი. აი, ის იყო თა­ვა­დი, თუ იყო! ამ გახ­სე­ნე­ბა­ზე, ჩემს "ცის­ფერ­სის­ხ­ლი­ა­ნო­ბას" მი­სი თა­ვა­დუ­რი არ­ტე­რია უფ­რო აძ­ლევს ელ­ფერს, ვიდ­რე ჩე­მი აზ­ნა­უ­რუ­ლი წვრი­ლი სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვი. ესეც ხუმ­რო­ბით, რა თქმა უნ­და.
ალ­ბათ კვდე­ბით ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, ვინ გიყ­ვარ­და ასე­თი, ცო­ლად შერ­თ­ვა რომ ვერ გა­ბე­დეო. ო, ეგ გრძე­ლი ამ­ბა­ვია, ასე უცებ, ორი სიტყ­ვით ვერ მო­გიყ­ვე­ბით. ამი­ტო­მაც ინ­ტერ­ლუ­დია დრო­ე­ბით გან­ზე გა­დავ­დოთ და პრე­ლუ­დი­ის ფა­ზა­ში გა­და­ვი­ნაც­ვ­ლოთ. სწო­რედ იმ დრო­ში, რო­ცა ნა­ნა გა­ვი­ცა­ნი...

თუმ­ცა, სა­ნამ ნა­ნას ამ­ბავ­ზე გა­და­ვი­დო­დე, იმა­საც გეტყ­ვით, რა­ტომ მო­მინ­და ჩე­მი სამ­ნა­წი­ლი­ა­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი გზის თქვენ­თ­ვის მო­ყო­ლა და მა­ინ­ც­და­მა­ინც დღე­ვან­დე­ლი დღე, სექ­ტემ­ბ­რის 9 რიცხ­ვი რა­ტომ ავირ­ჩიე. ორი მი­ზე­ზის გა­მო. პირ­ვე­ლი ის არის, რომ ზე­მოთ ნახ­სე­ნე­ბი ჩე­მი მდგმუ­რი, თე­სე­უ­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ევა კა­ლა­ძე, ძა­ლი­ან ჰგავს იმ ნა­ნას და მე­ო­რეც - ამ დი­ლით, სახ­ლი­დან გა­სუ­ლი გზად ნა­ნას გა­და­ვე­ყა­რე... შეხ­ვედ­რა ლა­მის 25 წლის შემ­დეგ.
რო­დე­საც ევა პირ­ვე­ლად მო­მად­გა სახ­ლ­ში, გა­ოგ­ნე­ბის­გან პი­რი გა­მიშ­რა და ავ­ლუღ­ლუღ­დი. მარ­თა­ლია, ძა­ლი­ან ვულ­გა­რუ­ლად კი გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, მაგ­რამ ისე ჰგავ­და ჩემს პირ­ველ და და­უ­ვიწყარ სიყ­ვა­რულს, თავ­და­პირ­ვე­ლად მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი მე­გო­ნა. ამი­ტო­მაც დაწ­ვ­რი­ლე­ბით გა­მოვ­კითხე, ვინ იყო, სა­ი­დან, ვი­სი შვი­ლი, დე­დას რა ერ­ქ­ვა და ა.შ. კი­დევ კარ­გი, გა­დავ­რ­ჩი. არა, ეს არ იყო მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი. ჯერ ერ­თი, დე­და­მისს ცი­სა­ნა ერ­ქ­ვა, მე­ო­რეც, 26 წლის იყო. 26 წლის წლის წინ კი ჩვენ ჯერ კი­დევ ერ­თად ვი­ყა­ვით.

ო, რო­გორ მსი­ა­მოვ­ნებ­და ყო­ველ­დღე ამ ევას და­ნახ­ვა. ასე მე­გო­ნა, ის რომ თვა­ლებს შე­მო­მა­ნა­თებ­და, ნა­ნა მი­ყუ­რებ­და. კი ჰქონ­და უტი­ფა­რი მზე­რა და თით­ქოს გა­შიშ­ვ­ლებ­და თა­ვი­სი გა­მო­ხედ­ვით, მაგ­რამ ესეც რა­ღაც­ნა­ი­რად სა­სი­ა­მოვ­ნო იყო. აგ­ვის­ტო­ში იქი­რა­ვა ბი­ნა. იმე­რე­ლი იყო, სამ­ტ­რე­დი­ი­დან, მაგ­რამ უკ­ვე ისე­თი გა­ქე­ქილ-გა­მო­ქე­ქი­ლი, ეტყო­ბო­და, მთლად "ამ­ნა­ი­რი" რომ არ იყო, ანუ უფ­რო "იმ­ნა­ირს" ჰგავ­და. ეტყო­ბა, სტუ­დენ­ტო­ბი­სას საკ­მა­რი­სად "გა­იკ­ვა­ლა გზა", გა­ქა­ლა­ქელ­და და "სვეც­კი" გახ­და. სამ­სა­ხუ­რი იშო­ვა თბი­ლის­ში, ერთ-ერთ ღა­მის კლუბ­ში მე­ნე­ჯა­რად მო­ეწყო და ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბაც დას­ჭირ­და. ამი­ტო­მაც, რო­გორც კი ერ­თ­მა­ნეთს გა­ვუ­ში­ნა­ურ­დით, ერთ შუ­ადღე­საც, ყა­ვა­ზე რომ დავ­პა­ტი­ჟე, პირ­და­პირ მი­ვა­ხა­ლე, არ გე­ში­ნია, უცხო მა­მა­კაც­თან მარ­ტო რომ გი­წევს ცხოვ­რე­ბა-მეთ­ქი. ლა­მის გა­დაბ­ჟირ­და სი­ცი­ლით და უსირ­ცხ­ვი­ლოდ მო­მი­გო, ისე­თი რა უნ­და მიქ­ნა, რაც სხვებს არ უქ­ნი­ა­თო. აი, ასეა, ბა­ტო­ნო. მშობ­ლებს ჰგო­ნი­ათ, თა­ვი­ან­თი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი წე­სი­ე­რე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა­ნი არი­ან, ისი­ნი კი­დევ ვის ლო­გი­ნებს ათ­ბო­ბენ სახ­ლი­დან გა­სულ­ნი, კაც­მა არ იცის.


ჰო­და, თან მსი­ა­მოვ­ნებ­და, ამ ახ­ტა­ჯა­ნა გო­გომ ნა­ნა რომ გა­მახ­სე­ნა, თან გუ­ლი მე­თა­ნაღ­რე­ბო­და, ეს რომ შე­მო­ი­მას­მექ­ნას, სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნას რა­ღა ვუქ­ნა-მეთ­ქი. ბო­ლოს და ბო­ლოს 26 წლით ვი­ყა­ვი მას­ზე უფ­რო­სი. თით­ქ­მის იმ­დე­ნი­ვე­თი, რამ­დე­ნი­თაც ჩემს ვირ­ტუ­ა­ლურ შეყ­ვა­რე­ბულ იაზე. არა­და, ყვე­ლა­ფე­რი აქეთ­კენ მი­დი­ო­და. სწო­რედ ეს იყო მი­ზე­ზი, მე­ო­რე მდგმუ­რი რომ არ ავიყ­ვა­ნე. ჩემ­სა და ევას ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მე­სა­მე ნამ­დ­ვი­ლად ზედ­მე­ტად მი­ვიჩ­ნიე.

არ ვი­ცი, რას მი­ქა­დის ხვა­ლინ­დე­ლი დღე, მაგ­რამ შე­ვეშ­ვათ ახ­ლა ინ­ტერ­ლუ­დი­ას, ჩე­მი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მის საწყის წლებ­ში გა­და­ვი­ნაც­ვ­ლოთ და და­ვიწყოთ მო­ყო­ლა, რო­გორ გა­ვი­ცა­ნი ნა­ნა და რა მოხ­და შემ­დეგ.
მა­შინ სწო­რედ იმ ასა­კის ვი­ყა­ვი, რა ხნი­საც ახ­ლა ევაა. დი­ახ, დი­ახ, 26 წლის. ორ­დი­ნა­ტუ­რა გავ­ლი­ლი მქონ­და და ქი­რურ­გის ასის­ტენ­ტად ვმუ­შა­ობ­დი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში. ყვე­ლა ერ­თ­ნა­ი­რად იხიბ­ლე­ბო­და ჩე­მით, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბიც და პა­ცი­ენ­ტე­ბიც. მათ აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი მზე­რე­ბის მო­გე­რი­ე­ბა რომ არ გამ­ჭირ­ვე­ბო­და, ყო­ველ­თ­ვის სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით დავ­დი­ო­დი, იშ­ვი­ა­თად ვი­ცი­ნო­დი და მე­დი­დუ­რი ქი­რურ­გის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვტო­ვებ­დი. ჩემ­ზე ამ­ბობ­დ­ნენ, ეს ბი­ჭი შორს წა­ვაო. ასე­თი იმი­ჯი ქა­ლე­ბის გა­მო შე­ვი­ქე­ნი, მაგ­რამ ვის­თ­ვის გა­მენ­დო ეს? თუმ­ცა, სიტყ­ვა იმი­ჯი მა­შინ, მგო­ნი, არც არ­სე­ბობ­და. ან შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­და კი­დეც, მაგ­რამ ხმა­რე­ბა­ში არ იყო. მა­შინ უფ­რო რუ­სუ­ლი ბარ­ბა­რიზ­მე­ბით და სლენ­გე­ბით ვსა­უბ­რობ­დით. ასე რომ, მა­შინ­დე­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით, "სტო­ი­კა" მე­ჭი­რა, "ვი­დი" მქონ­და მე­დი­დუ­რი ადა­მი­ა­ნის. რო­გორც ვთქვი, ჯერ ასის­ტენ­ტი ვი­ყა­ვი. ქი­რურ­გი, რო­მელ­საც ოპე­რა­ცი­ე­ბის დრო ვეხ­მა­რე­ბო­დი, ერის­თა­ვი იყო გვა­რად, მაგ­რამ ის ისე იყო ერის­თა­ვი, რო­გორც მე ვარ, მა­გა­ლი­თად, კლინ­ტო­ნი ან ბუ­ში, რად­გან სო­მე­ხი იყო და გვა­რი გა­და­კე­თე­ბუ­ლი ჰქონ­და. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რა გვა­რის იყო, არა­ვინ იცო­და, რად­გან სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და თა­ვის წარ­მო­შო­ბას, ოღონდ ესაა, ერის­თა­ვო­ბა­ზე რომ ჩა­მო­გეგ­დოთ სა­უ­ბა­რი, კრინ­ტ­საც ვერ დაძ­რავ­და თა­ვის წი­ნაპ­რებ­ზე. არა­და, კარ­გი კა­ცი იყო. ალექ­სან­დ­რე ერ­ქ­ვა და ყვე­ლა­ნი ალი­კას ეძახ­დ­ნენ.

სვეტა კვარაცხელია
რომანი დაიდება ყოველდღე
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მკითხველი
დადეთ რა შემდეგი თავი ყოველდღიურად .
09:43 / 04-06-2019
გამოხმაურება / 1 /
თამუნა
ძალიან მომწონს სანამ ახალი დაიდება უგივეს ვკიზთხულობ. წიგნი არსებობს რომ ძევიძინოო
21:40 / 10-06-2019
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93