ნოველები

წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი VIII)

წამ­ხ­და­რი ქა­ლი (თავი VIII)
იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო მი­სი შე­კითხ­ვა, რომ და­ნა­შა­ულ­ზე წას­წ­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი­ვით გავ­წით­ლ­დი. არა, ამი­ტომ არა, უფ­რო იმი­ტომ გავ­წით­ლ­დი, რომ არას­დ­როს მი­ფიქ­რია ამა­ზე. არას­დ­როს მი­ფიქ­რია, ვნა­ნობ­დი თუ არა ხე­ლი­დან მის გაშ­ვე­ბას. რომ შე­მე­კითხა, მხო­ლოდ მა­შინ დავ­ფიქ­რ­დი. და რად­გან არ მი­ფიქ­რია, გა­მო­დის, არც ვნა­ნობ­დი. მეთ­ქ­ვა ეს? ვერ ვეტყო­დი... ეწყი­ნე­ბო­და. მო­მეტყუ­ე­ბი­ნა? ტყუ­ი­ლის თქმაც არ მინ­დო­და. _ შენ რომ არ მი­გე­ტო­ვე­ბი­ნე, ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხ­და­რი­ყო, _ მა­ინც მას და­ვაბ­რა­ლე.
_ ესე იგი, ჩე­მი ბრა­ლია? _ ჩა­ი­ცი­ნა, _ ტყუ­ი­ლად ცდი­ლობ გად­მობ­რა­ლე­ბას, შენ მა­ინც არაფ­რის
შეც­ვ­ლას არ აპი­რებ­დი, მე კი ისე ცხოვ­რე­ბა აღარ შე­მეძ­ლო.
_ მე­რე?
_ რა მე­რე?
_ შეც­ვა­ლე შე­ნი ცხოვ­რე­ბა ისე, რო­გორც შენ გინ­დო­და?
_ რა თქმა უნ­და. მარ­თა­ლია, ქმა­რი გარ­და­მეც­ვა­ლა, მაგ­რამ შვი­ლი დამ­რ­ჩა.
_ მა­შინ რომ გნა­ხე, იმ ბიჭს გაჰ­ყე­ვი ცო­ლად? სხვა­თა შო­რის, კარ­გი ტი­პი ჩან­და.
_ არა, იმას არა, სხვას.
_ სხვას? _ გა­ო­ცე­ბა ვერ დავ­მა­ლე.
_ ჰო. იმას მა­ლე­ვე დავ­შორ­დი და უცებ სხვა გა­მოჩ­ნ­და. სა­ერ­თოდ რომ არ ვე­ლო­დე­ბო­დი, ისე და ერთ თვე­ში დავ­ქორ­წინ­დით. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქმა­რი მყავ­და, გიჟ­დე­ბო­და ჩვენ­ზე, თავ­ზე გვევ­ლე­ბო­და.
_ რა და­ე­მარ­თა, რით გარ­და­იც­ვა­ლა?
_ ავა­რი­ით. ავ­ტო­ბუსს შე­ე­ჯა­ხა მან­ქა­ნით და სა­ჭემ გულ­მ­კერ­დი შე­უნ­გ­რია.
_ მდაა... ცუ­დია.
_ ჰო, ცუ­დია, რო­ცა დაქ­ვ­რივ­დე­ბი და შვი­ლის მარ­ტო გაზ­რ­და გი­წევს. დე­დამ­თილ-მა­მამ­თი­ლი კი ისე გი­ყუ­რე­ბენ, თით­ქოს მა­თი რძა­ლი კი არა, ვი­ღაც გა­დამ­თი­ე­ლი იყო... მე­რე მე­ო­რე­დაც გავ­თხოვ­დი, მაგ­რამ არ გა­მი­მარ­თ­ლა. შევ­ც­დი არ­ჩე­ვან­ში.
_ რა მხრივ?
_ სმა უყ­ვარ­და. ისე სა­ზიზღ­რად იქ­ცე­ო­და მთვრა­ლი, რომ მის შემ­ყუ­რეს გუ­ლი მე­რე­ო­და. მე­რე ჩემს გო­გო­საც და­უ­პი­რა ღლა­ბუ­ცი. ბავ­შ­ვ­მა მა­შინ­ვე მითხ­რა და აი, მანდ გა­და­მე­კე­ტა. იმ დღეს­ვე და­ვახ­ვე­ვი­ნე. კი­დევ კარ­გი, ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ვი­ყა­ვით და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი.
_ სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი გქო­ნია, _ თა­ვის კან­ტუ­რით წარ­მოვ­თ­ქ­ვი და შემ­წ­ვა­რი კარ­ტო­ფი­ლი გა­და­ვი­ღე.
_ ეჰ, ამა­ზე უარე­სე­ბიც გა­დამ­ხ­დე­ნია, შენ ჯერ ყვე­ლა­ფე­რი არ იცი.
_ თავ­გა­და­სავ­ლე­ბი ლა­მა­ზი ქა­ლე­ბის ხვედ­რია, რას იზამ.
_ მარ­თა­ლი ხარ. ამი­ტომ ვცდი­ლობ, ლე­ლი დრო­ზე ჩა­ვა­ბა­რო პატ­რონს, რომ ჩე­მი ბე­დი არ გა­ი­ზი­ა­როს. მარ­ტო­ო­ბა­ზე სა­ში­ნე­ლე­ბა არა­ფე­რი არ არის.
_ მარ­ტო ყოფ­ნა სუ­ლაც არ ნიშ­ნავს მარ­ტო­ო­ბას. ბევ­რი ვი­ცი, გარ­შე­მო უამ­რა­ვი ახ­ლო­ბე­ლი ახ­ვე­ვია, შვი­ლიც ჰყავს, ოჯა­ხიც, მე­გობ­რე­ბიც, მაგ­რამ მა­ინც მარ­ტოა.
_ ეგე­ცაა... შე­ნი ამ­ბე­ბიც მო­მი­ყე­ვი, სულ ჩემ­ზე რომ ვლა­პა­რა­კობთ.
_ არც არა­ფე­რია სათ­ქ­მე­ლი. ვცხოვ­რობ ცალ­კე, ჩემ­თ­ვის. ვცხოვ­რობ კარ­გად, უპ­რობ­ლე­მოდ. ვმუ­შა­ობ. ვარ კარ­გი ქი­რურ­გი. არც ცო­ლი მყავს, არც შვი­ლი. ოჯა­ხის შექ­მ­ნას აღარ ვა­პი­რებ. მორ­ჩა, სულ ეგაა.
_ ცო­ლი რომ არ მო­გიყ­ვა­ნია, არ მიკ­ვირს. უღ­ლის დად­გ­მა ყო­ველ­თ­ვის სიკ­ვ­დი­ლი­ვით გე­ზა­რე­ბო­და, მაგ­რამ შვი­ლის ყო­ლა რა­ტომ არ მო­გინ­და, არ მეს­მის. მა­შინ რა აზ­რი აქვს შენს ცხოვ­რე­ბას? რის­თ­ვის ცოცხ­ლობ? რას ელო­დე­ბი მო­მავ­ლის­გან? რა მო­ტი­ვა­ცია გაქვს?
გა­მე­ცი­ნა.
_ სა­ნამ სა­ჭი­რო ვარ, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქი­რურ­გი, მო­ტი­ვა­ცი­აც მექ­ნე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი მე­რე გა­მოჩ­ნ­დე­ბა. არ ვი­ცი, სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, ეგეთ რა­მე­ებ­ზე არას­დ­როს ვფიქ­რობ. შენ შემ­დეგ არა­ვინ მყვა­რე­ბია. არც მო­წო­ნე­ბით მომ­წო­ნე­ბია ვინ­მე ისე, რომ გავ­გი­ჟე­ბუ­ლი­ყა­ვი. უცო­ლო­დაც ალ­ბათ ამი­ტომ დავ­რ­ჩი. დე­და­ჩემ­საც ისე­თი რძა­ლი უნ­დო­და ყო­ველ­თ­ვის, მგო­ნი, მსგავ­სი დღემ­დე არ და­ბა­დე­ბუ­ლა. ჰო­და, ყვე­ლა­ფერს ერ­თად გა­ვუ­წიე ან­გა­რი­ში.
_ ახ­ლა გყავს ვინ­მე? მე­გო­ბა­რი ქა­ლი მა­ინც?
_ შე­ნი არ იყოს, მუდ­მი­ვი საყ­ვა­რე­ლი არ მყავს, თუ ამას გუ­ლის­ხ­მობ. სხვა მხრივ, ქა­ლე­ბი არ მაკ­ლია. ოღონდ ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მთლად ლო­ვე­ლა­სუ­რი ცხოვ­რე­ბით არ ვცხოვ­რობ.
_ მიკ­ვირს. შენ ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­ნა­ცე­მი გაქვს ამის­თ­ვის, _ გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა ნა­ნამ და ვაშ­ლი ჩაკ­ბი­ჩა, _ და­ას­ხი, ერ­თი ჭი­ქა მა­ინც დავ­ლი­ოთ, და­ვი­ლო­ცოთ.
დიდ­ხანს არ დავ­რ­ჩე­ნილ­ვარ. რა­ღაც­ნა­ი­რად ვერ ავაწყ­ვეთ დი­ა­ლო­გი. რო­ცა ჩვენ-ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი და­ვამ­თავ­რეთ, სა­ლა­პა­რა­კო გა­მოგ­ვე­ლია. რა­ტომ­ღაც, სას­მელ­მა შვე­ბა ვერ მომ­გ­ვა­რა, უფ­რო და უფ­რო ვი­ძა­ბე­ბო­დი. რა­ღაც არ მსი­ა­მოვ­ნებ­და, მაგ­რამ ვერ ვხვდე­ბო­დი, რა. თერ­თ­მე­ტი დაწყე­ბუ­ლი იყო, რო­ცა წა­მოს­ვ­ლა და­ვა­პი­რე. მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი არ მო­ვი­და. ალ­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რად და­აგ­ვი­ა­ნა, მარ­ტო რომ და­ვე­ტო­ვე­ბი­ნეთ. ხომ იცო­და, რომ ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა გვქონ­და და, მი­სი აზ­რით, ხე­ლი შეგ­ვიწყო.
არა­და, მაგ მხრივ პრობ­ლე­მა სრუ­ლი­ა­დაც არ შემ­ქ­მ­ნია. ორი­ო­დე ჭი­ქის მე­რე ნა­ნამ კი და­მიწყო თვა­ლე­ბის ჟუ­ჟუ­ნი, მაგ­რამ ვერ ვიტყ­ვი, რომ მის მი­მართ ლტოლ­ვა ოდ­ნავ მა­ინც ვიგ­რ­ძე­ნი. სა­ერ­თოდ ვერ შეძ­ლო ჩე­მი აღ­გ­ზ­ნე­ბა. არ ვი­ცი, რი­სი ბრა­ლი იყო ეს. ნა­ნა­ზე უკე­თეს ქა­ლებ­თან დავ­დი­ვარ-მეთ­ქი, რომ ვთქვა, ტყუ­ი­ლი გა­მო­მი­ვა. იმ­დე­ნად კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, ისე­თი მა­დი­საღ­მ­ძ­ვ­რე­ლი ფორ­მე­ბი ჰქონ­და, არც ერ­თი კა­ცი უარს არ იტყო­და მას­თან სექ­ს­ზე, მე კი... მე არ მი­ზი­დავ­და. იოტი­სო­დე­ნა სურ­ვი­ლიც არ გამ­ჩე­ნია მას­თან და­წო­ლა­ზე. ნუ­თუ წარ­სუ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბამ თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა და უკ­ვე მო­ყირ­ჭე­ბუ­ლი მყავ­და? არა, ასე ნამ­დ­ვი­ლად არ იყო. რო­ცა ჩემ­გან წა­ვი­და, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის გახ­სე­ნე­ბა­ზე ისევ და ისევ ჟრუ­ან­ტე­ლი მივ­ლი­და. მა­შინ რა მე­მარ­თე­ბო­და? ალ­ბათ უფ­რო სიფ­რ­თხი­ლის ბრა­ლი იყო. ფრთხი­ლად ვი­ყა­ვი, ხელ­მე­ო­რედ რომ არ აღ­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი მი­სი ხიბ­ლის ტყვე­ო­ბა­ში. ჩემ­მა სხე­ულ­მა კი ინ­ს­ტინ­ქ­ტუ­რად აღ­მარ­თა თავ­დაც­ვის ბა­რი­ე­რი. არა­და, რო­გო­რი სურ­ვი­ლით ჰქონ­და თვა­ლე­ბი ან­თე­ბუ­ლი, რო­ცა ვემ­შ­ვი­დო­ბე­ბო­დი. კარ­თან დად­გა და ხე­ლებ­გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბულ­მა თა­ვი­სი სავ­სე მკერ­დი მკლა­ვებ­ში ისე მო­იქ­ცია, აშ­კა­რად ჩემს საც­დუ­ნებ­ლად იყო მო­მარ­თუ­ლი. მე კი სას­წ­რა­ფოდ თვა­ლი ავა­რი­დე, რად­გან ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ მი­ჯან­ყ­დე­ბო­და სხე­უ­ლი.
სახ­ლამ­დე ისე მო­ვე­დი, ვერ დავ­წყ­ნარ­დი. გა­ხუ­რე­ბულ­მა დამ­შ­ვი­დე­ბა ვერ შევ­ძე­ლი. ისე­თი გი­ჟუ­რი ლტოლ­ვით მო­მინ­და ქა­ლი, აუცი­ლებ­ლად უნ­და და­მე­რე­კა ვინ­მეს­თ­ვის, რომ დრო­ზე შევ­ხ­ვედ­რო­დი და ჟი­ნი მო­მეკ­ლა.
თუმ­ცა, მოვ­ლე­ნე­ბი ისე გან­ვი­თარ­და, არა­ვის­თან და­რეკ­ვა აღარ დამ­ჭირ­ვე­ბია.
რო­გორც კი ეზო­ში ფე­ხი შევ­დ­გი, ევა წინ ამეს­ვე­ტა.
_ ვა, ევა, სამ­სა­ხურ­ში არ წახ­ვე­დი?
_ ამა­ღამ არ ვმუ­შა­ობ. აბა, რო­გო­რაა საქ­მე?
_ რა ვი­ცი, არის რა.
_ რა­ღაც ად­რე მოხ­ვე­დი. რაო, არაო? პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ზე ვერ დაგ­ნებ­დე­ბიო?
გა­მე­ცი­ნა, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ გა­ვე­ცი. ხომ არ ვეტყო­დი, მე თვი­თონ ვთქვი უარი-მეთ­ქი.
_ დავ­ლი­ოთ? _ მკითხა, რო­ცა ჩემ­გან პა­სუ­ხი ვერ მი­ი­ღო.
_ დავ­ლი­ოთ. _ დავ­ყა­ბულ­დი, თუმ­ცა ახ­ლა და­ლე­ვა­ზე მე­ტად ქა­ლის ალერ­სი მწყუ­რო­და.
არა უშავს-მეთ­ქი, გა­ვი­ფიქ­რე. ეს ისე­თი გო­გოა, იოლად გა­და­მა­ტა­ნი­ნებს ამ ღა­მეს, ცო­ტას შევ­თ­ვ­რე­ბი და თუ არ მიშ­ვე­ლა, ქა­ლებ­თან და­რეკ­ვას მე­რეც მო­ვას­წ­რებ-მეთ­ქი. ნას­ვამ­ზე ბევ­რ­ჯერ მქო­ნია შემ­თხ­ვე­ვა, შუ­ა­ღა­მი­სას მომ­სურ­ვი­ლე­ბია ქა­ლი და შევ­ხ­ვედ­რი­ვარ კი­დეც.
ევამ თა­ვის­თან, პა­წაწ­კინ­ტე­ლა ოთახ­ში შე­მი­პა­ტი­ჟა. უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ სუფ­რა უკ­ვე გაშ­ლი­ლი დამ­ხ­ვ­და. მა­გი­და­ზე ტორ­ტ­ში ჩა­სარ­ჭო­ბი სან­თ­ლე­ბი ენ­თო. მი­წის თხი­ლი, არა­ყი, ლუ­დი და კარ­ტო­ფი­ლის ჩიფ­სე­ბი შე­ად­გენ­და ევას სუფ­რის მე­ნი­უს.
სი­ცი­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე.
_ რა გა­ცი­ნებს? _ გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა მკითხა.
_ რო­მან­ტი­კუ­ლი სუფ­რა არ­ყი­სა და ლუ­დის ფონ­ზე პირ­ვე­ლად ვი­ხი­ლე.
თვი­თო­ნაც გა­ე­ცი­ნა.
_ აბა, ღვი­ნო ტო­ნა უნ­და და­ლიო, ხა­სი­ათ­ზე რომ მოხ­ვი­დე. არა­ყი კი­დევ ჰოპ! და უცებ გა­გამ­ხი­ა­რუ­ლებს. სან­თ­ლებ­საც თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს. რო­ცა სან­თ­ლის შუქ­ზე გაჰ­ყუ­რებ ადა­მი­ანს, მის აალე­ბულ თვა­ლებ­ში უფ­რო მეტს კითხუ­ლობ, ვიდ­რე სხვა დროს. ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლოს უცებ ეხ­დე­ბა ფარ­და.
_ ბევ­რი სა­ი­დუმ­ლო გაქვს, ევა?
_ სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, არ მიყ­ვარს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი. ახ­ლობ­ლებ­თან არას­დ­როს არა­ფერს ვმა­ლავ. თუმ­ცა, რა ვი­ცი, იქ­ნებ მაქვს კი­დეც და თვი­თო­ნაც არ ვი­ცი, _ გა­ი­ცი­ნა.
მა­გი­დას მი­ვუს­ხე­დით. ჩემ გვერ­დით დაჯ­და და მხრით ოდ­ნავ მო­მეყ­რ­დ­ნო.
_ და­ას­ხი და დავ­ლი­ოთ შე­ნი ყო­ფი­ლის ჯი­ნა­ზე! ისეთ ხა­სი­ათ­ზე და­გა­ყე­ნებ, ამ შეხ­ვედ­რას და­გა­ვიწყებ! _ ომა­ხ­ი­ა­ნად შეს­ძა­ხა და თა­ვი­სი სირ­ჩა გა­მო­მი­წო­და.
და­ვუს­ხი და ჩემ­თ­ვი­საც და­ვის­ხი. ერ­თ­მა­ნეთს მი­ვუ­ჭა­ხუ­ნეთ, ჩვენ გაგ­ვი­მარ­ჯო­სო, ვთქვით და გა­დავ­კა­რით. კა­ცუ­რად მომ­ყ­ვე­ბო­და, არც და­ლე­ვა­ში ჩა­მომ­რ­ჩე­ნია და არც სადღეგ­რ­ძე­ლო­ებ­ში.
ნა­ხე­ვა­რი ბოთ­ლი არა­ყი გა­მოვ­ცა­ლეთ, თან ჩიფ­სებს ვახ­რა­მუ­ნებ­დით და მი­წის თხილს ვაკ­ნა­ტუ­ნებ­დით. შემ­თ­ვ­რალ­მა სხვა მზე­რით და­ვიწყე ევას შეთ­ვა­ლი­ე­რე­ბა. იგი ისე ჰგავ­და ახალ­გაზ­რ­დო­ბის დრო­ინ­დელ ნა­ნას, რომ მი­სი ცქე­რა უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და. რო­ცა სან­თ­ლე­ბი ჩა­იწ­ვა და ევა მო­რი­გი სან­თ­ლე­ბის მო­სა­ტა­ნად ად­გა, კი­დევ ერ­თხელ შე­ვავ­ლე თვა­ლი. მის­მა სექ­სუ­ა­ლურ­მა მიხ­რა-მოხ­რამ და ვნე­ბი­ან­მა გა­მო­ხედ­ვამ მა­ი­ძუ­ლა, ნა­ნა და­მე­ვიწყე­ბი­ნა და სა­ღა­მოს შეხ­ვედ­რა­ზე აღარ მე­ფიქ­რა. სწო­რედ იმ დროს გა­მომ­ხე­და, რო­ცა მე­ექ­ვ­სე სან­თელს ან­თებ­და. მის თვა­ლებ­ში ცეცხ­ლის ალი და­თა­რე­შობ­და, ბრჭყვი­ა­ლებ­და და სა­ი­დუმ­ლოს სა­ი­დუმ­ლო­ზე გას­ცემ­და. რო­გო­რი ნდო­მა იკითხე­ბო­და ამ გა­მო­ხედ­ვა­ში.
_ ერ­თი წუ­თით გა­ჩერ­დი, არ გა­ინ­ძ­რე! _ ხმა­დაბ­ლა წარ­მოვ­თ­ქ­ვი და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი გავ­ფ­ში­კე მის შე­სა­ჩე­რებ­ლად.
წელ­ში გას­წორ­და და გა­ხევ­და, თით­ქოს ქან­და­კე­ბად იქ­ცაო. წამ­წა­მებ­საც კი არ ახამ­ხა­მებ­და. და­ვიწყე შეს­წავ­ლა მი­სი ტან­საც­მ­ლის ყო­ვე­ლი დე­ტა­ლის, მი­სი თმის თი­თო­ე­უ­ლი ღე­რის. ჩე­მი მზე­რა ერ­თი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე გა­და­დი­ო­და, ყე­ლი­დან მკერდს ჩა­მოჰ­ყ­ვა, მე­რე მუ­ცე­ლი და თე­ძო­ე­ბი შე­ათ­ვა­ლი­ე­რა. ახ­ლა­ღა შე­ვამ­ჩ­ნიე, რომ მოკ­ლე კა­ბა ეც­ვა, მა­შინ, რო­ცა ყო­ველ­თ­ვის შარ­ვ­ლით ვხე­დავ­დი. უეც­რად მო­მინ­და, რომ არც კა­ბას და არც რა­მე სხვა სა­მოსს არ და­ე­ფა­რა მი­სი ტა­ნი, მო­მინ­და, რომ სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი მე­ნა­ხა და ისე შე­მეს­წავ­ლა მი­სი სხე­უ­ლი. პა­ტა­რა მკერ­დი ჰქონ­და, კა­ბაც გულ­და­ხუ­რუ­ლი ეც­ვა, რად­გან დე­კოლ­ტე ვერ `გა­ა­კე­თილ­შო­ბი­ლებ­და~ მის ძუ­ძუ­ებს. გა­ხე­ლე­ბით მო­მინ­და მი­სი პა­ტა­რა ძუ­ძუ­ე­ბი და­მე­კოც­ნა. ნდო­მამ ცხე­ლე­ბა­სა­ვით და­მი­ა­რა მთელ სხე­ულ­ში და არა მარ­ტო სხე­ულ­ში, არა­მედ გულ­ში, გო­ნე­ბა­ში, სულ­ში... მინ­დო­და, ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა­ფე­რი გამ­ქ­რა­ლი­ყო და მხო­ლოდ ევას­თ­ვის მე­ყუ­რე­ბი­ნა, მხო­ლოდ მის­თ­ვის შე­მევ­ლო მზე­რა და შევ­ხე­ბო­დი...
მე­რე მახ­სოვს, რო­გორ მო­მი­ახ­ლოვ­და. მი­სი ცხე­ლი სუნ­თ­ქ­ვა სა­ხე­ში მცემ­და. კი­ნა­ღამ გა­და­ვი­ფიქ­რე, რო­ცა მა­კო­ცა... მაგ­რამ ისე­თი ცხე­ლი ტუ­ჩე­ბი ჰქონ­და... და ეს ტუ­ჩე­ბი ალერ­სის­თ­ვის, კოც­ნის­თ­ვის შე­ექ­მ­ნა ღმერთს. მას არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს, არც უკითხავს... კალ­თა­ში ჩა­მიჯ­და და თა­ვის საქ­მეს შე­უდ­გა... ცო­ტა არ იყოს, გუ­ლი მე­თა­ნაღ­რე­ბო­და, ის ბავ­შ­ვი იყო ჩემ­თან შე­და­რე­ბით, მაგ­რამ ახ­ლა რომ უარი მეთ­ქ­ვა, მის ნდო­ბას სა­მუ­და­მოდ დავ­კარ­გავ­დი. ან კი ჩე­მი რა მი­დი­ო­და, რო­ცა თვი­თონ იყო თა­ნახ­მა ყვე­ლა­ფერ­ზე.
თავ­და­ვიწყე­ბით ვკოც­ნი­დი, ქალს და­ხარ­ბე­ბუ­ლი­ვით, თით­ქოს დი­დი ხა­ნია, სექ­სი არ მქო­ნია. თუმ­ცა, ეს არ იყო უსექ­სო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჟი­ნით სავ­სე სი­ხარ­ბე, ეს უფ­რო ფი­ზი­კუ­რი სი­ახ­ლო­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ვნე­ბა იყო. რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი სხე­უ­ლი ჰქონ­და, თით­ქოს სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის მო­მარ­თუ­ლი, ვნე­ბით გა­დავ­სე­ბუ­ლი, უც­ნა­უ­რად მთრთო­ლა­რე, გა­ხუ­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ვნე­ბი­ა­ნად იკ­ლაკ­ნე­ბო­და ჩემს მკლა­ვებ­ში...

იმ ღა­მი­დან სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა დამ­ყარ­და ჩვენ შო­რის. მარ­თა­ლია, ისევ ცალ-ცალ­კე გვე­ძი­ნა _ მას თა­ვის ოთახ­ში, მე _ ჩემ­სა­ში, მაგ­რამ ეს არ გვაბ­რ­კო­ლებ­და, კარ­გი სექ­სი გვქო­ნო­და. ახ­ლა ისე ხში­რად აღარ გა­დი­ო­და ღა­მით სახ­ლი­დან. მითხ­რა, სმე­ნა გა­დავ­ც­ვა­ლე და ყო­ველ­ღა­მე აღარ ვივ­ლი სამ­სა­ხურ­შიო.
მი­უ­ხე­დავდ იმი­სა, რომ ასე და­ვუ­ახ­ლოვ­დით ერ­თ­მა­ნეთს, ის მა­ინც არ არ­ღ­ვევ­და დის­ტან­ცი­ას. არ იქ­ცე­ო­და ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი­ვით, პრე­ტენ­ზი­ებს არ აყე­ნებ­და და ჩემ­თან მხო­ლოდ მა­შინ ამო­დი­ო­და, რო­ცა მე და­ვუ­ძა­ხებ­დი. ხან­და­ხან ვთხოვ­დი, ღა­მი­თაც დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, ერ­თად დაგ­ვე­ძი­ნა და ისიც რჩე­ბო­და. ათას რა­მე­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით და ვჭო­რა­ობ­დით. სა­სი­ა­მოვ­ნო იყო მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. არ მძა­ბავ­და, არ მთრგუ­ნავ­და, ის ერ­თა­დერ­თი ქა­ლი იყო, ვინც ჩე­მი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეზღუდ­ვას არ ცდი­ლობ­და. დღი­თი დღე იმ­დე­ნად ვეჩ­ვე­ო­დი, რომ ერთ მშვე­ნი­ერ დი­ლას, გა­მეღ­ვი­ძა თუ არა, მივ­ხ­ვ­დი, რომ რა­ღაც მაკ­ლ­და და ეს რა­ღაც დი­ლა­ო­ბით მი­სი ალერ­სი იყო. რო­ცა ამის შე­სა­ხებ ვუთხა­რი, პირ­ზე ხე­ლი ამა­ფა­რა, მე­ო­რედ მსგავ­სი რამ არ წა­მოგ­ც­დე­სო.
_ შენ თუ ასე გა­აგ­რ­ძე­ლებ, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს შე­გიყ­ვარ­დე­ბი და ორი­ვეს დაგ­ვერ­ხე­ვა. _ სრუ­ლი­ად სე­რი­ო­ზუ­ლად მითხ­რა.
ვე­რა­ფე­რი ვუ­პა­სუ­ხე, სადღაც მარ­თა­ლი იყო. არ ვი­ცი, კი­დევ შევ­ძ­ლებ­დი თუ არა ვინ­მეს შეყ­ვა­რე­ბას, მაგ­რამ არც გა­მო­რიცხუ­ლი იყო. სიყ­ვა­რუ­ლი გა­ნა ვინ­მეს ეკითხე­ბა, რო­დის მო­ვა ან რო­დის წა­ვა?
ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ერთ კვი­რა­ში სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა. თვი­თო­ნაც მიკ­ვირ­და ჩე­მი თა­ვის. ჩე­მი შეც­ვ­ლა იმით და­იწყო, რომ კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა და­ვიწყე. ად­რე სა­დი­ლებს არას­დ­როს ვამ­ზა­დებ­დი, ყო­ველ­თ­ვის მზას ვყი­დუ­ლობ­დი და მე­რე ვაცხე­ლებ­დი. ახ­ლა კი, პირ­სა­ხო­ცის ხა­ლათ­ში გა­მოხ­ვე­უ­ლიც კი გაზ­ქუ­რას­თან ვტრი­ა­ლებ­დი და ევას­თ­ვის გემ­რი­ე­ლო­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბას ვცდი­ლობ­დი. ეს კი მე­ხერ­ხე­ბო­და. ბე­ბი­ამ ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა მას­წავ­ლა ჯერ კი­დევ ბავ­შ­ვო­ბი­დან.
სა­ო­ცა­რი გო­გო იყო ევა. ალ­ბათ ერ­თა­დერ­თი ქა­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე კარ­გად ეს­მო­და ჩე­მი. არა მარ­ტო ჩე­მი, არა­მედ ზო­გა­დად კა­ცე­ბის. იცო­და, ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად იცო­და, რა სურთ კა­ცებს და რას ითხო­ვენ ქა­ლე­ბის­გან. გე­გო­ნე­ბო­დათ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ ფე­ნო­მე­ნის შეს­წავ­ლას მო­ან­დო­მაო. არა­და, სულ რა­ღაც ოც­და­ხუ­თი თუ ოც­და­ექ­ვსი წლის იყო.
მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ ნა­ნა სულ გა­და­მა­ვიწყა. ნა­ნა კი არა, ჩემს ვირ­ტუ­ა­ლურ შეყ­ვა­რე­ბულ­საც კი ვერ შე­ვეხ­მი­ა­ნე ბო­ლო ხა­ნებ­ში. ისე გა­მო­ვი­და, რომ რო­ცა ის იყო სა­იტ­ზე, მე არ ვი­ყა­ვი, რო­ცა მე შევ­დი­ო­დი, ის უკ­ვე გა­სუ­ლი მხვდე­ბო­და. ამი­ტომ მხო­ლოდ წე­რი­ლებს ვუ­ტო­ვებ­დით ერ­თ­მა­ნეთს.
რა­ღაც­ნა­ი­რად ვი­ყა­ვი. მგო­ნი, ევა მარ­თა­ლი გა­მოდ­გა. ისე ვეჩ­ვე­ო­დი, რომ მის გა­რე­შე ერ­თი დღეც ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა. სხვა რა­ღააა სიყ­ვა­რუ­ლი?
ყვე­ლაფ­რით სავ­სე ვი­ყა­ვი. სამ­სა­ხუ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს ცხე­ლი ქა­ლი მე­ლო­და შინ. არც არა­ვის­თან და­რეკ­ვა მიხ­დე­ბო­და და არც ვინ­მეს გა­მო­ძა­ხე­ბა. ხან ის და­მახ­ვედ­რებ­და გამ­ზა­დე­ბულ სა­დილს ან ვახ­შამს, ხან მე დავ­ფა­ცურ­დე­ბო­დი, რო­ცა მი­სი მოს­ვ­ლის დრო დგე­ბო­და. რამ­დენ­ჯერ ერ­თად შევ­სულ­ვართ აბა­ზა­ნა­ში წყლის გა­და­სავ­ლე­ბად და იქ გვიღ­ლა­ბუ­ცია. ერ­თი ოცი წლით მა­ინც გა­მა­ა­ხალ­გაზ­რ­და­ვა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ.
ასე გა­ვი­და ორი კვი­რა. რო­ცა ბი­ნის ქი­რის გა­დახ­დის დრო დად­გა, შორს და­ვი­ჭი­რე, ფულს არ გა­მო­გარ­თ­მევ-მეთ­ქი. ამა­ზე გა­გიჟ­და, ქვა ააგ­დო და თა­ვი შე­უშ­ვი­რა, მა­შინ გა­და­ვალ აქე­დან და სხვა­გან ვი­ქი­რა­ვებ ბი­ნა­სო. ერ­თი სა­ა­თი ვი­კა­მა­თეთ. ბო­ლოს ერთ რა­მე­ზე შევ­თან­ხ­მ­დით. ბი­ნის ქი­რას გა­ვუ­ნა­ხევ­რებ­დი, ანუ ორა­სი დო­ლა­რის ნაც­ვ­ლად ას დო­ლარს გა­და­იხ­დი­და და იმა­საც ჩემს ყუ­ლა­ბა­ში ჩაყ­რი­და, რო­მე­ლიც მა­ცივ­რის თავ­ზე იდო ჯე­რაც ცა­რი­ე­ლი.
სა­სა­ცი­ლო გო­ჭის ფორ­მის ყუ­ლა­ბა და­ბა­დე­ბის დღე­ზე ერ­თ­მა ქი­რურ­გ­მა მა­ჩუ­ქა, თენ­გო დე­კა­ნო­ი­ძემ, ამას რომ გა­ავ­სებ, ერ­თად გავ­ტე­ხოთ და რეს­ტო­რან­ში ვი­ქე­ი­ფო­თო. ყუ­ლა­ბა არას­დ­როს მქო­ნია და არც მი­სი ავ­სე­ბის ხა­ლი­სი გამ­ჩე­ნია ოდეს­მე. ამი­ტო­მაც სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ვუთ­მე ევას. რო­ცა ყუ­ლა­ბა გა­ივ­სე­ბო­და, მე­რე ერ­თად გა­დავ­წყ­ვეტ­დით, რა უნ­და მოგ­ვე­ხერ­ხე­ბი­ნა ამ ფუ­ლის­თ­ვის, რა თქმა უნ­და, თუ­კი ისევ ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბა გვექ­ნე­ბო­და, რო­გო­რიც დღეს გვქონ­და.
ევა ატყობ­და, რომ ჩე­მი საქ­მე მთლად `კარ­გად~ ვერ იყო და შე­იძ­ლე­ბო­და, ყუ­რე­ბამ­დე შემ­ყ­ვა­რე­ბო­და. რა თქმა უნ­და, ასე არ იყო საქ­მე, მე უკ­ვე მიყ­ვარ­და სხვა, მაგ­რამ ის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი იყო, რაც ხელს არ უშ­ლი­და, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­შიც მყვა­რე­ბო­და ვინ­მე. ჰო­და, რო­ცა შე­ატყო, რომ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ზედ­მე­ტად მაგ­ზ­ნებ­და და ხან­და­ხან ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობ­დი მი­სი დაგ­ვი­ა­ნე­ბის გა­მო, გა­დაწყ­ვი­ტა, თა­ვი­სი თავ­გა­და­სა­ვა­ლი მო­ე­ყო­ლა ჩემ­თ­ვის. ოღონდ მო­მიყ­ვა მხო­ლოდ ბო­ლო წლე­ბის ცხოვ­რე­ბის ამ­ბა­ვი და არა ბავ­შ­ვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი.
თურ­მე, მე რომ მე­უბ­ნე­ბო­და, ღა­მის კლუბ­ში ად­მი­ნის­ტ­რა­ტო­რად ვმუ­შა­ო­ბო, ტყუ­ი­ლი ყო­ფი­ლა. ღა­მით გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე გა­დი­ო­და თურ­მე. ქა­ლი გა­მო­ძა­ხე­ბით _ ეს იყო მი­სი რე­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი. ვიპ­კ­ლი­ენ­ტებს ვემ­სა­ხუ­რე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სებს და ბიზ­ნეს­მე­ნებს, ვი­საც თა­ვი­სი ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბის გახ­მა­უ­რე­ბა არ სურ­სო. სწო­რედ ეს იყო მი­ზე­ზი, რომ ყო­ველ­ღა­მე არ უწევ­და სახ­ლი­დან გას­ვ­ლა. ფულს კარ­გად მიხ­დი­ან, ამი­ტო­მაც ჩე­მი თა­ვის რჩე­ნა გა­და­სა­რე­ვად შე­მიძ­ლიაო. თან ფულს აგ­რო­ვებ­და, რომ თბი­ლის­ში ბი­ნა ეყი­და, თუნ­დაც ერ­თო­თა­ხი­ა­ნი და თუნ­დაც სად­მე შორს, გა­რე­უ­ბან­ში.
რა­ღაც ჩამ­წყ­და გულ­ში. იმ­დე­ნად კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, ასე­თი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის ნამ­დ­ვი­ლად არ მე­მე­ტე­ბო­და. არ ვი­ცი, ამ ამ­ბავ­მა რამ­დე­ნად იქო­ნია გავ­ლე­ნა ჩემს გრძნო­ბებ­ზე, მაგ­რამ მთა­ვა­რი ის არის, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა. ისევ ისეთ სი­ნა­ზეს ვი­ჩენ­დი მის მი­მართ, ისევ ისე მი­ხა­რო­და მი­სი ნახ­ვაც, შე­ხე­ბაც, მო­ფე­რე­ბაც და კოც­ნაც. ისევ ისე მსი­ა­მოვ­ნებ­და მას­თან სექ­სი და ძვე­ლე­ბუ­რად ვაგ­რ­ძე­ლებ­დი მის­თ­ვის სა­დი­ლე­ბის თუ ვახ­შ­მის ან სა­უზ­მის მომ­ზა­დე­ბას. ბო­ლო დროს ერ­თად ვარ­ჯი­შიც და­ვიწყეთ. დი­ლა­ო­ბით სირ­ბილს შე­ვუ­დე­ქით, გა­ვი­დო­დით ჩვე­ნი უბ­ნის სტა­დი­ონ­ზე და ექვს-შვიდ წრეს ვურ­ტყამ­დით. მე­რე ერ­თად ვივ­ლებ­დით წყალს სა­ა­ბა­ზა­ნო­ში და ვსა­უზ­მობ­დით. ისე და­ვუ­ახ­ლოვ­დი, რომ მას­თან ყვე­ლა­ზე გუ­ლახ­დი­ლი გავ­ხ­დი, არა­ფერს ვუ­მა­ლავ­დი.
მინ­დო­და მეთხო­ვა, თა­ვი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა ამ ამაზ­რ­ზე­ნი საქ­მის­თ­ვის და ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას დაჰ­ბ­რუ­ნე­ბო­და, მაგ­რამ არ ვი­ცო­დი, რო­გორ მეთ­ქ­ვა, მქონ­და კი ამის უფ­ლე­ბა? ის ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ აგ­რ­ძე­ლებ­და ღა­მის გას­ვ­ლებს და წი­ნას­წარ მაფ­რ­თხი­ლებ­და, ამა­ღამ გა­მო­ძა­ხე­ბა მაქ­ვ­სო. ამას ისე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად მე­უბ­ნე­ბო­და, რომ მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებ­და, პრე­ტენ­ზი­ის უფ­ლე­ბა არ გაქვს და რა­მის აკ­რ­ძალ­ვას ნუ შე­ეც­დე­ბიო. მეც შე­ვეჩ­ვიე. ალ­ბათ გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად მა­ინც იქო­ნია გავ­ლე­ნა ჩემ­ზე მის­მა ცხოვ­რე­ბის წეს­მა, რად­გან არ ვეჭ­ვი­ა­ნობ­დი და მის `ღა­მის პეპ­ლო­ბას~ ასე მშვი­დად ვე­გუ­ე­ბო­დი.
ერ­თხე­ლაც, ღა­მით, რო­ცა ევა გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე იყო, ინ­ტერ­ნეტ­ში შევ­ძ­ვე­რი, ჩე­მი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის მო­სა­კითხად. ისე მოხ­და, რომ ორი­ვე ერ­თ­დ­რო­უ­ლად გა­მოვ­ჩ­ნ­დით სა­იტ­ზე, რა­მაც ორი­ვე ძა­ლი­ან გაგ­ვა­ხა­რა. რა თქმა უნ­და, მის­თ­ვის არ მო­მი­ყო­ლია, ევას­თან რა ურ­თი­ერ­თო­ბაც ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და, თუმ­ცა იცო­და, რომ მდგმუ­რი მყავ­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი იყო და ევა ერ­ქ­ვა. სა­მა­გი­ე­როდ, ნა­ნას ამ­ბა­ვი მო­ვუ­ყე­ვი. ვუთხა­რი, ჩემს ყო­ფილ სიყ­ვა­რულს შემ­თხ­ვე­ვით გა­და­ვაწყ­დი ქუ­ჩა­ში და ერ­თხელ პა­ე­მან­ზეც შევ­ხ­ვ­დი-მეთ­ქი. არც ის და­მი­მა­ლავს, რომ მის მი­მართ გრძნო­ბე­ბი არ ამე­შა­ლა. ნე­ტავ არ მეთ­ქ­ვა. ისევ და­მიწყო წუ­წუ­ნი, ჩემ გარ­და ყვე­ლას ხვდე­ბი, მე კი იმა­საც არ მე­უბ­ნე­ბი, რა გქვია და რა გვა­რის ხარ, ერთ სუ­რათს ვერ ვე­ღირ­სე შენ­გან, რომ და­გი­ნა­ხო, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბიო. მოკ­ლედ, საქ­მე იქამ­დე მი­ვი­და, რომ ისევ გა­ვე­ბუ­ტე და სა­ი­ტი­დან გა­მო­ვე­დი. ახ­ლა ცო­ტა ხნით უნ­და დავ­კარ­გუ­ლი­ყა­ვი, რომ მე­რე თვი­თონ­ვე შემ­ხ­ვე­წე­ბო­და, ოღონდ და­მე­ლა­პა­რა­კე და ნუ­ღარ მეტყ­ვი, ვინ ხარ და სა­ი­და­ნო. ეს წლე­ბი ყო­ველ­თ­ვის ასე ხდე­ბო­და. რო­გორც კი და­იწყებ­და წუ­წუნს, რომ ჩემ შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და, ვი­ბუ­ტე­ბო­დი და დრო­ე­ბით ვი­კარ­გე­ბო­დი. მე­რე კვლავ გა­მოვ­ჩ­ნ­დე­ბო­დი და ვრიგ­დე­ბო­დით იმ პი­რო­ბით, რომ მე­ტად აღარ მომ­თხოვ­და ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლას.
სა­ო­ცა­რი გო­გო იყო ლი­კა, ასე­თი არა­ვინ შემ­ხ­ვედ­რია რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში. ხან­და­ხან მე­გო­ნა, რომ ნამ­დ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნი არ იყო, რომ მხო­ლოდ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­როს ქმნი­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ­და და რე­ა­ლუ­რად არ არ­სე­ბობ­და. ქა­ლი, რო­მელ­საც ნაკლს ვერ უპო­ვი­დი _ ფი­ზი­კუ­რა­დაც უნაკ­ლო იყო და ბუ­ნე­ბი­თაც. ახ­ლა უკ­ვე მიტყ­დე­ბო­და, სი­მარ­თ­ლე­ში გა­მოვ­ტყ­დო­მო­დი, თო­რემ მარ­თ­ლა მქონ­და სურ­ვი­ლი, შევ­ხ­ვედ­რო­დი და გა­მეც­ნო. მაგ­რამ იმის მე­ში­ნო­და, ამ­დე­ნი წლის ნა­ლო­ლი­ა­ვე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბა არ და­მენ­გ­რია. იმ­დე­ნად კარ­გად ვგრძნობ­დი თავს მას­თან ირე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში, რომ არაფ­რის შეც­ვ­ლა არ მინ­დო­და. ბო­ლო დროს კი ისე აირ-და­ი­რია ჩე­მი ცხოვ­რე­ბა, თვი­თო­ნაც ვერ გავ­რ­კ­ვე­უ­ლი­ყა­ვი ბო­ლომ­დე, რა ხდე­ბო­და ჩემს თავს...

ავტორი სვეტა კვარაცხელია

წაიკითხეთ წინა ეპიზოდები ბმულზე

გაგრძელება იქნება

წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მალვინა.
ნოველა არ დამტავრებულა ექიმმა ანდრიამ სიცოცხლე დაუბრუნა 19 წლის ნანას მაგრამ როგორც ქალი გარყვნა და გაანადგურა.არ ვამტყუნებ ნანას უბედურების და გამოუცდელობის მსხვერპლი შეიქმნა.
01:18 / 10-06-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93