ნოველები

თამაში მზესთან. 1 თავი

თამაში მზესთან. 1 თავი
ხან­და­ხან ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ აბ­სურ­დულ, სუ­ლის შემ­ხუთ­ველ, მო­საწყე­ნი ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბა, რო­მე­ლიც ეს-ესაა, უნ­და დამ­თავ­რ­დეს, მე­რე დარ­ბა­ზი გა­ნათ­დე­ბა, გარ­შე­მო მყოფ­ნი კი მო­იხ­ს­ნი­ან სუ­ლე­ლურ ნიღ­ბებს და რე­ა­ლურ სა­ხე­ებს გა­მო­ა­ჩე­ნენ. შემ­დეგ მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბი­ან, ხელს მძლავ­რად ჩა­მო­არ­თ­მე­ვენ და ეტყ­ვი­ან: მშვე­ნივ­რად გე­ჭი­რა თა­ვი, კარ­გად გა­უ­ძე­ლიო! გა­და­უხ­დი­ან სო­ლი­დურ ჰო­ნო­რარს უაზ­რო ფილ­მის ბო­ლომ­დე ყუ­რე­ბის­თ­ვის და მას ამ ფუ­ლით შე­ეძ­ლე­ბა წა­ვი­დეს ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რ­ძ­ნობს თავს, არა­ვინ შე­ა­წუ­ხებს, თავს არ მო­ა­ბეზ­რებს, არ გა­ჭო­რავს და არ მი­უ­თი­თებს, შე­ნიშ­ვ­ნებს არ და­იმ­სა­ხუ­რებს და უბ­რა­ლოდ, გა­ღი­მე­ბას შეძ­ლებს, ღი­მი­ლის
სა­ბა­ბი კი ნამ­დ­ვი­ლად ექ­ნე­ბა... თუმ­ცა, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი უნი­ა­თოდ მთავ­რ­დე­ბა, ისე, რო­გორც ბევ­რი მის­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის...

თი­კომ ღრმად ამო­ი­სუნ­თ­ქა. სიმ­შ­ვი­დე ფე­ნა-ფე­ნა ედე­ბო­და მის და­სა­ხიჩ­რე­ბულ სულს. სულ ცო­ტაც და, ბა­თუმ­ში იქ­ნე­ბა. სულ ცო­ტაც და ნატ­კას ნა­ხავს, სულ ცო­ტაც და ზღვას მი­ა­შუ­რებს. მე­რე ზღვა ახ­მა­ურ­დე­ბა მის და­ნახ­ვა­ზე, მო­ა­გე­ბებს ვე­ე­ბა ტალ­ღებს. ეს ტალ­ღე­ბი სახ­რე­სა­ვით გა­და­უშ­ხუ­ი­ლებს თი­კოს ფე­ხებ­თან მოგ­რო­ვილ კენ­ჭებს და თი­კო ტალ­ღე­ბის დათ­ვ­ლას შე­უდ­გე­ბა - ერ­თი, ორი, სა­მი... ექ­ვ­სი... ცხრა... ცა­მე­ტი... სა­მოც­დაცხ­რა... და ასე, უსას­რუ­ლოდ...

ახ­ლა ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბა დას­ვე­ნე­ბა. და­ღა­ლა წი­ნა დღე­ებ­მა, თვე­ებ­მა... დეპ­რე­სი­ამ იძა­ლა, ჩუმ­მა, უხ­მომ, ჩა­კე­ტა და და­ა­დუ­მა. ად­რე სი­მარ­ტო­ვე ტან­ჯავ­და, იმ შემ­თხ­ვე­ვის შემ­დეგ კი სწო­რედ ამ სი­მარ­ტო­ვეს და­უწყო ძებ­ნა, კვლავ მარ­ტო­ო­ბა მო­უნ­და, გა­რიყ­ვა, და­მალ­ვა, სიბ­ნე­ლე­ში ჩან­თ­ქ­მა.
ყვე­ლა მცი­რე შემ­თხ­ვე­ვას კად­რი­ვით ახ­ვევ­და წა­სუ­ლი ზაფხუ­ლის დღე­ე­ბი­დან, და­ჟი­ნე­ბით იძა­ხებ­და მო­გო­ნე­ბებს ახ­ლა უკ­ვე ჩა­კე­ტი­ლი შა­ვი ყუ­თი­დან, რა­თა მო­ძა­ლე­ბუ­ლი ემო­ცი­ე­ბი მო­გო­ნე­ბე­ბის სა­ბურ­ველ­ში გა­ეხ­ვია და უფ­რო გა­ემ­ძაფ­რე­ბი­ნა.
სა­მარ­შ­რუ­ტო ტაქ­სი სწრა­ფად მიქ­რო­და. თბი­ლი­სი­დან ბა­თუ­მამ­დე დიდ­ხანს მხო­ლოდ ერ­თხელ გა­ჩერ­და, უღელ­ტე­ხილ­ზე, სა­დაც მძღოლ­მა "სა­დი­ლის სა­ა­თი" მო­იწყო და მე­რე კვლავ გზას და­აწ­ვა.

და აი, ბა­თუ­მიც გა­მოჩ­ნ­და. ავ­ტო­სად­გურ­ში ნატ­კა დახ­ვ­დე­ბა, მი­სი საყ­ვა­რე­ლი, შე­უც­ვ­ლე­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი და­ქა­ლი. ბავ­შ­ვო­ბი­დან ერ­თად მო­დი­ოდ­ნენ, სკო­ლა­შიც ერთ მერ­ხ­ზე ის­ხ­დ­ნენ, ინ­გ­ლი­სურ­ზეც ერ­თად და­დი­ოდ­ნენ. სულ ერ­თად, ერ­თად იყ­ვ­ნენ... არც სტუ­დენ­ტო­ბი­სას გაწყ­ვე­ტი­ლა მა­თი მე­გობ­რო­ბის ჯაჭ­ვი. მარ­თა­ლია, თი­კოს მშობ­ლებ­მა უკ­რა­ი­ნა­ში "უკ­რეს" თა­ვი სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად, ნატ­კა კი თბი­ლის­ში დარ­ჩა, მაგ­რამ ხში­რად ეხ­მი­ა­ნე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს ხან ტე­ლე­ფო­ნით, ხან სკა­ი­პით, ხან მე­სი­ჯე­ბით. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თი­კო თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და, მაგ­რამ მე­რე ნატ­კა გათხოვ­და, ბა­თუ­მელ ბიზ­ნეს­მენს გაჰ­ყ­ვა ცო­ლად და ცო­ტა ხნით თით­ქოს და­ი­კარ­გა. თი­კო­მაც ვერ მო­ი­ცა­ლა გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი. ხან სამ­სა­ხუ­რის გა­მო ჰქონ­და პრობ­ლე­მე­ბი, ხა­ნაც პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­მო... გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლო თვე­ე­ბი. ისეთ დღე­ში ჩა­ვარ­და, არა­ვინ ქვე­ყა­ნა­ზე არ ახ­სენ­დე­ბო­და. მით უფ­რო, რომ მარ­ტო იყო თბი­ლის­ში, დე­და და მა­მა ხომ ორი წე­ლია, იტა­ლი­ა­ში გა­და­ბარ­გ­დ­ნენ სა­მუ­შა­ოდ. და აი, ერ­თი კვი­რის წინ ნატ­კა ისევ გა­მოჩ­ნ­და. გა­მოჩ­ნ­და და თი­კო თა­ვის­თან და­პა­ტი­ჟა, ბა­თუმ­ში. თი­კო­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. თბი­ლი­სი­დან გაქ­ცე­ვა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უდი­დე­სი შვე­ბა იყო მის­თ­ვის. მით უფ­რო, რომ ბა­თუმ­ში არას­დ­როს ყო­ფი­ლა. დღეს პირ­ვე­ლად უნ­და ენა­ხა ზღვის­პი­რა ქა­ლა­ქი.

უხა­რო­და. უხა­რო­და, რომ თა­ვის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს ნა­ხავ­და, ზღვას ნა­ხავ­და და გან­ტ­ვირ­თ­ვის დღე­ებ­საც მო­იწყობ­და. ახ­ლა, რო­ცა ტან­ჯ­ვის პირ­ვე­ლი ტალ­ღა უკან მო­ი­ტო­ვა, იმე­დი ჩა­ე­სა­ხა, რომ ტკი­ვილს მო­ე­რე­ო­და, გრძნო­ბე­ბი­სა­გან შეშ­ლი­ლი მყუდ­რო სა­ვა­ნეს ნატ­კას­თან პო­ვებ­და.
ფან­ჯა­რა­ში გა­ი­ხე­და. ქა­რის ყო­ველ დაქ­რო­ლა­ზე ყვი­თე­ლი ფოთ­ლე­ბი თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი სის­წ­რა­ფით ეშ­ვე­ბოდ­ნენ მი­წა­ზე. "აი, ასე კვდე­ბა შე­მოდ­გო­მა­ზე ბუ­ნე­ბა... სა­მა­გი­ე­როდ, რა ლა­მა­ზად კვდე­ბა!" - გა­ი­ფიქ­რა და შუბ­ლი მი­ნას მი­ა­დო.
რო­გორც იქ­ნა, ზღვაც გა­მოჩ­ნ­და. თით­ქოს მწვა­ნე ფე­რი გა­დაჰ­კ­ვ­რო­და. ისე­თი მშვი­დი იყო, გე­გო­ნე­ბო­დათ, არას­დ­როს აღელ­ვე­ბუ­ლაო. მზის სხი­ვე­ბი ნე­ბივ­რად გა­წო­ლი­ლიყ­ვ­ნენ ზან­ტად მო­ნა­ნა­ვე ტალ­ღებ­ზე.

სა­მარ­შ­რუ­ტო ტაქ­სი­დან ძლივს გად­მო­ვი­და, ფე­ხი და­ბუ­ჟე­ბო­და. თი­თის წვე­რე­ბით ფრთხი­ლად და­ი­ზი­ლა და­ბუ­ჟე­ბუ­ლი მარ­ჯ­ვე­ნა წვი­ვი და წელ­ში გას­წორ­და თუ არა, ირ­გ­ვ­ლივ მი­მო­ი­ხე­და. თავ­და­პირ­ვე­ლად ყუ­რადღე­ბა არ მი­უქ­ცე­ვია იქ­ვე, რამ­დე­ნი­მე მეტ­რ­ში მდგარ თეთრ "მერ­სე­დესს" მიყ­რ­დ­ნო­ბი­ლი ახალ­გაზ­რ­და ქა­ლის­თ­ვის, მხო­ლოდ მა­შინ გა­მო­ერ­კ­ვა, რო­ცა თა­ვი­სი სა­ხე­ლი გა­ი­გო­ნა.
- ნატ­კააა! - გა­ხა­რე­ბულ­მა იყ­ვი­რა, - ღმერ­თო, ნუ­თუ ეს შენ ხარ? რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა! - გო­გო­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთს შე­ძა­ხი­ლე­ბით გა­და­ეხ­ვივ­ნენ და გა­და­კოც­ნეს.
თი­კო აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი შეს­ც­ქე­რო­და ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბარს. თით­ქოს ისევ ის ნატ­კა იყო, თით­ქოს არც იყო. არა, ლა­მა­ზი ყო­ველ­თ­ვის იყო, მაგ­რამ ახ­ლა მო­დის ჟურ­ნა­ლი­დან გად­მომ­ხ­ტარ მო­დელს ჰგავ­და - ლა­მა­ზიც, ნა­ტი­ფიც, ელე­გან­ტუ­რიც და მდიდ­რუ­ლიც. რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ახ­ლაც დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბით ეც­ვა. ამა­ში ტოლს ვე­რას­დ­როს ვე­რა­ვინ უდებ­და. სულ არ ჰგავ­და იმ შო­რე­ულ ქე­რა გო­გო­ნას, ღა­რიბ, მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ან ოჯახ­ში რომ გა­ი­ზარ­და და ექვს და-ძმას უვ­ლი­და.

რო­ცა ხვევ­ნა-კოც­ნით გუ­ლი იჯე­რეს, ერ­თ­მა­ნე­თი შე­ათ­ვა­ლი­ე­რეს. და­ქა­ლე­ბა ორი­ვეს მოხ­დო­მო­და.
- თი­კუ­ლი­კა, რო­გორ მო­მე­ნატ­რე, გო­გო! სა­ერ­თოდ არ ხარ შეც­ვ­ლი­ლი, აი, სულ ოდ­ნავ, სულ და ისიც - უკე­თე­სო­ბის­კენ. პა­ტა­რა გო­გო­სა­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, ჩე­მო საყ­ვა­რე­ლო! ვინ იტყ­ვის, რომ ოც­და­ექ­ვის წლის ხარ? ცხრა­მე­ტი­სას ჰგავ­ხარ.
- კარ­გი, რა! რა­ღა ცხრა­მე­ტის, დავ­ბერ­დი ნელ-ნე­ლა. შენც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, ნატ­კა. მო­გიხ­და გათხო­ვე­ბა, რო­გორც ვატყობ. კარ­გი ბი­ჭია შე­ნი ქმა­რი? კმა­ყო­ფი­ლი ხარ?
- უჰ, არ მითხ­რა! უკე­თესს ვერ ინატ­რებს კა­ცი. რო­გორ იმ­გ­ზავ­რე? და­ი­ღა­ლე, არა?
- ცო­ტა. ცუ­დად არ მიმ­გ­ზავ­რია. დრო ისე გა­ი­ლია, ვერც გა­ვი­გე. - თი­კომ ხელ­ჩან­თა მხარ­ზე გა­და­ი­კი­და, მის ბორ­ბ­ლე­ბი­ან ჩე­მო­დანს კი ნატ­კამ დას­ტა­ცა ხე­ლი და თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში ჩა­დო.
ნატ­კას­თან შე­და­რე­ბით თი­კო უფ­რო და­ბა­ლი იყო, მაგ­რამ და­ბა­ლი მა­ინც არ ეთ­ქ­მო­და. ამას ემა­ტე­ბო­და მი­სი სა­ო­ცა­რი აღ­ნა­გო­ბა და დახ­ვე­წი­ლი, არის­ტოკ­რა­ტუ­ლი სა­ხის ნაკ­ვ­თე­ბი, ბერ­ძ­ნუ­ლი მოყ­ვა­ნი­ლო­ბის ცხვი­რი და უც­ნა­უ­რად ნაც­რის­ფე­რი თვა­ლე­ბი, რო­მე­ლიც შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არას­დ­როს არა­ვის რჩე­ბო­და.
- იცი, რა? ვი­ფიქ­რე, სას­ტუმ­რო­ში გავ­ჩერ­დე­ბი-მეთ­ქი. ცო­ტა არ იყოს...
- გა­გიჟ­დი? რა სას­ტუმ­რო, გო­გო, ჩემ­თან ხარ სტუმ­რად. იმ­ხე­ლა სახ­ლი მაქვს, ცხე­ნი გა­ჭენ­დე­ბა! - შორს და­ი­ჭი­რა და­ქალ­მა.
- ჰო, ვი­ცი, მაგ­რამ სა­ნამ შენს ქმარს გა­ვიც­ნობ... იქ­ნებ არ ესი­ა­მოვ­ნოს...
- მორ­ჩი ზედ­მე­ტო­ბას! მი­რო ჩემ­ზე უფ­რო მო­უთ­მენ­ლად გე­ლო­დე­ბა. ის კი არა, მი­საყ­ვე­დუ­რა, ასე­თი ახ­ლო მე­გობ­რე­ბი თუ იყა­ვით, ასე რო­გორ და­კარ­გეთ ერ­თ­მა­ნე­თიო.
- რა­ტომ დავ­კარ­გეთ? უბ­რა­ლოდ, შორს ვი­ყა­ვი შენ­გან, თო­რემ სუ­ლაც არ დავ­კარ­გულ­ვართ.
- მეც ზუს­ტად ასე ვუთხა­რი, - გა­და­ი­კის­კი­სა ნატ­კამ, - წა­ვე­დით, რა­ღას ვუც­დით?
ორი­ვე­ნი მან­ქა­ნა­ში ჩას­ხ­დ­ნენ და გზას გა­უდ­გ­ნენ.

თეთ­რი "მერ­სე­დე­სი" რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუ­მის კოხ­ტა ქუ­ჩებ­ში მის­რი­ა­ლებ­და და ბო­ლოს ზღვას­თან ახ­ლოს, ერთ მყუდ­რო ქუ­ჩა­ზე გა­ჩერ­და. ნატ­კამ თეთ­რ­გა­ლავ­ნი­ან ქონ­გუ­რე­ბი­ან შავ ჭიშ­კარ­თან მი­ა­ყე­ნა მან­ქა­ნა და ძრა­ვა გა­მორ­თო. თი­კო მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და და გან­ც­ვიფ­რე­ბით მი­ა­ჩერ­და მწვა­ნე­ში ჩაფ­ლულ ორ­სარ­თუ­ლი­ან ულა­მა­ზეს თეთრ სახლს. ამა­სო­ბა­ში ნატ­კამ სა­ბარ­გუ­ლი­დან მი­სი ჩე­მო­და­ნი გად­მო­ი­ღო, მე­რე ჭიშ­კა­რი გა­ა­ღო და სტუ­მარს ეზო­ში შე­უძღ­ვა. ეზოც ისე­თი­ვე ლა­მა­ზი იყო, რო­გო­რიც სახ­ლი - მოვ­ლი­ლი, ამ­წ­ვა­ნე­ბუ­ლი, ქრი­ზან­თე­მე­ბი­თა და ვარ­დე­ბით აყ­ვა­ვე­ბუ­ლი, მო­კირ­წყ­ლუ­ლი ბი­ლი­კე­ბით და ვა­ზის თა­ლა­რით.
ამ დროს სა­დარ­ბა­ზოს კა­რი გა­ი­ღო და ნატ­კას ქმა­რი, მი­რი­ა­ნი გა­მო­ვი­და. იგი გუ­ლი­თა­დად მი­ე­სალ­მა თი­კოს და ცოლს სტუმ­რის ჩე­მო­და­ნი გა­მო­არ­თ­ვა.

თი­კომ იცო­და, რომ მი­სი მე­გო­ბა­რი მდი­დარ და სიმ­პა­თი­ურ ბიზ­ნეს­მენ­ზე იყო გათხო­ვი­ლი, მაგ­რამ ვე­რას­დ­როს წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ნატ­კა ცო­ლად ასეთ უბ­რა­ლო, პრო­ვინ­ცი­უ­ლი აქ­ცენ­ტით მო­ლა­პა­რა­კე ადა­მი­ანს გაჰ­ყ­ვე­ბო­და.
და­ქალს თი­კოს შეც­ბუ­ნე­ბა არ გა­მოჰ­პარ­ვია და მიხ­ვ­და, რაც მე­გო­ბარ­მა გა­ი­ფიქ­რა.
- სა­მა­გი­ე­როდ, ოქ­როს გუ­ლი აქვს, - გა­და­უ­ჩურ­ჩუ­ლა თი­კოს, მე­რე კი ქმარს შე­ეხ­მი­ა­ნა:
- მი­რო, აი, ეს არის ჩე­მი თი­კუ­ნა.

- მივ­ხ­ვ­დი. - გა­ი­ღი­მა მი­რომ და სტუ­მარს თა­ვი­სი სხი­ვი­ა­ნი თვა­ლე­ბი შე­ა­ნა­თა. - მობ­რ­ძან­დით, იმე­დია, არ მო­იწყენთ ჩვენ­თან, - გა­უ­ღი­მა მა­მა­კაც­მა და მათ შო­რის უცებ გა­ი­ბა ნდო­ბის ის სი­მი, მხო­ლოდ კე­თილ­მო­სურ­ნე ადა­მი­ა­ნებს რომ აკავ­ში­რებთ.
სას­ტუმ­რო ოთახ­ში შე­ა­ბი­ჯა თუ არა, მო­ნუს­ხუ­ლი შედ­გა. პირ­და­ღე­ბუ­ლი მის­ჩე­რე­ბო­და გე­მოვ­ნე­ბით მოწყო­ბილ ინ­ტე­რი­ერს. კედ­ლებ­ზე უც­ნო­ბი მხატ­ვ­რე­ბის ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი ეკი­და, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ღი­რე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი. თი­კო ხე­ლოვ­ნე­ბა­ში კარ­გად ერ­კ­ვე­ო­და და იცო­და, ნა­ხა­ტე­ბი რა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შე­ე­ფა­სე­ბი­ნა. რბი­ლი სა­ვარ­ძ­ლე­ბი სა­სი­ა­მოვ­ნო სიმ­ყუდ­რო­ვეს ქმნი­და ფარ­თო, ნა­თელ ოთახ­ში, იატაკ­ზე და­გე­ბუ­ლი ძვირ­ფა­სი სპარ­სუ­ლი ხა­ლი­ჩა კი ისე­თი რბი­ლი იყო, ფე­ხე­ბი წა­რა­მა­რა შიგ ეფ­ლო­ბო­და.
- რო­გორც ჩანს, შე­ნი მი­რო ძა­ლი­ან მდი­და­რია, - ჩურ­ჩუ­ლით შე­ნიშ­ნა გა­ოგ­ნე­ბულ­მა.
- კი, ეგ­რეა, მაგ­რამ ასეთ წვრილ­მა­ნებს ნუ მი­აქ­ცევ ყუ­რადღე­ბას. მი­რი­ა­ნი ძა­ლი­ან უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნია. იცი, რამ­დენს მუ­შა­ობს? რაც მთა­ვა­რია, წე­სი­ე­რი ბი­ჭია, ეგ ზუს­ტად ვი­ცი. ხომ იტყ­ვი­ან, ბიზ­ნე­სი ბინ­ძუ­რი საქ­მეა და ბიზ­ნეს­მე­ნი პა­ტი­ო­სა­ნი შრო­მით ვერ გამ­დიდ­რ­დე­ბაო, ტყუ­ი­ლია ეგ. მარ­თ­ლა მა­გა­რი ადა­მი­ა­ნია. აი, გა­იც­ნობ და შენ თვი­თონ მიხ­ვ­დე­ბი. ცო­ტას კი წა­ი­ა­ჭარ­ლებს თა­ვი­სი კი­ლო­თი, მაგ­რამ ეს ჩემ­თ­ვის ნაკ­ლი სუ­ლაც არ არის, - გა­და­ი­კის­კი­სა ნატ­კამ და თი­კოს ხე­ლი მოხ­ვია, - თბი­ლის­შიც გვაქვს ასე­თი დი­დი სახ­ლი. რომ ჩა­მო­ვალთ, იქაც დაგ­პა­ტი­ჟებ და იმა­საც გა­ნახ­ვებ, მცხე­თის ქუ­ჩა­ზე, გახ­სოვს, დი­მა რომ ცხოვ­რობ­და? აი, ზუს­ტად მის მე­ზობ­ლად. სა­ბერ­ძ­ნეთ­ში კი­დევ კერ­ძო სას­ტუმ­რო აქვს მი­როს. ასე რომ, რო­ცა გათხოვ­დე­ბი, თაფ­ლო­ბის თვეს უფა­სოდ გა­ა­ტა­რებ ზღვა­ზე, მთლად კლდის თავ­ზე.
თი­კოს სი­ხა­რულ­მა გუ­ლი მო­უ­წუ­რა.

- ჩე­მი კე­თი­ლი გო­გო... სა­ერ­თოდ არ ხარ შეც­ვ­ლი­ლი. ყო­ველ­თ­ვის ასე­თი იყა­ვი, მაგ­რამ გათხო­ვე­ბის რა მო­გახ­სე­ნო... ჯერ არა­ვინ ჩანს ჰო­რი­ზონ­ტ­ზე.
- ისე, შე­ნი გამ­კ­ვირ­ვე­ბია, ოღონდ მარ­თ­ლა. რაც თა­ვი მახ­სოვს, სულ გე­სე­ოდ­ნენ ეს ბი­ჭე­ბი და ახ­ლა რა ღმერ­თი გა­უწყ­რათ? გო­კა გახ­სოვს? ვა­ი­მე, რო­გორ უყ­ვარ­დი. აფ­რენ­და შენ­ზე. რამ­დენს ვშა­ყი­რობ­დით მა­გა­ზე, - ნატ­კა სი­ცი­ლით კვდე­ბო­და.
თი­კოს სა­ხე მო­ე­ქუფ­რა. გო­კას ხსე­ნე­ბას არ მო­ე­ლო­და. ეგო­ნა, აქ მა­ინც და­ის­ვე­ნებ­და მას­ზე ფიქ­რის­გან და აი, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ისევ ამო­უ­ტივ­ტი­ვეს მი­სი სა­ხე­ლი. ჩა­ახ­ვე­ლა და მაქ­სი­მა­ლუ­რად თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად წარ­მოთ­ქ­ვა, თან ღი­მი­ლი აიფა­რა სა­ხე­ზე:
- რას ვი­ზამთ, ცხოვ­რე­ბა ჩვენ გე­მო­ზე არაა მოწყო­ბი­ლი. მეც ვე­ლო­დე­ბი, ოდეს­მე იქ­ნებ მეწ­ვი­ოს ნამ­დ­ვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი. შენ რო­გორ გგო­ნია, ძა­ლი­ა­ნაა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი?
- რას ამ­ბობ, რა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი! ჯერ სულ რა­ღაც ოც­და­ექ­ვ­სი წლის ხარ, ყვე­ლა­ფე­რი წი­ნაა. მო­ი­ცა ცო­ტა! ნა­ხავ, რო­გორ ტა­ლიკ-ტა­ლი­კა ბი­ჭებს გა­გაც­ნობ ბა­თუმ­ში.
ამ ლა­პა­რაკ-ლა­პა­რაკ­ში მე­ო­რე სარ­თულ­ზე ავიდ­ნენ. თი­კო კარგ ხა­სი­ათ­ზე დად­გა, სა­ო­ცა­რი სიმ­სუ­ბუ­ქე და­ე­უფ­ლა. ამას­თან, უხა­რო­და, რომ ნატ­კას კარ­გი ქმა­რი შეხ­ვ­და და ბედ­ნი­ე­რი იყო. მე­რე რა, რომ აჭა­რუ­ლად უქ­ცევს? აქ­ცენტს და კი­ლოს მო­უკ­ვ­და პატ­რო­ნი, მთა­ვა­რი ხომ სიყ­ვა­რუ­ლია!
- აი, ეს იქ­ნე­ბა შე­ნი ოთა­ხი, - ნატ­კამ თეთ­რი კა­რი გა­მო­ა­ღო და თი­კოს ოთახ­ში შე­უძღ­ვა.
თი­კო იმ­წამ­ს­ვე მო­ი­ხიბ­ლა. გე­მოვ­ნე­ბით მოწყო­ბი­ლი კოპ­წია სა­ძი­ნე­ბე­ლი ადა­მი­ანს კარგ გუ­ნე­ბა­ზე და­ა­ყე­ნებ­და. კუთხე­ში, პა­ტა­რა მა­გი­და­ზე, ლარ­ნაკ­ში ჩაწყო­ბი­ლი ქრი­ზან­თე­მე­ბი იწო­ნებ­და თავს. თი­კო აივან­ზე გა­ვი­და და სუნ­თ­ქ­ვა შე­ეკ­რა. აივ­ნის ქვეშ ზღვის ტალ­ღე­ბი ლა­მის სახ­ლის კედ­ლებს ელა­მუ­ნე­ბო­და. მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი­ვით გაჰ­ყუ­რებ­და გა­რე­მოს და ბავ­შ­ვი­ვით უხა­რო­და.
- თა­ვი ზღა­პარ­ში მგო­ნია, - მხი­ა­რუ­ლად შეს­ძა­ხა, თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა და პირ-ცხვი­რი სექ­ტემ­ბ­რის მზეს მი­უშ­ვი­რა.
- ჯერ სად ხარ, სი­ურ­პ­რი­ზე­ბი წინ გე­ლო­დე­ბა, - ნატ­კამ მხარ­ზე ჯერ ხე­ლი და­ა­დო, მე­რე თა­ვი ჩა­მოს­დო, - იახ­ტით რომ გა­გა­სე­ირ­ნებ შუა ზღვა­ში, მე­რე ნა­ხე, რა მო­გი­ვა. მეც ასე და­მე­მარ­თა, აქ პირ­ვე­ლად რომ მო­ვე­დი. პა­ტა­რა ბავ­შ­ვი­ვით ვჭყლო­პი­ნებ­დი. არ იცი, რა დღე­ში ჩავ­ვარ­დი... მი­დი ახ­ლა, გა­მო­იც­ვა­ლე, წყა­ლი გა­და­ივ­ლე და დაბ­ლა ჩა­მო­დი. ვი­სა­დი­ლოთ და მე­რე რა­ღა­ცას უნ­და მო­გიყ­ვე.
- ცუ­დი არა­ფე­რი მითხ­რა, იცო­დე.
- ცო­ტა სევ­დი­ა­ნი ამ­ბა­ვია, უკ­ვე ჩავ­ლი­ლი, მაგ­რამ მა­ინც უნ­და მო­გიყ­ვე, იმი­ტომ, რომ შე­ნი დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა, გეს­მის? - მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­სე­რი­ო­ზულ­და ნატ­კა და მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლი მზე­რით შე­ხე­და მე­გო­ბარს.
მი­სი ინ­ტო­ნა­ცია იმ­დე­ნად არ მო­ე­წო­ნა თი­კოს, რომ მა­შინ­ვე და­ი­ძა­ბა.
- ახ­ლა­ვე მო­მი­ყე­ვი, წყლის გა­დავ­ლე­ბას მე­რეც მო­ვას­წ­რებ. ჭა­მით კი­დევ ჯერ არ მშია, - იც­რუა და ოთახ­ში შებ­რუნ­და.
ორი­ვე­ნი სა­ვარ­ძ­ლებ­ში მო­კა­ლათ­დ­ნენ. უეც­რად სი­ჩუ­მე ჩა­მოწ­ვა. ნატ­კა შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბუ­ლი იჯ­და, თით­ქოს სა­უბ­რის დაწყე­ბა უჭირ­და. თი­კო იც­დი­და. და­ქა­ლის და­ძა­ბუ­ლო­ბა აოცებ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ნატ­კა ოთა­ხი­დან გა­ვი­და და ცო­ტა ხან­ში ან­თე­ბუ­ლი სი­გა­რე­ტით ხელ­ში დაბ­რუნ­და. მე­რე კვლავ სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­და, ღრმა ნა­ფა­ზი და­არ­ტყა და ხმა­დაბ­ლა და­იწყო:
- სა­ნამ მთა­ვარ სათ­ქ­მელს მი­ვად­გე­ბო­დე, მინ­და გითხ­რა, რომ მი­რო ძა­ლი­ან მიყ­ვარს. სა­ნამ გავ­ყ­ვე­ბო­დი, არც ვი­ცო­დი, ასე­თი მდი­და­რი თუ იყო. შე­მიყ­ვარ­და და მივ­თხოვ­დი. ხომ მო­მი­ყო­ლია, რო­გორ გა­ვი­ცა­ნი? სა­ბერ­ძ­ნეთ­ში ვის­ვე­ნებ­დი და იქ შევ­ხ­ვ­დი. მის სას­ტუმ­რო­ში ვცხოვ­რობ­დი და არც ვი­ცო­დი, მი­სი თუ იყო. გა­ვი­ცა­ნი თუ არა, მა­შინ­ვე შე­მიყ­ვარ­და. დავ­ბ­რუნ­დი თუ არა იქი­დან, ეგ­რე­ვე თან ჩა­მომ­ყ­ვა და ცო­ლო­ბა მთხო­ვა. იცი, რა ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი? მი­წა­ზე ვერ ვე­ტე­ო­დი. მაგ­რამ აი, ჩე­მი მაზ­ლის და­ღუპ­ვის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა.
- რო­დის და­ი­ღუ­პა? ეგ არ ვი­ცო­დი...

- გა­ზაფხულ­ზე. შენ­თან ბო­ლო დროს არ მქო­ნია კონ­ტაქ­ტი, რომ მეთ­ქ­ვა. არც მქონ­და არაფ­რის თა­ვი, ისე­თი შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი გა­დაგ­ვ­ხ­და. ბი­ჭი ჰყავს, ნი­კა, ხუ­თი წლის. აივან­ზე ასუ­ლა თურ­მე და დაბ­ლა იხე­დე­ბო­და. ეს და­უ­ნა­ხავს და გა­ვარ­დ­ნი­ლა ბავ­შ­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად. წა­მიც და გა­და­ვარ­დე­ბო­და. ამ დროს ფე­ხი აუს­ხ­ლ­ტა, ბავშვს კი და­ავ­ლო ხე­ლი და უკან გად­მო­ის­რო­ლა, მაგ­რამ თვი­თონ თა­ვი ვერ შე­ი­კა­ვა, აივა­ნი გა­ან­გ­რია და გა­და­ვარ­და. კი გა­დარ­ჩე­ბო­და, მაგ­რამ თა­ვი ლოდს და­არ­ტყა და ეგ­რე­ვე მოკ­ვ­და. ის ლო­დი ავი­ღეთ და ზღვა­ში გა­და­ვაგ­დეთ. სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია იყო, არ იცი, აქ რა ხდე­ბო­და.
- თქვენ­თან ცხოვ­რობ­და?
- საქ­მე ისაა, რომ არა. ცოლ-შვი­ლით და­სას­ვე­ნებ­ლად იყო ჩა­მო­სუ­ლი.
თი­კოს თვა­ლე­ბი აუც­რემ­ლი­ან­და.
- საწყა­ლი... და ბავ­შ­ვი? ბავ­შ­ვი სად არის?
- აქ არის, ჩვენ­თან ცხოვ­რობს. მი­როს ერ­თა­დერ­თი ნუ­გე­ში ახ­ლა ნი­კაა, - ნატ­კა წა­მით გა­ჩუმ­და, სი­გა­რეტ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ ფერფლს თვა­ლი მი­აშ­ტე­რა და გა­ნაგ­რ­ძო, - მას შემ­დეგ მი­რო საგ­რ­ძ­ნობ­ლად შე­იც­ვა­ლა.
ნატ­კა აივ­ნის­კენ და­იძ­რა, მაგ­რამ ვერ მო­ას­წ­რო. ფერ­ფ­ლი იატაკ­ზე და­ი­ყა­რა. ქალ­მა ხე­ლი ჩა­იქ­ნია და უკან გა­მობ­რუნ­და.
- ჯან­და­ბა! ვერ მო­ვას­წა­რი გა­და­ფერ­ფ­ლე­ბა. ამ ოთახ­ში კი­დევ სა­ფერ­ფ­ლე არ არის. არა უშავს, მოვ­წ­მენდ მე­რე.
- ბავშვს რა­ტომ არ აჩენ, ნატ­კა? - თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით შე­ე­კითხა თი­კო.

- ხომ იცი, რომ შვი­ლის გა­ჩე­ნა არ მინ­და. და­ვი­ღა­ლე ბავ­შ­ვე­ბის გაზ­რ­დით. ჩე­მი ხუ­თი­ვე და-ძმა სულ მე გავ­ზარ­დე. ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი ვი­ყა­ვი და იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბო­დი, დე­და­ჩემს ამა­ში მა­ინც დავ­ხ­მა­რე­ბო­დი. თით­ქ­მის არ მქო­ნია არც ბავ­შ­ვო­ბა და ახალ­გაზ­რ­დო­ბა. უმა­მო­ბამ და­ღი და­მას­ვა. ერ­თა­დერ­თი დე­და მუ­შა­ობ­და და სხვა რა გზა მქონ­და, რომ არ მივ­ხ­მა­რე­ბო­დი? ჰო­და, ახ­ლა ვი­ნაზღა­უ­რებ და­კარ­გულ წლებს. ჯერ არ ვა­პი­რებ ბავ­შ­ვის გა­ჩე­ნას. მი­რომ იცის ეს. მას­თან პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გუ­ლახ­დი­ლი ვი­ყა­ვი და და­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ყვე­ლა­ფერს მო­ვუ­ყე­ვი. ახ­ლა კი გა­ვა­ჩენ­დი ბავშვს, მის მდგო­მა­რე­ო­ბას რომ ვუ­ყუ­რებ, მაგ­რამ თვი­თონ აღარ უნ­და, ჯერ ნი­კო წა­მო­ი­ზარ­დო­სო. ეში­ნია, მი­სი წი­ლი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი ჩვენს შვილ­ზე არ გა­და­ვი­დეს. ბი­ჭი ისე­დაც ტრავ­მი­რე­ბუ­ლია. ხომ იცი, პა­ტა­რე­ბი რო­გო­რი ეჭ­ვი­ა­ნე­ბი არი­ან. გარ­და ამი­სა, იმ დღის შემ­დეგ სა­შინ­ლად ჭირ­ვე­უ­ლი გახ­და. ღა­მით კოშ­მა­რე­ბი ესიზ­მ­რე­ბა და ხში­რად იღ­ვი­ძებს. სულ მა­მას გა­ი­ძა­ხის, დე­დას არც კი ახ­სე­ნებს. გიჟ­დე­ბო­და მა­მა­მის­ზე.
- და დე­და? სა­დაა დე­და­მი­სი?
- წა­ვი­და. შვი­ლი მი­ა­ტო­ვა და გა­იქ­ცა. სულ ამის ბრა­ლია, მა­მუ­კა რომ და­ი­ღუ­პაო და მო­ი­ძუ­ლა ბავ­შ­ვი, მი­სი და­ნახ­ვაც არ სურს.
- რა სა­ში­ნე­ლე­ბაა! რაც უნ­და იყოს, შვილს ზურ­გი რო­გორ უნ­და აქ­ცი­ოს დე­დამ?
- მი­როს პი­რი­ქით, უხა­რია კი­დეც, ნი­კა­ზე უარი რომ თქვა. ამ­ბობს, ბავ­შ­ვი სრულ­ფა­სო­ვან ოჯახ­ში უნ­და გა­ი­ზარ­დოს და უმა­მო­ბა არ იგ­რ­ძ­ნო­სო. ბო­ლოს მა­ინც მო­ძებ­ნი­ან ერ­თ­მა­ნეთს დე­და და შვი­ლი, ახ­ლა კი, ამ ეტაპ­ზე ასე უკე­თე­სიაო.
- შენ რო­გორ ფიქ­რობ?
- აბა, რა გითხ­რა. ცო­ტა თა­ვი­სე­ბუ­რი გო­გოა ჩე­მი მაზ­ლის ცო­ლი. დე­დი­სერ­თაა და თავ­ზე ბუზს არ ის­ვამ­და არას­დ­როს. მა­მუ­კას თა­ვის ნე­ბა­ზე ათა­მა­შებ­და. ისიც ნე­ბის­მი­ერ სურ­ვილს უს­რუ­ლებ­და. ისე, სი­მარ­თ­ლე უნ­და ით­ქ­ვას, კი­ნა­ღამ გა­დაჰ­ყ­ვა ქმრის სიკ­ვ­დილს. სადღა იპო­ვის მის­ნა­ირ ბუნ­ჩუ­ლას და დამ­ყოლს? რად­გან ბავ­შ­ვ­ზე უარი თქვა, მი­როც ცუ­დად მო­ექ­ცა. მა­მუ­კას ბი­ნა­ში აღარ შე­უშ­ვა და უბი­ნა­ოდ და­ტო­ვა. ვერც იჩივ­ლებს, ვერც ვე­რა­ფე­რი. ის ბი­ნა მი­როს ნა­ყი­დი იყო და მა­მუ­კამ გა­და­ფორ­მე­ბა ვერ მო­ას­წ­რო. სულ ახა­ლი ნა­ყი­დი ჰქონ­და. გა­და­ყო­ლი­ლი იყო ძმას, გიჟ­დე­ბო­და მას­ზე. ახ­ლა ძმა აღარ ჰყავს და მთე­ლი ყუ­რადღე­ბა ნი­კა­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი. რა თქმა უნ­და, მეც მინ­და, ბავშვს არა­ფე­რი და­აკ­ლ­დეს და სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ი­ზარ­დოს, მაგ­რამ არა ჩვენს ხარ­ჯ­ზე, გეს­მის? მინ­და, წა­იყ­ვა­ნოს დე­და­მის­მა და მი­ხე­დოს. ვე­ლა­პა­რა­კე კი­დე­ვაც მა­რის, და­ვარ­წ­მუ­ნე, თუ ბავშვს შენ გაზ­რ­დი, ბი­ნა­საც შენს სა­ხელ­ზე გა­და­ვა­ფორ­მე­ბი­ნებ-მეთ­ქი, მაგ­რამ მი­რომ ქვა ააგ­დო და თა­ვი შე­უშ­ვი­რა. მაგ­რად ვიჩხუ­ბეთ, ჩემს საქ­მე­ებ­ში რა­ტომ ერე­ვიო. იმ ქალ­მაც დაჰ­კ­რა ფე­ხი და იტა­ლი­ა­ში წა­ვი­და. ეს ბავ­შ­ვი კი მე შემ­რ­ჩა.
თი­კოს გულ­ზე მოხ­ვ­და და­ქა­ლის სიტყ­ვე­ბი. ნატ­კას­გან ამას არ მო­ე­ლო­და. "მა­ინც შეც­ვ­ლი­ლა", - გა­ი­ფიქ­რა გო­ნე­ბა­ში.

- აღ­მ­ზ­რ­დე­ლი რომ აუყ­ვა­ნოთ?
- მი­რო სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მ­დე­გია. არა­და... იცი, რა­ტომ მო­გი­ყე­ვი ახ­ლა ეს ამ­ბა­ვი? კვი­რის ბო­ლოს ათენ­ში მი­დის თა­ვის საქ­მე­ებ­ზე, მე კი აქ მტო­ვებს. ცხოვ­რე­ბა­ში მარ­ტო არ­სად წა­სუ­ლა, სულ თან დავ­ყ­ვე­ბო­დი ყველ­გან. გუ­ლი მიკ­ვ­დე­ბა. მი­სი ძმის­შ­ვი­ლის გა­მო მე რა­ტომ უნ­და და­ვი­ჩაგ­რო? ამა­ზე ლა­მის ერ­თ­მა­ნე­თი დავ­ხო­ცეთ. გაგ­შორ­დე­ბი-მეთ­ქი, ვუთხა­რი. მე მგო­ნი, უნ­და, რომ ნი­კა იშ­ვი­ლოს. ამას ვერ ავი­ტან.
თი­კომ ამო­ი­ოხ­რა, თმა მხარ­ზე გა­და­ი­ყა­რა და შემ­პა­რა­ვი ხმით წარ­მოთ­ქ­ვა:
- ნატ­კა, საყ­ვა­რე­ლო. არა მგო­ნია, შენს ქმარს ნაკ­ლე­ბად უყ­ვარ­დე. მაგ­რამ რად­გან შენ ბავ­შ­ვის გა­ჩე­ნა არ გინ­და, იქ­ნებ იმი­ტო­მაც გა­დაწყ­ვი­ტა ნი­კას შვი­ლად აყ­ვა­ნა? იქ­ნებ პრობ­ლე­მა შენ­შია და არა ნი­კა­ში?
- და რას მირ­ჩევ, გან­ზე გავ­დ­გე? - ნატ­კამ თვა­ლე­ბი და­აკ­ვე­სა, ფან­ჯა­რას­თან მი­ვი­და და ხე­ლე­ბი გულ­ზე გა­და­იჯ­ვა­რე­დი­ნა, - შენ გყვა­რე­ბია ოდეს­მე ვინ­მე ისე, რომ სხვა აღა­რა­ფერს ჰქო­ნია შენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა?
თი­კომ თვა­ლე­ბი და­ხა­რა.
- ალ­ბათ მყვა­რე­ბია...
გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ნატ­კა მის­კენ და­იძ­რა, ხე­ლე­ბი მხრებ­ზე შე­მო­აწყო, თვა­ლებ­ში ჩა­აც­ქერ­და და მტკი­ცე ხმით უთხ­რა:
- ჰო­და, შე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ­თ­ვის უნ­და და­იც­ვა. იცი, რა სა­ში­ნე­ლე­ბაა, რო­ცა გრძნობ, რომ შე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა სხვის ხელ­შია და სა­და­ცაა, გა­გიფ­რინ­დე­ბა?
თი­კოს გუ­ლი მო­ე­წუ­რა, თვა­ლი თვალ­ში გა­უ­ყა­რა და­ქალს და ყრუ ხმით მი­უ­გო:
- ვი­ცი.

ავტორი სვეტა კვარაცხელია

დაელოდეთ გაგრძელებას
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნია
მოუთმენლად ველი სვეტას ნოველებს
04:58 / 04-07-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93