ნოველები

თამაში მზესთან. 2 თავი

თამაში მზესთან. 2 თავი
თი­კო ნატ­კას დამ­შ­ვი­დე­ბას შე­ე­ცა­და: - ხომ შე­იძ­ლე­ბა, რომ მი­როც იმა­ვეს გრძნობ­დეს? შენ­თან შე­და­რე­ბით, მას სა­მუ­შაო აქვს და იმა­ზე გა­და­ერ­თ­ვე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლა ნორ­მა­ლურ მა­მა­კაცს სჭირ­დე­ბა ქა­ლი. ეს ბუ­ნებ­რი­ვია, მაგ­რამ არა ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლი, არა­მედ შენ, შენ სჭირ­დე­ბი. თქვენ ხომ ერ­თ­მა­ნე­თი გიყ­ვართ. მე­რე რა, რომ ამ ტრა­გე­დი­ამ დათ­რ­გუ­ნა. ამის გა­მო სხვას­თან ხომ არ გაქ­ცე­უ­ლა? ისევ შენ­თა­ნაა და უნ­და, რომ გა­უ­გო, გეს­მო­დეს მი­სი. მარ­თა­ლია, ამას ხმა­მაღ­ლა არ გე­უბ­ნე­ბა, მაგ­რამ შენ უთ­ქ­მე­ლა­დაც უნ­და ხვდე­ბო­დე. აბა, რა ქნას. ნი­კა მი­სი სის­ხ­ლი და
ხორ­ცია, ძმის­გან ის­ღა დარ­ჩა და ხელს ხომ არ ჰკრავს? ებ­რა­ლე­ბა ბავ­შ­ვი და უნ­და, ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში იზ­რ­დე­ბო­დეს. სხვა არა­ფე­რი, ტყუ­ი­ლად ეჭ­ვი­ა­ნობ, ნატ­კა, სა­ნერ­ვი­უ­ლო მარ­თ­ლა არა­ფე­რი გაქვს.


თი­კოს რბი­ლი, ნა­ზი და მზრუნ­ვე­ლი ხმა გულ­ში ჩამ­წ­ვ­დო­მად გა­ის­მო­და. ნატ­კა თან­და­თან დამ­შ­ვიდ­და, სა­ხე ღი­მილ­მა გა­უ­ნა­თა და მე­გო­ბარს მად­ლი­ე­რე­ბით სავ­სე მზე­რით გა­ხე­და:

- რო­გო­რი კე­თი­ლი მყავ­ხარ. რომ იცო­დე, რა მა­ლა­მო­სა­ვით მო­მე­დო შე­ნი სიტყ­ვე­ბი. კარ­გია, რომ ჩა­მოხ­ვე­დი, თი­კუ­ნა, შე­ნი ბრძნუ­ლი რჩე­ვე­ბი ყო­ველ­თ­ვის მად­გე­ბო­და. ახ­ლა ნამ­დ­ვი­ლად მიშ­ვე­ლე, თავს ძა­ლი­ან მარ­ტო­სუ­ლად ვგრძნობ­დი. დამ­ტან­ჯა ფიქ­რებ­მა, მოს­ვე­ნე­ბა დავ­კარ­გე. იცი, რო­გორ მჭირ­დე­ბი? შენ უნ­და და­მეხ­მა­რო, სხვა არა­ვის იმე­დი აღარ მაქვს.
თი­კომ იგ­რ­ძ­ნო, რომ ნატ­კას კი­დევ რა­ღა­ცის თქმა უნ­დო­და და მოთ­მი­ნე­ბით და­ე­ლო­და სა­უბ­რის გაგ­რ­ძე­ლე­ბას.

- შენ­თან ერ­თი სათხო­ვა­რი მაქვს. ცო­ტა კი მე­რი­დე­ბა, მაგ­რამ სხვა გზა არა მაქვს.
- ისე­თი რა არის, ჩემ­თან რომ გე­რი­დე­ბა? მითხა­რი, გო­გო, არ გრცხვე­ნია?
- რა და... - ნატ­კამ ჩა­ახ­ვე­ლა, უხერ­ხუ­ლად გა­უ­ღი­მა და­ქალს, მზე­რა აარი­და და ხმა­დაბ­ლა თქვა, - შე­გიძ­ლია ერ­თი კვი­რით ნი­კა ჩა­ი­ბა­რო და ჩვენ გაგ­ვიშ­ვა? მე და მი­რო? რამ­დე­ნი ხა­ნია, მარ­ტო არ დავ­რ­ჩე­ნილ­ვართ. ათენ­ში მი­ემ­გ­ზავ­რე­ბა და მეც მინ­და გავ­ყ­ვე.

თი­კო გაშ­რა. არ იცო­და, რა ეპა­სუ­ხა. ყვე­ლა­ფერს ელო­და, ამის გარ­და. ისე მო­იჩ­ქა­რო­და ნატ­კას­კენ, ისე გა­უ­ხარ­და მი­სი მო­პა­ტი­ჟე­ბა, იმ­დე­ნი სათ­ქ­მე­ლი და­უგ­როვ­და... ამ­დენს ტე­ლე­ფონ­ში ვერ ეტყო­და. ახ­ლა კი... იმის გა­ფიქ­რე­ბამ, რომ ნატ­კამ თა­ვი­სი მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ჩა­მო­იტყუა, გუ­ლი მო­უკ­ლა. თუმ­ცა, იმა­საც ხვდე­ბო­და, რომ მი­სი მე­გო­ბა­რი დაბ­ნე­უ­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო, სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ ჰქონ­და და საშ­ვე­ლად ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბა­რი იხ­მო. თუ­კი ნატ­კა მარ­თ­ლა დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლია, რომ ნი­კაა მი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბის დან­გ­რე­ვის მი­ზე­ზი, მა­შინ ვალ­დე­ბუ­ლიც კი არის თი­კო, რომ და­ეხ­მა­როს.

- რა პრობ­ლე­მაა, - ნირ­წამ­ხ­და­რი შე­ე­ცა­და, ხმა­ში ბზა­რი არ გა­რე­ო­და, - მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვ­მა ისურ­ვოს ჩემ­თან დარ­ჩე­ნა. მი­რო? მი­როს რო­გორ მო­ე­წო­ნე­ბა ეს აზ­რი? თუ მან უკ­ვე იცის?
- არა, მი­როს­თ­ვის ჯერ არ მით­ქ­ვამს, მაგ­რამ წი­ნა­აღ­მ­დე­გი არ იქ­ნე­ბა. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მის დარ­წ­მუ­ნე­ბას შევ­ძ­ლებ. ეჭ­ვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ნი­კა­საც მო­ე­წო­ნე­ბი. ვი­ცი, რო­გორ გიყ­ვარს ბავ­შ­ვე­ბი. გახ­სოვს, ქე­თის გო­გოს რო­გორ არ­თობ­დი? ერ­თი ლუკ­მა რომ შე­ე­ჭა­მა, ბა­ლეტს სა­სა­ცი­ლოდ ცეკ­ვავ­დი. ასე რომ, მგო­ნი, არ გა­გი­ჭირ­დე­ბა ნი­კას­თან სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ბავ­შ­ვია და იმე­დი მაქვს, და­მე­გობ­რ­დე­ბით.

- მე­ცო­დე­ბა, იცი? - სიბ­რა­ლუ­ლით წარ­მოთ­ქ­ვა თი­კომ.
- მეც მე­ცო­დე­ბა, მაგ­რამ ჩე­მი თა­ვიც არა­ნაკ­ლებ მე­ცო­დე­ბა, რა ვქნა, - მხრე­ბი აიჩე­ჩა ნატ­კამ და დამ­ნა­შა­ვის მზე­რით შე­ხე­და მე­გო­ბარს.
იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი თი­კო თავს იმით იმ­შ­ვი­დებ­და, რომ ნატ­კას დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და. აწუ­ხებ­და მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა, მაგ­რამ ამ­წუ­თას იმ პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა­ზეც ფიქ­რობ­და, რო­მელ­მაც მა­მა და­კარ­გა და აღარც დე­და ჰყავ­და.
- გინ­და, ნი­კა გა­გაც­ნო?
- მინ­და, - და­ქა­ლის ღი­მილს თვი­თო­ნაც ღი­მი­ლით უპა­სუ­ხა, - ვეც­დე­ბი, და­გეხ­მა­რო, ნატ­კა. ნუ გე­ში­ნია, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. თუ ბავ­შ­ვი ჩემ­თან გა­ჩერ­დე­ბა, ნუ­რაფ­რის დარ­დი ნუ გექ­ნე­ბა.

- ვი­ცო­დი, რომ უარს არ მეტყო­დი. შენ ყო­ველ­თ­ვის გა­ჭირ­ვე­ბის ტალ­კ­ვე­სი იყა­ვი ყვე­ლას­თ­ვის, გა­ნა მარ­ტო ჩემ­თ­ვის. წინ კი­დევ ერ­თი კვი­რა გვაქვს. ჩვენც მო­ვი­ო­ხოთ გუ­ლი ერ­თ­მა­ნე­თის ნახ­ვით და ამა­სო­ბა­ში ბავ­შ­ვიც შე­გეჩ­ვე­ვა. ვი­ცი, რომ ცუ­დად გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ შენ გარ­და ნი­კას ვე­რა­ვის ვან­დობ. გპირ­დე­ბი, რომ აქ ჩა­მოს­ვ­ლას არ ინა­ნებ, ნა­ხავ, რა დროს გა­გა­ტა­რე­ბი­ნებ. ჩვენს მე­გობ­რებს გა­გაც­ნობ. ახ­ლა ყვე­ლა­ნი აქ არი­ან, თბი­ლი­სე­ლი მე­გობ­რე­ბიც აქ ის­ვე­ნე­ბენ. ჯერ ოპე­რის სე­ზო­ნი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა, იქაც წა­გიყ­ვან. ისი­ა­მოვ­ნებ. - ნატ­კა წა­მოდ­გა, თამ­თას გა­და­ეხ­ვია, აკო­ცა და ოთა­ხი­დან გა­ვი­და.

თი­კო მარ­ტო დარ­ჩა. თით­ქოს სუ­ლი შე­ე­ხუ­თა. ცო­ტა არ იყოს, გან­ხიბ­ლუ­ლი დარ­ჩა და­ქა­ლის ქცე­ვით. ხომ შე­ეძ­ლო, სა­ნამ ჩა­მო­ვი­დო­და, მა­ნამ ეთ­ქ­ვა ეს ყვე­ლა­ფე­რი? არ გა­მო­უ­ვი­და ლა­მა­ზად. რა სა­ჭი­რო იყო ასე­თი მიდ­გო­მა? ხომ იცო­და, რომ თი­კო უარს მა­ინც არ ეტყო­და?
აივან­ზე გა­ვი­და. და­ქალ­თან სა­უ­ბარ­მა მი­სი გეგ­მე­ბი შეც­ვა­ლა. აქ სულ სხვა გან­წყო­ბით, რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლოს მო­ლო­დი­ნით აღ­ვ­სი­ლი ჩა­მო­ვი­და, მით უფ­რო, რომ მა­მა­მი­სი და დე­და­მი­სიც აპი­რებ­დ­ნენ მა­ლე ჩა­მოს­ვ­ლას. მა­მას ფილ­მი ჰქონ­და გა­და­სა­ღე­ბი და უხა­რო­და, ზაფხულს მშობ­ლებ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რე­ბო. რამ­დე­ნი ხა­ნია, ერ­თად არ შეყ­რი­ლან. ყო­ველ­თ­ვის ოც­ნე­ბად ჰქონ­და, თა­ვი­სი მშობ­ლე­ბი­ვით ტკბი­ლი და თბი­ლი ოჯა­ხი შე­ექ­მ­ნა, მა­საც ისე­ვე ჰყვა­რე­ბო­და ქმა­რი, რო­გორც დე­და­მისს უყ­ვარ­და.
ფიქ­რე­ბით წა­მით წარ­სულს გა­დას­წ­ვ­და, თა­ვი­სი და ნატ­კას მხი­ა­რუ­ლი ბავ­შ­ვო­ბა გა­ახ­სენ­და. მათ­თან შე­და­რე­ბით რა არის ახ­ლა ნი­კას ბავ­შ­ვო­ბა? მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახ­ლან­დელ დრო­ში ბავ­შ­ვებს გა­ცი­ლე­ბით მე­ტი გა­სარ­თო­ბი აქვთ, ვიდ­რე თი­კოს დროს იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნი­კა ასეთ ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რობს, ეს თი­თის­ტო­ლა ბავ­შ­ვი მა­ინც უბე­დუ­რია. არა უშავს, გა­იზ­რ­დე­ბა და ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებს. მთა­ვა­რია, სით­ბო და ყუ­რადღე­ბა არ მო­აკ­ლ­დეს. ეჭ­ვი არ ეპა­რე­ბა, რომ და­უ­მე­გობ­რ­დე­ბა და ნი­კაც მი­ი­ღებს. ჰო­და, თუ ასე მოხ­დე­ბა, ნატ­კას და მი­როს არ­ყოფ­ნა­ში დრო­საც მშვე­ნივ­რად გა­ა­ტა­რე­ბენ. ბო­ლოს და ბო­ლოს, თუ მი­სი მშობ­ლე­ბი ჩა­მოვ­ლენ, ერ­თად ივ­ლი­ან გა­და­ღე­ბებ­ზე და ბავ­შ­ვიც გა­ერ­თო­ბა.
წყლის გა­დავ­ლე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა, სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ვი­და, წყა­ლი მო­უშ­ვა და ხე­ლი შე­უშ­ვი­რა...

კარ­გა ხანს ინე­ბივ­რა. გა­მოს­ვ­ლას არ ჩქა­რობ­და. სა­ნამ ორ­თ­ქ­ლ­მა არ შე­ა­წუ­ხა, წყლის გა­და­კეტ­ვა არ უფიქ­რია. რო­ცა სა­ა­ბა­ზა­ნო­დან გა­მო­ვი­და, შე­ამ­ჩ­ნია, რომ მი­სი ჩე­მო­და­ნი ვი­ღა­ცას გა­ეხ­ს­ნა და ნივ­თე­ბი კა­რა­და­ში შე­ე­ლა­გე­ბი­ნა. სარ­კის წინ კი კბი­ლის პას­ტა, ჯაგ­რი­სი და ახა­ლი სა­ვარ­ცხე­ლი იდო. მიხ­ვ­და, რომ მი­სი არ­ყოფ­ნით ვი­ღა­ცამ `ი­სარ­გებ­ლა" და მო­ემ­სა­ხუ­რა. ალ­ბათ მა­რო იქ­ნე­ბო­დაო, გა­ი­ფიქ­რა, მო­სამ­სა­ხუ­რე ქა­ლი, რო­მე­ლიც ეზო­ში შე­მო­სულ ქა­ლებს პირ­ვე­ლი შე­მო­ე­გე­ბა. ალ­ბათ სწო­რედ მან მი­უ­ჩი­ნა ად­გი­ლი თი­კოს ნივ­თებს.

სა­ხე მო­ი­წეს­რი­გა, მკვე­ბა­ვი წა­ის­ვა, თმა გა­და­ი­ვარ­ცხ­ნა და ოთა­ხი­დან გა­ვი­და. დე­რე­ფა­ნი სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით გა­ი­ა­რა და უზარ­მა­ზარ, ლა­მაზ ოთახ­ში აღ­მოჩ­ნ­და. კედ­ლებ­ზე ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი ეკი­და, ჭერ­ზე კი უზარ­მა­ზა­რი ვე­ნე­ცი­უ­რი ბრო­ლის ჭა­ღი. ასე­თი ჭა­ღე­ბი, მარ­თა­ლია, არ ხიბ­ლავ­და, მი­სი გე­მოვ­ნე­ბა უფ­რო მო­დერ­ნის­კენ იხ­რე­ბო­და, მაგ­რამ ესეც ლა­მა­ზი იყო, მი­სი და­სა­წუ­ნი ნამ­დ­ვი­ლად არა­ფე­რი სჭირ­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად თეთ­რი რო­ი­ა­ლის ნახ­ვა გა­უკ­ვირ­და. არა­ვინ ეგუ­ლე­ბო­და მის სა­მე­გობ­რო­სა თუ სა­ახ­ლობ­ლო­ში, თეთ­რი რო­ი­ა­ლი ჰქო­ნო­და. ნე­ტავ თუ უკ­რავ­და ამ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტ­ზე ვინ­მე, თუ მხო­ლოდ ბუ­ტა­ფო­რი­ის როლს ას­რუ­ლებ­და? ნატ­კა ნამ­დ­ვი­ლად არ იყო დაკ­ვ­რის მოყ­ვა­რუ­ლი, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე არას­დ­როს უვ­ლია, არც გი­ტა­რა­ზე... რა სი­ა­მოვ­ნე­ბით და­უკ­რავ­და თი­კო ახ­ლა. ხომ არ აახ­მი­ა­ნოს ეს იშ­ვი­ა­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი? ფე­ხაკ­რე­ფით მი­უ­ახ­ლოვ­და რო­ი­ალს და ის იყო, თა­ვი უნ­და აეხა­და, რომ ვე­რან­დი­დან სა­უბ­რის ხმა შე­მო­ეს­მა. კა­რი ღია იყო და ყო­ვე­ლი სიტყ­ვა გარ­კ­ვე­ვით ის­მო­და. იმ­წამ­ს­ვე ოთახ­ში სი­გა­რე­ტის მკვეთ­რი სუ­ნი შე­მო­იჭ­რა. ფე­ხის წვე­რებ­ზე აწე­უ­ლი კარს მი­უ­ახ­ლოვ­და და შე­უმ­ჩ­ნევ­ლად გა­რეთ გა­ი­ხე­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­ვარ­ძელ­ში ვი­ღა­ცის გრძე­ლი, სი­გა­ნე­ზე გაშ­ლი­ლი ფე­ხე­ბი და­ი­ნა­ხა. მის­და გა­სა­ოც­რად, ის უც­ნო­ბი სწო­რედ მას­ზე, თი­კო­ზე ლა­პა­რა­კობ­და.

- შენ მოგ­წონს ნატ­კას გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა? მე არ ვიც­ნობ მაგ გო­გოს, მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლე­ბი ხართ, რომ მო­უვ­ლის? არ აჯო­ბებ­და, ვინ­მე აგ­ვეყ­ვა­ნა, გა­მოც­დი­ლი ძი­ძა და მის­თ­ვის ჩაგ­ვე­ბა­რე­ბი­ნა? ცო­ტა არ იყოს, მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ... - უც­ნობ­მა აღარ გა­აგ­რ­ძე­ლა.

- ახ­ლა ვე­რა­ვის ვერ ავიყ­ვან, გა­მო­რიცხუ­ლია, - გა­ის­მა ნატ­კას ქმრის ხმა, - ჯერ ერ­თი, სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ანს ამ­ხე­ლა სახ­ლი და ბავ­შ­ვი ერ­თად რო­გორ ჩა­ვა­ბა­რო და მე­ო­რეც, არ ვი­ცი, ბავ­შ­ვი რო­გორ შე­ე­გუ­ე­ბა უცხოს. მარ­თა­ლია, თი­კოც უცხოა მის­თ­ვის, მაგ­რამ ერ­თი კვი­რა ჩვენ გვერ­დით რომ იქ­ნე­ბა, იქ­ნებ მი­ეჩ­ვი­ოს. თუ არა­და, მო­უ­წევს ნატ­კას დარ­ჩე­ნა. რა ვქნა, სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­ვიქ­ცე­ვი. ბავშვს კარ­გა ხა­ნი დას­ჭირ­დე­ბა, რომ ის სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბი და­ი­ვიწყოს. არ არის ასე ად­ვი­ლი. ვი­ცი, ნატ­კა ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, ასე რომ გა­და­ვერ­თე ნი­კა­ზე, მაგ­რამ უნ­და მო­ით­მი­ნოს, სხვა გა­მო­სა­ვალს ვერ ვხე­დავ. ის კი არა, მე­ში­ნია, ამის გა­მო ბავ­შ­ვი არ შე­ი­ძუ­ლოს. მა­გი­ტო­მაც მინ­დო­და წა­მეყ­ვა­ნა. ქა­ლე­ბის ამ­ბა­ვი არ იცი? ეჭ­ვი­ა­ნობს. ერ­თად რომ წა­ვალთ, ცო­ტა­თი მა­ინც დამ­შ­ვიდ­დე­ბა.

- ეგ მარ­თა­ლია, მა­გა­ში მეც გე­თან­ხ­მე­ბი, მაგ­რამ რა ვი­ცი, აბა? ასე მგო­ნია, ნი­კას გა­უ­ჭირ­დე­ბა ქალ­თან დარ­ჩე­ნა. ის კი არა, ისიც ვი­ფიქ­რე... თუმ­ცა, არა, სი­სუ­ლე­ლეა, - უც­ნო­ბი სა­ვარ­ძელ­ში შე­ირ­ხა და თი­კო კარს უკან და­ი­მა­ლა, არ და­მი­ნა­ხო­სო.
- ვი­ცი, რაც იფიქ­რე, მაგ­რამ არ გა­მო­ვა. ჯერ ერ­თი, სად ვი­პო­ვო ახ­ლა ისე­თი კა­ცი, ყო­ველ­დღე აქ რომ ივ­ლის და ბავშვს გა­არ­თობს? ეგე­თი სამ­სა­ხუ­რი ჩვენ­თან არ არ­სე­ბობს. თა­ნაც, მირ­ჩევ­ნია, ქალ­თან დარ­ჩეს. ასეთ ასაკ­ში დე­დის სით­ბო რომ და­გაკ­ლ­დე­ბა, ყო­ველ­თ­ვის უმ­ჯო­ბე­სია, შენ გვერ­დით ქალ­მა იტ­რი­ა­ლოს და და­ნაკ­ლი­სი რა­ღა­ცით შე­გივ­სოს.

- მოკ­ლედ, ქა­ლუ­რი ტაქ­ტი, არა? - მა­მა­კა­ცის სა­სი­ა­მოვ­ნო ბა­რი­ტონს და­უ­ფა­რა­ვი ირო­ნია გა­ე­რია.
თი­კო გაქ­ვავ­და. ერ­თი ნა­ბი­ჯით მო­შორ­და კარს და გა­იტ­რუ­ნა.
- იმე­დია, ეს დრო­ე­ბი­თია, ჩე­მო მი­რო. ბიჭს მა­მა­კა­ცე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფ­რო სჭირ­დე­ბა. ქა­ლებს უძ­ნელ­დე­ბათ ბავ­შ­ვე­ბის ჭირ­ვე­უ­ლო­ბე­ბის ატა­ნა. შე­იძ­ლე­ბა უყ­ვი­რონ, ხე­ლიც კი შე­მოჰ­კ­რან... ან პი­რი­ქით, გა­ა­ნე­ბივ­რონ. მთა­ვა­რია, ბავ­შ­ვი არ და­ი­ჩაგ­როს.
- მა­გის უფ­ლე­ბას არა­ვის მივ­ცემ. ის არ ეყო­ფა, უდე­დოდ რომ დარ­ჩა? დე­და­მისს ნი­კას და­ნახ­ვაც არ უნ­დო­და. ახ­ლა მო­ე­გო გონს, მაგ­რამ ახ­ლოს არ გა­ვა­კა­რებ.
- მი­სიც მეს­მის, რომ იცო­დე.
- რა გეს­მის, თუ კა­ცი ხარ! შვი­ლი უნ­და მო­ი­ძუ­ლო იმის გა­მო, რომ ბავ­შ­ვის სი­ცოცხ­ლის გა­დარ­ჩე­ნას გა­დაჰ­ყ­ვა? რა, ქმა­რი უფ­რო უყ­ვარ­და, ვიდ­რე შვი­ლი?
- არ არის გა­მო­რიცხუ­ლი.
- ჰო­და, მით უარე­სი მის­თ­ვის! - ხმას აუწია მი­რომ.
- კარ­გი, ჰო, გა­საბ­რა­ზებ­ლად კი არ მით­ქ­ვამს, - გა­ი­ცი­ნა უც­ნობ­მა, - მაგ­რამ შე­ნი სტუმ­რის ამ­ბა­ვი დი­დად ვერ მაწყ­ნა­რებს. არ იცი, რო­გო­რი გო­გოა, რა ზნის, რა ხა­სი­ა­თის... რა­ტომ ხარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ ნი­კას იმ სა­ში­ნე­ლე­ბის და­ვიწყე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა? აქვს ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა? ფსი­ქო­ლო­გია თუ რა? - მა­მა­კა­ცის ხმა­ში უნ­დობ­ლო­ბამ და დამ­ცი­ნავ­მა კი­ლომ ერ­თ­დ­რო­უ­ლად გა­იჟ­ღე­რა.

თი­კოს ბოღ­მა ყელ­ში მო­ებ­ჯი­ნა. სუ­ლაც არ აპი­რებ­და მა­თი სა­უბ­რის ჩუ­მად მოს­მე­ნას, სრუ­ლი­ად უნებ­ლი­ეთ გახ­და ამ ლა­პა­რა­კის შემ­ს­წ­რე, მაგ­რამ მა­მა­კა­ცე­ბის დი­ა­ლო­გი სუ­ლე­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებ­და და ამან გა­აბ­რა­ზა. წა­მო­ენ­თო, ჩუ­მად და­ი­ხია უკან, იმ კა­რის­კენ, სა­ი­და­ნაც შე­მო­ვი­და, ხმა­უ­რით გა­მო­ა­ღო, ვი­თომ ახ­ლა შე­მო­ვი­და და ხმა­უ­რით­ვე მი­ხუ­რა. მე­რე მტკი­ცე ნა­ბი­ჯე­ბით გა­დაჭ­რა უზარ­მა­ზა­რი ოთა­ხი და ვე­რან­დის­კენ აიღო გე­ზი.
გა­მო­ღე­ბულ კარ­ში გა­ვი­და თუ არა, უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე მზე­რას შე­ე­ფე­თა. ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა ინ­ტე­რე­სით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა, მე­რე ხე­ლი სა­ფერ­ფ­ლის­კენ წა­ი­ღო, სი­გა­რე­ტი ჩა­აქ­რო და ფეხ­ზე წა­მოდ­გა.
მი­როც მა­შინ­ვე წა­მოხ­ტა და მის­კენ გა­მო­ე­შუ­რა.

- ცო­ტა მა­ინც და­ის­ვე­ნეთ? ნამ­გ­ზავ­რი ხართ, დაღ­ლი­ლი იქ­ნე­ბით, - მის­მა კე­თილ­მა გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბამ თი­კოს შვე­ბა მოჰ­გ­ვა­რა, - იმე­დია, ჩვენ­თან მო­გე­წო­ნე­ბათ.
- გმად­ლობ, მი­რო. მი­ხა­რია, რომ მო­მიწ­ვი­ეთ. სა­უ­კუ­ნეა, ნატ­კა არ მი­ნა­ხავს. ისე მომ­ნატ­რე­ბია, ლა­მის ვი­ტი­რე, რომ და­ვი­ნა­ხე. თან ზღვაც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ასე რომ, ორ­მა­გი ტუ­ზი და­მე­ცა, - გა­ი­ხუმ­რა თი­კომ და მზე­რით უც­ნობს გა­დას­წ­ვ­და.
მშვე­ნი­ე­რი აღ­ნა­გო­ბის სიმ­პა­თი­ურ­მა მა­მა­კაც­მა ნა­ბი­ჯი მო­სა­უბ­რე­ე­ბის­კენ გად­მოდ­გა, მაგ­რამ შო­რი­ახ­ლოს გა­ჩერ­და, თით­ქოს წარ­დ­გე­ნას ელო­დე­ბაო.
- ხე­დავ, ზუ­ზი, რო­გო­რი სტუ­მა­რი გვყავს?
- ვხე­დავ, ვხე­დავ, ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლი შე­მოფ­რე­ნი­ლა შენს სახ­ლ­ში, ჩე­მო მი­რო, - ირო­ნი­უ­ლად გა­ი­ღი­მა მა­მა­კაც­მა და თავ­ზე ხე­ლი გა­და­ის­ვა, თით­ქოს აჩე­ჩილ თმას ის­წო­რებ­სო.
თი­კოს წა­მით სა­ხე მო­ეღ­რუბ­ლა, უც­ნო­ბის ირო­ნი­ას საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და. `ნე­ტავ ვინ ჰგო­ნია თა­ვი­სი თა­ვი? ან ეს სა­ხე­ლი რა­ღაა? კაცს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ზუ­ზი ერ­ქ­ვას? მა­გის ად­გი­ლას სა­ი­რო­ნი­ოდ არ მექ­ნე­ბო­და საქ­მე!" - ქალ­მა მწყრა­ლად შე­ხე­და მო­ღი­მარ მა­მა­კაცს და მზე­რა მა­შინ­ვე მი­რო­ზე გა­და­ი­ტა­ნა.
- ნატ­კა გეგ­მებს აწყობ­და, რო­გორ გა­გაც­ნობ­დათ ერ­თ­მა­ნეთს, მაგ­რამ ჩა­უ­ვარ­და კოვ­ზი ნა­ცარ­ში. ეს პა­ტი­ვი მე მერ­გო წი­ლად, - გა­ი­ცი­ნა მი­რომ, - თუმ­ცა, თქვე­ნის­თა­ნა გა­რეგ­ნო­ბის ქალს წარ­დ­გე­ნა ნამ­დ­ვი­ლად არ სჭირ­დე­ბა.
`ეს რა სი­სუ­ლე­ლე წა­მო­რო­შა? რა შუ­ა­შია გა­რეგ­ნო­ბა, რო­ცა ორ ადა­მი­ანს ერ­თ­მა­ნეთს აც­ნო­ბენ? და­იბ­ნა მგო­ნი ეს სა­ცო­და­ვი", - გულ­ში გა­ე­ცი­ნა თი­კოს და ამ ფაქ­ტ­მა გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა.
უც­ნო­ბი მი­რო­ზე მა­ღა­ლი და მხარ­ბე­ჭი­ა­ნი იყო.
- თი­კო, გა­ი­ცა­ნით ჩე­მი ძმა­კა­ცი და ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბა­რი, ზუ­ზი თა­ვარ­თ­ქი­ლა­ძე.
`ლუ­არ­სა­ბი", - მსწრაფლ ახა­ლი სა­ხე­ლი მო­არ­გო უც­ნო­ბის გვარს თი­კომ და ღი­მი­ლი ვერ შე­ი­კა­ვა.
მა­მა­კა­ცი ახ­ლა­ღა და­იძ­რა მის­კენ, მო­უ­ახ­ლოვ­და, ოდ­ნავ გად­მო­ი­ხა­რა და ქა­ლის ხელს ემ­თხ­ვია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წე­ღან მის­მა დამ­ცი­ნავ­მა კი­ლომ სიბ­რა­ზე მოჰ­გ­ვა­რა, მა­ინც მო­ი­ხიბ­ლა უც­ნო­ბის ჟეს­ტით. ზუ­ზის კე­თილ­შო­ბი­ლურ­მა და, ამავ­დ­რო­უ­ლად, ქედ­მაღ­ლურ­მა გა­რეგ­ნო­ბამ მას­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა. ხში­რი, წაბ­ლის­ფე­რი თმა ფარ­თო შუბ­ლ­ზე ჩა­მოჰ­ყ­რო­და, მომ­შ­ვილ­დუ­ლი წარ­ბე­ბის ქვეშ მეტყ­ვე­ლი მწვა­ნე თვა­ლე­ბი უელ­ვა­რებ­და. მოძ­რავ ბა­გე­ებ­ზე ირო­ნი­უ­ლი ღი­მი­ლი დას­თა­მა­შებ­და. თი­კო მხო­ლოდ იმან და­ამ­შ­ვი­და, რომ თა­ვა­დაც ცი­ვად უპა­სუ­ხა უც­ნო­ბის აშ­კა­რად მტრულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.
სწო­რედ ამ დროს ნატ­კა გა­მოჩ­ნ­და და და­ძა­ბუ­ლო­ბაც უმალ გა­ნი­მუხ­ტა.
- ზუ­ზი­კუ­ნა, სა­ძა­გე­ლო, რო­დის ჩა­მოხ­ვე­დი? მე ისევ რომ­ში მგო­ნი­ხარ! - აღ­ტა­ცე­ბით შეს­ძა­ხა ნატ­კამ, ხე­ლე­ბი გა­შა­ლა და მა­მა­კაცს გა­და­ეხ­ვია, - რო­გორ მო­მე­ნატ­რე, შე ოხე­რო, შე­ნა!
- ამ დი­ლით ჩა­მო­ვე­დი და ეგ­რე­ვე თქვენ­კენ გა­მო­ვე­შუ­რე. მეც მო­მე­ნატ­რე, გო­გო­ნი, თა­ნაც ძა­ლი­ან-ძა­ლი­ან, - ორი `ძა­ლი­ან" ერ­თ­მა­ნეთს გა­და­ა­ბა სტუ­მარ­მა.
- ჩე­მი თი­კო უკ­ვე გა­ი­ცა­ნი? ხე­დავ, რა ქა­ლია? თვა­ლებს უყე­ნებს კა­ცებს! მი­რომ რომ მითხ­რა, ზუ­ზი მო­დი­სო, ვერ წარ­მო­იდ­გენ, რო­გორ გა­მი­ხარ­და. თი­კოს გა­ვაც­ნობ ჩე­მი ქმრის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარს და არ მო­იწყენს-მეთ­ქი. თქვენ კი უჩე­მოდ მო­გიგ­ვა­რე­ბი­ათ საქ­მე, - გა­და­ი­კის­კი­სა ნატ­კამ, ზუ­ზის კვლავ მო­ეხ­ვია და და­ქალს თვა­ლი ჩა­უკ­რა.
თი­კომ უხერ­ხუ­ლად გა­ი­ღი­მა და პირ­ველ­სა­ვე სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­და, თან შე­ე­ცა­და, ხე­ლი­ხელ­გა­დახ­ვე­უ­ლი ნატ­კა­სა და ზუ­ზის­კენ არ გა­ე­ხე­და. ამა­სო­ბა­ში მი­რომ კო­ნი­ა­კი და სირ­ჩე­ბი შე­მო­ი­ტა­ნა და მა­გი­და­ზე შე­მოდ­გა. თი­კო ისე იყო მიკ­რუ­ლი სა­ვარ­ძ­ლის ზურგს, თით­ქოს შვე­ბას მას­ში ეძებ­და. თვი­თო­ნაც ვერ ხვდე­ბო­და, ასე რამ და­ძა­ბა, ერ­თი­ა­ნად და­ე­ჭი­მა სხე­უ­ლი. უც­ნო­ბის ირო­ნი­უ­ლი შე­ნიშ­ვ­ნა და ღი­მი­ლი გო­ნე­ბი­დან არ ამოს­დი­ო­და.
- ბა­რემ შო­კო­ლა­დიც გა­მო­გე­ტა­ნა, მი­რო, ა? ბა­რის ქვე­და თა­რო­ზე დევს, მწვა­ნე პარ­კ­ში.
- ვი­ცი, - მოკ­ლედ მი­უ­გო მი­რომ და გატ­რი­ალ­და.
ნატ­კა ზუ­ზის ესა­უბ­რე­ბო­და. თი­კომ მა­თი სა­უბ­რი­დან და­ას­კ­ვ­ნა, რომ ზუ­ზი რომ­ში ნი­კას დე­დას ხში­რად ხვდე­ბო­და. რძლის ამ­ბავს ნატ­კა მო­უთ­მე­ნე­ლი ინ­ტე­რე­სით ის­მენ­და.
- ცდი­ლობს, რო­გორ­მე და­ი­ვიწყოს ის ტრა­გე­დია, მაგ­რამ მა­ინც ვერ შე­ე­გუა. ჩე­მი ამ­ბა­ვი ხომ იცი, შე­ვუ­ძა­ხებ ხოლ­მე, და­ვა­მუ­ნა­თებ ჩე­მე­ბუ­რად. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გა­უვ­ლის და ბავ­შ­ვ­ზეც გუ­ლი მო­უბ­რუნ­დე­ბა.

- ბი­ჭო, მობ­რუ­ნე­ბუ­ლი არ ჰქონ­და? თა­ნახ­მა იყო, თუ­კი მი­რო ბი­ნას გა­და­უ­ფორ­მებ­და, წა­იყ­ვან­და ნი­კას და გაზ­რ­დი­და. ჩვენც და­ვეხ­მა­რე­ბო­დით, გა­ნა რა­მეს და­ვაკ­ლებ­დით! მაგ­რამ არა, შენ­მა ძმა­კაც­მა თა­ვი გა­ი­გი­ჟა, მა­გის სა­ხე­ლიც არ მიხ­სე­ნოო. კი­ნა­ღამ დაგ­ვენ­გ­რა ოჯა­ხი ამის გა­მო. არა, მითხა­რი, გა­ფი­ცებ ყვე­ლა­ფერს, ვტყუ­ო­დი? ბავშვს მა­მა არ ჰყავს. ახ­ლა დე­დაც აღარ ჰყავს. არ ჯობ­და, დე­დას გა­ე­ზარ­და თა­ვი­სი შვი­ლი? ბი­ჭი ასე უფ­რო არ არის ტრავ­მი­რე­ბუ­ლი? სა­მად­ლოდ რომ იზ­რ­დე­ბა ბი­ძა­სა და ბი­ცო­ლას­თან, უკე­თე­სია? გე­კითხე­ბი, უკე­თე­სია?
ზუ­ზიმ დუ­მი­ლით უპა­სუ­ხა. აშ­კა­რა იყო, მე­გობ­რის ცო­ლის მსჯე­ლო­ბა დი­დად არ ეპიტ­ნა­ვე­ბო­და, ან მი­რო­ზე საყ­ვე­დუ­რე­ბის მოს­მე­ნა არ სი­ა­მოვ­ნებ­და.

თი­კო ის­მენ­და მათ სა­უ­ბარს, მაგ­რამ ცდი­ლობ­და, მა­მა­კა­ცის­კენ არ გა­ე­ხე­და. თვი­თო­ნაც არ იცო­და, რა­ტომ, მაგ­რამ უც­ნო­ბის თვა­ლებს უფ­რ­თხო­და. ვე­რაფ­რით აეხ­ს­ნა, რა­ტომ ბო­ჭავ­და ასე ზუ­ზის მზე­რა. გარ­და ამი­სა, მას­ზე დამ­თ­რ­გუნ­ვე­ლად მოქ­მე­დებ­და სტუმ­რის ხა­ვერ­დო­ვა­ნი ხმა, ოდ­ნა­ვი ხრინ­წი რომ გა­რე­ო­და და ირო­ნი­უ­ლი ღი­მი­ლი, წა­მი­თაც რომ არ იშო­რებ­და სა­ხი­დან. ში­გა­და­შიგ ზუ­ზი თი­კოს ცა­ლი თვა­ლით გულ­გ­რი­ლად გა­და­ხე­დავ­და და ქალს მი­სი სი­ცი­ვე გულ­ზე ლახ­ვა­რი­ვით ესო­ბო­და.
მე­რაბ­მა ფა­ი­ფუ­რის თეთ­რი ვა­ზით შო­კო­ლა­დი შე­მო­ი­ტა­ნა და მა­გი­და­ზე დად­გა. მე­რე კო­ნი­ა­კი ჩა­მო­ას­ხა და ერ­თი სირ­ჩა თი­კოს გა­და­ა­წო­და. თი­კომ სირ­ჩა ჩა­მო­არ­თ­ვა და ხე­ლის­გულ­ზე და­იდ­გა. მი­რო სა­უ­ბარ­ში ჩა­ე­ბა და რო­ცა ნატ­კამ წი­ნა­და­დე­ბა ჩა­ამ­თავ­რა, მხო­ლოდ მა­შინ ალა­პა­რაკ­და.
- ჩე­მი აზ­რით, მა­რის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან მხო­ლოდ გათხო­ვე­ბა გა­მო­იყ­ვანს. მის­თ­ვის ნი­კა ახ­ლა ზედ­მე­ტი ტვირ­თია. მე ასე ვფიქ­რობ და თქვენ რო­გორც გინ­დათ, ისე გა­ი­გეთ.
- რო­გორ არა გრცხვე­ნია, მი­რო, მა­გას რომ ამ­ბობ? - და­ტუქ­სა ცოლ­მა, - რა დროს გათხო­ვე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი, წე­ლი­წა­დიც არ გა­სუ­ლა, ქმა­რი მი­წას რომ მი­ა­ბა­რა.
- და ეგ­რე­ვე იტა­ლი­ა­ში გაიქ­ცა! - ხმას აუწია მი­რომ, - გლო­ვა თუ უნ­დო­და, რას გარ­ბო­და? დარ­ჩე­ნი­ლი­ყო და იქ­ნებ მეც მომ­ბ­რუ­ნე­ბო­და გუ­ლი! რა, კარ­გად მო­იქ­ცა? ბავ­შ­ვი უპატ­რო­ნოდ მი­აგ­დო, მა­გის და­ნახ­ვაც არ მინ­დაო, მე­რე კი...
- შე­ნი ბრა­ლია, თუ გა­იქ­ცა. შენ აიძუ­ლე, მი­რო. ცო­ტა რომ მორ­ბი­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი, ახ­ლა აქ იქ­ნე­ბო­და და თა­ვის შვილს თვი­თონ მი­ხე­დავ­და.
- მო­კე­ტე ახ­ლა! - მი­რომ მოთ­მი­ნე­ბა და­კარ­გა და ცოლს თვა­ლე­ბი და­უბ­რი­ა­ლა.
- შენ მარ­თა­ლი ხარ, მი­რო. მა­რის ახ­ლა მარ­თ­ლაც სჭირ­დე­ბა ვი­ღა­ცა­ზე გა­დარ­თ­ვა და ვი­ცი, რომ ეს არ გა­უ­ჭირ­დე­ბა. იგი უმა­მა­კა­ცოდ დიდ­ხანს ვერ გაძ­ლებს. ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რ­დაა იმის­თ­ვის, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ქმა­რი იგ­ლო­ვოს. თა­ნაც, იტა­ლია სხვა­ნა­ი­რი ქვე­ყა­ნაა. ისე­თი ბი­ჭე­ბი­თაა იქა­უ­რო­ბა სავ­სე, რომ, ოოო! - კვლავ იგი­ვე ირო­ნია, იგი­ვე სარ­კას­ტუ­ლი ღი­მი­ლი...
თი­კოს ლა­მის შე­ამ­ცივ­ნა ზუ­ზის ღი­მილ­ზე. აში­ნებ­და ამ კა­ცის სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა.

- კარ­გი, გვე­ყო­ფა ახ­ლა, ნუ მო­ვა­ძუ­ლებთ თავს სტუ­მარს. აქ იმის­თ­ვის კი არ ჩა­მო­სუ­ლა, რომ ჩე­მი რძლის საყ­ვე­დუ­რე­ბი ის­მი­ნოს. მო­დი, დავ­ლი­ოთ ცო­ტა და გავ­მ­ხი­ა­რულ­დეთ, თო­რემ თი­კო იფიქ­რებს, ეს სად მოვ­ხ­ვ­დიო.
მი­როს თბილ­მა სიტყ­ვებ­მა და კე­თილ­მა ღი­მილ­მა თი­კო­საც მოჰ­გ­ვა­რა ღი­მი­ლი. შეჰ­ყუ­რებ­და სა­მი­ვეს და ცო­ტა­თი შურ­და კი­დეც, ასე ახ­ლოს რომ იყ­ვ­ნენ ერ­თ­მა­ნეთ­თან. მოწყუ­რე­ბუ­ლი იყო ასეთ მე­გობ­რო­ბას. მოს­კოვ­ში დი­დად არა­ვის და­ახ­ლო­ე­ბია, აქა­უ­რი მე­გობ­რე­ბი კი ნელ-ნე­ლა შე­მო­ე­ფან­ტ­ნენ. ერ­თი ნატ­კა შერ­ჩა და ისიც შორს იყო მის­გან. ბო­ლო დროს ხომ სა­ერ­თოდ, არა­ვის ეკა­რე­ბო­და გო­გას გა­დამ­კი­დე. მის გარ­და ქვე­ყა­ნა­ზე ყვე­ლა გა­და­ა­ვიწყ­და...


წაიკითხეთ წინა თავი

ავტორი სვეტა კვარაცხელია

წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
123
როდის დაიდებაა??ძალიან მომწონს.
16:10 / 05-07-2019
გამოხმაურება / 0 /
ხატია
საინტერესო ნოველაა ჩანს და ძალიან მოხარული ვიქნები ავტორი მალ მალე რომ დადოს ახალი თავები ნოველასი
19:31 / 04-07-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31