ნოველები

თამაში მზესთან. 3 თავი

თამაში მზესთან. 3 თავი
რა­ტომ­ღაც, ზუ­ზის დინ­ჯი, ხა­ვერ­დო­ვა­ნი ხმა თი­კო­ზე და­მამ­შ­ვი­დებ­ლად მოქ­მე­დებ­და და ცდი­ლობ­და, მას­ზე სა­კუ­თა­რი აზ­რი ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა. მი­რო აშ­კა­რა პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყ­რო­ბო­და ძმა­კაცს. მა­თი სა­უბ­რი­დან თი­კომ სა­ჭი­რო დას­კ­ვ­ნე­ბი გა­მო­ი­ტა­ნა. მიხ­ვ­და, რომ ზუ­ზიც ბიზ­ნე­სით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, თა­ნაც, ერ­თობ წარ­მა­ტე­ბუ­ლით. ზუ­ზი ხან­და­ხან გა­მო­ხე­დავ­და ახალ­გაც­ნო­ბილ ქალს. ქედ­მაღ­ლუ­რი, ჯი­ქუ­რი მზე­რით შე­ავ­ლებ­და თვალს, რაც თი­კოს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას იწ­ვევ­და და შვე­ბით ამო­ი­სუნ­თ­ქა, რო­ცა მა­მა­კა­ცი წა­მოდ­გა და წას­ვ­ლა და­ა­პი­რა. მან სა­დი­ლად დარ­ჩე­ნა­ზე უარი გა­ნაცხა­და, იქ მყოფთ და­ემ­შ­ვი­დო­ბა და გა­სას­ვ­ლე­ლის­კენ გა­ე­შუ­რა. იგი ნატ­კამ გა­ა­ცი­ლა.

რო­გორც იქ­ნა, თი­კო მო­ეშ­ვა, და­ძა­ბუ­ლო­ბამ
გა­უ­ა­რა და მი­როს­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნილ­მა თა­ვი­სუფ­ლად იგ­რ­ძ­ნო თა­ვი. და­ქა­ლის ქმარ­საც უნ­დო­და, სტუ­მა­რი რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე გა­ში­ნა­უ­რე­ბუ­ლი­ყო, ამი­ტომ გუ­დას თა­ვი მოხ­ს­ნა და სა­ხა­ლი­სო ამ­ბე­ბის მო­ყო­ლა და­იწყო.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად თი­კომ იგ­რ­ძ­ნო, რომ ვი­ღაც უყუ­რებ­და. თა­ვი მი­აბ­რუ­ნა და კარ­თან ატუ­ზუ­ლი პა­ტა­რა ბი­ჭი შე­ამ­ჩ­ნია. მი­რომ მის მზე­რას თვა­ლი გა­ა­ყო­ლა და რო­ცა პა­ტა­რა და­ი­ნა­ხა, გა­ღი­მე­ბუ­ლი სა­ხით და­უ­ძა­ხა:

- ნი­კა, მო­დი ჩვენ­თან, ნუ გრცხვე­ნია.
ბი­ჭუ­ნა თით­ქოს ამ სიტყ­ვებს ელო­დაო, გა­ხა­რე­ბუ­ლი მოს­წყ­და ად­გილს, ოთა­ხი სირ­ბი­ლით გად­მოჭ­რა და ბი­ძის მუხ­ლებ­ში ჩარ­გო თა­ვი. მი­რომ ბავშვს ალერ­სი­ა­ნად გა­და­უს­ვა ხუ­ჭუ­ჭა თმა­ზე ხე­ლი.
- რა ქე­ნი, ლექ­სი ის­წავ­ლე?
- კი, უკ­ვე ვის­წავ­ლე, მაგ­რამ აქ არ ვიტყ­ვი, - ბიჭ­მა ხუ­ჭუ­ჭა თა­ვი ას­წია და ბი­ძას ხშირ­წამ­წა­მე­ბი­ა­ნი თვა­ლე­ბი შე­ა­ნა­თა.
ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ბავ­შ­ვი იყო, თი­კო თვალს არ აშო­რებ­და. რაც უფ­რო აკ­ვირ­დე­ბო­და პა­ტა­რას, მით უფ­რო ეკუმ­შე­ბო­და გუ­ლი. ბი­ჭუ­ნას სა­ხე გაჰ­ფით­რე­ბო­და და თვა­ლის უპე­ე­ბი ჩა­შა­ვე­ბო­და, რაც იმა­ზე მეტყ­ვე­ლებ­და, რომ უძი­ლო­ბას შე­ე­წუ­ხე­ბი­ნა. მე­რე ნი­კამ მზე­რა თი­კო­ზე გა­და­ი­ტა­ნა და მორ­ცხ­ვად შე­ხე­და.
მი­როს გა­ე­ცი­ნა.

- მოგ­წონს? ხომ ლა­მა­ზი დე­ი­დაა?
ბიჭ­მა თა­ვი და­უქ­ნია და ასე, თავ­ჩა­ღუ­ნუ­ლი, ბი­ძა­მი­სის მუხ­ლებს მი­ეტ­მას­ნა.
- ჰო­და, ძა­ლი­ან კარ­გი. ეს დე­ი­და ჩვენ­თან იცხოვ­რებს. მი­დი, მი­ე­სალ­მე.
ნი­კა მი­როს მო­შორ­და, მაგ­რამ თი­კოს­კენ ნა­ბი­ჯი არ გა­და­უდ­გამს, და­მორ­ცხ­ვე­ბუ­ლი იდ­გა და იღი­მო­და.
- მი­დი, რი­სი გრცხვე­ნია, კა­ცი არ ხარ? ამ დე­ი­დამ თქვა, მე და ნი­კა უნ­და დავ­მე­გობ­რ­დე­თო.
თი­კომ თან­ხ­მო­ბის ნიშ­ნად თა­ვი და­აქ­ნია და გუ­ნე­ბა­ში გა­უ­ელ­ვა - რა უსა­მარ­თ­ლო­ბაა, რომ ბავ­შ­ვე­ბის ასე მო­სიყ­ვა­რუ­ლე კაცს ღვიძ­ლი შვი­ლი არ ჰყავ­სო.
ნი­კა, იმის მა­გივ­რად, რომ თი­კოს მი­ახ­ლო­ე­ბო­და, ბი­ძა­მისს მო­ეხ­ვია, ხე­ლე­ბი კი­სერ­ზე შე­მო­აჭ­დო და მკერ­დ­ზე მი­ე­ხუ­ტა.
- მი­დი­სო და მარ­თა­ლია? - ნა­ხევ­რად ჩურ­ჩუ­ლით შე­ე­კითხა.
- სულ ცო­ტა ხნით, ნი­კა, სუ­უ­ულ სუ­ულ ცო­ტა ხნით, - მი­უ­გო მი­რომ და `სულ ცო­ტა ხნით" საჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ცე­რა თი­თით მო­ნიშ­ნა.
- ნატ­კაც?
- კი, ნატ­კაც და შენ­თან თი­კო დე­ი­და დარ­ჩე­ბა. ხომ თქვი, მომ­წონ­სო, ჰო­და, შენ იცი, არ გა­აბ­რა­ზო, ხომ?
ბავშვს სა­ხე შე­ეც­ვა­ლა, ტუ­ჩე­ბი აუკან­კალ­და და უფ­რო მაგ­რად მი­ე­ხუ­ტა მი­როს.
- მე შენ­თან მინ­და, ძია, აქ არ მინ­და! - ყრუდ ამოთ­ქ­ვა და თა­ვი ჩა­ღუ­ნა.
მი­რომ ქო­ჩორ­ზე მო­ქა­ჩა ბავშვს, მე­რე ხე­ლის სწრა­ფი მოძ­რა­ო­ბით აუჩე­ჩა თმა და შუბ­ლ­ზე აკო­ცა.
- იცი, რა მა­ლე გა­ივ­ლის დრო? მო­ნატ­რე­ბას ვერ მო­ას­წ­რებ, რომ ჩვენ უკ­ვე აქ ვიქ­ნე­ბით.
- შე­თან მინ­და... - არ ნებ­დე­ბო­და ნი­კა.
- მე­რე შენც წა­გიყ­ვან, კარ­გი? ახ­ლა ვე­რა. ახ­ლა სამ­სა­ხუ­რის გა­მო მივ­დი­ვარ, იქ კი ბავ­შ­ვე­ბი არ დაჰ­ყავთ.
ნი­კას თვა­ლე­ბი გა­უბ­რ­წყინ­და.
- მარ­თ­ლა წა­მიყ­ვან, ძია მი­რო? მარ­თ­ლა?
- აბა, რა. გა­ნა ოდეს­მე მო­მიტყუ­ე­ბი­ხარ?
თი­კოს კი­დევ უფ­რო შე­ე­ცო­და პა­ტა­რა. მა­მა­და­კარ­გულს და დე­დის ალერსს მოკ­ლე­ბულს იმის ეში­ნო­და, მო­სიყ­ვა­რუ­ლე ბი­ძაც არ და­ე­კარ­გა.
ოთახ­ში ნატ­კა შე­მო­ვი­და. მას მი­როს მძღო­ლი შე­მოჰ­ყ­ვა თან, გრი­შა.
- წა­მო, ვი­სა­დი­ლოთ, - ხე­ლი აიქ­ნია ნატ­კამ, - გრი­შას მო­ტა­ნი­ლი და მა­როს მომ­ზა­დე­ბუ­ლი თევ­ზი და­ვა­გე­მოვ­ნოთ.
სა­დი­ლის დროს ნატ­კა ცდი­ლობ­და, ქმრის­თ­ვის თა­ვი მხი­ა­რუ­ლად მო­ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, უკ­ბი­ლო­დაც კი გა­ი­ხუმ­რა, მაგ­რამ მი­სი ყო­ვე­ლი ქმე­დე­ბა აშ­კა­რად ხე­ლოვ­ნუ­რად მო­ჩან­და და თი­კო მიხ­ვ­და, რომ და­ქა­ლი რა­ღა­ცის და­მალ­ვას ცდი­ლობ­და.
მი­რო ან ვერ ამ­ჩ­ნევ­და ამას, ან არ უნ­დო­და შემ­ჩ­ნე­ვა და თავს იკა­ტუ­ნებ­და.

ფაქ­ტი იყო, ნატ­კას აღი­ზი­ა­ნებ­და მი­როს ნი­კას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. თით­ქოს თვი­თო­ნაც ცდი­ლობ­და, ბავ­შ­ვის მი­მართ სით­ბო გა­მო­ე­ხა­ტა, მაგ­რამ სა­შინ­ლად უნი­ჭოდ გა­მოს­დი­ო­და. `რო­გორ არა­გულ­წ­რ­ფელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს ეს გო­გო", - უკ­მა­ყო­ფი­ლოდ გა­ი­ფიქ­რა თი­კომ.
სა­მა­გი­ე­როდ, ნი­კა­თი მო­ი­ხიბ­ლა. ჩან­და, რომ ბავ­შ­ვი კარ­გად იყო აღ­ზ­რ­დი­ლი და ლა­პა­რა­კობ­და მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა მას მი­მარ­თავ­დ­ნენ. არც ერ­თხელ უფ­რო­სე­ბის სა­უ­ბარ­ში არ ჩა­რე­უ­ლა, არც ჭა­მის დროს ამო­უ­ღია ხმა. სა­დი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ და მხო­ლოდ ბი­ძას უყუ­რებ­და, თა­ნაც ისე­თი მო­წი­წე­ბი­თა და აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით, ადა­მი­ანს გუ­ლი მო­უკ­ვ­დე­ბო­და. იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, რომ მის­თ­ვის ამ­ქ­ვეყ­ნად სხვა, უფ­რო ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი არ არ­სე­ბობ­და. მკითხა­ო­ბა არ სჭირ­დე­ბო­და იმას, რომ მი­როს გვერ­დით ყოფ­ნას ბავ­შ­ვის­თ­ვის უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბა მოჰ­ქონ­და.
რო­ცა ჭა­მას მორ­ჩ­ნენ, მი­რო თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში გა­ვი­და. გას­ვ­ლი­სას მან კი­დევ ერ­თხელ აუწე­წა თმა ბი­ჭუ­ნას, რო­მელ­მაც ბი­ძას სევ­დი­ა­ნი მზე­რა გა­ა­ყო­ლა. რო­ცა მა­რომ მა­გი­და აალა­გა და და­ქა­ლე­ბი ნი­კას­თან ერ­თად მარ­ტო­ნი დარ­ჩ­ნენ, ნატ­კამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­ჭი­რო­ზე ხმა­მაღ­ლა წა­მო­ი­ძა­ხა:

- ნი­კა, გრი­შას­თან წა­დი და სთხო­ვე, ხელ-პი­რი და­გა­ბა­ნი­ნოს. ცო­ტა ხან­ში სა­სე­ირ­ნოდ უნ­და წა­ვი­დეთ!
- ახ­ლა­ვე, ნატ­კა დე­ი­და, - მორ­ჩი­ლად მი­უ­გო ბავ­შ­ვ­მა, სკა­მი­დან წა­მოხ­ტა და ოთა­ხი­დან ისე გა­ვი­და, თით­ქოს ფე­ხე­ბი უკან რჩე­ბაო.
ნატ­კას სუნ­თ­ქ­ვა გახ­ში­რე­ბო­და.
- ნატ, რა გჭირს? - მხარ­ზე ხე­ლი და­ა­დო თი­კომ მე­გო­ბარს.
- ის წა­ვი­და, მაგ­რამ მი­სი აქ ყოფ­ნა მა­ინც იგ­რ­ძ­ნო­ბა. ეს ნორ­მა­ლუ­რია? - აწუ­წუნ­და.
- აზ­ვი­ა­დებ, გე­ფი­ცე­ბი, - გა­ნაწყენ­და თი­კო.
- ხე­დავ, მი­რო რო­გორ ექ­ცე­ვა? მარ­ტო იმას აქ­ცევს ყუ­რადღე­ბას, მე თით­ქოს არც ვარ­სე­ბობ­დე. ძა­ლი­ან გთხოვ, არ მითხ­რა ახ­ლა, მე­ცო­დე­ბიო, თო­რემ გავ­გიჟ­დე­ბი. ისე­დაც დი­დი ხა­ნია, ხმა­მაღ­ლა დაყ­ვი­რე­ბა მინ­და!
- შენ მარ­თ­ლა უნ­და გა­ემ­გ­ზავ­რო ცო­ტა ხნით, - რაც შე­იძ­ლე­ბო­და, მშვი­დად წარ­მოთ­ქ­ვა თი­კომ, - კარ­გია, რომ ქა­ლა­ქი­დან გა­დი­ხარ. არ და­გი­მა­ლავ და, არ მომ­წონს შე­ნი ქცე­ვა. რად­გან შე­ნი მე­გო­ბა­რი მქვია, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, სი­მარ­თ­ლე პირ­ში გითხ­რა. ასე არ შე­იძ­ლე­ბა, შენს საქ­ცი­ელს გა­მარ­თ­ლე­ბა არა აქვს. მი­რო გრძნობს შენს ნი­კას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, იცი? დე­ბი­ლი ხომ არ გგო­ნია ამ­ხე­ლა კა­ცი? რა გაქვს სა­ეჭ­ვი­ა­ნო? ის თუ შვი­ლი­ვით უყ­ვარს, შენ ცო­ლი­ვით უყ­ვარ­ხარ. ეს ორი, სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია და...
- თი­კუ­ნა, გა­ნა ვერ ვხვდე­ბი, რომ ვერ ვიქ­ცე­ვი ისე, რო­გორც სა­ჭი­როა? მაგ­რამ რა ვქნა, ვე­რა­ფერს ვერ ვუ­ხერ­ხებ ჩემს თავს. არ ვი­ცი, ასე რამ გა­მა­ბო­რო­ტა. მეც რომ ისე მო­ვექ­ცე ამ ბავშვს, რო­გორც მი­რო ექ­ცე­ვა, ჩვენს სა­წოლ­ში ამო­ყოფს თავს. მას თა­ვი­სი ოთა­ხი აქვს და სუ­ლაც არ მინ­და, ჩვენ­თან გად­მო­ი­ნაც­ვ­ლოს. მი­რო მთელ ღა­მეს იმას აყუ­რა­დებს, მშვი­დად თუ სძი­ნავ­სო. სექ­სის დრო­საც კი იმის­კენ აქვს ყუ­რადღე­ბა მიპყ­რო­ბი­ლი, - დამ­ცი­ნა­ვად ჩა­ი­ცი­ნა.

- ად­რე თქვენს ოთახ­ში ეძი­ნა?
- არა, მაგ­რამ მი­სი ოთა­ხი ჩვე­ნი სა­ძი­ნებ­ლის გვერ­დი­თაა და კა­რი მთე­ლი ღა­მე ღიაა, რად­გან ხში­რად ეღ­ვი­ძე­ბა. წა­მო­იყ­ვი­რებს ხოლ­მე ძილ­ში და ესეც და­ფე­თე­ბუ­ლი მას­თან გარ­ბის. რამ­დენ­ჯერ დი­ლამ­დე დარ­ჩე­ნი­ლა იქ.
ნატ­კამ სი­გა­რეტს მო­უ­კი­და. თი­კომ შე­ამ­ჩ­ნია, რო­გორ უკან­კა­ლებ­და თი­თე­ბი და­ქალს. ძლი­ე­რად იყო აღ­გ­ზ­ნე­ბუ­ლი. მიხ­ვ­და თი­კო, რომ ნატ­კას აუცი­ლებ­ლად უნ­და დახ­მა­რე­ბო­და. ვერ ცნობ­და მე­გო­ბარს, ის სულ სხვა­ნა­ი­რი ახ­სოვ­და, ახ­ლა კი ძა­ლი­ან შეც­ვ­ლი­ლი ეჩ­ვე­ნა. ასე თუ გა­აგ­რ­ძე­ლებ­და, ეჭ­ვი არ იყო, ოჯა­ხი და­ენ­გ­რე­ო­და.

თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა და შე­ე­ცა­და, მოვ­ლე­ნე­ბის­თ­ვის ნატ­კას თვა­ლით შე­ე­ხე­და. ნუ­თუ მა­საც და­ე­მარ­თე­ბო­და ასე­თი რამ, მი­როს ცო­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო? არა, არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში! ჯერ ერ­თი, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ბავ­შ­ვე­ბი, ად­ვი­ლად შე­ეძ­ლო გა­ში­ნა­უ­რე­ბო­და, შეჭ­რი­ლი­ყო მათ სამ­ყა­რო­ში, ეს კი ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ეხ­მა­რე­ბო­და. ნატ­კას პი­რი­ქით, ბავ­შ­ვე­ბი არას­დ­როს აინ­ტე­რე­სებ­და. ამი­ტო­მაც არ აჩენ­და შვილს. სწო­რედ მათ გა­მო არ ჰქონ­და ნორ­მა­ლუ­რი ბავ­შ­ვო­ბა, რა­მაც სე­რი­ო­ზუ­ლი და­ღი და­ამ­ჩ­ნია მის ცხოვ­რე­ბას, რო­მელ­საც ამ­ჯე­რად უფ­რო დი­დი საფ­რ­თხე ემუქ­რე­ბო­და.
თი­კო მხარ­ზე მი­ე­ხუ­ტა.
- არა­ფერ­ზე იდარ­დო, - ჩურ­ჩუ­ლით უთხ­რა, - შემ­დეგ კვი­რას თქვენ ორი­ვე­ნი უკ­ვე შორს იქ­ნე­ბით. ჩათ­ვა­ლე, რომ ეს თქვე­ნი მე­ო­რე თაფ­ლო­ბის თვეა, კარ­გი? - მან ეშ­მა­კუ­რად გა­ი­ღი­მა და და­ა­მა­ტა, - ცო­ტა არ იყოს, მშურს შე­ნი, ოღონდ თეთ­რი შუ­რით. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია შე­ნი ქმა­რი. ვხვდე­ბი, რა­ტო­მაც გე­ში­ნია მი­სი და­კარ­გ­ვის, მი­სი შეყ­ვა­რე­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, - ამ სიტყ­ვე­ბით თვა­ლებ­ში ჭინ­კე­ბი აუთა­მაშ­და, თით­ქოს და­ქალს აეჭ­ვი­ა­ნებ­და, რა­თა მის­თ­ვის ხა­სი­ა­თი შე­ეც­ვა­ლა.
- უყუ­რე ერ­თი ამას, - გა­და­ი­კის­კი­სა ნატ­კამ, - გინ­და, რომ ჩე­მი მე­ტო­ქე გახ­დე? - მსწრაფლ შე­ეც­ვა­ლა გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბა, გამ­ხი­ა­რულ­და და თი­კოს გა­და­ეხ­ვია, - მი­ხა­რია, რომ ჩე­მი გეს­მის.
- მე კი მი­ხა­რია, რომ სი­ცი­ლის ხა­სი­ათ­ზე და­გა­ყე­ნე.
- მო­დი, თი­კუ­ნა, მე და შენ გა­ვი­სე­ირ­ნოთ, ნი­კა დარ­ჩეს სახ­ლ­ში, გრი­შას­თან. რას იტყ­ვი?
სა­ნამ თი­კო პა­სუხს გას­ცემ­და, ოთახ­ში ნი­კა შე­მობ­რუნ­და. კოხ­ტად და­ბა­ნილ-და­ვარ­ცხ­ნი­ლი კარ­თან აიტუ­ზა. იდ­გა მარ­ტო­სუ­ლი და დაბ­ნე­უ­ლი. თი­კომ იგ­რ­ძ­ნო, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და ბი­ჭუ­ნა.
- გა­ვი­სე­ირ­ნოთ და ნი­კაც თან წა­ვიყ­ვა­ნოთ, - თი­კომ ჯერ ხე­ლე­ბი მუხ­ლებ­ზე და­იტყა­პუ­ნა, მე­რე წა­მოდ­გა და ბავშვს მი­უ­ახ­ლოვ­და.
ბიჭ­მა ერ­თი ნა­ბი­ჯით უკან და­ი­ხია, მაგ­რამ თი­კო არ და­ნებ­და, ხე­ლი მხარ­ზე მოხ­ვია და მის­კენ და­ი­ხა­რა.
- ნი­კა, იცი, რა? მე პირ­ვე­ლად ვარ ბა­თუმ­ში და აქა­უ­რო­ბის არა­ფე­რი ვი­ცი. ხომ და­მეხ­მა­რე­ბი ქა­ლა­ქის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ში? შენ­ნა­ი­რი კა­ცი რომ მე­ყო­ლე­ბა გვერ­დით, არაფ­რის არ შე­მე­შინ­დე­ბა.
ბი­ჭუ­ნა ყოყ­მა­ნობ­და, არ იცო­და, რო­გორ მოქ­ცე­უ­ლი­ყო - ამ უც­ნობ დე­ი­დას გაჰ­ყო­ლო­და თუ შინ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. კითხ­ვით სავ­სე მზე­რა ნატ­კას მი­აპყ­რო, თით­ქოს ნე­ბარ­თ­ვას მის­გან ელო­და.
პა­სუ­ხის ნაც­ვ­ლად ნატ­კამ თბი­ლად გა­უ­ღი­მა და ნი­კას იმე­დი მო­ე­ცა.
- კარ­გი, წა­ვი­დეთ, - ჩუ­მად ამო­ღერ­ღა და თი­კოს ხე­ლი ჩაჰ­კი­და.
ქალს გუ­ლი მო­ე­წუ­რა, რო­გორც კი ბავ­შ­ვის გა­ოფ­ლი­ლი ხე­ლის­გუ­ლი შე­ე­ხო. `რო­გორ ნერ­ვი­უ­ლობს საწყა­ლი", - გა­ი­ფიქ­რა.
- მა­შინ წა­ვალ, ფეხ­საც­მელს გა­მო­ვიც­ვ­ლი, თო­რემ მა­ღალ ქუს­ლებ­ზე ვერ ვი­ბა­კუ­ნებ, - ისე­თი აღ­ტა­ცე­ბით შეს­ძა­ხა, თით­ქოს ქა­ლა­ქის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­ზე დი­დი ნატ­ვ­რა არა­ფე­რი ჰქო­ნო­და.

რო­ცა ეს­პად­რი­ლე­ბი ჩა­იც­ვა და ოთა­ხი­დან გა­მო­ვი­და, კარ­თან მომ­ლო­დი­ნე მი­რო და­ი­ნა­ხა.
- თი­კო, აი, აიღე. აქ ასი ლა­რია. ჩვენ ხომ უკ­ვე მე­გობ­რე­ბი ვართ. ეს ფუ­ლი დაგ­ჭირ­დე­ბა, ნი­კას­თან ერ­თად გა­სე­ირ­ნე­ბა ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. იმე­დია, ცუ­დად არ გა­მი­გებ, კარ­გი? გთხოვ, უარი არ მითხ­რა.
თი­კო უხერ­ხუ­ლად შე­იშ­მუშ­ნა, სა­ხე­ზე წა­მო­წით­ლ­და, მაგ­რამ ფუ­ლი მა­ინც გა­მო­არ­თ­ვა. რა თქმა უნ­და, უარი მხო­ლოდ მე­ტიჩ­რო­ბა­ში ჩა­ეთ­ვ­ლე­ბო­და, თო­რემ უფუ­ლო­ბას ნამ­დ­ვი­ლად არ უჩი­ო­და.

რო­ცა თი­კო და ნი­კა დაბ­ლა ჩა­ვიდ­ნენ, ნატ­კა უკ­ვე ჩაც­მუ­ლი დახ­ვ­დათ. ახ­ლა უფ­რო მშვი­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, გა­ი­ღი­მა კი­დე­ვაც.
- თი­კო, მე სა­ლონ­ში უნ­და გა­ვი­ა­რო. თქვენ უჩე­მოდ წა­დით სა­სე­ირ­ნოდ, კარ­გი? ამა­სო­ბა­ში ბავ­შ­ვიც მი­გეჩ­ვე­ვა. სა­ღა­მოს კი მეც შე­მო­გი­ერ­თ­დე­ბით. შე­იძ­ლე­ბა თე­ატ­რ­შიც წა­ვი­დეთ.
- რო­გორც გინ­და, - გა­ო­ცე­ბულ­მა თი­კომ მხრე­ბი აიჩე­ჩა და ნირ­წამ­ხ­და­რი გა­რეთ გა­ვი­და.
- აბა, შენ იცი, ჭკუ­ით იყა­ვი, მე­გო­ბა­რი არ გა­მიბ­რა­ზო, ხომ? ნამ­დ­ვი­ლი ვაჟ­კა­ცი უნ­და იყო და კარ­გი კა­ვა­ლე­რი. გეს­მის ჩე­მი?
- მეს­მის, ნატ­კა დე­ი­და. მე ვიზ­რუ­ნებ მას­ზე, - დი­დი კა­ცი­ვით უპა­სუ­ხა ნი­კამ და თი­კოს ხე­ლი ჩას­ჭი­და.
გრი­შას მან­ქა­ნა უკ­ვე და­ე­ქო­ქა. რო­გორც კი ჩას­ხ­დ­ნენ, ბავ­შ­ვი ახ­ლოს მი­უჯ­და თი­კოს. ამ უკა­ნას­კ­ნელ­მა მხარ­ზე გა­დახ­ვია ხე­ლი, მე­რე კი ფან­ჯ­რი­დან ქუ­ჩე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას შე­უდ­გა.
ცო­ტაც და მან­ქა­ნა ბულ­ვარ­ზე გა­ჩერ­და. თი­კო და ნი­კა გად­მო­ვიდ­ნენ. ბიჭ­მა კვლავ ჩაჰ­კი­და ქალს ხე­ლი და ხე­ი­ვანს ჩა­უყ­ვ­ნენ. ქუ­ჩა სავ­სე იყო დამ­ს­ვე­ნებ­ლე­ბით. ში­ლი­ფად ჩაც­მუ­ლი გო­გო­ე­ბი და შორ­ტე­ბი­ა­ნი ბი­ჭე­ბი ხმა­უ­რით იკ­ლებ­დ­ნენ იქა­უ­რო­ბას და ზღვის­კენ მი­იჩ­ქა­როდ­ნენ.
თი­კომ ორი ნა­ყი­ნი იყი­და და მერ­ხ­ზე ჩა­მოჯ­და. ერ­თხანს არც ერ­თი ხმას არ იღებ­და. თი­კოს უნ­დო­და რა­ღაც ეთ­ქ­ვა, მაგ­რამ არ იცო­და, რით და­ეწყო სა­უ­ბა­რი. ამა­სო­ბა­ში ბავ­შ­ვ­მა ნა­ყი­ნი შე­სან­ს­ლა და იქ­ვე, შო­რი­ახ­ლოს და­მაგ­რე­ბულ ხის ცხენ­ზე აბობღ­და. თან იცი­ნო­და, თან ფე­ხებს აქეთ-იქით აქ­ნევ­და.

შემ­დეგ პარ­კ­ში გა­ი­სე­ირ­ნეს. ჯერ ტირ­ში მო­სინ­ჯეს ძა­ლე­ბი, ის­რო­ლეს, გა­ერ­თ­ნენ. თი­კომ მი­ზან­ში ზუს­ტად ის­რო­ლა და ზამ­ბა­რი­ა­ნი სა­თა­მა­შო გვე­ლი მო­ი­გო. ნი­კა ისე იყო გა­ხა­რე­ბუ­ლი, სულ თვა­ლებ­ში შეს­ცი­ცი­ნებ­და თი­კოს, რო­მე­ლიც ყვე­ლა სურ­ვილს უს­რუ­ლებ­და.
მე­რე კარ­გა ხანს იხე­ტი­ა­ლეს ბულ­ვარ­ზე. სა­ნა­პი­რო­ზეც ჩა­ვიდ­ნენ, ზღვის ტალ­ღებს უყუ­რეს. თი­კო თან­და­თან მო­თენ­თა სიცხემ, ბავშვს კი დაღ­ლა არც შეს­ტყო­ბია. ბო­ლოს მშიაო, ხმა­დაბ­ლა თქვა. თი­კომ კა­ფე­ში შე­იყ­ვა­ნა და ცა­რი­ელ მა­გი­დას მი­უს­ხ­დ­ნენ. თი­კომ აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი და ლი­მო­ნა­თი შე­უკ­ვე­თა. ბი­ჭუ­ნა ლი­მო­ნათს წრუ­პავ­და და თი­კოს ორი დღის წი­ნან­დელ ამ­ბავს უყ­ვე­ბო­და, რო­გორ წა­იყ­ვა­ნა ძია მი­რომ ზღვა­ზე და კა­ტე­რით გა­ა­სე­ირ­ნა.
ამა­სო­ბა­ში ოფი­ცი­ან­ტ­მა ხა­ჭა­პუ­რი მო­ი­ტა­ნა. სწო­რედ ამ დროს ნი­კა სკა­მი­დან ად­გა, თა­ვი­სი სა­თა­მა­შო გვე­ლი და­ქო­ქა და ძირს, იატაკ­ზე და­დო.
ქა­ლის მო­უ­ლოდ­ნელ­მა კი­ვილ­მა იქა­უ­რო­ბა გა­აყ­რუა. თი­კო გა­შეშ­და. მე­ზო­ბელ მა­გი­დას­თან ვი­ღაც სკამ­ზე ამ­ხ­ტა­რი­ყო, ძირს იყუ­რე­ბო­და და გან­წი­რუ­ლად კი­ო­და.
ნი­კა უეც­რად გა­მო­იქ­ცა და თი­კოს სკამს ამო­ე­ფა­რა. თი­კომ ახ­ლა­ღა შე­ამ­ჩ­ნია აკივ­ლე­ბუ­ლი ქა­ლის სკა­მის ფე­ხებ­თან მცო­ცა­ვი სა­თა­მა­შო გვე­ლი.
მა­გი­დის ირ­გ­ვ­ლივ ხალ­ხი შეგ­როვ­და.

თი­კო მიხ­ვ­და, რა­მაც შე­ა­ში­ნა უც­ნო­ბი ქა­ლი და მის დამ­შ­ვი­დე­ბას შე­ე­ცა­და, მაგ­რამ გუ­ლა­მო­ვარ­დ­ნილ­მა ორი სიტყ­ვის თქმაც ვერ მო­ა­ხერ­ხა. სწო­რედ ამ დროს შე­ამ­ჩ­ნია, რო­გორ გა­მო­ე­ყო შეგ­რო­ვე­ბულ ხალხს მა­მა­კა­ცი. მან ხე­ლი და­ავ­ლო სა­თა­მა­შოს და მაღ­ლა ას­წია. თი­კო ენა­ჩა­ვარ­დ­ნი­ლი მის­ჩე­რე­ბო­და ამ სცე­ნას და ხმას ვერ იღებ­და. სა­ი­დან­ღაც გა­ჩე­ნი­ლი ზუ­ზის და­ნახ­ვა­ზე თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და.
ზუ­ზი უარეს დღე­ში ჩა­ვარ­და, რო­ცა მიხ­ვ­და, რომ ხელ­ში ნამ­დ­ვი­ლი კი არა, სა­თა­მა­შო გვე­ლი ეჭი­რა. წა­მიც და, მა­მა­კაც­მა ჩვე­უ­ლი ქედ­მაღ­ლო­ბის ნი­ღა­ბი აიფა­რა.
- ეს სა­თა­მა­შოა, ქალ­ბა­ტო­ნო, ნუ გე­ში­ნი­ათ, - მი­მარ­თა სკამ­ზე შემ­ხ­ტარ დამ­ფ­რ­თხალ ქალს. ვი­ღა­ცამ გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა, მე­რე სხვე­ბიც აჰ­ყ­ვ­ნენ და თან­და­თან და­ი­შალ­ნენ, რად­გან სე­ი­რი დამ­თავ­რ­და.
შე­ში­ნე­ბუ­ლი უც­ნო­ბი კი სკა­მი­დან ჩა­მოს­ვ­ლას ვერ ბე­დავ­და.
- რო­გორ თუ სა­თა­მა­შო? ასე ხუმ­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა? - იწივ­ლა გაბ­რა­ზე­ბულ­მა და შუბ­ლ­შეკ­რუ­ლი ზუ­ზის მი­ა­ჩერ­და, - თქვენ მოგ­წონთ თქვე­ნი შვი­ლის საქ­ცი­ე­ლი? შე­ხე­დეთ ერ­თი, თქვენს მე­უღ­ლეს წარ­ბიც არ შე­უხ­რია!
ზუ­ზიმ სა­თა­მა­შო ჯი­ბე­ში ჩა­ი­დო და ქალს ძლივს შე­სამ­ჩ­ნე­ვი ღი­მი­ლით თავ­შე­კა­ვე­ბით მი­მარ­თა:
- მათ მა­გივ­რად ბო­დიშს გიხ­დით, ქალ­ბა­ტო­ნო. ნე­ბა მო­მე­ცით, მო­გეხ­მა­როთ, - ამ სიტყ­ვე­ბით ხე­ლი გა­უ­წო­და, - იმე­დი მაქვს, არ და­შავ­დით, - მე­რე მო­მა­ჯა­დო­ებ­ლად გა­უ­ღი­მა `და­ზა­რა­ლე­ბულს" და სკა­მი­დან ჩა­მოს­ვ­ლა­ში მი­ეხ­მა­რა.
შე­ში­ნე­ბულ­მა თი­კომ მხო­ლოდ ახ­ლა შე­ხე­და თა­ვის მხსნელს და მი­სი გა­ლან­ტუ­რო­ბით მო­ხიბ­ლულ­მა თვა­ლი ვერ მოს­წყ­ვი­ტა. ზუ­ზი უც­ნობ ქალს მო­ემ­სა­ხუ­რა, კი­დევ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა უთხ­რა, მის თან­მ­ხ­ლებ პი­რებ­საც მო­უ­ხა­და ბო­დი­ში და იმ მა­გი­დის­კენ გა­მო­ე­შუ­რა, რო­მელ­საც ნი­კა და თი­კო უს­ხ­დ­ნენ. თი­კო რა­ღაც გა­მო­უც­ნო­ბის მო­ლო­დინ­ში და­ძა­ბუ­ლი და გა­რინ­დუ­ლი იჯ­და.
დარ­ცხ­ვე­ნი­ლი და შეც­ბუ­ნე­ბუ­ლი ნი­კა ლი­მო­ნათს წრუ­პავ­და, ხა­ჭა­პუ­რის­თ­ვის პი­რი არ და­უ­კა­რე­ბია. რო­გორც კი ზუ­ზი მო­ვი­და, თა­ვი ას­წია და მუ­და­რით სავ­სე მზე­რა მი­აპყ­რო.

- ზუ­ზი ძია, და­მიბ­რუ­ნეთ ჩე­მი სა­თა­მა­შო, რა.
- რა თქმა უნ­და, აუცი­ლებ­ლად და­გიბ­რუ­ნებ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, იმ ქალ­ბა­ტონს ბო­დი­ში უნ­და მო­უ­ხა­დო.
- მე მი­სი შე­ში­ნე­ბა არ მინ­დო­და. უცებ გა­მი­ვარ­და ხე­ლი­დან. - ბავ­შ­ვ­მა თა­ვი იმარ­თ­ლა და თი­კოს გა­და­ხე­და, მზე­რით სთხოვ­და, და­მეხ­მა­რეო. `საწყა­ლი ბი­ჭი", - გა­ი­ფიქ­რა თი­კომ და რა­ტომ­ღაც სა­შინ­ლად გა­ღი­ზი­ან­და. რო­გორ ყვე­ლა ჩაგ­რავს ამ უდედ­მა­მო ბავშვს, რო­გორ არ რცხვე­ნი­ათ?
ზუ­ზი დაჯ­და, სა­ვარ­ძ­ლის სა­ზურ­გეს გა­და­აწ­ვა და სა­ხე მზეს მი­უშ­ვი­რა.
თი­კოს გუ­ლი ამო­ვარ­დ­ნა­ზე ჰქონ­და, გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბულ­მა ხმა ძლივს ამო­ი­ღო:
- ნი­კას არა­ვის შე­ში­ნე­ბა არ უნ­დო­და. ეს სა­ჩუ­ქა­რი მე ვუ­ყი­დე და დამ­ნა­შა­ვეც მე ვარ. ყვე­ლა­ფე­რი ისე მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და...
მა­მა­კაც­მა თვა­ლე­ბი გა­ა­ხი­ლა და ქალს ირი­ბად, ცი­ვი მზე­რით გა­ხე­და:
- ამას არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. და­ა­შა­ვა და ბო­დი­ში უნ­და მო­ი­ხა­დოს. კა­ცი და­მარ­ცხე­ბა­საც უნ­და მი­ეჩ­ვი­ოს, - ამ სიტყ­ვე­ბით ნი­კას ანიშ­ნა, გა­მომ­ყე­ვიო და უც­ნო­ბი ქა­ლის­კენ გა­ე­მარ­თა.
ნი­კა მხრებ­ჩა­მოყ­რი­ლი, ზლაზ­ვ­ნით გაჰ­ყ­ვა უკან. თი­კომ თა­ვი მი­იბ­რუ­ნა, ბო­დი­შის მოხ­დის სცე­ნის და­ნახ­ვაც არ უნ­დო­და. ისე­დაც დათ­რ­გუნ­ვი­ლი ბავ­შ­ვის ამ დღე­ში ჩაგ­დე­ბა სას­ტი­კად არ სი­ა­მოვ­ნებ­და.
- თი­კო, კო­ნი­აკს ხომ არ და­ლევ­დით ჩემ­თან ერ­თად? - შე­მო­ეს­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად.
მსწრაფლ გას­წორ­და სკამ­ზე და თავ­ზე წა­მომ­დ­გარ ზუ­ზის გამ­ჭო­ლი მზე­რით ახე­და.
- არა, გმად­ლობთ, მე ლი­მო­ნათს ვსვამ.
- ბავ­შ­ვე­ბი ძა­ლი­ან გიყ­ვართ? - შე­ე­კითხა მა­მა­კა­ცი და დაჯ­და თუ არა, ოფი­ცი­ანტს ხე­ლით ანიშ­ნა, მო­სუ­ლი­ყო.
- რა­ტომ გა­ინ­ტე­რე­სებთ? - მტრუ­ლად შე­ე­კითხა ქა­ლი.
- უბ­რა­ლოდ, მინ­და ვი­ცო­დე, - გულ­გ­რი­ლად მი­უ­გო ზუ­ზიმ და ოფი­ცი­ანტს კო­ნი­ა­კის მო­ტა­ნა სთხო­ვა.
რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ იგი უკ­ვე ცა­რი­ელ სირ­ჩებს ავ­სებ­და. მე­რე ერ­თი თი­კოს გა­უ­წო­და, თა­ვი­სი ას­წია და ღი­მი­ლით თქვა:
- თქვე­ნი ჩა­მოს­ვ­ლი­სა იყოს. ვინ იცის, შე­იძ­ლე­ბა ეს ქა­ლა­ქი თქვენ­თ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნ­დეს.
დაბ­ნე­ულ­მა თი­კომ რა­ღაც წა­ი­ლუღ­ლუ­ღა, კო­ნი­ა­კი ნა­ხევ­რამ­დე მოს­ვა და მა­შინ­ვე იგ­რ­ძ­ნო, რო­გორ გა­უ­ხუ­რა სხე­უ­ლი ალ­კო­ჰოლ­მა. ისე შემ­სუ­ბუქ­და, რომ ისიც კი გა­ი­ფიქ­რა, რა კარ­გი ვქე­ნი, ბა­თუმ­ში რომ ჩა­მო­ვე­დიო.

გაგრძელება იქნება

სვეტა კვარაცხელია

წაიკითხეთ წინა თავი

წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93