ნოველები

თამაში მზესთან. 4 თავი

თამაში მზესთან. 4 თავი
ამ დროს სა­სი­ა­მოვ­ნო მე­ლო­დი­ის ხმა გა­ის­მა და თი­კოს წა­მი­ე­რად გო­ნე­ბა გა­ე­ფან­ტა. რო­ცა ირ­გ­ვ­ლივ თვა­ლი მო­ავ­ლო, ზუ­ზის და­ჟი­ნე­ბულ მზე­რას წა­აწყ­და. ღაწ­ვე­ბი შე­ე­ფაკ­ლა და მა­შინ­ვე კო­ნი­ა­კი მოს­ვა, დაბ­ნე­უ­ლო­ბა რომ და­ე­ფა­რა.
ზუ­ზიმ კვლავ შე­უვ­სო სირ­ჩა.
- არა, მად­ლო­ბა, მეტს ვერ დავ­ლევ. ისე­დაც, სა­ერ­თოდ არ ვსვამ, არ მიყ­ვარს და­ლე­ვა.
- არც მე, მაგ­რამ ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხ­ვე­ვაა. ნატ­კა სად არის? რა­ტომ თქვენ­თან ერ­თად არ წა­მო­ვი­და?
- სა­ლონ­შია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოგ­ვი­ერ­თ­დე­ბა.
- აბა, თქვენ ვი­ღამ მო­გიყ­ვა­ნათ აქა? - მკვა­ხედ იკითხა ზუ­ზიმ. რო­გორც ჩანს,
არ მო­ე­წო­ნა, რომ თი­კო ბავ­შ­ვ­თან ერ­თად მარ­ტო გა­მო­უშ­ვეს.
- ნატ­კამ გრი­შას ჩა­ა­ბა­რა ჩვე­ნი თა­ვი. დამ­პირ­და, მო­ვა­ლო, მაგ­რამ თუ არ მო­ვი­და, სა­ღა­მოს თე­ატ­რ­თან შეგ­ვ­ხ­ვ­დე­ბა.
თი­კო ჩქარ-ჩქა­რა ლა­პა­რა­კობ­და, ეში­ნო­და, ზუ­ზიმ გა­ცი­ლე­ბა არ შე­მომ­თა­ვა­ზო­სო. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ ზუ­ზის მხო­ლოდ ნი­კა აინ­ტე­რე­სებ­და, ნი­კა და დე­და­მი­სი... მა­რი. თუმ­ცა, უკ­ვირ­და, რომ მა­მა­კა­ცი ამ­დენ დროს მას­თან სა­უ­ბარ­ში ხარ­ჯავ­და. თან აღი­ზი­ა­ნებ­და ეს კა­ცი, თან მოს­წონ­და.
ფიქ­რე­ბი­დან ზუ­ზის ხმამ გა­მო­არ­კ­ვია. იგი კვლავ და­ჟი­ნე­ბით შეს­ც­ქე­რო­და:
- გა­გი­მარ­თ­ლათ, ბა­თუმ­ში ზაფხულ­ში რომ ჩა­მოხ­ვე­დით. იცით, რამ­დე­ნი კონ­ცერ­ტი და ფეს­ტი­ვა­ლი ტარ­დე­ბა ამ სე­ზონ­ზე? უამ­რა­ვი. მო­გე­წო­ნათ ბა­თუ­მი?
- ძა­ლი­ან. ვნა­ნობ, რომ აქამ­დე არ მო­მე­ცა აქ დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა.
- მე კი­დევ არ მიყ­ვარს ზაფხუ­ლი ბა­თუმ­ში. პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვაა, რო­ცა ამ დროს აქ ვარ. გა­ი­ხე­დავ და ირ­გ­ვ­ლივ ლა­მის ჭყლე­ტაა, უამ­რა­ვი ხალ­ხი ირე­ვა, პლაჟ­ზე ხომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­ვი­სუ­ფალ ად­გილს ვერ იპო­ვი. აი, ზამ­თარ­ში სულ სხვაა. ისე­თი სიწყ­ნა­რეა, სუ­ლი და­გიმ­შ­ვიდ­დე­ბა ადა­მი­ანს. ირ­გ­ვ­ლივ სულ შე­ნი­ა­ნე­ბი ირე­ვი­ან, თით­ქოს ყვე­ლა ნაც­ნო­ბია. ახ­ლა კი უცხო­ე­ბი­თაა აქა­უ­რო­ბა სავ­სე. სულ სხვა სა­ნა­ხა­ვია, რო­ცა გა­რეთ ცი­ვა, აქა­უ­რე­ბი კი თბილ კა­ფე­ებ­ში არი­ან შე­ყუ­ჟუ­ლე­ბი, სა­უბ­რო­ბენ და ყა­ვას სვა­მენ. სა­ო­ცა­რი სიმ­ყუდ­რო­ვეა ხოლ­მე. მი­ხა­რია, რო­ცა ცივ დღე­ებ­ში აქ ჩა­მო­სას­ვ­ლელ დროს გა­მოვ­ნა­ხავ.
- თქვენ აქა­უ­რი არ ხართ? - გა­ი­ო­ცა თი­კომ.

- არა. ფეს­ვე­ბი აქა­უ­რი მაქვს, დი­დი ბე­ბია-ბა­ბუა ბა­თუ­მე­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, მაგ­რამ მე­რე ბა­ბუ­ა­ჩემ­მა აქ ყვე­ლა­ფე­რი გა­ყი­და და თბი­ლის­ში გა­და­ვი­და საცხოვ­რებ­ლად, რად­გან დე­დი­სერ­თა თბი­ლი­სე­ლი შე­უყ­ვარ­და და მშობ­ლებ­მა ბე­ბი­ა­ჩე­მი ბა­თუ­მის­თ­ვის ვერ გა­ი­მე­ტეს, - ზუ­ზიმ გა­ი­ცი­ნა, - ჰო­და, მა­მა­ჩე­მი თბი­ლის­ში გაჩ­ნ­და, მე­რე მეც. ასე რომ, ბა­თუ­მე­ლო­ბას დი­დად ვერ და­ვი­ჩე­მებ. ბა­თუ­მი ხომ მიყ­ვარს, მაგ­რამ თბი­ლი­სი ყვე­ლა ქა­ლაქს მირ­ჩევ­ნია. სა­დაც უნ­და ვი­ყო, ჩე­მი ქა­ლა­ქი ყვე­ლა­ზე მე­ტად მე­ნატ­რე­ბა ხოლ­მე.
- აქ სახ­ლი გაქვთ?
- აქაც და თბი­ლის­შიც. სახ­ლიც და ბი­ნაც. ჩემ­და სა­სი­კე­თოდ, ისე ამეწყო ცხოვ­რე­ბა, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ვარ. - ამ სიტყ­ვე­ბით რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ი­ღი­მა, თით­ქოს თა­ვი­სი სიმ­დიდ­რით ამა­ყობ­სო, რაც თი­კოს ძა­ლი­ან არ მო­ე­წო­ნა.
- თბი­ლის­ში გაქვთ ბიზ­ნე­სი?
- იქაც, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად თურ­ქეთ­ში. ბა­ბუ­ა­ჩემ­მაც იქ აიწყო ცხოვ­რე­ბა, მე­რე მი­სი დაწყე­ბუ­ლი საქ­მე მა­მა­ჩემ­მა გა­აგ­რ­ძე­ლა, ახ­ლა კი მე. სას­ტუმ­რო­ე­ბის ქსე­ლი გვაქვს. სხვა­თა შო­რის, ორი წე­ლია, იტა­ლი­ა­შიც გავ­ხ­სე­ნით სას­ტუმ­რო, ამი­ტომ ბო­ლო დროს იქი­თაც ხში­რად მი­წევს გამ­გ­ზავ­რე­ბა.

თი­კო უს­მენ­და ზუ­ზის, მაგ­რამ ყუ­რადღე­ბა ნი­კას­კენ ჰქონ­და, რო­მე­ლიც მა­დი­ა­ნად ილუკ­მე­ბო­და. სუ­ლაც არ აინ­ტე­რე­სებ­და, რი­თი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი ზუ­ზი, მაგ­რამ ზრდი­ლო­ბის ნორ­მებს გვერდს ვერ აუქ­ცევ­და.
ამა­სო­ბა­ში ოთხი სა­ა­თი გახ­და. გრი­შამ და­რე­კა, ორ წუთ­ში კა­ფეს­თან ვიქ­ნე­ბი და და­გე­ლო­დე­ბი­თო. თი­კომ ზუ­ზის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და, ამ­დე­ნი ხა­ნი მათ­თან რომ დაჰ­ყო და ნი­კას­თან ერ­თად მან­ქა­ნის­კენ გა­ე­მარ­თა.
თე­ატ­რის შე­ნო­ბას­თან დრო­ზე მი­ვიდ­ნენ. სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ნატ­კა თა­ვი­სი ლა­მა­ზი ვარ­ცხ­ნი­ლო­ბით არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ნა­ხა­ვი იყო.
- და­ი­ღა­ლეთ? - ღი­მი­ლით შე­ე­კითხა და­ქალს და მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და, - გა­რეთ ცხე­ლა, აქ და­ვე­ლო­დოთ. სა­ნამ კარს გა­ა­ღე­ბენ, გრი­ლად მა­ინც ვიქ­ნე­ბით. აბა, რო­გო­რი დრო ატა­რეთ?
- სა­სი­ა­მოვ­ნო, - ცო­ტა­ო­დე­ნი სარ­კაზ­მი გა­უ­რია თი­კომ ხმა­ში, რი­თიც და­ქალს აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა, სუ­ლაც არ ვარ მო­ხიბ­ლუ­ლი, ბავ­შ­ვ­თან მარ­ტო რომ დამ­ტო­ვეო.
- მა­პა­ტიე, რომ ვერ შე­მო­გი­ერ­თ­დით, ვე­რაფ­რით ვერ მო­ვა­ხერ­ხე. ჩემს სტი­ლისტს იმ­დე­ნი ხალ­ხი ჰყავ­და...
- აკი ჩა­წე­რი­ლი ვა­რო? - თი­კომ გამ­ჭო­ლი მზე­რა მი­აპყ­რო.
- ჰო, მაგ­რამ და­ვაგ­ვი­ა­ნე და სხვა დას­ვა ჩემ მა­გივ­რად. მე­რე კი­დევ ერ­თი ელო­დე­ბო­და და სა­ნამ ის არ გა­ის­ტუმ­რა, ვე­ლო­დე­ბო­დი.
- ჩვენ კი­დევ ზუ­ზი ძია შეგ­ვ­ხ­ვ­და, - ახა­რა ნი­კამ, - და აი, ახა­ლი სა­თა­მა­შოც მაქვს.
- ზუ­ზი ნა­ხეთ? სად იყო?
- შემ­თხ­ვე­ვით შეგ­ვ­ხ­ვ­და, - თი­კო, რა­ტომ­ღაც, გა­წით­ლ­და.
- ხომ კარ­გი ტი­პია? არ მოგ­წონს? - ეშ­მა­კუ­რად გა­უ­ღი­მა ნატ­კამ, - სხვა­თა შო­რის, უცო­ლოა, - ჩა­უკ­რა.
- სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნია, ჩე­მი და­სა­წუ­ნი რა სჭირს. არც ინ­ტე­ლექ­ტი აკ­ლია და არც ჭკუა-გო­ნე­ბა, თუმ­ცა, ცო­ტა თავ­მომ­წო­ნეა. - გულ­ღი­ად აღი­ა­რა თი­კომ.
- ცო­ტა კი არა, ძა­ლი­ან თავ­მომ­წო­ნეა, ჩემ­ზე უკეთ ეგ ვინ იცის, - გა­ი­ცი­ნა ნატ­კამ, - მაგ­რამ ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია. იცი, რამ­დენ გო­გოს მოს­წონს? ქა­ლე­ბი ზედ ახ­ტე­ბი­ან. არც მიკ­ვირს მა­თი, ზუ­ზის ყვე­ლა­ფე­რი აქვს, რა­საც კი ქა­ლი ინატ­რებ­და.
- მთლად ეგ­რე ვერ ვიტყო­დი. სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, რა­ღაც­ნა­ი­რად მძა­ბავს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ცო­ტა­თი ცი­ნი­კუ­რი მგო­ნია.
- რა­ტომ, რა­ტომ? ასე­თი სუ­ლაც არ არის. შენ რა­ღაც მტრუ­ლად გა­ნეწყ­ვე მის მი­მართ. ცო­ტა მსუ­ბუ­ქად შე­ხე­დე, ახ­ლოს გა­ი­ცა­ნი და ნა­ხავ, რო­გო­რი მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლია. მის­ნა­ი­რი მა­მა­კა­ცე­ბი ცხოვ­რე­ბას ახა­ლი­სე­ბენ. იცი, ოქ­ს­ფორ­დ­ში რომ სწავ­ლობ­და?
- არა, ეგ არ უთ­ქ­ვამს და მიკ­ვირს, რო­გორ გა­მორ­ჩა. - დამ­ცი­ნა­ვად ჩა­ი­ღი­მა თი­კომ, - სხვა ღირ­სე­ბე­ბი არ გა­მორ­ჩე­ნია რა­ტომ­ღაც, ლა­მის ამიკ­ლო თა­ვის ქე­ბით.
- აი, მა­გას კი ვერ და­ვი­ჯე­რებ, ეგე­თე­ბი ზუ­ზის არ სჩვე­ვია. რა­ღაც მო­გეჩ­ვე­ნა.
თი­კოს თვალ­წინ და­უდ­გა ზუ­ზი და გუ­ლი უც­ნა­უ­რად აუბა­გუნ­და. რად­გან ეს კა­ცი ნატ­კას და მი­როს ახ­ლო მე­გო­ბა­რია, ესე იგი, ხში­რად მო­უ­წევს მი­სი ნახ­ვა. სა­ჭი­როა კი ეს? ან რა­ტომ ანერ­ვი­ულ­და ასე? მას ხომ სხვა უყ­ვარს?
- მი­რი­ა­ნი გიჟ­დე­ბა მას­ზე და ბავ­შ­ვი­ვით უხა­რია, რო­ცა ბა­თუმ­ში ჩა­მო­დის. მით უფ­რო, ზაფხულ­ში. ამ დროს იშ­ვი­ა­თა­დაა ხოლ­მე აქ.
- ნატ­კა, წე­ღან მა­რი­ზე რომ ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ... მი­როს უნ­და, რომ ზუ­ზიმ მა­რი ცო­ლად შე­ირ­თოს?
- შენ ასე­თი დას­კ­ვ­ნა გა­მო­ი­ტა­ნე?
- რა ვი­ცი... რა­ტომ­ღაც, ასე მო­მეჩ­ვე­ნა. შევ­ც­დი?
- არა, რა თქმა უნ­და, არ შემ­ც­დარ­ხარ.
- კი მაგ­რამ, ცო­ტა უც­ნა­უ­რი არ არის? მა­რი ხომ მი­სი რძა­ლია?
- მე­რე რა? ვი­ღა­ცას რომ გა­და­ე­ყა­როს ან სა­ერ­თოდ არ გათხოვ­დეს და ცუდ გზას და­ად­გეს, ეს უფ­რო მო­სა­წო­ნი იქ­ნე­ბა? თუ­კი ზუ­ზის ცო­ლი გახ­დე­ბა, ყვე­ლას­თ­ვის აჯო­ბებს. ამა­ში უც­ნა­უ­რი არა­ფე­რია. თა­ნაც, მა­რის და ზუ­ზის ოჯა­ხე­ბი დი­დი ხა­ნია, მე­გობ­რო­ბენ. ეგე­ნი ბავ­შ­ვო­ბი­დან იც­ნო­ბენ ერ­თ­მა­ნეთს. იცი, რა ლა­მა­ზი გო­გოა? ძა­ლი­ან. სა­ნამ ჩვე­ნი რძა­ლი გახ­დე­ბო­და, კა­ცე­ბი სულ კუდ­ში დას­დევ­დ­ნენ. თა­ნაც, შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი­და­ნაა. ზუ­ზი­საც უყ­ვარ­და თურ­მე, მაგ­რამ მა­რიმ ჩე­მი მაზ­ლი აირ­ჩია და... ახ­ლა კი ზუ­ზის ისევ მი­ე­ცა შან­სი. პი­რა­დად მე ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ და­ქორ­წინ­დე­ბი­ან. ვერ ხე­დავ, ნი­კა შვი­ლი­ვით უყ­ვარს. შენც ხომ შე­ატყ­ვე, რო­გო­რი ყუ­რადღე­ბით ეპყ­რო­ბა.
ნატ­კამ სი­გა­რეტს მო­უ­კი­და. ორი­ო­დე ნა­ფა­ზის შემ­დეგ კი ფან­ჯა­რა ჩა­მოს­წია და გა­რეთ გა­და­ა­ფერ­ფ­ლა. მე­რე თი­კო ისე შე­ათ­ვა­ლი­ე­რა, თით­ქოს მა­რის ადა­რებ­სო.
- ცო­ტა ნა­ა­დრე­ვი ხომ არ არის მა­რის გათხო­ვე­ბა­ზე ფიქ­რი? მან ხომ ახ­ლა­ხან და­კარ­გა ქმა­რი, რო­მე­ლიც სი­გი­ჟემ­დე უყ­ვარ­და?
ნატ­კამ ცალ­ყ­ბად ჩა­ი­ცი­ნა.
- არ იცი, რო­გო­რი ეგო­ის­ტი და თავ­ნე­ბაა. ქმა­რი კი მარ­თ­ლა უყ­ვარ­და, მაგ­რამ თა­ვი­სი თა­ვი მა­ინც ქვე­ყა­ნას ურ­ჩევ­ნია. ახ­ლა, რო­ცა მა­მუ­კა აღარ ჰყავს, აღა­რა­ფე­რი ანაღ­ვ­ლებს, მხო­ლოდ სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ფიქ­რობს. ზუ­ზი მის­თ­ვის იდე­ა­ლუ­რი ქმა­რი იქ­ნე­ბა. მგო­ნი, ჯე­რაც უყ­ვარს, ამი­ტომ იყო იტა­ლი­ა­ში, მის სა­ნა­ხა­ვად ჩა­ვი­და.
- აკი იქ ბიზ­ნე­სი მაქ­ვ­სო? - თი­კოს თვა­ლებ­ში გა­ო­ცე­ბა გა­მო­ე­ხა­ტა.
- აქვს, რო­გორ არა, მაგ­რამ ზღვის სე­ზო­ნი რომ მო­დის, ძი­რი­თად დროს თურ­ქეთ­ში ატა­რებს, იქ სას­ტუმ­რო­ე­ბის მთე­ლი ქსე­ლი აქვს. იტა­ლი­ა­ში კი მხო­ლოდ ერ­თი სას­ტუმ­რო გახ­ს­ნა შარ­შან და ჯე­რაც ვერ აამუ­შა­ვა წე­სი­ე­რად. იქ სხვა­ნა­ი­რი კონ­კუ­რენ­ციაა.
თი­კომ ფან­ჯა­რა­ში გა­ი­ხე­და, უკ­ვე აღარ სი­ა­მოვ­ნებ­და ზუ­ზი­ზე ლა­პა­რა­კი.
- მი­რო ხმა­მაღ­ლა არ იძა­ხის, მაგ­რამ ზუს­ტად ვი­ცი, რომ ძა­ლი­ან უნ­და ეს ამ­ბა­ვი მოგ­ვარ­დეს. ზუ­ზი ზედ­გა­მოჭ­რი­ლია მა­რის­თ­ვის, იქ­ნებ მან მა­ინც შეძ­ლოს მი­სი მო­თოკ­ვა. მა­მუ­კამ ეს ვერ მო­ა­ხერ­ხა... აი, და­იწყო ხალ­ხ­მა შეს­ვ­ლა, რო­გორც იქ­ნა, კა­რი გა­ა­ღეს, მგო­ნი. წა­მო, შე­ვი­დეთ, - ნატ­კა მან­ქა­ნი­დან გა­და­ვი­და...

კარ­გი კონ­ცერ­ტი იყო, მაგ­რამ თი­კო მა­ინც ვერ გა­ხა­ლის­და. ვერც სიმ­ღე­რებ­მა გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა და ვერც ნატ­კას ნაამ­ბობ­მა. თვალ­წინ გა­მუდ­მე­ბით ზუ­ზის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მზე­რა ედ­გა.
რო­გორც იქ­ნა, შინ დაბ­რუნ­დ­ნენ. ნი­კა მა­შინ­ვე ბი­ძას­თან გა­იქ­ცა, რა­თა თა­ვი­სი ახა­ლი სა­თა­მა­შო ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა.
თი­კო ისე მო­ი­თენ­თა, რომ ოთახ­ში ას­ვ­ლის­თა­ნა­ვე სა­წოლ­ზე მიწ­ვა და და­ი­ძი­ნა.
ცო­ტა ხან­ში ნატ­კა და მი­რო ზუ­ზის­თან წა­ვიდ­ნენ სტუმ­რად, სა­დაც თი­კოც იყო მიწ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ არ წა­ვი­და. მო­ი­მი­ზე­ზა, დღეს ძა­ლი­ან გა­და­ვი­ქან­ცე და ნი­კას­თან დარ­ჩე­ნა მირ­ჩევ­ნიაო.

ათი ხდე­ბო­და, რო­ცა ბავ­შ­ვ­მა და­ი­ძი­ნა. თი­კომ პა­ტა­რას სას­თუ­მა­ლი გა­უს­წო­რა, თმა­ზე ალერ­სით გა­და­უს­ვა ხე­ლი და გა­ი­ფიქ­რა, რა კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ნი­კას ღა­მის კოშ­მა­რე­ბი რომ არ აწუ­ხებ­დე­სო. მე­რე მძი­ნა­რეს ლო­ყა­ზე აკო­ცა და თა­ვის სა­ძი­ნე­ბელს მი­ა­შუ­რა.
ვე­რაფ­რით ვერ მო­ის­ვე­ნა, გა­მო­ძი­ნე­ბა­მაც კი არ უშ­ვე­ლა. ამ ერთ დღე­ში თავს უამ­რა­ვი რამ გა­დახ­და. ნატ­კამ მთე­ლი მი­სი გეგ­მე­ბი წყალ­ში ჩა­ყა­რა, რო­ცა და­პა­ტი­ჟე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ჩა­მოს­ვ­ლამ­დე არ აუხ­ს­ნა. ვე­რაფ­რით აპა­ტია მე­გო­ბარს უნებ­ლიე ტყუ­ი­ლი. იყო კი უნებ­ლიე? მე­ო­რე მხრივ, ნი­კა ებ­რა­ლე­ბო­და და გრძნობ­და, რომ ამ ბავ­შ­ვის გუ­ლის­თ­ვის ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ­და.

კვლავ წა­მოწ­ვა და ფიქ­რე­ბი­თაც კვლავ ზუ­ზის გა­დას­წ­ვ­და. არ უნ­დო­და მას­ზე ეფიქ­რა, მაგ­რამ რომ არ გა­მოს­დი­ო­და? შე­ე­ცა­და, სხვა რა­მე­ზე გა­დარ­თუ­ლი­ყო. ახ­ლა ნატ­კა­ზე და­იწყო ფიქ­რი. ამან უფ­რო და­უმ­ძი­მა გუ­ლი. ეს ნატ­კა სუ­ლაც არ ჰგავ­და მის ძველ მე­გო­ბარს. უკ­ვი­რდა მი­რო­სი, რო­გორ უძ­ლებ­და ასეთ ცოლს. შე­იძ­ლე­ბა ამი­ტო­მაც იყო ასე­თი დარ­დი­ა­ნი? მაგ­რამ არა, მი­რი­ანს აშ­კა­რად ეტყო­ბო­და, რომ ცო­ლი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და. დარ­დი კი ალ­ბათ, ძმის სიკ­ვ­დი­ლით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. ამი­ტო­მაც ზრუ­ნავ­და ასე თავ­გა­დაკ­ლუ­ლად ძმის­შ­ვილ­ზე. თვალ­წინ და­უდ­გა, რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლით ეპყ­რო­ბო­და ბავშვს ბი­ძა. ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბაა. ასეთ დროს ადა­მი­ანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სით­ბო და ალერ­სი სჭირ­დე­ბა. ნატ­კა კი­დევ რო­გორ ექ­ცე­ვა? ნუ­თუ ამ­დენს ვერ ხვდე­ბა? გა­მო­რიცხუ­ლია, ვერ ხვდე­ბო­დეს. ან კი რა მოხ­დე­ბა, მე­ტი ყუ­რადღე­ბა რომ გა­მო­ი­ჩი­ნოს ბავ­შ­ვის მი­მართ? ამას ქმა­რი უფ­რო არ და­უ­ფა­სებს? ალ­ბათ მი­რო სი­ხა­რუ­ლით გა­გიჟ­დე­ბა, ნატ­კამ ნი­კას მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რომ შე­იც­ვა­ლოს. არა­და, ნატ­კა მას­ში სა­შიშ კონ­კუ­რენტს ხე­დავს მხო­ლოდ. სუ­ლე­ლი გო­გოა! თუ ასე ეში­ნია, გა­უ­ჩი­ნოს თა­ვის ქმარს შვი­ლი და ყვე­ლა­ფე­რი სხვაგ­ვა­რად იქ­ნე­ბა. ვერ ხე­დავს, რო­გორ გა­იღ­ვი­ძა მის ქმარ­ში მა­მობ­რივ­მა გრძნო­ბამ? ეს ხომ ნა­თე­ლია, მთე­ლი სუ­რა­თი თით­ქოს ხე­ლის­გულ­ზე დევს.
თი­კომ ამო­ი­ოხ­რა, გვერ­დი იც­ვა­ლა და თვა­ლე­ბი მი­ლუ­ლა. ცო­ტა ხან­ში ჩა­ე­ძი­ნა და თან ისე ღრმად, რომ არც კი გა­უ­გია, რა დროს დაბ­რუნ­დ­ნენ მი­რო და ნატ­კა...

არას­დ­როს და­ა­ვიწყ­დე­ბა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი დი­ლა ბა­თუმ­ში. დი­ლით მზეს­თან ერ­თად ად­გა და აივან­ზე გა­ვი­და. ჯერ მნა­თობს ახე­და, მი­ე­სალ­მა, თვა­ლი ჩა­უკ­რა, მე­რე გა­იზ­მო­რა და ზღვის ჰა­ე­რი ხარ­ბად შე­ი­სუნ­თ­ქა. რა­ღაც­ნა­ი­რად იყო აჟი­ტი­რე­ბუ­ლი. ზე­მო­დან მზე და­ნა­თო­და, ქვე­მო­დან ზღვა შე­მოჰ­ყუ­რებ­და. სხვა რა­ღა უნ­დო­და? ზღვა და მზე ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად უყ­ვარ­და. ჰო­რი­ზონტს გა­ხე­და. ისე­თი ლა­მა­ზი იყო მო­ლივ­ლი­ვე ტალ­ღე­ბი და მას­ზე კაშ­კა­შა სი­ნათ­ლის ზო­ლად გა­წო­ლი­ლი მზის სხი­ვე­ბი, რომ თვალს ვერ აშო­რებ­და.
კარ­გა ხანს იდ­გა გა­უნ­ძ­რევ­ლად და შო­რეთს გაჰ­ყუ­რებ­და. ამ ახალ დღე­სა­ვით ახა­ლი იყო მის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი. ნუ­თუ ყო­ვე­ლი დი­ლა ამ დი­ლა­სა­ვით სა­ო­ცა­რი იქ­ნე­ბა?
რო­გორც იქ­ნა, ზღვას თვა­ლი მოს­წყ­ვი­ტა და სა­ა­ბა­ზა­ნოს მი­ა­შუ­რა. რო­ცა ბა­ნა­ო­ბას მორ­ჩა, მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზე დად­გა, სი­ცოცხ­ლე უხა­რო­და. ჩაც­მას შე­უდ­გა, თან ღი­ღი­ნებ­და. რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლო გრძნო­ბით ისე იყო სავ­სე, რომ მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქ­ვა, დამ­ტ­კ­ბა­რი­ყო ამ სი­ლა­მა­ზით და მთე­ლი თა­ვი­სი გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბა პა­ტა­რა ნი­კას­თ­ვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა, რა­თა მი­სი გუ­ლი გა­ეთ­ბო და იმ დიდი ტრა­გე­დი­ის და­ვიწყე­ბა­ში დახ­მა­რე­ბო­და.

ამ დროს კა­რი გა­ი­ღო და ოთახ­ში ნატ­კა შე­მოც­ქ­რი­ალ­და.
- დი­ლა მშვი­დო­ბი­სა, ჩე­მო პა­ტა­რავ. რო­გორ ხარ? გა­მო­ი­ძი­ნე? - და­ქა­ლი სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე მზე­რით მის­ჩე­რე­ბო­და.
- სას­წა­უ­ლად კარ­გად მე­ძი­ნა. ისე გა­ვი­თი­შე, არც გა­მი­გია, რო­დის მოხ­ვე­დით, - უპა­სუ­ხა თი­კომ, თან სა­წოლს ას­წო­რებ­და, - რო­ცა წა­ვალ, აქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბა.
ნატ­კამ გა­და­ი­კის­კი­სა და თი­კოს ზურ­გი­დან ჩა­ე­ხუ­ტა. მე­რე ჩურ­ჩუ­ლით თქვა:
- თი­კუ­ნა, იცი, რო­გორ მიკ­ვირს, მარ­ტო რომ ხარ? შე­ნის­თა­ნა ლა­მა­ზი ქა­ლი მარ­ტო არ უნ­და იყოს. ლა­მაზ­თან ერ­თად, ჭკვი­ა­ნიც ხარ და ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლიც. სი­კე­თი­სა და სით­ბოს გან­სა­ხი­ე­რე­ბა, - მე­რე მოს­ცილ­და მე­გო­ბარს და მი­სი ას­ხ­ლე­ტი­ლი ტან-ფე­ხი დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა, თით­ქოს პირ­ვე­ლად ხე­დავ­სო, - და­ვი­ჯე­რო, მარ­თ­ლა არა­ვინ გყავს? იქ­ნებ რა­ღაცას მი­მა­ლავ, ა?
თი­კომ თა­ვი გა­და­აქ­ნია.
- არა, არა­ვინ მყავს, გე­ფი­ცე­ბი. მარ­თა­ლი გითხ­რა, გათხო­ვე­ბა სუ­ლაც არ მინ­და, რა­ღაც­ნა­ი­რად მა­ში­ნებს. ძა­ლი­ან ძნე­ლია სან­დო მა­მა­კა­ცის პოვ­ნა. ირ­გ­ვ­ლივ ისე­თი უზ­ნე­ო­ბაა გა­მე­ფე­ბუ­ლი, რომ...
ნატ­კა სარ­კეს მი­უ­ახ­ლოვ­და და სუ­ნა­მოს ფლა­კო­ნი აიღო.
- მთა­ვა­რია, იღ­ბ­ლი­ა­ნად გათხოვ­დე, და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია, - ამ სიტყ­ვე­ბით სუ­ნა­მო ყელ­ზე და­იპ­კუ­რა, - აუ, რა მა­გა­რი სურ­ნე­ლი აქვს.
- და­ბა­დე­ბის დღე­ზე მა­ჩუ­ქეს, - თი­კოს სევ­და ჩა­უდ­გა თვა­ლებ­ში, მაგ­რამ ამის მე­ტი არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს.
ნატ­კამ მი­სი ლა­კო­ნი­უ­რი პა­სუ­ხი და­ი­ჭი­რა.
- რა­ღა­ცას მი­მა­ლავ. აბა, მითხა­რი, რა ხდე­ბა შენს თავს, - მე­გო­ბარს მა­ჯებ­ში ჩა­აფ­რინ­და და სა­წოლ­ზე ჩა­მოს­ვა.
თი­კომ ორაზ­როვ­ნად ჩა­ი­ღი­მა.
- აღა­რა­ფე­რი აღარ ხდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რ­და.
- ანუ? - ჩა­ე­ძია ნატ­კა.
- ანუ რა... არც არა­ფე­რი. რაც იყო, დამ­თავ­რ­და. უცებ და­იწყო და უცებ­ვე დამ­თავ­რ­და.
- რას მე­ლა­პა­რა­კე­ბი! აბა, მო­მი­ყე­ვი ახ­ლა­ვე, ვინ იყო, სად იყო, რა­ტომ იყო და სად გაქ­რა.
- ახ­ლა არა, ნატ­კა, გთხოვ. ახ­ლა ისეთ კარგ ხა­სი­ათ­ზე ვარ, არაფ­რის გახ­სე­ნე­ბა არ მინ­და. სხვა დროს მო­გიყ­ვე­ბი, კარ­გი?
- აკი არა­ვინ მყვა­რე­ბიაო?
- მე არ მით­ქ­ვამს, რომ არა­ვინ მყვა­რე­ბია. პი­რი­ქით, გუ­შინ გითხა­რი, იქ­ნებ მეც მყვა­რე­ბია-მეთ­ქი. ჩვენ იმ­დე­ნი ხა­ნია, ერ­თ­მა­ნე­თი არ გვი­ნა­ხავს, რომ ერ­თი­მე­ო­რის შე­სა­ხებ ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცით. მიყ­ვარ­და, მაგ­რამ მორ­ჩა, დამ­თავ­რ­და ის სიყ­ვა­რუ­ლი.
- და რა­ტომ, მი­ზე­ზი?
- სხვა დროს, აკი გთხო­ვე.
- კარ­გი, იყოს სხვა დროს, მაგ­რამ უნ­და იცო­დე, რომ უკ­ვე დი­დი გო­გო ხარ და დროა, გვერ­დით კა­ცი გყავ­დეს.
- კა­ცი თუ ქმა­რი? - გა­ი­ცი­ნა თი­კომ.
- შე­ნი ტი­პის ქა­ლი საყ­ვა­რელს არ გა­ი­ჩენს, ეგ ნამ­დ­ვი­ლად ვი­ცი. ზედ­მე­ტად წე­სი­ე­რი იყა­ვი ყო­ველ­თ­ვის, მაგ­რამ თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი არ გაწყენ­და, ცო­ტა­თი მა­ინც გა­ერ­თო­ბო­დი. აქ ზაფხუ­ლო­ბით გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო კა­ცე­ბი იჩი­თე­ბი­ან. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე მო­გე­წო­ნოს კი­დეც.
- ოჰოოო, - გა­და­ი­კის­კი­სა თი­კომ, - ეს მარ­თ­ლაც სა­ინ­ტე­რე­სოა. დი­დი მად­ლო­ბა რჩე­ვის­თ­ვის, მე­გო­ბა­რო, მაგ­რამ აქ საქ­მ­როს სა­ძებ­ნე­ლად არ ჩა­მოვ­სულ­ვარ. უბ­რა­ლოდ, გა­სარ­თო­ბად გეწ­ვიე. ისე, იმა­საც გეტყ­ვი, რომ ისეთი წე­სი­ე­რი აღარ ვარ. - თქვა და კვლავ გა­ი­ცი­ნა.
- აი, თურ­მე რა ყო­ფი­ლა! მე­რე? ფლირ­ტი ხომ გარ­თო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რა გიშ­ლის ხელს?
- მა­გის დრო სად მექ­ნე­ბა? ჯერ ერ­თი, ბევ­რი რა­მე მაქვს სა­ნა­ხა­ვი, მე­ო­რეც - ნი­კას უნ­და მივ­ხე­დო, უფ­რო ამის­თ­ვის არ მო­მიწ­ვიე? - მა­ინც უკ­ბი­ნა და­ქალს, - და კარ­გიც ქე­ნი, რომ მო­მიწ­ვიე, ძა­ლი­ან მი­ხა­რია. არ მე­გო­ნა, ასე თუ მო­მე­წო­ნე­ბო­და აქა­­უ­რო­ბა. ახ­ლა უფ­რო მინ­და, რომ შენ­თ­ვის რა­ღაც გა­ვა­კე­თო. - თი­კო ისე სხა­პას­ხუ­პით ლა­პა­რა­კობ­და, რომ ნატ­კას სიტყ­ვის ჩაგ­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა, - იცი, რა მო­ვი­ფიქ­რე? ნი­კა ჩემ გვერ­დით ოთახ­ში გად­მო­ვიყ­ვა­ნოთ. მე ძა­ლი­ან ფრთხი­ლი ძი­ლი ვი­ცი და თუ ცუდ სიზ­მარს ნა­ხავს და გა­ეღ­ვი­ძე­ბა, ეგ­რე­ვე გა­ვი­გებ. თა­ნაც, შენ­თ­ვი­საც უკე­თე­სია, ჩემს სი­ახ­ლო­ვეს თუ იქ­ნე­ბა. მი­რო­საც შე­უმ­სუ­ბუქ­დე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბა.
ნატ­კას თვა­ლე­ბი ცრემ­ლით აევ­სო. აშ­კა­რა იყო, მო­ე­წო­ნა მი­სი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, მაგ­რამ პა­სუ­ხის გა­ცე­მა შე­ა­ყოვ­ნა, თით­ქოს რა­ღაც სე­რი­ო­ზუ­ლი აკა­ვებ­სო.

- ნუ, არ გინ­და ეგ­რე. ტყუ­ი­ლად იკა­ვებ თავს. არ გე­გო­ნოს, ზრდი­ლო­ბის გუ­ლის­თ­ვის შე­მოგ­თა­ვა­ზე, მარ­თ­ლა გუ­ლით გე­უბ­ნე­ბი. თა­ნაც, რამ­დე­ნი­მე დღე­ში წახ­ვალთ. მე­რე უფ­რო გა­მი­ჭირ­დე­ბა ბავ­შ­ვ­თან გა­ში­ნა­უ­რე­ბა. ჯო­ბია, ამ საქ­მეს აქე­დან­ვე მივ­ხე­დოთ.
- იქ­ნებ კვი­რის ბო­ლომ­დე დაგ­ვე­ცა­და? თავს დამ­ნა­შა­ვედ ვგრძნობ, რომ ასე­თი საზ­რუ­ნა­ვი აგ­კი­დე. ისე­თი რამ მო­გახ­ვიე თავ­ზე, რო­მე­ლიც შენ სრუ­ლე­ბით არ გე­ხე­ბო­და. ერ­თა­დერ­თი, რაც მამ­შ­ვი­დებს, ისაა, რომ სულ ცო­ტა ხნით მივ­დი­ვართ და მა­ლე­ვე დავ­ბ­რუნ­დე­ბით. სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, ჩემ­თ­ვის ის ერ­თი კვი­რა მთე­ლი სა­უ­კუ­ნეა. ძა­ლი­ან მინ­და, ჩემს ქმარ­თან მარ­ტო დავ­რ­ჩე. სწო­რად გა­მი­გე, გთხოვ.
- მეს­მის შე­ნი. ნუ­რა­ფერ­ზე ნუ ნერ­ვი­უ­ლობ. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. მე და ნი­კა არ მო­ვიწყენთ, თქვენ კი, რაც უფ­რო მა­ლე დარ­ჩე­ბით მარ­ტო, მით უკე­თე­სია.
- მე კი მინ­და, რომ ჩვენს ჩა­მოს­ვ­ლამ­დე სტუმ­რად იგ­რ­ძ­ნო თა­ვი და არა ძი­ძად. რაც მეტს ვფიქ­რობ ამა­ზე, მით უფ­რო ვბრაზ­დე­ბი ჩემს თავ­ზე.
- ნუ ნაღ­ვ­ლობ, ხომ იცი, რომ არ და­გა­ღა­ლა­ტებ? აი, ჩა­მოხ­ვალ და ამა­ში თვი­თონ დარ­წ­მუნ­დე­ბი.
- შენ რომ არ მყავ­დე, რა მეშ­ვე­ლე­ბო­და? ღმერ­თ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნა შე­ნი თა­ვი, - ნატ­კა კვლავ ჩა­ე­ხუ­ტა მე­გო­ბარს და მხარ­ზე აკო­ცა, - გრი­შას ვეტყ­ვი და ნი­კას სა­წოლს და ნივ­თებს დღეს­ვე გად­მო­ვა­ტა­ნი­ნებ აქეთ. დღეს მე და შენ მარ­ტო­ნი ვრჩე­ბით. მი­რო ქო­ბუ­ლეთ­ში უნ­და წა­ვი­დეს საქ­მე­ზე და ნი­კაც თან მიჰ­ყავს.
- მარ­თ­ლა? რა მა­გა­რია! მა­შინ უამ­რა­ვი დრო გვქო­ნია, რომ ჭო­რა­ო­ბით და­კარ­გუ­ლი წლე­ბი ავი­ნაზღა­უ­როთ. ჩემს ამ­ბავ­საც მო­გიყ­ვე­ბი და ეგაა! - გა­უ­ხარ­და თი­კოს.
- ჰო­და, მეც ეგ მინ­და, სხვა კი არა­ფე­რი, - წა­მოხ­ტა ნატ­კა, - ერ­თი სუ­ლი მაქვს, შე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი გა­ვი­გო. ახ­ლა კი წა­მო, ვი­სა­უზ­მოთ, თო­რემ მომ­კ­ლავს მი­რო, რომ და­ვაგ­ვი­ა­ნეთ.
ოთა­ხი­დან გას­ვ­ლის წინ ორი­ვემ ერ­თ­დ­რო­უ­ლად ჩა­ი­ხე­და სარ­კე­ში და სი­ცი­ლი აუტყ­დათ.

გაგრძელება იქნება

სვეტა კვარაცხელია

წაიკითხეთ წინა თავი

წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი