ნოველები

თა­მა­ში მზეს­თან. 5 თავი

თა­მა­ში მზეს­თან. 5 თავი
რო­გორც კი მი­რო და ნი­კა გა­ემ­გ­ზავ­რ­ნენ, ნატ­კამ და თი­კომ სა­სე­ირ­ნოდ წას­ვ­ლა გა­ნიზ­რა­ხეს. ში­ლი­ფად ჩა­იც­ვეს და ქუ­ჩა­ში გა­ვიდ­ნენ. გზად მა­ღა­ზი­ებ­ში შე­ი­ა­რეს, თი­თო ხე­ლი სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი შე­ი­ძი­ნეს და გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბუ­ლე­ბი ბულ­ვარ­ში გა­ვიდ­ნენ. რო­ცა სე­ირ­ნო­ბით და­ი­ღალ­ნენ, ღია კა­ფე­ში დას­ხ­დ­ნენ და ცი­ვი ყა­ვა შე­უკ­ვე­თეს. - დღე მშვი­დო­ბი­სა, გო­გო­ე­ბო! - მო­უ­ლოდ­ნე­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო და, ამას­თან, ნაც­ნო­ბი ხმა გა­ის­მა.
ნატ­კამ თა­ვის მი­უბ­რუ­ნებ­ლად გა­ი­ღი­მა და მო­ახ­ლო­ე­ბულ ზუ­ზის ათა­მა­შე­ბუ­ლი თი­თე­ბით მი­ე­სალ­მა, თან თი­კოს თვა­ლი ჩა­უკ­რა.
- რა ბი­ჭი ხარ, რომ იცო­დე, რა ბი­ჭი! - ნატ­კამ ქათ­ქა­თა
კბი­ლე­ბი გა­მო­ა­ჩი­ნა, - ზუს­ტად გრძნობ ხოლ­მე, ქა­ლებს რო­დის სჭირ­დე­ბი და გა­ჭირ­ვე­ბის ტალ­კ­ვე­სი­ვით უცებ ად­გილ­ზე ჩნდე­ბი. რა კარ­გია, რომ შეგ­ვ­ხ­ვ­დი, ახ­ლა უკეთ გა­ვერ­თო­ბით.
ზუ­ზი ზე­მო­დან დაჰ­ყუ­რებ­და ქა­ლებს. მზის სხი­ვე­ბით გა­ნა­თე­ბუ­ლი გა­რუ­ჯუ­ლი სა­ხე ისე უპ­რი­ა­ლებ­და, სა­ო­ცა­რი სა­ნა­ხა­ვი იყო.
- ესე იგი, უფ­ლე­ბა მო­ვი­პო­ვე, რომ შე­მო­გი­ერ­თ­დეთ?
- დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად, - და­უ­დას­ტუ­რა ნატ­კამ.
ზუ­ზიმ სკა­მი გა­მოს­წია, დაჯ­და და თი­კომ კვლავ იგ­რ­ძ­ნო მი­სი მომ­ნუს­ხ­ვე­ლი მზე­რა, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე რო­მე­ლი­ღაც მგრძნო­ბი­ა­რე სი­მი შე­ურ­ხია გულ­ში.
- ყა­ვას ხომ არ გა­ი­მე­ო­რებ­დით? თუ წვე­ნი გირ­ჩევ­ნი­ათ? მან­გო, ანა­ნა­სი...
- `კო­ნი­აკს და­ლევ? მან­გოს წვენს... უნ­და გა­კო­ცო... მა­კო­ცე...~ - პა­თე­ტი­კუ­რი ტო­ნით წა­მო­იწყო ნატ­კამ და ეშ­მა­კუ­რი ღი­მი­ლით თი­კოს გა­და­ხე­და.
- და­ლევთ კო­ნი­აკს? - ზუ­ზი წინ გა­და­ი­ხა­რა და მიმ­ტა­ნის მო­სახ­მო­ბად მო­ემ­ზა­და.
- არა, არა, ამ სიცხე­ში და­ლე­ვა რა უბე­დუ­რე­ბაა! - შორს და­ი­ჭი­რა ნატ­კამ, - ცივ წვენ­ზე კი არ ვიტყო­დით უარს, ქა­ლებს გვიყ­ვარს სიცხე­ში ცი­ვი. - თქვა ნატ­კამ, მე­რე ზუ­ზი დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა და ჰკითხა:
- ისე, სულ მიკ­ვირს, რო­გორ ახერ­ხებ, ამ სიცხე­ში ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დე, თით­ქოს საშ­ხა­პი­დან ეს-ესაა, გა­მოხ­ვე­დი? და­ვი­ჯე­რო, მზე არ გთენ­თავს?
- მიჩ­ვე­უ­ლი ვარ. არ და­გა­ვიწყ­დეს, რომ აფ­რი­კის უდაბ­ნო­ე­ბი მაქვს მოვ­ლი­ლი.
- ო, ეგ სულ არ გამ­ხ­სე­ნე­ბია. მე კი­დევ სიცხე მკლავს. აი, თი­კო­საც არ აწუ­ხებს, ხე­დავ? თით­ქოს სა­ერ­თოდ არ დაღ­ლი­ლაო, მე კი უკ­ვე ერ­თი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მაც არ შე­მიძ­ლია, ოფ­ლი ღვა­რად ჩა­მომ­დის ხოლ­მე სა­ხე­ზე და მა­კი­აჟს ვერ ვი­კა­რებ.
ზუ­ზი თით­ქოს არც უს­მენ­და ნატ­კას, მიმ­ტანს შეკ­ვე­თას აძ­ლევ­და.
- ნე­ტა­ვი შენს ცოლს, რო­ცა გე­ყო­ლე­ბა, - გა­ი­ცი­ნა ნატ­კამ, - ისა და... არ აპი­რებ? რო­დის უნ­და გვა­ცეკ­ვო შენს ქორ­წილ­ში? ხომ არ და­ად­გი თვა­ლი ვინ­მეს? დრო გა­და­გიც­და, მე­გო­ბა­რო, ჭა­ღა­რა რომ შე­მო­გე­პა­რა, ვერ ამ­ჩ­ნევ თუ რო­გო­რაა შე­ნი საქ­მე? - გა­ე­ხუმ­რა.
- ვე­რა, ვე­რა­ვი­საც ვერ და­ვად­გი თვა­ლი, ჩე­მო ნა­ტა. ხომ იცი, ასეთ რა­მეს პირ­ველ რიგ­ში შენ გეტყო­დი, მე­რე კი იმ ქალს, - ზუ­ზიც აჰ­ყ­ვა ხუმ­რო­ბა­ში.
- ვი­ცი, ვი­ცი და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლი იმ დღეს, რომ იცო­დე!
- ვნა­ხოთ. ჯერ­ჯე­რო­ბით სიყ­ვა­რუ­ლის ინ­ფ­ლა­ცი­ას გან­ვიც­დი. საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს არ ეძე­ბენ, მას ბე­დის­წე­რა ჯილ­დოს სა­ხით გვიგ­ზავ­ნის. მე, ალ­ბათ, ეს ჯერ არ და­მიმ­სა­ხუ­რე­ბია, - სა­ო­ცა­რი სევ­და შე­ე­რია ხმა­ში, შემ­დეგ კი სწრა­ფად და­ა­მა­ტა, - დღეს რა გაქვთ გეგ­მა­ში, გო­გო­ე­ბო? - და ამით სა­უბ­რის თე­მა შეც­ვა­ლა.
- რა და, ეს გო­გო ზღვა­ში უნ­და ჩა­ვიყ­ვა­ნო. გიჟ­დე­ბა ზღვა­ზე და ჯერ ერ­თი ტალ­ღაც არ დას­ჯა­ხე­ბია.
- ოოო, მა­გა­ში კი უნ­და შე­ვუწყოთ ხე­ლი ჩვენს სტუ­მარს, - ზუ­ზიმ ირი­ბი მზე­რით გა­ხე­და მო­ღი­მარ თი­კოს, - სა­ღა­მოს კი მე მეს­ტუმ­რეთ. გი­მას­პინ­ძ­ლებთ. რო­გო­რი აზ­რია?
- გე­ნი­ა­ლუ­რი, - გა­უ­ხარ­და ნატ­კას, - მით უფ­რო, მი­რო რომ არ არის, მო­ვიწყი­ნეთ. თქვენ ხომ სულ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ხართ, ჩვენ­თ­ვის ვე­რას­დ­როს იც­ლით.
- ეგ მარ­თა­ლია, მაგ­რამ არა უშავს, ახ­ლა ხომ მცა­ლია? მეს­ტუმ­რეთ და რა­მე მო­ვი­ფიქ­როთ. სა­ღა­მომ­დე მი­როც ჩა­მო­ვა და მოგ­ვის­წ­რებს, ხომ ასეა?
- კი, რო­გორ არა, ჩა­მო­ვა.
ზუ­ზიმ გამ­ჭო­ლი მზე­რა თი­კო­ზე შე­ა­ჩე­რა, რო­მე­ლიც ჩუ­მად იჯ­და, თით­ქოს მათ სა­უ­ბარს ყურს სუ­ლაც არ უგ­დებ­და.
- თი­კო, მო­გე­წო­ნათ ბა­თუ­მი? რო­გორც ვი­ცი, პირ­ვე­ლად ხართ აქ.
- კი, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ჯერ ყვე­ლაფ­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ვერ მო­ვას­წა­რი, მაგ­რამ რაც ვნა­ხე, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია. უკ­ვე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ ამ ქა­ლაქ­ზე.
- მარ­თ­ლა? - მა­მა­კაც­მა ისე შე­ხე­და და ისე ირო­ნი­უ­ლად გა­უ­ღი­მა, რომ თი­კო შეც­ბა და სა­ხე­ზე ალ­მუ­რი მო­ე­დო.
`რა­ტომ დამ­ცი­ნის? დი­დი ვინ­მე ჰგო­ნია თა­ვი­სი თა­ვი, ნამ­დ­ვი­ლი ნარ­ცი­სია!~, - გა­ი­ფიქ­რა, მაგ­რამ ხმა­მაღ­ლა არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს.
- თი­კო ფერ­წე­რა­ში თუ ერ­კ­ვე­ვა? - მო­უ­ლოდ­ნე­ლად იკითხა ზუ­ზიმ და კვლავ ირო­ნი­ა­ნა­რე­ვი მზე­რა შე­ავ­ლო აწით­ლე­ბულ ქალს.
- უყ­ვარს რო­მე­ლია! იცი, სკო­ლა­ში რო­გორ ხა­ტავ­და? მას­წავ­ლე­ბე­ლი ამ­ბობ­და, სა­ო­ცა­რი ნი­ჭი აქ­ვ­სო, ყვე­ლას გვშურ­და მი­სი.
თი­კო სკამ­ზე აწ­რი­ალ­და. სუ­ლაც არ ეპიტ­ნა­ვე­ბო­და ამ­წუ­თას ნატ­კას შე­ქე­ბა, თა­ვი უხერ­ხუ­ლად იგ­რ­ძ­ნო. რა სა­ჭი­რო იყო, ზუ­ზის ამის შე­სა­ხებ სცოდ­ნო­და? თავ­მომ­წო­ნე არას­დ­როს ყო­ფი­ლა, ტრა­ბა­ხი და თა­ვის ქე­ბა არ ახა­სი­ა­თებ­და. მით უფ­რო, ზუ­ზის­თან, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სარ­კას­ტუ­ლი შე­კითხ­ვე­ბით თრგუ­ნავ­და. რო­გორ­მე შორს უნ­და და­ე­ჭი­რა მის­გან თა­ვი, მაგ­რამ მა­მა­კა­ცი ისევ ისე, გამ­ჭო­ლი მზე­რით მის­ჩე­რე­ბო­და, თი­კოს შეც­ბუ­ნე­ბა თით­ქოს ახა­ლი­სებ­და კი­დეც.
- იმი­ტომ ვი­კითხე, რომ მინ­დო­და მის­თ­ვის ჩე­მი ნა­ხა­ტე­ბი მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. შენ ხომ გაქვს ნა­ნა­ხი, ნატ­კა? გახ­სოვს, რამ­დენს მთა­ვა­ზობ­დ­ნენ თი­თო ტი­ლო­ში? უზარ­მა­ზარ თან­ხას, მაგ­რამ არ გავ­ყი­დე. ჩემ­თ­ვის ისი­ნი შე­უ­ფა­სე­ბე­ლია, რად­გან დე­და­ჩემ­მა და­ხა­ტა. ასე რომ, მინ­და თი­კოს ვაჩ­ვე­ნო.
ნატ­კა მის­მა სიტყ­ვებ­მა გა­ა­ოგ­ნა, თვა­ლებ­ში გა­ო­ცე­ბა გა­მო­ე­ხა­ტა.
- შენ რომ სუ­რა­თე­ბის დი­დი კო­ლექ­ცია გაქვს, არა­ხა­ლია, მაგ­რამ დე­და­შე­ნის და­ხა­ტუ­ლი თუ იყო, არას­დ­როს გიხ­სე­ნე­ბია.
ზუ­ზიმ ახ­ლა ნატ­კას გა­და­ხე­და ირო­ნი­უ­ლი მზე­რით:
- ნა­ტუ­ლი, შენ კარ­გად არც კი შე­გით­ვა­ლი­ე­რე­ბია ჩე­მი კო­ლექ­ცია, უბ­რა­ლოდ, თვა­ლი შე­ავ­ლე და ეგ იყო. ხე­ლოვ­ნე­ბა ფინ­ჯან ყა­ვა­სა­ვი­თაა, სურ­ნე­ლი უნ­და შე­ის­რუ­ტო, რომ გა­ი­გო, ხა­რის­ხი­ანს სვამ თუ უხა­რის­ხოს. ზო­გი­ერ­თი ფერ­წე­რის­გან უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს, ზო­გის­თ­ვის კი ის მხო­ლოდ კედ­ლის მორ­თუ­ლო­ბა ან კა­პი­ტა­ლია.
ნატ­კას არ ესი­ა­მოვ­ნა მა­მა­კა­ცის ტო­ნი, სა­ხე­ზე ჩრდილ­მა გა­და­ურ­ბი­ნა. თი­კოს სიბ­რა­ზემ მო­უ­ა­რა ზუ­ზის სი­თავ­ხე­დის გა­მო და მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა.
- თუ ჩვენ თქვე­ნი ნა­ხა­ტე­ბის შე­ფა­სე­ბის უნა­რი არ გაგ­ვაჩ­ნია, რა­ტომ გა­დაწყ­ვი­ტეთ, გვაჩ­ვე­ნოთ? აზ­რი? აზრს ვერ ვხე­დავ. აჯო­ბებ­და, ცნო­ბი­ლი კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბის­თ­ვის მი­გე­მარ­თათ. ისი­ნი უკეთ მო­ა­ხერ­ხე­ბენ მათ შე­ფა­სე­ბას. რა სა­ჭი­როა იმის ხაზ­გას­მა, რომ ჩვენ ფერ­წე­რის შე­ფა­სე­ბის ნი­ჭი არ გვაქვს? იქ­ნებ სხვა ნი­ჭით გა­მო­ვირ­ჩე­ვით? აი, ნატ­კა, მა­გა­ლი­თად, უმაგ­რე­სი სპორ­ტ­ს­მე­ნი იყო, ცურ­ვა­სა და ჩოგ­ბურ­თ­ში ბა­და­ლი არ ჰყავ­და.
ზუ­ზიმ იგ­რ­ძ­ნო თი­კოს შე­ნიშ­ვ­ნის სიმ­ძაფ­რე. მიხ­ვ­და, რომ ზედ­მე­ტი მო­უ­ვი­და და სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტ­ვა სცა­და.
- ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი. აი, სა­ღა­მოს ჩემ­თან რომ მოხ­ვალთ, ცურ­ვა­შიც შე­ვე­ჯიბ­რე­ბი ნატ­კას და ჩოგ­ბურ­თის თა­მაშ­შიც. ვცა­დოთ, კარ­გი? - და თბი­ლად გა­ი­ღი­მა.
- რას მა­ში­ნებ? გგო­ნია, რა­მეს და­გით­მობ? - გა­და­ი­კის­კი­სა ნატ­კამ და ზუ­ზის მხარ­ზე დაჰ­კ­რა ხე­ლი, - ოღონდ, დი­დი ხა­ნია, არ მი­ვარ­ჯი­შია, ამი­ტომ ჯერ მა­ცა­ლე, ფორ­მა­ში ჩავ­დ­გე და მე­რე გაჩ­ვე­ნებ კლასს.
- აი, შენ უკ­ვე და­ი­ხიე უკან. აღი­ა­რე, რომ შე­გე­შინ­და, აღი­ა­რე! - ზუ­ზიც გამ­ხი­ა­რულ­და და რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ მო­ტა­ნი­ლი მან­გოს წვე­ნი საწ­რუ­პა­ვით შუ­ამ­დე და­იყ­ვა­ნა, თით­ქოს წყე­ნის გაგ­რი­ლე­ბას ამით შე­ე­ცა­და.
- კარ­გი, ჰო, ჩათ­ვა­ლე, რომ შე­მე­შინ­და, - ხე­ლი აიქ­ნია ნატ­კამ, - ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მი­ხა­რია, რომ ჩვენს არ­ყოფ­ნა­ში შენ აქ იქ­ნე­ბი და თი­კოს და ნი­კას ყუ­რადღე­ბას არ მო­აკ­ლებ. ამ მხრივ მშვი­დად ვიქ­ნე­ბი.
ზუ­ზი მო­ი­ღუ­შა.
- არ მეს­მის, რა­ტომ არ გინ­დათ იმ ბავშვს კა­ცი გუ­ვერ­ნან­ტი და­უ­ქი­რა­ოთ? უმა­მო ბი­ჭის­თ­ვის კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბას აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. გარ­და ამი­სა, უდე­დო­ბა­საც გა­ნიც­დის. არა­ვის­გან არ არის გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი. რამ­დე­ნი ხა­ნია, დე­და არ უნა­ხავს.
- ნი­კას არ გა­უ­მარ­თ­ლა, ასე­თი დე­და რომ ჰყავს, - წა­მოს­ც­და თი­კოს და იმ­წამ­ს­ვე ინა­ნა, მაგ­რამ უკ­ვე ვე­ღარ გა­ჩერ­დე­ბო­და, - ცუ­დია, რომ დე­დაც და­კარ­გა და მა­მაც.
ზუ­ზის მზე­რა გა­უმ­კაც­რ­და და ყრუდ წარ­მოთ­ქ­ვა:
- ნი­კამ და­კარ­გ­ვით მხო­ლოდ მა­მა და­კარ­გა. დე­და­მი­სის­თ­ვის ეს უდი­დე­სი ტრა­გე­დია იყო და სა­ნამ გონს მო­ვა, დრო სჭირ­დე­ბა. მი­სი საქ­ცი­ე­ლი სუ­ლაც არ ნი­შნავს იმას, რომ შვი­ლი არ უყ­ვარს.
თი­კო მიხ­ვ­და, რომ შეც­დო­მა და­უშ­ვა, რო­ცა ამ სა­კითხს შე­ე­ხო. შე­ე­ცა­და, რო­გორ­მე გა­მო­ეს­წო­რე­ბი­ნა თა­ვი­სი შეც­დო­მა.
- მე რო­გორც ვი­ცი, ბავ­შ­ვ­მა მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა მა­მის სიკ­ვ­დი­ლი. ამი­ტომ, ჩე­მი აზ­რით, მხო­ლოდ ქალს შე­უძ­ლია მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა. მის ღა­მის კოშ­მა­რებს კა­ცი ვერ უშ­ვე­ლის, ეს ალ­ბათ, ქა­ლის საქ­მე უფ­როა.
მა­მა­კაცს სა­ხე გა­უქ­ვავ­და. ერ­თხანს ჩა­ფიქ­რ­და, მე­რე კი დახ­შუ­ლი ხმით ჩა­ი­ლა­პა­რა­კა:
- შე­იძ­ლე­ბა თქვენ მარ­თა­ლიც იყოთ და მე ვცდე­ბო­დე. პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა ყო­ველ­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა, თუ მას­ზე მონ­დო­მე­ბით იმუ­შა­ვებ. ოღონდ, ამის­თ­ვის დროა სა­ჭი­რო. ახ­ლა კი წა­ვე­დი და სა­ღა­მოს ჩემ­თან გე­ლო­დე­ბით, - მა­მა­კაც­მა ცი­ვად და­უკ­რა თა­ვი ორი­ვეს, და­ნა­ხარ­ჯი გა­და­ი­ხა­და და წა­ვი­და.
- სა­ინ­ტე­რე­სოა, რა იგუ­ლის­ხ­მა? - თქვა ნატ­კამ, რო­ცა ზუ­ზი ქა­ლებს გა­ე­ცა­ლა.
თი­კოს კი სულ სხვა რამ აღელ­ვებ­და. მას არ მოს­წონ­და ზუ­ზის მა­ნე­რა, ქა­ლის სუსტ მხა­რე­ებს რომ ეძებ­და და მე­რე მათ­ზე თა­მა­შობ­და. ყო­ველ­გ­ვა­რი სურ­ვი­ლი და­ე­კარ­გა, სა­ღა­მოს სტუმ­რად სწვე­ო­და. მი­სი და­ნახ­ვა აღარ უნ­დო­და და თუ­კი ეს მა­ინც მოხ­დე­ბო­და, შე­ეც­დე­ბო­და, გულ­გ­რი­ლი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რა­თა მის მომ­ნუს­ხ­ვე­ლო­ბას ისევ არ და­ეტყ­ვე­ვე­ბი­ნა.
- ჰა, თი­კუ­ნა, შენ რო­გორ ფიქ­რობ? მა­რი­ზე ისე ილა­პა­რა­კა, მგო­ნი, მთლად გულ­გ­რი­ლი არ უნ­და იყოს მის მი­მართ, - თქვა და ამო­ი­ოხ­რა, - კარ­გი კი იქ­ნე­ბო­და, ისე. ნი­კას ამ­ბა­ვიც მოგ­ვარ­დე­ბო­და. მი­როს ძმა­სა­ვით უყ­ვარს ზუ­ზი.
- და ყვე­ლა­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბი იქ­ნე­ბო­დით, - ცი­ნი­კუ­რად და­ას­რუ­ლა თი­კომ და­ქა­ლის დაწყე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა და თა­ვი ჩა­ქინ­დ­რა.

პლა­ჟი­დან კარ­გა გვა­რი­ა­ნად გა­რუ­ჯუ­ლი დაბ­რუნ­და. მზე­ზე არას­დ­როს წით­ლ­დე­ბო­და, ეგ­რე­ვე უმუქ­დე­ბო­და კა­ნი და სა­სი­ა­მოვ­ნო ფე­რი ედე­ბო­და. მზის სხი­ვე­ბი სწრა­ფად ეკი­დე­ბო­და მის ხორ­ბ­ლის­ფერ კანს, ამი­ტომ გა­სა­რუ­ჯად, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თი დღეც ჰყოფ­ნი­და. სა­სი­ა­მოვ­ნოდ მო­ი­თენ­თა. აის­რუ­ლა წა­დი­ლი - მთე­ლი ორი სა­ა­თი იგო­რა­ვა სა­ნა­პი­რო­ზე, გაჰ­ყუ­რებ­და ფა­ფა­რაშ­ლილ ტალ­ღებს, უს­მენ­და ზღვის ჩახ­ლე­ჩილ ხმას და ლა­მაზ ცხვირ-პირს მზეს ისე უშ­ვერ­და, თით­ქოს მი­სი ცდუ­ნე­ბა სწა­დია და სა­კოც­ნე­ლად იწ­ვევ­სო.
ახ­ლა კი იდ­გა გარ­დე­რობ­თან და თა­ვი­სი კა­ბე­ბის გად­მო­ლა­გე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. რო­გორ არ უნ­დო­და ზუ­ზის­თან წას­ვ­ლა, მაგ­რამ ნატ­კა არ მო­ეშ­ვა. იქ­ნებ უნ­დო­და და არ უტყ­დე­ბო­და თავს? არა, არ უნ­დო­და! არ უნ­დო­და, მაგ­რამ და­ქალს წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა მა­ინც ვერ გა­უ­წია. ჰო­და, იძუ­ლე­ბულია, ტან­საც­მე­ლი შე­არ­ჩი­ოს. ისე­თის შერ­ჩე­ვა უნ­დო­და, ელე­გან­ტუ­რიც ყო­ფი­ლი­ყო და უბ­რა­ლოც. ბო­ლოს თეთ­რი, გუ­ლა­მო­ღე­ბუ­ლი სა­რა­ფა­ნი ჩა­იც­ვა, რო­მე­ლიც ტან­ზე მაც­დუ­რად ეტ­მას­ნე­ბო­და. სი­ა­მოვ­ნე­ბით დატ­რი­ალ­და სარ­კის წინ და ხან ასე გა­უ­ღი­მა თა­ვის თავს, ხან ისე. იმ­დენ­ნა­ი­რი ღი­მი­ლი მო­ირ­გო, რომ ბო­ლოს და­ი­ღა­ლა. შემ­დეგ თმა და­ი­ვარ­ცხ­ნა, სუ­ნა­მო და­იპ­კუ­რა და წა­სას­ვ­ლე­ლად გამ­ზა­დე­ბულ­მა კი­დევ ერ­თხელ შე­ათ­ვა­ლი­ე­რა სხე­უ­ლი სარ­კე­ში. მა­გარ ფორ­მა­ში კი არის, ისე, წუნს ვე­რა­ვინ და­უ­დებს. შვი­დი წლის რომ იყო, ეგო­ნა, უკ­ვე დი­დი ვა­რო. თოთხ­მე­ტი წლი­სას მა­ხინ­ჯად ეჩ­ვე­ნე­ბო­და თა­ვი. თვრა­მე­ტი წლის ასაკ­ში და­ას­კ­ვ­ნა, რომ ლა­მა­ზი იყო, ოცი წლის გახ­და თუ არა, სუ­ლე­ლი ვა­რო, და­ი­ჟი­ნა. ახ­ლა კი ხვდე­ბა, რომ დი­დი­ცაა, სა­ში­შად ლა­მა­ზიც, მაგ­რამ სუ­ლე­ლი სუ­ლაც არ არის, თუმ­ცა, ზედ­მე­ტად მიმ­ნ­დო­ბია, ბრმად სჯე­რა ადა­მი­ა­ნე­ბის. ამის გა­მო რამ­დენ­ჯერ­მე წა­იმ­ტ­ვ­რია ფე­ხი. თუმ­ცა, სუ­ლე­ლი არ არის. რო­ცა სა­ყოყ­მა­ნო ნა­ბიჯს დგამს, ყო­ველ­თ­ვის იცის, რა­ტო­მაც დგამს. შე­იძ­ლე­ბა ინა­ნოს კი­დე­ვაც, მაგ­რამ ამის­თ­ვი­საც მზა­დაა ხოლ­მე.
ამ ფიქ­რებ­ში იყო, რო­ცა ოთახ­ში ნატ­კა შე­მო­ვი­და.
- მზად ხარ? მი­რო და ნი­კაც დაბ­რუნ­დ­ნენ.
- უკ­ვე? რა მა­გა­რია. - გულ­წ­რ­ფე­ლად გა­უ­ხარ­და თი­კოს და და­ქალს უკან მიჰ­ყ­ვა.
სას­ტუმ­რო ოთახ­ში შე­ვიდ­ნენ თუ არა, ფან­ჯა­რას­თან მდგა­რი მი­რი­ა­ნი და­იძ­რა და თი­კოს­კენ სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით გა­მო­ე­მარ­თა.
- თი­კო, რა ლა­მა­ზი ხარ! - პირ­ვე­ლად მი­მართ `შე­ნო­ბით~. - იცი? მად­ლო­ბა მინ­და გითხ­რა ყვე­ლაფ­რის­თ­ვის. ვგრძნობ, რომ ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნი ხარ და მე და ნატ­კამ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, პა­ტა­რა სი­ურ­პ­რი­ზი მოგ­ვემ­ზა­დე­ბი­ნა შენ­თ­ვის. აი, ეს მცი­რე სა­ჩუ­ქა­რი ჩვენ­გან! - თქვა და თი­კოს მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი მოგ­რ­ძო კო­ლო­ფი გა­უ­წო­და. თი­კომ კო­ლო­ფი გახ­ს­ნა და გა­შეშ­და, მას­ში ულა­მა­ზე­სი ყელ­სა­ბა­მი იდო. ქა­ლი გამ­შ­რა­ლი იდ­გა და ხმას ვერ იღებ­და, ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, ამო­ღერ­ღა:
- ეს... ეს ხომ... ეს ბრი­ლი­ან­ტია?
მი­რომ ღი­მი­ლით და­უქ­ნია თა­ვი, რო­ცა შეც­ბუ­ნე­ბულს შე­ხე­და.
- უკე­თე­სი ვე­რა­ფე­რი შე­ვარ­ჩიე. ნატ­კამ არ ისურ­ვა, თვი­თონ მი­ე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ საქ­მე­ში და მე მო­მი­წია არ­ჩე­ვამ.
- იმი­ტომ, რომ შენ სა­უ­კე­თე­სო გე­მოვ­ნე­ბა გაქვს, ჩე­მო საყ­ვა­რე­ლო! - ნატ­კა ქმარს მი­უ­ახ­ლოვ­და და ხე­ლე­ბი კი­სერ­ზე შე­მოხ­ვია.
თი­კო გა­უნ­ძ­რევ­ლად იდ­გა და წყვილს თვალს არ აშო­რებ­და. უნ­დო­და, უარი ეთ­ქ­ვა ასეთ ძვირ­ფას სა­ჩუ­ქარ­ზე, თა­ვი შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლა­დაც კი იგ­რ­ძნო რა­ღაც მო­მენ­ტ­ში, მაგ­რამ იმა­საც გრძნობ­და, რომ ყელ­სა­ბა­მი გუ­ლით იყო მოძღ­ვ­ნი­ლი.
- რა სა­ჭი­რო იყო... ამის­თ­ვის კი არ ჩა­მოვ­სულ­ვარ... - ჩა­ი­დუ­დუ­ნა, - აღარ ვი­ცი, მად­ლო­ბა რით გა­და­გი­ხა­დოთ. რა სი­ლა­მა­ზეა, ამის ტა­რე­ბის შე­მე­შინ­დე­ბა კი­დე­ვაც.
- სა­ში­ში არა­ფე­რია, ყო­ველ­დღე ხომ არ ატა­რებ. მო­დი, გა­გი­კე­თო... აუუუ! იცი, რო­გორ გიხ­დე­ბა? პირ­და­პირ გაკ­ვ­დე­ბა, - ნატ­კამ ყელ­სა­ბა­მი მო­არ­გო და­ქალს, რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯით უკან და­ი­ხია და სა­ჩუ­ქა­რი შო­რი­დან შე­ათ­ვა­ლი­ე­რა. მი­რომ კი ხე­ლი მოხ­ვია სტუ­მარს და ვე­ე­ბერ­თე­ლა ვე­ნე­ცი­ურ სარ­კეს­თან მი­იყ­ვა­რა.
გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით შეს­ც­ქე­რო­და თი­კო სარ­კე­ში თა­ვის ალე­წილ სა­ხეს და ვერ ცნობ­და - წამ­ში გრა­ცი­ო­ზულ ქა­ლად ქცე­უ­ლი­ყო.
- არც კი ვი­ცი, რა გითხ­რათ, სიტყ­ვე­ბი არ მყოფ­ნის. რა ცუ­დე­ბი ხართ, რომ იცო­დეთ, - აღელ­ვე­ბულ­მა თი­თე­ბი ყელ­სა­ბამს შე­ა­ხო, - დი­დი მად­ლო­ბა.
- მად­ლო­ბა შენ, რომ თბი­ლი ხარ. მად­ლო­ბა იმის­თ­ვის, რომ ჩა­მოხ­ვე­დი და ასე­თი აურა შე­მო­ტა­ნე ჩვენს სახ­ლ­ში. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხარ, - მო­რი­დე­ბით შე­ამ­კო მი­რომ და ნატ­კას გა­და­ხე­და, მიშ­ვე­ლეო.
- ყო­ჩაღ, მი­რი­ან, რა კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა გაქვს, მე ალ­ბათ ასეთს ვე­რას­დ­როს შე­ვარ­ჩევ­დი. მი­ხა­რია, რომ მო­გე­წო­ნა, თი­კუ­ნა. გუ­ლით გვსურ­და, ჩვენ­გან სა­მახ­სოვ­როდ რა­ღაც დაგ­რ­ჩე­ნო­და. ახ­ლა კი წა­ვი­დეთ, გვე­ლო­დე­ბა ის ბი­ჭი!
თი­კომ ყელ­სა­ბა­მი მო­იხ­ს­ნა, თა­ვის ყუ­თი­ა­ნად სა­ძი­ნე­ბელ­ში, სარ­კის წინ და­დო და გა­მობ­რუნ­და...

ზუ­ზის სამ­სარ­თუ­ლიანი, თეთ­რი ქვის­გან ნა­გე­ბი ევ­რო­პუ­ლი ტი­პის სახ­ლი ამ­წ­ვა­ნე­ბულ ხე­ებ­ში იყო ჩაფ­ლუ­ლი და ზღვას გა­დაჰ­ყუ­რებ­და. თი­კოს თა­ვი ზღა­პარ­ში ეგო­ნა. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი აღ­ტა­ცე­ბას ვერ ფა­რავ­და. მას­პინ­ძე­ლი სა­ოც­რად სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე აღ­მოჩ­ნ­და, ყუ­რადღე­ბას ყვე­ლას თა­ნაბ­რად უნა­წი­ლებ­და. ზუ­ზის სხვა სტუმ­რე­ბიც ჰყავ­და, უცხო­ე­ლი ცოლ-ქმა­რი და მა­თი ლა­მა­ზი, ქე­რა ქა­ლიშ­ვი­ლი, მი­შე­ლი. ზუ­ზიმ ისი­ნი მო­წი­წე­ბით გა­აც­ნო მე­გობ­რებს.
თი­კო ყვე­ლას გა­მო­ე­რი­და. იგი უცებ ჩა­ი­კე­ტა სა­კუ­თარ თავ­ში და რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლო, ამო­უც­ნო­ბი სი­ხა­რუ­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბა და­ე­უფ­ლა. ინ­ტე­რე­სით და­უწყო თვა­ლი­ე­რე­ბა კე­დელ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ ტი­ლო­ებს, წა­მით მზე­რა ზუ­ზი­ზე გა­და­ი­ტა­ნა და დე­და­მი­სის ნა­ხა­ტე­ბი გა­ახ­სენ­და.
- მოგ­წონთ ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი? - მო­ეს­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად.
თი­კომ მო­ი­ხე­და და ოც­და­ა­თი­ო­დე წლის შავ­გ­ვ­რე­მა­ნი მა­მა­კა­ცი და­ი­ნა­ხა, რო­მე­ლიც წე­ღან არ შე­უ­ნიშ­ნავს. იგი ქალს დაკ­ვირ­ვე­ბით ათ­ვა­ლი­ე­რებ­და.
- ძა­ლი­ან მომ­წონს.
- დი­დი ხა­ნია, ბა­თუმ­ში ხართ?
- არა, გუ­შინ ჩა­მო­ვე­დი.
- მი­ხა­რია, რომ გა­გი­ცა­ნით. ასე მგო­ნია, თქვე­ნის­თა­ნა ქა­ლი ყველ­გან სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი იქ­ნე­ბა. მე ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მოც­ნო­ბა­ში არას­დ­როს ვცდე­ბი, და­მი­ჯე­რეთ. რა გქვი­ათ?
- თი­კო...
- გა­ი­ხა­რეთ... ნე­ბა მო­მე­ცით, გა­გეც­ნოთ - სა­შა ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლი.
- მო­ხა­რუ­ლი ვარ. თქვენ აქა­უ­რი ხართ?
- არა, თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ. მე და ზუ­ზი ერ­თად ვსწავ­ლობ­დით. ზამ­თარ­ში ავა­რი­ა­ში მოვ­ყე­ვი და ძლივს გა­დავ­რ­ჩი, სა­მი თვე ვხე­ხე სა­ა­ვად­მ­ყო­ფოს კედ­ლე­ბი, - გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა, - ახ­ლა აქ ჩა­მო­ვე­დი. რა ვი­ცი, მითხ­რეს, ზღვის ჰა­ე­რი მო­გიხ­დე­ბაო. ზღვის რა გითხ­რათ, მაგ­რამ თქვე­ნი და­ნახ­ვა უკ­ვე ისე მო­მიხ­და, ვფიქ­რობ, უფ­რო სწრა­ფად გა­მოვ­ჯან­მ­რ­თელ­დე­ბი.
თი­კოს ალ­მუ­რი წა­ე­კი­და სა­ხე­ზე. ესი­ა­მოვ­ნა ქა­თი­ნაუ­რი.
- რამ­დენ ხანს რჩე­ბით?
- ვნა­ხოთ. ზუ­ზიმ სამ­სა­ხუ­რი გა­მო­მი­ძებ­ნა თა­ვის­თან და იქ­ნებ დი­დი ხნი­თაც დავ­რ­ჩე. მი­რომ მეც გვერ­დით და­გიდ­გე­ბიო. უკ­ვე ისე შე­ვეჩ­ვიე აქა­უ­რო­ბას, ალ­ბათ აღარც წა­ვალ. მა­ინც მარ­ტო ვცხოვ­რობ. იქ რა უნ­და ვა­კე­თო? ცო­ლი მე არ მყავს და შვი­ლი, - ხა­ზი გა­უს­ვა თა­ვის ოჯა­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბას.
თი­კო მას­თან სა­უბ­რით გა­ერ­თო, მო­ე­წო­ნა სა­შა, რა­ტომ­ღაც, მის გვერ­დით თა­ვი უფ­რო თა­ვი­სუფ­ლად იგ­რ­ძ­ნო. `კარ­გი ბი­ჭი ჩანს, კე­თი­ლი. იმე­დია, თა­ვი­სი ძმა­კა­ცი­ვით ტრა­ბა­ხა და ცი­ნი­კო­სი არ იქ­ნე­ბა~, - გა­ი­ფიქ­რა და მო­სა­უბ­რეს გა­უ­ღი­მა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად თვი­თო­ნაც არ იცო­და, რამ მო­უ­ა­რა, სა­შას მი­ა­ჩერ­და და ჰკითხა:
- თქვენ მი­როს რძალს იც­ნობთ?
- მა­რის? კი, შევ­ხ­ვედ­რი­ვარ, მაგ­რამ ახ­ლოს არ ვიც­ნობ. რო­გორც გა­ვი­გე, მა­ლე ჩა­მო­ვა ზუ­ზის­თან სტუმ­რად.
ეს ის სიტყ­ვე­ბი იყო, რომ­ლის მოს­მე­ნაც თი­კოს არ ესი­ა­მოვ­ნა, ოღონდ არ იცო­და, რა­ტომ. სა­ერ­თოდ არ იც­ნობ­და ნი­კას დე­დას, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, მტრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­უჩ­ნ­და მის მი­მართ.
ვახ­შ­მის შემ­დეგ თი­კო ეზო­ში გა­ვი­და და ბაღ­ში სე­ირ­ნო­ბას მოჰ­ყ­ვა. სი­ა­მოვ­ნე­ბით ათ­ვა­ლი­ე­რებ­და ლა­მა­ზად ჩამ­წ­კ­რი­ვე­ბულ ხე­ებ­სა და ყვა­ვი­ლებს. იმა­ვე წუთს სა­შაც შე­მო­უ­ერ­თ­და, თით­ქოს ჩა­საფ­რე­ბუ­ლი იყოო. მა­მა­კაც­მა სტუ­დენ­ტო­ბის ამ­ბე­ბის მო­ყო­ლა და­იწყო და თი­კო ძა­ლი­ან გა­ერ­თო. შემ­დეგ ძელ­ს­კამ­ზე ჩა­მოს­ხ­დ­ნენ.
- თი­კო, რას იტყ­ვით, ღა­მის ტრა­სა­ზე რომ გა­ვიქ­რო­ლოთ მან­ქა­ნით? თქვენ, მე და ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი. სის­წ­რა­ფე ად­რე­ნა­ლი­ნის მოზღ­ვა­ვე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.
ქალ­მა შუბ­ლი შე­იკ­რა.
- გმად­ლობთ, მაგ­რამ არ მიყ­ვარს მან­ქა­ნით სწრა­ფი სი­ა­რუ­ლი, მე­ში­ნია.
- სა­ში­ში რა არის? ავა­რი­ას აღარ მო­ვახ­დენ, სრუ­ლი­ად ფხი­ზე­ლი ვარ.
სა­ნამ თი­კო პა­სუხს გას­ცემ­და, ვი­ღა­ცის ცი­ვი ხმა გა­ის­მა:
- სა­შა!
თი­კო და­ი­ძა­ბა, თა­ვი მი­აბ­რუ­ნა და ზუ­ზი და­ი­ნა­ხა.
- ჩვენს ამე­რი­კელ სტუ­მარს შენ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბა უნ­და. მი­დი! - ზუ­ზიმ უსი­ა­მოვ­ნოდ გა­და­ხე­და ერ­თ­მა­ნე­თის გვერ­დით მო­კა­ლა­თე­ბულ წყვილს, - არ ღირს შან­სის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა.
- ოკ, მივ­დი­ვარ, - სა­შა წა­მოდ­გა, მე­რე თი­კოს­კენ და­ი­ხა­რა და უთხ­რა, - მე მა­ინც ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ჩემ­თან ერ­თად სა­სე­ირ­ნოდ წა­მოხ­ვალთ. აი, ნა­ხავთ, რო­გო­რი სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რ­ძ­ნე­ბაა... - ამ სიტყ­ვე­ბით იქა­უ­რო­ბას გა­ე­ცა­ლა.
ზუ­ზის ისე­თი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა ჰქონ­და, რომ თი­კო გა­ღი­ზი­ან­და. ფიქ­რობ­და, რო­გორ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო მის­გან, ამ მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი და ამა­ვე დროს სას­ტი­კი კა­ცის­გან. წას­ვ­ლა და­ა­პი­რა, მაგ­რამ ზუ­ზი ისე დად­გა, რომ გზა გა­და­უ­კე­ტა. თი­კო შედ­გა და უნებ­ლი­ეთ თმა­ზე გა­და­ის­ვა ხე­ლი.
- თუ­კი სა­შამ მან­ქა­ნით გა­სე­ირ­ნე­ბა კი­დევ შე­მოგ­თა­ვა­ზათ, კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარი უთხა­რით, - თქვა მან, თან ქა­ლის და­ძა­ბულ პრო­ფილს თვალს არ აშო­რებ­და.
- მარ­თ­ლა? - თი­კომ ჯი­ქურ გა­უს­წო­რა მზე­რა, - რა მი­ზე­ზით უნ­და ვუთხ­რა უარი? - ცი­ვად იკითხა და შე­ე­ცა­და, ხმას მი­სი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­ე­ცა.


გაგრძელება იქნება

სვეტა კვარაცხელია

წაიკითხეთ წინა თავი

წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
დdxa
Dzalian kargi novelaa.chemi txovna iqneba mal male rom daidos shemdegi tavebi novelasi
11:13 / 10-07-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93