ნოველები

თამაში მზესთან. 6 თავი

თამაში მზესთან. 6 თავი
ზუ­ზი მშვი­დად იდ­გა და ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცევ­და ქა­ლის მტრულ გა­მო­ხედ­ვას. - მი­ზე­ზი რომ არ მქო­ნო­და, არც გეტყო­დით. რად­გან ვამ­ბობ, ესე იგი, ასეა და ეს თქვენს ინ­ტე­რე­სებ­შიც შე­დის.
- თქვენ რა­ღაც უც­ნა­უ­რად ლა­პა­რა­კობთ. მე მო­მე­წო­ნა თქვე­ნი ძმა­კა­ცი.
- სწო­რედ ამის მე­ში­ნო­და. სა­შა ქა­ლებ­ში პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. უნ­და გითხ­რათ, რომ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დი­დოს­ტა­ტია, თუმ­ცა, ავა­რი­ის შემ­დეგ ფორ­მა­ში ვერ არის. მარ­თა­ლია, ქა­ლე­ბი ახ­ლაც არ ანე­ბე­ბენ თავს და გარს ეხ­ვე­ვი­ან, მაგ­რამ მხო­ლოდ იმის იმე­დით, რომ სულ ასე არ იქ­ნე­ბა. სა­შას უყ­ვარს,
რო­ცა ქა­ლე­ბი ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ.
- მე­გო­ნა, სა­შა თქვე­ნი მე­გო­ბა­რი იყო, - ცი­ვად წარ­მოთ­ქ­ვა თი­კომ.
- ასე­ცაა, ჩე­მი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია. ალ­ბათ ფიქ­რობთ, მე­გო­ბარ­ზე ასე რო­გორ ლა­პა­რა­კობ­სო. არა­კა­ცად მი­გაჩ­ნი­ვართ, არა? მე იმას გე­უბ­ნე­ბით, რაც მის­თ­ვის ათას­ჯერ მით­ქ­ვამს, - იგი კვლავ ირო­ნი­ულ ტონს ინარ­ჩუ­ნებ­და, - წე­ღან თქვენს მზე­რა­ში რო­მან­ტი­კა შევ­ნიშ­ნე, რო­მე­ლიც თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბას­თან იყო შე­ხა­მე­ბუ­ლი. ეს ნა­რე­ვი გრძნო­ბა ძალ­ზე სა­ში­შია. შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი ბა­თუ­მის ჯა­დოს­ნუ­რი ღა­მის ბრა­ლია ან იქ­ნებ, სუ­ლაც სა­შა­სი, რო­მელ­მაც თქვენს გულ­ში ახა­ლი გრძნო­ბე­ბი გა­აღ­ვი­ძა? მე მა­ინც გაფ­რ­თხი­ლებთ. ბა­თუ­მი ისე­თი ქა­ლა­ქია, შე­საძ­ლოა, და­ი­ჯე­როთ, რომ ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ სი­ა­მოვ­ნე­ბაა და სხვა არა­ფე­რი. აქ რო­მან­ტი­კა ჰა­ერ­ში ტრი­ა­ლებს, ყვე­ლა­ფე­რი მი­სი სურ­ნე­ლი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ილუ­ზია მა­ლე ქრე­ბა. ასე ემარ­თე­ბათ ადა­მი­ა­ნებ­საც. თქვენ საკ­მა­ოდ გა­მო­უც­დე­ლი ხართ და რო­მან­ტი­კის ილუ­ზი­ას ალ­ბათ ად­ვი­ლად მი­ენ­დო­ბით. ამი­ტომ მტკივ­ნე­უ­ლი იქ­ნე­ბა, რო­ცა მკაც­რი სი­ნამ­დ­ვი­ლე ილუ­ზი­ას გა­გიც­რუ­ებთ.

თი­კოს არ ესი­ა­მოვ­ნა მა­მა­კა­ცის სიტყ­ვე­ბი და უარე­სად გა­ღი­ზი­ან­და:
- თქვენ რა იცით, მე რა გა­მოც­დი­ლე­ბის პატ­რო­ნი ვარ? ან ჩე­მი რო­მან­ტი­კის ზო­მა-წო­ნა? ყო­ველ­თ­ვის რა­ტომ ცდი­ლობთ ჭკუ­ის და­რი­გე­ბას? ფიქ­რობთ, რომ იმ ჩურ­ჩუ­ტი ქა­ლე­ბის რიცხვს მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბი, პირ­ვე­ლი­ვე მა­მა­კაცს რომ ჩა­უხ­ტე­ბი­ან სა­წოლ­ში? ვინ გე­კითხე­ბათ სა­ერ­თოდ, რო­გორ მო­ვიქ­ცე, რა უფ­ლე­ბით? მინ­და გითხ­რათ, რომ ზედ­მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ცი­ნი­კო­სი და სა­ერ­თოდ, აუტა­ნე­ლი კა­ცი ხართ!
თი­კო ერ­თი­ა­ნად ცახ­ცა­ხებ­და, ხმაც კი აუკან­კალ­და. ცდი­ლობ­და, თა­ვი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა და არ ატი­რე­ბუ­ლი­ყო.
ზუ­ზი ხეს მი­ეყ­რ­დ­ნო, თვა­ლე­ბი მო­ჭუ­ტა და ერ­თობ რბი­ლად წარ­მოთ­ქ­ვა:
- იცით? ჩე­მი მი­სა­მარ­თით ასე­თი სიტყ­ვე­ბი არას­დ­როს მო­მის­მე­ნია. იმე­დია, მო­ვა დრო და აზრს შე­იც­ვ­ლით. ახ­ლა კი მა­პა­ტი­ეთ, უნ­და დაგ­ტო­ვოთ. - ზუ­ზიმ ჩა­ი­ცი­ნა, ქალს თა­ვი და­უკ­რა და წა­ვი­და.
თი­კო მარ­ტო დარ­ჩა, მერ­ხის სა­ზურ­გეს ისე ჩას­ჭი­და თი­თე­ბი, რომ ტკი­ვი­ლი იგ­რ­ძ­ნო.
ამ დროს ბი­ლიკ­ზე ნატ­კა გა­მოჩ­ნ­და, და­ქალს მი­უ­ახ­ლოვ­და და მხრებ­ზე ფა­ფუ­კი პლე­დი მო­ა­ხუ­რა.
- ზუ­ზიმ მთხო­ვა, უკ­ვე აცივ­და და თი­კოს რა­მე მო­აც­ვიო, - ნატ­კამ გა­ი­ღი­მა, - აი, ეს მომ­ცა. წუხს კა­ცი, სიგ­რი­ლე­ში გა­რეთ რომ ზი­ხარ.
პლედ­მა თი­კოს სუ­ლიც გა­უთ­ბო და სხე­უ­ლიც, სა­სი­ა­მოვ­ნო ტალ­ღამ და­უ­ა­რა. რო­გორც ჩანს, ესი­ა­მოვ­ნა, მა­მა­კაც­მა მას­ზე რომ იზ­რუ­ნა.
- რო­დის წა­ვალთ?
- უკ­ვე მივ­დი­ვართ. მი­როს ეჩ­ქა­რე­ბა, ხვალ ად­რეა ასად­გო­მი.
ქა­ლე­ბი სახ­ლის­კენ გა­ე­მარ­თ­ნენ. თი­კომ რა­ტომ­ღაც, შვე­ბა იგ­რ­ძ­ნო. იქ­ნებ იმი­ტომ, რომ გა­ი­ფიქ­რა, ზუ­ზიმ ამ ნა­ბი­ჯით თა­ვი­სი უხე­ში სიტყ­ვე­ბის­თ­ვის ბო­დი­ში მო­ი­ხა­დაო...

თი­კოს უკ­ვირ­და, ასე ად­ვი­ლად და უცებ რომ შე­ეჩ­ვია ახალ გა­რე­მოს. ნი­კა მის მო­მიჯ­ნა­ვე ოთახ­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს და მი­რო სი­ხა­რულს ვერ მა­ლავ­და, რად­გან ქა­ლი ბი­ჭის მი­მართ სა­ო­ცარ მზრუნ­ვე­ლო­ბას იჩენ­და.
თი­კოს მოს­წონ­და ეს პა­ტა­რა, მწვა­ნე­ში ჩაფ­ლუ­ლი ქა­ლა­ქი და ის სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, რა­საც ყო­ველ ნა­ბიჯ­ზე გრძნობ­და. ნი­კა ყო­ველ დი­ლით გა­დარ­ბო­და მე­ზო­ბელ სახ­ლ­ში, სა­დაც მი­სი ტო­ლი გო­გო-ბი­ჭე­ბი ცხოვ­რობ­დ­ნენ და მათ­თან თა­მა­შით ერ­თო­ბო­და. ნატ­კა და თი­კო ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობ­დ­ნენ და ქა­ლაქ­ში გას­ვ­ლა­საც ას­წ­რებ­დ­ნენ.

ნატ­კას ხა­სი­ა­თი გა­მო­უ­კეთ­და, ისე­თი შე­წუ­ხე­ბუ­ლი აღარ ჩან­და, რო­გო­რიც ად­რე იყო. ქა­ლე­ბი მხი­ა­რუ­ლად ატა­რებ­დ­ნენ დროს, ბავ­შ­ვო­ბას იხ­სე­ნებ­დ­ნენ, კა­ფე­ებს სტუმ­რობ­დ­ნენ, პლაჟ­ზე გა­სა­რუ­ჯად და­დი­ოდ­ნენ, ზოგ­ჯერ სრუ­ლი­ად უმი­ზე­ზოდ იცი­ნოდ­ნენ... მი­როც გა­ხა­ლის­და, ნი­კას ძვე­ლე­ბუ­რად დიდ ყუ­რადღე­ბას აქ­ცევ­და და იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, რომ თი­კოს აქ ყოფ­ნა მა­საც შვე­ბას ჰგვრი­და.
თი­კო ლა­ღად იყო, მაგ­რამ ხში­რად ფიქ­რობ­და... ფიქ­რობ­და ერ­თ­დ­რო­უ­ლად ორ მა­მა­კაც­ზე - დემ­ნა­ზე, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში უყ­ვარ­და, და ზუ­ზი­ზეც, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან გა­მოჩ­ნ­და მის ცხოვ­რე­ბა­ში. ორი­ვე თით­ქოს რა­ღა­ცით ჰგავ­და ერ­თ­მა­ნეთს, გან­სა­კუთ­რე­ბით ირო­ნი­ის სი­ჭარ­ბით, თუმ­ცა, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ბევ­რად მე­ტი იყო. ამავ­დ­რო­უ­ლად, აღი­ზი­ა­ნებ­და, ზუ­ზი­ზე რომ ფიქ­რობ­და. რა­ღაც­ნა­ი­რად ეში­ნო­და კი­დეც მი­სი, მაგ­რამ რაც ზუ­ზი ბა­თუ­მი­დან საქ­მე­ებ­ზე გა­ემ­გ­ზავ­რა, თა­ვი გა­ცი­ლე­ბით მშვი­დად იგ­რ­ძ­ნო. თუმ­ცა, ეს იდი­ლია დიდ­ხანს არ გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლა. მე­სა­მე დღეს ნატ­კამ უთხ­რა, ზუ­ზი ამა­ღამ ჩა­მო­დის, მი­როს და­უ­რე­კა და ხვალ სა­დი­ლად გვე­პა­ტი­ჟე­ბაო. სა­შინ­ლად აფო­რი­აქ­და. ბო­ლო წუ­თამ­დე იმე­დოვ­ნებ­და, რომ რა­ღაც მოხ­დე­ბო­და და ზუ­ზის­თან სტუმ­რო­ბას აიც­დენ­და, მაგ­რამ არა­ფე­რიც არ მოხ­და...

ხში­რად ეკითხე­ბო­და თა­ვის თავს, სიყ­ვა­რულ­ში წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­დეგ რა­ტომ­ღა ფიქ­რობ­და მას­ზე, მაგ­რამ პა­სუ­ხის გა­ცე­მას თავს არი­დებ­და. არა­და, და­ნამ­დ­ვი­ლე­ბით იცო­და, რომ სწო­რედ წარ­სუ­ლი მარ­ცხის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად სჭირ­დე­ბო­და ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა. იყო კი გა­ტა­ცე­ბა? ზუ­ზი დი­დად არ ჩან­და მი­სით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, არც თვი­თონ იკ­ლავ­და თავს, რო­გორ­მე თა­ვი მო­ე­წო­ნე­ბი­ნა მის­თ­ვის, გაფ­ლირ­ტა­ვე­ბო­და ან გაპ­რან­ჭო­და. მაშ, რო­გორ­ღა უნ­და გა­ედ­გა ფეს­ვე­ბი ახალ ურ­თი­ერ­თო­ბას? ეს არ იცო­და.

სტუმ­რად წა­სას­ვ­ლე­ლად გა­ემ­ზა­და, ლი­მო­ნის­ფე­რი ტი­ლოს პი­ჯა­კი და ლურ­ჯი შარ­ვა­ლი ჩა­იც­ვა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უხ­დე­ბო­და. ოთახ­ში შე­მო­სულ­მა ნატ­კამ მის და­ნახ­ვა­ზე აღ­ტა­ცე­ბა ვერ და­მა­ლა. რამ­დენ­ჯერ­მე და­ატ­რი­ა­ლა, რომ კარ­გად შე­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა.
- ვა­ი­მე, რა ლა­მა­ზი ხარ, რო­გო­რი დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა გაქვს, მშურს შე­ნი. მა­გა­რი კოს­ტი­უ­მი გაც­ვია. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უჩ­ვე­ნოდ ზუ­ზი შენ­თან არ მო­იწყენს. - გა­ი­ხუმ­რა ნატ­კამ.
- რას ნიშ­ნავს არ მო­იწყენს? - შემ­კ­რ­თალ­მა თი­კომ ნერ­ვი­უ­ლად შე­ა­თა­მა­შა მხრე­ბი და უც­ნა­ურ­მა წი­ნათ­გ­რ­ძ­ნო­ბამ გუ­ლი შე­უ­ტო­კა. - `უჩ­ვე­ნოდ" რა­ღაა?
- რა და, მი­როს აგ­ვი­ან­დე­ბა, მე კი­დევ, თუ არ და­ვე­ლო­დე, არ გა­მო­ვა. ამი­ტომ მარ­ტო მო­გი­წევს წას­ვ­ლა, ჩვენ კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მო­გი­ერ­თ­დე­ბით.
თი­კოს არც უც­დია აღელ­ვე­ბი­სა და წყე­ნის და­ფარ­ვა, ამი­ტომ მე­გო­ბარს მკვა­ხე ტო­ნით მი­ა­ხა­ლა:
- მე­რე და­უ­რე­კე და უთხა­რი, შეგ­ვაგ­ვი­ან­დე­ბა-თქო, მე რას შე­მომ­ყუ­რებ? ხომ იცი, რომ იქ წას­ვ­ლა სულ არ მინ­და, უბ­რა­ლოდ, თქვე­ნი ხათ­რის გა­მო არ ვთქვი უარი. არ ვიც­ნობ მე იმ კაცს იმ დო­ნე­ზე, რომ მას­თან ვი­სა­დი­ლო და მას­ლა­ა­თი გა­ვუ­ბა. მით უფ­რო, რომ იქ ალ­ბათ სხვე­ბიც იქ­ნე­ბი­ან.
ნატ­კამ მხრე­ბი აიჩე­ჩა.
- არა­ვინ არ იქ­ნე­ბა, მხო­ლოდ ჩვენ დაგ­ვ­პა­ტი­ჟა. რა გჭირს? ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლის­თ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბა იქ­ნე­ბო­და, რომ ზუ­ზის­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნის შან­სი მის­ცე­მო­და. შენ კი­დევ გა­ურ­ბი­ხარ მას­თან შეხ­ვედ­რას. რა­ტომ? რა არ მოგ­წონს? უხერ­ხუ­ლია, არც ერ­თი რომ არ მი­ვი­დეთ, გვე­ლო­დე­ბა ის ბი­ჭი. მი­დი, ჩა­დი დაბ­ლა, მან­ქა­ნა სა­ცაა, მო­ვა.
ალე­წილ­მა თი­კომ ხელ­ჩან­თა მხარ­ზე გა­და­ი­კი­და და კი­ბე­ზე და­ეშ­ვა. რა­ტომ­ღაც, გა­ი­ფიქ­რა, რომ მი­რო და ნატ­კა სა­ერ­თოდ არ აპი­რებ­დ­ნენ ზუ­ზის­თან გას­ვ­ლას, რად­გან გან­მარ­ტო­ე­ბით ყოფ­ნა სურ­დათ. რა თქმა უნ­და, თი­კო ცოლ-ქმარს ამა­ში სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ არა ზუ­ზის­თან სტუმ­რო­ბის ხარ­ჯ­ზე. ბო­ლოს და ბო­ლოს, ქა­ლაქ­ში გა­ვი­დო­და და გა­ივ­ლი­და.
ჭიშ­კარს `მერ­სე­დე­სი" მოს­დ­გო­მო­და. ხან­ში შე­სუ­ლი მძღო­ლი მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვი­და, თი­კოს მი­ე­სალ­მა და წი­ნა სა­ლო­ნის კა­რი გა­უ­ღო.
- მო­გე­სალ­მე­ბით, ქალ­ბა­ტო­ნო. ბა­ტონ­მა ზუ­ზიმ გა­მომ­გ­ზავ­ნა და მითხ­რა, მშვე­ნი­ე­რი მგზავ­რი გე­ლო­დე­ბათ და გზა­ში დიდ­ხანს არ და­ა­ყოვ­ნო­თო, - გა­უ­ღი­მა მძღოლ­მა.
თი­კომ შუბ­ლი შე­იკ­რა. ეს რა, შეთ­ქ­მუ­ლე­ბაა? რას ნიშ­ნავს მშვე­ნი­ე­რი მგზავ­რი? ანუ მა­ნაც იცის, რომ თი­კო მარ­ტო უნ­და ეწ­ვი­ოს?
მძღო­ლის­თ­ვის პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია, მხო­ლოდ გა­უ­ღი­მა და მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და...

მო­სამ­სა­ხუ­რე ჰოლ­ში შე­უძღ­ვა. ქალს ფე­ხე­ბი უკან რჩე­ბო­და, ერ­თი სუ­ლი ჰქონ­და, დღე რო­დის მი­ი­ლე­ო­და. მო­ბი­ლუ­რის მო­ნი­ტორს და­ხე­და, ოთხი სა­ა­თი სრულ­დე­ბო­და. გუ­ლაჩ­ქ­რო­ლე­ბულ­მა ში­და კი­ბე­ზე დინ­ჯი ნა­ბი­ჯე­ბით ჩა­მო­მა­ვა­ლი ზუ­ზი და­ი­ნა­ხა, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ელე­გან­ტუ­რი და ქედ­მა­ღა­ლი. სა­ხე­ზე ჩვე­უ­ლი ირო­ნი­უ­ლი ღი­მი­ლი დას­თა­მა­შებ­და. ხა­კის­ფე­რი პე­რან­გი მის მწვა­ნე თვა­ლებ­სა და გა­რუ­ჯულ სა­ხეს სა­ოც­რად ეხა­მე­ბო­და.
- და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი სტუ­მა­რიც მობ­რ­ძა­ნე­ბუ­ლა, - ფარ­თოდ გა­ი­ღი­მა ზუ­ზიმ და თი­კოს ხე­ლის­კენ და­ი­ხა­რა.
ქალ­მა კოც­ნა არ და­ა­ნე­ბა, მაგ­რამ ზუ­ზიმ თი­თე­ბი მო­უ­ჭი­რა და ისე მო­ხერ­ხე­ბუ­ლად მი­ი­ტა­ნა ტუ­ჩებ­თან მი­სი მარ­ჯ­ვე­ნა, თი­კომ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­წე­ვა ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა. კი­დევ ერ­თხელ იგ­რ­ძ­ნო მი­სი მა­მა­კა­ცუ­რი სიძ­ლი­ე­რე და მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ხიბ­ლი.
- ნატ­კა და მი­რო ცო­ტა გვი­ან მოვ­ლენ, - ხმა­დაბ­ლა წარ­მოთ­ქ­ვა.
- ვი­ცი. თქვენ­თ­ვის ალ­ბათ უსი­ა­მოვ­ნოა მათ გა­რე­შე ჩემ­თან ყოფ­ნა, არა? ეს მო­მენ­ტი ხომ არ გა­ში­ნებთ? - დაშ­ნა­სა­ვით მო­ი­მარ­ჯ­ვა ზუ­ზიმ ირო­ნია.
თი­კო და­ი­ძა­ბა.
- ამის მი­ზე­ზი არ მაქვს. ჩვენ არ­ც­თუ ისე ახ­ლოს ვიც­ნობთ ერ­თ­მა­ნეთს, რომ ში­შის გან­ც­და დაგ­ვე­უფ­ლოს. ისიც ვი­ცი, რომ მათ გა­რე­შე მარ­ტო მე არ დამ­პა­ტი­ჟებ­დით. - არც თი­კომ და­აკ­ლო ირო­ნია.
- მარ­თ­ლა ასე ფიქ­რობთ? რას იტყ­ვით, თუ გეტყ­ვით, რომ მხო­ლოდ ჩე­მი მე­გობ­რე­ბის ხათ­რით არას­დ­როს მო­გიწ­ვევ­დით-მეთ­ქი?
თი­კო ოდ­ნავ და­იბ­ნა. ეს ფლირტს ჰგავ­და, მაგ­რამ არ შე­იმ­ჩ­ნია. ზუ­ზიმ, ვი­თომ აქ არა­ფე­რიო, მკლავ­ში ხე­ლი გა­მოს­დო და სას­ტუმ­რო ოთახ­ში შე­იყ­ვა­ნა. რო­გორც კი პირ­ველ სა­ვარ­ძელს მი­უ­ახ­ლოვ­დ­ნენ, ქალ­მა მა­მა­კაცს ხე­ლი გა­აშ­ვე­ბი­ნა და სა­ვარ­ძელ­ში ჩა­ეშ­ვა. ზუ­ზი კი ბუ­ფეტ­თან მი­ვი­და და კო­ნი­ა­კით სავ­სე ბოთ­ლი და ორი სირ­ჩა გა­მო­ი­ღო. ქა­ლი თვალს არ აცი­ლებ­და. `ე­საა სა­დი­ლი? ასე მშრა­ლად აპი­რებს ჩემს გა­მას­პინ­ძ­ლე­ბას?" - შეც­ბუ­ნე­ბულ­მა და გაწ­ბი­ლე­ბულ­მა გა­ი­ფიქ­რა. ამ დროს ზუ­ზი მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მობ­რუნ­და და თი­კოს დამ­ფ­რ­თხალ მზე­რას შე­ე­ფე­თა.
- მი­ხა­რია, რომ ერ­თად ვი­სა­დი­ლებთ, თა­ნაც ძა­ლი­ან მშია, - მან ისე­თი ღი­მი­ლით გა­და­ხე­და ქალს, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად და­აბ­ნია.
- თქვე­ნი ქე­ჟუ­ა­ლი მომ­წონს, - გა­აგ­რ­ძე­ლა ზუ­ზიმ, - გიხ­დე­ბათ.
ქალ­მა თვა­ლე­ბი და­აჭყი­ტა. ამან რა იცის, რა არის ქე­ჟუ­ა­ლი? ეს ლო­ვე­ლა­სუ­რი სვლაა? ქა­ლის მო­ხიბ­ვ­ლა მო­დუ­რი ტერ­მი­ნე­ბით? დაბ­ნე­ულ­მა აღარ იცო­და, თვა­ლე­ბი სად წა­ე­ღო, ვერც ხე­ლებს მო­უ­ხერ­ხა ვე­რა­ფე­რი და საშ­ვე­ლად სირ­ჩას უხ­მო - პა­წა­წი­ნა სას­მი­სი ორი­ვე ხე­ლით ჩაბღუ­ჯა.
- გაგ­ვი­მარ­ჯოს... მე და თქვენ! - თქვა მა­მა­კაც­მა და მი­უ­ჭა­ხუ­ნა.
თი­კომ ოდ­ნავ და­აქ­ნია თა­ვი, კო­ნი­ა­კი მოს­ვა, მაგ­რამ სირ­ჩა ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვია.
- მე­ო­რე ოთახ­ში ხომ არ გა­და­ვი­ნაც­ვ­ლოთ? - ზუ­ზიმ თა­ვი ოდ­ნავ გვერ­დ­ზე გა­და­ხა­რა და ეშ­მა­კუ­რი მზე­რა მი­აპყ­რო.
- რა სა­ჭი­როა? - გა­აპ­რო­ტეს­ტა შე­ში­ნე­ბულ­მა თი­კომ.
- არ ვი­სა­დი­ლოთ? მგო­ნი, სა­დილ­ზე შევ­თან­ხ­მ­დით, - გა­ი­ცი­ნა ზუ­ზიმ და ქალს ხე­ლით მე­ო­რე ოთა­ხის­კენ ანიშ­ნა.
მიხ­ვ­და თი­კო, რომ მა­მა­კა­ცი შეგ­ნე­ბუ­ლად აფ­რ­თხობ­და. აშ­კა­რა იყო, სი­ა­მოვ­ნებ­და მი­სი რე­აქ­ცი­ის ყუ­რე­ბა. არა, რო­გორ­ღაც უნ­და მო­ე­რი­ოს თავს. ამ­დე­ნი ხა­ნი რით ვერ შე­ის­წავ­ლა მი­სი ოინე­ბი? რა არის აქ სა­ში­ში, ხომ არ და­ე­ტა­კე­ბა?
თა­ვის ხელ­ში ასაყ­ვა­ნად რამ­დე­ნი­მე წა­მი დას­ჭირ­და. რო­გორც იქ­ნა, მო­ეშ­ვა, თავს ისე და­ძა­ბუ­ლად აღარ გრძნობ­და. ზუ­ზი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მას­პინ­ძე­ლი რომ იყო, ეს აქ გა­ტა­რე­ბულ პირ­ველ სა­ღა­მო­საც შე­ამ­ჩ­ნია. მა­მა­კა­ცი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობ­და, ქალს უხერ­ხუ­ლო­ბა არ ეგ­რ­ძ­ნო. თან სა­დი­ლობ­დ­ნენ, თან სა­უბ­რობ­დ­ნენ. სუფ­რა სავ­სე იყო ნა­ირ-ნა­ირი კერ­ძით, მაგ­რამ იმ­წუ­თას თი­კოს­თ­ვის რომ გე­კითხათ, რა იდო მა­გი­და­ზეო, ნა­ხე­ვარს ვერ და­ა­სა­ხე­ლებ­და.
თი­კო სი­ა­მოვ­ნე­ბით უს­მენ­და ზუ­ზის ხა­ვერ­დო­ვან ხმას, მის იუმორს და თან­და­თან მი­სი გავ­ლე­ნის ქვეშ ექ­ცე­ო­და.
ნატ­კა და მი­რო ჯე­რაც არ ჩან­დ­ნენ, თუმ­ცა, თი­კო უკ­ვე მათ გა­რე­შეც თა­ვი­სუფ­ლად გრძნობ­და თავს. ის კი არა, თა­ვი­სი თა­ვის შერ­ცხ­ვა კი­დეც, მა­მა­კაცს თა­ვი­დან ცი­ვად რომ ექ­ცე­ო­და. იგი სულ სხვა­ნა­ი­რი აღ­მოჩ­ნ­და, მი­სი დამ­ცი­ნა­ვი ტო­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლად სადღაც გაქ­რა, ალერ­სი­ა­ნი მზე­რით შეს­ც­ქე­რო­და ქალს და ისე ესა­უბ­რე­ბო­და, თით­ქოს დი­დი ხნის ნაც­ნო­ბე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ.
- მინ­და, დე­და­ჩე­მის ნა­ხა­ტე­ბი და­გათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნოთ. ყვე­ლას არ ვუჩ­ვე­ნებ ხოლ­მე, მაგ­რამ, რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ თქვენ და­გა­ინ­ტე­რე­სებთ და მო­გე­წო­ნე­ბათ.

თი­კოს კმა­ყო­ფი­ლე­ბა და­ე­უფ­ლა, ამით ხომ მა­მა­კა­ცის ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რებ­და. ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ ზუ­ზის მი­სი გე­მოვ­ნე­ბა მოს­წონ­და.
გა­ლე­რე­ის ტი­პის ოთა­ხი მან­სარ­და­ში მდე­ბა­რე­ობ­და. ირი­ბად დახ­რი­ლი ჭე­რის ქვეშ აქა-იქ ბო­ლომ­დე გა­მარ­თ­ვა ჭირ­და, მაგ­რამ არა თი­კოს­თ­ვის, ის სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის იყო და წელ­ში მოხ­რა არ დას­ჭირ­ვე­ბია. იქა­უ­რო­ბა ვარ­დის­ფე­რი შუ­ქით იყო გა­ნა­თე­ბუ­ლი. კედ­ლებ­ზე კი, სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­ულ ჩარ­ჩო­ებ­ში ჩას­მუ­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტი­ლო­ე­ბი ეკი­და.
თი­კო მო­ი­ხიბ­ლა ნა­ხა­ტე­ბის სა­ო­ცა­რი ფე­რე­ბით. იგი ნე­ლა მიჰ­ყ­ვე­ბო­და კედ­ლებს, სუ­რა­თებს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და და თან კო­მენ­ტა­რებს აკე­თებ­და. ეტყო­ბო­და, ზუ­ზის სი­ა­მოვ­ნებ­და მას­თან არა მარ­ტო სა­უ­ბა­რი, არა­მედ მის გვერ­დით ყოფ­ნაც. ხან­და­ხან, ვი­თომ სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით, მხრით ოდ­ნავ შე­ე­ხე­ბო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დახ­რი­ლი ჭე­რის გა­მო ბო­ლომ­დე გა­მარ­თ­ვა უჭირ­და.
- სა­ო­ცა­რი დე­და გყო­ლი­ათ... ღმერ­თო ჩე­მო, რო­გორ გრძნობს ფე­რებს, რა სიმ­სუ­ბუ­ქე და ამა­ვე დროს, რამ­ხე­ლა სიღ­რ­მეა ჩაქ­სო­ვი­ლი თი­თო­ე­ულ მათ­გან­ში.

- მად­ლო­ბა, თი­კო. დე­და ბავ­შ­ვო­ბი­დან ხა­ტავ­და, მე­რე კონ­კურ­ს­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა და ლე­ნინ­გ­რა­დის აკა­დე­მი­ა­ში გაგ­ზავ­ნეს სას­წავ­ლებ­ლად. მა­შინ სანქტ-პე­ტერ­ბურგს ლე­ნინ­გ­რა­დი ერ­ქ­ვა, გე­ცო­დი­ნე­ბათ. მი­სი ბევ­რი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­ი­ყი­და. ძი­რი­თა­დად, უცხო­ელ­მა კო­ლექ­ცი­ო­ნე­რებ­მა შე­ი­ძი­ნეს. დე­დას, თბი­ლის­ში რომ სახ­ლი გვაქვს, იქ ჰქონ­და სა­ხე­ლოს­ნო, მე­ო­რე სარ­თულ­ზე და დრო­ის უმეტს ნა­წილს იქ ატა­რებ­და.
- უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა, რომ მი­სი ნა­მუ­შევ­რე­ბი მაჩ­ვე­ნეთ. ეს დი­დი პა­ტი­ვია ჩემ­თ­ვის, ოღონდ არ გე­გო­ნოთ, რომ ამას ისე, ცალ­ყ­ბად ვი­ძა­ხი. გულ­წ­რ­ფე­ლად გე­უბ­ნე­ბით, გე­ფი­ცე­ბით. ენით აუწე­რე­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღე. მეც ვხა­ტავ­დი ერთ დროს, მაგ­რამ დე­დათ­ქ­ვენ­თან ახ­ლო­საც ვერ მი­ვალ. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბო­და. ნა­ხა­ტე­ბი ხომ ყვე­ლა­ზე უკეთ გად­მოს­ცე­მენ ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ათს.
ზუ­ზიმ თა­ვი და­უქ­ნია, სა­ხე­ზე სევ­და აღ­ბეჭ­დო­და, შემ­დეგ თი­კოს კვლავ ხელ­კა­ვი გა­მოს­დო, ისევ სას­ტუმ­რო ოთახ­ში შე­იყ­ვა­ნა და კო­ნი­ა­კი კი­დევ ერ­თხელ და­უს­ხა.

- მო­დი, დე­დე­ბი ვადღეგ­რ­ძე­ლოთ. ძა­ლი­ან ძველ­მო­დუ­რად გა­მომ­დის, მაგ­რამ დე­და ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი იყო, თუმ­ცა, დე­დი­კოს ბი­ჭი არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ, - თით­ქოს ბო­დიშს იხ­დი­სო, ზუ­ზიმ მო­რი­დე­ბით გა­ხე­და ქალს.
- მი­სი ხსოვ­ნი­სა იყოს, დე­და­ჩემ­საც გა­უ­მარ­ჯოს. მა­პა­ტიე, მაგ­რამ ვერ დავ­ლევ, უნ­და წა­ვი­დე, ჩე­მი წას­ვ­ლის დრო დად­გა, - თქვა, სირ­ჩა მა­გი­და­ზე და­დო და წა­მოდ­გა, მაგ­რამ იგ­რ­ძ­ნო, რომ წას­ვ­ლა სუ­ლაც არ უნ­დო­და.
- რა? რო­გორ თქვი წე­ღან? - მო­უ­ლოდ­ნე­ლად მა­მა­კა­ცი ახ­ლოს მი­ეჭ­რა.
- რა?.. რა რო­გორ ვთქვი? - და­იბ­ნა თი­კო.
- მა­პა­ტიეო...
- ჰო, რა ვი­ცი... სხვა­ნა­ი­რად უნ­და მეთ­ქ­ვა? - თი­კო ვე­რა­ფერს მიხ­ვ­და.
- შე­ნო­ბით მომ­მარ­თე... მა­პა­ტიეო და არა მა­პა­ტი­ე­თო...
- ა! - ქა­ლი ჭარ­ხა­ლი­ვით გა­წილ­და, ამის­თ­ვის სუ­ლაც არ მი­უქ­ცე­ვია ყუ­რადღე­ბა, - ასეთ წვრილ­მა­ნებს თქვენ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს?
- ეს წვრილ­მა­ნია? მე პი­რი­ქით ვფიქ­რობ, წვრილ­მა­ნი კი არა, ყვე­ლა­ზე დი­დი მსხვილ­მა­ნია.
თი­კო ისე და­იბ­ნა, პა­სუ­ხი ვერ გას­ცა. რას იფიქ­რებ­და, თუ ერთ ბგე­რას ასე­თი ეფექ­ტის მოხ­დე­ნა შე­ეძ­ლო.
- და­ლიე, თი­კო. არ გა­გიშ­ვებ, სა­ნამ არ და­ლევ! - ზუ­ზიც გა­უ­ში­ნა­ურ­და, - ხომ ხე­დავ, რო­გორ აგ­რილ­და, ცო­ტა­თი გათ­ბე­ბი. პი­რო­ბას გაძ­ლევ, რომ შე­ნი სიმ­თ­ვ­რა­ლით არ ვი­სარ­გებ­ლებ, - ღი­მი­ლით და­ა­მა­ტა, რო­ცა ქალ­მა კო­ნი­ა­კი მოწ­რუ­პა.
რო­ცა მის შემ­ც­ბარ სა­ხეს შე­ხე­და, მა­მა­კაცს სი­ცი­ლი აუტყ­და.
- ვი­ხუმ­რე, რა მო­გი­ვი­და? ამ­წუ­თას იცი, რას შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა შე­გა­და­როს? ზღვა­ში ჩა­მა­ვალ მზეს.
თი­კომ წარ­ბე­ბი აზი­და და უსაშ­ვე­ლო ირო­ნი­ით წარ­მოთ­ქ­ვა:
- და თქვენ ამ მზეს­თან თა­მა­ში წა­მო­იწყეთ, არა?
ამის გა­გო­ნე­ბა­ზე ზუ­ზის სა­ხე მო­ეღ­რუბ­ლა, წა­მით მზე­რა გა­ე­ყი­ნა, მე­რე ჩა­ახ­ვე­ლა, ღრმად ამო­იხ­ვ­ნე­შა და ყრუ ხმით წარ­მოთ­ქ­ვა:
- ნე­ბა მო­მე­ცით, სახ­ლამ­დე მი­გა­ცი­ლოთ. - მი­სი ეს დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­უ­ლი სვლა იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნ­და, რომ თი­კო გა­ხევ­და.
- არა, არა, ნუ შე­წუხ­დე­ბით, თქვე­ნი მძღო­ლი მი­მიყ­ვანს, - იმ­წამს ვერც ერ­თი ვერ მიხ­ვ­და, კვლავ ოფი­ცი­ა­ლურ ტონ­ზე რომ გა­და­ვიდ­ნენ.
თი­კოს ნი­რი წა­უხ­და. ცუ­დად გა­მო­უ­ვი­და, თა­ვი­სი და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი წა­მო­ძა­ხი­ლით მას­პინ­ძელს სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ღა­მო ჩა­უშ­ხა­მა. არც თვი­თონ ჩა­ვარ­დ­ნი­ლა უკე­თეს დღე­ში.

- მა­პა­ტი­ეთ... ასე არ მინ­დო­და.
- მაგ­რამ ოს­ტა­ტუ­რად გა­მო­გი­ვი­დათ, - ჩა­ი­ცი­ნა ზუ­ზიმ, ლარ­ნა­კი­დან ერ­თი ცა­ლი ხას­ხა­სა წი­თე­ლი ვარ­დი ამო­ი­ღო და გა­უ­წო­და, - და დღე­ი­დან ჩვენ ორს შო­რის მო­ცი­ქუ­ლი არის ვარ­დი. - ამ სიტყ­ვე­ბით ქალს იდაყ­ვი და­უ­ჭი­რა და გა­რეთ გა­იყ­ვა­ნა.
მან­ქა­ნა ეზო­ში ეყე­ნა. მძღო­ლი სა­ჭეს­თან იჯ­და. მათ და­ნახ­ვა­ზე სწრა­ფად გად­მო­ვი­და `მერ­სე­დე­სი­დან" და კვლავ წი­ნა სა­ლო­ნის კა­რი გა­მო­ა­ღო.
- და­კე­ტე, და­თა, ჯერ არ მივ­დი­ვართ, - მძღოლს ხე­ლი აუქ­ნია ზუ­ზიმ, მან­ქა­ნას გვერ­დი აუარა და თი­კოს ზღვის­კენ მი­მა­ვა­ლი ბი­ლი­კის­კენ უბიძ­გა.
თი­კოს ვე­რა­ფე­რი გა­ე­გო, სა­ნამ ნა­პირ­თან მო­ქა­ნა­ვე კა­ტე­რი არ და­ი­ნა­ხა. ზუ­ზი კა­ტერ­ზე შეხ­ტა და ას­ვ­ლა­ში თი­კო­საც მი­ეხ­მა­რა. ამ­წუ­თას ქალს წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­წე­ვის ყო­ველ­გ­ვა­რი სურ­ვი­ლი დაჰ­კარ­გო­და.
ზუ­ზიმ ძრა­ვა ჩარ­თო და კა­ტე­რი ღმუ­ი­ლით გა­იჭ­რა წინ. თი­კო სა­ზურ­გეს მი­აწ­ვა და თვა­ლე­ბი ოდ­ნავ მი­ლუ­ლა. ასე ეგო­ნა, თით­ქოს მა­მა­კა­ცის ძლი­ერ სუნ­თ­ქ­ვას გრძნობ­და, ხო­ლო მი­სი გუ­ლის ძგე­რა ზუ­ზის ეს­მო­და. რო­გორ იფიქ­რებ­და, ასე­თი რამ თუ და­ე­მარ­თე­ბო­და? სა­შინ­ლად მო­უნ­და, მოხ­ვე­ო­და კაცს და მის ფარ­თო გულ­მ­კერ­დ­ზე ყვე­ლა­ზე მტკი­ცე და­საყ­რ­დე­ნი ეპო­ვა. კი­დევ კარ­გი, ბნე­ლო­და და ზუ­ზი მის მდგო­მა­რე­ო­ბას ვერ ამ­ჩ­ნევ­და.

ორი­ვე დუმ­და, არც ერთს არ უნ­დო­და ამ დუ­მი­ლის დარ­ღ­ვე­ვა... ის­მო­და მხო­ლოდ ძრა­ვის ხმა და ტალ­ღე­ბის შხუ­ი­ლი. თი­კომ ჩუ­მად ამო­ი­ოხ­რა, თან შე­ე­შინ­და, ზუ­ზის არ გა­ე­გო­ნა...
არ ახ­სოვს, რამ­დენ ხანს და­სე­ირ­ნობ­დ­ნენ ასე. ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, ნა­პირს მი­ად­გ­ნენ. ზუ­ზი გად­მო­ვი­და და თი­კოს ხე­ლი გა­უ­წო­და. ქალ­მა წო­ნას­წო­რო­ბა ვერ და­იც­ვა და შე­ტორ­ტ­მან­და. მა­მა­კაც­მა ორი­ვე ხე­ლი წელ­ზე სტა­ცა და მკერ­დ­ზე მი­იკ­რა. რამ­დე­ნი­მე წამს ასე გა­რინ­დე­ბუ­ლე­ბი იდ­გ­ნენ, თუმ­ცა, თი­კოს ეს რამ­დე­ნი­მე წა­მი სა­უ­კუ­ნედ ეჩ­ვე­ნა. მთვრა­ლი­ვით იყო, გაბ­რუ­ე­ბულს თავ­ბ­რუ ეს­ხ­მო­და.
- ხომ არა­ფე­რი იტ­კი­ნეთ? - რო­გორც იქ­ნა, ზუ­ზის ხმა გა­ის­მა.
- არა, არა­ფე­რი, - რო­გორც იქ­ნა, თი­კოს ხმაც გა­ის­მა.
- მა­ინც კარ­გი სა­ღა­მო გა­მო­ვი­და, არა? - თქვა მა­მა­კაც­მა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ რა­ღაც ეთ­ქ­ვა.
- იმა­ზე კარ­გი, ვიდ­რე ვე­ლო­დი, - თქვა ქალ­მა, იმი­ტომ, რომ ეს აუცი­ლებ­ლად უნ­და ეთ­ქ­ვა.
ზუ­ზიმ მან­ქა­ნამ­დე მი­ა­ცი­ლა, კა­რი გა­უ­ღო და რო­ცა თი­კო ჩაჯ­და, ჩუ­მად ჩა­უ­ლა­პა­რა­კა:
- მო­მე­წო­ნა მზეს­თან თა­მა­ში... - და დამ­შ­ვი­დო­ბე­ბი­სას ქალს ხე­ლი ხელ­ზე ძლი­ე­რად მო­უ­ჭი­რა...

გაგრძელება იქნება

სვეტა კვარაცხელია

წაიკითხეთ წინა თავი

წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93