ნოველები

თამაში მზესთან. 7 თავი

თამაში მზესთან. 7 თავი
იმ ღა­მეს თი­კოს ისე ღრმად ეძი­ნა, რომ სიზ­მა­რიც არ უნა­ხავს. შუ­ა­ღა­მი­სას კი იგ­რ­ძ­ნო, რომ მის სა­წოლ­ზე ვი­ღაც ამოძ­ვ­რა, გვერ­დით მი­უწ­ვა და მო­ეხ­ვია. დამ­ფ­რ­თხალ­მა თვა­ლი გა­ა­ხი­ლა და მას­ზე მოკ­რუ­ლი ნი­კა შერ­ჩა ხელთ, რო­მელ­საც მკერ­დ­ზე პო­ლი­ცი­ის სა­თა­მა­შო მან­ქა­ნა მი­ე­ხუ­ტე­ბი­ნა. რო­გორც ჩან­და, ბიჭს ღა­მით გა­ეღ­ვი­ძა და შე­ე­შინ­და. იქ­ნებ თი­კოს და­უ­ძა­ხა კი­დეც, მაგ­რამ ვერ გა­ა­გო­ნა და მას­თან ამი­ტო­მაც მო­ირ­ბი­ნა. ძილ-ბუ­რან­ში მყოფ­მა ქალ­მა ბავშვს თმა­ზე ხე­ლი გა­და­უს­ვა და კედ­ლის­კენ მი­ი­წია, რომ ნი­კა უფ­რო მყუდ­როდ მოწყო­ბი­ლი­ყო.

ნატ­კა მხო­ლოდ სა­უზ­მის შემ­დეგ გა­მოჩ­ნ­და. მო­ღუ­შუ­ლი
ჩან­და. თი­კოს ლო­ყა­ზე აკო­ცა, მე­რე ყა­ვა და­ის­ხა და სი­გა­რე­ტი გა­ა­ბო­ლა.
- მა­პა­ტიე, რომ გუ­შინ მოს­ვ­ლა ვერ შევ­ძე­ლით. კარ­გი დრო გა­ა­ტა­რე?
- ჰო, - ფრთხი­ლად მი­უ­გო თი­კომ, რად­გან მიხ­ვ­და, რომ და­ქა­ლი უგუ­ნე­ბოდ იყო.
- ხომ არ მიბ­რაზ­დე­ბი?
- არა, - პა­სუხს ლა­კო­ნი­უ­რად სცემ­და.
- გაჩ­ვე­ნა ზუ­ზიმ დე­და­მი­სის ნა­ხა­ტე­ბი? - გა­ნაგ­რ­ძობ­და ნატ­კა და­კითხ­ვას.
- მაჩ­ვე­ნა.
- მე­რე?
- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია.
- მარ­თ­ლა?
- რო­გორც ჩანს, დე­და­მი­სი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი მხატ­ვა­რი იყო.
ნატ­კამ გულ­გ­რი­ლად აიჩე­ჩა მხრე­ბი.
- შენ ალ­ბათ ნა­სი­ა­მოვ­ნე­ბი ხარ, რად­გან ნა­ხე ის, რაც მე არ მი­ნა­ხავს, - გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და­ეტყო ტონ­ში, რა­საც მსუ­ბუ­ქი ამო­ოხ­ვ­რა მოჰ­ყ­ვა, - მარ­თა­ლი გითხ­რა, რაც უფ­რო შე­ვი­ცა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი, ვგრძნობ, რომ ქა­ლე­ბი მე­ტად მომ­წონს.
- რა­ტომ ამ­ბობ მა­გას? შენც ხომ გაჩ­ვე­ნა ად­რე? მახ­სოვს, გითხ­რა, ხომ გაქვს ნა­ნა­ხიო თუ ამ­დაგ­ვა­რი.
- სულ ორი­ო­დე, ყვე­ლა კი არ მაჩ­ვე­ნა მაგ დამ­პალ­მა, - ნატ­კას ამ­ჯე­რად ტო­ნი აგ­რე­სი­უ­ლი გა­უხ­და.
- ალ­ბათ ეგო­ნა, რომ არ და­გა­ინ­ტე­რე­სებ­და. მა­გის გა­მო შე­იძ­ლე­ბა კა­ცე­ბის შე­ძუ­ლე­ბა? თუ შენს ქმარს გუ­ლის­ხ­მობ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც გა­ვაპ­რო­ტეს­ტებ, იმი­ტომ, რომ მი­რო ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია, კე­თი­ლი და საყ­ვა­რე­ლი. რაც მთა­ვა­რია, უყ­ვარ­ხარ. არ უნ­და და­გა­ვიწყ­დეს, რომ მან ძმა სულ ახ­ლა­ხან და­კარ­გა და ცო­ტა დრო სჭირ­დე­ბა ამ იარის მო­სა­შუ­შებ­ლად. იგი ახ­ლა თავს უბე­დუ­რად გრძნობს.

- რა-ა? უბე­დუ­რად? ვი­თომ რა­ტომ? - აღ­შ­ფოთ­და ნატ­კა. - მე რო­გორ­ღა ვარ? იცი, გუ­შინ რო­გორ გავ­ცოფ­დი, რო­ცა ზუ­ზის­თან სა­დილ­ზე მხო­ლოდ იმი­ტომ არ წა­მო­ვი­და, რომ ნი­კა მარ­ტო არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო? იცი, რომ მთე­ლი თვეა, ვცდი­ლობ, ნი­კას სა­თა­მა­შო მან­ქა­ნა დავ­მა­ლო, მაგ­რამ მი­რო მა­ინც პო­უ­ლობს და ისევ აძ­ლევს? არ მინ­და მაგ ბავშვს ის სა­თა­მა­შო ჰქონ­დეს, რად­გან იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს სწო­რედ ეგ მან­ქა­ნა გახ­და ჩე­მი მაზ­ლის და­ღუპ­ვის მი­ზე­ზი, სწო­რედ ის გა­და­აგ­დო თუ გა­და­უ­ვარ­და აივ­ნი­დან და იმას გა­დაჰ­ყუ­რებ­და მო­ა­ჯირ­ზე აბობღე­ბუ­ლი. აი, წუ­ხე­ლაც გა­იღ­ვი­ძა, ატირ­და და მო­ითხო­ვა, პო­ლი­ცი­ის ავ­ტო მინ­დაო. მე უკ­ვე გა­და­მა­ლუ­ლი მქონ­და. არ მინ­დო­და მი­მე­ცა, მაგ­რამ მი­რომ ატი­რე­ბუ­ლი ნი­კა რომ და­ი­ნა­ხა, მიყ­ვი­რა, ახ­ლა­ვე გა­მო­უ­ტა­ნეო. რა უნ­და მექ­ნა? გა­მო­ვუ­ტა­ნე. ჩა­ი­ხუ­ტა გულ­ში და ისე ჩაწ­ვა ლო­გინ­ში. ამის გა­მო მაგ­რად ვიჩხუ­ბეთ. მე­რე მეც აღარ მო­ვინ­დო­მე ზუ­ზის­თან წას­ვ­ლა, ხა­სი­ა­თი გა­მი­ფუჭ­და. ერ­თი კი იყო, ზიზღით მი­ვა­ხა­ლე, ნი­კა­ზე უფ­რო ფიქ­რობ, ვიდ­რე ჩემ­ზე-მეთ­ქი.
- რა ჩურ­ჩუ­ტი ხარ, ნატ, რომ იცო­დე... მე­რე მი­რომ რაო?
- რა უნ­და ეთ­ქ­ვა? ეგ­რე­ვე დამ­შ­ვი­დე­ბა და­მიწყო.

- მივ­ხ­ვ­დი, რომ რა­ღაც მოხ­და. წუ­ხელ გვი­ან ნი­კამ ჩემ­თან მო­ირ­ბი­ნა და ხელ­ში ეგ მან­ქა­ნა ეჭი­რა. არ მომ­წონს ასე­თი და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია. ეს კარგს არა­ფერს მო­ი­ტანს.
- კი­დევ კარ­გი, აქ რომ ხარ, თო­რემ არ ვი­ცი, რა მეშ­ვე­ლე­ბო­და. შენ რომ არა, წუ­ხელ მი­როს მი­ვა­ტო­ვებ­დი და აქე­დან მო­ვუს­ვამ­დი. არ იცი, რო­გორ მიმ­ძიმს ნი­კას ჩვენ­თან ყოფ­ნა, პირ­და­პირ აუტა­ნე­ლია ჩემ­თ­ვის!
თი­კოს სა­ოც­რად უკ­ვირ­და მე­გობ­რის გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ტო­ნი, რომ­ლი­თაც იგი ბავ­შ­ვ­ზე ლა­პა­რა­კობ­და. სამ­წუ­ხა­როდ, თი­კოს კარ­გად ახ­სოვ­და მა­თი ბავ­შ­ვო­ბა და ისიც, რო­გორ მწარ­დე­ბო­და ნატ­კა, რო­ცა მო­სავ­ლე­ლად თა­ვის და-ძმას უტო­ვებ­დ­ნენ. იგი შე­ე­ცა­და და­ქა­ლის დამ­შ­ვი­დე­ბას, მაგ­რამ ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად ცეცხ­ლ­ზე ნავ­თი და­ას­ხა.
- ნატ, თუ მო­მის­მენ, ერთ რა­მეს გეტყ­ვი. შე­ნი გან­ც­დე­ბი არა­ფე­რია იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც ნი­კამ და დე­და­მის­მა გა­და­ი­ტა­ნეს. წარ­მო­გიდ­გე­ნია მა­ინც, რა და­ე­მარ­თე­ბა ბავშვს, ოდეს­მე რომ გა­ი­გოს, მა­მა­მი­სი მი­სი მი­ზე­ზით და­ი­ღუ­პა და დე­და­მაც ამის გა­მო მი­ა­ტო­ვა? ბუ­ნებ­რი­ვია, ბი­ჭი იმის­კენ მი­ილ­ტ­ვის, ვინც მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლია, ამი­ტომ ეწე­ბე­ბა მი­როს ასე ძა­ლი­ან.
ნატ­კამ თა­ვი­სი დიდ­რო­ნი თვა­ლე­ბი მო­ჭუ­ტა და ისე და­არ­ტყა ნა­ფა­ზი.

- შენ რა, თი­კო, გინ­და ნი­კას გა­მო გა­მამ­ტყუ­ნო? ვი­ცი, რომ შენ ამ­ქ­ვეყ­ნად ყვე­ლა­ზე წმინ­და, სპე­ტა­კი და კე­თი­ლი ხარ, ამი­ტომ ყვე­ლაფ­რის გა­მარ­თ­ლე­ბას ცდი­ლობ, მაგ­რამ რა ვქნა, მე თვალ­თ­მაქ­ცო­ბა არ შე­მიძ­ლია. ვერ ვუ­ყუ­რებ გულ­გ­რი­ლად იმას, რომ ეს ლა­წი­რა­კი ჩემ­სა და მი­როს შუა ჩად­გა და ერ­თ­მა­ნეთს დღი­თი დღე გვა­შო­რებს. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე ჩემს გან­ც­დებს არ ვმა­ლავ და პა­ტი­ოს­ნად ვა­ღი­ა­რებ. წუ­ხელ ისე გა­მამ­წა­რა ჩემ­მა ქმარ­მა, ისიც კი გა­ვი­ფიქ­რე, ზუ­ზის გა­ვეპ­რან­ჭე­ბი და გულს გა­და­ვა­ყო­ლებ-მეთ­ქი.
თი­კოს ამის გა­გო­ნე­ბა­ზე თავ­ზა­რი და­ე­ცა. გა­ოგ­ნე­ბუ­ლი შეს­ც­ქე­რო­და მე­გო­ბარს და ხმას ვერ იღებ­და. მცი­რე­ო­დე­ნი ყოყ­მა­ნის შემ­დეგ, რო­გორც იქ­ნა, ამო­ღერ­ღა:
- რა­ტომ ცდი­ლობ სი­ტუ­ა­ცი­ის და­ძაბ­ვას? ამით ხომ ძმა­კა­ცებს ერ­თ­მა­ნეთს გა­დაჰ­კი­დებ? ხომ იცი, რომ ზუ­ზი ფლირ­ტ­ში არ აგ­ყ­ვე­ბა, ამან შე­იძ­ლე­ბა უარე­სი...
- შემ­თხ­ვე­ვით, შენ ხომ არ მოგ­წონს ზუ­ზი და იმი­ტომ ხომ არ აპ­რო­ტეს­ტებ? - სარ­კას­ტუ­ლად გა­და­ი­კის­კი­სა ნატ­კამ და მზე­რა­ში ისე­თი ბო­რო­ტი ნა­პერ­წ­კა­ლი გა­უკ­რ­თა, თი­კო და­ი­ძა­ბა.
- რო­გო­რი პირ­და­პი­რი ხარ... - არც თვი­თონ და­აკ­ლო ირო­ნია, - შე­ნი ვე­რა­ფე­რი გა­მი­გია. აქამ­დე ამ­ბობ­დი, ნე­ტავ მა­რის შე­ირ­თავ­დე­სო, წე­ღან - მე უნ­და გა­ვეპ­რან­ჭოო, ახ­ლა კი - შენ ხომ არ მოგ­წონ­სო... რა გინ­და, იქ­ნებ ამიხ­ს­ნა? დღეს­ვე ავიკ­რავ გუ­და-ნა­ბადს და წა­ვალ აქე­დან! - ლა­მის იკივ­ლა მოთ­მი­ნე­ბა­და­კარ­გულ­მა და წა­მოხ­ტა.
ნატ­კამ გზა გა­და­უ­ღო­ბა და მკლა­ვებ­ში ჩა­აფ­რინ­და.
- გეხ­ვე­წე­ბი, მა­პა­ტიე, მა­პა­ტიე! ვი­ხუმ­რე, რა იყო? წე­ღა­ნაც ვი­ხუმ­რე და ახ­ლაც. რა თავ­ში ვიხ­ლი ზუ­ზის, ჩე­მი ქმა­რი რომ არ მყვა­რე­ბო­და, ასე გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი? უბ­რა­ლოდ, ნი­კას არ­სე­ბო­ბამ გა­მა­ბო­რო­ტა. სულ ესაა, თი­კუ­ნა, მა­პა­ტიე, ხომ?

- ჰო­და, რო­ცა რა­მეს იტყ­ვი, და­ფიქ­რ­დი ხოლ­მე, - ხმას და­უ­წია თი­კომ, - ვერ ხვდე­ბი, რომ მე­ტის­მე­ტად არ­თუ­ლებ საქ­მეს? არა­და, ყვე­ლაფ­რის მოგ­ვა­რე­ბა ძა­ლი­ან იოლად შე­იძ­ლე­ბა. ნი­კას ამ­ჟა­მად მი­როს გარ­და ახ­ლო­ბე­ლი არა­ვინ ჰყავს. შენს ად­გი­ლას ასე არ მო­ვიქ­ცე­ო­დი. დი­დი ბო­დი­ში, მაგ­რამ შენ ჩემ­თ­ვის მე­გო­ბარ­ზე მე­ტი ხარ და ასე გულ­ღი­ად იმი­ტომ გე­ლა­პარ­კე­ბი, თო­რემ სხვა რომ იყო, და­გი­კი­დებ­დი. ჩე­მი პრობ­ლე­მე­ბიც მყოფ­ნის, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი უჭ­კუ­ო­ბით ჩა­ვი­დი­ნე და სუ­ლაც არ მინ­და შე­ნიც ავი­კი­დო, მით უფ­რო, რომ სა­ერ­თოდ არ გჭირ­დე­ბა ზედ­მე­ტი პრობ­ლე­მე­ბი, - ამის თქმის­თა­ნა­ვე თავს ძა­ლა და­ა­ტა­ნა და გა­ი­ღი­მა.
ნატ­კა­მაც ღი­მი­ლით უპა­სუ­ხა.
- შენ მარ­თა­ლი ხარ, თი­კუ­ნა, მა­პა­ტიე, თუ შე­გიძ­ლია. - ხმა­დაბ­ლა თქვა და ისე­თი მზე­რით შე­ხე­და და­ქალს, ჩან­და, თა­ვი დამ­ნა­შა­ვედ იგ­რ­ძ­ნო, - ვი­ცი, რომ მი­რო ძა­ლი­ან გა­ნიც­დის ძმის სიკ­ვ­დილს, მაგ­რამ ნი­კა­ზე ისეა მიტ­მას­ნი­ლი, რომ სულ სა­ზიზღა­რი იდე­ე­ბი მომ­დის თავ­ში.
- მიტ­მას­ნილს რას ეძა­ხი, გა­აჩ­ნია. თუ იმას გუ­ლის­ხ­მობ, რომ ბი­ძა ყუ­რადღე­ბი­ა­ნია ძმის­შ­ვი­ლის მი­მართ, რას ხე­დავ ამა­ში ცუდს? იქ­ნებ შენც ასე­ვე მო­ექ­ცე ამ პა­ტა­რა, გულ­ნატ­კენ, დე­დის­გან მი­ტო­ვე­ბულ არ­სე­ბას? იცი, რო­გორ და­გი­ფა­სებს შე­ნი ქმა­რი ამას? ბო­ლომ­დე შე­ნი მე­კავ­ში­რე გახ­დე­ბა და არა მე­ტო­ქე, რო­გორც შენ გგო­ნია.
თი­კო ლა­პა­რა­კობ­და, თან ფრთხი­ლად აკ­ვირ­დე­ბო­და ნატ­კას რე­აქ­ცი­ას და იმე­დოვ­ნებ­და, რომ მე­გო­ბარს არ გა­ა­ღი­ზი­ა­ნებ­და, ასე თა­მა­მად რომ ერე­ო­და მის ოჯა­ხურ საქ­მე­ებ­ში. თი­კო გუ­ლით ნი­კას ემ­ხ­რო­ბო­და და არ უნ­დო­და ბიჭს მა­მის და­ღუპ­ვის ნამ­დ­ვი­ლი მი­ზე­ზი გა­ე­გო. არც ახ­ლა და არც ოდეს­მე. ეს მას უდი­დეს ტრავ­მას მი­ა­ყე­ნებ­და. ამა­ვე დროს მე­გობ­რის მდგო­მა­რე­ო­ბაც აღელ­ვებ­და და ეს სა­ხე­ზეც ეტყო­ბო­და.
ნატ­კა და­ქალს ჩა­ეკ­რა და ამო­ი­ოხ­რა:
- შე­იძ­ლე­ბა მარ­თ­ლა ასე იყოს უკე­თე­სი, მაგ­რამ რა­ღაც მა­კა­ვებს, რომ მი­როს გუ­ლახ­დი­ლად ვე­სა­უბ­რო. არ ვი­ცი, რო­გორ ავუხ­ს­ნა, რა­საც ვგრძნობ. შენ სხვა ხარ, შენ­თან გუ­ლახ­დი­ლო­ბის არ მე­ში­ნია, იმი­ტომ, რომ თან გა­მი­გებ, თან დამ­ტუ­ქსავ. ჩვენ ხომ ყო­ველ­თ­ვის უსიტყ­ვოდ გვეს­მო­და ერ­თ­მა­ნე­თის. ამის­თ­ვის მად­ლო­ბე­ლი ვარ... - ნატ­კამ სი­გა­რე­ტი ჩა­აქ­რო, - მო­დი, სხვა რა­მე­ზე ვი­სა­უბ­როთ. დღეს რა ვქნათ?
- მინ­დო­და, ნი­კას­თან ერ­თად გა­მე­სე­ირ­ნა. ეს მქონ­და გეგ­მა­ში, მაგ­რამ მი­როს წა­უყ­ვა­ნია ახა­ლი მშე­ნებ­ლო­ბის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად, - თი­კომ ამ­ჯე­რად გულ­ღი­ად გა­ი­ღი­მა, - იქ­ნებ ჩვენც გვე­ნა­ხა, რა სახ­ლია ამის­თა­ნა? რას აშე­ნებს შე­ნი ძვირ­ფა­სი ქმა­რი ასეთ გრან­დი­ო­ზულს?
- აუ, წა­ვი­დეთ, მა­გა­რი აზ­რია! - ისე გა­უ­ხარ­და ნატ­კას, თით­ქოს რეს­ტო­რან­ში ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ.

არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დი­ლა იყო. გვი­ან ღა­მით უწ­ვი­მია და ჰა­ერ­ში წვი­მის­გან და­ნა­მუ­ლი ბა­ლა­ხე­ბის სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლებ­და. გზად სუ­ვე­ნი­რე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­ა­რეს. თი­კო თა­ვის მშობ­ლებს ელო­და და უნ­დო­და, მათ­თ­ვის სა­ჩუქ­რე­ბი შე­ე­ძი­ნა. დე­დას სურ­ნე­ლო­ვა­ნი სან­თ­ლე­ბი, მა­მას კი პორ­ტ­სი­გა­რი უყი­და, შემ­დეგ კვლავ ტაქ­სი გა­ა­ჩე­რეს და მშე­ნებ­ლო­ბის­კენ გა­ე­მარ­თ­ნენ.
ლა­მის გას­ც­დ­ნენ ბა­თუმს. მან­ქა­ნამ ისი­ნი დან­გ­რე­ულ მო­ნას­ტერ­თან ჩა­მოს­ვა, იქით სა­მან­ქა­ნო გზა აღარ იყო და ფე­ხით უნ­და გა­და­ეჭ­რათ ატა­ლა­ხი­ა­ნე­ბუ­ლი ვე­ლი.
ნატ­კას ლა­მის ის­ტე­რი­კა და­ე­მარ­თა. რო­ცა პა­ტა­რა ღე­ლეს მი­უ­ახ­ლოვ­დ­ნენ და გა­და­სას­ვ­ლე­ლი ვერ­სად და­ლან­დეს, გა­დახ­ტო­მა და­ა­პი­რეს, მაგ­რამ ნატ­კამ ქვას წა­მოჰ­კ­რა ფე­ხი, წყალ­ში ჩა­ვარ­და და ისე გა­ი­წუ­წა, რომ ვარ­ცხ­ნი­ლო­ბაც კი და­ე­შა­ლა. ამის შემ­დეგ სულ ბუზღუნ-ბუზღუ­ნით მი­დი­ო­და.

თი­კოს გა­ახ­სენ­და, რამ­დენ დროს ატა­რებ­დ­ნენ ბავ­შ­ვო­ბა­ში ერ­თად გა­რეთ, რა ხა­ლი­სი­ა­ნი იყო ნატ­კა, რო­გორ ტკბე­ბო­და თა­ვი­სუფ­ლე­ბით, რო­ცა ბავ­შ­ვე­ბი მო­სავ­ლე­ლი არ ჰყავ­და. ახ­ლა კი, რო­ცა ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ბა­ნა­ობ­და, სი­ხა­რუ­ლის ნაც­ვ­ლად ჯავ­რ­მა შე­ჭა­მა და ად­რინ­დე­ლი იუმო­რის გრძნო­ბაც სადღაც გა­უქ­რა.
- რო­გორ მომ­წონს აქა­უ­რო­ბა! - აღ­ტა­ცე­ბას ვერ მა­ლავ­და თი­კო და გაბ­რ­წყი­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით აქეთ-იქით იყუ­რე­ბო­და.
- შენ კი მოგ­წონს, მაგ­რამ ახ­ლა მე მკითხე? რა­ში სჭირ­დე­ბა ამ კლდე-ღრე­ში ეს შე­ნო­ბა, ვერ გა­მი­გია. ვინ მო­ვა აქ ან საცხოვ­რებ­ლად, ან დრო­ე­ბით გა­სა­ჩე­რებ­ლად? სას­ტუმ­როს აშე­ნებს ბი­ჭი! გი­ჟია ეს ჩე­მი ქმა­რი, დე­დას გე­ფი­ცე­ბი! - ლა­მის ჩხუ­ბობ­და ნატ­კა, - თან შე­ხე­დე, რას და­ვემ­ს­გავ­სე! ჩე­მი და­ვარ­ცხ­ნი­ლი თმა! ვა­ი­მეე! ფე­ხე­ბი სულ და­ვი­კაწ­რეე! - მო­უ­ლოდ­ნე­ლად იყ­ვი­რა ნატ­კამ და ხე­ლე­ბი უაზ­როდ აიქ­ნია.
თი­კო მი­ვარ­და ეკ­ლი­ან ბუჩ­ქებ­ში გახ­ლარ­თულს და მის გა­მოხ­ს­ნას შე­ე­ცა­და.
- აქეთ რას მიძ­ვ­რე­ბო­დი შენც, გზას ვერ ხე­დავ? გე­ყო­ფა წუ­წუ­ნი, ძა­ლი­ა­ნაც მშვე­ნივ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, შენს ქმარს ასე­თიც მო­ე­წო­ნე­ბი.
ამ დროს შო­რი­დან ნი­კას სი­ცი­ლი და მი­როს გა­ო­ცე­ბუ­ლი შე­ძა­ხი­ლი მო­ის­მა.

- აი, მეს­მის სი­ურ­პ­რი­ზი! - გა­ხა­რე­ბუ­ლი მი­რო ქა­ლებს მო­უ­ახ­ლოვ­და და ცოლს მო­ეხ­ვია.
- იცი, რო­გორ გა­მა­ხა­რე? ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, - ჩა­უ­ჩურ­ჩუ­ლა და შემ­დეგ იქ­ვე მდგარ თი­კოს თვა­ლი ჩა­უკ­რა.
კარ­გა ხანს ათ­ვა­ლი­ე­რებ­დ­ნენ ნა­ხევ­რად აშე­ნე­ბულ ოთხ­სარ­თუ­ლი­ან სახლს, რო­მელ­საც ოდა­სახ­ლის იერი დაჰ­კ­რავ­და.
- ეგ­ზო­ტი­კუ­რი გა­რე­მო უნ­და შევ­ქ­მ­ნათ, რომ ბევ­რი უცხო­ე­ლი მო­ვი­ზი­დოთ, - უხ­ს­ნი­და ქა­ლებს მი­რო.
თან­და­თან ჩა­მოცხა, თუმ­ცა კი ნი­ა­ვი უბე­რავ­და. რო­ცა სა­დი­ლო­ბის დრომ მო­ა­წია, მი­რომ ქა­ლე­ბი მან­ქა­ნა­ში ჩას­ხა ნი­კას­თან ერ­თად და მახ­ლო­ბელ სას­ტუმ­როს მი­ად­გ­ნენ.
- აქ ახ­ლო­მახ­ლო რა ამ­ბე­ბი ყო­ფი­ლა თურ­მე, მე კი არ ვი­ცო­დი! - წა­მო­ი­ძა­ხა ნატ­კამ, რო­ცა მწვა­ნე­ში ჩაფ­ლულ შე­ნო­ბას მი­ად­გ­ნენ.
- ვმუ­შა­ობთ, ბა­ტო­ნო, ისე კი არაა, შენ რომ გგო­ნია! - გა­ი­ხუმ­რა მი­რომ და მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვ­ლა­ში ორი­ვეს მი­ეხ­მა­რა.
სას­ტუმ­როს მე­პატ­რო­ნე სი­ხა­რუ­ლით შე­ე­გე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო სტუმ­რებს. პა­ტა­რა რეს­ტო­რა­ნი მყუდ­რო და გრი­ლი აღ­მოჩ­ნ­და. სა­ნამ ქა­ლე­ბი თავს იწეს­რი­გებ­დ­ნენ, სუფ­რაც გა­ი­შა­ლა.
სუფ­რას სას­ტუმ­როს პატ­რო­ნი და ორი ოფი­ცი­ან­ტი ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ. ირ­გ­ვ­ლივ კერ­ძე­ბის სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნე­ლი დატ­რი­ალ­და. ატ­მოს­ფე­როც სა­სი­ა­მოვ­ნო იყო - სიგ­რი­ლე და სიწყ­ნა­რე. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ნი­კას ზა­რი­ვით წკრი­ა­ლა ხმა გა­ის­მა:
- აი, ზუ­ზი ბი­ძია!
თი­კომ ბავ­შ­ვის თითს თვა­ლი გა­ა­ყო­ლა და შო­რე­ულ მა­გი­დას­თან ზუ­ზი და­ი­ნა­ხა. მას­თან ერ­თად სა­მი ადა­მი­ა­ნი იყო. რო­ცა თა­ვი­სი სა­ხე­ლი მო­ეს­მა, მა­მა­კა­ცი მოტ­რი­ალ­და და მათ ხე­ლი ღი­მი­ლით და­უქ­ნია. შემ­დეგ ოფი­ცი­ან­ტი მო­იხ­მო, რა­ღაც გა­და­უ­ლა­პა­რა­კა და ისიც მა­თი მა­გი­დის­კენ წა­მო­ვი­და.

- ბა­ტო­ნი ზუ­ზი მო­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ მოგ­ვი­ა­ნე­ბით აივან­ზე შე­უ­ერ­თ­დე­ბით. - გა­დას­ცა მი­როს ძმა­კა­ცის თხოვ­ნა.
თი­კო თვალს არ აცი­ლებ­და ზუ­ზის ფარ­თო მხარ-ბეჭს. მი­სი სტუმ­რე­ბიც იც­ნო - ამე­რი­კე­ლი ცოლ-ქმა­რი და მა­თი ქა­ლიშ­ვი­ლი. `ე­გე­ნი კი­დევ არ წა­სუ­ლან?" - უსი­ა­მოვ­ნოდ გა­ი­ფიქ­რა. გულ­მა რეჩხი უყო. რა­ტომ­ღაც, არ ესი­ა­მოვ­ნა ზუ­ზის გვერ­დით უცხო­ე­ლი მი­შე­ლის და­ნახ­ვა.
რო­გორც ჩანს, მას დი­დი არ­ჩე­ვა­ნი აქვს - ერ­თი მხრივ, მა­რი, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფა­ლია და შე­უძ­ლია თა­ვის ძველ თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მელს ცო­ლად გაჰ­ყ­ვეს. მე­ო­რე მხრივ კი ეს ქე­რათ­მი­ა­ნი ლა­მა­ზი ამე­რი­კე­ლი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით რომ შეს­ცი­ცი­ნებს. მტკი­ცედ შე­უდ­გა გულ­ში თა­ვი­სი თა­ვის დარ­წ­მუ­ნე­ბას, რომ ზუ­ზი­ზე, რო­გორც სა­სურ­ველ მა­მა­კაც­ზე, აღარ ფიქ­რობ­და, მაგ­რამ... არა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­და. მოს­წონ­და ეს კა­ცი და სწო­რედ ამი­ტომ გაჰ­ყუ­რებ­და ასე­თი შუ­რი­ა­ნი მზე­რით მი­შელს. წუ­ხელ ისე­თი დრო ატა­რა ზუ­ზის­თან, რომ გზა­ში და­ას­კ­ვ­ნა, მი­სად­მი სა­ო­ცარ ლტოლ­ვას გრძნობ­და. შე­იძ­ლე­ბა ეს არ იყო სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ ნდო­მას ძა­ლი­ან ჰგავ­და. ნდო­მი­დან სიყ­ვა­რუ­ლამ­დე კი ალ­ბათ, სულ რა­ღაც ერ­თი ნა­ბი­ჯია. ასე კი ფიქ­რობ­და, მაგ­რამ ცდი­ლობ­და, ამ გრძნო­ბის­თ­ვის ეჯობ­ნა, ოღონდ რო­გორ, არ იცო­და. რო­გორც იქ­ნა, შო­რე­ულ მა­გი­დას თვა­ლი მო­ა­შო­რა, ნატ­კას­კენ შებ­რუნ­და და ლა­პა­რა­კი გა­უ­ბა. თავს მა­ინც გაბ­რუ­ე­ბუ­ლად და აღელ­ვე­ბუ­ლად გრძნობ­და. ეში­ნო­და, არა­ფე­რი შეს­ტყო­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც ნატ­კამ სა­ი­დუმ­ლო გა­უ­ზი­ა­რა, ზუ­ზის­თან ფლირ­ტის დაწყე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტეო.
ვე­რაფ­რით ვერ მო­ა­ხერ­ხა თა­ვის დაწყ­ნა­რე­ბა, სა­ნამ სა­დი­ლი ჩამ­თავ­რ­დე­ბო­და.
ბო­ლოს აიშალ­ნენ და აივანს მი­ა­შუ­რეს. აქ ყვე­ლამ ერ­თად მო­ი­ყა­რა თა­ვი. ყვე­ლა­ზე ბო­ლოს მი­შე­ლი და ზუ­ზი გა­მოჩ­ნ­დ­ნენ. თი­კო მო­ა­ჯირს დაჰ­ყ­რ­დ­ნო­ბო­და და ულა­მა­ზეს ბაღს გა­დაჰ­ყუ­რებ­და.

ნატ­კა გა­ტა­ცე­ბით უყ­ვე­ბო­და სტუმ­რებს, თუ რა წვა­ლე­ბით მი­აღ­წი­ეს მშე­ნებ­ლო­ბამ­დე ფე­ხით და რომ არა თი­კო, ის ალ­ბათ ახ­ლაც გზა­ში იქ­ნე­ბო­და, თან სი­ცი­ლით უჩ­ვე­ნებ­და ყვე­ლას თა­ვის და­კაწ­რულ ფე­ხებ­სა და აწე­წილ თმას.
თი­კო მიხ­ვ­და, რომ ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში მო­ექ­ცა. ამა­სო­ბა­ში სა­უ­ბარ­ში ზუ­ზიც ჩა­ერ­თო.
- ნა­ტუ­ლი, ძა­ლი­ან მა­ო­ცებ. შენ უფ­რო მა­გა­რი მე­გო­ნე. თი­კოს ისე­თი სიფ­რი­ფა­ნა გა­რეგ­ნო­ბა აქვს, რომ იქით მო­ითხოვს დაც­ვას. რა­ღაც არა მგო­ნია, იგი სპორ­ტუ­ლი ტი­პის ადა­მი­ა­ნებს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­დეს. ეკ­ლებ­ში რო­გორ გა­იხ­ლარ­თე, გო­გო, ა?
ნატ­კა სი­ცი­ლის­გან ჩაბ­ჟირ­და. ასე­თი ხა­ლი­სი­ა­ნი დი­დი ხა­ნია, არ ყო­ფი­ლა. მან ორი თი­თი გა­იშ­ვი­რა, ზუ­ზის პი­რი­დან ან­თე­ბუ­ლი სი­გა­რე­ტი გა­მო­ა­ცა­ლა, თვა­ლებ­ში მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ჩა­აშ­ტერ­და და მიბ­ნე­დი­ლი ხმით წარ­მოთ­ქ­ვა:

- თი­კოს საკ­მა­რი­სი ძა­ლა და ენერ­გია აქვს, რა­თა სი­ცოცხ­ლით და სი­ლა­მა­ზით დატ­კ­ბეს. ის თა­ვი­სუ­ფა­ლია და რა­ღაც პი­რო­ბი­თო­ბას ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცევს, ჩემ­ში კი ეს ყო­ვე­ლი­ვე გათხო­ვე­ბამ ჩაკ­ლა.
ზუ­ზის სა­ხე­ზე გაკ­ვირ­ვე­ბა გა­მო­ე­ხა­ტა. მა­მა­კა­ცურ­მა ინ­ტუ­ი­ცი­ამ უკარ­ნა­ხა, რაც იმა­ლე­ბო­და ამ სიტყ­ვე­ბის უკან და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ისე შე­ეც­ვა­ლა გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა, დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი კა­ცი მა­შინ­ვე შე­ამ­ჩ­ნევ­და, გაკ­ვირ­ვე­ბა ირო­ნი­ამ რა სწრა­ფად შეც­ვა­ლა.
- არა მგო­ნია, გათხო­ვე­ბამ შენ რა­მე დაბ­რ­კო­ლე­ბა შე­გიქ­მ­ნას. ყვე­ლა­ფერს იოლად აღ­წევ, რო­ცა ინ­დო­მებ! სიფ­რ­თხი­ლე არ და­ი­ვიწყო, ნა­ტუ­ლი, ის შუ­შა, რო­მელ­საც ფე­ხი გინ­და და­ად­გა, ძა­ლი­ან ად­ვი­ლად იმ­ს­ხ­ვ­რე­ვა და თა­ვი არ გა­გი­ტე­ხოს! და­მიბ­რუ­ნე ჩე­მი სი­გა­რე­ტი! - ეს აშ­კა­რა მუ­ქა­რა­ნა­რე­ვი მი­ნიშ­ნე­ბა იყო, რა­საც თი­კო იმ­წამ­ს­ვე მიხ­ვ­და. ალ­ბათ ნატ­კაც. არ იყო ისე­თი სუ­ლე­ლი, ზუ­ზის ნარ­თა­უ­ლი ვერ გა­ე­გო. მან სას­წ­რა­ფოდ და­უბ­რუ­ნა მა­მა­კაცს სი­გა­რე­ტი და იქა­უ­რო­ბას გა­ე­ცა­ლა.
- თქვენ რას იტყ­ვით, თი­კო? რო­გორ ფიქ­რობთ, გათხო­ვე­ბა თქვენ­ზეც ასე იმოქ­მე­დებს?
- რო­გორ ასე? - ცალ­წარ­ბა­წე­ვით შე­ე­კითხა თი­კო და თვა­ლი თვალ­ში გა­უ­ყა­რა.
- ანუ... - მა­მა­კა­ცი აშ­კა­რად და­იბ­ნა, - თქვენც და­ნებ­დე­ბით?
მან არ იცო­და, რა იგუ­ლის­ხ­მა `და­ნე­ბე­ბა­ში" მა­მა­კაც­მა - ცხოვ­რე­ბას და­ნე­ბე­ბა თუ მა­მა­კაცს?
- რომ და­ნებ­დე, უნ­და გი­ღირ­დეს! - ქა­რაგ­მუ­ლად გას­ცა პა­სუ­ხი და აწე­უ­ლი წარ­ბი აათა­მა­შა.
ზუ­ზიმ ჩა­ახ­ვე­ლა. ჩრდილ­მა გა­და­ურ­ბი­ნა ჯერ კი­დევ ღი­მი­ლი­ან სა­ხე­ზე და მი­სი ნათ­ქ­ვა­მის და­სა­ზუს­ტებ­ლად კვლავ კითხ­ვა მო­იშ­ვე­ლია:
- ანუ?
თი­კომ ღი­მი­ლი ვერ შე­ი­კა­ვა, მიხ­ვ­და, რომ ქა­რაგ­მა მი­ზან­ში მოხ­ვ­და და სრუ­ლი­ად მშვი­დად მი­უ­გო:
- გათხო­ვე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი, რა თქმა უნ­და, იც­ვ­ლე­ბა. თუ­კი მე და ჩე­მი მო­მა­ვა­ლი ქმა­რი ერთ სუ­ლად ვიქ­ცე­ვით, არ ვი­ნაღ­ვ­ლებ, რომ სა­კუ­თა­რი `მე" დავ­კარ­გე.
- ნუ­თუ? - შე­ეჭ­ვ­და ზუ­ზი. იგი ისე­თი და­ჟი­ნე­ბით უყუ­რებ­და ქალს, თით­ქოს მათ გარ­და ახ­ლო­მახ­ლო არა­ვინ იყო, - ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ქორ­წი­ნე­ბა­ში რო­გორ გა­გი­მარ­თ­ლებთ. თუ არ ვცდე­ბი, იმ ტი­პის ადა­მი­ა­ნებს უნ­და მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბო­დეთ, ვინც ბო­ლომ­დე იხარ­ჯე­ბა. ამი­ტომ არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, თუ გათხო­ვე­ბის შემ­დეგ სა­კუ­თარ მე­ო­ბას და­კარ­გავთ, - ეს იმ­ხე­ლა სარ­კაზ­მით იყო ნათ­ქ­ვა­მი, თი­კოს ზურ­გ­ზე ჭი­ან­ჭ­ვე­ლებ­მა და­ურ­ბი­ნეს.
- მე­ო­ბა რომ და­კარ­გო, ესეც უნ­და გი­ღირ­დეს! - კვლავ სრუ­ლი სიმ­შ­ვი­დით წარ­მოთ­ქ­ვა და აწე­უ­ლი წარ­ბი და­უშ­ვა.
ზუ­ზის ირო­ნია­ზე გულ­ში ყრუ ტკი­ვი­ლი იგ­რ­ძ­ნო და შვე­ბით ამო­ი­სუნ­თ­ქა, რო­ცა მა­გი­და­ზე ხი­ლი, ნამ­ცხ­ვ­რე­ბი და ყა­ვი­ა­ნი ფინ­ჯ­ნე­ბი და­აწყ­ვეს.
სუფ­რას­თან ხმა არ ამო­უ­ღია. მთე­ლი სა­ღა­მო ბუ­სა­ვით იჯ­და და ყვე­ლას შუბ­ლ­შეკ­რუ­ლი გას­ც­ქე­რო­და.
რო­ცა შე­ბინ­დ­და, მხო­ლოდ მა­შინ აიშალ­ნენ. თი­კოს გულს უკ­ლავ­და, ზუ­ზი და მი­შე­ლი ერ­თად რომ ის­ხ­დ­ნენ და დრო­დად­რო მხრე­ბით ერ­თ­მა­ნეთს ეხე­ბოდ­ნენ. უცხო­ე­ლი გო­გო­ნა ხან­და­ხან გა­და­ი­კის­კი­სებ­და და სა­ხეს ძა­ლი­ან ახ­ლოს მი­უ­ტან­და მა­მა­კაცს. ამის და­ნახ­ვა­ზე თი­კოს ელეთ­მე­ლე­თი მოს­დი­ო­და.
გა­რეთ გა­მო­სუ­ლე­ბი ამე­რი­კე­ლებ­მა თა­ვი­ანთ სას­ტუმ­რო­ში, გა­მო­სამ­შ­ვი­დო­ბე­ბელ ვახ­შამ­ზე და­პა­ტი­ჟეს.
თი­კოს სუ­ლაც არ მი­უ­წევ­და გუ­ლი მათ ვახ­შამ­ზე, რად­გან აშ­კა­რად ხე­დავ­და მი­შე­ლის ზუ­ზით და­ინ­ტე­რე­სე­ბას და არც ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი ჩან­და მის მი­მართ მთლად გულ­გ­რი­ლი. მა­შინ­ვე დაღ­ლი­ლო­ბა მო­ი­მი­ზე­ზა, მაგ­რამ მი­რომ მის უარს ყუ­რი არ ათხო­ვა და ლა­მის ძა­ლით ჩას­ვა მან­ქა­ნა­ში.
იქ კი­დევ შე­მო­უ­ერ­თ­დ­ნენ სტუმ­რე­ბი, რამ­დე­ნი­მე სხვა უცხო­ე­ლი. ერ­თი ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი ბი­ჭიც ერია, რო­მე­ლიც მი­შელს მა­შინ­ვე გვერ­დით მო­უჯ­და. მი­შე­ლი ამ­ჯე­რად ორ სიმ­პა­თი­ურ მა­მა­კაცს შო­რის აღ­მოჩ­ნ­და და რო­გორც ჩანს, თავ­ში აუვარ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ზუ­ზის გა­სა­ღი­ზი­ა­ნებ­ლად იგი უცხო­ელს და­უ­ფა­რა­ვად ეკეკ­ლუ­ცე­ბო­და. თი­კოს გა­უკ­ვირ­და გო­გო­ნას ასე­თი საქ­ცი­ე­ლი. ის გრძნობ­და, რომ ქა­ლი ზუ­ზის ამ მე­თო­დე­ბით ვე­რას­დ­როს გა­მო­ი­ჭერ­და, რად­გან იგი საკ­მა­ოდ ჭკვი­ა­ნი იყო და მსგავს ან­კეს­ზე არ წა­მო­ე­გე­ბო­და. ის კი არა, იმა­საც არ იმ­ჩ­ნევ­და, რომ მი­შე­ლის კეკ­ლუ­ცო­ბა აღი­ზი­ა­ნებ­და.
ცუ­დი ის იყო, რომ მა­მა­კაცს თი­კოს­კენ ერ­თხე­ლაც არ გა­მო­უ­ხე­დავს, თით­ქოს სრუ­ლი­ად გა­და­ა­ვიწყ­და მი­სი არ­სე­ბო­ბა. ქალ­მა ყვე­ლა­ზე მე­ტად ახ­ლა იგ­რ­ძ­ნო მარ­ტო­სუ­ლად თა­ვი...

გაგრძელება იქნება

სვეტა კვარაცხელია

წაიკითხეთ წინა თავი

წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ნია
ძალიან საინტერესოა, მადლობა ავტორს
16:15 / 13-07-2019
გამოხმაურება / 0 /
თამო
არ გინდათ ორ ორი თავი ერთად დადოთ , ძალიან კარგი ჩანს და ერთი სული მაქვს მეტი წავიკითხკ
10:59 / 12-07-2019
გამოხმაურება / 1 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი