ნოველები

თამაში მზესთან. 9 თავი

თამაში მზესთან. 9 თავი
ბაზ­რი­დან გა­მო­სულ­მა ზო­ო­მა­ღა­ზი­ა­ში შე­ირ­ბი­ნა, ლა­მა­ზი ქვე­ბით მო­ფე­ნი­ლი მი­ნი­ა­ტ­უ­რუ­ლი აკ­ვა­რი­უ­მი იყი­და და სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის თევ­ზე­ბიც შე­არ­ჩია. რო­გორც კი შინ დაბ­რუნ­და, აკ­ვა­რი­უ­მი წყლით აავ­სო, წყლი­ა­ნი პარ­კი­დან თევ­ზე­ბი ფრთხი­ლად აკ­ვა­რი­უმ­ში გა­დას­ვა და გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას და­დო. მე­რე კმა­ყო­ფი­ლი ნი­კას მოს­ვ­ლას და­ე­ლო­და.
თევ­ზე­ბის და­ნახ­ვა­ზე ბავ­შ­ვ­მა სი­ხა­რუ­ლის­გან იყ­ვი­რა და დაბ­ზ­რი­ალ­და. აკ­ვა­რი­უმს მი­ვარ­და და აქო­ში­ნე­ბულ­მა იყ­ვი­რა:
- უჰ, რა ლა­მა­ზია! დი­დი მად­ლო­ბა, თი­კო!
ესია­მოვ­ნა, ბიჭ­მა მის სა­ხელს დე­ი­და რომ არ და­ა­ყო­ლა. ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ გა­უ­ში­ნა­ურ­და.
- სა­ხე­ლე­ბი უნ­და და­ვარ­ქ­ვა, არა? - იკითხა
ნი­კამ.
- აბა, რა. აუცი­ლებ­ლად უნ­და და­არ­ქ­ვა. მი­დი, მო­ი­ფიქ­რე.
- აი, ეს ოქ­როს­ფე­რი დე­ი­და ნატ­კა იქ­ნე­ბა, ყა­ვის­ფე­რი კი, მის გარ­შე­მო რომ და­ცუ­რავს, მი­რო ძია. კუთხე­ში რო­მაა მი­ყუ­ჟუ­ლი, და­თუ­ნას ჰგავს, ჩემს ძმა­კაცს და მა­გის სა­ხელს და­ვარ­ქ­მევ. იმ გრძელ­სა და სხმარ­ტა­ლას კი­დევ - ზუ­ზის.
- ყო­ჩაღ, მომ­წონს. კარ­გი ბი­ჭი ხარ! - მო­ის­მა ამ დროს სა­ი­დან­ღაც.
თი­კომ და ნი­კამ კა­რის­კენ მი­ი­ხე­დეს. ოთახ­ში ზუ­ზი შე­მო­დი­ო­და.
- აბა, ამ თევ­ზებ­ში მე რო­მე­ლი ვარ?
ბავ­შ­ვ­მა მი­უ­თი­თა ყვე­ლა­ზე ლა­მაზ და დიდ თევ­ზ­ზე, სრუ­ლი­ად გან­ცალ­კე­ვე­ბით რომ და­ცუ­რავ­და.
- აი, ეს, ზუ­ზი ძია. ხომ მა­გა­რია? - თევ­ზის­კენ თი­თი გა­იშ­ვი­რა ბიჭ­მა.
მა­მა­კაცს გა­ე­ცი­ნა.
- ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი, მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ვყო­ფილ­ვარ. სხვებს რა და­არ­ქ­ვი?
ნი­კამ სა­ხე­ლე­ბი ჩა­მოთ­ვა­ლა.
- ოჰო... კი მაგ­რამ, თი­კო დე­ი­და სადღაა? იქ­ნებ აი, ეს ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა თევ­ზი მოვ­ნათ­ლოთ მი­სი სა­ხე­ლით?
ნი­კამ ჩა­ი­ხითხი­თა და თი­კოს შე­ხე­და.
- ეს თევ­ზი მე ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს და კარ­გია, თი­კო იყოს, - იცი­ნო­და ბი­ჭუ­ნა.
- ხე­დავ, თან რო­გო­რი ცქრი­ა­ლაა? - ირო­ნი­უ­ლად შე­ნიშ­ნა ზუ­ზიმ და წა­მო­წით­ლე­ბულ ქალს ეშ­მა­კუ­რად გა­ხე­და. თი­კო შეც­ბუ­ნე­ბის და­მალ­ვას ცდი­ლობ­და, ამი­ტო­მაც კეკ­ლუ­ცად შე­ირ­ხა, ნი­კას­კენ და­ი­ხა­რა და ლო­ყა­ზე აკო­ცა.

- კარ­გი ბი­ჭი ხარ, ნი­კუშ. მად­ლო­ბა, ჩე­მი სა­ხე­ლიც რომ შე­ურ­ჩიე თევზს. ხე­დავ, რო­გორ და­ცუ­რა­ვენ? დარ­წ­მუნ­დი, რომ წყლის სუ­ლაც არ ეში­ნი­ათ? - ბო­ლო წი­ნა­და­დე­ბა ხაზ­გას­მით წარ­მოთ­ქ­ვა და ბავშვს თვა­ლებ­ში ჩა­ხე­და.
მაგ­რამ ნი­კა თი­კოს სა­უ­ბარ­ში არ აჰ­ყ­ვა, აკ­ვა­რი­უმს ხე­ლე­ბი ჩას­ჭი­და და თევ­ზებს და­აშ­ტერ­და.
ქალ­მა იქ­ვე ჩა­მომ­ჯ­დარ მა­მა­კაცს გა­ხე­და და რო­ცა მის მზე­რას შე­ე­ფე­თა, გუ­ლი ისე აუბა­გუნ­და, ამო­სუნ­თ­ქ­ვა გა­უ­ჭირ­და. ეს კა­ცი აქ შემ­თხ­ვე­ვით არ შე­მო­ივ­ლი­დაო, გა­ი­ფიქ­რა.
- რამ­დე­ნი­მე დღით მთა­ში მივ­დი­ვარ. ნი­კას უყ­ვარს იქა­უ­რო­ბა. ორი­ვე­ნი ხომ არ შე­მო­მი­ერ­თ­დე­ბო­დით? ერ­თად წა­ვი­დეთ, და­ის­ვე­ნებთ...
- მთა­ში რა ხდე­ბა?
- პა­ტა­რა ფერ­მა მაქვს იქ... სა­ქონ­ლის. ნა­ტუ­რა­ლუ­რი რძე, ყვე­ლი და მა­წო­ნი არ მო­გაკ­ლ­დე­ბათ.
თი­კო შე­ყოყ­მან­და, მაგ­რამ იმ­დე­ნად მაც­დუ­რი წი­ნა­და­დე­ბა იყო, უარის თქმა ვერ შეძ­ლო.
- სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­მო­ვალ, თუ­კი ნი­კა თა­ნახ­მა იქ­ნე­ბა. ჩე­მი კა­ვა­ლე­რი ახ­ლა ისაა.
ნი­კამ ჯერ თი­კოს შე­ხე­და, მე­რე - ზუ­ზის და კვლავ აკ­ვა­რი­უმს შე­ავ­ლო თვა­ლი.
ქა­ლი მი­უხ­ვ­და.
- ნუ გე­ში­ნია, თევ­ზე­ბი დაგ­ვე­ლო­დე­ბი­ან, ჩვენ არ­ყოფ­ნა­ში მა­რო და გრი­შა მი­ხე­და­ვენ, - და­ამ­შ­ვი­და.
თვა­ლებ­გაბ­რ­წი­ნე­ბულ­მა ბიჭ­მა ზუ­ზის მი­აპყ­რო მზე­რა:
- ცხენ­ზე შემ­ს­ვამთ?

- რა თქმა უნ­და. რო­დის მით­ქ­ვამს უარი?
- ცხე­ნიც გყავთ? - თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და თი­კოს.
- მყავს, თა­ნაც რამ­დე­ნი­მე, - გა­ი­ღი­მა ზუ­ზიმ, - ნი­კას ყვე­ლა­ზე მე­ტად მაქ­სი უყ­ვარს, პო­ნი. მა­სა­ვით პა­ტა­რაა. თქვენ იცით ცხენ­ზე ჯდო­მა?
ქალ­მა თა­ვი გა­და­აქ­ნია. ხმას არ იღებ­და, ეში­ნო­და, ზუ­ზი არ მიმ­ხ­ვ­და­რი­ყო, რო­გორ უხა­რო­და მას­თან ერ­თად გამ­გ­ზავ­რე­ბა.
- რო­დის მი­დი­ხართ?
- მივ­დი­ვართ, - შე­უს­წო­რა მა­მა­კაც­მა.
- ჰო, რო­დის მივ­დი­ვართ? - და­ი­მორ­ცხ­ვა თი­კომ.
- თუ მომ­ზა­დე­ბა არ გჭირ­დე­ბათ, დღეს­ვე წა­ვი­დეთ.
- რა ვი­ცი... რა­მე დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა?
- მხო­ლოდ თბი­ლი ტან­საც­მე­ლი, სხვა არა­ფე­რი. სპორ­ტუ­ლად ჩა­იც­ვით, მა­ინც მთაა, ხომ იცით, ღა­მით ცი­ვა...
- რა­საკ­ვირ­ვე­ლია.
- მა­შინ მე და­გე­ლო­დე­ბით. მე გრი­შას გა­ვაფ­რ­თხი­ლებ, - ოდ­ნავ ცი­ვად გას­ცა პა­სუ­ხი ზუ­ზიმ.
რა არ მო­ე­წო­ნა? იქ­ნებ ის, რომ მა­შინ­ვე და­თან­ხ­მ­და? მე­რე რა? ის ხომ მი­როს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლია? თი­კო ვე­რა­ფერს მიხ­ვ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თა­ვის ოთახ­ში აირ­ბი­ნა, პა­ტა­რა სამ­გ­ზავ­რო ჩან­თა გად­მო­ი­ღო და სა­ჭი­რო ტან­საც­მე­ლი ჩა­ა­ლა­გა. შემ­დეგ წყა­ლი გა­და­ივ­ლო, თმა და­ი­ვარ­ცხ­ნა, სარ­კ­ეში ჩა­ი­ხე­და და კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა. ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში იყო, ერ­თა­დერ­თი რა­მის გარ­და - თვა­ლე­ბი ზედ­მე­ტად უბ­რ­წყი­ნავ­და.
სა­კუ­თარ ორე­ულს გა­უ­ცი­ნა, თვა­ლი ჩა­უკ­რა და ნი­კას ოთახ­ში გა­ვი­და, მი­სი ტან­საც­მე­ლი რომ ჩა­ე­ლა­გე­ბი­ნა...

თი­კო მან­ქა­ნის წი­ნა სა­ლონ­ში მო­თავ­ს­და, ნი­კა უკან ჩას­ვეს, ზუ­ზი კი სა­ჭეს მი­უჯ­და. მან­ქა­ნა და­იძ­რა. კარ­გა ხანს სწრა­ფად მიქ­როდ­ნენ. მაგ­ნი­ტო­ფო­ნი­დან სა­სი­ა­მოვ­ნო მე­ლო­დია იღ­ვ­რე­ბო­და. ამა­სო­ბა­ში ნი­კას ჩა­ე­ძი­ნა. თი­კომ ფრთხი­ლად გა­და­აწ­ვინა ბავ­შ­ვი უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე და თა­ვი­სი ში­ფო­ნის თავ­შა­ლი გა­და­ა­ფა­რა.

ამ­წუ­თას რო­გო­რი ბედ­ნი­ე­რი იყო, ოც­ნე­ბე­ბით ცა­ში დაფ­რი­ნავ­და. ზუ­ზის­კენ არ იხე­დე­ბო­და, მაგ­რამ მის სუნ­თ­ქ­ვა­საც კი გრძნობ­და.
კარ­გა ხნის შემ­დეგ მან­ქა­ნამ სვლას უკ­ლო და მთის აღ­მართს შე­უდ­გა. მო­ას­ფალ­ტე­ბუ­ლი გზა დამ­თავ­რ­და. შე­და­რე­ბით აგ­რილ­და. აქ თით­ქოს ჰა­ერ­საც სხვა, უფ­რო მათ­რო­ბე­ლა სურ­ნე­ლი დაჰ­კ­რავ­და, რაც თი­კო­ზე გა­მაბ­რუ­ებ­ლად მოქ­მე­დებ­და.
რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი მგზავ­რო­ბის შემ­დეგ ბინ­დ­ბუნ­დ­ში სიმ­წ­ვა­ნე­ში ჩაფ­ლუ­ლი წი­თე­ლი აგუ­რის სახ­ლი გა­მოჩ­ნ­და, რო­მელ­საც გარ­შე­მო უზარ­მა­ზა­რი ეზო ეკ­ვ­რო­და. ორი­ვე შე­სა­ნიშ­ნა­ვად მოვ­ლი­ლი ჩან­და.
უკ­ვე შე­ღა­მე­ბუ­ლი­ყო. ზუ­ზიმ რკი­ნის ჭიშ­კარს ფა­რე­ბი მი­ა­ნა­თა და და­ა­სიგ­ნა­ლა. მა­შინ­ვე გა­ის­მა ჩქა­რი ნა­ბი­ჯე­ბის ხმა და კა­რი ჭრი­ა­ლით გა­ი­ღო. ეზო­დან ჭარ­მა­გი კა­ცი გა­მო­ვი­და, მან­ქა­ნას­თან მი­ვი­და და ზუ­ზის თბი­ლად გა­უ­ღი­მა.
- ძია პეტ­რე, ჩა­მო­ვე­დით. მიგ­ვი­ღებთ?
- მო­დით, შვი­ლო, მო­დით. რას მიქ­ვია, მი­გი­ღებ. შე­ნი სახ­ლია, შე­ნი კა­რი, მე და ჩე­მი კნე­ი­ნა აქ მხო­ლოდ სტუმ­რე­ბი ვართ.
ამ დროს სახ­ლი ერ­თი­ა­ნად გა­ჩახ­ჩახ­და და კი­ბის თავ­ზე "კნე­ი­ნაც" გა­მოჩ­ნ­და - ლა­მა­ზი, კოხ­ტად ჩაც­მუ­ლი შუ­ახ­ნის ქა­ლი.
- ქალ­ბა­ტო­ნო ქე­თე­ვან, მო­გე­სალ­მე­ბით! რო­გორ გი­კითხოთ? აი, სტუმ­რე­ბი მო­გიყ­ვა­ნეთ. - გას­ძა­ხა მან­ქა­ნის ფან­ჯ­რი­დან ზუ­ზიმ.
- ზუ­ზი, შენ შე­მო­გევ­ლე, რო­გორ გაგ­ვა­ხა­რე! - ქა­ლი ლა­მის სირ­ბი­ლით გა­მო­ვი­და ქუ­ჩა­ში, ხე­ლე­ბი წინ­სა­ფარ­ზე შე­იმ­შ­რა­ლა და ზუ­ზის ხე­ლი ჩა­მო­არ­თ­ვა, მე­რე მან­ქა­ნა­ში შე­მო­ი­ხე­და, - უი, ამას ვის ვხე­დავ! ნი­კაც ჩა­მო­გიყ­ვა­ნია! რა კარ­გია, აქ რომ ხართ. ახ­ლა­ვე, ახ­ლა­ვე. თქვენ გად­მო­დით და მე უცებ დავ­ტ­რი­ალ­დე­ბი.
- ქალ­ბა­ტო­ნო ქე­თე­ვან, ეს თი­კოა, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი. აჩ­ვე­ნეთ, რო­მელ ოთახ­ში და­ი­ძი­ნებს, მე და ნი­კა კი ამა­სო­ბა­ში ცხე­ნებს დავ­ხე­დავთ.
ზუ­ზიმ გა­მოღ­ვი­ძე­ბულ ბავშვს ხე­ლი ჩაჰ­კი­და და წა­იყ­ვა­ნა. თი­კომ მათ თვა­ლი გა­ა­ყო­ლა და იგ­რ­ძ­ნო, ამ პა­ტა­რა ბი­ჭის რო­გორ შე­შურ­და.
ქე­თო თი­კოს წინ გა­უძღ­ვა, თან ელა­პა­რა­კე­ბო­და, თან მი­კუს­კუ­სებ­და. მსუ­ქა­ნი სხე­უ­ლი თა­ვი­სუფ­ლად სი­ა­რუ­ლის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და, ამი­ტომ მძი­მედ სუნ­თ­ქავ­და.

სას­ტუმ­რო ოთა­ხი გა­ი­ა­რეს და ხის­რი­კუ­ლე­ბი­ა­ნი ფარ­თო კი­ბით მე­ო­რე სარ­თულ­ზე ავიდ­ნენ.
ოთა­ხი საკ­მა­ოდ დი­დი და ნა­თე­ლი იყო, თა­ნაც გე­მოვ­ნე­ბით მოწყო­ბი­ლი. ფან­ჯ­რის რა­ფებ­ზე ყვა­ვი­ლე­ბი­ა­ნი ქოთ­ნე­ბი ჩა­მო­ემ­წ­კ­რი­ვე­ბი­ნათ. ოთა­ხის მარ­ცხ­ნივ მე­ო­რე კა­რიც იყო, რო­მე­ლიც ტე­რა­სა­ზე გა­დი­ო­და. აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბულ­მა თი­კომ ჩან­თა კუთხე­ში, და­ბალ მა­გი­და­ზე და­დო, ფან­ჯა­რას მი­ე­ახ­ლა, ფარ­და გა­დას­წია და ეზო­ში გა­და­ი­ხე­და. ულა­მა­ზე­სი ბა­ღი დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი ხრი­კე­ბით იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი.
ტე­რა­სა­ზე გა­ვი­და და ღა­მის ჰა­ე­რი ხარ­ბად ჩა­ი­სუნ­თ­ქა. რო­ცა ჰო­რი­ზონტს გა­ხე­და, სუნ­თ­ქ­ვა შე­ეკ­რა, ირ­გ­ვ­ლივ ისე­თი სი­ლა­მა­ზე გა­მე­ფე­ბუ­ლი­ყო - ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბით მო­ჭე­დი­ლი ცა, მა­ღა­ლი მთე­ბი, ხე­ებ­ში ჩაფ­ლუ­ლი სო­ფე­ლი და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე ჰა­ე­რი.
- თი­კო, გე­ნაც­ვა­ლე, ეს იქ­ნე­ბა თქვე­ნი ოთა­ხი. იმე­დია, მო­გე­წო­ნე­ბათ ჩვენ­თან. მთა­ვა­რია, თა­ვი თა­ვი­სუფ­ლად იგ­რ­ძ­ნოთ.
- რა ლა­მა­ზია აქა­უ­რო­ბა! - აღ­მოხ­და თი­კოს, - რა ბედ­ნი­ე­რი ხართ, ასეთ ად­გი­ლას რომ ცხოვ­რობთ.
- რა ვი­ცი, ვცდი­ლობთ. არა­ფერს ვუ­ჩი­ვით, სხვე­ბი­ვით შიმ­ში­ლით სუ­ლი არ გვძვრე­ბა. კი ვართ ბედ­ნი­ე­რე­ბი, მაგ­რამ უკე­თე­სად ვიქ­ნე­ბით, რო­ცა ზუ­ზი ცოლს შე­ირ­თავს. დი­დი ხა­ნია, აქა­უ­რო­ბა დი­ა­სახ­ლისს ელო­დე­ბა. ერ­თი ქა­ლი არ გა­მოჩ­ნ­და ისე­თი, აქ ცხოვ­რე­ბას რომ მო­ი­სურ­ვებ­და, ყვე­ლას ქა­ლაქ­ში ურ­ჩევ­ნია, ჩე­მო კარ­გო.

თი­კომ დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ხე­და ქალს და გა­ი­ფიქ­რა, ნე­ტავ იმ ქა­ლებ­ში მეც თუ მი­გუ­ლის­ხ­მაო. ეჰ, რომ იცო­დეს ქე­თომ, რა სი­ა­მოვ­ნე­ბით იცხოვ­რებ­და თი­კო აქ ზუ­ზის გვერ­დით... სა­ინ­ტე­რე­სოა, ვის არ უნ­და აქ ცხოვ­რე­ბა, მა­რის თუ მი­შელს? რო­მე­ლი იგუ­ლის­ხ­მა? ამის გა­ფიქ­რე­ბა­ზე ისე აღელ­და, სა­სა­უბ­რო თე­მის შეც­ვ­ლა გა­დაწყ­ვი­ტა.
- თქვენ აქა­უ­რი ხართ, ქალ­ბა­ტო­ნო ქე­თე­ვან?
- არა, ქო­ბუ­ლე­თე­ლი ვარ. სტუ­დენ­ტო­ბი­სას ბა­თუმ­ში პრაქ­ტი­კე­ბი მქონ­და. მა­შინ ლა­მა­ზი გო­გო ვი­ყა­ვი და კა­ცე­ბი ბუ­ზე­ბი­ვით მეხ­ვე­ოდ­ნენ, - გა­ი­ცი­ნა ქალ­მა და ხე­ლი სი­ნა­ნუ­ლის ნიშ­ნად ჩა­იქ­ნია, - ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ბა­თუმ­ში ერ­თი ყმაწ­ვი­ლი გა­ვი­ცა­ნი და ისე შე­მიყ­ვარ­და, მის გარ­და ვე­რა­ვის ვამ­ჩ­ნევ­დი. მე­გო­ნა, იმა­საც შე­ვუყ­ვარ­დი, მაგ­რამ მა­ლე მივ­ხ­ვ­დი, რომ ისე­თი არ იყო, რო­გო­რიც თა­ვი­დან მე­გო­ნა. მა­ინც შე­ვე­გუე ბედს. მიყ­ვარ­და და ყვე­ლა­ფერ­ზე თვალს ვხუ­ჭავ­დი. ყვე­ლა­ფერ­ზე თუ არა, ბევრ რა­მე­ზე მა­ინც. უტ­ვი­ნო გო­გო­ე­ბის ამ­ბა­ვი ხომ იცით... შევ­ც­დი და პრაქ­ტი­კი­დან რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, აღ­მოჩ­ნ­და, რომ უკ­ვე ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. რა უნ­და მექ­ნა? ავ­დე­ქი და ვუთხა­რი, ასე და ასეა-მეთ­ქი. უნ­და გე­ნა­ხათ, რა დღე მა­ყა­რა. აყ­ვირ­და, რა აყ­ვირ­და, მლან­ძღა, მთათხა, რა აღარ მა­კად­რა... ხმა არ ამო­მი­ღია, უსიტყ­ვოდ მოვ­ტ­რი­ალ­დი და წა­მო­ვე­დი. მას მე­რე არ მი­ნა­ხავს. სი­ცოცხ­ლე აღარ მინ­დო­და. შინ დაბ­რუ­ნე­ბას აზ­რი არ ჰქონ­და, ჩე­მი მშობ­ლე­ბი ჩამ­ქო­ლავ­დ­ნენ. ვერც ჩემს მე­გობ­რებს გა­ვენ­დე, შე­მე­შინ­და, ვინ­მეს სად­მე არ წა­მოს­ც­დეს-მეთ­ქი. ავ­დე­ქი და ზღვას მი­ვა­შუ­რე, თა­ვის დახ­რ­ჩო­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტე. გა­და­ვეშ­ვი ტალ­ღებ­ში. რა ვი­ცი, რა მოხ­და, მე­რე აღა­რა­ფე­რი მახ­სოვს, მაგ­რამ თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე, ნა­პირ­ზე ვეგ­დე და ვი­ღაც კა­ცი თავს დამ­ტ­რი­ა­ლებ­და. ხან სა­ფეთ­ქ­ლებს მი­ზელ­და, ხან აი, ასე მაწ­ვე­ბო­და მკერ­დ­ზე, - ქე­თომ გაშ­ლი­ლი ხე­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს და­ა­დო და რიტ­მუ­ლად ზე­მოთ-ქვე­მოთ აამოძ­რა­ვა, - ნუ, გა­სა­გე­ბი იყო, რომ ვი­ღა­ცამ გა­და­მარ­ჩი­ნა. ავ­ტირ­დი, მაგ­რამ რა ავ­ტირ­დი, ჩე­მი ცრემ­ლი ზღვას ერ­თ­ვო­და. ამ კაც­მა თა­ვის სახ­ლ­ში წა­მიყ­ვა­ნა. შინ მო­ხუ­ცი დე­და ჰყავ­და. მოვ­ყე­ვი ჩე­მი გა­ჭირ­ვე­ბის ამ­ბავს, არა­ფე­რი და­მი­მა­ლავს. ჰო­და, შენ ხარ ჩე­მი ბა­ტო­ნი, ამ კაც­მა მითხ­რა, დარ­ჩი ჩემ­თან, ერ­თად ვიცხოვ­როთ და ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ვიწყეო. არა­და, თექ­ვ­ს­მე­ტი წლი­თ იყო ჩემ­ზე უფ­რო­სი. აი, ასე მოხ­და, ჩე­მო თი­კო. ოც­და­ექ­ვ­სი წე­ლია, ერ­თად ვართ. ჩე­მი გო­გო­ნა თბი­ლის­ში მუ­შა­ობს, დი­ზა­ი­ნე­რია. საქ­მ­როც ჰყავს. ამ შე­მოდ­გო­მა­ზე და­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რე­ბენ და რა ვი­ცი, ვნა­ხოთ, - ქე­თომ მო­ყო­ლა და­ამ­თავ­რა, ამო­ი­ოხ­რა და და­ა­მა­ტა:

- არ ვი­ცი, ჩე­მი ამ­ბა­ვი რა­ტომ გა­გან­დეთ. იქ­ნებ იმი­ტომ, რომ ჩემ­სა­ვით მიმ­ნ­დო­ბი და მი­ა­მი­ტი მეჩ­ვე­ნეთ. თვა­ლებ­ში ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი გი­ციმ­ცი­მებთ და სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დიც არ გი­კე­თი­ათ. ალ­ბათ იოლად ქმნით იდე­ა­ლებს, რომ­ლე­ბიც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში არ არ­სე­ბო­ბენ.
თი­კომ მშვი­დად მი­უ­გო:
- ვხვდე­ბი, რა­საც გუ­ლის­ხ­მობთ, ქალ­ბა­ტო­ნო ქე­თე­ვან. უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა, რომ თქვენ შე­სა­ხებ მო­მი­ყე­ვით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ასე­თი რამ გა­დაგ­ხ­დათ, აშ­კა­რად ბედ­ნი­ე­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით. ნა­თე­ლი, მაგ­რამ ოდ­ნავ სევ­დი­ა­ნი მზე­რა გაქვთ. თქვე­ნი მე­უღ­ლე შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი ჩანს.
- მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბით, - მად­ლი­ე­რე­ბის ღი­მი­ლი გა­და­ე­ფი­ნა ქალს სა­ხე­ზე, მე­რე კა­რა­და გა­მო­ა­ღო, თა­რო­დან კოხ­ტად და­კე­ცი­ლი ორი პირ­სა­ხო­ცი აიღო და სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ი­ტა­ნა.
- სუფ­რას მა­ლე გავ­შ­ლი, გე­ნაც­ვა­ლე. ნი­კა სად ჯო­ბია, და­ვაწ­ვი­ნოთ?
- თუ ჩემ გვერ­დით ოთახ­ში არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, აჯო­ბებს. ღა­მით იღ­ვი­ძებს ხოლ­მე, კოშ­მა­რე­ბი ესიზ­მ­რე­ბა და მინ­და, ახ­ლოს ვი­ყო.
- კარ­გი, თი­კო, გვერ­დი­თა ოთახ­ში გა­ვუშ­ლი, რა უნ­და მა­გას, ად­ვი­ლი საქ­მეა. - ქე­თომ გულ­ღი­ად გა­უ­ღი­მა ქალს და ოთა­ხი­დან გა­ვი­და.
რო­ცა შხა­პი მი­ი­ღო და ქვე­ვით ჩა­ვი­და, ზუ­ზი და ნი­კა უკ­ვე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ.
ნი­კა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი იყო, ნაჩ­ქა­რე­ვად ივახ­შ­მა და მა­შინ­ვე ლო­გინს მი­ა­შუ­რა. თი­კო სა­წოლ­ზე ჩა­მო­უჯ­და და თმა ალერ­სით აუქოჩ­რა.
- თი­კო, თევ­ზე­ბიც იძი­ნე­ბენ?
- რა თქმა უნ­და, იძი­ნე­ბენ. ისი­ნი და­გე­ლო­დე­ბი­ან, სა­ნამ შენც მა­თი სიზ­მრე­ბის სამ­ყა­როს შე­უ­ერ­თ­დე­ბი. ხვალ დი­ლით კი მო­მი­ყე­ვი, რო­გორ გა­გარ­თო­ბენ, კარ­გი? - გა­ე­ხუმ­რა.
- სიზ­მ­რე­ბის სამ­ყა­რო? რა არის სიზ­მ­რე­ბის სამ­ყა­რო? მო­მი­ყე­ვი, რა.
თი­კომ იქ­ვე შეთხ­ზა ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც ბავშვს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა. ისე უცებ ჩა­ე­ძი­ნა, რომ თი­კო ვერც მიხ­ვ­და. ბი­ჭუ­ნას სა­ხე­ზე ბედ­ნი­ე­რი ღი­მი­ლი გა­დაჰ­ფე­ნო­და. ქალ­მა სა­ბა­ნი შე­მო­უ­კე­ცა, ლო­ყა­ზე აკო­ცა, სი­ნათ­ლე ჩა­აქ­რო და კა­რი უხ­მა­უ­როდ გა­ი­ხუ­რა.
თა­ვის ოთახ­ში გა­სულ­მა ტან­საც­მე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა, ცის­ფე­რი კა­ბა გა­და­იც­ვა, თბი­ლი ჟა­კე­ტი მო­ი­ხუ­რა და თმა წვრი­ლი ბაფ­თით გა­იკ­რა. რო­ცა სას­ტუმ­რო ოთახ­ში დაბ­რუნ­და, ზუ­ზი ბუ­ხარ­თან იდ­გა და ხელ­ში კო­ნი­ა­კით ნა­ხევ­რად სავ­სე კოქ­ტე­ი­ლის ჭი­ქა ეჭი­რა. ქალ­მა თვა­ლი ვერ მოს­წყ­ვი­ტა მის პრო­ფილს.

- რა და­გის­ხათ? ვის­კი? კო­ნი­ა­კი? ჯი­ნი? ამა­რე­ტო? ღვი­ნო ვი­ცი, რომ არ გიყ­ვართ. ნი­კამ და­ი­ძი­ნა?
- და­ი­ძი­ნა. წვენს დავ­ლევ­დი, თუ არ შე­გა­წუ­ხებთ, - ხმა­დაბ­ლა წარ­მოთ­ქ­ვა და თვა­ლე­ბი და­ხა­რა, რომ კვლავ მის მზე­რას არ და­ეტყ­ვე­ვე­ბი­ნა.
უც­ნა­უ­რი იყო. რო­გორც კი მა­მა­კაც­თან მარ­ტო დარ­ჩა, მიხ­ვ­და, რომ ეს კა­ცი მის ცხოვ­რე­ბა­ში გრი­გა­ლი­ვით შე­მო­იჭ­რა და ყვე­ლა­ფე­რი აურ-და­უ­რია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზუ­ზის უამ­რა­ვი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე შე­ეძ­ლო ჩა­მო­ეთ­ვა­ლა, მა­ინც მის­კენ მი­უ­წევ­და გუ­ლი. ხვდე­ბო­და, უმა­მა­კა­ცო­ბას თა­ვი­სი გაჰ­ქონ­და. ჯერ ახალ­გაზ­რ­და იყო და სხე­უ­ლი თა­ვი­სას მო­ითხოვ­და. მი­უ­ხე­და­ვად მა­მა­კა­ცის სი­ცი­ვი­სა, მის­კენ მა­ინც ჯი­უ­ტად მი­ილ­ტ­ვო­და. ერ­თი სუ­ლი ჰქონ­და, ჩა­ხუ­ტე­ბო­და ამ გა­რუ­ჯულ სხე­ულს და უც­ნა­უ­რად მო­ელ­ვა­რე თვა­ლებ­ში ღრმად ჩა­ე­ხე­და. სურ­და, ამ­წუ­თას მი­სი გუ­ლის­ცე­მა მო­ეს­მი­ნა.
ზუ­ზი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ვი­და და ცო­ტა ხნის შემ­დეგ წვე­ნით სავ­სე ბოთ­ლით დაბ­რუნ­და, მა­ღალ­ფე­ხი­ან ჭი­ქა­ში ჩა­მო­უს­ხა თი­კოს და წინ და­უ­დო, მე­რე ბუ­ხარს მი­ეყ­რ­დ­ნო, კო­ნი­ა­კი მოს­ვა და ქალს გა­ხე­და.
- მო­გე­წო­ნათ აქა­უ­რო­ბა?
- სა­ოც­რად. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ად­გი­ლია. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ასე­თი გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლი და მყუდ­რო ად­გი­ლე­ბი. ხალ­ხ­მ­რავ­ლო­ბა მთრგუ­ნავს.
ზუ­ზიმ ახედ-და­ხე­და, და­ჟი­ნე­ბუ­ლი მზე­რა ჩა­ა­ყო­ლა მის სხე­ულს და ცი­ვად ამოთ­ქ­ვა:
- რამ­დე­ნი­მე დღე­ში მოგ­ბეზ­რ­დე­ბათ. ჩემს ყვე­ლა მე­გო­ბარს ქა­ლაქ­ში ურ­ჩევ­ნია ყოფ­ნა. აქ ამო­ვალთ და ორ დღე­ში გაქ­ცე­ვა­ზე არი­ან. არა­და, ისე მიყ­ვარს აქა­უ­რო­ბა... სი­ა­მოვ­ნე­ბით ვიცხოვ­რებ­დი, საქ­მე­ე­ბი რომ არ მქონ­დეს. თქვენ? თქვენ შეძ­ლებ­დით აქ ცხოვ­რე­ბას?
თი­კომ კვლავ და­ხა­რა თვა­ლე­ბი და წვე­ნით სავ­სე ფუ­ჟერს დას­წ­ვ­და.
- რა­ტო­მაც არა, დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით. რა­ტომ მე­კითხე­ბით?
მა­მა­კაცს ირო­ნი­ულ­მა ღი­მილ­მა გა­და­ურ­ბი­ნა სა­ხე­ზე.
- იმი­ტომ, რომ ადა­მი­ა­ნებს უჭირთ უცხო ად­გილ­თან შე­გუ­ე­ბა. მე კი მიყ­ვარს აქ ყოფ­ნა, მიყ­ვარს და აქეთ­კენ მე­ქა­ჩე­ბა სუ­ლი და სხე­უ­ლი. ბავ­შ­ვო­ბა­ში ვოც­ნე­ბობ­დი, ბევ­რი ცხე­ნი მყო­ლო­და და დი­დი სახ­ლი მქო­ნო­და, კოვ­ბო­ი­ვით მეცხოვ­რა და ფერ­მა გა­მე­შე­ნე­ბი­ნა. მე კი ფი­ნან­სის­ტი გავ­ხ­დი, თუმ­ცა, ნა­წი­ლობ­რივ ავიხ­დი­ნე ჩე­მი ოც­ნე­ბა. ექ­ვ­სი ცხე­ნი მყავს და ცა­მე­ტი ძრო­ხა. ასე თუ ისე, წვრილ­ფე­ხა ფერ­მე­რი მა­ინც მქვია. - ისე ჩა­ი­ცი­ნა, თით­ქოს თა­ვის თავს დას­ცი­ნი­სო, - ასე­თია ცხოვ­რე­ბა. ან არას­დ­როს გის­რულ­დე­ბა ის, რა­ზეც ოც­ნე­ბობ, ან ნა­წი­ლობ­რივ. ეს ეზო-კა­რი ჩე­მი ბა­ბუა-ბე­ბი­ი­საა და არ მინ­და გავ­ყი­დო, ვი­ღა­ცას ჩა­ვუგ­დო ხელ­ში. ალ­ბათ ამი­ტო­მაც ვარ ამ­დენ ხანს უცო­ლო.
- ცო­ლი რა შუ­ა­შია?
ზუ­ზიმ გაკ­ვირ­ვე­ბით გა­ხე­და ქალს და კარ­გა ხანს მზე­რა არ მო­უ­შო­რე­ბია.
- რო­გორ თუ რა შუ­ა­შია? ვინ დამთან­ხ­მ­დე­ბა ამ მთა­ში ცხოვ­რე­ბას? ერთ თვე­ში გა­მექ­ცე­ვა ნე­ბის­მი­ე­რი.
თი­კო თა­ვის ჭი­ქას ჩა­აშ­ტერ­და.
ზუ­ზიმ კი გა­აგ­რ­ძე­ლა:
- რა ცუ­დია, ცხენ­ზე ჯდო­მა რომ არ იცით. ხვალ დი­ლით ვა­პი­რებ­დი გას­ვ­ლას, მთა­ში გა­ნა­ვარ­დე­ბას, თან ფერ­მა­შიც უნ­და შე­ვი­ა­რო. ვი­ფიქ­რე, თან წა­ვიყ­ვან-მეთ­ქი... არა უშავს, რომ დავ­ბ­რუნ­დე­ბი, ნი­კას პონ­ზე შევ­ს­ვამ და გა­ვა­სე­ირ­ნებ. თუ არ გე­ზა­რე­ბა, სუ­ლაც მან­ქა­ნით ავი­დეთ ფერ­მა­ში.

თი­კოს იმ­დე­ნად აინ­ტე­რე­სებ­და ყვე­ლა­ფე­რი, რაც ზუ­ზის­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა­ფერ­ზე თავს უქ­ნევ­და. კარ­გა ხანს ილა­პა­რა­კეს. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ზუ­ზი გა­ჩუმ­და და თქვა:
- იქ­ნებ ორი ლუკ­მა შეგ­ვე­ჭა­მა? ნი­კამ კი ივახ­შ­მა, მაგ­რამ ჩვენ რა და­ვა­შა­ვეთ? ქე­თომ რა ხა­ნია, სუფ­რა გა­შა­ლა.
სა­სა­დი­ლო ოთახ­ში გა­ვიდ­ნენ. მა­გი­და­ზე ქათ­ქა­თა სუფ­რა იყო გა­და­ფა­რე­ბუ­ლი. შუ­ა­ში ვარ­დე­ბით სავ­სე ლარ­ნა­კი იდ­გა. შან­დ­ლებ­ში სან­თ­ლე­ბი ენ­თო, რო­მე­ლიც ნა­ხევ­რად ჩამ­წ­ვა­რი­ყო. მა­გი­და ორ კაც­ზე გა­ე­შა­ლათ.
თი­კოს­თ­ვის თით­ქოს ჯა­დოს­ნუ­რი ღა­მე ჩა­მოწ­ვა. ასეთ რა­მეზე თუ იოც­ნე­ბებ­და მხო­ლოდ. სან­თ­ლე­ბის შუქ­ზე არას­დ­როს არა­ვის­თან უვახ­შ­მია. გან­მარ­ტო­ე­ბამ უფ­რო და­ა­ახ­ლო­ვა წყვი­ლი. იგი თვა­ლებ­ში შეს­ცი­ცი­ნებ­და ზუ­ზის, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ბავ­შ­ვო­ბის ამ­ბებს ჰყვე­ბო­და, თან მა­დი­ა­ნად ილუკ­მე­ბო­და.
- ძა­ლი­ან მიყ­ვარს აქ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი. ყვე­ლა­ფე­რი გემ­რი­ე­ლი და ნა­ტუ­რა­ლუ­რია, - თქვა ზუ­ზიმ, რო­ცა მხი­ა­რუ­ლი ამ­ბე­ბის მო­ყო­ლა და­ამ­თავ­რა და თევ­ზის მოზ­რ­დი­ლი ნა­ჭე­რი თი­კოს მი­ა­წო­და.
- მეც მიყ­ვარს. ამა­ზე უკე­თე­სი რა უნ­და ინატ­რო ადა­მი­ან­მა.
- მო­მი­ყე­ვით, კი­დევ რა გიყ­ვართ, - ხმა­დაბ­ლა, ყრუდ იკითხა მა­მა­კაც­მა, სკა­მის სა­ზურ­გეს მი­აწ­ვა და მო­ჭუ­ტუ­ლი თვა­ლე­ბით გა­ხე­და.
- თქვენ­თ­ვის არა მგო­ნია, ეს სა­ინ­ტე­რე­სო იყოს, - დაბ­ნე­ულ­მა თი­კომ გვერ­დ­ზე გა­ი­ხე­და.
- რა­ტო­მაც არა. თქვენ შე­ე­ცა­დეთ...
- სხვა დროს იყოს, კარ­გი? გემ­რი­ე­ლი ვახ­შ­მის­თ­ვის დი­დი მად­ლო­ბა. - ოფი­ცი­ა­ლუ­რი ტო­ნით წარ­მოთ­ქ­ვა, ხელ­საწ­მენ­დ­ზე თი­თე­ბი შე­იწ­მინ­და და წა­მოდ­გა.
- მა­შინ გა­ვი­სე­ირ­ნოთ, - არ მო­ეშ­ვა მა­მა­კა­ცი.
აკან­კა­ლე­ბულ­მა ქალ­მა უსიტყ­ვოდ და­უქ­ნია თა­ვი, რად­გან მიხ­ვ­და, პა­სუ­ხი რომ გა­ე­ცა, ხმაც აუკან­კალ­დე­ბო­და.
რო­გორ ეში­ნო­და თა­ვისი სი­სუს­ტის. იცო­და, ში­ნა­გა­ნი მღელ­ვა­რე­ბა ყო­ველ­თ­ვის აესა­ხე­ბო­და სა­ხე­ზე, ასეთ დროს ვე­რაფ­რის და­მალ­ვას ვერ ახერ­ხებ­და. მო­ი­მი­ზე­ზა, ბავშვს დავ­ხე­და­ვო და მე­ო­რე სარ­თულ­ზე აირ­ბი­ნა. ნი­კას ოთახ­ში მარ­თ­ლა შე­იჭყი­ტა. ბავშვს უშ­ფოთ­ვე­ლად ეძი­ნა. ამა­სო­ბა­ში ცო­ტა­თი დამ­შ­ვიდ­და, ღრმად ამო­ი­სუნ­ქ­თა და კვლავ დაბ­ლა ჩა­ვი­და, სა­დაც ზუ­ზი ელო­დე­ბო­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­მა­კა­ცის მის მი­მართ გულ­გ­რი­ლო­ბა ამ­შ­ვი­დებ­და.

ზაფხუ­ლის თბი­ლი ღა­მე სავ­სე იყო უც­ნა­უ­რი სურ­ნე­ლით. ზუ­ზი ხან­და­ხან მხრით შე­ე­ხე­ბო­და, რაც ქალს სუნ­თ­ქ­ვას უკ­რავ­და. კა­ცის შე­ხე­ბა ბან­გი­ვით მოქ­მე­დებ­და მას­ზე, მუხ­ლე­ბი ეკ­ვე­თე­ბო­და.
რო­გორ დამ­თავ­რ­დე­ბა ღა­მის გა­სე­ირ­ნე­ბა? ეს იყო ერ­თა­დერ­თი შე­კითხ­ვა, რო­მელ­საც თი­კო თა­ვის თავს უს­ვამ­და...

გაგრძელება იქნება

სვეტა კვარაცხელია
წაიკითხეთ წინა თავი
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ნია
ნეტავ იცოდეთ როგორ ველი შემდეგ თავებს
15:30 / 18-07-2019
გამოხმაურება / 0 /
Xatia
Madloba avtors aseti kargi novelistvis
22:36 / 16-07-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93