ნოველები

თამაში მზესთან. თავი X

თამაში მზესთან. თავი X
უხ­მოდ მი­ა­ბი­ჯებ­დ­ნენ, ირ­გ­ვ­ლივ მხო­ლოდ მა­თი ნა­ბი­ჯე­ბის ხმა ის­მო­და. თი­კომ ვე­ღარ მო­ით­მი­ნა და სი­ჩუ­მე და­არ­ღ­ვია:
- სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ მოქ­მე­დებს მთვა­რე სხვა­გან უფ­რო ძლი­ე­რად, ვიდ­რე შინ?
ზუ­ზიმ ქალს ირო­ნი­უ­ლი მზე­რა მი­აპყ­რო.
- იქ­ნებ იმი­ტომ, რომ რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლოს მო­ე­ლი? ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, იმ ად­გი­ლებ­ში და­სახ­ლ­დ­ნენ, რო­მელ­თა­ნაც მა­თი ოც­ნე­ბე­ბია და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ის კუთხე მათ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და მყუდ­როა. გი­მოგ­ზა­უ­რი­ათ სად­მე?
- რო­გორ არა, ბევ­რ­ჯერ.
- მეც. - თქვა ზუ­ზიმ და მო­უყ­ვა თა­ვის მოგ­ზა­უ­რო­ბებ­ზე. მას უამ­რა­ვი ქვე­ყა­ნა ჰქონ­და შე­მოვ­ლი­ლი და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბიც
დაგ­რო­ვე­ბო­და. ლა­პა­რა­კობ­და თა­ვი­სუფ­ლად, ისე, რო­გორც ლაღ ადა­მი­ა­ნებს სჩვე­ვი­ათ.
ბი­ლიკ­ზე და­ეშ­ვ­ნენ და პა­ტა­რა მდი­ნა­რეს მი­უ­ახ­ლოვ­დ­ნენ. მთის მდი­ნა­რე რაკ­რა­კით მო­იჩ­ქა­რო­და და სი­მარ­ტო­ვის ილუ­ზი­ას აძ­ლი­ე­რებ­და.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად რა­ღაც ხმა­უ­რი მო­ის­მა. თი­კო მკვეთ­რად შე­მოტ­რი­ალ­და, ფე­ხი აუც­და და და­ე­ცე­მო­და, რომ არა ზუ­ზი. ქა­ლი შე­ში­ნე­ბუ­ლი მი­ეკ­რა მა­მა­კაცს და უმალ იგ­რ­ძ­ნო მი­სი გუ­ლის ძლი­ე­რი ფეთ­ქ­ვა.

- რა ხმა­უ­რია? - წა­ი­ჩურ­ჩუ­ლა, გონს რომ მო­ე­გო.
- ნუ გე­ში­ნია, აქ ვე­ლუ­რი ცხო­ვე­ლე­ბი არ დარ­ბი­ან, ალ­ბათ კა­ტამ თუ გა­ირ­ბი­ნა.
- რო­გორ შე­მე­შინ­და, - თი­კომ გა­ღი­მე­ბა სცა­და, მა­მა­კაცს ქვე­მო­დან ახე­და და... უზარ­მა­ზა­რი ნერ­წყ­ვი გა­და­ა­გო­რა. თა­ვი ძლივს შე­ი­კა­ვა, კვლავ არ მიჰ­კ­ვ­რო­და მის ფარ­თო მკერდს, რა­თა წა­მი­ე­რი ბედ­ნი­ე­რე­ბის შეგ­რ­ძ­ნე­ბა ერ­თხე­ლაც გა­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო.
- ნამ­დ­ვი­ლად კარ­გად ხართ? ხომ არ დავ­ბ­რუნ­დეთ? - ზუ­ზიმ მხრებ­ზე მოხ­ვია ხე­ლი.
- არა, კარ­გად ვარ, უბ­რა­ლოდ, ცო­ტა­თი შე­მე­შინ­და, მაგ­რამ მა­ინც დავ­ბ­რუნ­დეთ. - დამ­ფ­რ­თხალ­მა მი­უ­გო.
ზუ­ზიმ ხე­ლე­ბი და­უშ­ვა და ორი­ვე­ნი სახ­ლის­კენ უხ­მოდ გა­მობ­რუნ­დ­ნენ.
ზუ­ზის­თ­ვის ეს ალ­ბათ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ღა­მო იყო, ერ­თი მრა­ვალ­თა­გა­ნი, არაფ­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი. თი­კოს­თ­ვის კი - უჩ­ვე­უ­ლო და ბედ­ნი­ე­რი...

დი­ლა­ად­რი­ან ზუ­ზიმ ნი­კა პო­ნით გა­ა­სე­ირ­ნა, შემ­დეგ კი, რო­ცა სა­უზ­მეს მორ­ჩ­ნენ, სტუმ­რებს ფერ­მა­ში ას­ვ­ლა შეს­თა­ვა­ზა. სა­მა­გი­ე­როდ, სა­ღა­მოს მთელ შე­მო­გა­რენს და­გათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებ­თო.
მა­მა­კაც­მა მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში პრო­დუქ­ტე­ბით სავ­სე კა­ლა­თა ჩად­გა და თი­კო­სა და ნი­კას­თან ერ­თად ფერ­მის­კენ მი­მა­ვალ გზას და­ად­გა.
თი­კო კი­დევ ერ­თხელ დარ­წ­მუნ­და აჭა­რის სი­ლა­მა­ზე­ში: ლაჟ­ვარ­დო­ვა­ნი ცა, ოქ­როს­ფე­რი მინ­დ­ვ­რე­ბი, მწვა­ნედ შე­მო­სი­ლი მთა-გო­რა­კე­ბი... ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ო­ცარ იდი­ლი­ას ქმნი­და.
დრო­დად­რო თავს გა­ყოფ­და მან­ქა­ნი­დან და თვალ­მო­ჭუ­ტუ­ლი მზეს ახე­დავ­და, სი­ა­მოვ­ნებ­და, მი­სი სხი­ვე­ბი სა­ხე­ზე რომ ელა­მუ­ნე­ბო­და.
- ასე გიყ­ვარს მზე? - გა­იკ­ვირ­ვა ზუ­ზიმ.
- კი, მე მზით ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი. - თვა­ლებ­გაბ­რ­წყი­ნე­ბულ­მა მი­უ­გო.
- მე კი მზის ამოს­ვ­ლა და ჩას­ვ­ლა მხიბ­ლავს. ასე­თი მზე მომ­წონს, - შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბულ­მა ჩა­ი­ლა­პა­რა­კა.
თი­კო თით­ქოს მი­უხ­ვ­და.
- მაგ­რამ ასე­თი მზე არ ათ­ბობს.
- სა­მა­გი­ე­როდ, სულს მი­ფო­რი­ა­ქებს, - მი­ი­ღო პა­სუ­ხად.
ქა­ლი გა­წით­ლ­და, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია.
ზუ­ზი ზოგ­ჯერ სიჩ­ქა­რეს შე­ა­ნე­ლებ­და, მა­გა­ლი­თად, სა­ნამ სა­ზამ­თ­რო­თი დაზ­ვი­ნულ ურემს გა­და­უს­წ­რებ­და. ერ­თხელ კი სუ­ლაც გა­ჩერ­და, რად­გან ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბულ­მა ქა­ლებ­მა გზა გა­და­უჭ­რეს.
- ალ­ბათ მო­ნას­ტ­რი­დან მო­დი­ან, - შე­ნიშ­ნა ზუ­ზიმ.
- მო­ნას­ტე­რიც არის აქ სად­მე? - თი­კომ შორს გა­ი­ხე­და.
- აი, ამ ტბას რომ აუყ­ვე­ბი, მაღ­ლა, მთის გა­დაღ­მა მო­ნას­ტე­რი დგას. იქ ძვე­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რის ნან­გ­რე­ვე­ბი­ცაა შე­მორ­ჩე­ნი­ლი. ერ­თხელ და­ვა­პი­რეთ იქ ას­ვ­ლა, მაგ­რამ ნი­კას დე­დამ აღ­მართს და სიცხეს ვერ გა­უძ­ლო და უკან დავ­ბ­რუნ­დით. მა­შინ ცხე­ნე­ბი არ მყავ­და, ფე­ხით ავ­დი­ო­დით. აგიყ­ვან­დით, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, თქვენც გა­გი­ჭირ­დე­ბათ.
- არა, არ გა­მი­ჭირ­დე­ბა, - გა­ი­ღი­მა თი­კომ, - არც ისე­თი სუს­ტი ვარ, რო­გო­რიც ვჩან­ვარ. ძა­ლი­ან მინ­და მო­ნას­ტ­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. სიძ­ვე­ლე­ე­ბი მი­ზი­დავს. რა თქმა უნ­და, თუ შე­გიძ­ლი­ათ...
- მინ­და, ძია ზუ­ზი, მეც მინ­და, რააა! - იყ­ვი­რა ნი­კა­მაც.
- რა­კი არც ერ­თი არ იშ­ლით, რა გა­ეწყო­ბა, - მა­მა­კაც­მა ისე გა­უ­ღი­მა ნი­კას, თი­კო მიხ­ვ­და, რო­გორ სურ­და მას, ბავ­შ­ვის­თ­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა.
ზუ­ზიმ მან­ქა­ნა გა­ა­ჩე­რა, ქალს გად­მოს­ვ­ლა­ში მი­ეხ­მა­რა და აღ­მართს შე­უყ­ვ­ნენ. დაკ­ლაკ­ნი­ლი ბი­ლი­კი თით­ქოს ცის სიღ­რ­მე­ში იკარ­გე­ბო­და. რაც უფ­რო ადი­ოდ­ნენ მაღ­ლა, მით მე­ტად გრძნობ­და თი­კო, რომ გზა არ­ც­თუ იოლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ხმა არ ამო­უ­ღია, მხო­ლოდ ქო­შინს უმა­ტა.
ზუ­ზის კი დაღ­ლი­ლო­ბა სა­ერ­თოდ არ ეტყო­ბო­და. ნი­კას­თ­ვის ხე­ლი მაგ­რად ჩა­ე­ჭი­და და მსუ­ბუ­ქი ნა­ბი­ჯე­ბით მი­დი­ო­და.
მხო­ლოდ მა­შინ შე­ის­ვე­ნეს, რო­ცა ცი­ხე­სი­მაგ­რე გა­მოჩ­ნ­და. თი­კო გა­ნაც­ვიფ­რა სა­ო­ცარ­მა სა­ნა­ხა­ო­ბამ. სუნ­თ­ქ­ვა­შეკ­რუ­ლი თვალს ვერ აცი­ლებ­და ქონ­გუ­რე­ბი­ან კე­დელს, რო­მე­ლიც გო­რაკ­ზე გა­დაშ­ლი­ლი­ყო. ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, მი­უ­ახ­ლოვ­დ­ნენ ძნე­ლად მი­სად­გომ კედ­ლებ­სა და მრის­ხა­ნე ბას­ტი­ო­ნებს და თი­კოს ცი­ხე­სი­მაგ­რე პირ­ქუ­ში და მკაც­რი მო­ეჩ­ვე­ნა.
ზუ­ზიმ ნი­კა მხარ­ზე შე­ის­ვა, რა­თა ბი­ჭუ­ნას უკეთ და­ეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა იქა­უ­რო­ბა. გა­ლავ­ნის ეზო­ში შე­ვიდ­ნენ და შე­ნო­ბას ირ­გ­ვ­ლივ შე­მო­უ­ა­რეს. ახ­ლო­მახ­ლო კა­ციშ­ვი­ლი არ ჭა­ჭა­ნებ­და. გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი იყო იქა­უ­რო­ბა. შიგ­ნი­თაც შე­ვიდ­ნენ, სა­დაც მხო­ლოდ ჩა­მოშ­ლი­ლი კედ­ლე­ბი დახ­ვ­დათ.
თი­კოს გუ­ლი და­უმ­ძიმ­და. შვე­ბა მხო­ლოდ მა­შინ იგ­რ­ძ­ნო, რო­ცა მო­ნას­ტე­რი მო­ი­ნა­ხუ­ლეს და სან­თ­ლე­ბი და­ან­თეს...
შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით სავ­სე ბრუნ­დე­ბო­და უკა­ნა გზა­ზე. მთე­ლი სის­რუ­ლით წარ­მო­იდ­გი­ნა, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ აქ რო­გო­რი სის­ხ­ლ­სავ­სე ცხოვ­რე­ბა ჩქეფ­და, ახ­ლა კი სა­მა­რი­სე­ბურ სი­ჩუ­მეს და­ე­სად­გუ­რე­ბი­ნა...
რო­ცა მან­ქა­ნას­თან დაბ­რუნ­დ­ნენ, ქალს ძა­ლა აღარ შერ­ჩე­ნო­და, ქან­ცი გას­წყ­დო­მო­და. მი­სი შემ­ხედ­ვა­რე ზუ­ზი სი­ცილს ძლივს იკა­ვებ­და. მა­მა­კაც­მა სა­ბარ­გუ­ლი­დან კა­ლა­თა გად­მო­ი­ღო და ტბის ნა­პი­რას მო­კა­ლათ­დ­ნენ. ზუ­ზი წა­მოწ­ვა და ტბის ცის­ფ­რად მო­ლივ­ლი­ვე წყალს მი­ა­ჩერ­და, თი­კომ კი ბა­ლახ­ზე მუ­შამ­ბა გა­შა­ლა და სა­ხელ­და­ხე­ლო სუფ­რა­ზე სა­ნო­ვა­გე და­ა­ლა­გა, თან ზუ­ზის­თან თა­მა­შით გარ­თულ ნი­კას გას­ც­ქე­რო­და. ოც­ნე­ბამ გა­ი­ტა­ცა და ისი­ნი თა­ვის ქმარ-შვი­ლად წარ­მო­იდ­გი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ეს მხო­ლოდ ოც­ნე­ბა იყო, რე­ა­ლო­ბა კი სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და...

უკან სწრა­ფად ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. თი­კო გაბ­რუ­ე­ბუ­ლი იყო. ფერ­მა ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ნა­ხა. მარ­თა­ლია, დი­დი არ იყო, მაგ­რამ სი­ა­მოვ­ნე­ბა მა­ინც მი­ი­ღო, რო­ცა უყუ­რა, რო­გორ წვე­ლიდ­ნენ ძრო­ხებს, ადე­დებ­დ­ნენ რძეს და რო­გორ ამოჰ­ყავ­დათ ყვე­ლი.
თი­კოს მუხ­ლებ­ზე მო­კა­ლა­თე­ბულ ნი­კას დას­ძი­ნე­ბო­და. ქა­ლი და მა­მა­კა­ცი თა­ვი­ანთ ფიქ­რებ­ში გარ­თუ­ლიყ­ვ­ნენ, მყუდ­რო­ე­ბას მხო­ლოდ მან­ქა­ნის რა­დი­ო­დან მომ­დი­ნა­რე წყნა­რი მე­ლო­დი­ის ხმა არ­ღ­ვევ­და...
თი­კომ ისე ჩა­აწ­ვი­ნა ნი­კა სა­წოლ­ში, ბავშვს არც კი გა­მოღ­ვი­ძე­ბია. მე­რე შხა­პი მი­ი­ღო და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში სა­ვახ­შ­მოდ ჩა­ვი­და. სუ­ლაც არ ში­ო­და, მაგ­რამ მას­პინ­ძელს ხათ­რი ვერ გა­უ­ტე­ხა.
ვახ­შ­მო­ბის შემ­დეგ ტე­რა­სა­ზე გა­ვიდ­ნენ. ის იყო, სა­უ­ბა­რი წა­მო­იწყეს, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ტე­ლე­ფო­ნის ზა­რი გა­ის­მა. ზუ­ზი ოთახ­ში შებ­რუნ­და, რა­თა ზა­რის­თ­ვის ეპა­სუ­ხა და რო­ცა უკან მობ­რუნ­და, სა­ხე მო­ღუ­შო­და. ხმა არ ამო­უ­ღია, სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­და, სი­გა­რე­ტი გა­ა­ბო­ლა და ერთ წერ­ტილს მი­ა­ჩერ­და.
თი­კო ვე­რა­ფერს მიხ­ვ­და. ის მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რობ­და, რომ ზუ­ზის გვერ­დით გა­ტა­რე­ბუ­ლი ეს ორი ბედ­ნი­ე­რი დღე იწუ­რე­ბო­და და ხვალ აქე­დან ალ­ბათ სა­მუ­და­მოდ გამ­გ­ზავ­რე­ბა მო­უ­წევ­და.
მა­მა­კა­ცის სი­ჩუ­მით თავ­მო­ბეზ­რე­ბულ­მა ბაღ­ში ჩას­ვ­ლა გა­დაწყ­ვი­ტა. სწო­რედ ამ დროს ტე­ლე­ფონ­მა ხელ­მე­ო­რედ და­რე­კა. ზუ­ზიმ რა­ღაც უკ­მა­ყო­ფი­ლოდ ჩა­ი­ბურ­ტყუ­ნა, თით­ქოს შე­ი­გი­ნაო და კვლავ ოთახ­ში შებ­რუნ­და. "ნე­ტავ თან რა­ტომ არ და­ა­ტა­რებს ამ მო­ბი­ლურს, წა­რა­მა­რა რომ გარ­ბი-გა­მორ­ბის?" - გა­ი­ფიქ­რა თი­კომ და მა­მა­კაცს თვა­ლი გა­ა­ყო­ლა.
- მა­პა­ტი­ეთ, მარ­ტო რომ დაგ­ტო­ვეთ, - თქვა ზუ­ზიმ, რო­ცა დაბ­რუნ­და. ამ­ჯე­რად შე­და­რე­ბით დამ­შ­ვი­დე­ბუ­ლი ჩან­და, თუმ­ცა, თვა­ლებ­ში ფიქ­რი ჩაჰ­ბუ­დე­ბო­და. ნე­ტავ რა უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო? - თი­კოს ინ­ტე­რე­სი კლავ­და, მაგ­რამ იცო­და, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გა­მო­ჩე­ნის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და.
- სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ღამ ბა­თუმ­ში მი­წევს ჩას­ვ­ლა და თქვე­ნი მარ­ტო და­ტო­ვე­ბა, - მო­გუ­დუ­ლი ხმით წარ­მოთ­ქ­ვა მა­მა­კაც­მა, - დი­ლით მან­ქა­ნას გა­მო­გიგ­ზავ­ნით და წა­მოჰ­ყ­ვე­ბით. კი­დევ ერ­თხელ ბო­დიშს ვიხ­დი, ღა­მე მშვი­დო­ბი­სა! - ცი­ვად, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ტო­ნით თქვა და წა­მოდ­გა.
თი­კო და­იბ­ნა. სი­ტუ­ა­ცი­ის ასე შე­მობ­რუ­ნე­ბას ნამ­დ­ვი­ლად არ ელო­და. იქ­ნებ ამ ნა­ბი­ჯით მი­სი თა­ვი­დან მო­ცი­ლე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა? რო­გორც შე­ეძ­ლო, ძა­ლა მო­იკ­რი­ბა და მშვი­დად მი­უ­გო:
- ღა­მე მშვი­დო­ბი­სა. მად­ლო­ბის მე­ტი რა გვეთ­ქ­მის, აქ რომ მოგ­ვიწ­ვი­ეთ. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ცუ­დი ხომ არა­ფე­რია? - მა­ინც სძლია ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ და სა­ჭირ­ბო­რო­ტო შე­კითხ­ვა დას­ვა.
ზუ­ზიმ ხე­ლი ჩა­მო­არ­თ­ვა ქალს, შემ­დეგ სა­ჭი­რო­ზე მე­ტად მო­უ­ჭი­რა, მაგ­რამ რა­ღაც მო­მენ­ტ­ში, თით­ქოს გონს მო­ე­გოო, ხე­ლი გა­უშ­ვა და ჩა­ი­ლა­პა­რა­კა:
- ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს მო­უ­ლოდ­ნე­ლი ზა­რი არ ყო­ფი­ლა. - თქვა და კვლავ და­დუმ­და.
თი­კო შებ­რუნ­და და მო­ა­ჯირს გა­და­ეყ­რ­დ­ნო, აქ ნა­თუ­რის შუ­ქი არ ეცე­მო­და და ზუ­ზის მი­სი სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბის და­ნახ­ვა არ შე­ეძ­ლო. ნუ­თუ ასე სურ­და ამ სა­ღა­მოს დამ­თავ­რე­ბა? მა­შინ სა­ერ­თოდ რა­ტომ და­პა­ტი­ჟა? ნი­კას გუ­ლის­თ­ვის? აკი ღა­მით გა­გა­სე­ირ­ნებ­თო?..
ვერც შე­ამ­ჩ­ნია, ზუ­ზი რო­გორ გა­ვი­და, მხო­ლოდ მან­ქა­ნის ძრა­ვის ხმა მო­ეს­მა და ან­თე­ბუ­ლი ფა­რე­ბი და­ი­ნა­ხა. დიდ­ხანს გაჰ­ყუ­რებ­და გზას, თვა­ლე­ბი აუც­რემ­ლ­და, შემ­დეგ სწრა­ფად გა­ირ­ბი­ნა ტე­რა­სა და სა­ძი­ნე­ბელ­ში გა­ვი­და.
ცო­ტა ხნის შემ­დეგ კარ­ზე კა­კუ­ნი გა­ის­მა. თი­კომ კა­რი გა­მო­ა­ღო და და­ი­ნა­ხა ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნი, რო­მელ­საც ხი­ლით სავ­სე ლა­მა­ზი, პა­ტა­რა კა­ლა­თა და მინ­დ­ვ­რის ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლი ეკა­ვა.

- ეს ზუ­ზიმ გა­მო­გიგ­ზავ­ნათ.
- დი­დი მად­ლო­ბა, ქე­თო დე­ი­და, - ნა­ზად გა­უ­ღი­მა ქალს და ძღვე­ნი ჩა­მო­არ­თ­ვა.
რო­გორც კი ქე­თო გა­ვი­და, ისე ამო­ი­ოხ­რა, ლა­მის გუ­ლიც თან ამო­ა­ყო­ლა...
რო­გორ არ უმარ­თ­ლებს სიყ­ვა­რულ­ში... სიყ­ვა­რულ­ში კი არა, კა­ცებ­ში. ყვე­ლა ასე­თი ქედ­მა­ღა­ლი და ცი­ნი­კო­სი რა­ტომ ხვდე­ბა? დემ­ნა იყო და, სი­ცოცხ­ლე მო­უ­წამ­ლა. მთე­ლი ორი წე­ლი­წა­დი კუდ­ში დას­დევ­და, მაგ­რამ თი­კომ ახ­ლო­საც არ გა­ი­კა­რა. მე­რე, ერთ ზაფხულს, თურ­ქეთ­ში წა­ვი­და და­სას­ვე­ნებ­ლად და რა­ო­დენ დი­დი იყო მი­სი გა­ო­ცე­ბა, რო­ცა დემ­ნა, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სტამ­ბო­ლის აერო­პორ­ტ­ში დახ­ვ­და. ეს იმ­ხე­ლა სი­ურ­პ­რი­ზი აღ­მოჩ­ნ­და თი­კოს­თ­ვის, რომ სი­ხა­რუ­ლით აღარ იყო. უყ­ვარ­და, გა­ნა არ უყ­ვარ­და, მაგ­რამ ეში­ნო­და მი­სი. მა­მა­კა­ცი ყო­ველ­თ­ვის ირო­ნი­უ­ლად უყუ­რებ­და, თით­ქოს დას­ცი­ნო­და, ქედ­მაღ­ლობ­და, ტრა­ბა­ხით იკ­ლებ­და. სწო­რედ ამის გა­მო გა­ურ­ბო­და. მე­რე ან­ტა­ლი­ა­ში ერ­თად ჩა­ვიდ­ნენ. დემ­ნამ ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბულ სას­ტუმ­რო­ში აიღო ნო­მე­რი, მაგ­რამ... მხო­ლოდ ერ­თი ნო­მე­რი და თი­კო თან ჩა­ი­სახ­ლა... მო­სახ­დე­ნიც მოხ­და.
და აი, პირ­ვე­ლი­ვე სექ­სის შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა. მა­მა­კა­ცი თით­ქოს შე­იც­ვა­ლა. თუ მა­ნამ იმას უმ­ტ­კი­ცებ­და, შენ გარ­და სხვა ქა­ლი არ არ­სე­ბობს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მხო­ლოდ შენ უნ­და გახ­დე ჩე­მი ცო­ლი და ერ­თად უნ­და დავ­ბერ­დე­თო, იმ ღა­მის შემ­დეგ თით­ქოს გან­ზე გად­გა. თი­კო ვერ ხვდე­ბო­და მი­სი ცვლი­ლე­ბის მი­ზეზს. კა­ცი, რო­მე­ლიც ორი წე­ლი ამო­სუნ­თ­ქ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და, მის ყო­ველ ნა­ბიჯს აკონ­ტ­რო­ლებ­და და ზედ დაჰ­ფო­ფი­ნებ­და, უეც­რად სხვა გახ­და.
მე­ო­რე სა­ღა­მოს, რო­ცა რეს­ტორ­ნი­დან მობ­რუნ­დ­ნენ, ოდ­ნავ შემ­თ­ვ­რალ­მა თი­კომ ხე­ლე­ბი კი­სერ­ზე შე­მოხ­ვია, ტუ­ჩე­ბი ყურ­თან მი­უ­ტა­ნა და ვნე­ბი­ა­ნად ჩას­ჩურ­ჩუ­ლა:
- შენ­თან მინ­და, დემ­ნა.
ამან კი, თით­ქოს ქალს კი არა, ცვი­ლის ფი­გუ­რას უც­ქე­რი­სო, დამ­ცი­ნა­ვად ჩა­ხე­და თვა­ლებ­ში და გულ­გ­რი­ლად მი­უ­გო:
- მა­პა­ტიე, მაგ­რამ ამა­ღამ შე­ნი სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის და­წე­ვა არ შე­მიძ­ლია.
ქა­ლი გაშ­რა. სხე­უ­ლი და­ე­ჭი­მა, მკლა­ვე­ბი სას­წ­რა­ფოდ მო­ა­შო­რა მა­მა­კაცს და უკან და­ი­ხია.
- მე შენ­გან სხვა პა­სუ­ხის ვე­ლო­დი, - გა­ფით­რე­ბულ­მა ჩა­ი­ჩურ­ჩუ­ლა.
- მაგ­რამ შენ სი­მარ­თ­ლე მო­ის­მი­ნე.
- რო­მე­ლიც მე არ მო­მე­წო­ნა.
- რას იზამ, სი­მარ­თ­ლე არა­ვის მოს­წონს. არც შენ ხარ გა­მო­ნაკ­ლი­სი, - ჩა­ი­ცი­ნა დემ­ნამ.
- ანუ... აღარ...
- ნწუ, - ისე უზ­რ­დე­ლად მო­უჭ­რა, ქალს წი­ნა­და­დე­ბის დამ­თავ­რე­ბა არ აცა­ლა. თი­კოს წა­მით გო­ნე­ბა და­ე­ბინ­და.
იმ ღა­მეს რა­ღას იზამ­და, ნო­მერ­ში დარ­ჩა, მაგ­რამ მის გვერ­დით არ და­წო­ლი­ლა, ჰოლ­ში გა­ა­თია ღა­მე, მე­ო­რე დი­ლით კი სას­წ­რა­ფოდ სხვა სას­ტუმ­რო­ში გა­და­ბარ­გ­და.
სა­მი დღე არ მო­უ­კითხავს მა­მა­კაცს, მკვდა­რი იყო თუ ცოცხა­ლი, არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა. თი­კო ცო­ფებს ყრი­და. თავს სა­შინ­ლად დამ­ცი­რე­ბუ­ლად გრძნობ­და. ნა­ნობ­და, ასე ად­ვი­ლად რომ სძლია ცდუ­ნე­ბამ. მიხ­ვ­და, რომ იჩ­ქა­რა. აშ­კა­რა იყო, დემ­ნამ მას­ზე ორი წლის წვა­ლე­ბის­თ­ვის შუ­რი იძია.
მე­სა­მე დღეს სას­ტუმ­რო­დან გა­მო­სულს დემ­ნა იქ­ვე დახ­ვ­და და საყ­ვე­დუ­რე­ბით აავ­სო.
- სად და­მე­კარ­გე? რა­ტომ გად­მოხ­ვე­დი ამ სას­ტუმ­რო­ში? ჩემ­თან აღარ გინ­დო­და?
- რა ვი­ცი, ვი­ფიქ­რე, რომ...
- რომ რა­ღაც შე­იც­ვა­ლა? სუ­ლე­ლო! არა­ფე­რიც არ შეც­ვ­ლი­ლა, პი­რი­ქით, გამ­ძაფ­რ­და.
თი­კო­მაც და­ი­ჯე­რა, შვე­ბით ამო­ი­სუნ­თ­ქა და სა­კუ­თა­რი თა­ვი და­ტუქ­სა, დემ­ნას რომ არ ენ­დო. ალ­ბათ დაღ­ლი­ლი იყო ან ცუდ ხა­სი­ათ­ზე და მე ვერ მი­ვუხ­ვ­დიო. იმ დღე­ებ­ში კვლავ ერ­თად იყ­ვ­ნენ. მე­რე თბი­ლის­ში დაბ­რუნ­დ­ნენ. დაბ­რუნ­დ­ნენ და დემ­ნა კვლავ და­ი­კარ­გა. არც რე­კავ­და, არც უმე­სი­ჯებ­და. თი­კო­მაც მო­უხ­მო თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას და თა­ვი არ შე­ახ­სე­ნა.
რო­გორც იქ­ნა, მა­მა­კაც­მა ერ­თი თვის თავ­ზე და­უ­რე­კა.
- რო­გორ ხარ?
- კარ­გად. - გულ­გ­რი­ლო­ბა გა­უ­რია ხმა­ში, აქა­ო­და, სუ­ლაც არ ვი­ტან­ჯე­ბიო.
- მო­მე­ნატ­რე.
- სამ­წუ­ხა­როდ, შენს მო­ნატ­რე­ბას წამ­ლად ვერ მო­ვერ­გე­ბი, - სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და და­ა­პი­რა.
- რა­ტომ ასე?
- იმი­ტომ, რომ პეპ­ლებს სხვა­ნა­ი­რად არ ელა­პა­რა­კე­ბი­ან, - გა­გუ­ლი­სე­ბულ­მა მი­ა­ხა­ლა.
- პეპ­ლებს? რა პეპ­ლებს? - დემ­ნა და­იბ­ნა.
- პე­პე­ლა ყვა­ვილ­ზე გი­ნა­ხავს? რო­ცა ერთ ყვა­ვილ­ზე შე­ის­ვე­ნებს, მე­რე სხვის­კენ გაფ­რინ­დე­ბა, ყვა­ვი­ლი კი მე­ო­რე პეპ­ლის მო­ლო­დინ­ში რჩე­ბა.
- აჰა... ესე იგი, მე პე­პე­ლა ვარ?
- თუ გინ­და, ყვა­ვი­ლი იყა­ვი, ჩემ­თ­ვის სუ­ლერ­თია, - აჯა­ხა და ტე­ლე­ფო­ნი გა­უ­თი­შა.
რო­გორც ჩანს, მის­მა რე­აქ­ცი­ამ ნა­ყო­ფი გა­მო­ი­ღო. სა­ღა­მოს დემ­ნა სახ­ლ­ში მი­ად­გა. უგუ­ლოდ მი­ი­ღო, ისე­თი­ვე ირო­ნი­უ­ლი ნი­ღა­ბი აიფა­რა სა­ხე­ზე, რო­გო­რიც მა­მა­კაცს სჩვე­ო­და.
- რა­ტომ მოხ­ვე­დი? - ხე­ლე­ბი გულ­ზე და­იკ­რი­ფა და ირი­ბად გა­ხე­და.

- შე­ნი მო­დუ­ღე­ბუ­ლი ყა­ვა მო­მე­ნატ­რა.
- ამ­დე­ნი ხა­ნია, ერ­თ­მა­ნე­თი არ გვი­ნა­ხავს, შენ კი მხო­ლოდ ყა­ვა მოგ­ნატ­რე­ბია, - აგ­რე­სი­უ­ლად ჩა­ი­ცი­ნა თი­კომ.
- ეს, უბ­რა­ლოდ, პრე­ლუ­დიაა, - მშვი­დად მი­უ­გო მა­მა­კაც­მა.
- მარ­თ­ლა? შე­ნი პრე­ლუ­დია ად­რე, რო­გორც მახ­სოვს, სხვა­ნა­ი­რად იწყე­ბო­და, - არ და­ინ­დო, ისე და­გეს­ლა.
- იცი? მე ახ­ლა ვიწყებ შენს შეყ­ვა­რე­ბას, - უეც­რად სა­ო­ცა­რი რამ თქვა დემ­ნამ.
- ახ­ლა იწყებ? და "ახ­ლა-მდე" რა იყო?
- ისიც პრე­ლუ­დია იყო.
- რა უნი­ჭო პრე­ლუ­დი­ე­ბი გცოდ­ნია, - გა­და­ი­ხარ­ხა­რა, - ერ­თ­მაც ვერ მა­სი­ა­მოვ­ნა.
ამის გა­გო­ნე­ბა­ზე მა­მა­კაცს სა­ხე გა­უ­ფით­რ­და.
- მო­მის­მი­ნე, თი­კო, ასე ნუ მე­ლა­პა­რა­კე­ბი. ცუ­დად ვარ, გეს­მის? ძა­ლი­ან ცუ­დად. მარ­ტო­ო­ბას და­ვე­ძებ და ვერ ვპო­უ­ლობ.
- რა-ა? მარ­ტო­ო­ბას და­ე­ძებ? მთე­ლი ორი წე­ლი მიმ­ტ­კი­ცებ­დი, მარ­ტო­სუ­ლი ვარ და შენ უნ­და შე­მივ­სო ეს სი­მარ­ტო­ვეო და რო­ცა ეს ნა­ბი­ჯი გა­დავ­დ­გი, მარ­ტო­ო­ბის­კენ გა­გი­წია გულ­მა? რა­ღაც ვერ გა­ვი­გე...
- გეწყი­ნა? რო­გო­რი ყო­ფი­ლა, რო­ცა ვი­ღა­ცას უიმე­დოდ ელო­დე­ბი? კარ­გი შეგ­რ­ძ­ნე­ბაა?
- ააა, სა­მა­გი­ე­რო გა­და­მი­ხა­დე? შუ­რი იძიე ჩემ­ზე? ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია! - მთე­ლი ხმით იყ­ვი­რა თი­კომ, მე­რე უცებ გა­ჩუმ­და, ჰა­ე­რი ღრმად ჩა­ი­სუნ­თ­ქა და სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად სრუ­ლი­ად ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ხმით გა­აგ­რ­ძე­ლა, - შენ ჩე­მი და­მარ­ცხე­ბა შე­ძე­ლი, დემ­ნა, მაგ­რამ შე­ნი გა­მარ­ჯ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ვე­რა. წა­დი აქე­დან! და­ი­ვიწყე ჩე­მი არ­სე­ბო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლია!

- რო­გორც იტყ­ვი, - უდარ­დე­ლად აიჩე­ჩა მხრე­ბი დემ­ნამ და წა­ვი­და.
და და­იწყო მტან­ჯ­ვე­ლი დღე­ე­ბი. სხვებ­თან არა­ფერს იმ­ჩ­ნევ­და, ძვე­ლე­ბუ­რად მხი­ა­რუ­ლობ­და, ხუმ­რობ­და, მაგ­რამ საკ­მა­რი­სი იყო, მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რომ ად­გილს ვერ პო­უ­ლობ­და. ვერ მო­ე­ნე­ლე­ბი­ნა, ასე გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი რომ დარ­ჩა. რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნეს. უბ­რა­ლოდ, ერ­თი ღა­მის ქა­ლის რო­ლი ათა­მა­შეს და მორ­ჩა. ნუ­თუ მხო­ლოდ სექ­სის სურ­ვი­ლი კლავ­და ამ კაცს და სხვა არა­ფე­რი? მა­შინ სიყ­ვა­რულს რა­ტომ ეფი­ცე­ბო­და? თი­კოს ვე­რა­ფე­რი გა­ე­გო. უკ­ვე აღარ იცო­და, რა შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბო­და ზო­გა­დად მა­მა­კა­ცის ნდო­ბა, რო­გორ უნ­და მიმ­ხ­ვ­და­რი­ყო, ვი­ღა­ცას ნამ­დ­ვი­ლად უყ­ვარ­და თუ სი­ყალ­ბით აბ­რუ­ებ­და.
მის შე­მობ­რუ­ნე­ბას თვე­ე­ბი დას­ჭირ­და. სიყ­ვა­რუ­ლი თან­და­თან ზიზღ­მა შეც­ვა­ლა. დემ­ნას სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბაც კი ზიზღს ჰგვრი­და. მაგ­რამ ის დამ­ცი­რე­ბა, რო­მე­ლიც მის­გან წი­ლად ერ­გო, ვერ მო­ი­ნე­ლა, ვე­რა და ვერ გა­და­ხარ­შა. მი­ტო­ვე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი რომ რგე­ბო­და, ალ­ბათ უფ­რო შე­ე­გუ­ე­ბო­და, მაგ­რამ ის მი­ტო­ვე­ბუ­ლი კი არა, მიგ­დე­ბუ­ლი იყო, რო­გორც ნახ­მა­რი და გა­მო­უ­სა­დე­გა­რი ნივ­თი.
თან­და­თან ამა­ნაც გა­ი­ა­რა. მე­რე ნატ­კაც შე­მო­ეშ­ვე­ლა, და­უ­კავ­შირ­და და თა­ვის­თან და­პა­ტი­ჟა. აი, ასე­თი იყო მი­სი სიყ­ვა­რუ­ლი­ს მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვა.
ახ­ლა ზუ­ზი გა­მოჩ­ნ­და და, რო­გორც ჩანს, იგი­ვე მე­ორ­დე­ბა. მა­მა­კა­ცი ხან ძა­ლი­ან ახ­ლოს მო­უშ­ვებს თა­ვის­თან, ხა­ნაც უცებ გა­ნე­რი­დე­ბა და თავს შორს იჭერს. აკი უთხ­რა კი­დე­ვაც, შო­რე­უ­ლი მზე მიყ­ვარ­სო. ანუ ასე შო­რი­დან რომ უვ­ლის, ეს მოს­წონს. კა­ტა­სა­ვით ეთა­მა­შე­ბა, წრუ­წუ­ნას კლან­ჭებ­ში რომ მო­იქ­ცევს და გა­და­აგ­დებს, მე­რე კი კვლავ და­ი­ჭერს.
ნუ­თუ ეს სიყ­ვა­რუ­ლია? თუ არ არის, მა­შინ რა­ტომ ფიქ­რობს მას­ზე? ოც­ნე­ბებ­ში მის ცო­ლად რა­ტომ წარ­მო­იდ­გენს თავს? ან კი რა აზ­რი აქვს, თუნ­დაც სიყ­ვა­რუ­ლი იყოს? ზუ­ზი მა­ინც არ დგამს გა­დამ­წყ­ვეტ ნა­ბიჯს და, რო­გორც ჩანს, ეს ფა­რუ­ლი ფლირ­ტი ფლირ­ტად დარ­ჩე­ბა. ის ამის იქით წამ­ს­ვ­ლე­ლი არ ჩანს. ტყუ­ი­ლად ოხ­რავს თი­კო, არ ღირს ამ ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბა-ჩაღ­რ­მა­ვე­ბა. თუ აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს, რომ ყუ­რე­ბამ­დეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, იგი­ვე მო­ე­ლის, რაც დემ­ნას­თან და­ე­მარ­თა - ერ­თი სექ­სით ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რ­დე­ბა.
დიდ­ხანს იწ­რი­ა­ლა ლო­გინ­ში. ხან­და­ხან ნი­კას მი­ა­ყუ­რა­დებ­და, მაგ­რამ ბავ­შ­ვის ოთა­ხი­დან ჩა­მი­ჩუ­მი არ ის­მო­და. რო­გორც ჩანს, ბი­ჭი ისე იყო ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი, რომ, მის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ღრმად და ტკბი­ლად ეძი­ნა...
თი­კო კი მთე­ლი ღა­მე იმ გზას მი­უყ­ვე­ბო­და ფიქ­რე­ბით, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ზუ­ზი და­ად­გა...

გაგრძელება იქნება

სვეტა კვარაცხელია
წაიკითხეთ წინა თავი
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
Teo
Rodis dadebt 16tavs.momwons zalian
13:10 / 23-07-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93