ნოველები

თამაში მზესთან. 16 თავი

თამაში მზესთან. 16 თავი
მა­რიმ თა­ვი თი­კოს­კენ შე­მო­აბ­რუ­ნა და დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა.
მშვე­ნივ­რად მიხ­ვ­და, რომ ზუ­ზიმ გა­კიცხა მი­სი საქ­ცი­ე­ლი, საქ­ცი­ე­ლი დე­დი­სა, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ რძლის მე­გობ­რის ხარ­ჯ­ზე მო­დი­ო­და გონ­ზე, ეს მე­გო­ბა­რი კი ერ­თობ მიმ­ზიდ­ვე­ლი ქა­ლი იყო.
- თქვენ­გან და­ვა­ლე­ბუ­ლი ვარ, თი­კო, - რაც შე­ეძ­ლო, თბი­ლად მი­მარ­თა მა­რიმ.
ამ დროს მა­როც გა­მოჩ­ნ­და. იგი მა­შინ­ვე წა­მოდ­გა და მო­სამ­სა­ხუ­რეს მე­ო­რე ოთახ­ში გაჰ­ყ­ვა.
თი­კო ხმას არ იღებ­და, და­მუნ­ჯე­ბუ­ლი იდ­გა ერთ ად­გი­ლას და იატაკს ჩას­ჩე­რე­ბო­და. გუ­ლი გა­მა­ლე­ბით უცემ­და. ეში­ნო­და, ირ­გ­ვ­ლივ და­სად­გუ­რე­ბულ ამაზ­რ­ზენ სი­ჩუ­მე­ში მი­სი გუ­ლის­ცე­მა
ზუ­ზის სმე­ნას არ მის­წ­ვ­დო­მო­და. მა­მა­კა­ცის­თ­ვის ერ­თხე­ლაც არ შე­უ­ხე­დავს, მაგ­რამ მის მზე­რას გრძნობ­და. ეს მზე­რა კი წვავ­და და სულს უშან­თავ­და. ყე­ლი გა­უშ­რა, ტი­რი­ლი მო­უნ­და. მიხ­ვ­და, რომ ზუ­ზის სა­მუ­და­მოდ კარ­გავ­და...
- რა­ტომ ხართ შინ? - მო­უ­ლოდ­ნე­ლად ალა­პა­რაკ­და ზუ­ზი, - ნუ­თუ აუცი­ლე­ბე­ლია ასეთ სა­ღა­მოს სახ­ლ­ში იჯ­დეთ და ნატ­კა­სა და მი­როს ჩა­მოს­ვ­ლას ელო­დოთ?
დამ­ფ­რ­თხალ­მა თი­კომ მა­მა­კაცს გა­ხე­და და მის მკაცრ მზე­რას შე­ე­ფე­თა. მის­და გა­საკ­ვი­რად, ამან სი­თა­მა­მე შე­მა­ტა.
- დღეს ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე, ამი­ტომ გა­რეთ გას­ვ­ლა აღარ მინ­დო­და.
- რა­ღაც არ გეტყო­ბო­დათ დაღ­ლა, ჩვენ შე­სახ­ვედ­რად რომ გა­მოხ­ვე­დით. უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მშვე­ნივ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დით... ცო­ტა არ იყოს, მშურს ნატ­კა­სი, ისე­თი სი­ხა­რუ­ლი გე­წე­რათ სა­ხე­ზე. ყო­ველ­თ­ვის ასე­თი სი­ხა­რუ­ლით ხვდე­ბით მე­გობ­რებს?
- ნატ­კა ჩე­მი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რია, - ჩა­ი­დუდღუ­ნა თი­კომ.
- ძა­ლი­ან კარ­გი, მომ­წონს. მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ მე­გობ­რე­ბი ბევრ თა­ვი­სუ­ფალ დროს გარ­თ­მე­ვენ და ამას ოდეს­მე ინა­ნებთ.
- ვერ გა­ვი­გე, რას გუ­ლის­ხ­მობთ... - წარ­ბე­ბი შე­ყა­რა.
- უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა­ფე­რი გულ­თან მი­გაქვთ. აი, გაკ­ვირ­დე­ბით, რო­გორ ეპყ­რო­ბით ნი­კას. ვხე­დავ, რომ მის და­სა­ცა­ვად ყო­ველ­თ­ვის მზად ხართ. მა­პა­ტი­ეთ შე­და­რე­ბის­თ­ვის, მაგ­რამ კრუ­ხი­ვით აიფოფ­რე­ბით ხოლ­მე, თუ რა­მე არ მო­გე­წო­ნათ. თქვენ იმას აკე­თებთ, რა­ზეც ნატ­კა ოც­ნე­ბობს.
- სწო­რედ იმი­ტომ ვა­კე­თებ ამას, რომ მას ვა­სი­ა­მოვ­ნო. ის რომ კმა­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა, მეც ბედ­ნი­ე­რად ვიგ­რ­ძ­ნობ თავს.
- მე­რე­და, რი­სი გუ­ლის­თ­ვის? მათ ხომ ნამ­დ­ვი­ლი ოჯა­ხი არა აქვთ? ნატ­კას ბავ­შ­ვე­ბი არ უყ­ვარს, არც უნ­და, რომ შვი­ლი ჰყავ­დეს. ახ­ლა კი, რაც ნი­კა ჰყავთ, ურ­თი­ერ­თო­ბა უფ­რო და­ე­ძა­ბათ.
თი­კო წა­მო­ენ­თო.
- თუ არ უნ­და, არც უნ­და გა­ა­ჩი­ნოს! მი­რომ ხომ თა­ვი­დან­ვე იცო­და ამის შე­სა­ხებ? ნატ­კამ მას ყვე­ლა­ფე­რი აუხ­ს­ნა, სა­ნამ და­ქორ­წინ­დე­ბოდ­ნენ.
- მჯე­რა, მაგ­რამ სრუ­ლი თან­ხ­მო­ბა ქალ­სა და მა­მა­კაცს შო­რის მა­შინ არის, რო­ცა მათ სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავთ. თქვენ ვერც კი წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, რო­ცა ოჯახ­ში ბავ­შ­ვე­ბი არი­ან. მათ­ზე ზრუნ­ვა, ფიქ­რი, გაზ­რ­და, აღ­ზ­რ­და...
- თქვენ? თქვენ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ? ისე ლა­პა­რა­კობთ, თით­ქოს ცხრა შვი­ლი გა­გე­ზარ­დოთ! - თავს ვე­ღარ ერე­ო­და ქა­ლი.
ზუ­ზიმ ცი­ნი­კუ­რად ჩა­ი­ცი­ნა.
- რა­ტომ იცავთ ნატ­კას ასე? თქვენ იმ აზ­რის ხართ, ალ­ბათ, არა?
თი­კო არც და­ფიქ­რე­ბუ­ლა, ისე მი­უ­გო:
- ჩემ­თ­ვის სუ­ლერ­თია, რას იფიქ­რებთ. თქვენ ნატ­კას არ იც­ნობთ, წარ­მოდ­გე­ნაც არა გაქვთ, რა ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა. ექვს და-ძმა­ში უფ­რო­სი იყო და ყვე­ლა მან გა­ზარ­და. სი­ცოცხ­ლე ჰქონ­და გამ­წა­რე­ბუ­ლი, გა­სარ­თო­ბად არას­დ­როს ეცა­ლა, მა­თი გა­დამ­კი­დე სულ შინ იყო გა­მო­კე­ტი­ლი. სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი მათ გაზ­რ­დას შე­ა­ლია. ჯერ კი­დევ თა­ვად ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლი, თა­ვი­სი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის ძი­ძა გახ­და. ჰო­და, გა­და­ი­ღა­ლა. სხვის­თ­ვის ად­ვი­ლია მი­სი გან­ს­ჯა, - თვა­ლე­ბან­თე­ბუ­ლი და გა­წიწ­მა­ტე­ბუ­ლი თავ­გა­მო­დე­ბით იცავ­და და­ქალს.
ზუ­ზის თვა­ლე­ბი ეშ­მა­კუ­რად აუციმ­ციმ­და.
- ვხე­დავ, ნატ­კამ მარ­თ­ლაც მო­გა­ჯა­დო­ვათ, - თით­ქოს თა­ვის­თ­ვის ჩა­ი­ლა­პა­რა­კა, მი­სი აფეთ­ქე­ბის­თ­ვის ყუ­რადღე­ბა არც მი­უქ­ცე­ვია, - თქვენ ისე მოგ­წონთ სხვებ­ზე ზრუნ­ვა, ალ­ბათ მეტ სიფ­რ­თხი­ლეს გა­მო­ი­ჩენ­დით, ვინ­მე რომ გყვა­რე­ბო­დათ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა პი­რი­ქი­თაც მოხ­დეს - შე­იძ­ლე­ბა თქვენ­და სა­ზი­ა­ნოდ შეც­დო­მე­ბიც კი და­უშ­ვათ, თა­ნაც ისე­თი, რო­მელ­თა გა­მოს­წო­რე­ბა იოლი არ იქ­ნე­ბა.
- ჩემ­ზე ნუ სწუხ­ხართ, რო­გორ­მე თვი­თონ მივ­ხე­დავ ჩემს თავს.
- ახალ­გაზ­რ­და, გა­მო­უც­დე­ლი ქა­ლე­ბი მა­მა­კა­ცებ­თან უამ­რავ სი­სუ­ლე­ლეს სჩა­დი­ან. მგო­ნი, თქვენ ერ­თიც ხართ და მე­ო­რეც.
ზუ­ზის სიტყ­ვებ­მა თი­კოს გუ­ლი ატ­კი­ნა.
- ვხვდე­ბი, რომ... - აღელ­ვე­ბით წარ­მოთ­ქ­ვა, - ჩემ­ში ბევ­რი რამ არ მოგ­წონთ და გა­ღი­ზი­ა­ნებთ, - მე­რე ირო­ნი­უ­ლი ღი­მი­ლი გა­და­იკ­რა სა­ხე­ზე და გა­წე­ლი­ლად გა­აგ­რ­ძე­ლა, - რას ვი­ზამთ, არ ვე­კუთ­ვ­ნი ქა­ლე­ბის იმ კა­ტე­გო­რი­ას, რომ­ლე­ბიც თქვენს ყუ­რადღე­ბა­სა და მო­წო­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ. იქ­ნებ ჩემ გა­კილ­ვას სჯობ­დეს, თქვენ­თ­ვის მო­სა­წონ ქალს მი­ხე­დოთ?
- ოჰო... - ცა­ლი წარ­ბი ას­წია ზუ­ზიმ, - სა­ინ­ტე­რე­სოა თქვენ­გან ასე­თი რა­მე­ე­ბის მოს­მე­ნა... აბა, მითხა­რით ერ­თი, რა აზ­რი და­გე­ბა­დათ მაგ ლა­მაზ თავ­ში? - გა­ხუმ­რე­ბა სცა­და.
თი­კო თავს ვე­ღარ იოკებ­და.
- თქვენ უცო­ლო ხართ და ყვე­ლა­ფე­რი იოლად გეჩ­ვე­ნე­ბათ. ასე არ იმ­ს­ჯე­ლებ­დით, ოჯა­ხი რომ გქონ­დეთ. არც ისე იოლია, ყვე­ლა­ფე­რი გან­საზღ­ვ­რო, რო­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი პრობ­ლე­მა წა­მო­იჭ­რე­ბა... ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მაქვს, თით­ქოს ეძებთ ქალს, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. იცით ეს, მაგ­რამ მა­ინც ეძებთ და ალ­ბათ მა­ნამ არ მო­ის­ვე­ნებთ, სა­ნამ არ იპო­ვით.
ზუ­ზიმ ამოიხ­ვ­ნე­შა, ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­ლი წელ­ში გას­წორ­და და ხე­ლე­ბი მკერ­დ­ზე გა­და­იჯ­ვა­რე­დი­ნა.
- მარ­თა­ლი ხართ. სერ­ვან­ტესს და­ვე­სეს­ხე­ბი და გეტყ­ვი, რო­გორ ქალ­საც ვე­ძებ: "ქუ­ჩა­ში ან­გე­ლო­ზი უნ­და იყოს, საყ­დარ­ში - წმინ­და­ნი, ფან­ჯა­რა­ში - მზე­თუ­ნა­ხა­ვი, შინ - სათ­ნო, ლო­გინ­ში - ალ­ქა­ჯი". წა­გი­კითხავთ სერ­ვან­ტე­სის "სა­მოძღ­ვ­რე­ბო ნო­ვე­ლე­ბი"? იქ წე­რია ასე­თი რამ.
- არა, სამ­წუ­ხა­როდ, არ წა­მი­კითხავს. - თი­კომ გა­ო­ცე­ბუ­ლი მზე­რა მი­აპყ­რო, - რაც შე­გე­ხე­ბათ თქვენ, ერ­თი რამ ზუს­ტად ვი­ცი. თქვენ ფლობთ ტექ­ნო­ლო­გი­ებს: ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, ღი­მი­ლი­სას, მა­ნე­რე­ბი­სას, სტი­ლი გაქვთ ჩაც­მის, სი­ა­რუ­ლის, მუ­შა­ო­ბის, ფლირ­ტის; უნა­რი გაქვთ მე­გობ­რო­ბის, საქ­მის წარ­მარ­თ­ვის, მო­ხიბ­ვ­ლის, თა­ვის წარ­მო­ჩე­ნის, მაგ­რამ... სიყ­ვა­რუ­ლი არ შე­გიძ­ლი­ათ.
- თქვენ ასე გგო­ნი­ათ? - ზუ­ზი მკერ­დ­ზე გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბუ­ლი ხე­ლე­ბით წინ გად­მო­ი­ხა­რა, - სა­ი­დან და­ას­კ­ვე­ნით? ნუ­თუ მთლად უგუ­ლო ვჩან­ვარ თქვენს თვალ­ში?
თი­კომ პა­სუ­ხი არ გას­ცა, თვა­ლე­ბი და­ხა­რა და კვლავ იატაკს ჩა­აშ­ტერ­და.
- მა­მა­კა­ცი გარ­კ­ვე­ულ ასაკს რომ მი­აღ­წევს, ის პე­რი­ო­დი დგე­ბა, რო­ცა ცო­ლის შერ­თ­ვა აღარ უნ­და, - შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბულ­მა წა­მო­იწყო, - ან უბ­რა­ლოდ, უჭირს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, იმი­ტომ, რომ თავ­ქა­რი­ა­ნი აღარ არის და შერ­ჩე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით იწყებს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას. ხე­ლა­ღე­ბით ყვე­ლა აღარ მოს­წონს, წვრილ­მან­დე­ბა და სხვა, უფ­რო ღი­რე­ბულ თვი­სე­ბებ­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რადღე­ბას. იმე­დოვ­ნებს, რომ შეხ­ვ­დე­ბა თა­ვი­სი ოც­ნე­ბის ქალს. პი­რა­დად მე, ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ მი­პო­ვია ასე­თი. რამ­დე­ნი­მე წლით ად­რე რომ მე­ფიქ­რა ცო­ლის შერ­თ­ვა­ზე, შე­იძ­ლე­ბა არც დავ­ფიქ­რე­ბუ­ლი­ყა­ვი და ნე­ბის­მი­ე­რი ლა­მა­ზი გო­გო შე­მერ­ჩია სა­ცო­ლედ, მაგ­რამ მა­შინ ამის­თ­ვის არ მე­ცა­ლა, ბიზ­ნე­სით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი. ახ­ლა კი... ახ­ლა ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რა­დაა. თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა უიღ­ბ­ლოც ვარ... ჩემს ასაკ­ში სხვა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია კა­ცის­თ­ვის უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. გინ­დათ გითხ­რათ, რა მინ­და? რო­გო­რი მინ­და?
თი­კოს კი­ნა­ღამ წა­მოს­ც­და, მინ­დაო, მაგ­რამ დრო­ზე და­ა­ჭი­რა ენას კბი­ლი და მხო­ლოდ მხრე­ბი აიჩე­ჩა.
- გეტყ­ვით. მე მინ­და, რომ ყო­ვე­ლი წუ­თით ვტკბე­ბო­დე და უინ­ტე­რე­სო ქა­ლებ­ზე დროს არ ვხარ­ჯავ­დე. ჩე­მი აზ­რით, მა­მა­კა­ცი მხო­ლოდ მა­შინ უნ­და მო­ე­კი­დოს ოჯახს, რო­ცა მიხ­ვ­დე­ბა, რომ მი­სი ყო­ველ­მ­ხ­რივ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა შე­უძ­ლია. ამის გა­მო ბევ­რ­მა ქორ­წი­ნე­ბამ არ გა­ა­მარ­თ­ლა.
- ასე თუ იფიქ­რა ყვე­ლა კაც­მა, ცუ­დად ყო­ფი­ლა ქარ­თ­ვე­ლე­ბის საქ­მე.
- რა­ტომ?
- იმი­ტომ, რომ დღეს ქარ­თ­ვე­ლი მა­მა­კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ოჯა­ხის შე­ნახ­ვა არ შე­უძ­ლია და ეს თქვენ ჩემ­ზე კარ­გად იცით. თუ ისი­ნი ცო­ლის შერ­თ­ვა­ზე არ იფიქ­რე­ბენ, ქა­ლე­ბი გა­უთხოვ­რე­ბი დარ­ჩე­ბი­ან. ვინ­ღა გა­ა­ჩენს შვი­ლებს? მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რა თქმა უნ­და, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ არა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი. მთა­ვა­რი მა­ინც, ჩე­მი აზ­რით, სიყ­ვა­რუ­ლია. სიყ­ვა­რუ­ლი ბევრ რა­მეს შე­აძ­ლე­ბი­ნებს ადა­მი­ანს. თქვენ რა გგო­ნი­ათ, რად­გან შეძ­ლე­ბუ­ლი ხართ, თქვე­ნი ცო­ლი ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბა? ეს და­გეხ­მა­რე­ბათ ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში? თუ, რად­გან თქვენ არ ხართ იღ­ბ­ლი­ა­ნი, ის იქ­ნე­ბა? ამის იმე­დით გაქვთ?
ზუ­ზიმ ჩა­ი­ცი­ნა და ნი­კა­პი მო­ის­რი­სა.
- დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩე­მი ქორ­წი­ნე­ბა იღ­ბ­ლი­ა­ნიც იქ­ნე­ბა და ბედ­ნი­ე­რიც.
თი­კო გაშ­რა. კვლავ იგ­რ­ძ­ნო გულ­ში ჩხვლე­ტა, ასე რომ დას­ჩემ­და ბო­ლო დროს. უნ­დო­და, ოთა­ხი­დან გა­ვარ­დ­ნი­ლი­ყო და ამ სა­ში­ნელ კაცს გას­ც­ლო­და, აღარ ენა­ხა მი­სი დამ­ცი­ნა­ვი თვა­ლე­ბი, ირო­ნი­უ­ლი ღი­მი­ლი... ნე­ტავ იცო­დეს, რა უბე­დუ­რია თი­კო. რა­ტომ ექ­ცე­ვა ასე სას­ტი­კად? რა და­უ­შა­ვა? იქ­ნებ ხვდე­ბა, რომ უყ­ვარს და სწო­რედ ეს აღი­ზი­ა­ნებს?..
ამა­ზე ფიქ­რობ­და და ვერც შე­ამ­ჩ­ნია, რო­გორ მი­უ­ახ­ლოვ­და მა­მა­კა­ცი.
- საკ­მა­რი­სია ჩემ­ზე სა­უ­ბა­რი, - მოკ­ლედ მოჭ­რა ზუ­ზიმ და ქალს წინ და­უდ­გა, - მა­რის მოს­ვ­ლამ­დე მინ­და რა­ღაც გითხ­რათ. ეს სა­შას ეხე­ბა, ან­დ­რო­ნი­კაშ­ვილს. მინ­და, ერთ რა­მეს შემ­პირ­დეთ, კარ­გი? ასე თუ ისე, ხომ გვაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა? რა­ღაც დო­ნე­ზე, მგო­ნი, მე­გობ­რე­ბიც ვართ. ერ­თად რამ­დე­ნი­მე ტკბი­ლი სა­ა­თიც კი გაგ­ვი­ტა­რე­ბია.
თი­კომ კუშ­ტად შე­ხე­და.
- რას უნ­და შეგ­პირ­დეთ? იქ­ნებ უნ­და მთხო­ვოთ, რომ მას აღარ შევ­ხ­ვ­დე? თუ ასეა, უნ­და გითხ­რათ, რომ ტყუ­ილ...
- შეხ­ვ­დით, რამ­დე­ნიც მო­გე­სურ­ვე­ბათ, - აგ­დე­ბუ­ლად გა­აწყ­­ვე­ტი­ნა მა­მა­კაც­მა და ამ­რე­ზით ახედ-და­ხე­და, - მე მხო­ლოდ ერთს გთხოვთ - არას­დ­როს და­თან­ხ­მ­დეთ, თუ­კი მან­ქა­ნით გა­სე­ირ­ნე­ბას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ. მპირ­დე­ბით?
- ცო­ტა არ იყოს, უც­ნა­უ­რი თხოვ­ნაა. რა­ტომ?
- იმი­ტომ, რომ ამას მე გთხოვთ და ასე მინ­და.
- მარ­თ­ლა? ვინ ხართ თქვენ, რომ ასეთ მი­თი­თე­ბებს მაძ­ლევთ? რა უფ­ლე­ბით? მინ­და გითხ­რათ, რომ სა­შა ძა­ლი­ან მომ­წონს და თქვენს თხოვ­ნას, ბრძა­ნე­ბას თუ მი­თი­თე­ბას, არ ვი­ცი, რო­გორ ჰქვია, ვერ შე­ვას­რუ­ლებ!
- მოგ­წონთ? მარ­თ­ლა ასეა? - ეჭ­ვი­ა­ნი მზე­რით ჩა­ხე­და თვა­ლებ­ში.
თი­კომ, სი­ტუ­ა­ცია რომ არ და­ე­ძა­ბა და შე­კითხ­ვის­თ­ვის თა­ვი აერი­დე­ბი­ნა, ნა­ზად გა­უ­ღი­მა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად თვა­ლი ჩა­უკ­რა.
ზუ­ზი გა­ოც­და. ვერ მიხ­ვ­და, რას ნიშ­ნავ­და ეს თვა­ლის ჩაკ­ვ­რა.
- თვალ­წ­კა­პუ­ნა გო­გო!.. რას ნიშ­ნავ­და ეს, ა?
- არა­ფერს, უნე­ბუ­რად მო­მი­ვი­და, - თი­კომ მზე­რა აარი­და.
- მა­შინ მითხა­რით, თუ იცით, კა­ცი თვალს რომ ჩა­უკ­რავს ქალს, რი­სი ნი­შა­ნია?
- ეს... ეს ნიშ­ნავს... მინ­დი­ხა­რო. არა? - კვლავ გა­ი­ღი­მა თი­კომ და გა­წით­ლ­და.
- აჰა... ეს იცით და ის არ იცით, ქა­ლი თუ ჩა­უკ­რავს კაცს თვალს, რას ნიშ­ნავს?
- ეს, უბ­რა­ლოდ, თვა­ლის ჩაწ­კა­პუ­ნე­ბაა და მე­ტი არა­ფე­რი, - უარე­სად გა­წით­ლ­და თი­კო და ძირს და­ი­ხე­და, მის მზე­რას რომ არ შეჰ­ფე­თე­ბო­და.
- აი... ეშ­მა­კო­ბაც ასე­თი უნ­და. მაგ­რამ თუ კა­ცი თვალ­მო­ჭუ­ტუ­ლი გა­ხე­დავს ქალს, ამით რის თქმას აპი­რებს, თუ იცით?
- ეგ იგი­ვეა, რაც მინ­დი­ხარ.
- და თუ ქა­ლი მო­ჭუ­ტავს თვალს? - არ მო­ეშ­ვა ზუ­ზი.
თი­კომ შე­ხე­და, მზე­რა გა­უს­წო­რა, ერ­თხანს მდუ­მა­რედ შეს­ც­ქე­რო­და, მე­რე უცებ გა­უქ­რა ღი­მი­ლი სა­ხი­დან და ცი­ვი ხმით წარ­მოთ­ქ­ვა:
- ეს ნიშ­ნავს: აქე­დან და­ახ­ვიე! - და თვა­ლე­ბი მო­ჭუ­ტა.
ზუ­ზის ტუ­ჩე­ბი აუცახ­ცახ­და. აშ­კა­რად ჩან­და, თა­ვი შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლად იგ­რ­ძ­ნო და გაბ­რაზ­და. მა­მა­კაც­მა თა­ვი ნე­ლა ას­წია მაღ­ლა, თი­კოს ორი­ვე ხე­ლი მხრებ­ში ისე ჩა­ავ­ლო, თით­ქოს ძლი­ე­რად უნ­და შე­ან­ჯღ­რი­ო­სო, მაგ­რამ ამ დროს კა­რი გა­ი­ღო და ოთახ­ში მა­რი შე­მო­ვი­და.
მა­მა­კაც­მა მყის­ვე გა­უშ­ვა თი­კოს ხე­ლი და მა­რის­კენ ისე­თი სა­ხით შებ­რუნ­და, თით­ქოს თი­კო იქ არც ყო­ფი­ლი­ყო.
- მორ­ჩი, მა­რი? - მშვი­დად ჰკითხა, ხელ­ბარ­გი ჩა­მო­არ­თ­ვა და ოთა­ხი­დან უკან­მო­უ­ხე­და­ვად გა­ვი­და.
- შეხ­ვედ­რამ­დე, თი­კო, დი­დი მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თ­ვის, - თბი­ლად გა­უ­ღი­მა მა­რიმ და ზუ­ზის მიჰ­ყ­ვა.
- ღმერ­თო, რო­გორ უხ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს, - ჩა­ი­ჩურ­ჩუ­ლა თი­კომ და მწა­რე ღი­მილ­მა სა­ხე და­უ­მან­ჭა, - ნე­ტავ სა­ერ­თოდ არ გა­მეც­ნო ეს კა­ცი. რა მშვი­დად ვი­ყა­ვი მის გაც­ნო­ბამ­დე...

იმ სა­ღა­მოს ნატ­კა და მი­რო არ ჩა­მო­ვიდ­ნენ. შუ­ა­ღა­მე იყო, რო­ცა თი­კო დაწ­ვა და მა­შინ­ვე ფიქ­რებ­მა გა­ი­ტა­ცა. მა­რი და ზუ­ზი ალ­ბათ უკ­ვე ფერ­მა­ში არი­ან... რო­გორ აწყე­ნი­ნა... რა უნ­დო­და, რა­ტომ უთხ­რა ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა? ღირ­სი იყო და იმი­ტომ. ორ­მაგ თა­მაშს თა­მა­შობს და იმი­ტომ. თან თი­კო­საც უნ­და, რომ თა­ვი შე­აყ­ვა­როს, თან მა­რის არ ეშ­ვე­ბა... მაგ­რამ იქ­ნებ ცდე­ბა და სუ­ლაც არ ცდი­ლობს მის­თ­ვის თა­ვის შეყ­ვა­რე­ბას? ისე ცი­ვად ექ­ცე­ვა ყო­ველ­თ­ვის, რა­ტომ უნ­და, რომ ეს სი­სუ­ლე­ლე და­ი­ჯე­როს? ამით გულს იმაგ­რებს თუ რა? უნ­და, უნ­და, უნ­და... უნ­და, რომ მე­ტი ყუ­რადღე­ბა იგ­რ­ძ­ნოს მის­გან, მე­ტი ფლირ­ტი უნ­და, მე­ტი სი­ახ­ლო­ვე... ის კი ხან მო­უშ­ვებს ახ­ლოს, ხან უცებ მო­ი­შო­რებს თა­ვი­დან... არა­და, აშ­კა­რაა, სა­შას­თან შეხ­ვედ­რის მო­ლო­დინ­მა გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. ნე­ტავ, რა­ტომ არ უნ­და, რომ თი­კო სა­შას შეხ­ვ­დეს? არა, შეხ­ვედ­რა­ზე პრე­ტენ­ზია არ ჰქო­ნია, მან­ქა­ნით არ გა­ი­სე­ირ­ნო მას­თა­ნო... რა­ტომ? რა მოხ­დე­ბა, თუ­კი გა­ი­სე­ირ­ნებს? რა, სა­შა იმ­დე­ნად არა­სან­დოა, რომ რა­მეს და­უ­შა­ვებს? ამა­ში ეჭ­ვი ეპა­რე­ბა. ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლი სუ­ლაც არ ჰგავს ისეთ მა­მა­კაცს, თი­კოს­ნა­ირ ქალს აწყე­ნი­ნოს და მი­სი სურ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ წა­ვი­დეს. უნ­და კი სა­შას­თან შეხ­ვედ­რა? ამას ხომ ზუ­ზის ჯი­ნა­ზე აკე­თებს? უნ­და, რომ აეჭ­ვი­ა­ნოს... იეჭ­ვი­ა­ნებს კი? მით უფ­რო ახ­ლა, რო­ცა მა­რი გვერ­დით ჰყავს? ოხ, რამ­დენ სი­სუ­ლე­ლეს სჩა­დის... მარ­თა­ლი იყო ზუ­ზი, რო­ცა თქვა, ახალ­გაზ­რ­და და გა­მო­უც­დე­ლი ქა­ლი ბევრ შეც­დო­მას უშ­ვებ­სო. არის კი ახალ­გაზ­რ­და? ალ­ბათ ჯერ კი. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­უც­დე­ლო­ბას, ეს კი ნამ­დ­ვი­ლად ასეა. მას არა აქვს მა­მა­კა­ცებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. ერ­თი დემ­ნა იყო და მას­თა­ნაც გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შეც­დო­მა და­უშ­ვა. ყო­ველ­თ­ვის გა­ურ­ბო­და კა­ცებს, რა­ღაც­ნა­ი­რი ში­ში ჰქონ­და. სიყ­ვა­რულს უფ­რ­თხო­და. ახ­ლა კი ისე უცებ გა­ე­ბა, ვერც მიხ­ვ­და. იმა­საც კი ვერ იხ­სე­ნებს, რო­დის და­იწყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. თა­ვი­დან თით­ქოს დემ­ნას და­სა­ვიწყებ­ლად გა­დაწყ­ვი­ტა ყუ­რადღე­ბის ზუ­ზი­ზე გა­და­ტა­ნა, მე­რე კი... მე­რე იგ­რ­ძ­ნო, უფ­რო სე­რი­ო­ზულ გრძნო­ბა­ში რომ გა­და­ი­ზარ­და მი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. მაგ­რამ შე­დე­გად რა მი­ი­ღო? გულ­გ­რი­ლო­ბა, გულ­ცი­ვო­ბა და უპა­სუ­ხოდ დარ­ჩე­ნი­ლი, გა­უ­ზი­ა­რე­ბე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი... გა­ნა ეს არ არის შეც­დო­მა? რა თქმა უნ­და, ეს არის შეც­დო­მა და ისე­თი­ვე სა­ბე­დის­წე­რო, რო­გო­რიც წი­ნა იყო. მა­ში­ნაც გულ­მოკ­ლუ­ლი დარ­ჩა და ახ­ლაც... მე­ტი ვე­ღარ მო­ით­მი­ნა, გუ­ლი აუჩუყ­და, თა­ვი ბა­ლიშ­ში ჩარ­გო და ატირ­და...

დი­ლით, თვა­ლი გა­ა­ხი­ლა თუ არა, მო­ბი­ლუ­რი ჩარ­თო, ზა­რე­ბი რომ გა­და­ე­მოწ­მე­ბი­ნა. იმ­წამ­ს­ვე აწ­კ­რი­ალ­და ტე­ლე­ფო­ნი, ნატ­კა ურე­კავ­და, ორი დღით შეგ­ვაგ­ვი­ან­დე­ბა და არ ინერ­ვი­უ­ლო­თო. დემ­ნას ზა­რი, მის­და გა­საკ­ვი­რად, ტე­ლე­ფონ­ში აღარ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. ნუ­თუ შე­ეშ­ვა? ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი. მიხ­ვ­და ალ­ბათ, რომ თი­კოს­თან აღა­რა­ფე­რი გა­მო­უ­ვი­დო­და.
დე­და­მი­სის მე­სი­ჯიც დახ­ვ­და, ვერ გი­კავ­შირ­დე­ბი, ტე­ლე­ფო­ნი გა­თი­შუ­ლი გაქვს, შა­ბათს თბი­ლის­ში ვიქ­ნე­ბი­თო. ამ ორ­მა ახალ­მა ამ­ბავ­მა ცო­ტა­თი შე­უმ­სუ­ბუ­ქა ტკი­ვი­ლი. კარ­გია, რომ მა­ლე წა­ვა აქე­დან. შორს ყოფ­ნა ზუ­ზის და­ვიწყე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.
გულ­ზე ისე­თი სევ­და შე­მო­აწ­ვა, რომ სიკ­ვ­დი­ლი მო­უნ­და. პირ­ველ სიყ­ვა­რულ­ში არ გა­უ­მარ­თ­ლა, არც მე­ო­რე­ში... თუმ­ცა, რაც უნ­და მოხ­დეს, ზუ­ზის ვე­რას­დ­როს და­ი­ვიწყებს.
ამ დროს კა­რი გა­ი­ღო და ოთახ­ში ნი­კა შე­მო­ვარ­და. ქა­ლის წინ დად­გა, თა­ვი­სი დიდ­რო­ნი თვა­ლე­ბით შე­ა­ჩერ­და და ელო­და, რო­დის მი­აქ­ცევ­დ­ნენ ყუ­რადღე­ბას.
- რა იყო, ნი­კა?
- დღეს სად­მე წა­ვალთ?
- თუ გინ­და, წა­ვალთ.
- მინ­და. სა­ბა­ნა­ოდ.
თი­კომ ღი­მი­ლი ვერ შე­ი­კა­ვა.
- კარ­გი, ხელ-პი­რი და­ი­ბა­ნე, ისა­უზ­მე და წა­ვი­დეთ, მაგ­რამ... - ფან­ჯა­რა­ში გა­ი­ხე­და. ცა მო­ქუფ­რუ­ლი­ყო და ღრუბ­ლე­ბი საწ­ვიმ­რად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, - რო­გორც ჩანს, ვერ­სა­დაც ვერ წა­ვალთ. წვი­მას აპი­რებს. ვნა­ხოთ, სა­ღა­მომ­დე თუ გა­მო­ი­და­რა, აუცი­ლებ­ლად გა­ვი­დეთ, კარ­გი? მა­ნამ კი აქ ვი­თა­მა­შოთ.
სა­უზ­მის შემ­დეგ მარ­თ­ლაც დიდ­ხანს ითა­მა­შეს, თით­ქ­მის სა­მი სა­ა­თი. კონ­ს­ტ­რუქ­ტო­რებს აწყობ­დ­ნენ. შემ­დეგ ისა­დი­ლეს და რო­ცა ნი­კა და­სა­ძი­ნებ­ლად წა­იყ­ვა­ნა, თვი­თო­ნაც წა­მოწ­ვა.
ის იყო, თვა­ლი მი­ლუ­ლა, რომ მა­როს ლა­პა­რა­კი შე­მო­ეს­მა, ვი­ღა­ცას­თან ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რობ­და. თი­კომ მის­და უნე­ბუ­რად ყუ­რი მი­უგ­დო, რად­გან მა­რის სა­ხე­ლი მო­ეს­მა.
- თხოვ­დე­ბა თურ­მე უკ­ვე. გუ­შინ გა­ვი­გე. თვი­თონ მითხ­რა... სად ვნა­ხე და აქ იყო მო­სუ­ლი, თა­ვი­სი ტან­საც­მ­ლის წა­სა­ღე­ბად. აბა? კაი ფუ­ლი­ა­ნი კა­ცია და რა უჭირს, გე­ნაც­ვა­ლე. ქმრის სიკ­ვ­დი­ლით არა­ფე­რი და­უ­კარ­გავს. ბავ­შ­ვ­საც წა­იყ­ვანს ალ­ბათ, მე რა ვი­ცი? მა­გი­სას რას გა­ი­გებ... ჰო, აბა, არ მო­ას­ვე­ნა ეს ხალ­ხი. ისეთ დღე­შია ნატ­კა, ვერ აგიხ­ს­ნი. ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობს... ვი­ნა? მა­რი? კი, ქა­ლო, აბა რა, დი­დი ხა­ნია, ერ­თ­მა­ნეთს იც­ნო­ბენ. მე რო­გორც ვი­ცი, ბავ­შ­ვო­ბი­დან. აბა რა, აბა რა. ღმერ­თ­მა ხე­ლი მო­უ­მარ­თოთ. მე რა­ტომ უნ­და მეწყი­ნოს მა­თი ბედ­ნი­ე­რე­ბა...
თი­კოს კვნე­სა აღ­მოხ­და. ესე იგი, ზუ­ზი და მა­რი სა­ქორ­წი­ნოდ ემ­ზა­დე­ბი­ან... აი, თურ­მე რო­გორ მოწყო­ბი­ლა საქ­მე. ვი­ღას სჭირ­დე­ბა თი­კო? დამ­თავ­რ­და მი­სი სიყ­ვა­რუ­ლის მე­ლო­დია!

სა­ღა­მოს გა­მო­ი­და­რა და ნი­კას­თან ერ­თად სა­სე­ირ­ნოდ წა­ვი­და. პლაჟ­ზე მა­ინც გა­ვიდ­ნენ, მაგ­რამ წყალ­ში არ ჩა­სუ­ლან. ცო­ტა ხანს დას­ხ­დ­ნენ სა­ნა­პი­რო­ზე, კენ­ჭე­ბის წყალ­ში სრო­ლით გა­ერ­თ­ნენ. მე­რე კა­ფე­ში შე­ვიდ­ნენ, აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რი გა­სინ­ჯეს და შინ დაბ­რუნ­დ­ნენ. ვახ­შა­მი მზად დახ­ვ­დათ, მაგ­რამ ნი­კამ პი­რი არა­ფერს და­ა­კა­რა, თა­ვი მტკი­ვაო, ჩა­ი­ლა­პა­რა­კა და თა­ვის სა­ძი­ნე­ბელ­ში გა­ვი­და. თი­კო უკან მიჰ­ყ­ვა, ბავშვს სა­წოლ­ზე ჩა­მო­უჯ­და და შე­ხე­და. მი­სი ფე­რი არ ესი­ა­მოვ­ნა, ერ­თი­ა­ნად წა­მო­წით­ლე­ბუ­ლი­ყო სა­ხე­ზე. შუბ­ლ­ზე ხე­ლი და­ა­დო და იგ­რ­ძ­ნო, რომ ბიჭს ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­და. შეშ­ფო­თე­ბუ­ლი წა­მოხ­ტა და მა­შინ­ვე ექიმს და­უ­რე­კა.
ექიმ­მა ნი­კა გა­სინ­ჯა, წა­მა­ლიც და­ა­ლე­ვი­ნა და თი­კო და­ამ­შ­ვი­და, ურ­ჩია, ერ­თი-ორი დღე სა­წო­ლი­დან არ აეყე­ნე­ბი­ნა.
მე­ო­რე დღეს ბიჭ­მა თა­ვი უკეთ იგ­რ­ძ­ნო, მაგ­რამ თი­კომ ად­გო­მის ნე­ბა მა­ინც არ დარ­თო. გვერ­დი­დან არ მოს­ცი­ლე­ბია, უკითხავ­და, სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს უყ­ვე­ბო­და და არ­თობ­და. ერ­თი პე­რი­ო­დი ლეპ­ტო­პიც მო­უ­ტა­ნა და მულ­ტ­ფილ­მებ­საც აყუ­რე­ბი­ნა. თვი­თო­ნაც იქ­ვე იჯ­და სა­ვარ­ძელ­ში თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი და დარდს მის­ცე­მო­და. თა­ვი­დან აბე­ზა­რი ფიქ­რე­ბის მო­შო­რე­ბას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ ზუ­ზის სა­ხე გო­ნე­ბი­დან არ შორ­დე­ბო­და და ნატ­რობ­და ნატ­კა­სა და მი­როს დაბ­რუ­ნე­ბას, რა­თა ბა­თუ­მი­დან დრო­ზე წა­სუ­ლი­ყო და მშობ­ლებს თბი­ლის­ში დახ­ვედ­რო­და.
რო­ცა ნი­კას და­ე­ძი­ნა, თა­ვის ოთახ­ში გა­ვი­და, წიგ­ნი აიღო და ღია ფან­ჯა­რას­თან დაჯ­და. კა­რი გა­მო­ღე­ბუ­ლი და­ტო­ვა, რომ ნი­კას და­ძა­ხე­ბა არ გა­მოჰ­პა­რო­და. უკ­ვე გვი­ან იყო, მაგ­რამ და­წო­ლას არ აპი­რებ­და.
უცებ იგ­რ­ძ­ნო, რომ ვი­ღაც უყუ­რებ­და. კა­რის­კენ გა­ი­ხე­და და გა­ო­ცე­ბა ვერ და­მა­ლა - კარ­თან ზუ­ზი იდ­გა და უც­ნა­უ­რი მზე­რით შეს­ც­ქე­რო­და. მოჩ­ვე­ნე­ბას დამ­ს­გავ­სე­ბო­და, ისე­თი სა­ხით იდ­გა, თით­ქოს ახ­ლა რა­ღაც სა­ში­ნე­ლე­ბას ჩა­ი­დენ­სო. წა­მიც და თი­კოს­კენ მთვა­რე­უ­ლი­ვით ბარ­ბა­ცით წა­მო­ვი­და...

გაგრძელება იქნება

ავტორი სვეტა კვარაცხელია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
Xatia
Avtors dzalian vtxov kidev gagvanebivros tavis novelebit.axali novelis molodinshi var
00:11 / 01-08-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93