ნოველები

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი I)

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი I)
რა არ გა­და­ი­ტა­ნა მა­ი­კომ ცხოვ­რე­ბა­ში: ობ­ლო­ბა, ერ­თა­დერ­თი შვი­ლის­გან გუ­ლის­ტ­კე­ნა, ღა­ლა­ტი, მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა, სი­ღა­რი­ბე, იმედ­გაც­რუ­ე­ბა და ვინ მოთ­ვ­ლის. ახ­ლა კი... ახ­ლა ამ ყვე­ლა­ფერს სა­ში­ნე­ლი დი­აგ­ნო­ზიც და­ე­მა­ტა. რო­გორ ით­რევ­და ფეხს, სა­ნამ ექიმ­თან ვი­ზიტს გა­დაწყ­ვეტ­და. თით­ქოს გუ­ლი უგ­რ­ძ­ნობ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი ამ სა­ში­ნე­ლი ამ­ბის გა­გე­ბით დამ­თავ­რ­დე­ბო­და. სულ რა­ღაც ერ­თი წე­ლი­წა­დი! მხო­ლოდ ერ­თი წე­ლი­წა­დი დარ­ჩა და მორ­ჩა, სი­ცოცხ­ლეს და­ამ­თავ­რებს.

- მა­ლე შე­მო­გი­ერ­თ­დე­ბი, ნი­კა... - თვალ­ც­რემ­ლი­ან­მა ჩურ­ჩუ­ლით წარ­მოთ­ქ­ვა და ქმრის საფ­ლავს ათ­რ­თო­ლე­ბუ­ლი ხე­ლი გა­და­უს­ვა.
დღეს სა­მი წე­ლი შეს­რულ­და, რაც ნი­კა აღარ
ჰყავს. დი­ლით ეკ­ლე­სი­ა­ში მი­ვი­და და პა­ნაშ­ვი­დი გა­და­უ­ხა­და, მე­რე სა­საფ­ლა­ოს­კენ გა­მოს­წია. დღე­ვან­დე­ლი დღის შე­სა­ხებ არა­ვის­თ­ვის უთ­ქ­ვამს, მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვებ­საც არ შეხ­მი­ა­ნე­ბია. ვინ იცის, იქ­ნებ იყ­ვ­ნენ კი­დე­ვაც ან ახ­ლა, ამ­წუ­თას გა­მოჩ­ნ­დ­ნენ. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მის­თ­ვის არა­ვის და­უ­რე­კავს. არც თვი­თონ იკ­ლავს თავს მა­თი მო­კითხ­ვით. ვერ ხვდე­ბა, რას ემარ­თ­ლე­ბი­ან. იმის ნაც­ვ­ლად, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დონ, თით­ქოს არას­დ­როს ყო­ფი­ლა მა­თი რძა­ლი, ისე ექ­ცე­ვი­ან. მა­ი­კო ხომ მთე­ლი ოთხი წე­ლი­წა­დი უვ­ლი­და ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დ­ნილ მე­უღ­ლეს. ერ­თი თეთ­რით არა­ვინ დახ­მა­რე­ბია, ნი­კას მე­გობ­რე­ბის გარ­და, რომ­ლე­ბიც, ღვთის წყა­ლო­ბით, ბლო­მად ჰყავ­და.

სა­ნამ ავად გახ­დე­ბო­და, ნი­კა თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს თა­ნამ­შ­რო­მე­ლი იყო. გა­მოც­დი­ლი ოფი­ცე­რი, რო­მელ­საც მრა­ვალ საბ­რ­ძო­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში მი­უ­ღია აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. აგ­ვის­ტოს ომ­მაც მის კი­სერ­ზე გა­და­ი­ა­რა. სწო­რედ იქ და­იჭ­რა ფეხ­ში და სწო­რედ ამ ჭრი­ლო­ბამ მო­უ­ღო ბო­ლო წლე­ბის შემ­დეგ. ნა­ი­ა­რე­ვი ძვლის სიმ­სივ­ნედ გა­და­ექ­ცა და ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და. არც კვდე­ბო­და, არც რჩე­ბო­და. ოთხი წე­ლი­წა­დი სიკ­ვ­დილს ებ­რ­ძო­და. მარ­თა­ლია, ფე­ხი მუხ­ლ­ში მოჰ­კ­ვე­თეს, მაგ­რამ ამან პრო­ცე­სი ვერ შე­ა­ჩე­რა. მუხლს ზე­მოთ გა­ჩე­ნი­ლი წყლუ­ლე­ბი უფ­რო და უფ­რო მრავ­ლ­დე­ბო­და. ორ­გა­ნიზ­მ­მა ხრწნა და­იწყო. ბი­ნა­ში ხან­და­ხან ისე­თი აუტა­ნე­ლი სუ­ნი დგე­ბო­და, ფან­ჯ­რე­ბის გა­ღე­ბაც კი არ შვე­ლო­და. თა­ი­ამ, ერ­თა­დერ­თ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა, თავს გათხო­ვე­ბით უშ­ვე­ლა. იქ­ვე, ორ ნა­ბიჯ­ში ცხოვ­რობ­და მე­უღ­ლის მშობ­ლებ­თან ერ­თად და მა­მის სა­ნა­ხა­ვად თვე­ში ერ­თხელ თუ შე­მო­ირ­ბენ­და. არას­დ­როს იკითხავ­და, დე­და რო­გორ იყო, რა­მე ხომ არ სჭირ­დე­ბო­და, მა­მის სამ­კურ­ნა­ლოდ ფუ­ლი სა­ი­დან მოჰ­ქონ­და... სწვდე­ბო­და თუ არა მა­ი­კოს ხელ­ფა­სი ასეთ გა­ჭირ­ვე­ბას...

ნი­კა სა­მი წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა და მა­ი­ამ შვე­ბა იგ­რ­ძ­ნო, თით­ქოს რა­ღაც სიმ­ძი­მის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლ­და. ქმრი­სად­მი თა­ვგა­დაკ­ლუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით ვერც ვე­რას­დ­როს და­იკ­ვეხ­ნი­და, მაგ­რამ ავად რომ გახ­და, მე­რე უფ­რო და­ა­ფა­სა. ებ­რა­ლე­ბო­და ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის გვერ­დით 19 წე­ლი­წა­დი გა­ა­ტა­რა. ნი­კა კარ­გი ქმა­რი იყო და თვი­თო­ნაც კარგ ცო­ლო­ბას უწევ­და. იშ­ვი­ა­თად თუ იჩხუ­ბებ­დ­ნენ, ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა­ფერ­ში იოლად თან­ხ­მ­დე­ბოდ­ნენ. მა­თი ჩხუ­ბის და კა­მა­თის სა­გა­ნი მხო­ლოდ თაია იყო. მა­მას არ მოს­წონ­და ქა­ლიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბის წე­სი, დე­და კი ყო­ველ­თ­ვის თავ­გა­მო­დე­ბით იცავ­და. ეს­მო­და, რომ მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი სულ სხვა თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო და მკაც­რად ტრა­დი­ცი­უ­ლი მა­მის მოთხოვ­ნებს არ და­ე­მორ­ჩი­ლე­ბო­და. თა­ნა­მედ­რო­ვე ახალ­გაზ­რ­დე­ბი ბევ­რად და­მო­უ­კი­დე­ბელ­ნი იყ­ვ­ნენ, ვიდ­რე მა­თი თა­ო­ბი­სა. სხვა­ნა­ი­რად აზ­როვ­ნებ­დ­ნენ და სხვა­ნა­ი­რა­დაც მიჰ­ყ­ვე­ბოდ­ნენ ცხოვ­რე­ბის გზას.

თა­ი­ას მოკ­ლე კა­ბა, და­ხა­ტუ­ლი თვა­ლე­ბი, შე­ღე­ბი­ლი ტუ­ჩე­ბი და ბი­ჭუ­რად შეკ­რე­ჭი­ლი თმა ნი­კას თვალ­ში არას­დ­როს მოს­დი­ო­და. მა­ი­კო კი მე­უღ­ლის დაწყ­ნა­რე­ბას დაყ­ვა­ვე­ბით ცდი­ლობ­და - რა უჭირს მე­რე, ახალ­გაზ­რ­დაა, მის თა­ნა­ტო­ლებს ყვე­ლას ასე აც­ვია. რაც მთა­ვა­რია, ჭი­პი არ უჩანს და ცხვი­რი არა აქვს გახ­ვ­რე­ტი­ლი. გა­ნა ეს ცო­ტაა? სა­მა­გი­ე­როდ, წე­სი­ე­რი გო­გოა, კარ­გად სწავ­ლობს და ა.შ. რა­ზეც ნი­კა ცოფ­დე­ბო­და.
სხვა მხრივ საჩხუ­ბა­რი და ერ­თ­მა­ნეთ­ში გა­სა­ყო­ფი ცოლ-ქმარს არა­ფე­რი ჰქონ­და. ნი­კა მუ­შა­ობ­და და ოჯახს არ­ჩენ­და. მა­ი­კო­საც ჰქონ­და სამ­სა­ხუ­რი და და­ნა­ზოგს ბან­კ­ში ინა­ხავ­და. იგი მწე­რა­ლი იყო და გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში სტი­ლის­ტად მუ­შა­ობ­და. მას ყვე­ლა პა­ტივს სცემ­და.

სა­ნამ მე­უღ­ლე ცოცხა­ლი ჰყავ­და, ავად იყო თუ კარ­გად, შე­და­რე­ბით მშვი­დი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და. ქმრის გარ­და საზ­რუ­ნა­ვი არ აწუ­ხებ­და, სულს მე­ტი არა­ფე­რი უფო­რი­ა­ქებ­და, მაგ­რამ ნი­კას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მე­რე პრობ­ლე­მებ­მაც ერ­თ­ბა­შად წა­მოყ­ვეს თა­ვი. ჯერ იყო და, ღვიძ­ლი შვი­ლი აუჯან­ყ­და. აუჯან­ყ­და ცო­ტა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქ­ვა­მია, რად­გან ძა­ლი­ან მშვი­დად და დამ­ტ­კ­ბარ­მა გა­ა­კე­თა თა­ვი­სი საქ­მე. თუ მა­ნამ­დე დე­დას და მა­მას ახ­ლოს არ ეკა­რე­ბო­და, მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მე­უღ­ლი­ა­ნად მა­ი­ას შე­ე­კედ­ლა. დე­დამ­თილ­თან ცხოვ­რე­ბა არ შე­მიძ­ლიაო, გა­მო­აცხა­და. ჩე­მი გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ფე­რი მოს­წონს და ცოტ­ნეს თან­დას­წ­რე­ბით გა­მუდ­მე­ბით შე­ნიშ­ვ­ნებს მაძ­ლევ­სო. ცოტ­ნე კი­დევ ძლივს და­ვი­თან­ხ­მე, შენ­თან გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით საცხოვ­რებ­ლა­დო. რა თქმა უნ­და, დრო­ე­ბით დავ­რ­ჩე­ბით, სა­ნამ ბი­ნას გა­ყი­დი და ჩემს წილს მომ­ცე­მო... ჩემს წილ­სო! მა­ი­კოს კი­ნა­ღამ გულ­ზე შე­მო­ე­ყა­რა. შვი­ლი მა­მის ქო­ნე­ბის გა­ყო­ფას უტიფ­რად ითხოვ­და. რა­ღას იზამ­და. ერ­თა­დერთ შვილს ხომ ვერ აწყე­ნი­ნებ­და. გარ­და ამი­სა, აბა, რის­თ­ვის უნ­დო­და ან ბი­ნა, ან ქო­ნე­ბა, თუ­კი შვილს ქუ­ჩა­ში და­ტო­ვებ­და? მის გარ­და ვინ­ღა ჰყავ­და? უბ­რა­ლოდ, ბი­ნას ვერ ელე­ო­და. რამ­დე­ნი შრო­მა ჰქონ­და ქმარ­თან ერ­თად იმ ბი­ნა­ში ჩა­დე­ბუ­ლი...

გა­ყი­და. სხვა­თა შო­რის, კარგ ფა­სად გა­ყი­და. აღე­ბუ­ლი თან­ხით თა­ი­ას სა­ბურ­თა­ლო­ზე ორო­თა­ხი­ა­ნი ახალ­გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი, კე­თილ­მოწყო­ბი­ლი ბი­ნა უყი­და, სა­მო­თა­ხი­ა­ნად გა­და­კე­თე­ბუ­ლი, თვი­თონ კი ვარ­კე­თილ­ში ერ­თო­თა­ხი­ა­ნი გა­უ­რე­მონ­ტე­ბე­ლი ძლივს მო­უ­ვი­და, თა­ნაც პირ­ველ სარ­თულ­ზე, თა­ნაც ბუნ­კე­რის გვერ­დით. ნაგ­ვის სუ­ნი ზაფხულ­ში ძლი­ერ აწუ­ხებ­და, მით უფ­რო მა­შინ, რო­ცა იგი მე­ნაგ­ვე­ებს გაჰ­ქონ­დათ. გარ­და ამი­სა, ბუნ­კე­რის სი­ახ­ლო­ვის გა­მო იქა­უ­რო­ბა სულ ბუ­ზე­ბით იყო სავ­სე. ამი­ტომ ზაფხუ­ლო­ბით ფან­ჯ­რებს მხო­ლოდ ღა­მით აღებ­და.
თუმ­ცა, გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე თვე და ახალ გა­რე­მოს თან­და­თან შე­ეჩ­ვია. დის­კომ­ფორტს მხო­ლოდ სამ­სა­ხუ­რის სი­შო­რე უქ­მ­ნი­და. სახ­ლი­დან გა­მომ­ცემ­ლო­ბამ­დე გზას სა­ათ­ზე მეტ­ხანს უნ­დე­ბო­და. მეტ­რო­თი არას­დ­როს სარ­გებ­ლობ­და, რად­გან და­ხუ­რუ­ლი სივ­რ­ცის ში­ში ჰქონ­და. ძა­ლი­ან უნ­და გას­ჭირ­ვე­ბო­და, რომ მი­წის­ქ­ვე­შეთ­ში ჩა­სუ­ლი­ყო. ერ­თხელ, და­ქა­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე წა­სულს შე­აგ­ვი­ან­და, ტაქ­სის ფუ­ლიც არ აღ­მო­აჩ­ნ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, შინ მეტ­რო­თი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. ერ­თი სიკ­ვ­დი­ლი გა­ა­თა­ვა, სა­ნამ გვი­რა­ბი­დან ამო­ვი­დო­და...

თა­ი­ას ბი­ნა უყი­და თუ არა, კვლავ მარ­ტო დარ­ჩა, რად­გან გო­გო­ნამ დე­და ისევ და­ი­ვიწყა. თვი­თონ თუ არ შე­ეხ­მი­ა­ნე­ბო­და, ქა­ლიშ­ვი­ლი ერ­თხე­ლაც არ მო­ი­კითხავ­და. თა­ვი­დან კვი­რა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ურე­კავ­და, მაგ­რამ რო­ცა თა­ი­ამ უსაყ­ვე­დუ­რა, რა წა­რა­მა­რა მი­რე­კავ და მა­კონ­ტ­რო­ლებ, პა­ტა­რა ბავ­შ­ვი ხომ არ გგო­ნი­ვა­რო, შე­ეშ­ვა. მიხ­ვ­და, რომ მის­თ­ვის ზედ­მე­ტი იყო და აღა­რა­ფერ­ში სჭირ­დე­ბო­და. ოღონდ კარ­გად ყო­ფი­ლი­ყო და მა­ი­კო არა­ფერს და­ე­ძებ­და. არას­დ­როს საყ­ვე­დუ­რი არ დას­ც­დე­ნია, შვი­ლი ასე რომ ექ­ცე­ო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სი­ძე არ მოს­წონ­და, ხმას არ იღებ­და, რად­გან თაია ცოტ­ნე­ზე გიჟ­დე­ბო­და.
ცალ­კე რომ გა­უშ­ვა, ეგო­ნა, შვი­ლის პრობ­ლე­მე­ბი სა­ბო­ლო­ოდ მო­აგ­ვა­რა, მაგ­რამ შეც­და. ექ­ვ­სი თვეც არ გა­სუ­ლა, რომ თაია დე­დას აღ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მი­ად­გა - ცოტ­ნემ ბი­ნა ბან­კ­ში ჩა­მა­დე­ბი­ნა, იპო­თე­კუ­რი სეს­ხი ამა­ღე­ბი­ნა, ვა­ლე­ბი გა­და­ი­ხა­და და დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხით ჰო­ლან­დი­ა­ში აპი­რებს სა­მუ­შა­ოდ გამ­გ­ზავ­რე­ბა­სო.

მა­ი­კოს ლა­მის გუ­ლი გა­უს­კ­და. სი­ძის მი­სა­მარ­თით საყ­ვე­დუ­რი რომ არ დას­ც­დე­ნო­და, შვილს დამ­შ­ვი­დე­ბა და­უწყო, კარ­გია, რომ მი­დის, იმუ­შა­ვებს, ფულს და­აგ­რო­ვებს და ბი­ნა­საც გა­მო­ის­ყი­დი­სო. შეს­თა­ვა­ზა, თვი­თონ მას­თან გად­მო­სუ­ლი­ყო საცხოვ­რებ­ლად. თა­ი­ამ სას­ტი­კი უარი გა­მო­უცხა­და, მეც თან მინ­და გავ­ყ­ვე, მაგ­რამ გზის ფუ­ლი არ მყოფ­ნი­სო. აი, მა­შინ კი მიხ­ვ­და, რაც ხდე­ბო­და. ქა­ლიშ­ვი­ლი და სი­ძე შე­თან­ხ­მე­ბუ­ლად მოქ­მე­დებ­დ­ნენ. ამ­ჯე­რა­დაც დათ­მო. ბან­კი­დან და­ნა­ზო­გის ნა­წი­ლი, ორი ათა­სი დო­ლა­რი გა­მო­ი­ტა­ნა და მის­ცა. არც ამ­ჯე­რად უსაყ­ვე­დუ­რია. მშვი­დად შეხ­ვ­და ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლის ვე­რა­გუ­ლად და­გე­ბულ მა­ხეს.
თაია ისე გა­ემ­გ­ზავ­რა, დე­დას არც დამ­შ­ვი­დო­ბე­ბია. ეწყი­ნა, მაგ­რამ არ შე­იმ­ჩ­ნია. თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მის­გან არა­ფე­რი ის­მო­და. კარ­გად მო­ეწყო თუ ცუ­დად, არ იცო­და. ბო­ლოს ცოტ­ნეს დედ-მა­მას შე­ეხ­მი­ა­ნა და მათ­გან გა­ი­გო, რომ სა­მუ­შაო ორი­ვეს უშო­ვია, კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან და აქეთ წა­მოს­ვ­ლას რამ­დე­ნი­მე წე­ლი არ აპი­რე­ბე­ნო. გუ­ლი დას­წყ­და, რომ შვი­ლის ამ­ბავს მძახ­ლე­ბის­გან იგებ­და. მთე­ლი ღა­მე იტი­რა და თა­ვი ასე და­იმ­შ­ვი­და.

გა­ვი­და წე­ლი­წა­დი და თა­ი­ა­მაც და­რე­კა. და­რე­კა არა იმი­ტომ, რომ დე­და მო­ე­კითხა და თა­ვი­სი ამ­ბა­ვიც მო­ე­ყო­ლა, არა­მედ იმი­ტომ, რომ ფუ­ლი სჭირ­დე­ბო­და და დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და. თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი მაქვს. მაგ­რამ აქ ისე­თი ძვი­რია ბი­ნის ქი­რა და თა­ვის გა­ტა­ნა, ჩვე­ნი გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი თან­ხა საჭ­მელ­ზეც არ გვყოფ­ნი­სო. აი, მა­შინ კი გა­უწყ­და მა­ი­კოს სიმ­შ­ვი­დის ძა­ფი. უღირს შვილს "ტკბილ-ტკბი­ლი" საყ­ვე­დუ­რე­ბი ავ­ტო­მა­ტის ჯე­რი­ვით მი­ა­ყა­რა და ტე­ლე­ფო­ნი გა­უ­თი­შა. არც ფუ­ლი გა­უგ­ზავ­ნია და მას მე­რე არც მო­უ­კითხავს...

წე­ლი­წა­დიც არ გა­სუ­ლა და ცოტ­ნე თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და, თაია თან არ ჩა­მოჰ­ყო­ლია. და­ფეთ­და მა­ი­კო, ხომ არა­ფე­რი და­ე­მარ­თაო. ცოტ­ნემ ირო­ნი­უ­ლად ჩა­ი­ცი­ნა, რა უნ­და და­ე­მარ­თოს, ვი­ღაც ქარ­თ­ველ გო­გო­ებ­თან ერ­თად ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზია გახ­ს­ნა და მშვე­ნივ­რად აიწყო თა­ვი­სი საქ­მე, მე კი გა­რეთ გა­მო­მი­ძა­ხაო.
აღ­მოჩ­ნ­და, რომ ცოტ­ნეს ჰო­ლან­დი­ა­ში ერ­თი დღეც არ უმუ­შა­ვია, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თაია არ­ჩენ­და და რო­ცა ნარ­კო­ტი­კებ­საც მი­ე­ძა­ლა, გო­გო­ნამ მის გვერ­დით ცხოვ­რე­ბა აღარ ისურ­ვა, ცალ­კე გა­და­ვი­და და იქ მცხოვ­რებ ქარ­თ­ველ გო­გო­ნებს შე­ე­კედ­ლა.
ეს ამ­ბა­ვი მა­ი­კოს დი­დად არ სწყე­ნია. იცო­და, ცოტ­ნე რომ არაფ­რის მაქ­ნი­სი იყო, მი­სი ნარ­კო­მა­ნო­ბის შე­სა­ხე­ბაც სმე­ნოდა, მაგ­რამ ქა­ლიშ­ვილ­თან ამა­ზე არას­დ­როს უსა­უბ­რია. ცოტ­ნე თა­ი­ას არ­ჩე­ვა­ნი იყო და მას ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, თუმ­ცა ყო­ველ­თ­ვის გრძნობ­და, რომ სი­ძე მის ქა­ლიშ­ვილს ოჯა­ხურ ბედ­ნი­ე­რე­ბას ვერ მო­უ­ტან­და.

ამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ თა­ი­ას და­ქა­ლი შეხ­ვ­და ქუ­ჩა­ში, ნი­ნო. შვი­ლის ამ­ბე­ბი დაწ­ვ­რი­ლე­ბით მის­გან გა­ი­გო. თურ­მე თაია ნი­ნოს ყო­ველ­თ­ვი­უ­რად უგ­ზავ­ნი­და თან­ხას ბან­კ­ში ჩა­დე­ბუ­ლი ბი­ნის გა­მო­სას­ყი­დად. რო­გორც კი სა­ბო­ლო­ოდ და­იბ­რუ­ნებს, უნ­და გა­ვა­ქი­რაო და ფუ­ლი და­ვუგ­რო­ვოო, ჟღურ­ტუ­ლებ­და ნი­ნო. ისე კარ­გად მის­დის საქ­მე­ე­ბი, რომ მაქ­სი­მუმ ორ წე­ლი­წად­ში ბი­ნის იპო­თე­კი­დან დახ­ს­ნას შეძ­ლებ­სო.
კი­დევ ერ­თხელ ეტ­კი­ნა გუ­ლი, რომ სა­კუ­თა­რი ქა­ლიშ­ვი­ლი მე­გო­ბარს უფ­რო ენ­დო­ბო­და ასეთ საქ­მე­ში, ვიდ­რე დე­დას. რო­გორც ჩანს, ცუ­დი დე­და გა­მოდ­გა, რად­გან ერ­თა­დერ­თი შვი­ლი სა­თა­ნა­დოდ ვერ აღუზ­რ­დია.

მარ­ტო დარ­ჩე­ნილ­მა გან­დე­გი­ლი­ვით გა­ნაგ­რ­ძო ცხოვ­რე­ბა. ქვე­ყა­ნა­ზე აღა­რა­ფე­რი ახა­რებ­და. ერ­თა­დერ­თი, რაც შვე­ბას ჰგვრი­და, ბი­ნის წინ მდე­ბა­რე პა­ტა­რა გა­ზო­ნი იყო, რო­მე­ლიც ყო­ფილ პატ­რონს თა­ვის დრო­ზე შე­მო­ე­ღო­ბა. ამ პა­ტა­რა "ე­ზო­ში" ყვა­ვი­ლე­ბი დარ­გო და იქა­უ­რო­ბა ულა­მა­ზეს ბა­ღად აქ­ცია. თა­ვი­სი წი­ლი პირ­ველ სარ­თულ­ზე მცხოვ­რებ ყვე­ლა მე­ზო­ბელს შე­მო­ღო­ბი­ლი ჰქონ­და, ეზოდ ხმა­რობ­დ­ნენ, მაგ­რამ მის­ნა­ი­რი ლა­მა­ზი ბა­ღით ვერც ერ­თი ვერ და­იკ­ვეხ­ნი­და. უკ­ვირ­და კი­დეც, რა­ტომ ყვა­ვი­ლებს არ რგა­ვენ ან ბოს­ტა­ნი არ მოჰ­ყავთ, ცა­რი­ე­ლი მინ­დო­რი რა­ში სჭირ­დე­ბა­თო. დი­დი სი­ახ­ლო­ვე არც ერთ მე­ზო­ბელ­თან არ აკავ­ში­რებ­და, არც ისი­ნი იწუ­ხებ­დ­ნენ მას­თან სტუმ­რო­ბით თავს და არც თა­ვად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა მა­თი ახ­ლოს გაც­ნო­ბით. სი­მარ­ტო­ვე ყვე­ლა­ფერს ერ­ჩივ­ნა. უკ­ვე 44 წლის იყო და ცხოვ­რე­ბა­ზე ხე­ლი სა­ბო­ლო­ოდ ჩა­იქ­ნია. არც მე­ო­რედ გათხო­ვე­ბას აპი­რებ­და და არც საყ­ვარ­ლის გა­ჩე­ნას. ნი­კას მე­რე მა­მა­კაც­ზე ფიქ­რი გულ­ში აზ­რა­დაც არ გა­უვ­ლია. სკო­ლი­სა და სტუ­დენ­ტო­ბის წლებ­ში კი იყო გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ბი­ჭე­ბის ყუ­რადღე­ბით, მაგ­რამ მი­სი გუ­ლის მო­გე­ბა ად­ვი­ლი არ გახ­ლ­დათ. ნი­კამ­დე მხო­ლოდ ერ­თი უყ­ვარ­და და მორ­ჩა. ვერ იტყ­ვის, რომ ნი­კა­ზე მზე და მთვა­რე ამოს­დი­ო­და და სიყ­ვა­რუ­ლით მის­თხოვ­და, მაგ­რამ მთლად უამი­სო­ბაც არ იყო. მარ­თა­ლია, პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ვერ და­ი­ვიწყა, მაგ­რამ მი­სი ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი არც იცო­და და არც არას­დ­როს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა. ჩუ­მად უყ­ვარ­და, თა­ვის­თ­ვის. მხო­ლოდ ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი დარ­ჩა მის­გან და ამ მო­გო­ნე­ბე­ბით ხში­რად ანე­ბივ­რებ­და თა­ვის თავს, გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­მით, რო­ცა და­სა­ძი­ნებ­ლად წვე­ბო­და. ეს იყო და ეს.

ნი­კას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, პირ­ველ ხა­ნებ­ში, მი­სი ძმა­კა­ცე­ბი აკითხავ­დ­ნენ, ურე­კავ­დ­ნენ, რამ­დენ­ჯერ­მე ფუ­ლი­თაც და­ეხ­მარ­ნენ და ხე­ლი გა­უ­მარ­თეს, მე­რე და მე­რე კი მა­თაც მი­ი­ვიწყეს. ყვე­ლას თა­ვი­სი ოჯა­ხი ჰყავ­და, ქვრი­ვი ქა­ლის­თ­ვის ვი­ღას ეცა­ლა. მა­ი­კოს კი თაია დარ­ჩა საზ­რუ­ნა­ვად და მთე­ლი გუ­ლის­ყუ­რი მის­კენ ჰქონ­და მიპყ­რო­ბი­ლი, ქა­ლიშ­ვი­ლის პრობ­ლე­მე­ბი კი არ ილე­ო­და და ყელ­ში მარ­წუ­ხი­ვით უჭერ­და. გა­ნა შე­ეძ­ლო, თა­ვის თავ­ზე ეფიქ­რა? არა­და, თურ­მე უნ­და ეფიქ­რა. ახ­ლა­ღა და­ა­ფა­სა ქმა­რი, რო­მე­ლიც, რო­გორც ჩანს, ქა­ლიშ­ვილს თა­ვი­სუფ­ლე­ბას ტყუ­ი­ლად არ უზღუ­დავ­და. ასე ყო­ფი­ლა სა­ჭი­რო და მა­ი­კო ამას ძა­ლი­ან გვი­ან მიხ­ვ­და.
ახ­ლა თაია მას­თან აღარ არის, მაგ­რამ პრობ­ლე­მა მა­ინც გაჩ­ნ­და. პრობ­ლე­მა­ცაა და პრობ­ლე­მაც!.. ბო­ლო დროს უჰა­ე­რო­ბამ შე­ა­წუ­ხა. ისე ხში­რად მის­დი­ო­და გუ­ლი, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი შეშ­ფოთ­დ­ნენ. ურ­ჩი­ეს, ექიმ­თან მი­სუ­ლი­ყო. ხე­ლი ჩა­იქ­ნია, აღარ შე­ი­წუ­ხა თა­ვი, ალ­ბათ გა­და­ვი­ღა­ლე ღა­მე მუ­შა­ო­ბით და იმის ბრა­ლიაო. შვე­ბუ­ლე­ბა აიღო და დას­ვე­ნე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა. მარ­თ­ლაც, კარ­გა ხანს არ მიჰ­კა­რე­ბია კომ­პი­უ­ტერს, კარ­გა ხნის დაწყე­ბუ­ლი რო­მა­ნი ვე­ღარ და­ამ­თავ­რა.

მაგ­რამ გო­ნე­ბის დას­ვე­ნე­ბამ ვერ უშ­ვე­ლა. თავს უფ­რო და უფ­რო ცუ­დად გრძნობ­და. ბო­ლოს, რო­ცა გუ­ლის წას­ვ­ლე­ბი უსაშ­ვე­ლოდ გა­ბევ­რ­და, იკად­რა და გა­მოკ­ვ­ლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა გა­დაწყ­ვი­ტა.
ჩა­ი­ტა­რა... ჯერ ერ­თ­მა ექიმ­მა გა­და­აქ­ნია თა­ვი, მე­რე მე­ო­რემ... ერ­თი კლი­ნი­კი­დან მე­ო­რე­ში გაგ­ზავ­ნეს, ექოს­კო­პია გა­ი­კე­თეო. ექი­მე­ბი ექოს პა­სუხ­მა რომ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია მოს­თხო­ვეს. ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, და­უს­ვეს დი­აგ­ნო­ზი - სიმ­სივ­ნე ფილ­ტ­ვ­ზე. ყვე­ლა ექი­მი პირ­ველ რიგ­ში იმას ეკითხე­ბო­და, მწე­ვე­ლი თუ იყო. არა, სი­გა­რეტს არ ეწე­ო­და. არც არას­დ­როს მო­უ­წე­ვია. სიმ­სივ­ნის გა­ჩე­ნას ამას ვერ და­აბ­რა­ლებ­და. იქ­ნებ ბავ­შ­ვო­ბა­ში რთულ ფორ­მა­ში გა­და­ტა­ნილ­მა პლევ­რიტ­მა გა­მო­იწ­ვია? გა­მო­რიცხუ­ლი არ იყო.
სა­ოც­რად უმ­წე­ოდ იგ­რ­ძ­ნო თა­ვი. ისე­დაც სი­ცოცხ­ლე­მო­ბეზ­რე­ბულს ახ­ლა სიკ­ვ­დი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ენატ­რე­ბო­და - მშვი­დი სიკ­ვ­დი­ლი, ტკი­ვი­ლი­სა და წა­მე­ბის გა­რე­შე. არა­და, იცო­და, რა ვე­რა­გიც იყო სიმ­სივ­ნის ეს ფორ­მა. უჰა­ე­რო­ბით გუ­დავ­და ორ­გა­ნიზმს. ნი­კას ბი­ძა გა­ახ­სენ­და, რო­მე­ლიც სწო­რედ ფილ­ტ­ვის კი­ბომ იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლა. ახ­სოვს, რო­გო­რი ტან­ჯ­ვით და­ას­რუ­ლა სი­ცოცხ­ლე.
ერ­თხელ, რო­ცა ძია ნო­და­რი ბო­ლო დღე­ებს ით­ვ­ლი­და, მა­ი­კო და ნი­კა მის სა­ნა­ხა­ვად წა­ვიდ­ნენ. არას­დ­როს და­ა­ვიწყ­დე­ბა ის დღე - ოთახ­ში შე­სუ­ლებს თვალ­წინ შემ­ზა­რა­ვი სუ­რა­თი გა­და­ე­შა­ლათ. ორ­მეტ­რი­ა­ნი კა­ცი იატაკ­ზე სა­ცო­და­ვად და­ფორ­თხავ­და და ჰა­ერს ითხოვ­და. თვალ­ც­რემ­ლი­ა­ნი ცო­ლი და შვი­ლე­ბი ძლივს აკა­ვებ­დ­ნენ...

ახ­ლაც ყურ­ში ჩა­ეს­მის მი­სი ხრო­ტი­ნის­მაგ­ვა­რი ხმა, ჰა­ე­რის ჩა­საყ­ლა­პა­ვად პირ­გა­ღე­ბუ­ლი ფილ­ტ­ვე­ბი­დან რომ უშ­ვებ­და.
რა სა­ში­ნე­ლე­ბაა, რო­ცა შვე­ლა გჭირ­დე­ბა და ვე­რა­ვინ გშვე­ლის. არა, მა­ი­კო ამას ვერ გა­და­ი­ტანს. მი­სი ცხოვ­რე­ბის და­სას­რუ­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლი უნ­და იყოს, სი­ცოცხ­ლე უცებ უნ­და შეწყ­დეს და მორ­ჩა. არა­ნა­ი­რი ქი­მი­ო­თე­რა­პია. რის­თ­ვის? რომ რამ­დე­ნი­მე კვი­რით არ­სე­ბო­ბა გა­ი­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვოს? სი­სუ­ლე­ლეა. უკ­ვე მო­ი­ფიქ­რა, რაც უნ­და გა­ა­კე­თოს. გა­მო­ნა­ხა გზა, რო­მე­ლიც სიკ­ვ­დილს გა­უ­ად­ვი­ლებს.
მკვლელს და­ი­ქი­რა­ვებს, ფულს გა­და­უხ­დის და ბაც! წამ­ში გა­ა­გო­რე­ბენ. მე შენ გეტყ­ვი და კი­ლე­რის მო­ძებ­ნა გა­უ­ჭირ­დე­ბა! არა, არ გა­უ­ჭირ­დე­ბა. ახ­სოვს, რამ­დენს სა­უბ­რობ­დ­ნენ ხოლ­მე ნი­კა და მი­სი ძმა­კა­ცე­ბი ვინ­მე "ლე­ონ­ზე", რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ცხოვ­რობს და შეკ­ვე­თებს იღებს. იგი ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როა და თავს ამით ირ­ჩენს. ისიც კი იცის მა­ი­კომ, სად უნ­და მო­ძებ­ნოს. რა თქმა უნ­და, ინ­ტერ­ნეტ­ში, "ფე­ის­ბუკ­ზე". მე­რე რა, რომ მი­სი ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე­ლი და გვა­რი არ იცის. სა­მა­გი­ე­როდ, ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი იცის. ისიც იცის, რო­გორ უნ­და და­ე­ლა­პა­რა­კოს. ზუს­ტად სამი წლის წინ, რო­ცა გი­ვი და მურ­თა­ზი მო­ვიდ­ნენ ნი­კას სა­ნა­ხა­ვად, სწო­რედ "ლე­ონ­ზე" ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ. მას პი­რა­დად არც ერ­თი არ იც­ნობ­და, მაგ­რამ მას­ზე ყვე­ლა­ფე­რი იცოდ­ნენ. ავ­ღა­ნეთ­ში ნა­ო­მა­რი ჯა­რის­კა­ცი ტყვი­ას ტყვი­ა­ში სვამს, ისე­თი მსრო­ლე­ლიაო. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შეკ­ვე­თებ­ზე ნაკ­ლე­ბად მუ­შა­ობს, რად­გან პრობ­ლე­მებს ერი­დე­ბაო. ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მოკ­ვ­ლა­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია, ასეთ რა­მეს ხელს არ ჰკი­დებ­სო.

ჰო­და, მო­ძებ­ნის, გა­მო­ე­ლა­პა­რა­კე­ბა, მის­წერს, რაც უნ­და და და­ი­თან­ხ­მებს. მთა­ვა­რია, ფას­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ. წე­სით, ბევ­რი არც უნ­და მოს­თხო­ვოს, რო­მე­ლი ოდი­ო­ზუ­რი ფი­გუ­რა მა­ი­კოა!
სა­სა­ცი­ლოა, არა? ვი­ღაც კი­ლერს სა­კუ­თა­რი სიკ­ვ­დი­ლი და­უკ­ვე­თო! ამას არა­ვინ არ და­ი­ჯე­რებს. მა­ი­კო­საც ეს უნ­და. ვერც ვე­რა­ვინ გა­ი­გებს, რად­გან მის გარ­და არა­ვის ეცო­დი­ნე­ბა, თუ "ლე­ონს" არ ჩავ­თ­ვ­ლით.
მი­სი მი­სია დე­და­მი­წა­ზე კარ­გა ხა­ნია, ისე­დაც ამო­წუ­რუ­ლია. მთა­ვა­რია, რო­მა­ნის დამ­თავ­რე­ბა მო­ას­წ­როს. გა­მომ­ცემ­ლო­ბას ვერ და­ა­ღა­ლა­ტებს, რად­გან მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბი­ან, რო­დის მორ­ჩე­ბა, რომ და­ბეჭ­დონ და გა­ყი­დონ. მის რო­მან­ზე დიდ იმედს ამ­ყა­რე­ბენ, რად­გან სწრა­ფად იყი­დე­ბა და კარ­გი მო­გე­ბა მო­აქვს. ყო­ველ წიგ­ნ­ში მა­ი­კო­საც სო­ლი­დურ ჰო­ნო­რარს უხ­დი­ან. ორ-სამ თვე­ში და­ამ­თავ­რებს. ორ სამ-თვე­ში სე­ნი ისე ძა­ლი­ან არ შე­ა­წუ­ხებს, ჯერ ხომ მთე­ლი წე­ლი აქვს წინ, თან წამ­ლე­ბიც გა­მო­უ­წე­რეს და ხვა­ლი­დან მის მი­ღე­ბა­საც და­იწყებს. ამა­სო­ბა­ში ზაფხუ­ლიც მო­ვა და მზეც გა­ათ­ბობს. რო­ცა წიგნს მორ­ჩე­ბა და სიკ­ვ­დი­ლის­თ­ვის მზად იქ­ნე­ბა, თა­ვის ცხოვ­რე­ბას სა­ბო­ლო­ოდ და­უს­ვამს წერ­ტილს. და ამ ქვეყ­ნი­დან ზაფხუ­ლის და­საწყის­ში, მზით გამ­თ­ბა­რი წა­ვა.

ზამ­თა­რი არ უყ­ვარს. არც თოვ­ლი უყ­ვარს და არც სი­ცი­ვე. ყვე­ლა­ფერს სით­ბო ურ­ჩევ­ნია - რო­გორც გა­რე­გა­ნი, ისე ში­ნა­გა­ნი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ სით­ბოს ეძებ­და, მის­კენ მი­ილ­ტ­ვო­და. ნი­კას მის­თ­ვის სით­ბო არ და­უკ­ლია, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, უფ­რო მე­ტი უნ­დო­და. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ თვი­თონ ბევ­რად მეტს გას­ცემ­და რო­გორც მე­უღ­ლის, ისე შვი­ლის მი­მართ. ახ­ლობ­ლე­ბის მი­მარ­თაც.
ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ აღარ გა­უ­ცია... შვილ­მა არ ისურ­ვა, სხვე­ბი კი ან არ სა­ჭი­რო­ებ­დ­ნენ, ან არ ითხოვ­დ­ნენ... ან კი სად ეცა­ლა სით­ბოს გა­სა­ცე­მად! სა­კუ­თარ ნა­ჭუჭ­ში ჩა­ი­კე­ტა და გან­მარ­ტოვ­და. ისე შე­უყ­ვარ­და მარ­ტო­ო­ბა, სამ­სა­ხუ­რი რომ არა, ალ­ბათ სახ­ლი­დან არც გა­ვი­დო­და. სამ­სა­ხუ­რიც ისე­თი ჰქონ­და, რომ ყო­ველ­დღე სი­ა­რუ­ლი არ უწევ­და. რო­ცა და­უ­რე­კავ­დ­ნენ, მა­შინ მი­დი­ო­და. ეს მა­შინ ხდე­ბო­და, რო­ცა გა­მომ­ცემ­ლო­ბა და­სა­ბეჭ­დად ახალ წიგნს მო­ამ­ზა­დებ­და. უნ­და წა­ე­კითხა და შეც­დო­მე­ბი გა­ეს­წო­რე­ბი­ნა. პა­რა­ლე­ლუ­რად თვი­თო­ნაც წერ­და. მშვი­დი სა­მუ­შაო ჰქონ­და და ეს სი­ა­მოვ­ნებ­და.

მა­ი­კომ ღრმად ამო­ი­ოხ­რა და გაშ­ლი­ლი ხე­ლის­გუ­ლი საფ­ლავ­ზე კი­დევ ერ­თხელ გა­და­ა­ტა­რა. აქ, ნი­კას გვერ­დით მი­სი სა­მა­რე გა­ითხ­რე­ბა. მა­ლე, ძა­ლი­ან მა­ლე. სიკ­ვ­დი­ლის უკ­ვე აღარ ეში­ნია. ეც­დე­ბა, დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბი მშვი­დად გა­ლი­ოს, გუ­ლი არა­ფერ­ზე დას­წყ­დეს, არ ინერ­ვი­უ­ლოს და ნერ­ვე­ბი არ მო­ი­შა­ლოს. ნე­ტავ ჰქონ­დეს რა­ი­მე ისე­თი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი, სიკ­ვ­დი­ლის წინ რომ აის­რუ­ლოს. არა, არა­ფე­რიც არ სურს. უფ­რო სწო­რად, რაც სურს, იმას ვერ აის­რუ­ლებს, რად­გან უკ­ვე წარ­სულს ჩაჰბარ­და. უნ­და, რომ ნი­კა გვერ­დით ჰყავ­დეს, ჯან­მ­რ­თე­ლი და საღსა­ლა­მა­თი და თა­ი­ა­ზე ერ­თად ზრუ­ნავ­დ­ნენ. ამის დაბ­რუ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. სხვა სურ­ვი­ლი კი არა აქვს.

შეს­ცივ­და. აპ­რი­ლის და­საწყი­სი იყო, მზი­ა­ნი ამინ­დე­ბიც და­ი­ჭი­რა, მაგ­რამ მა­ინც სუს­ხი­ა­ნად გრი­ლო­და. ცი­ვი ქა­რი სა­ხე­ში სცემ­და. წა­მოდ­გა. ქურ­თუ­კი შე­იკ­რა, სა­ყე­ლო აიწია და ნე­ლი ნა­ბი­ჯით გა­უყ­ვა საფ­ლა­ვებს შო­რის ვიწ­რო ბი­ლიკს.
სიმ­სუ­ბუ­ქეს გრძნობ­და. სპონ­ტა­ნუ­რად მი­ღე­ბულ­მა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ გუ­ნე­ბა გა­მო­უ­კე­თა. ჰო, მთა­ვა­რია, ან­დერ­ძის შედ­გე­ნა არ და­ა­ვიწყ­დეს. ცუ­დია თუ კარ­გი, თაია მი­სი შვი­ლია და ბი­ნაც მას უნ­და და­უ­ტო­ვოს. სხვა არც არა­ფე­რი გა­აჩ­ნია.
ახ­ლა კი წამ­ლე­ბის სა­ყიდ­ლად გა­ე­შუ­რე­ბა. ჩან­თა გახ­ს­ნა, ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და რე­ცეპ­ტი მო­ი­ძია, ქურ­თუ­კის ჯი­ბე­ში ჩა­ი­დო და გზა გა­აგ­რ­ძე­ლა...

დაელოდეთ გაგრძელებას
ავტორი სვეტა კვარაცხელია

წყარო gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93