ნოველები

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი II)

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი II)
მე­სა­მე დღეა, მა­ი­კოს ცხვი­რი არ გა­მო­უყ­ვია გა­რეთ. წამ­ლე­ბის ყიდ­ვაც ვერ მო­ა­ხერ­ხა. იმ დღეს, სა­საფ­ლა­ო­დან რომ ბრუნ­დე­ბო­და, ზედ გა­ჩე­რე­ბას­თან, ცუ­დად გახ­და. ცივ­მა ოფ­ლ­მა და­ას­ხა, თვალთ და­უბ­ნელ­და და მიხ­ვ­და, რომ გუ­ლი მის­დი­ო­და. კი­დევ კარ­გი, გა­ჩე­რე­ბა­ზე სხვე­ბიც იდ­გ­ნენ, მა­შინ­ვე მის­ც­ვივ­დ­ნენ, გარს შე­მო­ეხ­ვივ­ნენ, სკამ­ზე დას­ვეს. ვი­ღა­ცამ სა­კინ­ძე გა­უხ­ს­ნა, ვი­ღა­ცამ წყა­ლი გა­ა­ჩი­ნა, აპ­კუ­რეს, სა­ხე­ში ხე­ლე­ბი ურ­ტყეს, უყ­ვი­რეს, უძა­ხეს და თვა­ლიც გა­ა­ხი­ლა. მა­ლე სას­წ­რა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნაც გაჩ­ნ­და და მა­ი­კო რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში აღ­მოჩ­ნ­და.

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი I)


შუ­ადღე გა­და­სუ­ლი იყო, ამი­ტომ
სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში მხო­ლოდ მო­რი­გე ექი­მი დახ­ვ­და. და­აწ­ვი­ნეს, გა­დას­ხ­მა გა­უ­კე­თეს და ის­ტო­რი­ის შევ­სე­ბას შე­უდ­გ­ნენ. რო­ცა ექიმ­მა გა­ი­გო მა­ი­კოს გა­სა­ჭი­რი, შეც­ბა. სათ­ნო ქა­ლი იყო, ასა­კო­ვა­ნი, მაგ­რამ კარ­გად მოვ­ლი­ლი. ნუ­ცა ექი­მი - ასე გა­ეც­ნო მა­ი­ას. მი­სი მკურ­ნა­ლი ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­საც გა­ეც­ნო. კარ­გა ხანს დაჰ­ყუ­რებ­და წამ­ლე­ბის სი­ას, რომ­ლის ყიდ­ვაც მა­ი­ამ ვერ მო­ას­წ­რო. მე­რე სათ­ვა­ლე მო­იხ­ს­ნა, შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბულ­მა თა­ვი გვერ­დ­ზე გა­და­ხა­რა, სათ­ვა­ლის ყუ­რი კბილ­თან მი­ი­კა­კუ­ნა და თქვა.

- მე თქვენ ერ­თი ძა­ლი­ან კარ­გი ექი­მის კო­ორ­დი­ნა­ტებს მოგ­ცემთ და აუცი­ლებ­ლად მი­დით მას­თან. ეს და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც მი­უ­ტა­ნეთ. დღეს­ვე მი­დით, არ გა­და­დოთ, მოც­დის დრო არ არის, ხომ ხვდე­ბით? აი, ამ კლი­ნი­კა­ში მიხ­ვალთ და ბა­ტონ თე­მურს იკითხავთ. გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გეა. ჩე­მი სა­ხე­ლით მი­დით, მა­ნამ­დე მე და­ვუ­რე­კავ. რაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა­საც, ამა­საც, იმა­საც...
- ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას არ ვა­პი­რებ, - კა­ტე­გო­რი­უ­ლი ტო­ნით გა­ნაცხა­და.
- რა­ტომ, სიკ­ვ­დი­ლი გინ­დათ? - ხმა გა­უ­ცივ­და ნუ­ცას.
- არ ვი­ცი... უკ­ვე აღა­რა­ფე­რი ვი­ცი.
- აი, ხომ ხე­დავთ, თქვენც კი გე­ცო­დე­ბათ თქვე­ნი თა­ვი. სიკ­ვ­დი­ლი არა­ვის არ უნ­და. ასე რომ, ნუ და­ა­ყოვ­ნებთ, მი­დით და თე­მო თვი­თონ მოგ­ხე­დავთ. მან იცის თა­ვი­სი საქ­მე და ისიც, რო­გორ მი­უდ­გეს პა­ცი­ენტს.
ნუ­ცა ექიმ­მა ქა­ღალ­დ­ზე ლა­მა­ზი კა­ლიგ­რა­ფი­ით და­წე­რი­ლი მი­სა­მარ­თი, ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და ექი­მის გვარ-სა­ხე­ლი გა­მამ­ხ­ნე­ვე­ბე­ლი ღი­მი­ლით მი­ა­წო­და.

- წამ­ლე­ბის ყიდ­ვას ნუ იჩ­ქა­რებთ, სა­ნამ მაგ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას თე­მოს არ აჩ­ვე­ნებთ! - მი­ა­ძა­ხა, სა­ნამ მაია კარს გა­ი­ხუ­რავ­და.
რა თქმა უნ­და, მა­შინ­ვე არ გაქ­ცე­უ­ლა მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თ­ზე. სუს­ტად იყო, თავ­ბ­რუ ეს­ხ­მო­და. წა­მო­წო­ლა და ძი­ლი უნ­დო­და, სხვა არა­ფე­რი. ტაქ­სი გა­ა­ჩე­რა, შინ დაბ­რუნ­და და მა­შინ­ვე ლო­გინ­ში შეწ­ვა.
და აი, სა­მი დღეა, გა­რეთ არ გა­სუ­ლა. არც დღეს აპი­რებ­და გას­ვ­ლას, რად­გან კვი­რა იყო, არც ხვალ, რად­გან ორ­შა­ბათს ექიმ­თან მის­ვ­ლა არ უყ­ვარ­და. რო­გორ­მე სამ­შა­ბათს უნ­და და­ლო­დე­ბო­და. თუმ­ცა, რაც სახ­ლ­შია, ცუ­დად არ გამ­ხ­და­რა, თით­ქოს გა­დას­ხ­მა მო­უხ­და. თით­ქოს კი არა, რო­გორც ჩანს, მარ­თ­ლა მო­უხ­და. სუნ­თ­ქ­ვაც გა­უ­ად­ვილ­და.
ეს დღე­ე­ბი ძა­ლი­ან ბევრს ფიქ­რობ­და სიკ­ვ­დილ-სი­ცოცხ­ლე­ზე. ეში­ნო­და სიკ­ვ­დი­ლის? უფ­რო კი, ვიდ­რე არა. რო­ცა ვინ­მე­ზე გა­ი­გებ­და, სიმ­სივ­ნე აქვს და გა­და­დე­ბუ­ლიაო, ყო­ველ­თ­ვის ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, თვე­ო­ბით ფიქ­რობ­და ხოლ­მე იმ ადა­მი­ან­ზე, იცო­დებ­და, თა­ნა­უგ­რ­ძ­ნობ­და. ვიშ­ვი­შებ­და, რა ეშ­ვე­ლე­ბაო. ახ­ლა თვი­თონ იყო გან­წი­რუ­ლი და ვე­რა­ფერს გრძნობ­და. არც ტი­რო­და, არც გა­ნიც­დი­და, თუმ­ცა დღე­და­ღამ თა­ვის სენ­ზე ფიქ­რობ­და. რა­ღა მას შე­ე­ყა­რა? რა­ტომ და­ი­სა­ჯა ასე? ცუ­დი რა გა­უ­კე­თე­ბია? ყვე­ლა­ზე მე­ტად ამის ეში­ნო­და - წა­მე­ბით სიკ­ვ­დი­ლის. სულ იმას ნატ­რობ­და, ოღონდ კი­ბომ არ მომ­კ­ლას და რაც გინ­და, და­მე­მარ­თო­სო. შურ­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ღა­მით რომ იძი­ნებ­დ­ნენ და დი­ლით გარ­დაც­ვ­ლი­ლი რომ ხვდე­ბო­დათ ოჯა­ხის წევ­რებს სა­წოლ­ში. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ბედ­ნი­ე­რად მი­აჩ­ნ­და.

გა­ნა ტკი­ვი­ლის გაძ­ლე­ბა არ შე­ეძ­ლო... რა თქმა უნ­და, შე­ეძ­ლო. სა­ო­ცა­რი მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი ჰქონ­და. რო­ცა რა­მე ას­ტ­კივ­დე­ბო­და, წა­მოწ­ვე­ბო­და, ოთხად მო­ი­კუნ­ტე­ბო­და და ყურს უგ­დებ­და თა­ვის ტკი­ვილს, რო­გორ იშ­ლე­ბო­და და იკუმ­შე­ბო­და ორ­გა­ნიზ­მ­ში. თით­ქოს თვი­თო­ნაც შე­დი­ო­და მას­ში, თით­ქოს ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­და, ტკი­ვი­ლის შე­მო­ტე­ვას სხვა, რა­ღაც უჩი­ნარ ძა­ლას უპი­რის­პი­რებ­და... და ასე, მოთ­მი­ნე­ბით ელო­დე­ბო­და, რო­დის და­უ­ამ­დე­ბო­და. წა­მალს იშ­ვი­ა­თად იღებ­და, არ უყ­ვარ­და წამ­ლე­ბი, მაგ­რამ თუ შე­ტე­ვა გა­უ­საძ­ლი­სი ხდე­ბო­და, მა­შინ იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, და­ე­ლია. ფილ­ტ­ვებს სა­ერ­თოდ არას­დ­როს უჩი­ო­და, ბავ­შ­ვო­ბის შემ­დეგ. სა­შიშ­რო­ე­ბას უფ­რო მე­ტად კუ­ჭი­დან ელო­და, რად­გან თორ­მეტ­გო­ჯა­ზე წყლუ­ლი ჰქონ­და და რო­გორც კი დი­ე­ტას და­არ­ღ­ვევ­და, ეგ­რე­ვე ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლე­ბი ეწყე­ბო­და.
ახ­ლაც გულ­ძ­მარ­ვამ შე­ა­წუ­ხა. ად­გა, წყა­ლი შე­ათ­ბო, ჭი­ქა­ში სო­და ჩა­ყა­რა, თბი­ლი წყა­ლი და­ას­ხა, კოვ­ზით მო­უ­რია და სვე­ნებ-სვე­ნე­ბით და­ლია. შვე­ბა უმალ­ვე იგ­რ­ძ­ნო. მა­ლე გულ­ძ­მარ­ვა­მაც გა­უ­ა­რა. `მომ­კ­ლავს ეს სო­და~, - გა­ი­ფიქ­რა სა­ხე­დაჭყა­ნულ­მა და კომ­პი­უ­ტერს მი­უჯ­და. უკ­ვე გვი­ან იყო, უნ­და და­წო­ლი­ლი­ყო. ბო­ლო დროს ად­რე წვე­ბო­და და ად­რე დგე­ბო­და. სა­მუ­შა­ოს ვე­ღარ უდებ­და გულს, რამ­დე­ნი დღეა, ერ­თი სტრი­ქო­ნიც არ და­უ­წე­რია. არა, მო­უ­წევს ექიმ­თან მის­ვ­ლა. ცო­ტა უკეთ თუ არ გახ­დე­ბა და თვა­ლებ­ში არ გა­მო­ი­ხე­დავს, წიგ­ნის დამ­თავ­რე­ბას ვერ ეღირ­სე­ბა.

ფე­ის­ბუ­კი გახ­ს­ნა. უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად პა­რო­ლი და­ა­ვიწყ­და. იმ­დენ­ჯერ შეც­ვა­ლა, რომ აღარ ახ­სოვ­და, ბო­ლოს რა და­ა­ყე­ნა. კარ­გა ხანს იფიქ­რა. ეს გულ­მა­ვიწყო­ბა რა­ღა­ზე დას­ჩემ­და? იქ­ნებ სტრე­სის ბრა­ლია? მაგ­რამ რომ არ ნერ­ვი­უ­ლობს? სტრე­სი რა­ტომ უნ­და ჰქონ­დეს? ალ­ბათ ჰგო­ნია, რომ არ ნერ­ვი­უ­ლობს, ში­ნა­გა­ნად კი, რო­გორც ჩანს, და­ძა­ბუ­ლია. ხუმ­რო­ბა ხომ არ არის, კი­ბო ნელ-ნე­ლა ედე­ბა მის ორ­გა­ნიზმს. ჰო, ალ­ბათ. ალ­ბათ ფა­რუ­ლი სტრე­სი აქვს.
აჰა, გა­ახ­სენ­და! პა­რო­ლად ამას წი­ნათ `პა­რო­ლი 13~ და­ა­ყე­ნა... აი, შე­ვი­და...
მხო­ლოდ ერ­თი წე­რი­ლი დახ­ვ­და, თა­თი­ას მო­ე­წე­რა, თა­ვის კლა­სელს, რო­მელ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა დღემ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა. ამ დღე­ებ­ში გა­მო­გივ­ლიო, მე­გო­ბა­რი სწერ­და. თვი­თო­ნაც მის­წე­რა, გე­ლო­დე­ბი, სულ სახ­ლ­ში ვა­რო და კოც­ნა გა­უგ­ზავ­ნა.
სა­ძი­ე­ბელ­ში შე­ვი­და და ლე­ო­ნის მო­ძებ­ნას შე­უდ­გა. არ ეგო­ნა, ამ­დე­ნი ლე­ო­ნი თუ იქ­ნე­ბო­და. უმ­რავ­ლე­სო­ბას ჟან რე­ნოს სუ­რა­თი ეყე­ნა მთა­ვარ ფო­ტოდ ან ნა­ტა­ლი პორ­ტ­მა­ნის. სა­თი­თა­ოდ ყვე­ლას­თან შე­ვი­და. იცო­და, რო­მე­ლი ლე­ო­ნიც სჭირ­დე­ბო­და - ის, ვი­საც არც ერ­თი მე­გო­ბა­რი არ ეყო­ლე­ბო­და.
რო­გორც იქ­ნა, მი­აგ­ნო. მას მხო­ლოდ ლე­ო­ნი არ ერ­ქ­ვა, სა­ხე­ლის გვერ­დით ფრჩხი­ლებ­ში `პრინ­ცი კე­დებ­ში~ მი­ე­წე­რა. გა­უხ­მეს თა­ვი! პრინ­ცი არა, ტო­რო­ლა! გა­ე­ღი­მა. სუ­რა­თიც შე­სა­ბა­მი­სი და­ე­ყე­ნე­ბი­ნა `ლე­ონს~. ფო­ტო­ზე წი­თელ­კე­დე­ბი­ა­ნი ფე­ხე­ბი მო­ჩან­და მხო­ლოდ, იქ­ვე თეთ­რი ბურ­თი იდო, ბურ­თ­ზე კი­დევ სნა­ი­პე­რის `ვინ­ტოვ­კა~ იყო მი­ყუ­დე­ბუ­ლი.
ეს სწო­რედ ისაა, ვი­საც ეძებს. კარ­გია, რომ იპო­ვა. მის კე­დელ­ზე გა­და­ვი­და. ლე­ონს მხო­ლოდ ფო­ტო­ე­ბი ედო - ყვა­ვი­ლე­ბის, გზე­ბის, ტბე­ბის, ჩან­ჩ­ქე­რე­ბის... ჰმ... რო­მან­ტი­კო­სი ყო­ფი­ლა, - და­ას­კ­ვ­ნა მა­ი­კომ.
ახ­ლა მთა­ვა­რია, ახა­ლი პრო­ფი­ლი შექ­მ­ნას, აქე­დან ხომ არ მის­წერს? მან არ უნ­და გა­ი­გოს, ვი­ნაა, თო­რემ ალ­ბათ გა­და­ი­რე­ვა - სუ­ლე­ლია ვი­ღაც, სა­კუ­თარ თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბას მიკ­ვეთ­სო

სას­წ­რა­ფოდ შე­უდ­გა ახა­ლი გვერ­დის გა­კე­თე­ბას. სა­ფოს­ტო მი­სა­მარ­თიც სხვა მი­უ­თი­თა, სა­თა­და­რი­გო რო­მე­ლიც ჰქონ­და, ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რად კი ნი­კას ნო­მე­რი მო­იშ­ვე­ლია, რო­მე­ლიც არ გა­უ­უქ­მე­ბია, ქმრის ტე­ლე­ფო­ნით დღე­საც სარ­გებ­ლობ­და.
რამ­დე­ნი­მე წუთ­ში პრო­ფი­ლი მზად იყო. `პიმ­პუ~ და­ირ­ქ­ვა, რომ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის ყუ­რადღე­ბა არ მო­ე­ზი­და. მა­მა ეძახ­და ასე ბავ­შ­ვო­ბა­ში.
ინ­ტერ­ნე­ტი­დან ზო­გა­დი ფო­ტო­ე­ბი ამო­ი­ღო და ორი­გი­ნა­ლუ­რი სუ­რა­თე­ბით გვერ­დი გა­ა­ლა­მა­ზა. ესეც ასე. ახ­ლა მთა­ვა­რია, და­ე­კონ­ტაქ­ტოს. უფ­რო სწო­რად, მა­ი­კომ მის­წე­როს და ლე­ო­ნი კონ­ტაქ­ტ­ზე გა­მო­ვი­დეს. და­იწყო ფიქ­რი, რა მი­ე­წე­რა. სან­დო­ო­ბის მო­მე­ტიც უნ­და გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა. ვი­ღაც უცხოს კა­ცის მკვლე­ლი ალ­ბათ ასე ად­ვი­ლად არ ენ­დო­ბო­და. რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­ლა­გა წი­ნა­და­დე­ბე­ბი გო­ნე­ბა­ში, მე­რე კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე აკ­რი­ფა, მაგ­რამ სა­ნამ გაგ­ზავ­ნი­და, გა­და­ი­კითხა. სიტყ­ვე­ბი გა­და­ა­ლაგ-გად­მო­ა­ლა­გა, წა­შა­ლა, ხე­ლახ­ლა და­წე­რა და ბო­ლოს, რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი გა­ას­წო­რა, `ენ­ტერს~ და­უწ­კა­პუ­ნა და წე­რი­ლი გაგ­ზავ­ნა.
`გა­მარ­ჯო­ბა, ლე­ონ! თქვენ­თან და­კავ­ში­რე­ბა ერ­თ­მა ჩვენ­მა სა­ერ­თო ნაც­ნობ­მა მირ­ჩია, ვა­სილ ბაღ­და­ვა­ძემ, პოლ­კოვ­ნიკ­მა. თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა მჭირ­დე­ბა. არ ვი­ცი, რო­დის ნა­ხავთ ჩემს წე­რილს, მაგ­რამ საჩ­ქა­რო არ არის. რო­ცა მო­გი­ხერ­ხ­დე­ბათ, მომ­წე­რეთ, რომ და­გე­ლა­პა­რა­კოთ~.
ის იყო, ფე­ის­ბუ­კი­დან გა­მოს­ვ­ლას აპი­რებ­და, რომ პა­სუ­ხი მო­უ­ვი­და:
- ვინ ხართ?
გუ­ლი ლა­მის გა­უ­ჩერ­და. ჯერ ერ­თი, ასე უცებ სა­პა­სუ­ხო წე­რილს არ ელო­და. რას იფიქ­რებ­და, ამ დროს ეს კა­ცი თუ აქ იქ­ნე­ბო­და. თით­ქოს ჩა­საფ­რე­ბუ­ლი იყოო. ხე­ლე­ბი აუკან­კალ­და. თი­თე­ბი სას­წ­რა­ფოდ მო­ის­რი­სა და გა­მა­ლე­ბით შე­უდ­გა წე­რას.
- რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს? მე ხომ არ გე­კითხე­ბით, თქვენ ვინ ხართ? - და `გა­უ­ღი­მა~.
პა­სუხ­მა ერ­თხანს და­ა­ყოვ­ნა. მე­რე ლე­ონ­მა კვლავ მო­ი­წე­რა:
- რა საქ­მე გაქვთ?
- რა საქ­მე­საც თქვენ ას­რუ­ლებთ, - ახ­ლა უკ­ვე თა­მა­მად მის­წე­რა.
- ვა­სოს სა­ი­დან იც­ნობთ?
- ახ­ლო­ბე­ლია ჩე­მი.
- ახ­ლო­ბე­ლი?
- ჰო. ჩე­მი მე­უღ­ლის ძმა­კა­ცია, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში.
- ქა­ლი ხართ?
მა­ი­კოს გა­მე­ღი­მა. ამას ალ­ბათ არ ელო­და. რა სუ­ლე­ლია, რას ახ­სე­ნა მე­უღ­ლე და ძმა­კა­ცი? ეთ­ქ­ვა, ჩე­მი მე­გო­ბა­რიაო. ახ­ლა უკან და­ხე­ვას აზ­რი არ ჰქონ­და.
- კი, ქა­ლი ვარ, - და კვლავ `გა­უ­ღი­მა~. სხვა სმა­ი­ლე­ბის დას­მა არც იცო­და. ერ­თა­დერ­თი ღი­მი­ლი იყო ხოლ­მე, რა­საც იყე­ნებ­და.
- აჰა... ეგ­ღა მაკ­ლ­და, - ახ­ლა მან `გა­უ­ღი­მა~.
- რა­ტომ, რა არის ამა­ში ცუ­დი?
- არ ვი­ცი... იქ­ნებ არც არა­ფე­რი. უბ­რა­ლოდ, ქა­ლებ­თან საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჯერ არ მქო­ნია.
- ესე იგი, გა­გი­მარ­თ­ლათ.
- მე თუ თქვენ?
მა­ი­ას გა­ე­ცი­ნა. მარ­თ­ლაც, მას უფ­რო გა­უ­მარ­თ­ლა, ვიდ­რე ლე­ონს.
- ორი­ვეს, - მა­ინც არ გა­ი­ტე­ხა იხ­ტი­ბა­რი და ახ­ლა ორი ღი­მი­ლი გა­უგ­ზავ­ნა.
- რა ში­ნა­არ­სი­საა თქვე­ნი შეკ­ვე­თა? ქალს ეხე­ბა თუ კაცს? - პირ­და­პირ საქ­მე­ზე გა­და­ვი­და. რო­გორც ჩანს, ვა­სი­კოს ხსე­ნე­ბამ გაჭ­რა.
- ქალს.
- ქალს? რა და­ა­შა­ვა? ქმა­რი წა­გარ­თ­ვათ თუ თა­ნამ­დე­ბო­და? - და შე­კითხ­ვას თვი­თო­ნაც ორი ღი­მი­ლი მო­ა­ყო­ლა.
- არც ერ­თი და არც მე­ო­რე.
- ვა! ეგ რო­გორ?
- ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. მი­ზე­ზის და­სა­ხე­ლე­ბა არ მსურს. ვფიქ­რობ, ამას საქ­მეს­თან კავ­ში­რი არა აქვს. ხომ მე­თან­ხ­მე­ბით?
- გა­სა­გე­ბია. თა­ნამ­დე­ბო­ბა? სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნა? ცნო­ბი­ლი პროვ­ნე­ბაა? ასე­თებ­ზე არ ვმუ­შა­ობ.
- არა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, რო­გორც თქვენ და მე.
- თქვენ რა იცით, მე რო­გო­რი ვარ? იქ­ნებ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ვარ?
- თქვენ­ზე ბევ­რი რამ ვი­ცი.
- მა­გა­ლი­თად?
- მა­გა­ლი­თად ის, რომ ცნო­ბი­ლებს არ `ერ­ჩით~, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იშ­ვი­ა­თად მუ­შა­ობთ და ასე შემ­დეგ.
- ჰო­და, რა­ტომ გგო­ნი­ათ, რომ თქვენს საქ­მეს მივ­ხე­დავ?
- არ ვი­ცი, მე უბ­რა­ლოდ, ვცა­დე.
- უარი რომ ვთქვა?
- მა­შინ სხვას მოვ­ძებ­ნი.
- ასე ად­ვი­ლად? გგო­ნი­ათ, ასე ად­ვი­ლია?
- ად­ვი­ლი არა­ფე­რია, ფა­ფის ჭა­მაც კი, - და ისევ `გა­უ­ღი­მა~.
- კარ­გი. მო­მი­ყე­ვით, აბა, რა ხდე­ბა და პა­სუხს ბო­ლოს გეტყ­ვით.
- ისე­თი არა­ფე­რი. ერ­თი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ქა­ლია. მარ­ტო ცხოვ­რობს. არა­ვინ არ ჰყავს. ად­ვი­ლად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი საქ­მეა. მი­სი სახ­ლის წინ კორ­პუ­სია, ბო­ლო სარ­თულ­ზე სარ­და­ფი და ლიფ­ტის ოთა­ხია. მოკ­ლედ, ად­ვი­ლი და უსაფ­რ­თხო საქ­მეა.
- ისე ლა­პა­რა­კობთ, თით­ქოს დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა გქონ­დეთ. თან სიტყ­ვებს ფრთხი­ლად არ­ჩევთ. თა­მა­მად და­წე­რეთ, აქ ამას ვე­რა­ვინ წა­ი­კითხავს.
- იმი­ტომ ვფრთხი­ლობ, რომ... რა ვი­ცი, ვინ­მეს გა­შიფ­ვ­რა რომ მო­უნ­დეს... ხომ იცით, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია სხვი­სი წე­რი­ლე­ბის ამო­ღე­ბა.
- ამა­ზე ნუ დარ­დობთ. უსაფ­რ­თხო­ე­ბის ყვე­ლა წე­სი და­ცუ­ლი მაქვს.
- თქვენ შე­იძ­ლე­ბა და­ცუ­ლი გაქვთ, მაგ­რამ ჩე­მი ხომ არ იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი?
- იქ­ნე­ბა. რო­გორც კი სა­უ­ბარს და­ვას­რუ­ლებთ, თქვენ­თა­ნაც ყვე­ლა­ფე­რი ავ­ტო­მა­ტუ­რად წა­იშ­ლე­ბა.
და­უ­ჯე­რე­ბელ რა­ღა­ცას ეუბ­ნე­ბო­და. ასე­თი რამ პირ­ვე­ლად გა­ი­გო, მაგ­რამ არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს. ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად მარ­თა­ლია ბა­ტო­ნი ლე­ო­ნი.
- სუ­რა­თი და მი­სა­მარ­თი დამ­ჭირ­დე­ბა. - მო­ი­წე­რა ლე­ონ­მა ცო­ტა ხან­ში.
- მე კი­დევ ჰო­ნო­რა­რი რამ­დე­ნი მექ­ნე­ბა გა­და­სახ­დე­ლი, იმის გა­გე­ბა მჭირ­დე­ბა.
- თქვენ რამ­დენს გა­და­მიხ­დით? - სი­ცი­ლი გა­მოგ­ზავ­ნა.
- რა ტაქ­სის მძღო­ლი­ვით მე­ვაჭ­რე­ბით? - გაბ­რაზ­და მა­ი­კო.
- თუ ჩემ­ზე ბევ­რი რამ იცით, მა­შინ ისიც უნ­და იცო­დეთ, რამ­დენს ვი­ღებ საქ­მე­ში.
- ყვე­ლა საქ­მე­ში ხომ ერ­თ­ნა­ი­რად არ გიხ­დი­ან? თქვენ თქვე­ნი მითხა­რით, მე ჩემ­სას გეტყ­ვით.
- ჰო­და, თქვენ თქვით ჯერ, ქა­ლი ხართ და უნ­და და­გით­მოთ.
- ეგ­რე არ გა­მო­ვა. მე რომ ასი დო­ლა­რი გითხ­რათ, დამ­თან­ხ­მე­ბით?
- სცა­დეთ... იქ­ნებ ვთან­ხ­მ­დე­ბი, - და ღი­მი­ლი და­ხა­ტა.
- ეგ არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, ლე­ონ. მე­გო­ნა, სე­რი­ო­ზულ ადა­მი­ან­თან მქონ­და საქ­მე, თან პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან.
- სე­რი­ო­ზულ­თან არა, პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან - კი.
- მა­შინ და­ა­სა­ხე­ლეთ არა­სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის სა­მუ­შა­ოს გა­სამ­რ­ჯე­ლო!!! - გაბ­რა­ზე­ბა ძა­ხი­ლის ნი­შე­ბით გა­მო­ხა­ტა.
- კარ­გი. რა­ხან ქა­ლის­გან პირ­ვე­ლად ვი­ღებ საქ­მეს... 9.
ეს 9 ვერ გა­ი­გო მა­ი­კომ, რას ნიშ­ნავ­და.
- 9 რა?
- და სა­მი ნუ­ლი.
- დო­ლა­რებ­ში?
- თქვენ ევ­რო­ში გირ­ჩევ­ნი­ათ?
- არა, მე ლა­რებ­ში მირ­ჩევ­ნია.
ლე­ონ­მა სი­ცი­ლით `ა­იკ­ლო~. კარ­გა ხანს მხო­ლოდ მო­ცი­ნარ სმა­ი­ლებს გზავ­ნი­და.
- რა­ტომ იცი­ნით?
- იმი­ტომ, რომ ახ­ლა თქვენ მე­ვაჭ­რე­ბით ტაქ­სის მძღო­ლი­ვით.
მოკ­ლედ, საქ­მე ისე წა­ვი­და, რომ ლა­მის იჩხუ­ბეს. და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მკვლე­ლი ბევრს ითხოვ­და, ამ­დე­ნის გა­დახ­დას ნამ­დ­ვი­ლად არ აპი­რებ­და. თან მწა­რედ ეცი­ნე­ბო­და, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვი ცხრა ათა­სი დო­ლა­რიც არ უღირ­და.
უხ­ს­ნი­დი, რომ მი­სი სა­მიზ­ნე არც პო­ლი­ტი­კო­სი იყო და არც ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა, ამი­ტომ თან­ხის­თ­ვის უნ­და და­ეკ­ლო. ამ საქ­მეს არა­ვი­თა­რი გარ­თუ­ლე­ბა არ მოჰ­ყ­ვე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი წამ­ში დამ­თავ­რ­დე­ბო­და და სა­ნამ ვინ­მე გონს მო­ე­გე­ბო­და, თვი­თონ უკ­ვე შორს იქ­ნე­ბო­და წა­სუ­ლი.
რო­გორც იქ­ნა, ექ­ვ­სი ათას ლარ­ზე შე­თან­ხ­მ­დ­ნენ. ნა­ხე­ვა­რი წი­ნას­წარ უნ­და ჩა­ე­რიცხა მის­თ­ვის მა­ი­ას, ნა­ხე­ვა­რი - საქ­მის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ.
ისევ გა­ე­ცი­ნა. საქ­მე რომ მომ­თავ­რ­დე­ბო­და, ფულს ვინ­ღა გა­და­უ­რიცხავ­და? ამი­ტომ შეს­თა­ვა­ზა, მე­ო­რე ნა­ხე­ვარს ერ­თი დღით ად­რე ჩა­გი­რიცხა­ვო. სა­მა­გი­ე­როდ, უნ­და და­ლო­დე­ბო­და.
- მე თქვენ ფო­ტოს გა­მო­გიგ­ზავ­ნით და მი­სა­მარ­თ­საც. და­აკ­ვირ­დით, შე­ის­წავ­ლეთ კარ­გად ობი­ექ­ტის გა­რეგ­ნო­ბაც და მარ­შ­რუ­ტიც. ხო­ლო რო­ცა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, მოგ­წერთ და საქ­მეს ბო­ლომ­დე მი­იყ­ვანთ.
- ანუ არ გეჩ­ქა­რე­ბათ?
- არა, არ მეჩ­ქა­რე­ბა.
- მა­შინ წი­ნას­წარ რა­ტომ და­მი­კავ­შირ­დით?
- იმი­ტომ, რომ არ ვი­ცო­დი, მო­ვა­ხერ­ხებ­დი თუ არა თქვენ­თან და­კავ­ში­რე­ბას.
ერ­თი სიტყ­ვით, სა­ერ­თო შე­თან­ხ­მე­ბას მი­აღ­წი­ეს. მა­ი­კოს ორ დღე­ში 3 ათა­სი უნ­და გა­და­ე­რიცხა ლე­ო­ნის­თ­ვის, ოღონდ არა მის პი­რად ან­გა­რიშ­ზე, არა­მედ სულ სხვა, რა­ღაც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ან­გა­რიშ­ზე. არც გაჰ­კ­ვირ­ვე­ბია, მკვლე­ლი სიფ­რ­თხი­ლეს იჩენ­და.
- მეც სხვი­სი სა­ხე­ლით ჩა­გი­რიცხავთ, ასე რომ... ერ­თ­მა­ნე­თის მო­ძებ­ნას ნუ შე­ვეც­დე­ბით... - ქალ­მა თა­ვი და­იზღ­ვია.
- თქვენ აპა­რა­ტი­დან ჩა­რიცხეთ და სა­ერ­თოდ არ დაგ­ჭირ­დე­ბათ არა­ვის ვი­ნა­ო­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა, - ლე­ონ­მა რჩე­ვა მის­ცა.
ეს არ უფიქ­რია. გო­ნივ­რუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა იყო, რაც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, მაგ­რამ აპა­რა­ტი­დან სა­მი ათა­სის ჩა­რიცხ­ვა ასე ად­ვი­ლი იყო? მთე­ლი სა­ა­თი უნ­და და­ე­კარ­გა ამის­თ­ვის. რა მოხ­და მე­რე, დღეს ყვე­ლას ასე შე­აქვს ფუ­ლი ბან­კ­ში.
რო­გორც იქ­ნა, სა­უ­ბარს მორ­ჩ­ნენ და მაია უც­ნობს და­ემ­შ­ვი­დო­ბა. სა­სა­უბ­რო ფან­ჯა­რა ჩა­ხუ­რა, მაგ­რამ გა­ახ­სენ­და, ლე­ონ­მა რომ უთხ­რა, ყვე­ლა­ფე­რი წა­იშ­ლე­ბაო და შე­მოწ­მე­ბა სცა­და. ჯერ არა­ფე­რი წაშ­ლი­ლი­ყო. ცო­ტა ხანს და­ე­ლო­და, თა­ვის გვერ­დ­ზე გა­და­ვი­და, გა­რე­შე თვა­ლით შე­ხე­და, რო­გო­რი პრო­ფი­ლი ჰქონ­და და რო­ცა კვლავ გა­და­ა­მოწ­მა ლე­ონ­თან მი­წერ-მო­წე­რა, მარ­თ­ლაც ყვე­ლა­ფე­რი წაშ­ლი­ლი დახ­ვ­და. ვააა! ნუ­თუ ასე­თე­ბიც ხდე­ბა? უნ­დო­და, მი­ე­წე­რა, შე­ე­ქო ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბის­თ­ვის, მაგ­რამ მის გვერდს ვე­ღარ მი­აგ­ნო... ნუ­თუ ისიც წა­შა­ლა? ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა თქმა უნ­და, წე­რი­ლე­ბიც წა­იშ­ლე­ბო­და. მაგ­რამ რო­გორ უნ­და მი­აწ­ვ­დი­ნოს ხმა, თუ­კი პრო­ფი­ლი აღარ ექ­ნე­ბა? იქ­ნებ მა­ი­კო­სა­ვით ორი გვერ­დი აქვს მა­საც ან მე­ტი? ალ­ბათ ამი­ტომ უთხ­რა, მე თვი­თონ შე­გეხ­მი­ა­ნე­ბი ამ დღე­ებ­შიო... ჰო, ალ­ბათ ამი­ტომ უთხ­რა...

თუმ­ცა, ლე­ო­ნი არც ორი და არც სა­მი დღის შემ­დეგ არ შეხ­მი­ა­ნე­ბია. მა­ი­ას ჩვე­ვად ექ­ცა და­ძი­ნე­ბის წინ და გაღ­ვი­ძე­ბის შემ­დეგ ფე­ის­ბუკ­ში შე­ვარ­დ­ნა. ცი­ე­ბი­ა­ნი­­ვით ელო­დე­ბო­და მის წე­რილს. ის კი არ ჩან­და. რო­გორც ჩანს, მო­ატყუა. ალა­პა­რა­კა, ალა­პა­რა­კა და გაქ­რა. მკვლე­ლი ალ­ბათ დას­ცი­ნის ახ­ლა, რო­გორ და­ი­ჯე­რა ამ ქალ­მა ჩე­მი და­ნა­პი­რე­ბიო. `მეც არ გა­მიკ­ვირ­და, ასე უცებ რო­გორ დამ­თან­ხ­მ­და-მეთ­ქი? რო­გო­რი სუ­ლე­ლი ვარ~... - სა­კუ­თა­რი მი­ა­მი­ტო­ბით გაწ­ბი­ლე­ბულ­მა ქვე­და ტუ­ჩი მო­იკ­ვ­ნი­ტა.
ხა­სი­ა­თი გა­უ­ფუჭ­და. იმე­დი ჰქონ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი მო­აგ­ვა­რა. მოტყუვ­და. ახ­ლა რა უნ­და ექ­ნა? ვე­რა­ფერ­საც ვერ იზამ­და, უნ­და და­ლო­დე­ბო­და. იქ­ნებ საქ­მე ჰქონ­და და სხვე­ბის შეკ­ვე­თებ­ზე მუ­შა­ობ­და? იქ­ნებ სუ­ლაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­უ­წია ქა­ლა­ქი­დან გას­ვ­ლამ? მა­ი­კომ ეს არ იცო­და. არა უშავს, თუ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვა, თვი­თონ მი­ხე­დავს ამ საქ­მეს. წამ­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი დო­ზა და მი­სი ჯა­ნი! ყვე­ლა­ფერ­ზე წა­ვა, ოღონდ ამ სა­ში­ნელ სენს თა­ვი არ გა­ა­წა­მე­ბი­ნოს!
ოთხ­შა­ბათს ნუ­ცას მო­ცე­მუ­ლი მი­სა­მარ­თი ჯი­ბე­ში ჩა­ი­დო და კლი­ნი­კის­კენ გას­წია. გა­რე­თი ცრი­და. არა და არ გა­მო­ვი­და ამინ­დი. მო­ე­ნატ­რა სით­ბო, მზე... მხრე­ბა­წუ­რუ­ლი მი­უყ­ვე­ბო­და სველ ას­ფალტს, ქოლ­გა წინ გა­და­ე­წია, თა­ვი ქა­რის­გან რომ და­ეც­ვა. ქა­რი თით­ქოს ლა­მობ­და, მის­თ­ვის ქოლ­გა წა­ერ­თ­მია.
თბილ შე­ნო­ბა­ში რომ შე­ვი­და, მო­ეშ­ვა. ქოლ­გა და­კე­ცა და ცე­ლო­ფან­ში ჩა­დო, რომ ჩან­თა არ და­ეს­ვე­ლე­ბი­ნა. სვე­ნებ-სვე­ნე­ბით ავი­და მე­ექ­ვ­სე სარ­თულ­ზე და გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გის კა­ბი­ნეტს მი­ად­გა. ირ­გ­ვ­ლივ მი­მო­ი­ხე­და. სიგ­რ­ძე­ზე და­ლა­გე­ბულ სკა­მებ­ზე პა­ცი­ენ­ტე­ბი ის­ხ­დ­ნენ და თა­ვი­ანთ რიგს ელო­დე­ბოდ­ნენ.
- ბა­ტონ თე­მურს ვინ­მე ელო­დე­ბა? - იკითხა.
უარის ნიშ­ნად ზოგ­მა თა­ვი გა­აქ­ნია, ზოგ­მა არაო, უპა­სუ­ხა.
წარ­წე­რას კი­დევ ერ­თხელ ახე­და. `თე­მურ სახ­ვა­ძე, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი~, - იუწყე­ბო­და წარ­წე­რა. კარ­ზე და­ა­კა­კუ­ნა. პა­სუ­ხი არა­ვინ გას­ცა.
ამ სა­ხე­ლი­სა და გვა­რის ბი­ჭი მეცხ­რე კლას­ში უყ­ვარ­და. ბორ­ჯომ­ში გა­იც­ნო, და­სას­ვე­ნებ­ლად რომ წა­იყ­ვა­ნა ბე­ბი­ამ. რას იცი­ნებს, ის რომ აღ­მოჩ­ნ­დეს...
მო­პირ­და­პი­რე კა­ბი­ნეტ­ში შე­ი­ხე­და.
- ბა­ტო­ნი თე­მუ­რი აქ არის, თუ იცით? - მო­რი­დე­ბით ჰკითხა თეთ­რ­ხა­ლა­თი­ან ქა­ლებს.
- მაღ­ლაა, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში. და­ე­ლო­დეთ, მა­ლე ჩა­მო­ვა.
კა­რი მო­ი­ხუ­რა და ფან­ჯა­რას­თან დად­გა... უნ­და და­ლო­დე­ბო­და...

დაელოდეთ გაგრძელებას
ავტორი სვეტა კვარაცხელია
დასაწყისი
წყარო gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
Xatia
Dzalian saintereso novelaa.momwons
13:01 / 11-08-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93