ნოველები

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი IV)

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი IV)
უყუ­რებ­და მაია მა­მა გი­ორ­გიდ გა­დაქ­ცე­ულ გო­გას და თვა­ლებს არ უჯე­რებ­და.
თმა და წვე­რი გას­ჭა­ღა­რა­ვე­ბო­და, ასა­კი მი­სი თმის ყო­ველ ღერ­ში იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. უხ­დე­ბო­და წვე­რი, უფ­რო სექ­სუ­ა­ლურს აჩენ­და, ვიდ­რე ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში იყო და მის სულ­წა­სუ­ლო­ბამ­დე ვნე­ბი­ან თვა­ლებს უფ­რო დიდ­რონს აჩენ­და.
- დე­და­შე­ნი რო­გო­რაა? - მზია დე­ი­და მო­ი­კითხა მა­ი­კომ.
- რა ქნას, და­ბერ­და, სი­ა­რუ­ლი უჭირს უკ­ვე, მაგ­რამ ძვე­ლე­ბუ­რად ქა­ქა­ნის ხა­სი­ათ­ზეა, თუ ჩა­ირ­თო, ვე­ღარ გა­მორ­თავ, - გა­ი­ღი­მა გო­გამ.
- ცოლ-შვი­ლი?
- სა­მი ბი­ჭი მყავს, უკ­ვე დი­დე­ბი არი­ან. უფ­რო­სი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, ბა­ბუ­აც გავ­ხ­დი
შარ­შან. ცო­ლიც მყავს. რა ვი­ცი, არის რა.
მა­ი­ას ყურ­ში უსი­ა­მოვ­ნოდ მოხ­ვ­და მი­სი "ა­რის რა". ჩან­და, ცო­ლით დი­დად კმა­ყო­ფი­ლი არ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.
- ასე რა­ტომ? - და­ინ­ტე­რეს­და და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით სავ­სე მზე­რა შე­ავ­ლო ყო­ფილ თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მელს.
- ზედ­მე­ტად ან­ჩხ­ლია. შენ­თან რა მაქვს და­სა­მა­ლი და, ისე­თი არ გა­მოდ­გა, რო­გორ­საც ვე­ლო­დი. ჯერ ხომ ეჭ­ვი­ა­ნო­ბით დამ­ტან­ჯა, ახ­ლა კი­დევ... ეჰ, რა ვი­ცი, ჩხუ­ბის მი­ზე­ზი არ ელე­ვა. ხან­და­ხან სახ­ლ­ში მის­ვ­ლა მე­ზა­რე­ბა. ვნა­ნობ, რომ შენ­თან უფ­რო არ ვი­აქ­ტი­უ­რე.
- გგო­ნია, აქ­ტი­უ­რო­ბა საქ­მეს უშ­ვე­ლი­და? - მა­ი­კოს ხმა­მაღ­ლა გა­ე­ცი­ნა.
- უშ­ვე­ლი­და, კი. უშ­ვე­ლი­და და არ მო­ვინ­დო­მე. დღემ­დე ვნა­ნობ, ხე­ლი­დან რომ გა­გიშ­ვი. შენ ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი იყა­ვი, სი­ნათ­ლე გვი­რა­ბის ბო­ლოს. ერ­თა­დერ­თი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი­ვით ანა­თებ­დი ჩემს მრუ­მე ცა­ზე.
- ცის­კ­რის ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი­ვით უნ­და გეთ­ქ­ვა, - კვლავ გა­ე­ცი­ნა ქალს.
- არა, მარ­თ­ლა, რა­ტომ ვერ შე­მიყ­ვა­რე მა­შინ, ა? - ღი­მი­ლით გა­მო­ხე­და მოძღ­ვარ­მა და მარ­ცხე­ნა ხე­ლი ანა­ფო­რის კალ­თა­ზე და­ი­დო.
- იმი­ტომ, რომ ყვე­ლა კა­ბი­ანს დას­დევ­დი. შე­მე­შინ­და, ცხოვ­რე­ბას გა­მიმ­წა­რებს-მეთ­ქი.
- სულ ეგ იყო მი­ზე­ზი? სხვა არა­ფე­რი?
- ამა­ზე მე­ტი მი­ზე­ზი რა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო? ცო­ტაა? - წარ­ბე­ბი აზი­და, - ვი­ფიქ­რე, მეც ისე მი­ყუ­რებს, რო­გორც სხვა გო­გო­ებს-მეთ­ქი.
- ეგ რამ გა­ფიქ­რე­ბი­ნა? იცი, რო­გორ მიყ­ვარ­დი? სულ სიზ­მარ­ში გნა­ხუ­ლობ­დი. გე­უბ­ნე­ბო­დი, გიმ­ტ­კი­ცებ­დი, მაგ­რამ ვერ და­გა­ჯე­რე. ალ­ბათ, არ გიყ­ვარ­დი, თო­რემ ჩე­მი მე­ქალ­თა­ნე­ო­ბა ვერ შე­გა­ჩე­რებ­და.
- ალ­ბათ, არა. შენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სურ­ვი­ლი მქონ­და, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლით მარ­თ­ლა არ მყვა­რე­ბი­ხარ, თუმ­ცა მომ­წონ­დი და ვე­ლო­დე­ბო­დი, ეს სურ­ვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლად რო­დის გარ­და­იქ­მ­ნე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, არ გარ­და­იქ­მ­ნა და ხე­ლიც ჩა­ვიქ­ნიე. ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ ღმერ­თის ნე­ბა ასე­თია-მეთ­ქი. მაგ­რამ შენს თვა­ლებს რომ ვუ­ყუ­რებ­დი, ელეთ­მე­ლე­თი მე­მარ­თე­ბო­და.
- მო­ი­ცა, რა თვა­ლე­ბი, რის თვა­ლე­ბი. - თით­ქოს და­ირ­ცხ­ვი­ნა გო­გამ.
- და თი­თე­ბი კი­დევ. ახ­ლაც ისე­თი­ვე ლა­მა­ზი თი­თე­ბი გაქვს, რო­გო­რიც მა­შინ. გახ­სოვს, პი­ა­ნი­ნო­ზე რომ და­უკ­რავ­დი, რა დღე­ში ვვარ­დე­ბო­დი? ერ­თი­ა­ნად მბურ­ძ­გ­ლავ­და. შე­ნი თი­თე­ბი თით­ქოს კლა­ვი­შე­ბის­თ­ვის იყო გა­ჩე­ნი­ლი.
გო­გამ სი­ცი­ლი ვერ შე­ი­კა­ვა.
- მორ­ჩა, ჩე­მო მაია, მორ­ჩა. ახ­ლა აღარც პი­ა­ნი­ნოს ვე­კა­რე­ბი და აღარც ქა­ლებს. ჩე­მი ად­გი­ლი ვი­პო­ვე, რო­გორც იქ­ნა და მშვი­დად ვარ.
- რამ გა­და­გაწყ­ვე­ტი­ნა სა­სუ­ლი­ე­რო სამ­სა­ხურ­ში ყოფ­ნა? რა­ი­მე მოხ­და შენს ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი, რაც მე არ ვი­ცი?
- მოხ­და, ალ­ბათ... რა ვი­ცი, ერთ მშვე­ნი­ერ დღე­საც გა­ვიღ­ვი­ძე და მივ­ხ­ვ­დი, რომ აქ უნ­და მოვ­სუ­ლი­ყა­ვი... მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი. აი, ასე. - გო­გამ ხე­ლე­ბი მო­იფ­შ­ვ­ნი­ტა და ღრმად ამო­იხ­ვ­ნე­შა.
- სხვას რომ ეთ­ქ­ვა, არაფ­რით და­ვი­ჯე­რებ­დი.
- ახ­ლა ხომ და­ი­ჯე­რე? - ხელ­ზე ხე­ლი და­ა­დო მღვდელ­მა და სიყ­ვა­რუ­ლით მო­უ­თა­თუ­ნა, - ძა­ლი­ან ხში­რად მახ­სენ­დე­ბი, არ გა­მო­მი­ვი­და შე­ნი და­ვიწყე­ბა. არ იცი, რო­გორ გა­მა­ხა­რე, ისევ ისე­თი ლა­მა­ზი ხარ... დე­და­ჩე­მიც გიხ­სე­ნებს ხოლ­მე, იცი? ნე­ტავ სად არის, რას შვრე­ბაო.
- ერ­თხელ უნ­და ვი­ნა­ხუ­ლო, და­ვა­ლე­ბუ­ლი ვარ მის­გან.
- გა­უ­ხარ­დე­ბა.
- შე­ნი ცო­ლი ხომ არ იეჭ­ვი­ა­ნებს?
- კარ­გი რა... - ხე­ლი აიქ­ნია მა­მა გი­ორ­გიმ და სივ­რ­ცეს უაზ­როდ გა­ხე­და. - შენ­ზე მო­მი­ყე­ვი, გათხო­ვი­ლი ხარ?
- უკ­ვე ქვრი­ვი ვარ. ერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი მყავს, ჰო­ლან­დი­ა­შია, იქ მუ­შა­ობს.
- ჰო... გა­და­იხ­ვეწ­ნენ ყვე­ლა­ნი, აღა­რა­ვინ დარ­ჩა ქვე­ყა­ნა­ში.
- მარ­თა­ლი ხარ, აღარ დარ­ჩა.
- აბა, ახ­ლა მარ­ტო ხარ?
- მარ­ტო ვარ, კი.
- ეკ­ლე­სი­ა­ში და­დი­ხარ? ვი­სი მრევ­ლი ხარ?
- არც არა­ვი­სი, მოძღ­ვა­რი არ მყავს. ეკ­ლე­სი­ა­შიც იშ­ვი­ა­თად დავ­დი­ვარ, მხო­ლოდ სან­თელს თუ ავან­თებ.
- რა­ტომ მე­რე, რა­ტომ? ასე არ შე­იძ­ლე­ბა. მოძღ­ვა­რი უნ­და გყავ­დეს, წირ­ვებ­ზე უნ­და იარო, აღ­სა­რე­ბა ჩა­ა­ბა­რო, მარ­ხ­ვა და­იც­ვა, რწმე­ნა უნ­და გა­იძ­ლი­ე­რო...
- რა­ღა დრო­სია, გო­გა, ცა­ლი ფე­ხი სა­მა­რე­ში მაქვს, - თვა­ლე­ბი აუწყ­ლი­ან­და მა­ი­კოს და ძველ მე­გო­ბარს სევ­დი­ა­ნი მზე­რა შე­ა­ნა­თა.
- რა ცა­ლი ფე­ხი, რას ამ­ბობ? - შეშ­ფოთ­და მღვდე­ლი.
მა­ი­კომ უამ­ბო თა­ვი­სი გა­სა­ჭი­რი. რა­ტომ­ღაც, აღარ უც­დია ავად­მ­ყო­ფო­ბის და­მალ­ვა.
გო­გა შეძ­რა ქა­ლის ნაამ­ბობ­მა. უფ­რო და უფ­რო ეჭ­მუხ­ნე­ბო­და შუბ­ლი, სა­ხე ექუფ­რე­ბო­და.

რო­ცა მა­ი­კომ მო­ყო­ლა და­ამ­თავ­რა, მა­მა­კაც­მა ხე­ლი მხარ­ზე გა­დახ­ვია, გამ­ხ­ნე­ვე­ბის ნიშ­ნად მო­უ­თა­თუ­ნა და თავ­ზე აკო­ცა. მა­მა გი­ორ­გის ანა­ფო­რას საკ­მევ­ლის მძაფ­რი სუ­ნი ას­დი­ო­და. მა­ი­ამ თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა.
- მე ვი­ლო­ცებ შენ­თ­ვის. ნუ გე­ში­ნია, ჩე­მო გო­გო, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, - ხმა­დაბ­ლა უთხ­რა, მაგ­რამ ისე­თი მო­გუ­დუ­ლი ხმით წარ­მოთ­ქ­ვა, თით­ქოს რა­ღაც უშ­ლის ხელს სიტყ­ვე­ბის წარ­მოთ­ქ­მა­შიო, თით­ქოს სხვი­სი ხმით ლა­პა­რა­კობ­და.
- ილო­ცე, მა­მაო, ეგ თუ მიშ­ვე­ლის, - უიმე­დო ღი­მი­ლი გა­და­ე­ფი­ნა ტუ­ჩებ­ზე მა­ი­ას.
კარ­გა ხანს ისა­უბ­რეს. ბო­ლოს მღვდელ­მა თა­ვი­სი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი ჩა­ა­წე­რი­ნა, ნე­ბის­მი­ერ დროს და­მი­რე­კე, არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, დღე იქ­ნე­ბა თუ ღა­მე, თუ წირ­ვა­ზე არ ვიქ­ნე­ბი, მა­შინ­ვე გი­პა­სუ­ხებ, თუ არა­და, მე­რე მე თვი­თონ და­გი­რე­კა­ვო.
- წა­ვე­დი ახ­ლა, - მა­ი­ამ თავ­შა­ლი ჩან­თა­ში ჩა­ჩურ­თა.
- ღმერ­თი იყოს შე­ნი მფარ­ვე­ლი, - კვლავ გა­და­სა­ხა მა­მა გი­ორ­გიმ პირ­ჯ­ვა­რი, - მიყ­ვარ­დი და ყო­ველ­თ­ვის მეყ­ვა­რე­ბი, ეს იცო­დე.
ემო­ცი­ე­ბით სავ­სე გა­მო­ვი­და ეკ­ლე­სი­ი­დან. თით­ქოს ფრთე­ბი შე­ეს­ხა.
უც­ნა­უ­რი დღე გა­უ­თენ­და. დი­ლი­დან ორ­ჯერ შეხ­ვ­და თა­ვის წარ­სულს... თა­ვი­სი წარ­სუ­ლის ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო წუ­თებს. გა­ნა რა, დღეს არც ერ­თი უყ­ვარ­და და არც მე­ო­რე, მაგ­რამ მა­ინც ეტ­კ­ბი­ლა, რომ ორი­ვე მა­მა­კა­ცი დღემ­დე მას მის­ტი­რო­და. რა კარ­გი შეგ­რ­ძ­ნე­ბა ყო­ფი­ლა, რო­ცა ვი­ღაც გე­უბ­ნე­ბა, მიყ­ვარ­დი, შენ­ზე ვფიქ­რობ­დი, ახ­ლაც მიყ­ვარ­ხარ და სულ მეყ­ვა­რე­ბიო. თით­ქოს სუ­ლის სი­ცა­რი­ე­ლე მთლი­ა­ნად შე­ევ­სო.
ალ­ბათ, ესეც გან­გე­ბის ნე­ბაა. ალ­ბათ, ორი­ვეს უნ­და შეხ­ვედ­რო­და სიკ­ვ­დი­ლის წინ, ასე ინე­ბა უფალ­მა. ერ­თი მი­სი მკურ­ნა­ლი ექი­მია, მე­ო­რე - მოძღ­ვა­რი. ეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­მ­ლებიც ყვე­ლა­ზე მე­ტად დას­ჭირ­დე­ბა სიკ­ვ­დი­ლის ბო­ლო წუ­თებ­ში.

სიმ­წ­რის­გან ცრემ­ლე­ბი მო­აწ­ვა. ისევ ისე­თი ლა­მა­ზი ხა­რო... არის კი? რა­ღა დროს სი­ლა­მა­ზეა, დღი­თი დღე ილე­ვა. არა­და, რა ლა­მა­ზი გო­გო იყო ერთ დროს. წელ­წ­ვ­რი­ლი, ტან­კე­ნა­რი... სი­ა­რუ­ლის გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ნე­რა ახა­სი­ა­თებ­და, კი არ და­დი­ო­და, და­ნარ­ნა­რებ­და, თით­ქოს ცეკ­ვავ­სო. მხრებ­ში გა­მარ­თუ­ლი, ამა­ყად ყელ­მო­ღე­რე­ბუ­ლი მსუ­ბუ­ქი ნა­ბი­ჯე­ბით დას­რი­ა­ლებ­და. ახ­ლა? ახ­ლა და­ა­ბო­ტებს, კი არ დას­რი­ა­ლებს. იქ­ნებ იმი­ტომ, რომ არა­ვის ეპრან­ჭე­ბა? აი, დღეს ორ ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბელ ადა­მი­ანს შეხ­ვ­და და გა­კეკ­ლუ­ცე­ბა არც უც­დია. კი უთხ­რა თე­მოს, გეპ­რან­ჭე­ბიო, მაგ­რამ მხო­ლოდ გა­ი­ხუმ­რა. მე შენ ახ­ლა ორ­მა­გად გიფ­რ­თხი­ლდე­ბი, რო­გორც მე­გო­ბარს და რო­გორც პა­ცი­ენ­ტ­სო, წა­მოს­ვ­ლის წინ თე­მომ უთხ­რა, - მე­გობ­რებს ისე უნ­და გა­უფ­რ­თხილ­დე, რო­გორც ავად­მ­ყო­ფებ­სო. ამის მო­გო­ნე­ბამ ღი­მი­ლი მოჰ­გ­ვა­რა.
- და თუ მე­გო­ბა­რი ამავ­დ­რო­უ­ლად, ავად­მ­ყო­ფი­ცაა, მა­შინ რო­გორ უნ­და გა­უფ­რ­თხილ­დე? ოთხ­მა­გად? - ფიქ­რი ხმა­მაღ­ლა გა­ახ­მო­ვა­ნა.
შინ მი­სულ­მა ხა­თუ­ნას და­უ­რე­კა, რო­მე­ლიც მის­თ­ვის ბავ­შ­ვო­ბის მე­გო­ბა­რიც იყო, და­ქა­ლიც და თა­ნამ­შ­რო­მე­ლიც. სკო­ლის მერ­ხი­დან ერ­თად მო­დი­ოდ­ნენ და დღემ­დე აგ­რ­ძე­ლებ­დ­ნენ ერ­თად ყოფ­ნას. რო­ცა ნი­კა ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და, სწო­რედ ხა­თუ­ნა უკე­თებ­და გა­დას­ხ­მებს. არც ექ­თა­ნი იყო, მით უფ­რო, არც ექი­მი, მაგ­რამ ასე­თი რა­ღა­ცე­ბი იმ­დე­ნად კარ­გად ჰქონ­და ათ­ვი­სე­ბუ­ლი, დიპ­ლო­მი­ა­ნი მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კიც ვერ შე­ედ­რე­ბო­და. ახ­ლა სწო­რედ მი­სი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და, ნი­კას შემ­დეგ მა­ი­კოს ჯე­რიც დამ­დ­გა­რი­ყო.
ხა­თუ­ნა შე­ღა­მე­ბულ­ზე მო­ვი­და. ისე ქო­ში­ნებ­და, სულს ძლივს ით­ქ­ვამ­და, გა­ჭირ­ვე­ბით და­ათ­რევ­და მსუ­ქან სხე­ულს და რუმ­ბი­ვით გა­სი­ე­ბულ ფე­ხებს.
- რა ჯან­და­ბა მე­მარ­თე­ბა ამ ბო­ლო დროს, ორი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა მი­ჭირს, რა, - წა­ი­წუ­წუ­ნა და სკამ­ზე და­ე­ხეთ­ქა.
- უნ­და გახ­დე, ხა­თო, უნ­და გახ­დეეე! - და­მოძღ­ვ­რა მა­ი­ამ და მსუ­ქან ლო­ყებ­ზე ერ­თ­დ­რო­უ­ლად უჩ­ქ­მი­ტა.
- რომ ვერ ვა­ხერ­ხებ? სულ მშია და რა გა­ვა­კე­თო? - სა­ტირ­ლად შემ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ხე მი­ი­ღო ხა­თუ­ნამ და შუბ­ლ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე მსუ­ბუ­ქად შე­მო­ირ­ტყა ხე­ლი.
- სა­ღა­მოს არ უნ­და ჭა­მო, ექ­ვ­სის მე­რე და გახ­დე­ბი.
- ოფ, კი, აბა! სწო­რედ ექ­ვ­სის მე­რე მინ­დე­ბა ჭა­მა, რომ იცო­დე! აი, რა ჯო­ბია, შუ­ა­ღა­მეს რომ გა­მო­ა­ღებ მა­ცი­ვარს და კაი ჩათ­ქ­ვი­რე­ბულ შემ­წ­ვარ დე­დალს რომ და­ი­დებ წინ, - ხე­ლე­ბი ისე გა­შა­ლა და­ქალ­მა და ისე­თი თვა­ლე­ბით გა­მო­ხე­და მა­ი­ას, თით­ქოს მარ­თ­ლა შემ­წ­ვა­რი დე­და­ლი ედო წინ.
- ჰო­და, გაჭ­მევ ახ­ლა შემ­წ­ვარ ბარ­კ­ლებს და დღეს ეგ იქ­ნე­ბა შე­ნი ბო­ლო ჭა­მა, - მა­ი­კო მა­შინ­ვე და­ფა­ცურ­და.
- არა, არა, შე­ნი ჭირი­მე, ახ­ლა­ხან ვჭა­მე და ისე წა­მო­ვე­დი. დე­დას გე­ფი­ცე­ბი, არა­ფე­რი არ მინ­და. ცო­ტა გვი­ან ყა­ვა დავ­ლი­ოთ და ეგ იქ­ნე­ბა. ახ­ლა არა­ფე­რი მინ­და, ოღონდ მარ­თ­ლა! - ხე­ლე­ბი გა­ა­სავ­სა­ვა ხა­თუ­ნამ, - და­ჯე­ქი აგერ და მითხა­რი, რა საქ­მე გქონ­და, რომ და­მა­ფე­თე.
მეგ­რე­ლი ხა­თუ­ნა სიტყ­ვებს გაპ­რან­ჭუ­ლად წარ­მოთ­ქ­ვამ­და, რა­თა თა­ვი­სი მეგ­რუ­ლი კი­ლო რო­გორ­მე და­ე­მა­ლა. გან­სა­კუთ­რე­ბით, რბი­ლი ლ-ს "გა­მაგ­რე­ბა­ზე" მუ­შა­ობ­და, მთე­ლი ძა­ლით აჭერ­და ენის წვერს ზე­და ნუ­ნებს, რომ ეს "ლ" არ დარ­ბი­ლე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლის­ხ­მე­ვი­სა, და­სავ­ლუ­რი აქ­ცენ­ტი მა­ინც ეტყო­ბო­და. ხან­და­ხან ისე მო­უქ­ცევ­და, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი სი­ცილს ვერ იკა­ვებ­დ­ნენ.
ხა­თუ­ნა პა­რა­ლე­ლუ­რად ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში მუ­შა­ობ­და და ეს სა­მუ­შაო ყვე­ლა­ზე დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ჰგვრი­და. უყ­ვარ­და წიგ­ნე­ბი და იმ­დე­ნი ჰქონ­და წა­კითხუ­ლი, დი­ლით რომ და­ეწყო სა­თა­უ­რე­ბის ჩა­მოთ­ვ­ლა, სა­ღა­მომ­დე არ გა­მო­ე­ლე­ო­და.
მა­ი­კომ ეგ­რე­ვე არ უპა­სუ­ხა. ჩან­თი­დან წამ­ლე­ბი ამო­ა­ლა­გა და მა­გი­და­ზე და­ახ­ვა­ვა.
- რაა, გო­გო, ეს? - მეგ­რუ­ლად მო­უქ­ცია ხა­თუ­ნამ და თვა­ლე­ბი ლა­მის და­უ­ელა­მ­და.
- წამ­ლე­ბია, ჩე­მო ხა­თო, წამ­ლე­ბიი, - მა­ი­კომ დო­ინ­ჯი შე­მო­ი­ყა­რა და სი­ნა­ნუ­ლის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ღი­მი­ლი გა­მო­ი­სა­ხა, - მივ­დი­ვარ ამ ქვეყ­ნი­დან იმ ქვე­ყა­ნა­ში, თა­ნაც ძა­ლი­ან მა­ლე.
- ახ­ლა ნუ გა­უ­ბე­რე შე­ნე­ბუ­რად. რაც ნი­კა მოკ­ვ­და, სულ შე­იც­ვა­ლე. რა მი­დი­ხარ, სად მი­დი­ხარ, ამიხ­სე­ნი ერ­თი წე­სი­ე­რად, რას ბო­დი­ა­ლობ, - გა­აპ­რო­ტეს­ტა მე­გო­ბარ­მა.
მა­კო წინ და­უჯ­და და­ქალს და ყვე­ლა­ფერს მო­უყ­ვა. ხა­თუ­ნას თვა­ლე­ბი ნელ-ნე­ლა ცრემ­ლით ევ­სე­ბო­და, ცო­ტაც და ას­ლუ­კუნ­და.
- რას მე­უბ­ნე­ბი, მა­კო, რა კი­ბო, რო­მე­ლი კი­ბო, ნუ­თუ ეს მარ­თა­ლია?
მა­ი­ამ ტუ­ჩე­ბი მოპ­რუ­წა და თან­ხ­მო­ბის ნიშ­ნად მხო­ლოდ თა­ვი და­უქ­ნია.
- ადე ახ­ლა, დრო არ ით­მენს, და­ღამ­და უკ­ვე, და­მიდ­გი ეს სის­ტე­მაა თუ რა ჯან­და­ბაა, იქ­ნებ მო­მა­მაგ­როს ცო­ტა.
ხა­თუ­ნამ ხე­ლის ზურ­გი ცხვირ­ზე აის­ვა, სრუ­ტუ­ნით შე­ი­სუნ­თ­ქ­ვა ჰა­ე­რი და საქ­მეს შე­უდ­გა...
- დღეს ორ ისეთ ადა­მი­ანს შევ­ხ­ვ­დი, ყვე­ლა­ზე მე­ტად რომ გა­მი­ხარ­და, - და­იწყო მო­ყო­ლა მა­ი­კომ, რო­ცა ხა­თუ­ნა მის ვე­ნა­ში შე­ვი­და და სის­ხ­ლი გა­მო­უშ­ვა. ტორ­შერ­ზე და­კი­დე­ბუ­ლი სი­ლი­კო­ნის გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე თოფ­რა­კი­დან წა­მა­ლი წვეთ-წვე­თო­ბით გა­და­ვი­და ვიწ­რო მილ­ში.
- ვის? - უხა­ლი­სოდ ჰკითხა ხა­თუ­ნამ, ჯე­რაც ვერ გა­და­ე­ხარ­შა სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რის მო­უ­ლო­ნე­ლად თავს და­ტე­ხი­ლი უბე­დუ­რე­ბა.
- ჩემს ყო­ფი­ლებს.
- ყო­ფი­ლებს?
- ღრმა ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში ორი­ვეს ვუყ­ვარ­დი.
- უი, მე­რე? - ხა­თუ­ნას ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით აენ­თო თვა­ლე­ბი და სა­წოლ­ზე ჩა­მოჯ­და.
- რა მე­რე... გა­მი­ხარ­და. იმა­თაც გა­უ­ხარ­დათ. დღემ­დე ვერ და­გი­ვიწყე­თო. ერ­თი ექი­მია, მე­ო­რე - მღვდე­ლი. ორი­ვემ ერ­თი და იგი­ვე მითხ­რა - უფა­ლი ირ­წ­მუ­ნე და მოძღ­ვარ­თან იარეო, ცოდ­ვე­ბი მო­ი­ნა­ნიეო.
- პირ­და­პირ ასე გითხ­რა ორი­ვემ?
- ნუ, და­ახ­ლო­ე­ბით... მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს ეს ყვე­ლა­ფე­რი იქი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ნი­შა­ნი იყო, - მა­ი­კომ საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი ზე­ვით აიშ­ვი­რა, - რა ვი­ცი, იქ­ნებ მაფ­რ­თხი­ლებს ღმერ­თი, რომ ასე უღ­მერ­თოდ ცხოვ­რე­ბა ცუ­დია, ჰა?
- მე რამ­დენ­ჯერ მით­ქ­ვამს შენ­თ­ვის მა­გი, რამ­დენ­ჯერ, გა­იხ­სე­ნე აბა? - კვლავ მეგ­რუ­ლად მო­უქ­ცია ხა­თუ­ნამ.
მა­ი­ას სი­ცი­ლი წას­კ­და და ვე­ნა­ში მწვა­ვე ჩხვლე­ტა იგ­რ­ძ­ნო, - ვა­ი­მე, დე­და, მგო­ნი, ნემ­სი შე­მერ­ჭო, - თან სი­ცი­ლის შე­კა­ვე­ბა უჭირ­და, - ხომ იცი, რომ ამის­თ­ვის მზად უნ­და იყო ადა­მი­ა­ნი. მე კი ჯერ მზად არ ვარ და რა ვქნა?
- ჯერ... ჰმ, - ჩა­ი­დუდღუ­ნა მე­გო­ბარ­მა.
მა­ი­კო გა­ჩუმ­და და ღრმად ამო­ი­ოხ­რა.
- მარ­თა­ლი ხარ, "ჯერ" აღარ უნ­და მეთ­ქ­ვა. დრო აღარ რჩე­ბა ამის სათ­ქ­მე­ლად. მაგ­რამ არა მაქვს სურ­ვი­ლი, ეკ­ლე­სი­ას მი­ვა­შუ­რო მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ უფალს გა­დარ­ჩე­ნა შევ­თხო­ვო. თა­ვის დრო­ზე უნ­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ ამ ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რე­ბის რომ არ მწამს?
- ეკ­ლე­სი­ის მსა­ხუ­რებს რას უყუ­რებ შენ, გო­გო! თუ ისი­ნი სცო­და­ვენ, თა­ვის დრო­ზე გა­ნი­კითხე­ბი­ან. შენ შე­ნი უნ­და გა­ა­კე­თო. გინ­და თუ არა, უნ­და იარო და ირ­წ­მუ­ნო.
- მწამს, ხა­თო, გა­ნა არ მწამს, მაგ­რამ ეკ­ლე­სი­ის გვერ­დის ავ­ლით. რა აზ­რი აქვს ტა­ძარ­ში სი­ა­რულს, თუ არ ენ­დო­ბი ადა­მი­ანს, ვი­საც შე­ნი სუ­ლი უნ­და ან­დო? ცი­რას­ნა­ი­რი მორ­წ­მუ­ნე გავ­ხ­დე?
ცი­რა მა­თი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი იყო, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ეკ­ლე­სი­უ­რო­ბით თავს იწო­ნებ­და, მარ­ხ­ვას იცავ­და და წირ­ვას არ ტო­ვებ­და, მაგ­რამ მა­ი­კოს მი­სი ეკ­ლე­სი­უ­რო­ბის არ სწამ­და. ერ­თხელ, გა­გა­ნია მარ­ხ­ვის დროს შე­უს­წ­რო გა­მომ­ცემ­ლო­ბის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, ცუ­ცას და­ბა­დე­ბის დღის მო­ნარ­ჩენ ტორ­ტის ნა­ჭერს პირ­ში რომ იტე­ნი­და. რო­გორ გა­უკ­ვირ­და მა­შინ, ამ ყო­ფა­ში რომ შე­უს­წ­რო ქალს. იმან კი­დევ, ხომ არის ეს ტორ­ტი სა­მარ­ხ­ვოო, ვი­თომ თა­ვი იმარ­თ­ლა.
- ცი­რას რას უყუ­რებ შენ, ყვე­ლა მაგ­ნა­ი­რი კი არაა, ენა­ტა­ნია და ჭო­რი­კა­ნა.
- ჰო­და, მა­გა­შია საქ­მე. ჯერ ერთს რომ გა­ჭო­რავს, მე­რე მე­ო­რეს, მე­რე ამის ნათ­ქ­ვამს იმას­თან მი­ი­ტანს, იმის ნათ­ქ­ვამს - ამას­თან... ცუ­დი ადა­მი­ა­ნი არაა და ბო­რო­ტე­ბით არ მოს­დის ეს, მაგ­რამ რის­თ­ვის და­დის მა­შინ ეკ­ლე­სი­ა­ში? ამას ას­წავ­ლი­ან?
- გა­დამ­რევს ეს გო­გო! რა­ღა ცი­რას მი­ახ­ტი, მე აგერ არ ვარ ცოცხა­ლი მა­გა­ლი­თი? მე მომ­ბა­ძე, შე ქა­ლო!
მა­ი­კომ თა­ვი გა­იქ­ნია. ახ­ლა ისეთ ხა­სი­ათ­ზე იყო, სა­ერ­თოდ სი­ცოცხ­ლეც აღარ უნ­დო­და, არა­თუ ღრმად მორ­წ­მუ­ნე­ო­ბა.
ცო­ტა ხნის შემ­დეგ ლო­ყე­ბი შე­უ­ღაჟ­ღაჟ­და.
- წა­ვი­და ვი­ტა­მი­ნე­ბი ჯი­გარ­ში, - სუს­ტად გა­ი­ღი­მა, - შე­მა­ხუ­რა, - თქვა და მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლის­გუ­ლი სა­ხე­ზე მი­ი­დო, თით­ქოს ტემ­პე­რა­ტუ­რას იზო­მავ­სო.
- კარ­გია, ცო­ტას მო­გაძ­ლი­ე­რებს. სამ­სა­ხურ­ში რო­დის გა­დი­ხარ?
- არ ვი­ცი. შე­იძ­ლე­ბა აღარც გა­ვი­დე. რა აზ­რი აქვს? ცო­ტა ხან­ში სა­ერ­თოდ ვე­ღარ შევ­ძ­ლებ სი­ა­რულს და... რაც და­ნა­ზო­გი მაქვს, სიკ­ვ­დი­ლამ­დე მე­ყო­ფა. დავ­ჯ­დე­ბი სახ­ლ­ში და წიგნს მა­ინც და­ვამ­თავ­რებ. ამას მა­ინც და­გი­ტო­ვებთ სა­მახ­სოვ­როდ.
- კარ­გი რა, მაო, ნუ მე­უბ­ნე­ბი მა­გას, გულს ნუ მი­ხეთ­ქავ, ისე­დაც დაწყ­ვე­ტა­ზე მაქვს ნერ­ვე­ბი. ქი­მი­ო­თე­რა­პია უნ­და ჩა­ი­ტა­რო, სხვა გზა არ არის. ხომ გეს­მის? ვის­თან და­დი­ხარ, რო­მელ ექიმ­თან?
- წე­ღან რომ მო­გი­ყე­ვი, შემ­ხ­ვ­და-მეთ­ქი, იმას­თან.
- იმ შენ­ზე შეყ­ვა­რე­ბულ კაც­თან?
- ჰო, - ისევ გა­ე­ცი­ნა, - "ბე­დის ირო­ნია, ანუ გა­ა­მოთ"! აი, ასეა ჩე­მი საქ­მე.
- გიყ­ვარ­და?
- ისე რა, ბავ­შ­ვუ­რად. სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი უფ­რო იყო, ვიდ­რე ნამ­დ­ვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი.
- შენ რა სულ სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნებ­ში ყო­ფილ­ხარ გახ­ვე­უ­ლი, ვააა.
- სა­ი­დან მო­ი­ტა­ნე ახ­ლა ეგ! - გა­აპ­რო­ტეს­ტა მა­ი­კომ.
- რა­ღა სა­ი­დან? ნი­კაც კუ­რორ­ტ­ზე არ გა­ი­ცა­ნი?
- ჰო, ეგ ხო.
- ის ვი­ღაც, გო­ჩა რომ ერ­ქ­ვა? სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარ­დაო, რომ ამ­ბობ?
- უი, მარ­თ­ლა, შენ რა მა­გა­რი ხარ, ხა­თო, ა? ამ­დე­ნი წე­ლია, ამ კა­ცებს ვახ­სე­ნებ და მა­გას კი არ დავ­კ­ვირ­ვე­ბი­ვარ, ყვე­ლა კუ­რორ­ტ­ზე რომ გა­ვი­ცა­ნი. თუმ­ცა, გო­ჩას შემ­თხ­ვე­ვა სხვა იყო. ის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ბა­ნა­კი იყო და არა კუ­რორ­ტი. იქ პრაქ­ტი­კას გავ­დი­ო­დი.
- მე­რე რა? ზღვა­ზე ხომ იყა­ვი? ხომ ის­ვე­ნებ­დი მთე­ლი თვე? რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, პრაქ­ტი­კას გა­დი­ო­დი თუ ისე ის­ვე­ნებ­დი?
- ეგეც მარ­თა­ლია, - და­ე­თან­ხ­მა მა­ი­კო და მო­იღ­რუბ­ლა.
გო­ჩას გახ­სე­ნე­ბა­ზე ყო­ველ­თ­ვის ასე ემარ­თე­ბო­და, სევ­და ატყ­ვე­ვებ­და მის სა­ხეს. დღემ­დე ვერ მო­ე­ნე­ლე­ბი­ნა, რომ ერ­თა­დერთ სიყ­ვა­რულს თა­ვის დრო­ზე თა­ვი­სი ნე­ბით ჰკრა ხე­ლი. თუმ­ცა, ნი­კას რომ მის­თხოვ­და, არას­დ­როს უნა­ნია. ცუ­დი ცოლ­ქ­მ­რო­ბა არ ჰქო­ნი­ათ, არც ხელ­მოკ­ლე­ო­ბას შე­უ­წუ­ხე­ბია მა­ინ­ც­და­მა­ინც. მარ­თა­ლია, თა­ვი­დან ცო­ტა გა­უ­ჭირ­დათ, მაგ­რამ მე­რე და მე­რე ორი­ვემ აიწყო თა­ვი­სი საქ­მე და ეკო­ნო­მი­უ­რა­დაც მომ­ძ­ლავ­რ­დ­ნენ. რომ არა თაია, ნი­კას­თან საჩხუ­ბა­რიც არა­ფე­რი ექ­ნე­ბო­და.
რო­ცა ხა­თუ­ნამ სის­ტე­მა მოხ­ს­ნა, აჩ­ქარ­და, ავ­ტო­ბუს­ზე არ და­მაგ­ვი­ან­დე­სო და წა­ვი­და. შეჰ­პირ­და, ხვალ დი­ლით გა­მო­ვივ­ლი და სა­ერ­თოდ, აჯო­ბებს, დი­ლა­ო­ბით გა­ი­კე­თო გა­დას­ხ­მე­ბი, რომ წამ­ლებ­მა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმოქ­მე­დოს და ჯან­ზე იყოო. ხა­თუ­ნა ამა­ში მარ­თა­ლი იყო.
მე­გობ­რის წავ­ლის შემ­დეგ ცო­ტა ხანს კი­დევ იწ­ვა თვა­ლებ­და­ხუ­ჭუ­ლი და გან­ვ­ლილ ცხოვ­რე­ბა­ზე ფიქ­რობ­და. რა შექ­მ­ნა თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და რას ტო­ვებს ამ­ქ­ვეყ­ნად? არა­ფერს, ერ­თა­დერ­თი შვი­ლის და რამ­დე­ნი­მე რო­მა­ნის გარ­და. და მე­რე რა? ეს საკ­მა­რი­სია? თვი­თონ რა უნა­ხავს? იცის კი, რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა? რამ­დენ­ჯერ გა­მოს­ცა­და იგი ცხოვ­რე­ბა­ში? რა თქმა უნ­და, აღარ ახ­სოვს და არც არას­დ­როს და­უთ­ვ­ლია, რამ­დე­ნი ბედ­ნი­ე­რი წუ­თი ჰქო­ნია.
სა­ხე­ლო აიწია და ხელ­ზე და­ი­ხე­და. ნა­ნემ­სა­რი ჩა­ლურ­ჯე­ბო­და. რო­გო­რი სუს­ტი ვე­ნე­ბი აქვს, ესაა საქ­მე? კი­დევ კარ­გი, ხა­თუ­ნამ ნემ­სი შიგ­ნით და­უ­ტო­ვა, არ მინ­და ყო­ველ ჯერ­ზე გაწ­ვა­ლო, ბა­რემ ასე დავ­ტო­ვებ და თუ აგეწ­ვა, იოდი წა­ის­ვიო. არა, ჯერ არ ეწ­ვო­და, მაგ­რამ უსი­ა­მოვ­ნო შეგ­რ­ძ­ნე­ბა მა­ინც დარ­ჩა.
კომ­პი­უ­ტერს მი­უჯ­და და "ფე­ის­ბუ­კი" გახ­ს­ნა, იქ­ნებ ლე­ო­ნის­გან წე­რი­ლი იყო­სო. არა, წე­რი­ლი არ დახ­ვ­და, მაგ­რამ მი­სი გვერ­დი კვლავ გა­მოჩ­ნ­და. ად­გა და თვი­თონ მის­წე­რა, სად და­მე­კარ­გეთ, რა­ტომ არ მეხ­მი­ა­ნე­ბი­თო. ამ­ჯე­რა­დაც უცებ მო­უ­ვი­და პა­სუ­ხი, მე თქვენს გა­მოხ­მა­უ­რე­ბას ვე­ლო­დე­ბო­დიო.
აი, სას­წა­უ­ლი! უც­ნა­უ­რო­ბაც ამას ჰქვია. ლე­ონს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ბან­კო ან­გა­რი­ში უნ­და გა­მო­ეგ­ზავ­ნა, სა­დაც მა­ი­ას ფუ­ლი უნ­და გა­და­ე­რიცხა და მის­გან რა­ღას ელო­დე­ბო­და? ალ­ბათ შე­ა­მოწ­მა, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბო­და მა­ი­ას ნდო­ბა?
- ფუ­ლი სად და რო­დის ჩავ­რიცხო? მე­გო­ნა, ან­გა­რი­შის ნო­მერს გა­მო­მიგ­ზავ­ნი­დით, ყო­ველ­დღე ვე­ლო­დე­ბო­დი. შემ­პირ­დით, და­გი­კავ­შირ­დე­ბი­თო, თქვენ კი გაქ­რით... რამ­დე­ნი დღეა, თქვენს გვერდს ვე­ძებ და დღეს ძლივს გი­პო­ვეთ... - მის­წე­რა და პა­სუ­ხის მო­ლო­დინ­ში გა­ი­რინ­და...

ავტორი სვეტა კვარაცხელია
წაიკითხეთ წინა ეპიზოდი

წყარო: gza.kvirispalitra.ge
ბეჭდვა
e87a93