ნოველები

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი V)

თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბა დაკ­ვე­თით (თავი V)
პა­სუ­ხის მო­ლო­დინ­ში მა­ი­კო და­ძა­ბუ­ლი მის­ჩე­რე­ბო­და მო­ნი­ტორს. ლე­ონ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა და "გა­უ­ღი­მა". ეს არ იყო და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი პა­სუ­ხი, მაია ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბას ელო­დე­ბო­და.
- თქვენ აქ იშ­ვი­ა­თად შე­მო­დი­ხართ, - "შე­მო­უთ­ვა­ლა" ცო­ტა ხნის შემ­დეგ.
- იშ­ვი­ა­თად არა, უბ­რა­ლოდ, ცო­ტა ხნით შე­მოვ­დი­ვარ.
- ჰო­და, ამი­ტო­მაც არ მოგ­წე­რეთ. თა­ნაც, ვე­ლო­დე­ბო­დი, რო­დის გად­მო­მიგ­ზავ­ნი­დით ად­რე­სა­ტის მი­სა­მართს და ფო­ტო­სუ­რათს.
- ჰო­და, ხომ აგიხ­სე­ნით, რომ თქვე­ნი გვერ­დი და­ი­კარ­გა და ვერ ვპო­უ­ლობ­დი.
- გა­სა­გე­ბია.
- რა არის გა­სა­გე­ბი? რა­ტომ არ ჩან­და თქვე­ნი პრო­ფი­ლი? მა­მოწ­მებ­დით?
კვლავ ღი­მი­ლის სმა­ი­ლი.
მე­რე კი შე­კითხ­ვა:
- სა­ნამ უნ­და ვი­კა­მა­თოთ ასე უაზ­როდ? მეტს აღარ ვი­ზამ, მა­პა­ტი­ეთ. ამის მოს­მე­ნა გსურ­დათ?
რო­გო­რი გა­უზ­რ­დე­ლია! - აღ­შ­ფოთ­და მა­ი­კო. ნე­ტავ შეკ­ვე­თებს რო­გორ აბამს თავს ასე­თი ხეპ­რე? ის იყო, გაბ­რა­ზე­ბულს თა­ვი­სი აზ­რი უნ­და მი­ე­წე­რა, რომ ლე­ონ­მა და­ას­წ­რო:
- ვე­ლო­დე­ბი.
მა­ი­კოს თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და.
- რას ელო­დე­ბით?
- ფო­ტოს და მი­სა­მართს.
- და ფუ­ლი? ან­გა­რი­შის ნო­მე­რი?
- ნუ მე­ვაჭ­რე­ბით. ჯერ თქვენ გად­მო­მიგ­ზავ­ნეთ მო­ნა­ცე­მე­ბი და მე­რე გეტყ­ვით, სად ჩა­მი­რიცხოთ თან­ხა.

ქალ­მა ამო­ი­ოხ­რა. ერ­თობ ჯი­უ­ტი ჩან­და ეს ვი­ღაც ლე­ო­ნი.
- აი, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით თხის რქა ხართ, თქვენ­ნა­ი­რი ჯი­უ­ტი მე­ო­რე არ შემ­ხ­ვედ­რია ცხოვ­რე­ბა­ში.
კი­ლერ­მა გა­ო­ცე­ბის სმა­ი­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნა.
- კარ­გი, მი­სა­მარ­თი ესაა, - და თა­ვი­სი ქუ­ჩის და სახ­ლის ნო­მე­რი მის­წე­რა, - ახ­ლა­ვე ფო­ტო­საც გად­მო­გიგ­დებთ.
თა­ვის ალ­ბომ­ში შე­ვი­და და ფო­ტო­ე­ბი გა­და­ათ­ვა­ლი­ე­რა. მარ­ტოს მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სუ­რა­თი ჰქონ­და გა­და­ღე­ბუ­ლი. ად­რე უყ­ვარ­და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა, მაგ­რამ ნი­კას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ამის ხა­ლი­სი და­კარ­გა. ან კი რა ჰქონ­და სა­ხა­ლი­სო, და­ენ­გ­რა ცხოვ­რე­ბა. შვი­ლი რომ შვი­ლია, იმა­საც კი აღარ სჭირ­დე­ბო­და.
რო­გორც იქ­ნა, შე­არ­ჩია. ამ სუ­რათ­ზე კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, ოდ­ნავ იღი­მო­და და თა­ვი გვერ­დ­ზე ჰქონ­და გა­და­წე­უ­ლი. რამ­დე­ნი­მე თვის წინ სამ­სა­ხურ­ში გა­და­უ­ღო მე­რა­ბამ, ახა­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი რომ იყი­და. შე­ვა­მოწ­მებ, რო­გო­რი ხა­რის­ხის ფო­ტო­ებს იღებ­სო. მა­ი­კოს ისე მო­ე­წო­ნა სუ­რა­თი, რომ სთხო­ვა, გად­მო­მი­წე­რეო და იმა­ნაც არ და­ი­ზა­რა. ჰო­და, ახ­ლა გა­მო­ად­გა.
მა­ი­კომ კვნე­სით ამო­ი­ოხ­რა და ფო­ტოც გა­დაგ­ზავ­ნა. პა­სუხ­მა კარ­გა ხნით და­ა­ყოვ­ნა, ლე­ო­ნი არა­ფერს იწე­რე­ბო­და.
- აქ ხართ? - შე­ე­კითხა, რო­ცა მოთ­მი­ნე­ბა აევ­სო.

- კი. - დე­და­მი­წის ზურ­გ­ზე ყვე­ლა­ზე მოკ­ლე პა­სუ­ხი მი­ი­ღო.
- აბა, რას იტყ­ვით?
პა­სუხ­მა კვლავ და­ა­ყოვ­ნა. მა­ი­კოს აღი­ზი­ა­ნებ­და კი­ლე­რის საქ­ცი­ე­ლი და კვლავ შე­ე­კითხა:
- რას იტყ­ვით-მეთ­ქი?
- ლა­მა­ზი ქა­ლია, - ამ­ჯე­რად უცებ მო­ვი­და მე­სი­ჯი.
- ლა­მა­ზი? ვი­თომ? - შუ­რი­ა­ნი ქა­ლის პო­ზი­ცია გა­ი­თა­მა­შა მა­ი­ამ.
- არ გე­ნა­ნე­ბათ, რომ იმე­ტებთ?
- თქვენ? თქვენ არ გე­ნა­ნე­ბათ, რომ იმე­ტებთ? სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნას არ გრძნობთ ხოლ­მე, რო­ცა ვი­ღა­ცას სი­ცოცხ­ლეს მო­უს­წ­რა­ფებთ?
- ჩე­მი სინ­დი­სი ყვე­ლა­ზე მძი­მე წო­ნის ტვირ­თია მთელ პლა­ნე­ტა­ზე. ეს დი­დი ხა­ნია, ვი­ცი. ამ მხრივ თქვე­ნი სინ­დი­სი რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია? ისიც კარ­გა გვა­რი­ა­ნად მსუ­ქა­ნი ჩანს, რო­გორც ვხე­დავ, მთლად დი­ე­ტა­ზე არ უნ­და იყოს, - დას­ცი­ნა ლე­ონ­მა.
- ასე­თი შე­კითხ­ვე­ბიც შე­დის თქვენს მო­ვა­ლე­ო­ბა­ში? - გაბ­რაზ­და ქა­ლი.
- რა თქმა უნ­და. მე ხომ შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი ვარ.
- შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი კი არა, მკვლე­ლი ხართ!!! - ძა­ხი­ლის ნიშ­ნე­ბით გა­ამ­დიდ­რა მა­ი­კომ პა­სუ­ხი, რა­თა მი­ე­ნიშ­ნე­ბი­ნა, წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მოგ­ყა­ვა­რო.

- მე ვარ მკვლე­ლი? - სი­ცი­ლის მთე­ლი "კო­რი­ან­ტე­ლი" და­ა­ყე­ნა ლე­ო­ნის გა­მოგ­ზავ­ნილ­მა სმა­ი­ლებ­მა, - თქვენ? თქვენ ვინ ხართ? თეთ­რი ან­გე­ლო­ზი? ჩვენ ორს შო­რის რო­მე­ლი უფ­რო სას­ტი­კი მკვლე­ლია, თქვენ თუ მე? დამ­კ­ვე­თი თუ შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი?
მაია შეც­ბა, ამა­ზე არ უფიქ­რია. ხომ არ ეტყო­და, სა­კუ­თა­რი თა­ვის მოკ­ვ­ლა მწა­დია და ამი­ტომ არ მი­მაჩ­ნია ჩე­მი თა­ვი მკვლე­ლა­დო?
- მე, - მოკ­ლედ მის­წე­რა და და­ა­მა­ტა, - გად­მო­მიგ­ზავ­ნეთ თქვე­ნი ან­გა­რი­შის ნო­მე­რი.
კვლავ პა­უ­ზა. კვლავ ლო­დი­ნი. ოხ. რო­გორ უშ­ლი­და ეს კა­ცი ნერ­ვებს.
- იცით რა, ლე­ონ? ამ­დე­ნი დრო არ მაქვს. უნ­და და­ვი­ძი­ნო, იქ­ნებ ცო­ტა და­აჩ­ქა­როთ?
- იცით რა, პიმ­პუ? - არ და­ა­ხა­ნა კი­ლერ­მაც, - არც მე მაქვს ბევ­რი დრო, მაგ­რამ გა­და­ვი­ფიქ­რე. მირ­ჩევ­ნია, თან­ხა მთლი­ა­ნად ავი­ღო, ამი­ტომ და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დრო რომ მო­ვა, ერ­თად ჩა­მი­რიცხეთ. შევ­თან­ხ­მ­დით?
პა­სუხ­მა გა­აკ­ვირ­ვა. ამას არ ელო­და. ყვე­ლა თა­ვი­დან­ვე ცდი­ლობს, შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბის ნა­ხე­ვა­რი მა­ინც აიღოს, ვის არ სჭირ­დე­ბა ფუ­ლი. მით უფ­რო, ასეთ საქ­მე­ში, რო­ცა ნდო­ბის ხა­რის­ხი გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლია. ამან კი ახ­ლა არ მინ­და, მე­რე ერ­თად ჩა­მი­რიცხეო. უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნია ეს ლე­ო­ნი აშ­კა­რად. მა­ი­კომ ქვე­და ტუ­ჩი კბი­ლებ­შუა მო­იქ­ცია და მის­წე­რა:
- რო­გორც იტყ­ვით. რო­დის შე­მეხ­მი­ა­ნე­ბით?
- მე თუ თქვენ?

ისევ და­იბ­ნა. მარ­თა­ლია, ლე­ო­ნი რა­ტომ უნ­და შე­ეხ­მი­ა­ნოს? ახ­ლა მი­სი ჯე­რია, დაკ­ვე­თის შეს­რუ­ლე­ბის დრო უნ­და აუწყოს, იმას რა საქ­მე აქვს მას­თან?
- ჰო, მარ­თა­ლია, მე უნ­და შე­გეხ­მი­ა­ნოთ. კარ­გი, ეგ­რე იყოს, შე­გეხ­მი­ა­ნე­ბით. თქვენ კი ამა­სო­ბა­ში დაზ­ვე­რეთ იქა­უ­რო­ბა, კარ­გად შე­ის­წავ­ლეთ ის ქალ­ბა­ტო­ნი.
- ობი­ექ­ტი, - შე­აშ­ვე­ლა სიტყ­ვა ლე­ონ­მა.
- ნუ, რო­გორც არის.
- რა თქმა უნ­და, ამ საქ­მეს ხვა­ლი­დან­ვე შე­ვუდ­გე­ბი და მე­რე მოგ­წერთ ჩემს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, - მკვლელ­მა სი­ცი­ლის სმა­ი­ლი გა­მოგ­ზავ­ნა, - და ზედ­მე­ტი შე­კითხ­ვე­ბის დას­მას მო­ეშ­ვით.
- მე მე­უბ­ნე­ბით მა­გას? რო­გორ გე­კად­რე­ბათ! მე ზედ­მეტ შე­კითხ­ვებს არას­დ­როს ვსვამ.
- რა­ტომ, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე არ ხართ?
- უბ­რა­ლოდ, პა­სუ­ხე­ბი არ მა­ინ­ტე­რე­სებს.
- რა­ღაც მე­ეჭ­ვე­ბა, - სი­ცი­ლი "და­ა­ყა­რა" ლე­ონ­მა.
- კარ­გი, შე­ვეშ­ვათ ამა­ზე ლა­პა­რაკს, თო­რემ ვე­რას­დ­როს შევ­თან­ხ­მ­დე­ბით, რო­გორც ვატყობ... დრო­ე­ბით. - და­ემ­შ­ვი­დო­ბა მა­ი­კო.
- დრო­ე­ბით. - და­ემ­შ­ვი­დო­ბა ლე­ო­ნიც.
მა­ი­კომ კომ­პი­უ­ტე­რი გა­მორ­თო და ლო­გინს მი­ა­შუ­რა.
იმ ღა­მეს ცუ­დად ეძი­ნა. ძილ­ში წა­რა­მა­რა კვნე­სო­და და ოხ­რავ­და. რო­ცა ასეთ ყო­ფა­ში ვე­ღარ გაძ­ლო, ად­გა, თაფ­ლი­ა­ნი წყა­ლი გა­ი­კე­თა და და­ლია. ამან თით­ქოს უშ­ვე­ლა. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, და­ე­ძი­ნა და დი­ლამ­დე ფე­ხი არ გა­უქ­ნე­ვია...

რო­გორც იქ­ნა, გა­დას­ხ­მებს მორ­ჩა და მო­მაგ­რ­და. ბო­ლო დღე­ებ­ში თავ­ბ­რუს­ხ­ვე­ვებ­მა უკ­ლო, არც სი­სუს­ტეს შე­უ­წუ­ხე­ბია. ცო­ტა სუნ­თ­ქ­ვა უჭირ­და, სი­ა­რუ­ლი ღლი­და, სხვა არა­ფე­რი. წამ­ლებს რე­გუ­ლა­რუ­ლად იღებ­და, და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით. თე­მომ რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­რე­კა, მო­ი­კითხა. შე­ახ­სე­ნა, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა­ზე უარის თქმა ხომ არ გა­და­გი­ფიქ­რე­ბიაო. ამა­ნაც, არაო, უპა­სუ­ხა. მე­რე იმან ჰკითხა, კი­ნო­ში რო­დის წა­ვი­დე­თო. ამან - რო­ცა შენ გეც­ლე­ბაო. ბო­ლოს გა­დაწყ­ვი­ტეს, შა­ბა­თის სე­ან­ს­ზე წა­სუ­ლიყ­ვ­ნენ "რუს­თა­ველ­ში". და­თან­ხ­მ­და და გა­ღი­მე­ბულ­მა გა­თი­შა ტე­ლე­ფო­ნი. სა­უ­კუ­ნეა, კი­ნო­თე­ატ­რ­ში არ ყო­ფი­ლა. სტუ­დენ­ტო­ბის მე­რე. არც კი იცის, ახ­ლა რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა "რუს­თა­ვე­ლი". ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა და­ე­უფ­ლა, თით­ქოს პა­ე­მან­ზე მი­დი­ო­და. ღირ­და კი ასე­თი სი­სუ­ლე­ლის გა­კე­თე­ბა? რა ეკი­ნო­ვე­ბა, რო­ცა ცა­ლი ფე­ხი სა­მა­რე­ში აქვს? არ ჯო­ბია, საქ­მეს მი­ხე­დოს?
თუმ­ცა, არც საქ­მეს დებ­და გან­ზე. სა­მი დღე ინ­ტენ­სი­უ­რად იმუ­შა­ვა. გუ­შინ სა­ღა­მოს მა­მა გი­ორ­გი­მაც და­უ­რე­კა, გა­მო­ი­ა­რეო, სთხო­ვა, თან გა­ამ­ხ­ნე­ვა, მე შენ­ზე ყო­ველ­დღე ვლო­ცუ­ლო­ბო. რა­ღა უჭირს, თუ ყო­ველ­დღე ლო­ცუ­ლო­ბენ მას­ზე, აუცი­ლებ­ლად გა­მო­ჯან­მ­რ­თელ­დე­ბა. ამის გა­ფიქ­რე­ბა­ზე მწა­რედ ჩა­ე­ღი­მა.
ფიქ­რე­ბით თა­ი­ას გა­დას­წ­ვ­და. ნე­ტავ რო­გორ არის? ერ­თხელ მა­ინც თუ გახ­სე­ნე­ბია დე­და? ხომ არ და­უ­რე­კოს და უთხ­რას, რაც ხდე­ბა? არა, არ ღირს. მა­ი­კოს გუ­ლის­თ­ვის თაია თა­ვის საქ­მეს არ მი­ა­ტო­ვებს და თუნ­დაც მი­ა­ტო­ვოს და გა­მო­იქ­ცეს, მე­რე რა? რა უნ­და გა­უ­კე­თოს შვილ­მა? უშ­ვე­ლის და მო­არ­ჩენს? ეს ხომ სი­სუ­ლე­ლეა. ჯო­ბია, იყოს იქ, იმუ­შა­ოს. იქ­ნებ ააწყოს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა. მაია მა­ინც გან­წი­რუ­ლია. სიკ­ვ­დი­ლის წინ და­ი­ბა­რებს, რომ მა­ნამ არ შე­ატყო­ბი­ნონ თა­ი­ას, სა­ნამ სუ­ლი არ ამოხ­დე­ბა. მე­რე და­უ­რე­კონ და უთხ­რან, დე­და გარ­და­გეც­ვა­ლაო. შე­იძ­ლე­ბა ვერც ჩა­მო­ვი­დეს. იქ ხომ არა­ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რობს. რომ ჩა­მო­ვი­დეს, მე­რე კარ­გა ხანს უკან ვე­ღარ დაბ­რუნ­დე­ბა. რამ­დე­ნი ასე­თი შემ­თხ­ვე­ვა ახ­სოვს. აი, მა­შო რომ გარ­და­იც­ვა­ლა, მი­სი ვა­ჟი, შან­შე ამე­რი­კა­ში იყო და ვერ ჩა­მო­ვი­და. სკა­ი­პით და­ი­ტი­რა დე­და­მი­სი. თაია სკა­ი­პი­თაც არ და­ი­ტი­რებს ალ­ბათ. ოჰ, რა სა­ში­ნე­ლე­ბებს ფიქ­რობს. მორ­ჩა, ასეთ რა­მე­ებს მე­ტად აღარ გა­ივ­ლებს გულ­ში. ჯო­ბია, კარგ ამ­ბებ­ზე გა­და­ერ­თოს. მა­გა­ლი­თად, იმა­ზე, შა­ბათს თე­მოს­თან ერ­თად კი­ნო­ში რომ წა­ვა. ერ­თი წუ­თით წარ­მო­იდ­გი­ნა თა­ვი­სი თა­ვი თე­მოს გვერ­დით შუქ­ჩამ­ქ­რალ დარ­ბაზ­ში, ხელ­ში პოპ­კორ­ნის ჭი­ქე­ბით და გა­ე­ღი­მა. 80-იანი წლე­ბის კი­ნო­თე­ატ­რი გა­ახ­სენ­და. მა­შინ პა­ტა­რა იყო. არა, მთლად პა­ტა­რა არ იყო, ასე, 12-13 წლის იქ­ნე­ბო­და, სკო­ლი­დან რომ გა­ი­პა­რე­ბოდ­ნენ ხოლ­მე კი­ნოს სა­ყუ­რებ­ლად. მა­შინ პოპ­კორ­ნი სად იყო. მზე­სუმ­ზი­რას იყიდ­დ­ნენ და ისე შე­დი­ოდ­ნენ დარ­ბაზ­ში. ბი­ლე­თე­ბის რიგ­შიც ხში­რად მდგა­რა და ური­გო­დაც ბევ­რ­ჯერ გამ­ძ­ვ­რა­ლა კლა­სე­ლებ­თან ერ­თად. ეჰ, კარ­გი დრო კი იყო.

მე­რე ყვე­ლა­ფე­რი მო­ის­პო. უშუ­ქო­ბა, უგა­ზო­ბა, უწყ­ლო­ბა და უპუ­რო­ბა... რა არ გა­მო­უც­დია. ფაქ­ტობ­რი­ვად, ომი გა­მო­ი­ა­რა, ოღონდ ბრძო­ლე­ბის გა­რე­შე. თუმ­ცა, არც უმა­გი­სო­ბა ყო­ფი­ლა. რა და­ა­ვიწყებს, რუს­თა­ველ­ზე ერ­თ­მა­ნე­თი რომ და­ხო­ცეს ქარ­თ­ვე­ლებ­მა. ტე­ლე­ვი­ზორს არ შორ­დე­ბო­და. ბუნ­კე­რი­დან გად­მოს­ცემ­დ­ნენ ახალ ამ­ბებს. რა შორს გა­და­ვარ­და მო­გო­ნე­ბე­ბით. რა დროს ეგ არის, ესაა, კარგ რა­მე­ზე უნ­და ვი­ფიქ­როო? ასე­თი რა­მე­ე­ბი ახ­ლა მხო­ლოდ რო­მან­ში უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს. იქ უნ­და წერ­დეს იმ ავად მო­სა­გო­ნარ დღე­ებ­ზე.
სა­ნამ ჩა­იც­ვამ­და, აივან­ზე გა­ვი­და. სუს­ხი­ა­ნი დი­ლა მტრუ­ლად შე­მო­ე­გე­ბა, პირ­და­პირ სა­ხე­ში ეტა­კა ცი­ვი ქა­რი. არ და­ად­გა ამინ­დის გა­მოს­ვ­ლას საშ­ვე­ლი. სით­ბო მო­ე­ნატ­რა, მზის სხი­ვე­ბი, მხურ­ვა­ლედ რომ მო­ე­ლა­მუ­ნე­ბა მკლა­ვებ­ზე. ოთახ­ში შებ­რუნ­და და ჩაც­მას შე­უდ­გა. გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში უნ­და მი­ვი­დეს და და­ეთხო­ვოს. მე­ტად აღარ გა­აგ­რ­ძე­ლებს მუ­შა­ო­ბას, წიგ­ნე­ბის კითხ­ვის და შეც­დო­მე­ბის გას­წო­რე­ბის არც თა­ვი აქვს და არც სურ­ვი­ლი. დარ­ჩე­ნი­ლი თვე­ე­ბი უნ­და და­ის­ვე­ნოს და რო­მა­ნი რო­გორ­მე და­ამ­თავ­როს. ახ­ლა ესაა მი­სი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი. ან­დერ­ძიც უნ­და შე­ად­გი­ნოს და ნო­ტა­რი­უს­თან და­ტო­ვოს, რომ მი­სი სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ თა­ი­ას პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მ­ნას ბი­ნის გა­და­ფორ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე.
თაია! კვლავ თა­ი­ას გა­დას­წ­ვ­და ფიქ­რე­ბით. ეჰ, რამ­დე­ნი რა­მე და ვინ­მე და­კარ­გა ცხოვ­რე­ბა­ში. თუმ­ცა, რო­ცა რა­მეს ან ვინ­მეს კარ­გავ, ამავ­დ­რო­უ­ლად, სხვა რა­მეს იძენ, თუნ­დაც გა­მოც­დი­ლე­ბას. მაგ­რამ ახ­ლა ეს გა­მოც­დი­ლე­ბაც არა­ფერ­ში ად­გე­ბა.
თბი­ლად ჩა­იც­ვა, ქოლ­გა მო­ი­მარ­ჯ­ვა და სახ­ლი­დან გა­ვი­და. ქუ­ჩა­ში გა­სულ­მა თვა­ლი მო­პირ­და­პი­რე კორ­პუსს შე­ავ­ლო. ვინ იცის, იქ­ნებ ლე­ო­ნი ახ­ლა ამ კორ­პუ­სის სხვენ­ზეა მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი და თა­ვი­სი იარა­ღის გა­მა­დი­დე­ბე­ლი სა­მიზ­ნით აკ­ვირ­დე­ბა, რო­გორ გა­მო­ვი­და მაია სახ­ლი­დან. ცო­ტა უნ­და მო­უხ­ში­როს გა­რეთ სი­ა­რულს, რომ იმ კაც­მა და­ა­ფიქ­სი­როს. ხომ უნ­და შე­ის­წავ­ლოს მა­ი­კოს მარ­შ­რუ­ტი ან დღის გან­რი­გი? ჰო, მაგ­რამ ისე იშ­ვი­ა­თად გა­დის ში­ნი­დან, რომ ლე­ონს შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი დღე მო­უ­წი­ოს კორ­პუ­სის სხვენ­ში ყურ­ყუტ­ი, რომ "ო­ბი­ექ­ტი" და­ლან­დოს.
ქუ­ჩა გა­დაჭ­რა და ტრო­ტუ­არს და­უყ­ვა. ქოლ­გა წინ გა­და­ხა­რა, რომ მი­სი ფრთე­ბი ქარს არ მო­ე­კე­ცა. გზა­დაგ­ზა ფე­ხაჩ­ქა­რე­ბით მო­მა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ. ქოლ­გა­ზე და­ცე­მუ­ლი წვი­მის წვე­თე­ბის წკა­პუნს ჩავ­ლი­ლი მან­ქა­ნე­ბის ბორ­ბ­ლე­ბის ჩხრი­ა­ლა ხმა ერ­თ­ვო­და. წვი­მა­ში სხვა­ნა­ირ ხმას გა­მოს­ცე­მენ ბორ­ბ­ლე­ბი. ხან­და­ხან ფე­ხაჩ­ქა­რე­ბით მო­მა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნიც ჩა­უვ­ლი­და და ერ­თ­მა­ნეთს შემ­ფა­სებ­ლურ მზე­რას შე­ავ­ლებ­დ­ნენ. ნე­ტავ მის­ნა­ი­რი სიმ­სივ­ნი­ა­ნი თუ არის ამათ შო­რის რო­მე­ლი­მე? ამ წვი­მა­ში აჩ­ქა­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯით ან სუ­ლაც სირ­ბი­ლით მო­მა­ვალ­თა­გან რო­მე­ლია სა­სიკ­ვ­დი­ლოდ გან­წი­რუ­ლი?

ბო­ლო დროს უც­ნა­უ­რო­ბა დას­ჩემ­და. ყო­ვე­ლი ქუ­ჩა­ში შემ­ხ­ვედ­რი ნაც­ნო­ბი ეჩ­ვე­ნე­ბო­და. ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა ეუფ­ლე­ბო­და, რომ ეს ადა­მი­ა­ნი სადღაც უკ­ვე ენა­ხა და ცდი­ლობ­და გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა, სად. ნუ­თუ ესეც ავად­მ­ყო­ფო­ბის ბრა­ლია? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა გეც­ნო­ბო­დეს? დე­ჟა ვუ ემარ­თე­ბა ალ­ბათ. რა საყ­ვა­რე­ლი ფრან­გუ­ლი სიტყ­ვაა, არა? ქარ­თუ­ლად ნიშ­ნავს "უკ­ვე ვნა­ხე". მა­ი­კოს გა­ე­ცი­ნა. ქუ­ჩა­ში მი­მა­ვა­ლი თა­ვის­თ­ვის იცი­ნო­და. ვი­ღა­ცას გი­ჟი ვე­გო­ნე­ბიო, გა­ი­ფიქ­რა და ტუ­ჩე­ბი მო­კუ­მა. ისე, დე­ჟა ვუ კი არა­და, მი­სი სა­პი­რის­პი­რო ჟა­მე ვუ ხში­რად და­მარ­თ­ვია. ჟა­მე ვუც უც­ნა­უ­რი გან­ც­დაა. აი, ზი­ხარ შენ­თ­ვის კარ­გად ნაც­ნობ, ჩვე­ულ ად­გი­ლას, უყუ­რებ შენს მე­გობ­რებს და თავს სრუ­ლი­ად უცხოდ გრძნობ, ფიქ­რობ, თით­ქოს პირ­ვე­ლად იყო ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ნე­ტავ სხვებს თუ გა­მო­უც­დი­ათ მსგავ­სი რამ?
სა­ო­ცა­რი რა­მაა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა, მა­ი­კო­სი - გან­სა­კუთ­რე­ბით. ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბობს წუ­თე­ბი, რო­ცა თვა­ლებ­ში ცრემ­ლი არ გიდ­გას, სა­მა­გი­ე­როდ, გულ­ში მთე­ლი ზღვა ბო­ბოქ­რობს...

უკა­ნა გზა­ზე გა­და­ი­ღო და მზე­მაც გა­მო­ა­ნა­თა. ქოლ­გა სვე­ლი იყო, ამი­ტომ ჩან­თა­ში ვე­ღარ ჩა­ი­დო და ხელ­ში ეჭი­რა. ხან­და­ხან მო­ჭუ­ტუ­ლი თვა­ლით გა­ხე­დავ­და ღრუბ­ლებ­ში მო­ცი­ა­ლე მზეს და უღი­მო­და. ემო­ცი­ე­ბით სავ­სე ბრუნ­დე­ბო­და სამ­სა­ხუ­რი­დან. რო­გორ ეწყი­ნა ყვე­ლას, რომ უთხ­რა, მუ­შა­ო­ბას ვე­ღარ გა­ვაგ­რ­ძე­ლე­ბო. მი­სი ამ­ბა­ვი უკ­ვე იცოდ­ნენ თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა. ყვე­ლა კოც­ნი­და და ეფე­რე­ბო­და. გუ­ლი აუჩუყ­და, მაგ­რამ არ იტი­რა, რაც შე­ეძ­ლო, თა­ვი შე­ი­კა­ვა. ახ­ლა, ამ წუ­თებ­ში ყვე­ლა თა­ნამ­შ­რო­მე­ლი უფ­რო მე­ტად ეძ­ვირ­ფა­სე­ბო­და, ვიდ­რე აქამ­დე. ისე­თი გრძნო­ბა ჰქონ­და, თით­ქოს უკა­ნას­კ­ნე­ლად ხე­დავ­და თი­თო­ე­ულს. და­გი­რე­კავ­თო, გი­ნა­ხუ­ლებ­თო... ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად ცდი­ლობ­და მის გამ­ხ­ნე­ვე­ბას. რა იყო, ხალ­ხ­ნო, ჯერ არ ვა­პი­რებ სიკ­ვ­დილს, რო­მა­ნი მაქვს და­სამ­თავ­რე­ბე­ლიო, გა­ი­ხუმ­რა.
ისე, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც არც კი იცის, სიმ­სივ­ნით რო­მაა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­გულ­და­გუ­ლოდ უმა­ლა­ვენ ხოლ­მე და­ა­ვა­დე­ბულს დი­აგ­ნოზს. რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბია ეს? რა­ტომ არ უნ­და იცო­დეს ადა­მი­ან­მა, რა სჭირს? გა­ნა უფ­რო არ მო­ინ­დო­მებს, შე­ებ­რ­ძო­ლოს ვე­რაგ სენს? კი, რო­გორ არა! თვი­თონ რომ იცის, რა, ცდი­ლობს შებ­რ­ძო­ლე­ბას? მთლად ჩა­იქ­ნია ცხოვ­რე­ბა­ზე ხე­ლი, იმის ნაც­ვ­ლად, რომ დღე­ე­ბი გა­ი­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვოს. ალ­ბათ სხვე­ბიც ასე იქ­ცე­ვი­ან და ამი­ტო­მაც უმა­ლა­ვენ.
ამ ფიქ­რებ­ში გარ­თუ­ლი სახლს მი­უ­ახ­ლოვ­და. უნებ­ლი­ეთ კვლავ მო­პირ­და­პი­რე კორ­პუსს გა­ხე­და და ლე­ო­ნი გა­ახ­სენ­და. ახ­ლა წა­რა­მა­რა ამ კაც­ზე ფიქ­რი უნ­და აეკ­ვი­ა­ტოს? ისე, სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. სიმ­პა­თი­უ­რია თუ კვა­ზი­მო­დო­სა­ვით მა­ხინ­ჯი? ფილ­მებ­ში, უმე­ტეს­წი­ლად, ყვე­ლა და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მკვლე­ლი სიმ­პა­თი­უ­რია. ცხოვ­რე­ბა­ში რო­გო­რაა ნე­ტავ?
მო­უ­ლოდ­ნე­ლად კი­ბის გვერ­დით მოძ­რა­ვი ლან­დი შე­ნიშ­ნა. რაც უფ­რო უახ­ლოვ­დე­ბო­და, მით უფ­რო იპყ­რობ­და ში­ში. ახ­ლა რომ ლე­ო­ნი აღ­მოჩ­ნ­დეს და ად­გილ­ზე გა­ა­გო­როს. უსი­ა­მოვ­ნოდ შე­აჟ­რ­ჟო­ლა, ცივ­მა ოფ­ლ­მა და­ას­ხა. რა სი­სუ­ლე­ლეს ფიქ­რობს. ჯერ ფუ­ლი არ გა­და­უხ­დია და რა­ტომ უნ­და მოკ­ლან? ცხა­დად და­უდ­გა თვალ­წინ მის­კენ მი­მარ­თუ­ლი იარა­ღის ლუ­ლა და პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­და. მიხ­ვ­და, რომ სიკ­ვ­დი­ლი სუ­ლაც არ უნ­დო­და. თურ­მე რო­გო­რი ხარ­ბია ადა­მი­ა­ნი. რო­ცა პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნ­და ფაქ­ტის წი­ნა­შე, შე­ე­შინ­და. არა­და, გვერ­დი­დან რომ შე­ხე­დო, რა ად­ვი­ლია სიკ­ვ­დი­ლის წარ­მოდ­გე­ნა.
მის და­ნახ­ვა­ზე ლან­დი შე­ირ­ხა. ახ­ლა უკ­ვე გა­მო­იკ­ვე­თა სა­შუ­ა­ლო სი­მაღ­ლის მა­მა­კა­ცის ფარ­თო მხრე­ბი და ჩას­კ­ვ­ნი­ლი სხე­უ­ლი. "ნა­ი­კის ფირ­მის" სპორ­ტუ­ლე­ბი ეც­ვა, ამა­ვე ფირ­მის ბო­ტა­სი და თავ­ზე კე­პი ეხუ­რა. გა­რე­დან - შა­ვი და­ბამ­ბუ­ლი ქურ­თუ­კი.
- გა­მარ­ჯო­ბათ! - მი­ე­სალ­მა უც­ნო­ბი.
- დღე მშვი­დო­ბი­სა, - დაბ­ნე­უ­ლად მი­უ­გო და ყუ­რადღე­ბით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა.
- მაია უნ­და იყოთ, არა? - ბო­ხი ხმა ჰქონ­და უც­ნობს, სა­სი­ა­მოვ­ნო ბა­რი­ტო­ნი და სუს­ხი­ა­ნი სა­ხე, მკაც­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით და გა­მოკ­ვე­თი­ლი ყბე­ბით.
- დი­ახ, მაია ვარ. თქვენ?..
- მე გო­ჩა ვარ, - თქვა და გა­ი­ღი­მა.
ამ სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბა­ზე შეკ­რ­თა, სა­ხე­ზე ალ­მურ­მა გა­დაჰკ­რა. ჰო, ნამ­დ­ვი­ლად ის იყო, ის გო­ჩა, ერთ დროს ყვე­ლა­ზე მე­ტად რომ უყ­ვარ­და ამ­ქ­ვეყ­ნად. თვა­ლე­ბი, თვა­ლე­ბი ეც­ნო. ყვე­ლა­ზე სევ­დი­ა­ნი თვა­ლე­ბი, რაც კი ოდეს­მე უნა­ხავს.
კი­დევ ერ­თხელ და­აკ­ვირ­და. არა, არ ცდე­ბო­და. ნამ­დ­ვი­ლად ის იყო. "რო­გორ გა­ჭა­ღა­რა­ვე­ბუ­ლა", - გა­ი­ფიქ­რა მა­ი­ამ და ალე­წილ­მა ძლივს მო­ა­ხერ­ხა გა­ღი­მე­ბა.
- გი­ცა­ნი... სა­ერ­თოდ არ ხარ შეც­ვ­ლი­ლი, ცო­ტა გა­ჭა­ღა­რა­ვე­ბულ­ხარ.
- ცო­ტა კი არა, კარ­გა გვა­რი­ა­ნად. არც შენ შეც­ვ­ლილ­ხარ. ის კი არა, უფ­რო ლა­მა­ზი ხარ.
- კარ­გი რა, - ხე­ლი ჩა­იქ­ნია ქა­თი­ნა­უ­რით ნა­სი­ა­მოვ­ნებ­მა და უნე­ბუ­რად თმა­ზე გა­და­ის­ვა ხე­ლი, - აქ სა­ი­დან გაჩ­ნ­დი?
- ცი­დან ჩა­მოვ­ვარ­დი, - გა­ი­ცი­ნა გო­ჩამ და თა­ვი­სი ჩა­წიკ­წი­კე­ბუ­ლი კბი­ლე­ბი გა­მო­ა­ჩი­ნა, თეთ­რი და ქათ­ქა­თა.
მო­ა­გონ­და ახალ­გაზ­რ­დო­ბა. მო­ა­გონ­და ის პა­ტა­რა ბი­ჭი, სკო­ლის მოს­წავ­ლე, მას­ზე უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და თით­ქოს ტალ­ღა აუზ­ვირ­თ­და სულ­ში. თბი­ლი და ხმა­უ­რი­ა­ნი.
- ისევ პა­ტა­რა ბიჭს ჰგავ­ხარ, - მა­ი­კო მი­უ­ახ­ლოვ­და და ისე­თი გამ­ჭო­ლი მზე­რა შე­ავ­ლო, თით­ქოს მის სიღ­რ­მე­ში სურს ჩა­ხედ­ვაო.
იშ­ვი­ა­თი შა­ვი თვა­ლე­ბი ჰქონ­და მა­მა­კაცს, ოდ­ნავ ჩა­მო­წე­უ­ლი ქუ­თუ­თო­ე­ბით. დიდ­რო­ნი, დიდ­რო­ნი თვა­ლე­ბი, შავ­კა­ნი­ა­ნებს რომ აქვთ, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი. თით­ქოს რა­ღა­ცით ჰგავ­და კი­დეც აფ­რი­კელს, იმ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ თმა­ხუ­ჭუ­ჭი არ იყო. პი­რი­ქით, სწო­რი თმა ჰქონ­და, სწო­რი და ბზინ­ვა­რე. სა­ხის კა­ნი - უჩ­ვე­უ­ლოდ ყა­ვის­ფე­რი, მზე­ზე გემ­რი­ე­ლად გა­რუ­ჯუ­ლებს რომ აქვთ. მუ­ლატს უფ­რო ჰგავ­და, ვიდ­რე თეთ­რ­კა­ნი­ანს. ახ­სოვს მი­სი დი­დი, სქე­ლი და კვას­კ­ვა­სა წი­თე­ლი ტუ­ჩე­ბი. რა და­ა­ვიწყებს მა­ი­კოს ამ ტუ­ჩებს, ახ­ლა ოდ­ნავ რომ დაჰ­კარ­გ­ვია ფე­რი, აღა­რაა ისე­თი წი­თე­ლი. სწო­რი, ჩა­მოქ­ნი­ლი ცხვი­რი, თით­ქოს გა­მო­ქან­და­კე­ბუ­ლიაო. ამ გო­ჩა­სა და იმ გო­ჩას შო­რის სხვა­ო­ბას ნაკ­ლე­ბად შე­ამ­ჩ­ნევ­დით, ოდ­ნავ მო­სუ­ქე­ბუ­ლი­ყო მხო­ლოდ. ისევ ისე უბ­რ­წყი­ნავ­და კუ­ნა­პეტ ღა­მე­სა­ვით შა­ვი თვა­ლე­ბი.
- შენ სხვა ბი­ჭი გახ­სოვს, შავ­თ­მი­ა­ნი და გი­ჟი-გა­და­რე­უ­ლი. თუმ­ცა, არც ახ­ლა ვარ ნაკ­ლე­ბი გი­ჟი, - ისევ გა­ი­ცი­ნა გო­ჩამ და წა­მოზ­რ­დილ წვერ­ზე ხე­ლი ნე­ლა ჩა­მო­ის­ვა.
- არა, მარ­თ­ლა სა­ი­დან გაჩ­ნ­დი აქ?
- ალ­ბათ, იღ­ბალ­მა ასე ინე­ბა. მოვ­დი­ო­დი ამ ქუ­ჩა­ზე და უცებ ნაც­ნო­ბი მიხ­რა-მოხ­რა და­ვი­ნა­ხე. ვა, ვი­ფიქ­რე, ეს ის გო­გო ხომ არ არის, ერთ დროს რომ მიყ­ვარ­და-მეთ­ქი? გავ­ჩერ­დი და და­გაკ­ვირ­დი. კარ­გი ვქე­ნი, რომ გავ­ჩერ­დი, თო­რემ ხომ აგივ­ლი­დი გვერდს?
- მი­ხა­რია შე­ნი და­ნახ­ვა. წა­მო, ავი­დეთ ჩემ­თან, აქ ვცხოვ­რობ, აი, ამ სახ­ლ­ში.
- ამ სახ­ლ­ში? - გო­ჩამ თვა­ლი შე­ავ­ლო, - რო­მელ სარ­თულ­ზე?
- პირ­ველ­ზე. აი, ეს ჩე­მი ფან­ჯ­რე­ბია, ეს ორი, გი­სო­სე­ბი­ა­ნი.
- ჰო, - და­უ­ნაღ­ვ­ლი­ან­და სა­ხე, რო­გორც ჩანს, მო­გო­ნე­ბე­ბი აეშა­ლა.
- დე­და­შე­ნი რო­გო­რაა?
- არა უშავს, ხან­და­ხან წნე­ვე­ბი აწუ­ხებს, მე­ტი არა­ფე­რი.
- კარ­გი ქა­ლია დე­და­შე­ნი.
- ჰო, რა­ტო­მაც არა. ის კარ­გია, შენც კარ­გი ხარ... მე კი ორი­ვე­ნი ცუ­დად მო­მე­ქე­ცით. მო­აწყ­ვეთ შეთ­ქ­მუ­ლე­ბა ჩემ წი­ნა­აღ­მ­დეგ და არც კი შე­მე­კითხეთ, მაწყობ­და თუ არა.
- მა­შინ ისე იყო სა­ჭი­რო, - მა­ი­კოს სა­ხე მო­ეღ­რუბ­ლა, უსი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბებ­მა და­რია ხე­ლი.
- მა­გი­ტო­მაც იყო, ცხრა მთას იქით რომ გა­და­ვი­კარ­გე, - მა­მა­კაც­მა ტუ­ჩე­ბი მო­კუ­მა და თავ­ზე კე­პი შე­იტ­რი­ა­ლა, ჯა­რის­კაცს და­ემ­ს­გავ­სა უცებ...

ავტორი სვეტა კვარაცხელია
წაიკითხეთ წინა ეპიზოდი
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93