ნოველები

მთა­ვა­რი რო­ლი. ეპიზოდი პირველი

მთა­ვა­რი რო­ლი. ეპიზოდი პირველი
ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად შევ­ხ­ვ­დი ახალ წელს მარ­ტო. არა­ვის ნახ­ვა არ მინ­დო­და, არ­სად წას­ვ­ლა და არა­ვის­თან მხი­ა­რუ­ლე­ბა. ისე­თი ბათ­ქა­ბუთ­ქი ატყ­და ოც­და­თერ­თ­მეტ­ში, ყუ­რებ­ზე ავი­ფა­რე ხე­ლი. გულს მი­რევ­და ეს სა­ში­ნე­ლი ხმა­უ­რი და პე­ტარ­დე­ბით გა­ნა­თე­ბუ­ლი ცაც, ხე­ლის­გუ­ლი­ვით რომ მო­ჩან­და ჩე­მი ბი­ნის ფან­ჯ­რე­ბი­დან. ად­რე მი­ხა­რო­და ახა­ლი წლის დად­გო­მა, ორი-სა­მი კვი­რით ად­რე ვემ­ზა­დე­ბო­დი, ახ­ლა კი... რო­გორც ჩანს, კი­დევ ერ­თი ეტა­პი გა­ვი­ა­რე ჩემს უღიმ­ღა­მო ცხოვ­რე­ბა­ში და სხვა ხა­ნა­ში გა­და­ვე­დი - და­დინ­ჯე­ბის და სე­რი­ო­ზუ­ლი ჩა­ფიქ­რე­ბის ხა­ნა­ში. რო­გორც ჩანს, მო­მი­წევს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა, სხვა თვა­ლით უნ­და
შევ­ხე­დო მოვ­ლე­ნებს და საგ­ნებს, გეგ­მა უნ­და შე­ვად­გი­ნო და მთე­ლი ძა­ლის­ხ­მე­ვით მივ­ხე­დო ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბას. გუ­ლი გა­მიწყა­ლეს - რა­ტომ არ თხოვ­დე­ბი, რა­ტომ არა­ვინ გყავს, პა­ტა­რა ხომ არა ხარ, დროა, ოჯა­ხის შექ­მ­ნა­ზე იფიქ­რო, - და ასე შემ­დეგ. გარ­კ­ვე­უ­ლად, მარ­თ­ლე­ბიც არი­ან ალ­ბათ ჩე­მი მე­გობ­რე­ბი. დრო ხომ გა­დის. არა, დრო კი არ გა­დის, ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა გა­დის, გა­დის და ამოკ­ლებს ჩვენს სი­ცოცხ­ლეს.
ისე, დრო სიზ­მარ­ში უფ­რო მარ­დია, ვიდ­რე ცხად­ში. ფიქ­რებ­შიც ბევ­რად სწრა­ფია. ფიქ­რი­სას დრო შე­გიძ­ლია მარ­თო კი­დე­ვაც, ხან წარ­სულ­ში გა­და­ის­რო­ლო, ხან - მო­მა­ვალ­ში. კარ­გი მხე­და­რი თუ ხარ, შე­გიძ­ლია, მე­რა­ნი­ვით გა­აქ­რო­ლო წინ და უკან ან ად­გილ­ზე აცეკ­ვო. აი, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში კი დრო არა­ვის ემორ­ჩი­ლე­ბა. ის ყვე­ლას ერე­ვა, უმარ­თა­ვია და ისე მი­დი-მო­დის, არა­ვის გვე­კითხე­ბა, გვაძ­ლევს თუ არა ხელს მი­სი უთავ­ბო­ლო გარ­ბე­ნა-გა­მორ­ბე­ნა.

აი, გუ­შინ კი­დევ ერ­თხელ გა­და­ი­წია სამ­ყა­როს პა­ტა­რა ისარ­მა ცი­ფერ­ბ­ლატ­ზე და ახა­ლი წე­ლი დად­გა. ჩემს დროს უზარ­მა­ზა­რი ისა­რი ზო­მავს, თით­ქოს წა­მე­ბის დათ­ვ­ლას სა­ერ­თოდ არ კად­რუ­ლობს და პირ­და­პირ სა­ა­თი­დან სა­ათს ახ­ტე­ბა წვე­ტი­ა­ნი ისა­რი. ამა­სო­ბა­ში ასაკ­მა ისე მო­მი­კა­კუ­ნა, თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა ვერ მო­ვას­წა­რი. არ გე­გო­ნოთ, მთლად ბე­ბე­რი ვარ. არა, ჯერ სულ რა­ღაც ოც­და­ექ­ვ­სი წლის ვარ, თუმ­ცა ვი­ღა­ცის­თ­ვის ეს ასა­კი სა­გან­გა­შოა, კრი­ტი­კუ­ლი. თურ­მე, ახ­ლა თუ არ გავ­თხოვ­დი, მე­რე ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა. თურ­მე, ვი­ღას ენ­დო­მე­ბა ოც­დაშ­ვი­დი და მე­ტი წლის გო­გოს­თან უღელ­ში შებ­მა?!. მე­ცი­ნე­ბა. ორ­მოც­დაშ­ვი­დი წლის ქა­ლე­ბიც მი­ნა­ხავს, რომ გათხო­ვი­ლან და ორ­მოც­დაჩ­ვიდ­მე­ტი­საც. გა­აჩ­ნია, რო­დის ჩა­მო­იქ­რო­ლებს ისარ­მო­მარ­თუ­ლი ამუ­რი თუ ერო­სი შენს ფან­ჯ­რებ­თან და ზუს­ტი გას­რო­ლით შე­გა­ქა­ნებს - დროა, ქალ­ბა­ტო­ნო, შე­ნი გათხო­ვე­ბის დროა, ბე­დი კარს მო­გად­გაო. არა­და, რო­გორც მე­გი ამ­ბობს (ჩე­მი სა­მი­დან ერთ-ერ­თი და­ქა­ლი), ისე გა­ღა­რიბ­და სიყ­ვა­რუ­ლი, კარ­და­კარ და­დის და მოწყა­ლე­ბას ითხოვ­სო.
ჰო­და, აი, აღარ ვფიქ­რობ დრო­ზე. მე მას გა­მო­ვე­ცა­ლე და... ვიწყებ თა­ვი­დან!

მო­ნი­ტორს თვა­ლი მო­ვა­ცი­ლე და მო­საწ­ვევ ბა­რათს, რო­მე­ლიც გვერ­დით მე­დო, კი­დევ ერ­თხელ გა­და­ვავ­ლე თვა­ლი. მე­გი თხოვ­დე­ბა და ქორ­წილ­ში მე­პა­ტი­ჟე­ბა. ძა­ლი­ან გა­ვევ­რო­პელ­დით ეს ქარ­თ­ვე­ლე­ბი. ჩვე­ნი სა­ქორ­წი­ლო ტრა­დი­ცი­ე­ბი ნელ-ნე­ლა ევ­რო­პულ რელ­სებ­ზე გა­და­დის. ისე, არ დავ­მა­ლავ და, ბევ­რი რამ მეც მომ­წონს კა­თო­ლი­კუ­რი ქორ­წი­ნე­ბის წე­სებ­ში, მაგ­რამ - არა ყვე­ლა­ფე­რი. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ცე­რე­მო­ნი­ა­ლია ჩვე­ნე­ბუ­რი ჯვრის­წე­რა. თავ­ზე და­გად­გა­მენ გვირ­გ­ვინს, და­დი­ხარ წრე­ზე ხელ­ში ან­თე­ბუ­ლი სან­თ­ლით და თვა­ლე­ბი გიბ­რ­წყი­ნავს... სა­მა­გი­ე­როდ, მო­დი­დან ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი სცე­ნა გა­და­ვი­და - გახ­სოვთ ალ­ბათ, სი­ძე-პა­ტარ­ძა­ლი გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბუ­ლი ხმლე­ბის ქვეშ რომ გა­ივ­ლი­და. ხომ გახ­სოვთ? მეც მახ­სოვს, თუმ­ცა ახ­ლა ასე აღარ ხდე­ბა. ახ­ლა კა­თო­ლი­კე­ებს ვბა­ძავთ. აქაც მო­დუ­რი გახ­და ქორ­წი­ლამ­დე ქა­ლე­ბის ცალ­კე და მა­მა­კა­ცე­ბის ცალ­კე ქორ­წი­ლის­წი­ნა ღა­მის გა­ტა­რე­ბა. მე­ცი­ნე­ბა. მა­გა­რი ხა­მე­ბი ვართ ქარ­თ­ვე­ლე­ბი, მოგ­ვინ­და ევ­რო­პე­ლე­ბი­ვით ცხოვ­რე­ბა. ისე, ცხოვ­რე­ბა ყველ­გან ერ­თ­ნა­ი­რია, უბ­რა­ლოდ, მას სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად ფუ­თა­ვენ.
ერ­თი სიტყ­ვით, ბევ­რი რომ არ გა­მიგ­რ­ძელ­დეს, მე­გი თხოვ­დე­ბა. იგი ერ­თა­დერ­თი გა­უთხო­ვა­რი და­ქა­ლია ჩემს სამ მე­გო­ბარს შო­რის. ლი­ლი და კა­ტო უკ­ვე გათხო­ვი­ლე­ბი არი­ან. ჩემ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ, უკ­ვე იცით, რომ ჯერ კი­დევ ბე­დის მა­ძი­ე­ბე­ლი ვარ.
კი­დევ ერ­თხელ გა­და­ვი­კითხე მო­საწ­ვე­ვი ბა­რა­თის ტექ­ს­ტი. ოქ­როს­ფე­რი სა­ღე­ბა­ვით გა­მოყ­ვა­ნი­ლი ასო­ე­ბით შედ­გე­ნი­ლი წი­ნა­და­დე­ბა გა­ნა­ჩენს ჰგავ­და, რო­მე­ლიც გა­სა­ჩივ­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ჯვრის­წე­რა­ზე მე­გო­ბარ მა­მა­კაც­თან ერ­თად ვარ მი­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. ჰო, ჰო, ნუ გე­ღი­მე­ბათ. ზუს­ტად ასე წე­რია - "გე­პა­ტი­ჟე­ბით მე­გო­ბარ მა­მა­კაც­თან ერ­თად". და ასე რომ არ მო­ვიქ­ცე, წა­სუ­ლია ჩე­მი საქ­მე, სა­მი­ვე და­ქალს ერთ დღეს დავ­კარ­გავ. წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ მჭო­რა­ვენ ახ­ლა სა­მი­ვე­ნი და დამ­ცი­ნი­ან. რა "შტუ­კა" მო­ვუწყ­ვეთ ელე­ნეს, ზის ახ­ლა ალ­ბათ სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი და თავს იმ­ტ­ვ­რევს იმა­ზე ფიქ­რით, ასე უცებ სად იპო­ვოს პო­ტენ­ცი­უ­რი საქ­მ­როო. ვერ მო­გარ­თ­ვით, გო­გო­ე­ბო! ვი­ცი, რო­გორც უნ­და მო­ვიქ­ცე და ისეთ "შტუ­კას" გა­გი­კე­თებთ, ღრმა სი­ბე­რემ­დე რომ არ და­გა­ვიწყ­დე­ბათ!

უკ­ვე მო­ვი­ფიქ­რე, რო­გორ უნ­და მე­მოქ­მე­და, მაგ­რამ მა­ინც ვა­ჭი­ა­ნუ­რებ­დი ამ უსი­ა­მოვ­ნო მო­მენტს. არა, არ ავა­ლა­პა­რა­კებ ამ საყ­ვა­რელ მა­ი­მუ­ნებს, ჩემს სა­უ­კე­თე­სო და­ქა­ლებს, და ისე მო­ვაწყობ, რომ ჩემს გა­მო­ჩე­ნა­ზე, უფ­რო სწო­რად, ჩვენს გა­მო­ჩე­ნა­ზე პი­რი და­ა­ღონ.
რო­გორც იქ­ნა, თავს ძა­ლა და­ვა­ტა­ნე და ლეპ­ტო­პი გავ­ხ­სე­ნი. ეს მხო­ლოდ გარ­თო­ბაა, სხვა არა­ფე­რი, - ვიმ­შ­ვი­დებ­დი თავს, სა­ნამ ჩე­მი თი­თე­ბი კლა­ვი­ა­ტუ­რა­ზე დარ­ბო­და და მა­მა­კა­ცებს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და. და­ლო­ცოს ღმერ­თ­მა ეს "ფე­ის­ბუ­კი": რომ არა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, გან­ცხა­დე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა მო­მი­წევ­და გა­ზეთ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი ტი­პის - "ვარ ლა­მა­ზი, კე­თი­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლი. ოშმ-ით (ო­ჯა­ხის შექ­მ­ნის მიზ­ნით) ვე­ძებ ასეთ და ასეთ მა­მა­კაცს და ასე შემ­დეგ. რა სა­ზიზღ­რო­ბაა! მო­დი და, სიმ­წ­რით ნუ გა­გე­ცი­ნე­ბა.
აქ კი, "ფე­ის­ბუკ­ში", სუ­ლაც არ გჭირ­დე­ბა მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, ლა­მა­ზი იყო, კარ­გი ფო­ტო­ე­ბი გე­დოს და და­მა­ინ­ტ­რი­გე­ბე­ლი სტა­ტუ­სე­ბი გა­მო­ამ­ზე­უ­რო. მე­რე რა, თუ ფი­ლო­სო­ფო­სებს მოჰ­პა­რავ და შე­ნად გა­ა­სა­ღებ?! მა­გას ვინ უყუ­რებს? მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ძლი­ე­რი სქე­სის ყუ­რადღე­ბა მი­იპყ­რო, თო­რემ ძა­ლი­ან არ მიხ­ვ­დ­ნენ, ვი­სი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მე­ბი მი­ით­ვი­სე. ჭი­რი­ვით მე­ზა­რე­ბა ახ­ლა კა­ცის ძებ­ნა, მაგ­რამ სხვა გზა არ და­მი­ტო­ვეს ამ მატ­რაკ­ვე­ცებ­მა.
წე­რი­ლებს გა­დავ­ხე­დე. ცა­მე­ტი კა­ცი მწერს, თა­ნაც ცა­მე­ტი­ვე - სი­სუ­ლე­ლეს. რო­გორ გინ­და, ამ­დენ უაზ­რო თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მელ­ში ღირ­სე­უ­ლი კან­დი­და­ტუ­რა შე­არ­ჩიო? არა­და, ხვალ სამ­სა­ხურ­ში უნ­და გა­მოვ­ცხად­დე. მე­რე რა, რომ ბე­დო­ბაა და წე­სით, უნ­და ვის­ვე­ნებ­დე. ჩემს უფ­რო­სო­ბას სუ­ლაც არ აინ­ტე­რე­სებს, რის და­ბე­დე­ბას ნატ­რო­ბენ თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი. ისე, კარ­გი სამ­სა­ხუ­რი მაქვს. მომ­წონს. კულ­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ვარ. ყო­ვე­ლი ახა­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის და­გეგ­მ­ვი­სას იმა­ზე ვფიქ­რობ, რა გა­ვა­კე­თო სა­ინ­ტე­რე­სო, რომ მოწ­ვე­უ­ლი სტუმ­რე­ბი აღ­ვაფ­რ­თო­ვა­ნო. ახ­ლაც ამა­ზე უნ­და ვფიქ­რობ­დე, სა­სი­ძო­ებს კი არ უნ­და და­ვე­ძებ­დე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

პირ­ვე­ლი­ვე წე­რი­ლის ავ­ტო­რის გვერ­დ­ზე გა­და­ვე­დი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ერთ სიტყ­ვას მწერ­და - "გა­მარ­ჯო­ბა". მა­მა­კაც­მა მა­შინ­ვე მი­იქ­ცია ჩე­მი ყუ­რადღე­ბა - სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ხე, მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი ღი­მი­ლი... და მე­ტი არა­ფე­რი. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ ეს საყ­ვა­რე­ლი ბი­ჭი არ გა­მო­მად­გე­ბა. მე სუ­პერ­მენს ვე­ძებ. ტყუ­ი­ლად გე­ცი­ნე­ბათ. მინ­და, ისეთ მა­მა­კაც­თან ერ­თად გა­მოვ­ცხად­დე ჩემს და­ქა­ლებ­თან, რომ შუ­რით გას­კ­დ­ნენ. ეს ხომ მხო­ლოდ თა­მა­შია, მე ხომ რე­ა­ლუ­რად არ ვე­ძებ საქ­მ­როს? ჰო­და, რად­გან ასეა, კარ­გი მა­ინც ვი­პო­ვო ვინ­მე, ზედ­მე­ტად კარ­გი.
ცა­მე­ტი­ვე წე­რი­ლი გა­და­ვი­კითხე, ფო­ტო­ე­ბი შე­ვათ­ვა­ლი­ე­რე და შევ­ღონ­დი. მათ­გან არც ერ­თი არ გა­მო­მად­გე­ბო­და იმ რო­ლის­თ­ვის, რო­მე­ლიც "ჩემს კაცს" უნ­და ეთა­მა­შა. იგი თავ­და­უ­ზო­გა­ვად უნ­და შე­ჯიბ­რე­ბო­და "მე­ქორ­წი­ლე ფა­ნა­ტებს" - ლი­ლის, კა­ტოს და მე­გის. ჩემ­თან ერ­თად უნ­და ევ­ლო ქორ­წი­ლამ­დე გა­მარ­თულ ყვე­ლა სა­ღა­მო­სა თუ პიკ­ნიკ­ზე. რა და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ტრა­დი­ციაა, შე­ურ­ცხ­ვათ ცხვი­რი ამ ევ­რო­პე­ლებს! თა­ვი ჩავ­ქინ­დ­რე და ხე­ლე­ბი კე­ფა­ზე შე­მო­ვი­ჭი­რე. მე­რე თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი გა­დავ­წ­ვ­დი სი­გა­რე­ტის კო­ლოფს და ბო­ლო ღე­რი ამო­ვი­ღე. მორ­ჩა, დღე­ის შემ­დეგ აღარ ვე­წე­ვი. ამ მავ­ნე ჩვე­ვას ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ უნ­და და­ვემ­შ­ვი­დო­ბო. რა­ღა სი­გა­რეტს მო­ვაკ­ვ­ლე­ვი­ნო თა­ვი! ის არ მე­ყო­ფა, უკა­ცო­ბა რომ მკლავს? სუ­ლაც არ გა­მი­ჭირ­დე­ბა მო­წე­ვა­ზე უარის თქმა. მთა­ვა­რია, ერ­თხელ ვთქვა რა­მე­ზე, არა-მეთ­ქი, და - მორ­ჩა, ვე­რა­ვინ გა­და­მათ­ქ­მე­ვი­ნებს. ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი ვარ. ამა­სო­ბა­ში სი­გა­რე­ტის კვამ­ლი ტალ­ღა­სა­ვით იშ­ლე­ბო­და ჰა­ერ­ში და მაღ­ლა მი­ი­წევ­და.

თვალ­წინ და­მიდ­გ­ნენ ჩე­მი და­ქა­ლე­ბი. ბო­ლო დროს ისი­ნი აღარ მახ­სე­ნე­ბენ, რომ მა­მა­კა­ცი მჭირ­დე­ბა, რომ გა­უთხო­ვა­რი არ უნ­და დავ­რ­ჩე, მაგ­რამ ეს რა შე­ღა­ვა­თია ჩემ­თ­ვის? გა­ნა ვერ ვხე­დავ მათ თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით სავ­სე მზე­რას, შე­საბ­რა­ლი­სი თვა­ლე­ბით რომ მი­ყუ­რე­ბენ, რაც უარე­სია, ვიდ­რე წა­რა­მა­რა შე­ჩი­ჩი­ნე­ბა. ის კი არა, რო­ცა რო­მე­ლი­მეს­თან სტუმ­რად მივ­დი­ვარ, აუცი­ლებ­ლად და­მახ­ვედ­რე­ბენ ხოლ­მე ვინ­მეს, თა­ვი­ან­თი ქმრის რო­მე­ლი­ღაც ძმა­კაცს, და მი­მიზ­ნე­ბენ, ნა­ხე, რა კარ­გი ბი­ჭია, შენ­თ­ვი­საა ზედ­გა­მოჭ­რი­ლი, ძა­ლი­ან მო­უხ­დე­ბით ერ­თ­მა­ნეთ­სო. ხან­და­ხან მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ შუბ­ლ­ზე ტაბ­ლო­სა­ვით მა­წე­რია ორი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი სიტყ­ვა - "უ­ი­მე­დო მარ­ტო­ხე­ლა".

ნამ­დ­ვი­ლად სტრეს­ში ვარ, შე­იძ­ლე­ბა გავ­გიჟ­დე ამა­თი გა­დამ­კი­დე. სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­დის უფ­რო იყ­ვ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი სტრეს­ში, უქ­მე თუ სა­მუ­შაო დღე­ებ­ში, და ახ­ლა აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ უქ­მე დღე­ე­ბი პირ­და­პირ მის­წ­რე­ბა ყო­ფი­ლა სტრე­სის­თ­ვის. რო­ცა მარ­ტო ხარ და სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ფიქ­რა­ლი გაქვს, თან გა­მო­სა­ვალს ვერ პო­უ­ლობ, ეგ­რე­ვე სტრეს­ში ვარ­დე­ბი. სამ­სა­ხურ­ში კი რა­მე­ზე მა­ინც გა­და­ერ­თ­ვე­ბი, ვი­ღა­ცას და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი და გულს გა­და­ა­ყო­ლებ. თუმ­ცა, ვის­თ­ვის რო­გორ. ზოგს ისე­თი და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შაო აქვს, სახ­ლ­ში უფ­რო ჰპო­ვებს შვე­ბას, სი­მარ­ტო­ვე­სა და სი­ჩუ­მე­ში.
ისე, მარ­თა­ლნი არი­ან ჩე­მი გო­გო­ე­ბი. ასე გაგ­რ­ძე­ლე­ბა ნამ­დ­ვი­ლად სი­გი­ჟის ტოლ­ფა­სია. აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­ვიც­ვა­ლო ცხოვ­რე­ბის წე­სი. აწი ძვე­ლე­ბუ­რად აღარ გაგ­რ­ძელ­დე­ბა. აი, მე­გის ქორ­წილ­ში თვა­ლის­მომ­ჭ­რელ მა­მა­კაც­თან ერ­თად გა­მოვ­ცხად­დე­ბი და ყვე­ლას თვალს და­ვუ­ყე­ნებ. მე­გი ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნიც­დის ჩემს სი­მარ­ტო­ვეს. ამი­ტო­მაც შევ­პირ­დი, სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბი­ლე­ბას არ ჩა­გიშ­ხა­მებ და კაც­თან ერ­თად გეს­ტუმ­რე­ბი-მეთ­ქი. კი­დევ კარ­გი, ეს იქ­ნე­ბა ბო­ლო ქორ­წი­ლი, სა­დაც მეჯ­ვა­რის როლს შე­ვას­რუ­ლებ. ამი­ტომ მცდე­ლო­ბად ღირს. მე­რე იქ­ნებ მარ­თ­ლა შე­ვუდ­გე ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გ­ზავ­რის ძებ­ნას. ვა­ღი­ა­რებ, პა­ტა­რა აღარ ვარ, დროა, მეც მო­ვე­კი­დო ოჯახს.

იმ­დე­ნად დამ­ღა­ლა ძებ­ნის პრო­ცეს­მა, თვა­ლე­ბი მეტ­კი­ნა. ავ­დე­ქი, გა­ვიზ­მო­რე, სხე­უ­ლი დავ­ჭი­მე და ფან­ჯა­რა გა­მო­ვა­ღე. მე­ო­რე დღეა, ბარ­დ­ნის და ბარ­დ­ნის. ფან­ტე­ლე­ბი შე­მაშ­ფო­თებ­ლად უხ­ვად ცვი­ვა მი­წა­ზე. ცა თოვ­ლით ისე დამ­ძი­მე­ბუ­ლა, გე­გო­ნე­ბა, სა­ცაა, თავ­ზე ჩა­მო­გემ­ხო­ბაო. დღი­სით მიყ­ვარს ასე­თი ცის ყუ­რე­ბა. აიხე­დავ მაღ­ლა და უყუ­რებ, რო­გო­რი ჭუჭყის­ფე­რია ცის თა­ღი. უხ­ვი ფან­ტე­ლე­ბი სა­ხე­ზე გე­ცე­მა და რაც უფ­რო დიდ­ხანს უყუ­რებ, მით უფ­რო გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ჰა­ერ­ში იწე­ვი და მაღ­ლა და მაღ­ლა ადი­ხარ, ჭუჭყის­ფე­რი ცის­კენ. ეს ერ­თა­დერ­თი სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია ჩემ­თ­ვის ზამ­თარ­ში, რო­მელ­საც ვერ ვი­ტან თა­ვი­სი სი­ცი­ვით, ყინ­ვით, თოვ­ლით, თეთ­რი მთვა­რით და ვერ­გამ­თ­ბო­ბი მზით.
ფან­ჯა­რა დავ­ხუ­რე და ისევ ლეპ­ტოპს მი­ვუბ­რუნ­დი. ყვე­ლა პრე­ტენ­დენ­ტი, თით­ქოს პი­რი შეკ­რე­სო, ერ­თ­სა და იმა­ვეს მი­მე­ო­რებ­და - გა­ვიც­ნოთ ერ­თ­მა­ნე­თი, შე­ნი მო­ბი­ლუ­რის ნო­მე­რი მო­მე­ცი, რა ლა­მა­ზი ხარ, არ გინ­და შევ­ხ­ვ­დეთ?.. მე კი არც ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის მი­ცე­მა მინ­და, არც შეხ­ვედ­რა, არც მათ­თან გა­სე­ირ­ნე­ბა და სა­ერ­თოდ... არ მინ­და ის, რაც მათ შე­ფარ­ვით უნ­დათ - ჩემ­თან სექ­სი. დი­დი მად­ლო­ბა! სა­ში­ნე­ლი სამ­ყა­როა ეს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი. აქ ყვე­ლას ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა აქვს, რაც უნ­დათ, იმას მოგ­წე­რენ, წარბს არ შე­არ­ხე­ვენ ისე. თავ­ხე­დუ­რად მი­გი­თი­თე­ბენ ლო­გი­ნის­კენ და არც შე­გე­კითხე­ბი­ან, ისე ურ­ცხ­ვად მო­ინ­დო­მე­ბენ შენს სა­წოლ­ში ჩა­გო­რე­ბას. ჩე­მი სოც­ქ­სე­ლუ­რი კონ­ტაქ­ტი ბო­ლო დროს სპორ­ტის სა­ხე­ო­ბას და­ემ­ს­გავ­სა. მა­მა­კა­ცე­ბი თით­ქოს ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, პირ­ვე­ლი რო­მე­ლი "მომ­ჩან­გ­ლავ­და". მე კი ვე­ძებ მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც დამ­თან­ხ­მ­დე­ბა, მოკ­ლე დრო­ით ჩე­მი კა­ვა­ლე­რი გახ­დეს, არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი.
ჩე­მი სამ­სა­ხუ­რის გა­დამ­კი­დე, ისე­დაც ხში­რად მი­წევს ინ­ტერ­ნეტ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ახ­ლა კი სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ვუ­ჯე­ქი სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტუ­რის ძებ­ნის მიზ­ნით. ამ სა­ყო­ველ­თაო ობო­ბის ქსელ­ში და­ვი­ჯე­რო, ერ­თი კა­ცი არ გა­მოჩ­ნ­დე­ბა, რო­მე­ლიც ჩემს მოთხოვ­ნებს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს?

ბო­ლო ხა­ნებ­ში ექ­ვ­ს­ჯერ მა­ინც ვი­ყა­ვი პა­ე­მან­ზე. აქ გაც­ნო­ბილ კა­ცებს შევ­ხ­ვ­დი. რა მექ­ნა, პო­ტენ­ცი­ურ საქ­მ­როს ვე­ძებ­დი. ამა­ოდ. მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლე­ბი­ვით ყვე­ლას ერ­თი მი­ზა­ნი ჰქონ­და - სექ­სი, სექ­სი და სექ­სი. ჩე­მი ამო­ცა­ნა, თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვად სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცი მე­პო­ვა, უფ­რო და უფ­რო შე­უს­რუ­ლე­ბელ მი­სი­ად მეჩ­ვე­ნე­ბო­და. ყვე­ლა შან­სი უკ­ვე ნულს გა­უ­ტოლ­და. ჩემს სარ­წე­ვე­ლა სა­ვარ­ძელ­ში გა­დავ­ქან­დი და ნეს­ტო­ებ­თან გა­მო­ჟო­ნი­ლი ოფ­ლი მო­ვიწ­მინ­დე. სწო­რედ ამ დროს ჩე­მი მზე­რა სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დის მარ­ჯ­ვე­ნა მხა­რეს მის­წ­ვ­და, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ფო­ტოა ხოლ­მე გა­მო­ტა­ნი­ლი და წე­რია: "შე­იძ­ლე­ბა, მათ იც­ნობ­დეთ". ავა­ტარ­ზე და­ვაწ­კა­პე და ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო უც­ნო­ბის გვერ­დ­ზე გა­და­ვე­დი. რა­ღა უც­ნო­ბი... იმ­დე­ნად ნაც­ნო­ბი და ახ­ლო­ბე­ლი სა­ხე გა­მო­მი­ტა­ნა მო­ნი­ტორ­მა, ოხ­ვ­რა აღ­მომ­ხ­და. მო­ცი­ნა­რი ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ღი­მი­ლი, ლო­ყებ­ზე ფო­სო­ე­ბი, რაც პა­ტა­რა, ე­შმა­კუ­ნა ბიჭს ამ­ს­გავ­სებს. მინ­დო­და მომ­ნუს­ხ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი? - ვი­პო­ვე კი­დე­ვაც. პრობ­ლე­მა ის იყო, რომ ბი­ბი კო­კა­ი­ას ეჭ­ვი არ ეპა­რე­ბო­და თა­ვის მომ­ნუს­ხ­ვე­ლო­ბა­ში. ამა­ზე უარე­სი კი ის იყო, რომ მან იცო­და, რო­გორ მოქ­მე­დებ­და პი­რა­დად ჩემ­ზე მი­სი მომ­ნუს­ხ­ვე­ლო­ბა. შეგ­ნე­ბუ­ლად არ მი­ვაშ­ტერ­დი მის ჟრუ­ან­ტე­ლის მომ­გ­ვ­რელ ღი­მილს და თვა­ლი მხო­ლოდ სტა­ტუს­ზე შე­ვა­ჩე­რე: "სა­რეკ­ლა­მო სფე­როს გა­მოც­დი­ლი ტოპ­მე­ნე­ჯე­რი ამე­რი­კი­დან დაბ­რუნ­და! და­გიმ­ტ­კი­ცებთ, რომ არ შემ­ც­დარ­ხართ, წარ­მა­ტე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გექ­ნე­ბათ!" აი, გან­ცხა­დე­ბა! აი, თა­ვის შე­თა­ვა­ზე­ბა! ვი­ცო­დი, ნიუ-იორ­კ­ში რომ ცხოვ­რობ­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. მგო­ნი, სწავ­ლობ­და კი­დე­ვაც იქ. მი­ი­ღებ­და გა­მოც­დი­ლე­ბას, აბა, რა. თან ასე­თი გა­რეგ­ნო­ბის კა­ცი არ­სად და­ი­კარ­გე­ბა, მით უმე­ტეს, ჭკვი­ა­ნიც თუ არის. კი­დევ ერ­თხელ შევ­ხე­დე ფო­ტო­სუ­რათს. სა­ერ­თოდ არ მეჩ­ვე­ნა შეც­ვ­ლი­ლი - ისევ ისე­თი­ვე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, ამ­ბი­ცი­უ­რი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ჩან­და.

ერ­თხანს მე­გო­ნა, რომ გა­მო­ვი­მუ­შა­ვე მი­სი მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო იმუ­ნი­ტე­ტი, მაგ­რამ აი, დად­გა მო­მენ­ტი და მივ­ხ­ვ­დი, რო­გორ ვცდე­ბო­დი. გა­მახ­სენ­და ერ­თი სა­ღა­მო. ჩემს ძმას, ტე­ტეს, ოც­და­ერ­თი წე­ლი შე­უს­რულ­და და და­ბა­დე­ბის დღე დი­დი ამ­ბით აღ­ნიშ­ნა. სწო­რედ იმ სა­ღა­მოს მი­ვი­ღე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, ახა­ლი ცხოვ­რე­ბა და­მეწყო. იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მარ­თ­ლაც ბევ­რი რამ "გა­და­ვი­კე­თე" - შე­ვიც­ვა­ლე გა­რეგ­ნო­ბა, ხა­სი­ა­თი, გავ­ხ­დი უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და, სა­ერ­თოდ, სულ სხვა ადა­მი­ა­ნად ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი. ბი­ბის მად­ლი­ე­რიც კი უნ­და ვი­ყო ერ­თი მხრივ, იმი­ტომ, რომ ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად სწო­რედ მას­თან ვიგ­რ­ძე­ნი თა­ვი მიმ­ზიდ­ველ ქა­ლად. იმ და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ სა­ღა­მოს, ტკბილ მო­გო­ნე­ბად რომ იქ­ცა, ბი­ბი მეფ­ლირ­ტა­ვე­ბო­და, მზრუნ­ვე­ლად მევ­ლე­ბო­და თავს და ყუ­რადღე­ბას არ მაკ­ლებ­და. მაგ­რამ რო­გორ უნ­და მე­პა­ტი­ე­ბი­ნა მის­თ­ვის ის, რაც შემ­დეგ მოხ­და? ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ახ­ლა, რო­გორც არას­დ­როს, ძა­ლი­ან მინ­დო­და, "მის­ტერ ამ­ბი­ცი­უ­რო­ბას" ვე­ნა­ხე. ამის გა­ფიქ­რე­ბა­ზე ისე შევ­კ­რ­თი, მხრებ­ში გა­ვი­შა­ლე და "მა­უ­სი" ხე­ლი­დან გა­ვაგ­დე, თით­ქოს ცეცხ­ლი წა­მე­კი­დაო. ცუ­დი, ძა­ლი­ან ცუ­დი იდეაა ეს.
მე­ო­რე მხრივ, მე მჭირ­დე­ბა კა­ვა­ლე­რი, ყვე­ლა­ზე მომ­ნუს­ხ­ვე­ლი და სექ­სუ­ა­ლუ­რი კა­ვა­ლე­რი მთელ პლა­ნე­ტა­ზე. ისე­თი, რომ­ლის და­ნახ­ვა­ზე ჩე­მი და­ქა­ლე­ბი დარ­წ­მუნ­დე­ბი­ან, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. გა­ნა რა, გა­ნა არ შე­მიძ­ლია, ამის­თა­ნა "ცხელ" ბი­ჭებ­თან რო­მა­ნი გა­ვა­ბა, ამის­თ­ვის ყვე­ლა­ნა­ი­რი მო­ნა­ცე­მი მაქვს, მაგ­რამ, უბ­რა­ლოდ, არ მინ­და.

ელე­ნე, - შევ­ძა­ხე ჩემს თავს, - არ და­გა­ვიწყ­დეს, ვის­ზეა ლა­პა­რა­კი. ეს ხომ მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი მის­ტერ ბი­ბია! ის არ იყო, თავს რომ გა­წო­ნებ­და? მან არ გა­მო­ი­ყე­ნა მო­ხიბ­ვ­ლის ყვე­ლა ხერ­ხი, არ­სე­ბუ­ლი თუ არარ­სე­ბუ­ლი, რომ ეჭ­ვი არ შეგ­პა­რო­და მის გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა­ში? და რო­ცა მი­სი მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბის ტყვე გახ­დი, სწო­რედ მა­შინ არ გატ­რი­ალ­და და წა­ვი­და? ეს ის არ იყო, რო­მელ­მაც შუა გზა­ზე მი­გა­ტო­ვა ისე, რომ უკან არ მო­უ­ხე­დავს?!

მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო იქ და მა­შინ. ახ­ლა სხვა საქ­მეა. ახ­ლა აქ ვარ და სხვა დროა. დაე, ნა­ხოს და დარ­წ­მუნ­დეს, რო­გორ შე­ვიც­ვა­ლე.
შენ რა, სი­ა­მა­ყე სა­ერ­თოდ აღარ შეგ­რ­ჩა? - ჩამ­ძა­ხო­და ჩე­მი მე­ო­რე "მე". - არ იფიქ­რებს ბი­ბი, რომ ისევ ისე­თი­ვე უიმე­დო მარ­ტო­ხე­ლა ხარ და დრო­ე­ბით კა­ვა­ლერს ეძებ? იტყ­ვის, შე­მო­მიჩ­ნ­და ეს გო­გო, რა­ღაც უნ­და, რომ გა­ი­ჩა­ლი­ჩო­სო. ან უარე­სი - იფიქ­რებს, რომ ისევ ხარ მას­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.
არა, სუ­ლაც არ ვფიქ­რობ ასე. ეს იქ­ნე­ბა ნამ­დ­ვი­ლი საქ­მი­ა­ნი გა­რი­გე­ბა და - სხვა არა­ფე­რი. რა, არ შე­იძ­ლე­ბა, გა­რი­გე­ბა და­დო ადა­მი­ან­თან? წა­მი­თაც არ და­ვუ­ჯე­რე ჩემს ცნო­ბი­ე­რე­ბას, სა­დაც მე­ო­რე ელე­ნე იყო ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი და ჯი­უ­ტად ჩემ­სა­ზე დავ­დე­ქი. ბი­ბი ყვე­ლა პა­რა­მეტ­რით აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ჩემს კრი­ტე­რი­უ­მებს - სიმ­პა­თი­უ­რი, ლა­მა­ზიც კი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი, მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი, სწო­რედ ერ­თი იმათ­გა­ნი, ვი­საც ქა­ლე­ბი ყო­ველ­თ­ვის ხარ­ბი მზე­რით აცი­ლე­ბენ. მას­თან ერ­თად თუ გა­მოვ­ჩ­ნ­დე­ბი, ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ და­ვარ­წ­მუ­ნებ ჩემს მე­გობ­რებს იმა­ში, რომ მეც შე­მიძ­ლია ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი მა­მა­კა­ცის გუ­ლის მო­ნა­დი­რე­ბა და თუ აქამ­დე არ ვა­კე­თებ­დი ამას, მხო­ლოდ კა­რი­ე­რის გა­მო.

თი­თებს ვა­კა­კუ­ნებ­დი მა­გი­და­ზე და ვა­ა­ნა­ლი­ზებ­დი სი­ტუ­ა­ცი­ას. ფაქ­ტობ­რი­ვად, არ­ჩე­ვა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არც მქონ­და. სო­ცი­ა­ლურ­მა ქსელ­მა ვერ შეძ­ლო ჩემ­თ­ვის მი­სა­ღე­ბი კან­დი­და­ტუ­რის შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. ამავ­დ­რო­უ­ლად, მო­ნი­ტო­რი­დან იდე­ა­ლუ­რი მა­მა­კა­ცი ქა­რიზ­მა­ტუ­ლი ღი­მი­ლით მომ­ჩე­რე­ბო­და.
მო­ბი­ლუ­რი მო­ვი­მარ­ჯ­ვე. ერ­თ­მა უბ­რა­ლო მოძ­რა­ო­ბამ, რა­საც ტე­ლე­ფო­ნის ხელ­ში აღე­ბა ჰქვია, ჟრუ­ან­ტე­ლი მომ­გ­ვა­რა, მთე­ლი სხე­უ­ლი ამი­კან­კა­ლა. მო­ბი­ლუ­რი ცი­ვად და­ვაბ­რუ­ნე თა­ვის ად­გილ­ზე.

და­უ­ჯე­რე­ბე­ლია: რაც უფ­რო დიდ­ხანს ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ბი­ბის ცის­ფერ თვა­ლებს, მი­სი მგრძნო­ბი­ა­რე ტუ­ჩე­ბის მოყ­ვა­ნი­ლო­ბას, ოდეს­ღაც კი­ნა­ღამ რომ შე­ე­ხო ჩემს ტუ­ჩებს, მით უფ­რო უიმე­დოდ მეჩ­ვე­ნე­ბო­და სი­ტუ­ა­ცია. იმ და­უ­ვიწყარ ღა­მეს ჩვენ შო­რის ნა­პერ­წ­კა­ლი გაკ­რ­თა და თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ცუ­დად დამ­თავ­რ­და, ვერ და­ვი­ვიწყე. არა­ფე­რი ისე არ უბ­რუ­ნებს თურ­მე ადა­მი­ანს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას, რო­გორც ახალ­გაზ­რ­დო­ბის გახ­სე­ნე­ბა. მე შევ­ძე­ლი, რო­გორ­ღაც გა­და­მე­ხარ­შა ის იმედ­გაც­რუ­ე­ბა, რო­მე­ლიც მა­შინ და­მე­უფ­ლა და ჩემ­და სა­სარ­გებ­ლოდ, სრუ­ლი­ად სხვა ადა­მი­ა­ნი გავ­ხ­დი. კარ­გი იქ­ნე­ბა, ჩე­მი ახა­ლი იმი­ჯის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბას მის თვალ­წინ თუ მო­ვახ­დენ, რა­თა ბი­ბი მიხ­ვ­დეს, რამ­დე­ნი რამ და­კარ­გა... მაგ­რამ სათ­ქ­მე­ლად ად­ვი­ლია, გა­სა­კე­თებ­ლად კი - ძნე­ლი. ვხვდე­ბო­დი, რომ რის­კ­ზე მივ­დი­ო­დი. რვა წლის გას­ვ­ლის შემ­დეგ სუ­ლაც არ ვი­ყა­ვი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ მო­ზარ­დო­ბის გა­ტა­ცე­ბა გა­და­ლა­ხუ­ლი მქონ­და. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი მქონ­და, ამ­ბი­ცი­უ­რი რომ გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი, - ჩე­მი გარ­დე­რო­ბი სავ­სე იყო სა­ხე­ლო­ბი­თი ტან­საც­მ­ლი­თა თუ ფეხ­საც­მ­ლით, წა­რა­მა­რა ვიც­ვ­ლი­დი ვარ­ცხ­ნი­ლო­ბას და მუ­დამ სხვა­დას­ხ­ვა­ნა­ი­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი, ვმარ­თავ­დი ბრწყინ­ვა­ლე პრე­ზენ­ტა­ცი­ებს და ყო­ველ­თ­ვის ქე­ბა­სა და მო­წი­წე­ბას ვიმ­სა­ხუ­რებ­დი, მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სუ­ლის სიღ­რ­მე­ში და­ურ­წ­მუ­ნებ­ლო­ბის მცი­რე ნა­წი­ლა­კი მა­ინც მრჩე­ბო­და - ვა­ი­თუ შე­მომ­ხე­დოს და ეგ­რე­ვე გატ­რი­ალ­დეს, ვერც კი შე­მამ­ჩ­ნი­ოს, რო­გორც ეს ერ­თხელ უკ­ვე გა­ა­კე­თა. მე­რე რა ვქნა? სად წა­ვი­დე მე­რე?

გეგ­მა, მთა­ვა­რი გეგ­მაა, კარ­გად გა­წე­რი­ლი, გო­ნივ­რუ­ლად მო­ფიქ­რე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის გეგ­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა წვრილ­მანს გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს და მხო­ლოდ ემო­ცი­ებ­ზე არ იქ­ნე­ბა აგე­ბუ­ლი. ახ­ლა­ვე დავ­ჯ­დე­ბი და მო­ვი­ფიქ­რებ, რა სა­ხის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი უნ­და შედ­გეს ჩვენ შო­რის. ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.


გაგრძელება იქნება
ავტორი სვეტა კვარაცხელია

წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
Ta
Kargia, momewona
22:28 / 14-09-2019
გამოხმაურება / 0 /
xatia
Moxaruli viqnebi yoveldge tu dawers avtori mimdevno tavebs novelisas
22:24 / 10-09-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93