ნოველები

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი III)

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი III)
წინა თავი

შევ­ც­ქე­რო­დი ბი­ბის და თვალს ვერ ვა­შო­რებ­დი. მის სა­ხეს ეგ­რე­ვე ფან­ტა­ზი­ე­ბის სამ­ყა­რო­ში გა­დავ­ყავ­დი. ლა­მა­ზი მი­რა­ჟე­ბის შექ­მ­ნა ყო­ველ­თ­ვის მე­ხერ­ხე­ბო­და, რაც მე­რე და მე­რე ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. ამი­ტო­მაც მი­მიჩ­ნე­ვენ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტად. მაგ­რამ ახ­ლა ჩე­მი ფან­ტა­ზი­ე­ბი აშ­კა­რად ერო­ტი­კუ­ლი ხა­სი­ა­თის იყო, რაც სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნა­საც კი მგვრი­და, რად­გან ბი­ბის­თან საქ­მის გა­მო ვი­ყა­ვი მო­სუ­ლი და არა - გა­სარ­თო­ბად. არა­და, ეს კა­ცი ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლის ოც­ნე­ბას ასა­ხი­ე­რებ­და თა­ვი­სი გა­რეგ­ნო­ბით. საკ­მა­რი­სი იყო, შე­გე­ხე­დათ მი­სი მო­ღი­მა­რი თვა­ლე­ბი­სა და სა­კოც­ნე­ლად შექ­მ­ნი­ლი ტუ­ჩე­ბის­თ­ვის, რომ
გუ­ლი შეგ­ტო­კე­ბო­დათ. პე­რან­გის მიღ­მა და­მა­ლუ­ლი ფარ­თო მხრე­ბი და სან­თე­ლი­ვით ჩა­მოქ­ნი­ლი წვრი­ლი, გრძე­ლი თი­თე­ბი აუცი­ლებ­ლად აღუძ­რავ­და ნე­ბის­მი­ერ ქალს სექ­სუ­ა­ლურ ფან­ტა­ზი­ებს. წა­მით მეც კი წარ­მო­ვიდ­გი­ნე მი­სი თლი­ლი თი­თე­ბი ჩემს შიშ­ველ ზურ­გ­ზე და იმ­ხე­ლა ნერ­წყ­ვი გა­და­ვა­გო­რე, ხე­ლის­გუ­ლი მი­ვი­ფა­რე ხორ­ხ­ზე, ბი­ბი არ მი­მიხ­ვ­დეს-მეთ­ქი.
დი­ახ, ასე­თი "და­ცე­მა" მა­მა­კა­ცი მჭირ­დე­ბო­და ჩე­მი და­ქა­ლე­ბის გუ­ლის მო­სა­გე­ბად. ბი­ბი, რო­გორც არა­ვინ, სა­უ­კე­თე­სოდ ერ­გე­ბო­და ამ როლს, თუ, რა თქმა უნ­და, შევ­ძ­ლებ­დი, უკუ­მეგ­დო ის სუ­ლე­ლუ­რი ოც­ნე­ბე­ბი, ხან­და­ხან უსირ­ცხ­ვი­ლოდ რომ გამ­კ­რავ­და გულ­ში, - რე­ა­ლუ­რა­დაც სი­ა­მოვ­ნე­ბით შევ­ხ­ვ­დე­ბო­დი მას და სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც არ ვეტყო­დი უარს.
პა­ე­მან­ზე იშ­ვი­ა­თად დავ­დი­ო­დი, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით იმ ბო­ლო ექვს შეხ­ვედ­რას, მთა­ვა­რი რო­ლის­თ­ვის რომ ვე­ძებ­დი სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კაცს. მი­მაჩ­ნ­და, რომ პა­ე­მა­ნი, სა­უ­კე­თე­სო შემ­თხ­ვე­ვა­ში, ძალ­ზე დამ­ღ­ლე­ლია, უარეს შემ­თხ­ვე­ვა­ში კი - მო­მაკ­ვ­დი­ნებ­ლად მო­საწყე­ნი. მა­მა­კა­ცებს ნერ­წყ­ვი მოს­დი­ო­დათ ჩემ და­ნახ­ვა­ზე და ერ­თი სუ­ლი ჰქონ­დათ, რო­დის გა­მიც­ნობ­დ­ნენ, მე­რე კი ყი­რა­ზე დგე­ბოდ­ნენ, ოღონდ კი თა­ვი მო­ე­წო­ნე­ბი­ნათ. ზო­გი­ერ­თე­ბი კი აშ­კა­რად ჩემს გა­მო­ყე­ნე­ბას ცდი­ლობ­დ­ნენ. იცოდ­ნენ, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­ლე­დი ვი­ყა­ვი და სე­რი­ო­ზუ­ლი კავ­ში­რე­ბი მქონ­და.
ცხოვ­რე­ბა­ში სა­მი ხან­მოკ­ლე რო­მა­ნი გა­მო­ვი­ა­რე. თი­თო­ე­უ­ლი ორ თვე­ზე მეტ­ხანს არ გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლა. რო­ცა ვხე­დავ­დი, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა სე­რი­ო­ზულ ეტაპ­ზე უნ­და გა­და­სუ­ლი­ყო, ეგ­რე­ვე უკან ვი­ხევ­დი. იმი­ტომ არა, რომ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გი ვი­ყა­ვი, უბ­რა­ლოდ, ვგრძნობ­დი, რომ ჯერ არ შევ­ხ­ვედ­რო­დი იმ ერ­თა­დერ­თ­სა და გა­ნუ­მე­ო­რე­ბელს. ამი­ტო­მაც, "გაპ­რან­ჭულ" სა­ღა­მო­ებს, სა­დაც თვა­ლე­ბით ფლირ­ტა­ო­ბა და შებ­მა-და­კერ­ვის პრო­ცე­სი ყვე­ლას­თ­ვის წა­რუ­მა­ტებ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, შინ მყუდ­როდ ჯდო­მა და მარ­ტო­ო­ბა მერ­ჩივ­ნა. მაგ­რამ ახ­ლა, რო­ცა უკ­ვე მე­გის გათხო­ვე­ბის დრო დად­გა და ერ­თა­დერ­თი გა­უთხო­ვა­რი თუ გა­სათხო­ვა­რი და­ქა­ლი ვრჩე­ბო­დი, სე­რი­ო­ზუ­ლად დავ­ფიქ­რ­დი სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხ­ზე - ნუ­თუ, იმ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­ლე­დო­ბა, რომ მარ­ტო­ხე­ლო­ბას ვამ­ჯო­ბი­ნებ?
ბი­ბი აუჩ­ქა­რებ­ლად სვამ­და თა­ვის ყა­ვას, თით­ქოს დრო­ის მო­გე­ბას ცდი­ლობ­სო. ალ­ბათ, უნ­და, რომ ვი­ნერ­ვი­უ­ლო. წა­მით იმა­ნაც კი გა­მი­ელ­ვა გო­ნე­ბა­ში, ნე­ტავ, სა­ერ­თოდ არ და­მე­რე­კა და ძებ­ნა ისევ ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა-მეთ­ქი! უფ­რო იოლია ფო­ტო­ე­ბის თვა­ლი­ე­რე­ბა, ვიდ­რე ასე პირ­და­პირ უყუ­რო ამ სას­წა­უ­ლებ­რი­ვი ცის­ფე­რი თვა­ლე­ბის და­ჟი­ნე­ბულ გა­მო­ხედ­ვას.
რო­გორც იქ­ნა, ბი­ბი ყა­ვის სმას მორ­ჩა და სა­ზურ­გე­ზე გა­დაწ­ვა, ფე­ხებ­გა­ჩაჩხუ­ლი. ასე კი­დევ უფ­რო სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­მოჩ­ნ­და. ჩემ­და უნე­ბუ­რად, ირ­გ­ვ­ლივ მი­მო­ვი­ხე­დე, სხვა ქა­ლე­ბის რე­აქ­ცია მა­ინ­ტე­რე­სებ­და. რამ­დე­ნი­მე წყვი­ლი თვა­ლი მარ­თ­ლა ჩვენ მოგ­ვ­ჩე­რე­ბო­და, თა­ნაც - მარ­თ­ლა ქა­ლე­ბის, ოღონდ არა - ჩვენ, არა­მედ - ბი­ბის, და ისე ხარ­ბად ავ­ლებ­დ­ნენ მზე­რას, რა­ღაც მო­მენ­ტ­ში და­ვი­ბოღ­მე კი­დეც.
- იქ­ნებ უფ­რო დაწ­ვ­რი­ლე­ბით მი­ამ­ბო, რას საქ­მი­ა­ნობ და, სა­ერ­თოდ, რა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა შე­ნი საქ­მი­ა­ნი კონ­ტაქ­ტე­ბი?
ღი­მი­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე. ის ჩემ­ში სარ­გე­ბელს ეძებ­და, ეს აშ­კა­რა იყო.
- კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი ვარ, - მოკ­ლედ მო­ვუ­ჭე­რი.
ამ­წუ­თას თა­მაშ­მა ჩემს მინ­დორ­ზე გად­მო­ი­ნაც­ვ­ლა. მხო­ლოდ ცი­ვი ობი­ექ­ტუ­რი ფაქ­ტე­ბი უნ­და გად­მო­მე­ლა­გე­ბი­ნა, რა­თა მი­სი ინ­ტე­რე­სი ამით უფ­რო გა­მეღ­ვი­ვე­ბი­ნა და მე­ტი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­მეხ­დი­ნა. რაც უფ­რო იდუ­მა­ლი რჩე­ბა ქა­ლი, მით უფ­რო მეტ ყუ­რადღე­ბას იჩე­ნენ მა­მა­კა­ცე­ბი მის მი­მართ. ეს კარ­გად მქონ­და ათ­ვი­სე­ბუ­ლი. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ჩე­მი საქ­მი­ა­ნი ალ­ღოს თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბის შანსს ბი­ბი ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვებ­და. ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით მას მარ­თ­ლა ეძ­ლე­ო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ცნო­ბილ ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან და­ემ­ყა­რე­ბი­ნა კონ­ტაქ­ტი. ეს ნამ­დ­ვი­ლად შე­მეძ­ლო, არ ვიტყუ­ე­ბო­დი.
- გსმე­ნია "ტენ­გოლ­კომ­პა­ნი­ის" შე­სა­ხებ რა­მე? - შე­ვე­კითხე.
- სპორ­ტუ­ლი სა­ქონ­ლის კომ­პა­ნია?
- სწო­რედ ის.
იმის­თ­ვის, რომ დრა­მა­ტუ­ლი ეფექ­ტი გა­მეძ­ლი­ე­რე­ბი­ნა, პა­უ­ზა გა­ვა­კე­თე. ამის აუცი­ლებ­ლო­ბა, რა თქმა უნ­და, არ იყო, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ისურ­ვებ­და თენ­გო კირ­ვა­ლი­ძის გაც­ნო­ბას, რო­მე­ლიც ამ კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გახ­ლ­დათ.
- თენ­გოს ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ, ჩე­მი ახ­ლო­ბე­ლია. ანუ სწო­რედ იმ და­ქა­ლის საქ­მ­როა, რო­მე­ლიც თხოვ­დე­ბა. სწო­რედ მის ქორ­წი­ლამ­დე პე­რი­ოდ­ში მჭირ­დე­ბა შე­ნი დახ­მა­რე­ბა. ვფიქ­რობ, ური­გო არ იქ­ნე­ბა, თუ­კი ერ­თ­მა­ნეთს გა­გაც­ნობთ და და­გა­კავ­ში­რებთ. ერ­თად წა­ვალთ პიკ­ნიკ­ზე, შე­გიძ­ლია, ლუ­დი და­ლიო მას­თან, პო­კე­რი ან ჯო­კე­რი ითა­მა­შოთ და რა ვი­ცი... უამ­რა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს მას­თან და­სა­ახ­ლო­ებ­ლად.
შუა და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი მაც­დუ­რად გა­ვატ­კა­ცუ­ნე, აქა­ო­და, ხომ ხე­დავ, რა მა­გარ რა­მეს გთა­ვა­ზობ-მეთ­ქი. ამას­თან, მო­ვემ­ზა­დე, მო­რი­გი სატყუ­ა­რა გა­და­მეგ­დო მის­თ­ვის და ღი­მი­ლით გა­ვაგ­რ­ძე­ლე:
- რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მე­ო­რე და­ქალს, ლი­ლის, მი­სი ქმა­რი თბი­ლის­ში ოქ­რო­უ­ლო­ბის მა­ღა­ზი­ე­ბის მფლო­ბე­ლია, "ცის­ფე­რი დი­ა­მონ­დის" ყვე­ლა მა­ღა­ზია და ფი­ლი­ა­ლი მი­სია.
- და რა გვა­რია ეს კა­ცი?
- ან­ტონ შუბ­ლა­ძე. და­ვი­ჯე­რო, არ გა­გი­გო­ნია?
- კი, რო­გორ არა. მა­გას, თუ არ ვცდე­ბი, რუ­სეთ­შიც უნ­და ჰქონ­დეს ბიზ­ნეს­წი­ლე­ბი.
- იტა­ლი­ა­შიც, სხვა­თა შო­რის, - ნიშ­ნის მო­გე­ბით და­ვა­მა­ტე.
- აჰა...
- აი, მე­სა­მე და­ქა­ლის მე­უღ­ლე კი, ანუ კა­ტო­სი, - დუ­დუ ბოლ­ქ­ვა­ძეა. კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის უზარ­მა­ზარ ფირ­მას ფლობს. "დუ­მა­უ­სი­ა" მი­სი სა­ხელ­წო­დე­ბა.
მინ­დო­და, ვე­ლუ­რი ცეცხ­ლი და­მე­ნა­ხა ბი­ბის თვა­ლებ­ში, სი­ხარ­ბით ან­თე­ბუ­ლი მზე­რა, მაგ­რამ - თქვენც არ მო­მიკ­ვ­დეთ, საკ­მა­ოდ კერ­კე­ტი კა­კა­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ყუ­რადღე­ბით გა­ჯე­რე­ბულ მზე­რას არ მა­შო­რებ­და, თით­ქოს სურ­და გა­მო­ეც­ნო, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში რა მო­ტი­ვი მა­მოძ­რა­ვებ­და მი­სი მი­სა­მარ­თით. არც მე და­მი­ხამ­ხა­მე­ბია თვა­ლი, ჯი­ქურ გა­ვუს­წო­რე მზე­რა.
- მდაა... შთამ­ბეჭ­და­ვი სიაა, - დამ­ნებ­და ბო­ლოს და, რო­გორც იქ­ნა, გა­მოტყ­და: - არ მო­გატყუ­ებ და, მხიბ­ლავს იდეა, ასე­თი კა­ლიბ­რის ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი გა­ვიც­ნო, - თით­ქოს ყოყ­მა­ნი გა­ე­რია ხმა­ში.
- ...მაგ­რამ? - შე­ვეშ­ვე­ლე.
- მაგ­რამ მინ­და გა­ვი­გო, მე რა­ტომ მომ­მარ­თე. ისე­თი ლა­მა­ზი გო­გო, რო­გო­რიც შენ ხარ, არ უნ­და გა­ნიც­დი­დეს თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას. გა­ფი­ცებ ყვე­ლა­ფერს, მე რა­ტომ ამირ­ჩიე? - გა­მომ­ც­დე­ლად შე­მომ­ღი­მა.
"გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ სა­ბე­დის­წე­რო სა­ღა­მოს შემ­დეგ, არა?" - გულ­ში და­ვა­ბო­ლო­ვე მი­სი აზ­რი. გა­მო­უთ­ქ­მე­ლი ფრა­ზა ჰა­ერ­ში გა­მო­ე­კი­და, მაგ­რამ ამ­წუ­თას ორი­ვე­ნი სწო­რედ ამა­ზე ვფიქ­რობ­დით, ამა­ში ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბო­და. რა გა­ეწყო­ბა, მზად ვარ, ამა­ზეც ვი­ლა­პა­რა­კო, თუ­კი თვი­თონ მო­ი­სურ­ვებს. თუ არ მო­ი­სურ­ვებს, მო­გო­ნე­ბე­ბი ფსკე­რის­კენ და­ეშ­ვე­ბა და ძვე­ლე­ბუ­რად ყვე­ლა­ზე დიდ და ძლი­ერ სტი­მუ­ლად დარ­ჩე­ბა ჩემს ახალ ცხოვ­რე­ბა­ში.
გუ­ლის სიღ­რ­მე­ში ერ­თ­მა რა­მემ მა­ინც ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა. ბი­ბი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ მა­მა­კა­ცე­ბი ბუ­ზე­ბი­ვით მეხ­ვე­ოდ­ნენ.
- და­მი­ჯე­რებ, რომ გითხ­რა, ეს ბე­დის­წე­რაა-მეთ­ქი?
- არ და­გი­ჯე­რებ, - მშვი­დად მო­მი­გო.
- არ ვხუმ­რობ. "ფე­ის­ბუკ­ში" "დავ­სე­ირ­ნობ­დი", უცებ შემ­თხ­ვე­ვით, შენს სტა­ტუსს გა­და­ვაწყ­დი და...
შეგ­ნე­ბუ­ლად არ და­ვამ­თავ­რე ფრა­ზა: ვი­ფიქ­რე, ამ ან­კეს­ზე წა­მო­ე­გე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ მი­სი სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით მივ­ხ­ვ­დი, რომ შევ­ც­დი, მან ჩე­მი ტყუ­ი­ლი არ ჭა­მა.
- და შენ მე მი­სურ­ვე, არა?
მის ხმა­ში გამ­კ­რ­თალ­მა სევ­დამ, ცო­ტა არ იყოს, გა­მაკ­ვირ­ვა, მაგ­რამ სა­ნამ მის გან­წყო­ბი­ლე­ბას გა­მო­ვიც­ნობ­დი, თვი­თონ­ვე გა­ნაგ­რ­ძო:
- იფიქ­რე, ამას კონ­ტაქ­ტე­ბი სჭირ­დე­ბა, ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ვაჭ­რო­ბის­თ­ვის მი­ზე­ზი მაქ­ვ­სო?
- ას­პ­რო­ცენ­ტი­ა­ნი ხარ! - წა­მო­ვიყ­ვი­რე და დაბ­ნე­უ­ლი ად­გილ­ზე გავ­ქ­ვავ­დი.
ალ­ბათ, რა საწყა­ლი შე­სა­ხე­და­ვი ვი­ყა­ვი ახ­ლა. რა თქმა უნ­და, სა­სი­ხა­რუ­ლო იყო, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, და­თან­ხ­მე­ბო­და ჩემს წი­ნა­და­დე­ბას, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, ვაჭ­რო­ბა რომ მი­წევ­და, ეს თით­ქოს მე უფ­რო მამ­ცი­რებ­და, ვიდ­რე მას. ხე­ლე­ბი მოვ­მუშ­ტე და მა­გი­დის ქვეშ, მუხ­ლებ­ში შევ­მა­ლე, რომ არ და­ე­ნა­ხა.
- და მა­ინც, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია ჩემ­თ­ვის, მა­ინ­ც­და­მა­ინც მე რა­ტომ მთხო­ვე დახ­მა­რე­ბა.
არ მე­გო­ნა, ასე­თი და­ჟი­ნე­ბით თუ მო­ითხოვ­და ჩემ­გან პა­სუხს. მივ­ხ­ვ­დი, მო­მი­წევ­და, სი­მარ­თ­ლის რა­ღაც ნა­წი­ლი მა­ინც გა­მენ­დო მის­თ­ვის.
- საქ­მე ისაა, რომ მე ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი მაქვს - კორ­პო­რა­ცი­ულ სა­ღა­მო­ებს ვაწყობ კერ­ძო შეკ­ვე­თე­ბით. ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დღე და ღა­მე ხალ­ხ­ში მი­წევს ტრი­ა­ლი, - მი­ნე­რა­ლუ­რი წყლით სავ­სე ჭი­ქა ავი­ღე და ოდ­ნავ მოვ­ს­ვი, - იშ­ვი­ა­თად თუ გა­მო­მიჩ­ნ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო და იმა­საც შინ ვა­ტა­რებ, ჩემ­თ­ვის. პა­ე­მან­ზე სა­სი­ა­რუ­ლოდ არ მცა­ლია, - და გუ­ლახ­დი­ლად ავუხ­სე­ნი, რომ ფუ­ჭი სა­უბ­რე­ბის­თ­ვის დრო­ის და­კარ­გ­ვა არ მიყ­ვარს, არ შე­მიძ­ლია, ყალ­ბად გა­მოვ­ხა­ტო ინ­ტე­რე­სი თვით­კ­მა­ყო­ფილ რეგ­ვე­ნებ­თან დი­ა­ლო­გის დროს და ატა­ნა არ მაქვს, რო­ცა პირ­ვე­ლი­ვე ჭი­ქის შემ­დეგ ჩემ შებ­მა­ზე გა­და­დი­ან; რომ ჩემ­თ­ვის უფ­რო სა­სი­ა­მოვ­ნოა, რა­ი­მე სა­სუს­ნა­ვი ვი­ყი­დო, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ჩა­მოვ­ჯ­დე და რა­ი­მე გემ­რი­ე­ლი კერ­ძი მო­ვამ­ზა­დო. - სამ­წუ­ხა­როდ, ჩემს ფა­ნატ და­ქა­ლებს სხვა არა­ფე­რი აქვთ სა­ლა­პა­რა­კო. მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­სად­მი ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა ჩე­მი უიმე­დო მარ­ტო­ო­ბი­სა.
ამ ლა­პა­რაკ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად რა­ღაც აზ­რ­მა გა­მი­ელ­ვა და სრუ­ლი­ად სხვა თე­მა­ზე გა­დავ­რ­თე ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი.
- მა­პა­ტიე, ბი­ბი, არც კი მი­კითხავს, გყავს ვინ­მე? შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხომ არ ხარ?
რა სუ­ლე­ლი ვარ! თით­ქოს ჭკვი­ა­ნი მგო­ნია ჩე­მი თა­ვი და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თხე­ლაც არ მომ­ს­ვ­ლია აზ­რად, რომ შე­იძ­ლე­ბო­და, ბი­ბის მე­გო­ბა­რი ქა­ლი ან თუნ­დაც ცო­ლი ჰყო­ლო­და.
- არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, - გა­შა­ლა ხე­ლე­ბი, - არც ცო­ლი, არც მე­გო­ბა­რი ქა­ლი, - ამ სიტყ­ვე­ბით ჩემ­კენ გად­მო­ი­ხა­რა და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი და­მიქ­ნია.
მეც გა­და­ვი­ხა­რე მის­კენ. რო­გორც კი სი­ახ­ლო­ვის სა­შიშ დის­ტან­ცი­ას მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, უკე­თე­სად შევ­ძე­ლი მის ცის­ფერ თვა­ლებ­ში გა­ფან­ტუ­ლი მწვა­ნე წერ­ტი­ლე­ბის და ცალ ლო­ყა­ზე გა­ჩე­ნი­ლი პა­ტა­რა ფო­სოს შეთ­ვა­ლი­ე­რე­ბა. ყო­ველ­თ­ვის მომ­წონ­და მა­მა­კა­ცის ლო­ყებ­ზე მსგავ­სი პა­ტა­რა ფო­სო­ე­ბი. ამი­ტო­მაც ძლივს შე­ვი­კა­ვე თა­ვი, ხე­ლი არ გა­მეშ­ვი­რა და თი­თით არ შევ­ხე­ბო­დი ამ საყ­ვა­რელ ფო­სოს.
- ერთ პა­ტა­რა სა­ი­დუმ­ლოს გა­გიმ­ხელ, - უეც­რად ჩურ­ჩულ­ზე გა­და­ვი­და, - არაფ­რით დავ­თან­ხ­მ­დე­ბო­დი შენ­თან შეხ­ვედ­რას, ვინ­მე რომ მყო­ლო­და. მე შენ ვინ გგო­ნი­ვარ?.. - ხუმ­რო­ბით და­ა­მა­ტა და შეთ­ქ­მუ­ლი­ვით გა­მი­ღი­მა. ამ ღი­მილ­მა მი­სი მა­მა­კა­ცუ­რი მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბა კი­დევ უფ­რო გა­მოკ­ვე­თა.
მსუ­ბუ­ქი თავ­ბ­რუს­ხ­ვე­ვა ვიგ­რ­ძე­ნი. ყა­ვი­სა და მი­სი ოდე­კო­ლო­ნის შე­რე­უ­ლი სურ­ნე­ლი ჯა­დო­სა­ვით მოქ­მე­დებ­და ჩემ­ზე. მის­კენ რომ გა­და­ვი­ხა­რე, უფ­რო მძაფ­რად შე­ვიგ­რ­ძე­ნი ეს სურ­ნე­ლი. რო­გორ მო­მინ­და, ხე­ლი გა­მეწ­ვ­დი­ნა მის­კენ, ჩავ­ხუ­ტე­ბო­დი და მის ძლი­ერ მკერ­დ­ზე მი­მე­დო თა­ვი!..
- გე­ხუმ­რე, რა­ტომ შე­გეც­ვა­ლა სა­ხე? - გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა და კვლავ სკა­მის სა­ზურ­გე­ზე გა­დაწ­ვა, რი­თაც ინ­ტი­მუ­რი სი­ახ­ლო­ვის სა­ში­ში დის­ტან­ცია წამ­ში გა­ა­ნად­გუ­რა.
ქვე­და ტუ­ჩი ლა­მის მო­ვი­ჭა­მე, რად­გან სა­ერ­თოდ და­მა­ვიწყ­და, ამ­წუ­თას რა­ზე ვსა­უბ­რობ­დით.
- ტე­ტე რო­გორ არის? სა­უ­კუ­ნეა, არ მი­ნა­ხავს. ისევ ხომ არ ბრა­ზობს ჩემ­ზე?
- კარ­გა­დაა, უოლ-სტრი­ტის მგელ­ზე ნაკ­ლე­ბად რო­დი შრო­მობს, - მეც გა­ვი­ცი­ნე.
- ისევ სა­ბან­კო საქ­მე­ებ­შია ჩაბ­მუ­ლი?
- აბა, რა. გრძელ­ვა­დი­ა­ნი კრე­დი­ტე­ბის მთა­ვა­რი ინ­ს­პექ­ტო­რია.
- მე არ მახ­სე­ნებს?
- სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, არას­დ­როს უხ­სე­ნე­ბი­ხარ. არ გვქო­ნია შენ­ზე სა­უ­ბა­რი, რა ვი­ცი, - უხერ­ხუ­ლად ავი­ჩე­ჩე მხრე­ბი. მარ­თ­ლა ასე იყო და ხომ არ მო­ვატყუ­ებ­დი!
- უნ­და და­ვუ­რე­კო ერ­თი, - გა­ი­ღი­მა ბი­ბიმ.
- და­უ­რე­კე. ბა­თუმ­შია. ორი წე­ლი იქ­ნე­ბა, თბი­ლის­ში არ ჩა­მო­სუ­ლა. მგო­ნი, ღა­მე­ებ­საც კი ბან­კ­ში ათე­ნებს.
- მარ­თ­ლა ასე უყ­ვარს თა­ვი­სი საქ­მე?
- კა­რი­ე­რამ ასე იცის, ძა­ლი­ან ჩამ­თ­რე­ვი რა­მეა, - თა­ვი და­ვუქ­ნიე.
- გე­თან­ხ­მე­ბი. ისე­დაც, კა­ცე­ბი სულ სხვა ხერ­ხე­ბით ცდი­ლო­ბენ ცხოვ­რე­ბა­ში გზის გა­კაფ­ვას. მიკ­ვირს, საზღ­ვარ­გა­რეთ რომ არ წა­ვი­და.
- მუ­შა­ო­ბა რომ და­იწყო, ვე­ღარ წა­ვი­და, თო­რემ აპი­რებ­და.
ამ ლა­პა­რაკ­ში ისევ გა­მახ­სენ­და ის სა­ღა­მო, ტე­ტეს და­ბა­დე­ბის დღე. პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა იყო, რო­ცა ჯინ­სის შარ­ვა­ლი კა­ბით შევ­ც­ვა­ლე. მინ­დო­და, თა­ვი ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნად მეგ­რ­ძ­ნო. ტაფ­ტის ფარ­თხუ­ნა ქვე­და­ბო­ლო მეც­ვა, რო­მე­ლიც ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა­ზე უც­ნა­უ­რად შრი­ა­ლებ­და. ბი­ბი, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, იმ სა­ღა­მოს თა­ვის სტი­ქი­ა­ში იყო. გე­გო­ნე­ბო­დათ, ტე­ტე კი არა, თვი­თონ არის წვე­უ­ლე­ბის მთა­ვა­რი გმი­რიო. გა­მუდ­მე­ბით ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მე კი, პი­რი­ქით, ვცდი­ლობ­დი, ჩრდილ­ში დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი. მხო­ლოდ ოც­ნე­ბა­ში თუ შე­მეძ­ლო და­მეშ­ვა, რომ მის­ნა­ირ ბიჭს ჩემ­ნა­ი­რი გო­გოს­თ­ვის შე­იძ­ლე­ბო­და, ყუ­რადღე­ბა მი­ექ­ცია.
მაგ­რამ მოხ­და სას­წა­უ­ლი და რაც უნ­და უც­ნა­უ­რად მო­ეჩ­ვე­ნოს ვინ­მეს, მან მე შე­მამ­ჩ­ნია. რეს­ტორ­ნის აივან­ზე გა­ვე­დი და ისიც გა­მომ­ყ­ვა. მთე­ლი სა­ა­თი ვლა­პა­რა­კობ­დით ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბით მო­ჭე­დი­ლი ცის ქვეშ, ვი­ცი­ნო­დით, ვხუმ­რობ­დით. მი­სი ინ­ტე­რე­სი და ყუ­რადღე­ბა საკ­მა­რი­სი იყო, რომ გავ­ფურ­ჩ­ქ­ნი­ლი­ყა­ვი, ამ სიტყ­ვის პირ­და­პი­რი გა­გე­ბით. თით­ქოს ეგ­ზო­ტი­კუ­რი ვარ­დი­ვით გა­ვი­შა­ლე. ასე­თი ძლი­ე­რი ემო­ცია მა­ნამ­დე არ გა­მო­მე­ცა­და და აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ახ­ლა უკ­ვე აღარ მიქ­მ­ნი­და უხერ­ხუ­ლო­ბას კა­ბა და მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად იმ სა­ღა­მოს­თ­ვის ვი­ყი­დე. არც სათ­ვა­ლე მიქ­მ­ნი­და დის­კომ­ფორტს, რომ­ლის გა­რე­შე ერ­თი მეტ­რის მან­ძილ­ზე ვე­რა­ფერს და­ვი­ნა­ხავ­დი. იმ­წუ­თას ყვე­ლა­ფე­რი მიყ­ვარ­და და მი­ხა­რო­და. ხუმ­რო­ბა ხომ არ იყო, თვით ბი­ბი კო­კაია მეფ­ლირ­ტა­ვე­ბო­და!
კი, ცუ­დად დამ­თავ­რ­და ის სა­ღა­მო და ყვე­ლა­ფე­რი ჩამ­შ­ხამ­და, მაგ­რამ ისე­თი მძაფ­რი შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი გან­ვი­ცა­დე, რომ მიზ­ნად და­ვი­სა­ხე, კვლავ გა­მო­მე­ცა­და. ჩემს თავს ავუკ­რ­ძა­ლე უკან, წარ­სუ­ლის­კენ მი­ხედ­ვა. ახ­ლა უსიმ­პა­თი­უ­რეს ბი­ბი­საც კი არ შე­უძ­ლია, ეს აზ­რი შე­მაც­ვ­ლე­ვი­ნოს.
- ბო­ლო დროს სწო­რედ მის და­ბა­დე­ბის დღეზე შევ­ხ­ვ­დით მე და შენ ერ­თ­მა­ნეთს, გახ­სოვს? - თქვა ბი­ბიმ და ჩე­მი მო­დუ­რი ჩაც­მუ­ლო­ბა დაკ­ვირ­ვე­ბით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა. თით­ქოს ჭი­ან­ჭ­ვე­ლებ­მა და­მირ­ბი­ნეს შიშ­ველ კან­ზე. ასე მე­გო­ნა, მა­მა­კა­ცი თი­თე­ბით შე­მე­ხო.
ყო­ვე­ლი დე­ტა­ლი მახ­სოვ­და იმ სა­ღა­მო­დან, ისიც კი, რა ეც­ვა და - რა ფე­რებ­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით, ყა­ვის­ფე­რი ტყა­ვის ქურ­თუ­კი და­მა­მახ­სოვ­რ­და, რად­გან გა­რეთ გა­სულს უეც­რად შე­მაჟ­რ­ჟო­ლა, ოღონდ - არა სი­ცი­ვის­გან, არა­მედ მი­სი სი­ახ­ლო­ვის­გან, და ბი­ბიმ თა­ვი­სი ქურ­თუ­კი მო­მა­ხუ­რა მხრებ­ზე. მო­მა­ხუ­რა და ხე­ლე­ბი არც აუღია ჩე­მი მხრე­ბი­დან. ახ­ლაც მახ­სოვს ის შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რო­გორ გა­მი­ხურ­და ორი­ვე მხრის­თა­ვი, სა­დაც ბი­ბის ხე­ლე­ბი ეს­ვე­ნა. მე­რე შამ­პა­ნუ­რით სავ­სე ბო­კა­ლი მო­მა­წო­და. მეც ავ­დე­ქი და ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად, ბო­ლომ­დე გა­მოვ­ცა­ლე. ეგ­რე­ვე მო­მე­კი­და და ღაწ­ვე­ბი ამი­ფო­რაჯ­და. მე­რე ბი­ბიმ თა­ვის­კენ შე­მო­მაბ­რუ­ნა. მე თა­ვი დავ­ხა­რე, რად­გან მზე­რას ვერ ვუს­წო­რებ­დი, მან კი ნი­კაპ­ქ­ვეშ ამომ­დო ხე­ლი, თა­ვი ამა­წე­ვი­ნა და თვა­ლებ­ში ჩამ­ხე­და. ჩამ­ხე­და და... არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა მი­სი მა­შინ­დე­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ღი­მი­ლი.

- მოგ­ვი­წევს იმა­ზე ლა­პა­რა­კი, რაც იმ სა­ღა­მოს მოხ­და.
ძა­ლა იმ­დე­ნად წა­მერ­თ­ვა ამის გა­გო­ნე­ბა­ზე, რომ გარ­ხე­ვა ვერ შევ­ძე­ლი, თით­ქოს პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი გავ­ხ­დი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხე­ლის ზურ­გ­ზე მი­სი თი­თე­ბის გას­რი­ა­ლე­ბა ვიგ­რ­ძე­ნი. სი­ტუ­ა­ცი­ას კონ­ტ­რო­ლი­დან გა­მოს­ვ­ლა ემუქ­რე­ბო­და, თან­და­თან ვი­ძა­ბე­ბო­დი. ყვე­ლა­ზე უკეთ ვი­ცო­დი, რომ მი­სი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბა ერ­თ­გ­ვა­რი იარა­ღი იყო ქა­ლის გუ­ლის მო­სა­ნა­დი­რებ­ლად. ეს სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან და­მა­მახ­სოვ­რ­და. რამ­დე­ნი გო­გო მი­ნა­ხავს მის გა­მო ატი­რე­ბუ­ლი! ამი­ტომ დღემ­დე ვარ­წ­მუ­ნებ­დი თავს, რომ მი­სი მომ­ნუს­ხ­ვე­ლო­ბა ვე­რა­ფერს და­მაკ­ლებ­და, ჩემ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მი­სი ჯა­დოს­ნუ­რი მა­გია აშ­კა­რად უძ­ლუ­რი იყო. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ­დი, გულ­გ­რი­ლო­ბა გა­მო­მე­ხა­ტა, მაგ­რამ ბი­ბი­ზე ამას არ უმოქ­მე­დია. ბო­ლოს და ბო­ლოს, მივ­ხ­ვ­დი, რომ არის ისე­თი რა­მე­ე­ბიც, რაც ლო­გი­კურ ახ­ს­ნას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ბი­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩე­მი რე­აქ­ცია მხო­ლოდ ინ­ს­ტინ­ქ­ტით იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი, სექ­სუ­ა­ლურ გა­ტა­ცე­ბად იქ­ცა; ჰორ­მო­ნე­ბი იყო ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე, მაგ­რამ ამ­ჯე­რად რო­გორ­მე თა­ვი ხელ­ში უნ­და ამეყ­ვა­ნა.
ნა­ძა­ლა­დე­ვად გა­ვი­ცი­ნე, მა­ჯის სა­ათს დავ­ხე­დე და თავ­დახ­რილ­მა ვთქვი:
- სა­სი­ა­მოვ­ნოა შენ­თან ჯდო­მა და წარ­სუ­ლის მო­გო­ნე­ბე­ბის ამო­ქექ­ვა, მაგ­რამ ჩე­მი წას­ვ­ლის დროა, საქ­მე­ე­ბი მე­ლო­დე­ბა.
- რა თქმა უნ­და, - და­მე­თან­ხ­მა ბი­ბი. არც კი უგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე­ბია, რომ ჩე­მი გაქ­ცე­ვის მი­ზე­ზი არ და­ი­ჯე­რა. - ალ­ბათ კი­დევ ერ­თხელ მოგ­ვი­წევს შეხ­ვედ­რა, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვი­ა­როთ.
- გა­ვი­ა­როთ?
ისე გა­ი­ღი­მა, თით­ქოს სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებ­და ჩე­მი შეც­ბუ­ნე­ბა.
- თუ გინ­და, რომ შენ­მა და­ქა­ლებ­მა და­ი­ჯე­რონ ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი, ღირ­სე­უ­ლი ლე­გენ­და უნ­და მო­ვი­ფიქ­როთ და ცო­ტა პრაქ­ტი­კაც გა­ვი­ა­როთ ნა­ზი გრძნო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­კითხ­ში.
"ნა­ზი გრძნო­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის სა­კითხ­შიო?.. რა­ზე ლა­პა­რა­კობს?" - კო­პე­ბი შე­ვი­კა­რი.
რო­ცა დაბ­ნე­უ­ლო­ბა შე­მატყო, გუ­ლი­ა­ნად ახარ­ხარ­და და ხელ­ზე ხე­ლი მო­მი­ჭი­რა.
- ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, - დამ­შ­ვი­დე­ბა და­მიწყო, - ვი­ხუმ­რე. თუმ­ცა, მზად უნ­და ვი­ყოთ პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად ისეთ კითხ­ვებ­ზე, რო­მლებ­საც უეჭ­ვე­ლია, ვერ გა­ვექ­ცე­ვით. შე­ნი და­ქა­ლე­ბი რომ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან, ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, ამი­ტომ შე­კითხ­ვებ­საც ძა­ლი­ან ყო­ფით­სა და ინ­ტი­მურს შე­არ­ჩე­ვენ. ასე არ არის?
- მა­გა­ლი­თად? - გუ­ნე­ბა წა­მიხ­და.
- მა­გა­ლი­თად, სად გა­ვი­ცა­ნით ერ­თ­მა­ნე­თი, რო­გორ შე­მიყ­ვარ­დი ან შე­გიყ­ვარ­დი, აქამ­დე სად ვი­მა­ლე­ბო­დი და ასე...
- მარ­თა­ლი ხარ, - რო­გორც იქ­ნა, შუბ­ლი გავ­ხ­სე­ნი, - წი­ნა­აღ­მ­დე­გი ხომ არ იქ­ნე­ბი, რომ და­გი­რე­კო, რო­ცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მო­მიჩ­ნ­დე­ბა?
- რა პრობ­ლე­მაა?! - მხი­ა­რუ­ლად წა­მო­ი­ძა­ხა ბი­ბიმ, ხე­ლი შე­მიშ­ვა და წა­მოდ­გა.
რო­ცა და­ნა­ხარ­ჯი გა­და­ი­ხა­და, გვერ­დით ამო­მიდ­გა და კი­დევ ერ­თხელ შე­მე­ხო ხელ­ზე, ვი­თომ შემ­თხ­ვე­ვით. მე კი ჩე­მი და­მე­მარ­თა. მის­მა შე­ხე­ბამ მსუ­ბუ­ქი თრთო­ლა მომ­გ­ვა­რა. რა ად­ვი­ლია მის­თ­ვის, ასე მხი­ა­რუ­ლად თქვას, არ არის პრობ­ლე­მაო!..

გაგრძელება იქნება

ავტორი სვეტა კვარაცხელია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93