ნოველები

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი IV)

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი IV)
წინა ეპიზოდი

სამ­ზა­რე­უ­ლოს ხელ­თათ­მა­ნი მო­ვირ­გე და ქვაბს სა­ხუ­რა­ვი ავ­ხა­დე. სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნელ­მა ცხვირ­ში შე­მი­ღი­ტი­ნა. სა­ქონ­ლის ხორ­ცის კონ­სერ­ვი ვი­ყი­დე და მა­კა­რონ­ში ჩავ­შუ­შე. გემ­რი­ე­ლი გა­მო­სუ­ლა. ბო­ლოს შა­ვი პილ­პი­ლი მო­ვა­ყა­რე და მა­რი­ლიც და­ვა­მა­ტე, გე­მოვ­ნე­ბით. ნელ ცეცხ­ლ­ზე გა­ვაგ­რ­ძე­ლე შუშ­ვა, რომ არ მიმ­წ­ვა­რი­ყო. ალ­ბათ, არ ღირ­და, ამ­დე­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვა გა­მო­მე­ჩი­ნა ვახ­შ­მის მო­სამ­ზა­დებ­ლად, მაგ­რამ ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. და რო­ცა ვნერ­ვი­უ­ლობ, ყო­ველ­თ­ვის რა­ი­მე კერ­ძის მომ­ზა­დე­ბას ვიწყებ. უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს სტრე­სის მო­სახ­ს­ნე­ლად: ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი გა­სე­ირ­ნე­ბა, სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბა­ზი, მე­დი­ტა­ცია, მაგ­რამ მე ერ­თა­დერ­თი "რე­ცეპ­ტი" მამ­შ­ვი­დებს - კუ­ლი­ნა­რია.
ჯერ კი­დევ სკო­ლი­დან
მიყ­ვარ­და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი. მხო­ლოდ აქ შე­მეძ­ლო, თა­ვი და­მეღ­წია ჩე­მი სა­ცო­და­ვი მარ­ტო­ო­ბის­თ­ვის, მე­რე კი, თვრა­მე­ტი წლის ასაკ­ში, რო­ცა მა­მა გარ­და­მეც­ვა­ლა, სულ მი­ვე­ჯაჭ­ვე სამ­ზა­რე­უ­ლოს.
შუ­ადღეს ბი­ბიმ და­მი­რე­კა, თუ შე­იძ­ლე­ბა, სა­ღა­მოს შე­მო­გივ­ლი, რა­თა ჩე­მი ახა­ლი რო­ლის დე­ტა­ლე­ბი გან­ვი­ხი­ლო­თო. "ა­ხა­ლი კი არა, მთა­ვა­რი რო­ლის, გა­მოშ­ტე­რე­ბუ­ლო", - გა­ვი­ფიქ­რე ღი­მი­ლით და ხე­ლის კან­კა­ლით შე­ვუ­დე­ქი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას.
უკ­ვე ყვე­ლა­ფე­რი მზად მქონ­და, სუფ­რაც გავ­შა­ლე. რო­ცა გაშ­ლილ მა­გი­დას გა­დავ­ხე­დე, უღ­რ­მე­სი კმა­ყო­ფი­ლე­ბა და­მე­უფ­ლა. რომ იტყ­ვი­ან, თა­ვი მო­ვი­კა­ლი. შემ­წ­ვა­რი თევ­ზი ლი­მო­ნით, ტკბი­ლი ფლა­ვი ფორ­თოხ­ლით, ქიშ­მი­ში­თა და ვაშ­ლით, შემ­წ­ვა­რი ბად­რი­ჯა­ნი ნიგ­ვ­ზით, სტა­ფი­ლო პო­მი­დორ­ში, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ზაფხულ­ში და­ვა­კონ­სერ­ვე; და­ბო­ლოს, ხორ­ცი­ა­ნი მა­კა­რო­ნი. უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ ამ­ჯე­რად ძალ-ღო­ნე არ და­ვი­შუ­რე, სტრე­სი ბო­ლომ­დე მო­მეხ­ს­ნა. აბა, ამ­დე­ნი კერ­ძის ნა­ხე­ვარ დღე­ში მომ­ზა­დე­ბას ეხუმ­რე­ბით?! ბო­კა­ლი მო­ვი­მარ­ჯ­ვე და "ოჯა­ლე­შის" კარ­გა დი­დი ყლუ­პი მოვ­ს­ვი, თუმ­ცა, ამ დი­დე­ბუ­ლი ღვი­ნის გე­მო ვერ ვიგ­რ­ძე­ნი. ორი ბოთ­ლი შე­მოვ­დ­გი მა­გი­და­ზე. კარ­გა ხა­ნია, ეს ღვი­ნო შე­ნა­ხუ­ლი მქონ­და. ერ­თ­მა კლი­ენ­ტ­მა მო­მარ­თ­ვა სა­ა­ხალ­წ­ლოდ ხუ­თი ლიტ­რი და ჯერ ხე­ლიც არ მიხ­ლია. ან კი რო­დის ვახ­ლებ­დი?! ახალ წელს თხუ­ნე­ლა­სა­ვით შევ­ძ­ვე­რი ლო­გინ­ში და და­ვი­ძი­ნე. არც მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში მყო­ლია სტუმ­რე­ბი. ასე რომ, ახ­ლა ნამ­დ­ვი­ლად გა­მო­მად­გა.
ბი­ბი წუ­თი-წუთ­ზე მო­ვი­დო­და, მა­მა­კა­ცი, რო­მელ­თა­ნაც ვი­თომ რო­მა­ნი მქონ­და და რო­მელ­საც უნ­და და­ერ­წ­მუ­ნე­ბი­ნა ჩე­მი და­ქა­ლე­ბი, რომ სუ­ლაც არ ვი­ყა­ვი "უ­ი­მე­დო მარ­ტო­ხე­ლა". ახ­ლა სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მანს რომ ვწერ­დე, სწო­რედ ასე და­ვარ­ქ­მევ­დი ჩემს "ნა­მოღ­ვა­წარს". ხომ კარ­გი სა­თა­უ­რი გა­მო­ვი­დო­და? მა­გა­რი!
ეჰ, რო­გორ­მე უნ­და გა­და­ვა­გო­რო ეს ერ­თი ქორ­წი­ლიც. მე­გი უნ­და გა­ვათხო­ვო, "ქორ­წი­ნე­ბის ფა­ნა­ტე­ბის" ბო­ლო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, და ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ და­ვის­ვე­ნებ. მე­რე აღარ მო­მი­წევს თა­ვის მოჩ­ვე­ნე­ბა, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მდი­და­რი საქ­მი­ა­ნი ქა­ლი ვარ, რო­მე­ლიც სავ­სე­ბით ბედ­ნი­ე­რია მა­მა­კა­ცის გა­რე­შეც.
არა­და, მარ­თ­ლა არ გან­ვიც­დი­დი ჩემს მარ­ტო­ო­ბას. პი­რი­ქით, ასე უფ­რო კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი თავს. ვცხოვ­რობ­დი ჩემ­თ­ვის მშვი­დად, წყნა­რად, ნერ­ვებს არა­ვინ მიშ­ლი­და, არა­ვი­თა­რი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა არ მქონ­და და­კის­რე­ბუ­ლი და სა­ღა­მოს კის­რის­ტე­ხით არ მოვ­რ­ბო­დი შინ, ემანდ ქმა­რი არ გა­მი­ჯავ­რ­დეს-მეთ­ქი! ახ­ლა კი, რო­ცა ჩე­მი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი­დან კი­დევ ერ­თი და ამ­ჯე­რად უკა­ნას­კ­ნე­ლი თხოვ­დე­ბო­და, და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის მსუ­ბუ­ქი შეგ­რ­ძ­ნე­ბა და­მე­უფ­ლა. რო­ცა ჩე­მი გათხო­ვი­ლი და­ქა­ლე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი ხოლ­მე და ქმრებ­თან მათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვუ­ყუ­რებ­დი, აშ­კა­რად ვხე­დავ­დი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის ნიშ­ნებს: ხე­ლე­ბის მსუ­ბუ­ქი შე­ხე­ბა, თვა­ლე­ბით მი­ა­ლერ­სე­ბა, ხუმ­რო­ბე­ბის გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ორს ეს­მის... მიყ­ვარ­და მათ­თან დროსტა­რე­ბა, ამას­თან, გა­მუდ­მე­ბით მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ მათ გვერ­დით სრუ­ლი­ად ზედ­მე­ტი ვი­ყა­ვი. აი, ისე, გა­მოთ­ქ­მა რო­მაა: "მე­სა­მე ზედ­მე­ტი­ა". ეს აზ­რი მოს­ვე­ნე­ბას მი­კარ­გავ­და.
თუ ყვე­ლა­ფე­რი გეგ­მის მი­ხედ­ვით წა­ვა, ცო­ტა­თი მა­ინც ამო­ვი­სუნ­თ­ქავ და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­მე­ცე­მა, რამ­დე­ნი­მე ხა­ნი მა­ინც არ ვიგ­რ­ძ­ნო თა­ვი ზედ­მე­ტად მათ გვერ­დით. მთა­ვა­რია, ამ ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ნამ სა­ღა­მო­ე­ბი მო­ეწყო­ბა და აქეთ-იქით ერ­თად მოგ­ვი­წევს სი­ა­რუ­ლი, არა­ფერ­ში ჩა­ვიჭ­რა, მე­რე კი ჩვე­უ­ლებ­რივ რუ­ტი­ნას, სამ­სა­ხურს და­ვუბ­რუნ­დე­ბი, რაც ყვე­ლა­ზე კარ­გად გა­მომ­დის.

მკვეთ­რ­მა კა­კუნ­მა შე­მაკ­რ­თო და ჩემ­და უნე­ბუ­რად შევ­ხ­ტი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბი­ბის ვე­ლო­დი. კი­დევ ერ­თი ყლუ­პი მოვ­ს­ვი, თვა­ლი წა­მით შე­ვავ­ლე სა­კუ­თარ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას სარ­კე­ში, ღრმად ამო­ვი­ოხ­რე და კა­რის გა­სა­ღე­ბად გა­ვე­შუ­რე.
მის და­ნახ­ვა­ზე და­მა­ჯე­რე­ბე­ლი ღი­მი­ლი გა­მო­ვი­სა­ხე ტუ­ჩებ­ზე, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და ათ­ვი­სე­ბუ­ლი, ჩე­მი სა­მუ­შა­ოს გა­დამ­კი­დეს. რო­ცა მი­სი აღ­ტა­ცე­ბუ­ლი მზე­რა და­ვი­ჭი­რე, გა­ვი­ფიქ­რე, ტყუ­ი­ლად არ მიწ­ვა­ლია, თა­ვის ასე და­ჭე­რა რომ ვის­წავ­ლე-მეთ­ქი. თავ­მომ­წო­ნე ქა­ლის იმი­ტი­რე­ბა მშვე­ნივ­რად გა­მომ­დი­ო­და.
- ეს - შენ, - ბი­ბიმ ჰერ­ბე­რე­ბის სა­უცხოო თა­ი­გუ­ლი გა­მო­მი­წო­და. - წი­თე­ლი, ყვი­თე­ლი და აგუ­რის­ფე­რი ჰო­ლან­დი­უ­რი გვი­რი­ლე­ბის.
ნე­ტავ, ბა­ნა­ლუ­რი წი­თე­ლი ვარ­დე­ბი რა­ტომ არ მო­მი­ტა­ნა? არ აწყობ­და? ისე, ვარ­დე­ბის თე­მა ბო­ლო წლებ­ში ძა­ლი­ან გაც­ვ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ თით­ქოს მო­დი­დან გა­და­ვი­და ეს მე­ფუ­რი ყვა­ვი­ლი. ახ­ლა კი­დევ არა უშავს, მაგ­რამ პირ­ველ ხა­ნებ­ში, მგო­ნი, ყვე­ლა ერი­დე­ბო­და სა­ჩუქ­რად ახ­ლო­ბელ­თან ვარ­დე­ბის მი­ტა­ნას. რო­გორც ჩანს, "მის­ტერ მო­მა­ჯა­დო­ებ­ლო­ბას" შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მოხ­დე­ნა სურ­და და, უნ­და გა­მოვ­ტყ­დე, გა­მო­უ­ვი­და კი­დეც. მარ­თა­ლია, არც ჰერ­ბე­რე­ბი მხიბ­ლავ­და დი­დად, მაგ­რამ ამ გა­გა­ნია ზამ­თარ­ში უკე­თე­სი რა უნ­და ეშო­ვა კაცს?! მარ­თ­ლა და მარ­თ­ლა, სპე­ცი­ა­ლუ­რად ხომ არ გა­მო­ი­წერ­და ჩე­მი გუ­ლის­თ­ვის ჰო­ლან­დი­ი­დან ქრი­ზან­თე­მებს ან ჰორ­ტენ­ზი­ებს!
- დი­დი მად­ლო­ბა, რა­ტომ შე­წუხ­დი? - თა­ი­გუ­ლი ცხვირ­თან მი­ვი­ტა­ნე და დავ­ყ­ნო­სე, მაგ­რამ სურ­ნე­ლი ვერ შე­ვიგ­რ­ძე­ნი. ყვა­ვი­ლის ეს სა­ხე­ო­ბაც მე მგავს ალ­ბათ: გა­რეგ­ნუ­ლად ლა­მა­ზია, სურ­ნე­ლი კი არა აქვს, ანუ, გა­რე­დან მტერს უბ­რ­მა­ვებს თვალს, შიგ­ნი­დან კი - მოყ­ვა­რეს.
- რა შე­წუ­ხე­ბაა?! - შეთ­ქ­მუ­ლი­ვით გა­მი­ღი­მა ბი­ბიმ და ზღურ­ბ­ლ­ზე გად­მო­ა­ბი­ჯა. - ხომ უნ­და მო­ვირ­გო შე­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის რო­ლი?
იმედ­გაც­რუ­ე­ბის ჩხვლე­ტა ვიგ­რ­ძე­ნი. სწო­რედ ამის­თ­ვის მო­ვი­და - გან­ვი­ხი­ლოთ მი­სი მო­მა­ვა­ლი რო­ლის დე­ტა­ლე­ბი. არა­და, თურ­მე მინ­დო­და ისე, უბ­რა­ლოდ ეჩუ­ქე­ბი­ნა ჩემ­თ­ვის ყვა­ვი­ლე­ბი, ყო­ველ­გ­ვა­რი რო­ლი­სა და პი­რო­ბე­ბის გა­რე­შე.
- კარ­გი აზ­რია... შე­მო­დი.
- ოოო, რო­გო­რი მა­დის აღ­მ­ძ­ვ­რე­ლი სურ­ნე­ლია!
- იმე­დია, ნა­ჭა­მი არ ხარ, თო­რემ გავ­გიჟ­დე­ბი, იცო­დე, - გა­ვუ­ღი­მე.
- ოუ, ეს რა ამ­ბა­ვია! - წა­მო­ი­ძა­ხა, მა­გი­დას რომ მი­უ­ახ­ლოვ­და.
სა­ხე­ზე გაკ­ვირ­ვე­ბა გა­მო­ე­სა­ხა. სი­ცი­ლი ამიტყ­და და ხე­ლით ვა­ნიშ­ნე, და­ჯე­ქი-მეთ­ქი.
- სტუმ­რებს ელო­დე­ბი?
უარის ნიშ­ნად თა­ვი გა­ვაქ­ნიე.
- უბ­რა­ლოდ, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა მიყ­ვარს. ჩემ­თ­ვის ეს გან­ტ­ვირ­თ­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა.
- კერ­ძე­ბი გურ­მა­ნე­ბის­თ­ვის, არა? სუფ­რას რომ გა­და­ხე­დავ, სწო­რედ ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დაგ­რ­ჩე­ბა ადა­მი­ანს. - შე­ნიშ­ნა ბი­ბიმ.
ხე­ლე­ბი გა­და­ვა­ბა­ნი­ნე და სუფ­რას მი­ვუს­ხე­დით. პირ­ველ რიგ­ში, თევ­ზი გა­და­ი­ღო და, ერ­თი ლუკ­მა გა­სინ­ჯა თუ არა, ისე­თი სი­ა­მოვ­ნე­ბა და­ეტყო სა­ხე­ზე, თით­ქოს შე­უ­და­რე­ბელ კომ­პ­ლი­მენტს მე­უბ­ნე­ბო­და. საჭ­მ­ლის მომ­ზა­დე­ბა ხომ მიყ­ვარ­და და მიყ­ვარ­და, მაგ­რამ რო­ცა ჩემს კუ­ლი­ნა­რი­ულ შე­დევ­რებს და­დე­ბი­თად აფა­სებ­დ­ნენ, ეს არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ჩემ­თ­ვის. ბი­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბას ვერ ფა­რავ­და. წა­მით წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რო­გო­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა ექ­ნე­ბო­და, რო­ცა სხვა, უფ­რო დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას და­იკ­მა­ყო­ფი­ლებ­და და ამის გა­ფიქ­რე­ბა­ზე ხე­ლი ამი­კან­კალ­და. ღვი­ნით სავ­სე ბო­კა­ლი სას­წ­რა­ფოდ დავ­დ­გი მა­გი­და­ზე, რომ ჩე­მი ხე­ლის კან­კა­ლი არ შე­ემ­ჩ­ნია.
- დი­დე­ბუ­ლია.
- ესეც გა­სინ­ჯე, - ვუთხა­რი და ეკ­ლე­რე­ბით სავ­სე თეფ­ში მის­კენ მივ­წიე. ერ­თ­მა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით სა­მი ცა­ლი გა­ა­ქა­ნა პი­რის­კენ ისე, რომ თვა­ლიც არ და­უ­ხამ­ხა­მე­ბია. მი­ხა­რო­და, ასე რომ მოს­წონ­და ჩე­მი ნა­ხე­ლა­ვი. მზად ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი შემეთავაზებინა, რაც სუფ­რა­ზე იდო, ოღონდ კი გა­მე­ჭი­ა­ნუ­რე­ბი­ნა მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­უბ­რის დაწყე­ბა, რომ­ლის­თ­ვი­საც მეს­ტუმ­რა.
მი­უ­ხე­და­ვად ბი­ბის ვი­ზი­ტის მიზ­ნი­სა, გან­გ­ვე­ხი­ლა დე­ტა­ლე­ბი, რო­გორ გა­ეკ­ვირ­ვე­ბი­ნა ჩე­მი და­ქა­ლე­ბი თა­ვი­სი რო­ლით, უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ მი­სი ჩემს ბი­ნა­ში ყოფ­ნის ფაქ­ტი იმა­ზე მე­ტად აღ­მაგ­ზ­ნებ­და, ვიდ­რე მო­ვე­ლო­დი.
ჩე­მი სახ­ლი ჩე­მი ცი­ხე­სი­მაგ­რე იყო - ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც თა­ვი­სუფ­ლად შე­მეძ­ლო, დავ­მალვ­ო­დი გა­რე სამ­ყა­როს და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ისე­თი, რო­გო­რიც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში გახ­ლ­დით. აქ არ მი­წევ­და საქ­მი­ან ქა­ლად თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა, სი­ა­მა­ყის გა­მო­ჩე­ნა და დახ­ვე­წი­ლი მა­ნე­რე­ბის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა. რო­გორც კი ზღურბლს გად­მო­ვა­ბი­ჯებ­დი, ყვე­ლაფ­რის­გან ვი­თა­ვი­სუფ­ლებ­დი თავს - კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზე­ბის­გან, მა­კი­ა­ჟის­გან, ტან­საც­მ­ლის­გან... ერ­თი სიტყ­ვით, საქ­მი­ა­ნი ქა­ლის ნი­ღაბს ვიხ­ს­ნი­დი. ტანთ რომ გა­ვიხ­დი­დი, სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვიც­ვამ­დი სა­ში­ნაო ხა­ლათს ან ჯინ­სის შარ­ვალ­სა და ფარ­თხუ­ნა მა­ი­სურს და ნე­ტა­რე­ბას ვეძ­ლე­ო­დი.
წლე­ბი დავ­კარ­გე იმის­თ­ვის, რა­თა წარ­მა­ტე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბის იმი­ჯის მიღ­მა მდგა­რი, დაბ­ნე­უ­ლი, სა­კუ­თარ თავ­ში და­ურ­წ­მუ­ნე­ბე­ლი გო­გო­ნა და­მე­მა­ლა, რო­გო­რიც ერთ დროს ვი­ყა­ვი. მაგ­რამ შინ დავ­ბ­რუნ­დე­ბო­დი თუ არა, ისევ ძვე­ლი ელე­ნე ვხდე­ბო­დი და ეს მა­ხა­რებ­და.
ღვი­ნის ბო­კალს ხე­ლი და­ვავ­ლე და თა­ვი ბა­ღის­კენ გა­ვიქ­ნიე:
- თუ და­ნაყ­რ­დი, არ გინ­და, ჰა­ერ­ზე გა­ვი­დეთ?
- ამ­დე­ნი დე­ლი­კა­ტე­სის მირ­თ­მე­ვის შემ­დეგ არა მგო­ნია, ად­გი­ლი­დან დაძ­ვ­რა შევ­ძ­ლო, - ხე­ლი მუ­ცელ­ზე და­იტყა­პუ­ნა, - მო­დი, უბ­რა­ლოდ, ვის­ხ­დეთ.
ვი­ცო­დი, რომ სა­კუ­თა­რი სიმ­შ­ვი­დის­თ­ვის ჩემ­თ­ვის უკე­თე­სი იყო, ავ­მ­დ­გა­რი­ყა­ვი და ბაღ­ში გავ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ვერ ვინ­ძ­რე­ო­დი. ბი­ბის ჟეს­ტ­მა მა­ი­ძუ­ლა, შე­მე­ხე­და მი­სი მუც­ლის­თ­ვის, ფარ­თო მკერ­დი­სა და ძლი­ე­რი მკლა­ვე­ბის­თ­ვის, რო­მელ­ზეც რე­ლი­ე­ფუ­რად ამო­ბურ­ცვო­და კუნ­თე­ბი. შა­ვი პე­რან­გი ეც­ვა და სა­ოც­რად უხ­დე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შა­ვი ფე­რი არ მიყ­ვარს, მას ძა­ლი­ან უხ­დე­ბო­და და ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა, სხვა ფე­რი უფ­რო რო­გორ უნ­და მო­ეხ­დი­ნა. მის ცის­ფერ თვა­ლებს ძალ­ზე მკვეთრ ელ­ფერს სძენ­და შა­ვი.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად შიმ­ში­ლის გრძნო­ბამ ამი­ტა­ცა, რო­მე­ლიც კერ­ძე­ბით სუ­ლაც არ იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. მი­სი პრო­ვო­ცი­რე­ბა შე­უ­და­რე­ბე­ლი მა­მა­კა­ცუ­რი სხე­უ­ლის სი­ახ­ლო­ვემ მო­ახ­დი­ნა.
- ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლე, იცი? - თქვა მო­უ­ლოდ­ნე­ლად.
მი­სი ხმის მსუ­ბუქ­მა ინ­ტო­ნა­ცი­ამ მა­ი­ძუ­ლა, თვა­ლებ­ში შე­მე­ხე­და. მის მზე­რა­ში წა­მით გა­ელ­ვე­ბუ­ლი ნდო­მის ნა­პერ­წ­კა­ლი შევ­ნიშ­ნე, რო­მე­ლიც არაფ­რით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და ჩემს წე­ღან­დელ "შიმ­ში­ლის" შეგ­რ­ძ­ნე­ბას.
- ახ­ლა ალ­ბათ აღარ ვგა­ვარ იმ დარ­ტყ­მულ გო­გოს, არა?
შევ­ნიშ­ნე, რომ ამის გა­გო­ნე­ბა­ზე ოდ­ნავ შეკ­რ­თა. ვე­ღარ მო­ას­წ­რო თა­ვის მო­მა­ჯა­დო­ე­ბელ ღი­მილ­ში ამ შეკ­რ­თო­მის მი­მალ­ვა.
- ბავ­შ­ვო­ბა­ში სას­ტი­კე­ბი ვართ ხოლ­მე, - თა­ვი იმარ­თ­ლა.
სკო­ლის დრო­ინ­დე­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი კვლავ ამო­მი­ტივ­ტივ­და. მახ­სოვს, ჩე­მი და­უ­დე­ვა­რი ჩაც­მუ­ლო­ბა, მსხვილ­მი­ნი­ა­ნი სათ­ვა­ლე და ინ­ტე­ლექ­ტის მა­ღა­ლი დო­ნე თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­ში ირო­ნი­ას რომ იწ­ვევ­და. ზურგს უკან ხში­რად დამ­ცი­ნოდ­ნენ ყო­ვე­ლი­ვე ამის გა­მო. ბუ­ნებ­რი­ვი სი­მორ­ცხ­ვე არ მაძ­ლევ­და უფ­ლე­ბას, მე­ტო­ქე­ო­ბა გა­მე­წია ამ­ბი­ცი­უ­რი, თავ­ხე­დი თა­ნა­ტო­ლე­ბის­თ­ვის, ამი­ტომ თით­ქ­მის მი­ვეჩ­ვიე მო­საწყე­ნი დამ­ზე­პი­რებ­ლის რე­პუ­ტა­ცი­ას. არა­და, სუ­ლაც არ ვი­ზე­პი­რებ­დი არა­ფერს. უბ­რა­ლოდ, ნა­თე­ლი გო­ნე­ბის გო­გო ვი­ყა­ვი და რა­საც ვკითხუ­ლობ­დი, ეგ­რე­ვე ვით­ვი­სებ­დი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყვე­ლას ეგო­ნა, რომ დღე და ღა­მე ტექ­ს­ტე­ბის და­ზე­პი­რე­ბა­ში ვი­ყა­ვი, რა­თა თა­ვი გა­ნათ­ლე­ბუ­ლად წარ­მო­მე­ჩი­ნა. თა­ვის გა­მო­ჩე­ნა კი ძალ­ზე იშ­ვი­ა­თად მსურ­და, მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა ტე­ტე ბი­ბის მო­იყ­ვანდა ჩვენ­თან სახ­ლ­ში. აი, მა­შინ კი სა­კუ­თა­რი ტყა­ვი­დან ვძვრე­ბო­დი, რა­თა მას მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი ვჩვე­ნე­ბო­დი. ის მე­ხუმ­რე­ბო­და, ყუ­რადღე­ბას იჩენ­და ჩემ მი­მართ. ეს იყო მი­ზე­ზი, რომ ეტა­პობ­რი­ვად, ჩემ­და უნე­ბუ­რად, შე­მიყ­ვარ­და კი­დე­ვაც.

და­ვავ­ლე ხე­ლი ჩემს ბო­კალს და კა­რის­კენ გა­ვე­მარ­თე.
- მე დარ­ტყ­მუ­ლი გო­გო ვი­ყა­ვი, - ჯი­უ­ტად გა­ვი­მე­ო­რე.
ბი­ბიც ად­გა და უკან გა­მომ­ყ­ვა. ზურ­გი მეწ­ვო­და, რად­გან მის მზე­რას ვგრძნობ­დი, ერ­თი­ა­ნად გა­მი­ხურ­და სხე­უ­ლი.
- მე შენ ასე არას­დ­როს გე­ძახ­დი.
- ვი­ცი, მაგ­რამ ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ.
კა­რი, რო­მე­ლიც ბაღ­ში გა­დი­ო­და, ხე­ლის კვრით შე­ვა­ღე და და­ვე­ლო­დე, რა­თა ბი­ბი წინ გა­მე­ტა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ იგი პირ­და­პირ ზღურ­ბ­ლ­თან შე­ჩერ­და და იდაყ­ვ­ზე წა­მავ­ლო ხე­ლი.
- ვი­ცი, შენ არ გინ­და ამა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ უნ­და გა­ვარ­კ­ვი­ოთ ის ამ­ბა­ვი, - ხმა­დაბ­ლა და მომ­თხოვ­ნი ტო­ნით მითხ­რა.
მი­სი თი­თე­ბის შე­ხე­ბამ ხე­ლი გა­მით­ბო. თით­ქოს რა­ღაც ნა­პერ­წ­კა­ლი გაკ­რ­თა ჩვენ შო­რის.
- ახ­ლა არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს იმას, რაც იმ ღა­მეს მოხ­და.
- ცდე­ბი, - თქვა და ოდ­ნავ მო­მი­ჭი­რა თი­თე­ბი, მე­რე კი ხე­ლი შე­მიშ­ვა, - მა­შინ მე უკა­ნას­კ­ნე­ლი იდი­ო­ტი­ვით მო­ვი­ქე­ცი.
გავ­ჩერ­დი და შევ­ხე­დე. თვა­ლებ­ში წა­მით უც­ნა­უ­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა გა­უკ­რ­თა - მტკივ­ნე­უ­ლად და­უც­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა, რაც არაფ­რით ესა­და­გე­ბო­და წარ­სულ­ში თავ­ხე­დი ბი­ჭუ­ნას ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ თა­მამ თვი­სე­ბებს.
- მაგ­რამ არა თა­ვი­დან­ვე, ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით.
- სა­მა­გი­ე­როდ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მო­მენ­ტ­ში. - და­ი­ჟი­ნა მან, თან თვალს არ მა­შო­რებ­და, თით­ქოს მა­ი­ძუ­ლებ­და, ყვე­ლა­ფე­რი დაწ­ვ­რი­ლე­ბით გა­მეხ­სე­ნე­ბი­ნა.
მის ტუ­ჩებს შევ­ხე­დე და გა­მახ­სენ­და, რო­გო­რი იმე­დით შევ­ყუ­რებ­დი, რო­დის მა­კო­ცებ­და მაგ ტუ­ჩე­ბით, და რო­გორ ერ­თ­ბა­შად, წამ­ში და­იმ­ს­ხ­ვ­რა ჩე­მი იმე­დი, რო­ცა ძმა­კა­ცებს აჰ­ყ­ვა და სი­ცი­ლით გა­მე­ცა­ლა.
- თავს ნუ იდა­ნა­შაუ­ლებ. ისე, რომ ვთქვათ, გა­ნა რა მოხ­და? თით­ქ­მის ვა­კო­ცეთ ერ­თ­მა­ნეთს. შენ­მა მე­გობ­რებ­მა შეგ­ვამ­ჩ­ნი­ეს და გაგ­ვა­შა­ყი­რეს. შენც ადე­ქი და თქვი, რომ ეს ხუმ­რო­ბა იყო, - ამ სიტყ­ვე­ბით ხე­ლი ვუ­ბიძ­გე პა­ტა­რა მა­გი­დის­კენ, რო­მე­ლიც ვე­რან­და­ზე იდ­გა, - და შენ მარ­თა­ლი იყა­ვი.
ბი­ბის ჯი­უტ­მა მზე­რამ მი­კარ­ნა­ხა, რომ მზად იყო, ყვე­ლა­ფე­რი ბო­ლომ­დე აეხ­ს­ნა, მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ შე­დი­ო­და ჩემს გან­ზ­რახ­ვა­ში. დი­დი ხა­ნია, მი­ვი­ღე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, წარ­სუ­ლის­კენ არ გა­ვი­ხე­დო და თა­ვი­დან არ გან­ვი­ცა­დო შერ­ცხ­ვე­ნის ის სცე­ნა. თუ­კი მსურს, მთე­ლი თვე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის რო­ლი ვი­თა­მა­შო, აჯო­ბებს, არ გა­ვიხ­სე­ნო ბავ­შ­ვო­ბის უიმე­დო გა­ტა­ცე­ბა.
- ელე, სუ­ლაც არ იყო ისე, რო­გორც შენ გგო­ნია.
- მა­პა­ტიე, ახ­ლა­ვე დავ­ბ­რუნ­დე­ბი, - ამ სიტყ­ვე­ბით სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გავ­ვარ­დი. დრო მჭირ­დე­ბო­და, რომ შო­კის მე­რე გონს მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, რო­მე­ლიც მი­სი თი­თე­ბის შე­ხე­ბამ გა­მო­იწ­ვია.
ბი­ბის არ უც­დია ჩე­მი შე­კა­ვე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­ვატყ­ვე, ამის დი­დი სურ­ვი­ლი ჰქონ­და. რა უნ­და ეთ­ქ­ვა? რით უნ­და ემარ­თ­ლე­ბი­ნა თა­ვი? - რომ უკა­ნას­კ­ნელ ნა­ძი­რა­ლად იგ­რ­ძ­ნო მა­შინ თა­ვი, რომ ის სა­ღა­მო ჯა­დოს­ნუ­რი იყო მა­ნამ­დე, სა­ნამ ყვე­ლა­ფერს გა­ა­ფუ­ჭებ­და?
მა­ლე­ვე დავ­ბ­რუნ­დი. იდაყ­ვით გა­მო­ვა­ღე კა­რი, რო­მე­ლიც აჭ­რი­ალ­და და ბი­ბიმ გა­მო­ი­ხე­და. სი­ნი მომ­ქონ­და, რო­მელ­ზეც ხი­ლი­თა და ნამ­ცხ­ვ­რით სავ­სე ორი თეფ­ში ელა­გა. ბი­ბი და­სახ­მა­რებ­ლად წა­მოხ­ტა და მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­ვამ­ჩ­ნიე, რო­გო­რი ხარ­ბი მზე­რა მო­ავ­ლო ჩემს თე­ძო­ებს, მკერდს და ოდ­ნავ მო­შიშ­ვ­ლე­ბულ მუ­ცელს, ხე­ლე­ბის აწე­ვის დროს რომ გა­მო­მიჩ­ნ­და ტო­პის ქვეშ. მარ­თა­ლია, ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე სპორ­ტუ­ლი ფი­გუ­რა მქონ­და, მაგ­რამ მომ­წი­ფე­ბის ასა­კი­დან, სა­ჭი­რო ად­გი­ლებ­ში მსუ­ქუ­ბი სიმ­რ­გ­ვა­ლე­ე­ბი გა­მიჩ­ნ­და, რაც მო­მა­ჯა­დო­ე­ბელ ქა­ლუ­რო­ბას მძენ­და, იმ­დე­ნად მაც­დუ­ნე­ბელს, რომ ვატყობ­დი მა­მა­კა­ცებს, ერ­თი სუ­ლი ჰქონ­დათ, ოღონდ კი ჩამ­ხუ­ტე­ბოდ­ნენ. სწო­რედ ეს სურ­ვი­ლი გა­მო­ე­ხა­ტა ბი­ბის სა­ხე­ზე.
- ნე­ბა მო­მე­ცი, და­გეხ­მა­რო.
- მად­ლო­ბა, - ვუ­პა­სუ­ხე საყ­ვა­რე­ლი, მორ­ცხ­ვი ღი­მი­ლით, რაც სუ­ლაც არ ესა­და­გე­ბო­და ჩე­მი იმი­ჯის ქალს. არა­და, სწო­რედ ასე­თი წარ­ვუ­დე­ქი პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ზე იქ, ბარ­ში.
მან სი­ნი ჩა­მო­მარ­თ­ვა და მა­გი­და­ზე შე­მოდ­გა.
- შე­ნი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და ეს ლა­მა­ზი ბა­ღი თა­ვი­სი ყვა­ვი­ლე­ბით მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ სა­ში­ნაო საქ­მე­ე­ბის­თ­ვის დრო არ გე­ნა­ნე­ბა. მახ­სოვს, ტე­ტეს და მა­მა­შენ­საც თვი­თონ უმ­ზა­დებ­დი სა­დი­ლებს და ოთა­ხებ­შიც ყველ­გან ყვა­ვი­ლე­ბით სავ­სე ლარ­ნა­კე­ბი გედ­გა. გგო­ნია, არ მახ­სოვს? ყვე­ლა­ფე­რი აქ არის, თავ­ში, - და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი სა­ფეთ­ქელ­ზე მი­ი­კა­კუ­ნა.
- დე­და რომ გარ­და­იც­ვა­ლა, ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი ვი­ყა­ვით. ამი­ტომ ბავ­შ­ვო­ბი­დან ვცდი­ლობ­დი, მა­მა­სა და ტე­ტეს­თ­ვის მყუდ­რო ოჯა­ხუ­რი ატ­მოს­ფე­რო შე­მექ­მ­ნა.
- მეს­მის, რო­გორ გა­გიძ­ნელ­დე­ბო­და დე­დის გა­რე­შე, გან­სა­კუთ­რე­ბით, სკო­ლის პე­რი­ოდ­ში, რო­ცა შენს კლა­სე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­მოგ­დი­ო­და. წე­ღან შენს თავ­ზე რომ თქვი, დარ­ტყ­მუ­ლი ვი­ყა­ვიო, თვა­ლებ­ში წყე­ნა ჩა­გიდ­გა. მარ­თა­ლია, ხმა­მაღ­ლა არას­დ­როს მიხ­სე­ნე­ბია შე­ნი თან­დას­წ­რე­ბით ეს სიტყ­ვა, მაგ­რამ ვა­ღი­ა­რებ, რომ გულ­ში მეც ასე ვფიქ­რობ­დი. იმე­დია, ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ ჩემს აღ­სა­რე­ბას წყე­ნით არ მი­ი­ღებ...
- არა, რას ამ­ბობ! შე­გეძ­ლო, არც გეთ­ქ­ვა, ისე­დაც ვი­ცო­დი.
მე­რე დავ­ს­ხე­დით და სა­უ­ბა­რი გა­ვაგ­რ­ძე­ლეთ. ახ­ლა უკ­ვე დაწ­ვ­რი­ლე­ბით მო­ვუ­ყე­ვი ჩემ­ზე, რას ვსაქ­მი­ა­ნობ­დი, რა ად­გი­ლი მე­კა­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში...
- შთამ­ბეჭ­და­ვია შე­ნი წინ­ს­ვ­ლა ბიზ­ნეს­ში, მაგ­რამ დი­ა­სახ­ლი­სის ამ­პ­ლუ­ა­ში უფ­რო მომ­წონ­ხარ. უამ­რა­ვი გო­გო მი­ნა­ხავს, საქ­მე­ში ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლიც, მსა­ხი­ო­ბიც და ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნიც, რომ­ლე­ბიც გაზ­ქუ­რას­თან არას­დ­როს მდგა­რან, რომ­ლე­ბიც გა­ურ­ბი­ან სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო პრობ­ლე­მებს და მი­ჭირს შე­ნი მათ­თან შე­და­რე­ბა. მათ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, შენ­ში ვხე­დავ ქალს, რო­მე­ლიც თა­ვის სახ­ლ­ზეა მი­ჯაჭ­ვუ­ლი. რო­გორ გახ­დი ასე­თი კე­თილ­შო­ბი­ლი, ან რო­გორ უთავ­სებ სამ­სა­ხურს და სამ­ზა­რუ­ლოს ასე ჰარ­მო­ნი­უ­ლად ერ­თ­მა­ნეთს?
- რა ვი­ცი... დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ვი­ზარ­დე და სხვა­ნა­ი­რად შევ­ხე­დე ცხოვ­რე­ბას, - მაც­დუ­ნებ­ლად გა­ვუ­ღი­მე.
ბი­ბიმ სკა­მი გა­მო­მი­წია. გა­ო­ცე­ბულ­მა შევ­ხე­დე - არ ვი­ყა­ვი მიჩ­ვე­უ­ლი გა­ლან­ტურ კა­ვალ­რებს - და დავ­ჯე­ქი.
- რო­გორც მივ­ხ­ვ­დი, წარ­სუ­ლი არ უნ­და გა­ვიხ­სე­ნოთ. ეს თე­მა გან­ს­ჯას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. მა­შინ, ხომ არ აჯო­ბებს, ჩვენს გა­რი­გე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ? გინ­და, რომ და­ვა­ჯე­როთ შე­ნი და­ქა­ლე­ბი, თით­ქოს ოდეს­ღაც რო­მა­ნი გვქონ­და, თუ ვი­თომ ეს ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბაა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?
- უნ­და ვთქვათ, რომ ად­რე არას­დ­როს შევ­ხ­ვედ­რი­ვართ ერ­თ­მა­ნეთს. ამი­ტომ მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი უფ­რო მომ­წონს.
- ანუ მე ახა­ლი მა­მა­კა­ცი ვარ შენ­თ­ვის და შენ ამით ტკბე­ბი, არა? - ამ სიტყ­ვე­ბით გა­ხუ­ხუ­ლი ორ­ცხო­ბი­ლას რამ­დე­ნი­მე პა­ტა­რა ნა­ჭე­რი აიღო და პი­რის­კენ გა­ა­ქა­ნა, თით­ქოს მზე­სუმ­ზი­რას აკ­ნა­ტუ­ნებ­სო.
შეც­ბუ­ნე­ბულს ღაწ­ვე­ბი შე­მე­ფაკ­ლა. მას კმა­ყო­ფილ­მა ღი­მილ­მა გა­უ­პო ბა­გე, აშ­კა­რად სი­ა­მოვ­ნებ­და, დაბ­ნე­ულს რომ მხე­დავ­და.
- ერ­თი სიტყ­ვით, - ვთქვი და პა­უ­ზა გა­ვა­კე­თე, თან აჭარ­ხ­ლე­ბუ­ლი შე­ვუ­დე­ქი ფორ­თოხ­ლის გაფ­ც­ქ­ვ­ნას, - იმის­თ­ვის, რომ ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, მოგ­ვი­წევს, ხში­რად ვი­ა­როთ ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლებ­მა, ხან­და­ხან წელ­ზეც უნ­და მომ­ხ­ვიო ხე­ლი, თუ წი­ნა­აღ­მ­დე­გი არ იქ­ნე­ბი.
- შენ რა, დამ­ცი­ნი? რას მიქ­ვია, წი­ნა­აღ­მ­დე­გი ვიქ­ნე­ბი?! პირ­ველ­სა­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ გა­ვუშ­ვებ ხე­ლი­დან, ოღონდ კი ჩა­გი­ხუ­ტო. მაგ­რამ იმის მე­ში­ნია, რო­ცა რე­ა­ლურ ქმე­დე­ბამ­დე მიდ­გე­ბა საქ­მე, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი არ გა­მექ­ცე. ისე, კოც­ნა­ზე რას იტყ­ვი?
- არა­ვი­თა­რი კოც­ნა! - ლა­მის ვიყ­ვი­რე და უხერ­ხუ­ლო­ბის და­სა­ფა­რა­ვად, ნა­ხე­ვა­რი ფორ­თო­ხა­ლი გა­ვი­ქა­ნე პი­რის­კენ, თან ლა­მის და­უ­ღე­ჭა­ვად გა­დავ­ყ­ლა­პე.
- მაგ­რამ წყვი­ლე­ბი ხან­და­ხან კოც­ნი­ან ერ­თ­მა­ნეთს. ბუ­ნებ­რი­ო­ბის­თ­ვის ეს აუცი­ლე­ბე­ლიც კია. ხომ გინ­და, რომ დაგ­ვი­ჯე­რონ?
პა­სუ­ხად რა­ღაც ჩა­ვი­ბურ­ტყუ­ნე, ძა­ლი­ან და­ვი­ბე­ნი. ასე მე­გო­ნა, სა­ხე კი არა, მთე­ლი სხე­უ­ლი გა­მი­წით­ლ­და სირ­ცხ­ვი­ლის­გან.
- ვატყობ, ეს შეშ­ლი­ლი პრო­ექ­ტი უდი­დეს სი­ა­მოვ­ნე­ბას მო­მა­ნი­ჭებს. - გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა. - მო­დი, ნუ­ღარ შე­ვუდ­გე­ბით მარ­ჩი­ე­ლო­ბას, რა რო­გორ იქ­ნე­ბა, ახ­ლა­ვე ვი­მოქ­მე­დოთ, კარ­გი? - ამ სიტყ­ვე­ბით მა­გი­დი­დან გად­მო­ი­ხა­რა, მხრებ­ში ჩა­მაფ­რინ­და და მი­მი­ზი­და. გუ­ლი ამიჩ­ქარ­და, ქვე­და ტუ­ჩი უცე­რე­მო­ნი­ოდ გა­ვი­ლო­კე და გამ­ჭო­ლი მზე­რით მი­ვა­ჩერ­დი.
- ნუ გე­ში­ნია, მე სა­მა­გა­ლი­თო კა­ვა­ლე­რი ვიქ­ნე­ბი.
სწო­რედ ამის მე­ში­ნო­და ყვე­ლა­ზე მე­ტად...

გაგრძელება იქნება

ავტორი სვეტა კვარაცხელია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
xatia
Dzalian momwons novela.avtors vtxov yoveldge dados es novela.oridgea velodebi da axali tavi ar aris
10:07 / 16-09-2019
გამოხმაურება / 0 /
ელისო
როდის დაიდება შემდეგი თავი?
22:18 / 15-09-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93