ნოველები

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი V)

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი V)
ვი­ცო­დი, რომ ბი­ბის ჩემს სახ­ლ­ში და­პა­ტი­ჟე­ბა უდი­დე­სი შეც­დო­მა იყო, მაგ­რამ მა­ინც გა­ვა­კე­თე ეს. ჩე­მი მხრი­დან აუხ­ს­ნე­ლი ნა­ბი­ჯი იყო, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ ჩემს საქ­მი­ან სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა ნა­ბი­ჯი ოქ­რომ­ჭე­დე­ლი­ვით ფა­ქი­ზად და ზედ­მი­წევ­ნი­თი სი­ზუს­ტით მქონ­და გათ­ვ­ლი­ლი. ჩე­მი სა­ა­გენ­ტო, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მოწყო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, ვე­რას­დ­როს იქ­ნე­ბო­და წარ­მა­ტე­ბუ­ლი, კარ­გი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვიწყე ჩემს თავ­ზე მუ­შა­ო­ბა, რომ სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. რა თქმა უნ­და, იდე­ა­ლუ­რი ქა­ლი არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ვცდი­ლობ­დი, 69 პრო­ცენ­ტით მა­ინც დავ­მ­ს­გავ­სე­ბო­დი
ჩემს იდე­ალს, თუ მეტს ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხებ­დი. და არ გა­ინ­ტე­რე­სებთ, რო­გო­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ჩემ­თ­ვის იდე­ა­ლუ­რი ქა­ლი? პირ­ველ რიგ­ში, ჭკვი­ა­ნი, რბი­ლი და, ამავ­დ­რო­უ­ლად, მტკი­ცე ხა­სი­ა­თის; თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, საქ­მი­ა­ნი; უნ­და შეს­ძ­ლე­ბო­და ადა­მი­ა­ნე­ბის და­ჯე­რე­ბა; სა­უ­ბა­რი დინ­ჯად, სა­ინ­ტე­რე­სოდ და თა­ნამიმ­დევ­რუ­ლად წა­რე­მარ­თა; კა­ცებს ჭკუა ეკე­ტე­ბათ სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლებ­ზე; თუ პი­რო­ბას და­დებ­და, აუცი­ლებ­ლად უნ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და არ გა­ეწ­ბი­ლე­ბი­ნა ისი­ნი, ვინც ენ­დო­ბოდ­ნენ; ყუ­რადღე­ბი­ა­ნი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, დამ­თ­მო­ბი, მოთ­მი­ნე­ბა ად­ვი­ლად არ უნ­და და­ე­კარ­გა, ლო­დი­ნის ნი­ჭიც ჰქო­ნო­და და მი­ტე­ვე­ბი­საც; თუ შეც­დო­მა მო­უ­ვი­დო­და, არ უნ­და შერ­ცხ­ვე­ნო­და აღი­ა­რე­ბის და ბო­დი­შის მოხ­დის; ჩე­მი იდე­ა­ლუ­რი ქა­ლი სუ­ლი და გუ­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო საქ­მი­ან წრე­ებ­ში, მე­გობ­რებ­ში, მე­ზობ­ლებ­ში, ახ­ლობ­ლებ­თან, ნაც­ნო­ბებ­ში... ერ­თი სიტყ­ვით, მთა­ვა­რი ღერ­ძის რო­ლი უნ­და შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, რომ­ლის გარ­შე­მოც ტრი­ა­ლებს ყვე­ლა­ფე­რი; ასე­ვე, კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სო­ბა უნ­და სცოდ­ნო­და, გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა. მთა­ვა­რი იყო კარ­გი ხა­სი­ა­თი: ქალს მხი­ა­რუ­ლე­ბა უხ­დე­ბა, ლა­მა­ზი სი­ცი­ლი, და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი უნ­და იყოს იუმო­რის გრძნო­ბით და ცეკ­ვა-სიმ­ღე­რაც ეხერ­ხე­ბო­დეს. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მოს­მე­ნის კულ­ტუ­რა, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის გა­მო­ხატ­ვა და... ერ­თ­გუ­ლე­ბა. ალ­ბათ ამით უნ­და და­მეწყო, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი ლუკ­მა ბო­ლოს­თ­ვის მო­ვი­ტო­ვე. ერ­თ­გუ­ლე­ბა ის თვი­სე­ბაა, რომ­ლის გა­რე­შეც ად­გილს ვერ და­იმ­კ­ვიდ­რებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. რა ვქნა, ასე მი­მაჩ­ნია. ის ყველ­გან და ყვე­ლა­ფერ­შია სა­ჭი­რო, მა­გა­ლი­თად, ყვა­ვი­ლე­ბის მოვ­ლა­შიც კი.

ჰო­და, ამ ყვე­ლაფ­რის პრაქ­ტი­კა­ში და­სა­ნერ­გად, რომ იტყ­ვი­ან, კა­ნი­დან ვძვრე­ბო­დი. ვით­ვი­სებ­დი კარგ მა­ნე­რებს, ვსწავ­ლობ­დი, რო­დის რო­გორ გა­მე­ღი­მა, რო­გორ მე­მოძ­რა­ვა, ხე­ლე­ბი რო­გორ და­მე­ჭი­რა შე­სა­ფე­რის მო­მენ­ტებ­ში. გგო­ნი­ათ, მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ვი­ქი­რა­ვე? სუ­ლაც არა. "ი­უ­თუბ­ზე" შევ­დი­ო­დი და ვი­დე­ო­ე­ბი­დან ვსწავ­ლობ­დი. გარ­და ამი­სა, ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად ვეც­ნო­ბო­დი ინ­ტერ­ნეტ­ში მო­დის სი­ახ­ლე­ებს, ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რო­გო­რი ლუ­ქი უნ­და შე­მერ­ჩია საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის დროს, წვე­უ­ლე­ბებ­ზე, კლუ­ბებ­ში, რეს­ტორ­ნებ­ში, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. ამის მი­ხედ­ვით ვარ­ჩევ­დი და ვა­ახ­ლებ­დი ჩემს გარ­დე­რობს. ფუ­ლის პრობ­ლე­მას არ გან­ვიც­დი­დი, ნამ­დ­ვი­ლად არ ვუ­ჩი­ო­დი ხელ­მოკ­ლე­ო­ბას. პი­რი­ქით, ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბის კვა­ლო­ბა­ზე, სო­ლი­დუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­და. ამი­ტომ არ მი­ჭირ­და, სამ დღე­ში ერ­თხელ მევ­ლო პრეს­ტი­ჟულ სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­ში. სე­ზო­ნის მი­ხედ­ვით ვიც­ვ­ლი­დი ვარ­ცხ­ნი­ლო­ბას, მა­კი­აჟს, ვსტუმ­რობ­დი სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბა­ზებს და ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტ­რებ­საც კი, თუ რა­მე არ მო­მე­წო­ნე­ბო­და ჩემს გა­რეგ­ნო­ბა­ში. ერ­თი სიტყ­ვით, მთე­ლი მონ­დო­მე­ბით ვიქ­მ­ნი­დი იმიჯს, რომ­ლის­კე­ნაც ასე თავ­გა­მო­დე­ბით მი­ვის­წ­რა­ფვო­დი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ასე რომ, ჩემს ძა­ლის­ხ­მე­ვას უკ­ვა­ლოდ არ ჩა­უვ­ლია. ახ­ლა ვარ წარ­მა­ტე­ბუ­ლი, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­ლე­დი, რო­მე­ლიც დი­დე­ბის მწვერ­ვალ­ზე იმ­ყო­ფე­ბა.
ყვე­ლას ვიც­ნობ­დი, წვრი­ლი მო­ხე­ლე­ე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი, უმაღ­ლე­სი რან­გის "ჩი­ნოვ­ნი­კე­ბით" დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ვმე­გობ­რობ­დი მი­ნის­ტ­რებ­თან, მათ ცო­ლებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით, ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან - ყვე­ლას­თან, ვი­საც რა­ი­მე ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­მარ­თ­ვა სურ­და და ამა­ში დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბო­და, მით უმე­ტეს, თუ თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ცი­ის­თ­ვის რეკ­ლა­მა სჭირ­დე­ბო­დათ. ასე რომ, თბი­ლი­სის ელი­ტა­ში ვტრი­ა­ლებ­დი და ვა­მა­ყობ­დი იმით, რომ შე­მეძ­ლო გო­ნივ­რუ­ლი, აწო­ნილ-და­წო­ნი­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა.

ახ­ლა კი ვგრძნობ­დი, რომ ყვე­ლა­ზე სუ­ლე­ლუ­რი ნა­ბი­ჯი გა­დავ­დ­გი, სულ­ს­წ­რა­ფო­ბამ მძლია და ისე­თი მა­მა­კა­ცი შე­ვარ­ჩიე ჩე­მი გეგ­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რო­მელ­ზეც ერთ დროს მზე და მთვა­რე ამომ­დი­ო­და, მან კი და­მამ­ცი­რა. რა­ტომ მი­ღა­ლა­ტა ამ­ჯე­რად საღ­მა აზ­რ­მა? რა­ტომ არ და­მე­მორ­ჩი­ლა გო­ნე­ბა, რო­ცა ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბამ­დე მი­ვე­დი? ის ხომ, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ბე­დის­წე­რო მა­მა­კა­ცი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში? ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვხვდე­ბო­დი ამას.
რო­ცა შევ­ხე­დე, რო­გო­რი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ა­ქა­ნა ბი­ბიმ პი­რის­კენ თაფ­ლ­ში ამოვ­ლე­ბუ­ლი მო­ხა­ლუ­ლი მი­წის თხი­ლი, რომ­ლი­თაც ვი­თომ გო­ზი­ნა­ყის იმი­ტა­ცია შევ­ქ­მე­ნი, ჩემს მთა­ვარ კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხიც მზად იყო - აბა, რო­მე­ლი ნორ­მა­ლუ­რი ქა­ლი აუვ­ლი­და გვერდს გულ­გ­რი­ლად მის ჯინ­სის­ფერ თვა­ლებს, მკვეთ­რად შე­მო­ხა­ზულ, ზედ­მე­ტად მა­მა­კა­ცურ ტუ­ჩებს და გო­ნის წას­ვ­ლამ­დე მაც­დუ­ნე­ბელ ღი­მილს, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ფო­სო­ებს, ასე რომ მა­გი­ჟებ­და ყო­ველ­თ­ვის?
აი, სწო­რედ ამი­ტომ შე­ვა­ჩე­რე არ­ჩე­ვა­ნი მას­ზე და არა იმი­ტომ, რომ ოდეს­ღაც ბრმად მიყ­ვარ­და.

მგო­ნი, თავს ვი­მარ­თ­ლებ, მაგ­რამ სხვა რა დამ­რ­ჩე­ნია?
ჩუ­მი, ერო­ტი­კუ­ლი ოხ­ვ­რა აღ­მოხ­და ბი­ბის და სკა­მი ოდ­ნავ უკან გას­წია.
- თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა და და­ვამ­ტ­კი­ცო კი­დეც, რომ ამა­ზე გემ­რი­ე­ლი არას­დ­როს არა­ფე­რი მი­ჭა­მია.
მი­სი ნათ­ქ­ვა­მით ნა­სი­ა­მოვ­ნებ­მა ჩე­მი თეფ­ში გვერ­დ­ზე გავ­წიე. უეც­რად, რა­ტომ­ღაც სრუ­ლი­ად თა­ვი­სუფ­ლად ვიგ­რ­ძე­ნი თა­ვი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩე­მი გეგ­მის დე­ტა­ლე­ბის გან­ხილ­ვა ჯე­რაც არ დაგ­ვეწყო.
- არ მჯე­რა, ასე­თი დი­ა­სახ­ლი­სი რომ ხარ. შე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის გო­გო, ასე­თი ყო­ჩა­ღი სა­რეკ­ლა­მო ტოპ­მე­ნე­ჯე­რი, წე­სით, ყო­ველ­დღე სა­უ­კე­თე­სო რეს­ტორ­ნებ­ში უნ­და სა­დი­ლობ­დეს კლი­ენ­ტებ­თან საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებ­ზე.
- ასეც ხდე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბის დროს, - მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ვუ­ღი­მე.
- და კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბაც მაგ რეს­ტორ­ნე­ბის მე­ნი­უს მი­ხედ­ვით ის­წავ­ლე?
- სწავ­ლის სხვა, უფ­რო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც არ­სე­ბობს, ბი­ბი, - სი­ცი­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე მის მი­ა­მი­ტურ დას­კ­ვ­ნა­ზე.
თვი­თო­ნაც გა­ე­ცი­ნა, რის გა­მოც თვა­ლის კუთხე­ებ­ში საყ­ვა­რე­ლი მი­მი­კუ­რი ნა­ო­ჭე­ბი და­აჩ­ნ­და.
- არ ვი­ცი, რა ხდე­ბა თბი­ლი­სის რეს­ტორ­ნებ­ში, მაგ­რამ ამე­რი­კა­ში ბევ­რი კარ­გი და უცხო რამ გა­მი­სინ­ჯავს, თან სა­უ­კე­თე­სო. მი­უ­ხე­და­ვა­დ ამი­სა, მზად ვარ, ხმა­მაღ­ლა გა­ვი­მე­ო­რო, რომ ეს ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი ვახ­შა­მი იყო ჩემს სი­ცოცხ­ლე­ში.
- ასე ად­ვი­ლია შე­ნი გა­ო­ცე­ბა? თაფ­ლ­ში ამოვ­ლე­ბუ­ლი მო­ხა­ლუ­ლი თხი­ლი, მო­შუ­შუ­ლი ხორ­ცი, სა­ლა­თე­ბი და დე­სერ­ტი - და­ვი­ჯე­რო, შენ­ზე ასეთ ეფექტს ახ­დენს? - მსუ­ბუ­ქი ნიშ­ნის მო­გე­ბით ვუთხა­რი, მაგ­რამ იმ­წამ­ს­ვე ვი­ნა­ნე ჩე­მი სიტყ­ვე­ბი, რად­გან უეც­რად თვა­ლებ­ში სხი­ვი ჩა­უქ­რა და სა­ხი­დან ღი­მი­ლიც გა­უქ­რა.

- შენ წარ­მო­იდ­გი­ნე, კი. თუმ­ცა ვატყობ, შენ­თ­ვის ძნე­ლია ამის გა­გე­ბა, - ჩუ­მი ხმით მო­მი­გო, თან, თვა­ლი თვალ­ში გა­მი­ყა­რა, თით­ქოს უფ­რო მოს­წ­რე­ბულ პა­სუხს ეძებ­და ჩემს ირო­ნი­ულ კითხ­ვა­ზე, - მაგ­რამ უახ­ლო­ე­სი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­მელ­საც მე და შენ ერ­თად გა­ვა­ტა­რებთ, შე­საძ­ლოა, მიხ­ვ­დე ამას.
ო, ღმერ­თო! ეს რა მივ­ქა­რე!
ეგ­რე­ვე ავ­დე­ქი და ხურ­ვე­ბა­შეყ­რი­ლი­ვით შე­ვუ­დე­ქი სუფ­რის ალა­გე­ბას. ამ დროს ბი­ბიმ წა­მო­ი­წია, მა­ჯა და­მი­ჭი­რა და აფო­რი­ა­ქე­ბის გა­მო დაწყე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა შე­მაწყ­ვე­ტი­ნა.
- შე­ეშ­ვი. ყვე­ლა­ზე ცო­ტა, რი­თიც შე­მიძ­ლია ვახ­შ­მის­თ­ვის მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დო, თეფ­შე­ბის ალა­გე­ბა და მა­თი და­რეცხ­ვაა, - ისე მითხ­რა, თით­ქოს მამ­შ­ვი­დებ­სო.

მი­სი ხე­ლის­გუ­ლი მა­ჯას მიწ­ვავ­და, ცხე­ლი ტალ­ღა ხე­ლი­დან უფ­რო და უფ­რო მაღ­ლა მი­ი­წევ­და, თით­ქოს მე­მუქ­რე­ბო­და, რომ მთელ სხე­ულს მო­ე­დე­ბო­და. მივ­ხ­ვ­დი, რომ დრო დად­გა, ურ­თი­ერ­თო­ბის საზღ­ვ­რე­ბი მკვეთ­რად გა­მე­მიჯ­ნა, სა­ნამ ჩე­მი გა­ცო­ფე­ბუ­ლი ჰორ­მო­ნე­ბი თა­მა­შის სულ სხვა წე­სე­ბით კარ­ნახს შე­უდ­გე­ბო­და.
- წი­ნა­აღ­მ­დე­გი არ ვიქ­ნე­ბი, ოღონდ დი­დად ნუ მო­იკ­ლავ თავს. უბ­რა­ლოდ, გა­და­ავ­ლე წყა­ლი და შე­დე ჭურ­ჭე­ლი სა­რეცხ მან­ქა­ნა­ში. მთა­ვა­რია, ერ­თ­ნა­ი­რე­ბი ერ­თად შე­ა­ლა­გო, სხვა შემ­თხ­ვე­ვა­ში, კარ­გად ვერ გა­რეცხავს.
- ცუ­დი ჭურ­ჭ­ლის სა­რეცხი მან­ქა­ნა გქო­ნია, - გა­მე­ხუმ­რა.
- უკაც­რა­ვად! - გა­ვაპ­რო­ტეს­ტე. - ერთ-ერ­თი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ტექ­ნი­კაა, გერ­მა­ნი­ი­დან გა­მო­ვი­წე­რე.
- ნუ­თუ?! - აშ­კა­რად დამ­ცი­ნა და გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა.
- კარ­გი, გე­ყო­ფა. მე­რე გავ­რეცხოთ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით. თან გას­წავ­ლი.
ჩე­მი სიტყ­ვე­ბი კვლავ ორაზ­როვ­ნად გა­ის­მა და ისე შევ­ც­ბი, რომ სას­წ­რა­ფოდ გა­მო­ვა­ცა­ლე ხე­ლი მის ხე­ლის­გულს. ვცდი­ლობ­დი, მას­თან ფი­ზი­კურ კონ­ტაქტს მოვ­რი­დე­ბო­დი, მაგ­რამ გო­ნე­ბა უკ­ვე ვე­ღარ აკონ­ტ­რო­ლებ­და ჩე­მი გა­გი­ჟე­ბუ­ლი სხე­უ­ლის რე­აქ­ცი­ას, რო­მელ­მაც მის შე­ხე­ბას აღ­გ­ზ­ნე­ბუ­ლი ჟრჟო­ლით უპა­სუ­ხა, თით­ქოს ეუბ­ნე­ბო­და: "სი­ურ­პ­რი­ი­იზ! ელე­ნე სვა­ნი­ძე ისევ ყუ­რე­ბამ­დეა ბი­ბი კო­კა­ი­ა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი!"
- შენ და­ის­ვე­ნე, მე ახ­ლა­ვე დავ­ბ­რუნ­დე­ბი, - მითხ­რა და საქ­მეს შე­უდ­გა.
ვუ­ყუ­რებ­დი, რო­გორ აკუ­რა­ტუ­ლად ალა­გებ­და თეფ­შებს ერ­თ­მა­ნეთ­ზე მი­ყო­ლე­ბით, ფა­ქი­ზად. რო­გორ შე­მეძ­ლო, არ შე­მემ­ჩ­ნია მი­სი ძლი­ე­რი ხე­ლე­ბი, ელე­გან­ტუ­რი თი­თე­ბი, ცვი­ლის­გან ჩა­მოქ­ნილს რომ ჰგავ­და?! თან ისე და­მა­ჯე­რებ­ლად საქ­მი­ა­ნობ­და, თით­ქოს ბავ­შ­ვო­ბი­დან იცო­და, რო­გორ უნ­და მოჰ­ქ­ცე­ო­და ძვირ­ფას ჭურ­ჭელს. მარ­თ­ლაც, სა­უ­კე­თე­სო თეფ­შე­ბით გა­ვაწყ­ვე სუფ­რა, ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი და ლა­მა­ზი რაც მქონ­და - ძვე­ლე­ბუ­რი ჩი­ნუ­რი ფა­ი­ფუ­რის სერ­ვი­ზით, რო­მე­ლიც ან­ტიკ­ვა­რულ მა­ღა­ზი­ა­ში ვი­ყი­დე, თუმ­ცა, და­ახ­ლო­ე­ბით ორ­მოც­და­ა­თი წლის წი­ნან­დე­ლი თუ იქ­ნე­ბო­და. მაგ­რამ იქ­ნებ ორ­მოც­და­ა­თი წლის წი­ნან­დე­ლიც ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტად ით­ვ­ლე­ბა? ამ­დე­ნი არ ვი­ცი. ეგ კი მახ­სოვს, ბავ­შ­ვო­ბა­ში ბე­ბი­ა­ჩე­მი რო­გორ არ­ჩევ­და ხოლ­მე სერ­ვი­ზებს, სა­ნამ იყიდ­და. მე­ო­რე მხა­რეს ემ­ბ­ლე­მა­სა­ვით წარ­წე­რა ჰქონ­და ყვე­ლას, თან ერ­თ­ნა­ი­რი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ფე­რით გან­ს­ხ­ვავ­დე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნე­თის­გან. იყო მწვა­ნე, ლურ­ჯი, ვერ­ცხ­ლის­ფე­რი და ოქ­როს­ფე­რი წარ­წე­რა და ოქ­როს­ფე­რი უმაღ­ლეს ხა­რის­ხად მი­იჩ­ნე­ო­და. ეტყო­ბო­და კი­დე­ვაც ხა­რისხს - რაც უფ­რო მსუ­ბუ­ქი და თხე­ლი იყო თეფ­ში, მით უფ­რო ძვი­რად ფა­სობ­და. ბე­ბი­ას უფ­რო ჩე­ხუ­რი ჭურ­ჭე­ლი მოს­წონ­და, ამი­ტომ ჩე­ხუ­რი ფა­ი­ფუ­რი­თა და ბრო­ლით გა­მო­ტე­ნი­ლი გვქონ­და სახ­ლი. მე კი, რაც წა­მო­ვი­ზარ­დე, გერ­მა­ნუ­ლი მა­ი­სა­ნის ფა­ი­ფუ­რი და ჩი­ნუ­რი უფ­რო მომ­წონ­და, ბევ­რად ლა­მა­ზი დი­ზა­ი­ნი ჰქონ­და და არც ხა­რის­ხით ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბო­და ჩე­ხურს. თუმ­ცა, ესეც გე­მოვ­ნე­ბის სა­კითხია.

მა­ლუ­ლად შე­ვავ­ლე მზე­რა მის და­კუნ­თულ მკლა­ვებს. მე­რე ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და, რო­გორც კი თეფ­შე­ბით ხელ­ში სამ­ზა­რე­უ­ლოს­კენ გა­ე­მარ­თა, თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე შე­ვათ­ვა­ლი­ე­რე მი­სი გა­კა­ჟე­ბუ­ლი ტა­ნა­დი სხე­უ­ლი. შუ­რი­ა­ნი ოხ­ვ­რა აღ­მომ­ხ­და - ბი­ბი კო­კაია დი­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი იყო და - არამხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რად.
სუფ­რას­თან ჩვე­ნი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი სა­უბ­რის შემ­დეგ ნელ-ნე­ლა მივ­ხ­ვ­დი, რომ მთე­ლი ეს წლე­ბი ზე­და­პი­რუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბა მქონ­და მას­ზე. ტე­ტეს და­ბა­დე­ბის დღის შემ­დეგ მას ყვე­ლა­ზე თავ­ქა­რი­ან ლო­ვე­ლა­სად ვთვლი­დი. შე­იძ­ლე­ბა იმ პე­რი­ოდ­ში ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში იყო, თა­ვი­სი სტი­ლი­სა და გე­მოვ­ნე­ბის გო­გოს ელო­დე­ბო­და, ან იქ­ნებ სულ სხვა, ჩემ­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რი და მის­თ­ვის გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­და, ყვე­ლა გო­გოს კუდ­ში რომ დას­დევ­და, ან დრო სჭირ­დე­ბო­და, რომ გაზ­რ­დი­ლი­ყო და ჭკუა მო­მა­ტე­ბო­და, მაგ­რამ, რაც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ახ­ლა ჩემ­თან იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ინ­ტე­რე­სო, მომ­ნუს­ხ­ვე­ლი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და.
- შე­ნი ღი­მი­ლის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­ს­ჯე­ლებ, ერ­თობ სა­სი­ა­მოვ­ნო რა­მე­ზე უნ­და ფიქ­რობ­დე, მაგ­რამ არ გკითხავ, რა­ზე.
ისე ვი­ყა­ვი ჩემს აზ­რებ­ში გაბ­ლან­დუ­ლი, ვერც კი შე­ვამ­ჩ­ნიე, რო­გორ ჩა­მო­მიჯ­და ცხვირ­წინ. გა­საკ­ვი­რია, მაგ­რამ კვლავ შეძ­ლო ჩე­მი სა­გო­ნე­ბელ­ში ჩაგ­დე­ბა. ბევრ მა­მა­კაცს უც­დია ჩემ­თან ფლირ­ტის გაბ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ფუ­ლი­ა­ნებს, მსხვილ ბიზ­ნეს­მე­ნებს და მათ მე­ნე­ჯე­რებს. ესეც ჩე­მი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვა ამა თუ იმ ოფი­სის ჩვე­უ­ლებ­რივ, უბ­რა­ლო თა­ნამ­შ­რომ­ლებ­ზე ან სუ­ლაც, უმუ­შე­ვარ მა­მა­კა­ცებ­ზე. მაგ­რამ უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ მხო­ლოდ ბი­ბიმ შეძ­ლო ჩე­მი ლა­მა­ზი ტუ­ჩე­ბის მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ღი­მი­ლის მოს­ყიდ­ვა.

მან თავს ზე­მოთ ერ­თ­მა­ნეთს გა­და­აჭ­დო თი­თე­ბი და გა­ი­ჭი­მა.
- მივ­ხ­ვ­დი! შენ ფიქ­რობ იმა­ზე, რომ მე შე­სა­ნიშ­ნა­ვი პარ­ტ­ნი­ო­რი ვიქ­ნე­ბი.
სი­ცი­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე ტრა­ბა­ხა ტო­ნით წარ­მოთ­ქ­მულ მის ხუმ­რო­ბა­ზე.
- ამა­ში არა­ფე­რია გა­საკ­ვი­რი, მე ხომ მარ­თ­ლაც "და­ცე­მა" ბი­ჭი ვარ, პრაქ­ტი­კუ­ლად, გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი.
იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ჩე­მი სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბი ასე ზედ­მი­წევ­ნით და თან ხმა­მაღ­ლა გა­მო­ამ­ზე­უ­რა, ვე­რა­ფე­რი ვუ­პა­სუ­ხე. მაგ­რამ არაფ­რით მივ­ცემ­დი იმის უფ­ლე­ბას, ჩემს გრძნო­ბებს ჩას­წ­ვ­დო­მო­და, რა­თა გა­ე­გო, რო­გორ მინ­დო­და, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არა მხო­ლოდ სხვის საჩ­ვე­ნებ­ლად, არა­მედ რე­ა­ლუ­რა­დაც გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა. ამი­ტომ რაც მა­ლე გან­ვი­ხი­ლავ­დით ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­მა­შის დე­ტა­ლებს, მით მა­ლე და­ვემ­შ­ვი­დო­ბე­ბო­დი და გა­ვის­ტუმ­რებ­დი სახ­ლი­დან. ამის შემ­დეგ კი შე­ვეც­დე­ბო­დი, გო­ნე­ბი­დან ამო­მეგ­დო მი­სი ცის­ფე­რი თუ ლურ­ჯი თვა­ლე­ბის და­ბინ­დუ­ლი მზე­რა და ლო­ყებ­ზე შე­მომ­ს­ხ­და­რი საყ­ვა­რე­ლი ფო­სო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ გა­ღი­მე­ბის დროს ჩნდე­ბო­და.
- ტრა­ბახს კა­ცი არ მო­უკ­ლავს, - ნიშ­ნის მო­გე­ბით ვუთხა­რი.
- ეგ ოც­ნე­ბა­ზეა ნათ­ქ­ვა­მი და არა - ტრა­ბახ­ზე.
- ვი­ცი, მაგ­რამ ტრა­ბახ­საც მშვე­ნივ­რად მო­უხ­და, - ისევ გა­მე­ცი­ნა, - მო­დი, აჯო­ბებს, ქორ­წი­ლის გეგ­მე­ბი გან­ვი­ხი­ლოთ, სა­ნამ შე­ნი მა­მა­კა­ცუ­რი მომ­ნუს­ხ­ვე­ლო­ბის­გან სა­ბო­ლო­ოდ და­მი­კარ­გავს თა­ვი, - ვი­თომ გა­ვე­ხუმ­რე, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი სი­მარ­თ­ლე ვუთხა­რი.
- დამ­ცი­ნი?
- სულ ცო­ტა-ცო­ტას, - მი­ვუ­გე და "სულ ცო­ტა-ცო­ტა" ცე­რა და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თით გა­მოვ­სა­ხე.
მან თვა­ლე­ბი მი­ლუ­ლა. არც უც­დია კმა­ყო­ფი­ლე­ბის და­მალ­ვა. მე­რე უეც­რად გად­მო­ი­ხა­რა ჩემ­კენ და ისე და­მი­ჭი­რა ის ორი თი­თი, გუ­ლი ლა­მის ამო­მიხ­ტა ბუ­დი­დან, რად­გან ცხე­ლი ტალ­ღა ერ­თ­ბა­შად მო­ას­კ­და ჩემს სხე­ულს. ვიგ­რ­ძე­ნი, რომ კონ­ტ­როლს ვკარ­გავ­დი. კი­დევ ცო­ტაც და სი­ტუ­ა­ცია უმარ­თა­ვი გახ­დე­ბო­და.
- შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ხში­რად აშა­ყი­რე­ბენ ერ­თ­მა­ნეთს, - თქვა მან და­ბა­ლი, ჩახ­რინ­წუ­ლი ხმით, რა­მაც უფ­რო ძლი­ე­რად იმოქ­მე­და ჩემ­ზე, ვიდ­რე მის­მა სექ­სუ­ა­ლურ­მა ღი­მილ­მა. - კარ­გია, რომ ცო­ტა პრაქ­ტი­კის გავ­ლა შეგ­ვიძ­ლია.
მხო­ლოდ ეს "ცო­ტა პრაქ­ტი­კა" აკ­ლ­და ჩემს აფო­რი­ა­ქე­ბულ გულს! რო­გორ და­მერ­ხა!
- რა თქმა უნ­და, - ჩა­ვი­ლუღ­ლუ­ღე და თი­თე­ბი გა­მოვ­ტა­ცე იმ მი­ზე­ზით, ვი­თომ წყლით სავ­სე ჭი­ქის აღე­ბა მინ­დო­და. რამ­დე­ნი­მე ხარ­ბი ყლუ­პი მოვ­ს­ვი, იქ­ნებ ამ დრო­ში ოდ­ნავ მა­ინც დავ­მ­შ­ვიდ­დე და სურ­ვი­ლის აალე­ბუ­ლი ნა­პერ­წ­კა­ლი ჩა­ვაქ­რო-მეთ­ქი.
სრუ­ლი­ად ნა­თე­ლი იყო, რომ ჩე­მი გეგ­მა - ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პლა­ტო­ნუ­რად გვყვა­რე­ბო­და ერ­თ­მა­ნე­თი, სხვე­ბის თვალ­ში კი უგო­ნოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლის რო­ლი გვე­თა­მა­შა - ხუ­ხუ­ლა­სა­ვით ინ­გ­რე­ო­და. მაგ­რამ უკან და­ხე­ვაც გვი­ან იყო. დი­ლით მე­გიმ და­მი­რე­კა და შე­პარ­ვით მითხ­რა, ჩე­მი გა­რე ბი­ძაშ­ვი­ლი ჩა­მო­დის და უნ­და გა­გაც­ნო, იმა­საც არ ჰყავს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და იქ­ნებ ერ­თ­მა­ნე­თი მო­გე­წო­ნო­თო... მე კი­დევ, არც ვა­ციე, არც ვაცხე­ლე და ვა­ხა­რე, თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი გა­მო­მიჩ­ნ­და, ერ­თი კვი­რაა, ვხვდე­ბი და შენს წი­ნა­სა­ქორ­წი­ლო შეხ­ვედ­რებ­ზეც მას­თან ერ­თად ვივ­ლი-მეთ­ქი.

ისე გა­უ­ხარ­და, სულ "ვა­ი­მე" და "რა მა­გა­რი­ას" გა­ი­ძა­ხო­და. ვი­ცო­დი, რო­გორც კი ტე­ლე­ფონს გა­ვუ­თი­შავ­დი, ეგ­რე­ვე და­რე­კავ­და გო­გო­ებ­თან და ლი­ლის და კა­ტო­საც ჩა­ა­ყე­ნებ­და საქ­მის კურ­ს­ში. აბა, ასე­თი სენ­სა­ცი­უ­რი ამ­ბა­ვი სა­ი­დუმ­ლოდ რო­გორ დარ­ჩე­ბო­და! მარ­თ­ლაც ასე მოხ­და, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თიც არ გა­სუ­ლა, რომ ჯერ კა­ტომ და­მი­რე­კა, მე­რე - ლი­ლიმ, რა­თა დაწ­ვ­რი­ლე­ბით გა­მო­ე­კითხათ ჩემ­თ­ვის, ასე უცებ ვინ გა­ვი­ცა­ნი და ვინ იყო ის ლე­გენ­და­რუ­ლი მა­მა­კა­ცი, ვინც ჩე­მი მო­ხიბ­ვ­ლა მო­ა­ხერ­ხა. წე­სი­ე­რად არც დავ­ლა­პა­რა­კე­ბი­ვარ, რად­გან უამ­რა­ვი კერ­ძი მქონ­და მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი და სა­ლაქ­ლა­ქოდ არ მე­ცა­ლა, თან ჯერ არც მქონ­და ტყუ­ი­ლე­ბი მო­ფიქ­რე­ბუ­ლი, რომ და­ქა­ლე­ბი "და­მე­ბო­ლე­ბი­ნა". არა­და, სე­რი­ო­ზუ­ლად უნ­და შევ­მ­ზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი ისე­თი შე­კითხ­ვე­ბის­თ­ვის, რო­გო­რე­ბი­ცაა: "დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ხარ, რომ ეს შე­ნი ოც­ნე­ბის კა­ცია? ლა­მა­ზია? მდი­და­რია? რო­დის უნ­და გაჰ­ყ­ვე ცო­ლად?" და ასე შემ­დეგ.

მიყ­ვარ­და, რო­გორ არ მიყ­ვარ­და ჩე­მი გო­გო­ე­ბი, მაგ­რამ რო­ცა სა­უ­ბა­რი ჩემს გათხო­ვე­ბა­ზე ჩა­მო­ვარ­დე­ბო­და, მა­თი და­ნახ­ვაც აღარ მინ­დო­და, რად­გან იმ წუ­თებ­ში თით­ქოს თვა­ლებ­ში უბ­ნელ­დე­ბო­დათ, იმ­დენს მე­ჩი­ჩი­ნე­ბოდ­ნენ. ამი­ტო­მაც შე­ვარ­ქ­ვი "ქორ­წი­ნე­ბის ფა­ნა­ტე­ბი". არა­და, მათ ქმრებს ისე­თი ძმა­კა­ცე­ბი ჰყავთ, შე­იძ­ლე­ბა ნერ­წყ­ვი გა­დაგ­ც­დეთ სა­სუ­ლე­ში და ერთს არ იფიქ­რე­ბენ, ისი­ნი გა­მაც­ნონ, იქ­ნებ მარ­თ­ლა გა­მი­ღი­მოს ბედ­მა. მხო­ლოდ "წყალ­წა­ღე­ბუ­ლე­ბი" ემე­ტე­ბათ ჩემ­თ­ვის. არ ვი­ცი, ეს რი­სი ბრა­ლია. არ მინ­და ვი­ფიქ­რო, რომ შუ­რია ამა­ში გა­რე­უ­ლი, ღმერ­თ­მა და­მი­ფა­როს! ორი­ვეს ისე­თი ქმა­რი ჰყავს და მე­სა­მეც ისეთ კაც­ზე თხოვ­დე­ბა, ალ­ბათ მარკ ცუ­კერ­ბერგს, კე­მე­რონ ჯონ­სონს ან ალექს ტი­უს უნ­და მივ­თხოვ­დე, რომ ჩე­მი შე­შურ­დეთ და და­ი­ბოღ­მონ. რო­გორ მე­ცი­ნე­ბა, ამას რომ ვწერ. თვი­თო­ნაც რამ­დენ­ჯერ უნატ­რი­ათ ამ ახალ­გაზ­რ­და მი­ლი­ო­ნე­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქმრე­ბი ჰყავთ.
- კი­დევ ხომ არ გინ­და წყა­ლი? - ბი­ბიმ წყლით სავ­სე გრა­ფი­ნი მო­ი­მარ­ჯ­ვა.
- არა, მად­ლო­ბა, - ვჩქა­რობ­დი, რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე და­მემ­თავ­რე­ბი­ნა ეს შეხ­ვედ­რა. - აჯო­ბებს, საქ­მეს მი­ვუბ­რუნ­დეთ.
- კი ბა­ტო­ნო, მე მზად ვარ.
უეც­რად გა­ო­ცე­ბის­გან ყბა ჩა­მო­მი­ვარ­და. მან ჯი­ბი­დან პა­ტა­რა ბლოკ­ნო­ტი ამო­აძ­ვ­რი­ნა ზედ მი­მაგ­რე­ბუ­ლი კალ­მით, გა­და­შა­ლა, თავ­ში რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა და­წე­რა და მე­რე სვე­ტე­ბი ჩა­მო­ხა­ზა.
- რას აკე­თებ? - წარ­ბე­ბი ავ­ზი­დე.
- უნ­და ჩა­მოვ­წე­რო, რა გა­ვა­კე­თო. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი უნ­და ვი­ყო, რომ ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად გა­ვი­გე, რომ მე­რე პრე­ტენ­ზი­ე­ბი არ გქონ­დეს, - სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხე მი­ი­ღო და ჩა­სა­წე­რად მო­ემ­ზა­და.
თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იყო, მაგ­რამ მა­ინც შე­მა­წუ­ხა ეჭ­ვებ­მა.
- შენ მითხა­რი, რამ­დენ­ჯერ­მე ერ­თად მოგ­ვი­წევს სა­ღა­მო­ებ­სა და პიკ­ნი­კებ­ზე ყოფ­ნაო. დაწ­ვ­რი­ლე­ბით მო­მი­ყე­ვი შე­ნი მე­გობ­რე­ბის შე­სა­ხებ.
- სა­პა­ტარ­ძ­ლოს მე­გი ჰქვია. ად­რე სტი­უ­არ­დე­სა იყო, სწო­რედ მა­შინ გა­იც­ნო თენ­გო.
- ეგ ის კირ­ვა­ლი­ძეა, არა? შენ რომ მე­უბ­ნე­ბო­დი.
- ჰო, ისაა.
- მა­გა­რია. იმე­დია, დავ­მე­გობ­რ­დე­ბით.
ახ­ლა კი ვერ დავ­მა­ლე გა­ო­ცე­ბა. თვა­ლებ­გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი მი­ვაშ­ტერ­დი. აი, თურ­მე რა გა­მორ­ჩე­ნას ელო­და ჩემ­თან სი­ახ­ლო­ვით! თუმ­ცა, რა გა­საკ­ვი­რი იყო, თვი­თონ არ შევ­თა­ვა­ზე დახ­მა­რე­ბა? დახ­მა­რე­ბა კი არა, ჩვენს გა­რი­გე­ბას ბარ­ტე­რი უფ­რო ერ­ქ­ვა.

გაგრძელება იქნება

ავტორი სვეტა კვარაცხელია
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93