ნოველები

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი VI)

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი VI)
- კარ­გი, ეს გა­ვი­ა­რეთ, - ბი­ბიმ რა­ღაც ჩა­ი­ნიშ­ნა ბლოკ­ნოტ­ში. - შემ­დე­გი?
- შემ­დე­გი კა­ტოა, რომ­ლის ქმა­რია დუ­დუ ბოლ­ქ­ვა­ძე. მას­ზეც გე­ლა­პა­რა­კე, თუ გახ­სოვს.
- რო­გორ არ მახ­სოვს, სკლე­რო­ზი კი არ მჭირს, - თავ­მომ­წო­ნედ მო­მი­გო. - ასე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რა­მე­ე­ბი არ მა­ვიწყ­დე­ბა. კომ­პი­უ­ტე­რე­ბით რომ ვაჭ­რობს, არა?
- არამხო­ლოდ. სა­ერ­თოდ, ციფ­რუ­ლი ტექ­ნი­კა შე­მო­აქვს, ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი, ტე­ლე­ფო­ნე­ბი და რა ვი­ცი, ნა­წი­ლე­ბიც...
- გა­სა­გე­ბია... წა­ვი­წი­ოთ წინ.
- მე­სა­მე და­ქალს ლი­ლი ჰქვია, ან­ტონ შუბ­ლა­ძის ცო­ლია.
- ოქ­რო­უ­ლო­ბის "ოქ­რო­კა­ცი", არა?
- მშვე­ნივ­რად და­გი­მახ­სოვ­რე­ბია, ყო­ჩაღ!
- რო­ცა კა­რი­ე­რის აწყო­ბას აპი­რებ, ყვე­ლა­ფე­რი უნ­და და­ი­მახ­სოვ­რო, ყვე­ლა­ფე­რი, ნე­ბის­მი­ე­რი წვრილ­მა­ნიც კი, ლო­კა­ტო­რე­ბი­ვით უნ­და გქონ­დეს ყუ­რე­ბი, - მთე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით გა­მო­მიცხა­და.
- მა­გა­ში გე­თან­ხ­მე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს და­ქა­ლებს, სა­მი­ვე საყ­ვა­რე­ლია, ლა­მა­ზი და მხი­ა­რუ­ლი. "ქორ­წი­ნე­ბის ფა­ნა­ტებს" ვე­ძა­ხი. ჩე­მი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი არი­ან.
- "ქორ­წი­ნე­ბის ფა­ნა­ტებს"? - ბი­ბიმ ცა­ლი წარ­ბი მაღ­ლა აზი­და, რა­მაც სა­სა­ცი­ლო შე­სა­ხე­და­ვი გა­ხა­და. ამ­წუ­თას პა­ტა­რა ბიჭს ჰგავ­და, რო­მელ­საც ტყუ­ი­ლე­ბით აკ­ვირ­ვე­ბენ.
- პირ­ვე­ლად ლი­ლი გათხოვ­და და ამის შემ­დეგ აიწყ­ვი­ტეს სხვებ­მაც. ერ­თ­მა­ნეთს ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ, ვინ უფ­რო მდი­დარ და სიმ­პა­თი­ურ საქ­მ­როს და­ით­რევ­და. ყვე­ლას მეჯ­ვა­რე მე ვი­ყა­ვი. მად­ლო­ბა ღმერთს, მე­გი ბო­ლოა და და­ვის­ვე­ნებ.
უეც­რად ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი გა­უხ­და გა­მო­ხედ­ვა, თით­ქოს რა­ღა­ცას საზ­რობ­სო. ვერ მივ­ხ­ვ­დი, რამ შე­ა­წუ­ხა, მაგ­რამ იმ­წუთ­ში­ვე თა­ვად ამიხ­ს­ნა ყვე­ლა­ფე­რი.
- ამე­რი­კე­ლებს აქვთ ასე­თი გა­მოთ­ქ­მა, ან­და­ზა­სა­ვი­თაა... მაგ­რამ არ ვი­ცი, გითხ­რა თუ არა. მე­ში­ნია, არ გეწყი­ნოს.
- თქვი, არ მეწყი­ნე­ბა, - გა­ვუ­ღი­მე, მაგ­რამ მა­ინც არ მე­სი­ა­მოვ­ნა.
- სამ­ჯერ მეჯ­ვა­რე - არც ერ­თხელ პა­ტარ­ძა­ლიო, ასე იცი­ან თქმა, - მითხ­რა და მა­შინ­ვე გა­და­ი­ტა­ნა სხვა თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, იფიქ­რა, არ ეწყი­ნო­სო. - არ ვი­ცო­დი, ასე თუ გე­ზა­რე­ბო­და მეჯ­ვა­რე­ო­ბა.
- მეჯ­ვა­რე­ო­ბა კი არა, მა­თი ჩი­ჩი­ნი მე­ზა­რე­ბა. აი, ჩვენ ყვე­ლა­ნი დავ­თხოვ­დით, შენ კი ისევ მარ­ტო ხა­რო.
- მე­რე, რა არის ამა­ში ცუ­დი? რა­ხან სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის ამ­დე­ნი სცა­დეს, შენ­თ­ვი­საც გა­ირ­ჯე­ბი­ან.
დას­ტუ­რის ნიშ­ნად თა­ვი და­ვუქ­ნიე, მარ­თ­ლაც გა­მახ­სენ­და რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი, რო­მე­ლიც ლი­ლიმ ვი­თომ შემ­თხ­ვე­ვით მო­მიწყო. ქორ­წი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ად­რე, ერთ-ერთ სა­დილ­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად მო­აწ­ვე­ვი­ნა თა­ვის საქ­მ­როს "შე­სა­ფე­რი­სი კან­დი­და­ტე­ბი", ოღონდ, არა სა­კუ­თა­რი ძმა­კა­ცე­ბი, არა­მედ მი­სი შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი, თვი­თო­ნაც რომ არ იცოდ­ნენ წე­სი­ე­რად, რას წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ. კი­ნა­ღამ ვიჩხუ­ბეთ ამის გა­მო. ცო­ტა არ იყოს, გავ­ბ­რაზ­დი და ლა­მის წა­მომ­ც­და, - ჩე­მი სი­კე­თე თუ გინ­და, რა­ტომ ან­ტო­ნის ფუ­ლი­ან მე­გობ­რებს არ გა­მაც­ნობ-მეთ­ქი? ჩხუ­ბი იმი­ტომ მოგ­ვი­ვი­და, რომ ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი, ვი­საც თა­ვი­სი ჭკუ­ით მი­რი­გებ­და, ლო­თი აღ­მოჩ­ნ­და. ისე გა­მოტყ­ვ­რა, შუა ქე­იფ­ში პე­რან­გის გახ­და და­იწყო და ლა­მის მა­ი­სუ­რი­სა­მა­რა დარ­ჩა სუფ­რას­თან. მე­ო­რემ ზედ მა­გი­და­ზე მო­ინ­დო­მა ცეკ­ვა, რა­თა ჩემ­თ­ვის თა­ვი მო­ე­წო­ნე­ბი­ნა. იყო კი­დევ ერ­თი შემ­თხ­ვე­ვა, მე­გი ვი­ღაც მფრი­ნავს რომ მაც­ნობ­და, რო­მელ­საც მი­სი და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით შევ­ხ­ვ­დი და კი­ნა­ღამ გა­მა­რე­კი­ნა - მთე­ლი სა­ღა­მოს გან­მავ­ლო­ბა­ში პი­რი არ და­უ­ხუ­რავს, სულ ამ­თ­ქ­ნა­რებ­და.
- ჩემს გო­გო­ებს არ სურთ იმის გა­გე­ბა, რომ უკა­ცო­დაც მშვე­ნივ­რად ვგრძნობ თავს და სრუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის სამ­სა­ხუ­რიც მყოფ­ნის, - შევ­ჩივ­ლე ბი­ბის.
- აი, თურ­მე სხვა რა­ტომ არ აირ­ჩიე ამ რო­ლის­თ­ვის, - ღი­მი­ლით ჩა­მიკ­რა თვა­ლი. - მე იმი­ტომ გა­მი­რიგ­დი, რომ და­ქა­ლე­ბი გა­ა­გი­ჟო, რა კა­ცი ჩა­გიგ­დია ხელ­შიო, არა?
- თავ­ში ნუ აგი­ვარ­და, - სი­ცი­ლი ამიტყ­და და მუ­ქა­რის ნიშ­ნად თი­თი და­ვუქ­ნიე. - უბ­რა­ლოდ, სა­ჭი­რო მო­მენ­ტ­ში სწო­რედ შენ გა­მოჩ­ნ­დი ჩე­მი კომ­პი­უ­ტე­რის მო­ნი­ტორ­ზე, ეგ იყო და ეგ.
- შენ რა, კან­დი­და­ტებს ინ­ტერ­ნეტ­ში ეძებ­დი?
შე­ვე­ცა­დე, შეც­ბუ­ნე­ბა და­მე­ფა­რა. ღაწ­ვე­ბი ისე ამეწ­ვა, მე­გო­ნა, ცეცხ­ლი წა­მე­კი­და, და თა­ვი და­ვუქ­ნიე.
- ვი­ფიქ­რე, ასე უფ­რო სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად მო­ვაგ­ვა­რებ საქ­მეს-მეთ­ქი. შე­დი­ხარ "ფე­ის­ბუკ­ზე", ეძებ სა­ჭი­რო კან­დი­და­ტუ­რას, და­უთ­ქ­ვამ შეხ­ვედ­რას და - მორ­ჩა, საქ­მე გა­ჩარ­ხუ­ლია.
- და მე­რე? შე­დეგ­მა რა მოგ­ცა?
"შე­ნი თა­ვი მომ­ცა", - გა­ვი­ფიქ­რე და კი­ნა­ღამ ხმა­მაღ­ლა წა­მომ­ც­და ნა­ფიქ­რი.
შენ - გა­სა­გი­ჟე­ბე­ლი ცის­ფე­რი თვა­ლე­ბით, საყ­ვა­რე­ლი ფო­სო­ე­ბით და დამ­მ­დუღ­ვ­რე­ლი ღი­მი­ლით, რომ­ლი­თაც მო­ნა­ზო­ნის შეც­დე­ნა­საც კი შეძ­ლებ;
შენ - მხარ­ბე­ჭი­ა­ნი, სპორ­ტუ­ლი ფი­გუ­რით, რე­ლი­ე­ფუ­რი კუნ­თე­ბი­თა და ქა­რიზ­მით, რო­მე­ლიც ფო­ტო­ზეც კი ად­ვი­ლი შე­სამ­ჩ­ნე­ვია და რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ხომ სა­ერ­თოდ, თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი, - გა­ვაგ­რ­ძე­ლე ფიქ­რი, მაგ­რამ ხმა­მაღ­ლა მხო­ლოდ ეს აღ­მომ­ხ­და:
- სი­მარ­თ­ლე თუ გინ­და, რამ­დენ­ჯერ­მე პა­ე­მან­ზეც კი ვი­ყა­ვი. ისე გა­მო­ვი­და, თით­ქოს ყვე­ლა, ვი­საც შევ­ხ­ვ­დი, დაპ­როგ­რა­მე­ბუ­ლი იყო, - ერ­თ­სა და იმა­ვეს იმე­ო­რებ­დ­ნენ, სიტყ­ვა­სიტყ­ვით, გე­გო­ნე­ბო­და, და­ზე­პი­რე­ბუ­ლი აქ­ვ­თო.
- ალ­ბათ, ერ­თი სკო­ლა თუ გა­მო­ი­ა­რეს, - ახარ­ხარ­და ბი­ბი. - გინ­და, გა­მო­ვიც­ნო, რას გე­უბ­ნე­ბოდ­ნენ? რო­მან­ტი­კუ­ლი გა­სე­ირ­ნე­ბა წვი­მა­ში, ვახ­შა­მი სან­თ­ლის შუქ­ზე, ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე გა­სე­ირ­ნე­ბა...
- შენ სა­ი­დან...
- ამე­რი­კა­ში ყოფ­ნის დროს სამ­სა­ხურ­ში გა­მო­კითხ­ვას ვა­ტა­რებ­დით. შევ­დი­ო­დით გა­საც­ნობ სა­ი­ტებ­ზე და ცდებს ვა­ტა­რებ­დით, მე­რე კი ვა­ჯა­მებ­დით და მცი­რე კვლე­ვა გა­მოგ­ვ­დი­ო­და.
სი­ცი­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე. მას­თან სა­უ­ბარ­მა ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მი­ად­ვი­ლა. გა­მახ­სენ­და ის ერ­თა­დერ­თი და უკა­ნას­კ­ნე­ლი სა­ღა­მოც, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ. რვა წე­ლი მცი­რე დრო არ არის. არ ვე­ლო­დი, ისევ ისე­თი მო­ხიბ­ლუ­ლი თუ დავ­რ­ჩე­ბო­დი. გარ­და იმი­სა, რომ მოქ­მე­დე­ბის კონ­კ­რე­ტუ­ლი გეგ­მა შე­ვი­მუ­შა­ვეთ, სხვა ბევრ რა­მე­ზეც ვი­სა­უბ­რეთ და დრო ჭკვი­ან და სა­სი­ა­მოვნო თა­ნა­მო­სა­უბ­რეს­თან გა­ვა­ტა­რე, რო­მელ­მაც სით­ბო­თი გა­მავ­სო.
ეჭ­ვი აღარ მე­პა­რე­ბო­და, რომ ბი­ბი თა­ვის მი­სი­ას ისე შე­ას­რუ­ლებ­და, რო­გორც მე მსურ­და - ჩემს და­ქა­ლებს გა­ა­ოგ­ნებ­და. მაგ­რამ რა მოხ­დე­ბა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მე თვი­თონ ვერ გა­ვუ­ძე­ლი მის მაგ­ნე­ტიზმს? ასე­თი ძლი­ე­რი მი­ზი­დუ­ლო­ბის ძა­ლის მქო­ნე მა­მა­კა­ცი არ­სად არას­დ­როს შემ­ხ­ვედ­რია.

იმი­ჯი, გეგ­მა, ზუს­ტი გათ­ვ­ლა...
ჩე­მი უზარ­მა­ზა­რი კა­რა­დის წინ ვი­დე­ქი, სარ­კე­ში ვი­ხე­დე­ბო­დი და ვი­მე­ო­რებ­დი ერთ დროს სადღაც ამო­კითხულ სიტყ­ვებს, მგო­ნი - რო­მე­ლი­ღაც ამე­რი­კე­ლი ავ­ტო­რის წიგ­ნ­ში, "სრულ­ყო­ფი­ლე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბი" თუ რა­ღაც მსგავ­სი რომ ერ­ქ­ვა. ვინ იცის, მე­რამ­დე­ნედ გა­დავ­ქე­ქე ჩე­მი გარ­დე­რო­ბი, ჩა­საც­მე­ლად რომ შე­სა­ფე­რი­სი კოს­ტი­უ­მი ამერ­ჩია!
იმის­თ­ვის, რომ წი­ნა­სა­ქორ­წი­ლო სა­დილ­ზე, სა­დაც ბი­ბის­თან ერ­თად გა­მოვ­ცხად­დე­ბი, სენ­სა­ცია მო­ვახ­დი­ნო, მჭირ­დე­ბა გეგ­მა და ზუს­ტი გათ­ვ­ლა. თუმ­ცა, ამის გა­რე­შეც წა­ვაწყ­დი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას - ჩემს გარ­დე­რობ­ში არ აღ­მოჩ­ნ­და ისე­თი კა­ბა, რომ­ლი­თაც ბი­ბის მოვ­ხიბ­ლავ­დი, მას­ზე წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მო­ვახ­დენ­დი და თან, მეც უფ­რო თავ­და­ჯე­რე­ბულს გა­მო­მა­ჩენ­და. კი­დევ ერ­თხელ გა­და­ვათ­ვა­ლი­ე­რე ჩე­მი შე­სა­შუ­რი დი­ზა­ი­ნე­რუ­ლი კო­ლექ­ცია: ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლე­ბი, ელე­გან­ტუ­რე­ბი, მო­დუ­რე­ბი, მაგ­რამ ისე­თი, რომ ბი­ბის ჩემ­თ­ვის თვა­ლი ვერ მო­ე­შო­რე­ბი­ნა, მათ შო­რის არ იყო. ვცა­დე, შა­ნე­ლი­სე­უ­ლი ვა­რი­ან­ტი მე­ცა­და - სა­კი­დი­დან ჩა­მოვ­ხ­სე­ნი პა­ტა­რა შა­ვი კა­ბა, გვერ­დ­ზე ოდ­ნავ ჩახ­ს­ნი­ლი, რო­მე­ლიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მად­გა ტან­ზე, ისე­დაც ჩა­მოს­ხ­მულ სხე­ულს უფ­რო გა­მოკ­ვეთ­და, მაგ­რამ თით­ქოს რა­ღაც აკ­ლ­და "გა­სა­გი­ჟებ­ლამ­დე". თა­ვის ად­გი­ლას და­ვაბ­რუ­ნე და უკ­მაყ­ო­ფი­ლე­ბის ოხ­ვ­რა აღ­მომ­ხ­და.

სა­ათს რომ დავ­ხე­დე, მივ­ხ­ვ­დი, ბუ­ტი­კებ­ში სირ­ბი­ლის დრო არ მრჩე­ბო­და. აი, სად მაკ­ლ­და ახ­ლა მე­გი, რო­მე­ლიც წამ­ში შე­მირ­ჩევ­და ტან­საც­მელს და თან ისე­თი გე­მოვ­ნე­ბით, წა­მი­თაც არ შე­გე­პა­რე­ბო­და ადა­მი­ანს ეჭ­ვი. ეს ის იყო, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის მაკ­ლ­და ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, - მე ხომ უდე­დოდ გა­ვი­ზარ­დე და მრჩე­ვე­ლი, ისიც ქა­ლის სა­ხით, არას­დ­როს მყო­ლია. ამი­ტომ ყო­ველ­თ­ვის მშურ­და ჩე­მი თა­ნაკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნე­ბის, დე­დე­ბი რომ მო­ა­ცი­ლებ­დ­ნენ ხოლ­მე და­ბა­დე­ბის დღეზეა ან სა­ღა­მო­ზე კოხ­ტად გა­მოპ­რან­ჭუ­ლებს, თმა­და­ვარ­ცხ­ნი­ლებს და სუ­ნა­მო­დაპ­კუ­რე­ბუ­ლებს... მა­შინ მზად ვი­ყა­ვი, ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი გა­მე­ღო...

თით­ქ­მის არ მახ­სოვს დე­და­ჩე­მი: ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რო­ცა გარ­და­იც­ვა­ლა. საწყა­ლი მა­მა ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, რომ მე და ტე­ტეს უდე­დო­ბა არ დაგ­ვ­ტყო­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც მგო­ნია, რომ დე­დის გვერ­დით ბევ­რად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და გულ­ღია გა­ვიზ­რ­დე­ბო­დი...
გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა ზურ­გი ვაქ­ციე ჩემს არაფ­რის მომ­ცემ გარ­დე­რობს და სწო­რედ იმ­წუ­თას თავ­ში გე­ნი­ა­ლუ­რი აზ­რი მო­მი­ვი­და. "ფე­ის­ბუკ­ზე" ხში­რად წავ­წყ­დო­მი­ვარ სხვა­დას­ხ­ვა სა­ი­ტი­დან გა­მო­წე­რი­ლი ტან­საც­მ­ლი­სა და ფეხ­საც­მ­ლის ნი­მუშს, რო­მელ­საც თბი­ლის­ში კერ­ძოდ ყიდ­დ­ნენ. ეგ­რე­ვე ვე­ცი ლეპ­ტოპს და ძებ­ნა და­ვიწყე. ჩემ­და გა­სა­ოც­რად, სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში გა­და­ვაწყ­დი იმას, რა­საც ასე გამ­წა­რე­ბუ­ლი და­ვე­ძებ­დი. ის კი არა, თვა­ლებ­ზე ხე­ლე­ბი ავი­ფა­რე, ხომ არ მე­ლან­დე­ბა-მეთ­ქი?.. მე­რე ნელ-ნე­ლა გავ­შა­ლე თი­თე­ბი და ფრთხი­ლად გავ­ხე­დე ეკ­რან­ზე მაც­დუ­ნებ­ლად გა­მო­ფე­ნილ კა­ბას. დი­ა­ხაც, ეს ჩე­მი ოც­ნე­ბის სა­მო­სი იყო. მო­ნი­ტორ­ზეც კი ისე ბრწყი­ნავ­და, თით­ქოს მიხ­მობ­და, ხე­ლი გა­მო­იწ­ვ­დი­ნე და ჩა­მომ­ხ­სე­ნი, რა­ღას უც­დიო! ერ­თი შევ­კივ­ლე, წა­მოვ­ხ­ტი და რამ­დენ­ჯერ­მე დავ­ტ­რი­ალ­დი ოთახ­ში. ამ­წუ­თას მი­სი ფა­სი არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რად­გან ფუ­ლის პრობ­ლე­მა არ მქონ­და. ჩე­მი მუ­შა­ო­ბით დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მქონ­და, თუნ­დაც ძა­ლი­ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­მო­სი შე­მე­ძი­ნა. ამი­ტომ წა­მი­თაც არ მი­ყოყ­მა­ნია. ეგ­რე­ვე მივ­წე­რე კა­ბის პატ­რონს, რო­მელ­მაც, თით­ქოს მე­ლო­დაო, მა­შინ­ვე მი­პა­სუ­ხა. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვარ­კ­ვიე, ფას­ზეც მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ და შევ­თან­ხ­მ­დით, რომ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში კა­ბას შინ მო­მი­ტან­დ­ნენ, მე კი ფულს ად­გილ­ზე გა­და­ვუხ­დი­დი.
ესეც ასე. ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მა­გა­რი კა­ბა მექ­ნე­ბა, ორ სა­ათ­ში კი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი კა­ვა­ლე­რი მო­მა­კითხავს. მა­ნამ­დე სა­ლონს ვეს­ტუმ­რე­ბი თმის და­სა­ვარ­ცხ­ნად, ჩა­წე­რი­ლი ვარ. ნე­ტავ მა­ლე გა­ვი­დეს ორი სა­ა­თი!..

- კი­დევ ხომ არ გინ­და რა­მის და­მა­ტე­ბა, სა­ნამ შენს და­ქა­ლებს მეტყ­ვე­ლე­ბის უნარს წა­ვარ­თ­მევ?
გა­ღი­მე­ბი­სას ტუ­ჩე­ბი ამით­რ­თოლ­და, რად­გან ჩემ­მა ნერ­ვულ­მა და­ძა­ბუ­ლო­ბამ პიკს მი­აღ­წია:
- მი­ხა­რია, რომ ასე ხარ შენს თავ­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, - მი­ვუ­გე.
- რო­ცა გვერ­დით ასე­თი თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლი ქა­ლი გყავს, ად­ვი­ლია, შენს თავ­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი იყო, - იდუ­მა­ლი ხმით მი­ჩურ­ჩუ­ლა და იდაყ­ვ­ზე ხე­ლი მო­მი­ჭი­რა.
ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბო­და, რომ ის როლ­ში შე­დი­ო­და და იმი­ტო­მაც იქ­ცე­ო­და ასე, მაგ­რამ მის შე­ხე­ბა­ზე მა­ინც ჩე­მი და­მე­მარ­თა.
- ყვე­ლა­ფე­რი გახ­სოვს? რო­გორ შევ­ხ­ვ­დით ერ­თ­მა­ნეთს, რო­გორ გა­ვი­ცა­ნით... და ასე შემ­დეგ...
- დამ­შ­ვიდ­დი, მახ­სოვს, - ისევ იმა­ვე ხმით მო­მი­გო და თი­თის წვე­რე­ბი ჩემს ლო­ყას ჩა­მო­ა­ყო­ლა.
ათ­რ­თო­ლე­ბულს გუ­ლი ლა­მის მუ­ცელ­ში ჩა­მი­ვარ­და, ისე და­ვი­შა­ლე ნა­წი­ლე­ბად.
დამ­შ­ვიდ­დიო?.. დამ­ცი­ნის? რო­გორ უნ­და დავ­მ­შ­ვიდ­დე და მო­ვეშ­ვა ასე­თი მა­მა­კა­ცის გვერ­დით, მით უფ­რო, რო­ცა ისე მი­ყუ­რებს, თით­ქოს მარ­თ­ლა ჩემ­ზე იყოს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი?!
- რაც უფ­რო მა­ლე ვნა­ხავთ შენს და­ქა­ლებს, მით უფ­რო მა­ლე დაწყ­ნარ­დე­ბი. მთა­ვა­რია, თა­ვი შე­ი­კა­ვო, ცო­ტა ხნით მა­ინც, რომ სი­ყალ­ბე არ შე­გატყონ, - სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი­ვით მა­რი­გებ­და ჭკუ­ას.
"ა­რა მგო­ნია, ამან მიშ­ვე­ლოს", - გა­ვი­ფიქ­რე, რო­ცა ჩე­მი ხე­ლი ხელ­ში აიღო და ჩვე­ნი თი­თე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ში გა­დახ­ლარ­თა. ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლურს ჰგავ­და და რა მა­ნერ­ვი­უ­ლებ­და? ალ­ბათ, სწო­რედ ის, რომ ყვე­ლა­ფე­რი ასე ჰგავ­და რე­ა­ლურს.

ეს შეგ­რ­ძ­ნე­ბა მა­შინ გა­მიჩ­ნ­და, რო­ცა ჩე­მი ახა­ლი კა­ბა ჩა­ვიც­ვი. ბი­ბიმ რომ და­მი­ნა­ხა, ად­გილ­ზე გა­ხევ­და, თით­ქოს იატაკს მი­ა­ლურ­ს­მ­ნე­სო და მივ­ხ­ვ­დი, რომ ამ­ხე­ლა ფუ­ლი ტყუ­ი­ლად არ გა­და­მიყ­რია და ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა ღირ­და იმად, რამ­დე­ნიც კა­ბა­ში გა­და­ვი­ხა­დე. ბი­ბი მა­ლე­ვე მო­ე­გო გონს და გან­ც­ვიფ­რე­ბუ­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა სხვა, უფ­რო სა­შიშ გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბად შე­ეც­ვა­ლა. აუჩ­ქა­რებ­ლად ამათ­ვა­ლი­ე­რა ფე­ხე­ბი­დან თმის ძი­რამ­დე და მის მზე­რა­ში უშეც­დო­მოდ ამო­ვი­კითხე, რაც გა­ი­ფიქ­რა.
ამის გახ­სე­ნე­ბა­ზე ისე შევ­კ­რ­თი, რომ თი­თე­ბი ჩემ­და უნე­ბუ­რად გა­ვარ­ხიე მის თი­თებ­ში. უკ­ვე ვნა­ნობ­დი, ეს სა­ბე­დის­წე­რო თა­მა­ში რომ წა­მო­ვიწყე, მაგ­რამ გვი­ან იყო.
- გინ­და, გა­გიშ­ვა ხე­ლი? - ჩა­მეს­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­სი ხმა.
მაგ­რამ მის მი­ერ წარ­მოთ­ქ­მუ­ლი ფრა­ზა შე­კითხ­ვას იმ­დე­ნად არ შე­ი­ცავ­და, რამ­დე­ნა­დაც - დას­ტურს. უარე­სად მა­ცო­ფებ­და მი­სი მიხ­ვედ­რი­ლო­ბის ნი­ჭი, ასე ად­ვი­ლად რომ კითხუ­ლობ­და ჩემს აზ­რებს.
- გგო­ნია, გავ­გიჟ­დი, ასე­თი სა­ში­ნე­ლი თა­მა­ში რომ წა­მო­ვიწყე? - გა­ფით­რე­ბულ­მა ვუ­ჩურ­ჩუ­ლე.
ბი­ბიმ გა­ი­ღი­მა, რა­მაც კი­დევ უფ­რო შე­არ­ყია ჩე­მი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა.
- სავ­სე­ბით ნა­თე­ლია, რომ საქ­მი­ან ქალს არ სცა­ლია პა­ე­მან­ზე სა­სი­ა­რუ­ლოდ. სი­მარ­ტო­ვე­ში გუ­ლის შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი არა­ფე­რია, მაგ­რამ შენ ალ­ბათ ამას ვე­რას­დ­როს გა­ი­გებ.
ბი­ბი უცებ შე­ჩერ­და, ხე­ლი შე­მიშ­ვა, წინ და­მიდ­გა, ნი­კა­პი ამი­წია და ცე­რი ქვე­და ტუჩ­ზე ვნე­ბი­ა­ნად მო­მის­ვა.
სუნ­თ­ქ­ვა შე­მეკ­რა. ვი­მე­დოვ­ნებ­დი, რომ ის ვერ შე­ამ­ჩ­ნევ­და ჩემს შეც­ბუ­ნე­ბას, რო­მე­ლიც მის­მა თი­თის შე­ხე­ბამ გა­მო­იწ­ვია. ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­დე­ქით ერ­თ­მა­ნეთ­თან. ოდ­ნავ რომ და­ე­ხა­რა თა­ვი, არა­ფე­რი და­უშ­ლი­და, რომ...
- თუ შენ მა­ინც გინ­და ეს სა­ქორ­წი­ნო გა­მოც­და ჩა­ა­ბა­რო, იცო­დე, რომ ბო­ლომ­დე შენს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში ვარ. გა­დაწყ­ვი­ტე.
მარ­თ­ლაც­და, რას ვყოყ­მა­ნობ? ან რა ეჭ­ვე­ბი შე­მიჩ­ნ­და? რა დი­დი ამ­ბა­ვია ერ­თი თვე? ამ ერ­თი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ინც ხომ იქ­ნე­ბა ეს კა­ცი ჩე­მი? რაც მოხ­დე­ბა, მოხ­დე­ბა. თუ ჩე­მი ბე­დის­წე­რის რო­მე­ლი­ღაც გვერ­დ­ზე ეს უკ­ვე დი­დი ხა­ნია, ჩა­წე­რი­ლია, ისე­დაც ვერ ავი­ცი­ლებ თა­ვი­დან, ამი­ტომ - მო­ეშ­ვი, ელე­ნე, და მიჰ­ყე­ვი დი­ნე­ბას.
თა­ვი გა­და­ვაქ­ნიე, ჩა­მოშ­ლი­ლი თმა მხრებს უკან გა­და­ვი­ყა­რე, ამა­ყად მო­ვი­ღე­რე ყე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მუხ­ლე­ბი მი­კან­კა­ლებ­და და ნა­ბი­ჯი წინ გა­დავ­დ­გი:
- წა­ვე­დით.
- ჩე­მი ჭკვი­ა­ნი, - შე­მა­ქო ბი­ბიმ, კვლავ ჩახ­ლარ­თა თა­ვი­სი თი­თე­ბი ჩემ­სა­ში და რეს­ტორ­ნის კა­რი ამე­რი­კელ ჟი­გო­ლო­სა­ვით შე­ა­ღო.
დარ­ბაზ­ში შე­ვე­დით თუ არა, რამ­დენ­ჯერ­მე ღრმად ამო­ვი­სუნ­თ­ქე. კი­დევ მქონ­და რა­ღაც წუ­თე­ბი, სა­ნამ ჩე­მი გო­გო­ე­ბი შე­მამ­ჩ­ნევ­დ­ნენ. და უეც­რად, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი რამ მოხ­და - ამ­ხე­ლა დარ­ბაზ­ში წა­მი­ე­რად სრუ­ლი სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და. ყვე­ლა სტუ­მარ­მა, მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლი­ვით, ჩვენ­კენ შე­მო­აბ­რუ­ნა თა­ვი. და­ვი­ფი­ცებ, რომ ყვე­ლას ერ­თხ­მად და ერ­თ­დ­რო­უ­ლად აღ­მოხ­და "კო­ლექ­ტი­უ­რი ოხ­ვ­რა". არა, ვერ და­ვი­ფი­ცებ, მაგ­რამ ასე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა ნამ­დ­ვი­ლად და­მე­უფ­ლა. პირ­ველ­მა მე­გიმ მო­ი­ხე­და და ეგ­რე­ვე გაჰ­კ­რა იდაყ­ვი ლი­ლის და კა­ტოს.
- შეგ­ვამ­ჩ­ნი­ეს, - ბი­ბის მთე­ლი დარ­ბა­ზის­თ­ვის სამ­ყო­ფი ღი­მი­ლი იმა­ზე მეტყ­ვე­ლებ­და, რომ გა­თა­მა­შე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლის ყო­ვე­ლი წა­მით ტკბე­ბო­და, - გინ­და, ახ­ლა­ვე გა­კო­ცო? - და­ი­ხა­რა და ზედ ყუ­რის ბი­ბი­ლოს­თან მი­ჩურ­ჩუ­ლა. - მხო­ლოდ იმის­თ­ვის, რომ უფ­რო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იყოს.
- გა­გიჟ­დი? - შორს და­ვი­ჭი­რე და თვა­ლე­ბი და­ვა­ფა­ხუ­ლე.
ბი­ბიმ მო­კუ­მუ­ლი ბა­გე­ე­ბით ჩა­ი­ხითხი­თა.
ჩე­მი და­ქა­ლე­ბი უკ­ვე მო­ი­წევ­დ­ნენ ჩვენ­კენ, სწრა­ფად უქ­ცევ­დ­ნენ გვერდს ყო­ველ შემ­ხ­ვედრ მა­გი­დას.
- წარ­მოდ­გე­ნა და­იწყო! - ისევ მი­ჩურ­ჩუ­ლა ბი­ბიმ, მაგ­რამ ამ­ჯე­რად ჩემ­კენ არ გად­მოხ­რი­ლა.
- საყ­ვა­რე­ლო, რა ლა­მა­ზი ხარ, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი! - ხე­ლებ­გაშ­ლი­ლი მო­მი­ახ­ლოვ­და მე­გი, მაგ­რამ სა­ნამ ამ ფრა­ზას წარ­მოთ­ქ­ვამ­და, წა­მის მე­ა­სედ­ში მო­ას­წ­რო, შე­ე­ფა­სე­ბი­ნა ჩე­მი ოქ­როს­ფე­რი კა­ბა და რო­გორც კი ჩა­მე­ხუ­ტა, ეგ­რე­ვე ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა: "ვაუ!" მხო­ლოდ ამის შემ­დეგ გა­და­ი­ტა­ნა მზე­რა ბი­ბი­ზე. - ელოს ახა­ლი მე­გო­ბა­რი ხართ? სა­სი­ა­მოვ­ნოა თქვე­ნი გაც­ნო­ბა.
მე­გის შემ­დეგ ლი­ლიმ და კა­ტომ გა­დამ­კოც­ნეს. ბი­ბის წა­მი­თაც არ უგ­რ­ძ­ნია უხერ­ხუ­ლო­ბა. მან სა­მი­ვეს თა­მა­მად ჩა­მო­არ­თ­ვა ხე­ლი და გან­ზე გად­გა, რომ ჩემ­თან სი­ახ­ლო­ვე­ში მათ­თ­ვის ხე­ლი არ შე­ე­შა­ლა.
- თავს მო­ვა­ლედ ვცნობ, წარ­მო­გიდ­გეთ - ბი­ბი კო­კაია, - წარ­მოთ­ქ­ვა ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ. - მო­ხა­რუ­ლი ვარ თქვენ­თან შეხ­ვედ­რით, - და მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ღი­მი­ლი შე­აფ­რ­ქ­ვია სა­მი­ვეს, - რო­მე­ლია ამ სამ ულა­მა­ზეს­თა­გან სა­პა­ტარ­ძ­ლო?
ჩე­მი გო­გო­ე­ბი ეგ­რე­ვე ახ­მა­ურ­დ­ნენ. თვალს აღარ აშო­რებ­დ­ნენ მის "და­ცე­მა" ღი­მილს, რო­მელ­საც ბი­ბი უან­გა­როდ აბ­ნევ­და ირ­გ­ვ­ლივ, მო­უ­რი­დებ­ლად ათ­ვა­ლი­ე­რებ­დ­ნენ თა­ვით ფე­ხამ­დე და მის კომ­პ­ლი­მენ­ტებ­ზე პა­ტა­რა ბავ­შ­ვე­ბი­ვით აცე­ტე­ბუ­ლე­ბი ტკარ­ცა­ლებ­დ­ნენ.
- ბი­ბი, გა­ი­ცა­ნი ჩე­მი მე­გობ­რე­ბი: კა­ტო, მე­გი და ლი­ლი. - მე­რე კი თე­ატ­რა­ლუ­რად გა­ვიქ­ნიე ხე­ლი ბი­ბის­კენ და ხმა­მაღ­ლა და­ვა­მა­ტე: - გო­გო­ე­ბო, ეს კი ბი­ბია, ჩე­მი კა­ცი.
- ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, გვი­ხა­რია თქვე­ნი გაც­ნო­ბა, ბი­ბი, - ერ­თ­მა­ნეთს ას­წ­რებ­დ­ნენ ჩე­მი და­ქა­ლე­ბი, თან და­უ­ფა­რა­ვად კეკ­ლუ­ცობ­დ­ნენ.
ლა­მის გა­ო­ცე­ბის შე­ძა­ხი­ლი აღ­მომ­ხ­და და არც ვი­ცი, რო­გორ მო­ვა­ხერ­ხე თა­ვის შე­კა­ვე­ბა, რო­ცა მე­გიმ დი­ა­სახ­ლი­სი­ვით ჩას­ჭი­და ბი­ბის ხე­ლი და ში­ნა­უ­რუ­ლად მი­მარ­თა:
- წა­მო, ჩვენს ქმრებს გა­გაც­ნობ. სა­ნამ ჩვენ ელოს რა­ღაც-რა­ღა­ცებს გა­მოვ­კითხავთ, შენ მა­თი გაც­ნო­ბის დრო გექ­ნე­ბა.
ვიდ­რე ბი­ბი მე­გის გაჰ­ყ­ვე­ბო­და, მო­ას­წ­რო, ჩემ­თ­ვის ხელ­ზე ხე­ლი მო­ე­ჭი­რა და ისე­თი ვნე­ბით სავ­სე მზე­რა მეს­რო­ლა, რომ გულ­მა ბა­გა­ბუ­გი ატე­ხა.
- იმე­დია, არა­ფე­რი მე­მუქ­რე­ბა, - გა­ი­ხუმ­რა მან, სა­ნამ გაგ­ვეც­ლე­ბო­და.
- ვნა­ხოთ, ვნა­ხოთ, - ეშ­მა­კუ­რად გა­უ­ცი­ნა მე­გიმ.
ლი­ლი და კა­ტო ეგ­რე­ვე შე­მო­მიბ­რუნ­დ­ნენ.
- სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ლა­პა­რა­კო გვაქვს შენ­თან, - გო­გო­ნე­ბი აშ­კა­რად აღელ­ვე­ბუ­ლები ჩან­დ­ნენ, - რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბის ახ­ს­ნა მო­გი­წევს, ელე­ნე!
კი­ნა­ღამ გუ­ლი გა­მის­კ­და. ალ­ბათ შეგ­ვატყ­ვეს, რომ ერ­თ­მა­ნე­თი არ გვიყ­ვარს და ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­მა­შია. სიმ­ხურ­ვა­ლემ სა­ხე­ში ამას­ხა, მაგ­რამ ისე­თი უმ­წიკ­ვ­ლო გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა მი­ვი­ღე, თით­ქოს ვერ მივ­ხ­ვ­დი, რას მერ­ჩოდ­ნენ. გო­ნე­ბა მე­ქა­ნი­კუ­რად ამუ­შავ­და, რომ თავ­დაც­ვის­თ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. არაფ­რით არ უნ­და გავ­მ­ტყ­და­რი­ყა­ვი, თუ­კი სი­ყალ­ბე­ში დამ­დებ­დ­ნენ ბრალს. შევ­ძ­ლებ­დი კი? ისი­ნი ხომ აქამ­დე არას­დ­როს მო­მიტყუ­ე­ბია!
წინ მწა­მებ­ლუ­რი სამ­ს­ჯავ­რო მე­ლო­და...


გაგრძელება იქნება

ავტორი სვეტა კვარაცხელია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
Tamari
Mgonia, rom kargad wert
17:27 / 18-09-2019
გამოხმაურება / 0 /
xatia
An ertianad dadet anda yoveldge.
11:35 / 18-09-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93