ნოველები

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი VIII)

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი VIII)
გა­მი­ხარ­და, ბი­ბის ჩე­მი მე­გობ­რე­ბი და მა­თი ქმრე­ბი რომ მო­ე­წო­ნა და მეც თა­ვი გა­მო­ვი­დე.
- ყვე­ლა­ნი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვე­ბი არი­ან. არ იცი, რო­გორ მიყ­ვარს ჩე­მი გო­გო­ე­ბი, თუმ­ცა დღეს საკ­მა­ოდ მკაც­რი და­კითხ­ვა მო­მიწყ­ვეს. ყვე­ლაფ­რის გა­გე­ბა უნ­დო­დათ.
- ჩემ­ზე? - ბი­ბიმ წარ­ბე­ბი აზი­და.
- ჰო, - მსუ­ბუ­ქი ღი­მი­ლი გა­და­ვი­ფი­ნე ტუ­ჩებ­ზე. - ყვე­ლაფ­რის, ბო­ლო წვრილ­მა­ნამ­დეც კი.
- რა­ტომ ხართ ქა­ლე­ბი ასე­თი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ე­ბი? ისიც ხომ არ გკითხეს, სექ­ს­ში რო­გო­რიაო?
მის შე­კითხ­ვა­ზე ფხუ­კუ­ნი ამიტყ­და.
- ნუ, და­ახ­ლო­ე­ბით, - კეკ­ლუ­ცად გავ­ხე­დე, მაგ­რამ მა­ინ­ც­და­მა­ინც არ
მე­სი­ა­მოვ­ნა, ქა­ლე­ბი რომ გაგ­ვ­კი­ლა. რო­გორც ჩანს, ეს შე­მეტყო სა­ხე­ზე, რად­გან მა­შინ­ვე შეშ­ფოთ­და.
- ცუ­დად ხომ არ გა­მო­მი­ვი­და?
- თით­ქ­მის, - მშრა­ლად მი­ვუ­გე, - ისი­ნი ჩე­მი მე­გობ­რე­ბი არი­ან, ბი­ბი. და ჩვენ ვენ­დო­ბით ერ­თ­მა­ნეთს.

- მეს­მის, გა­ნა არ მეს­მის, ამი­ტო­მაც არ ვი­ზო­გავ თავს, რომ და­დე­ბი­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ვახ­დი­ნო თი­თო­ე­ულ­ზე. სა­ერ­თოდ და­მა­ვიწ­ყდა ჩვე­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბა სამ­სა­ხუ­რის თა­ო­ბა­ზე, ისე გა­მი­ტა­ცა მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ: ვხუმ­რობ, ლა­მის ვფლირ­ტა­ობ სა­მი­ვეს­თან, ბი­ჭებ­თან საქ­მი­ა­ნად ვსა­უბ­რობ, თან თვალს არ გა­შო­რებ, ისე­თი ლა­მა­ზი ხარ. ვე­რას­დ­როს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ასე­თი იდე­ა­ლუ­რი სხე­უ­ლი თუ გექ­ნე­ბო­და. თავ­ბ­რუს მახ­ვევ... მე­ტი რა გა­ვა­კე­თო? - ბო­ლოს ხუმ­რო­ბით და­ამ­თავ­რა.
- არც არა­ფე­რი. მთა­ვა­რია, ზედ­მე­ტი არ მოგ­ვი­ვი­დეს. ცო­ტა არ იყოს, ვნა­ნობ, ეს თა­მა­ში რომ წა­მო­ვიწყე. სინ­დი­სი მქენ­ჯ­ნის, ჩე­მი ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მოტყუ­ე­ბა რომ მი­წევს.
თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით შე­მომ­ხე­და და ხელ­ზე ხე­ლი მო­მი­ჭი­რა.
- ნუ გა­ნიც­დი, არ ღირს. ისეთს არა­ფერს აკე­თებ, რომ მე­რე სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­გიხ­დეს. აქ ერ­თად იმი­ტომ აღ­მოვ­ჩ­ნ­დით, რომ დი­დი ხა­ნია, ვიც­ნობთ ერ­თ­მა­ნეთს და გვსი­ა­მოვ­ნებს ერ­თად ყოფ­ნა. ასე არ არის? და­ვა­ნე­ბოთ სხვა ყვე­ლა­ფერს თა­ვი. სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვია, ძველ მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რა და დროს ტა­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. ამა­ში ტრა­გე­დი­ას ვერ ვხე­დავ. შე­ნი არ ვი­ცი და, მე ამ ყვე­ლაფ­რის­გან დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ერ­თი თვის შემ­დე­გაც გაგ­რ­ძელ­დე­ბა, გუ­შინ ხომ არ გაგ­ვიც­ნია ერ­თ­მა­ნე­თი. ამი­ტომ არ ღირს, ამის გა­მო სი­ნა­ნუ­ლი გა­ნი­ცა­დო.

უნ­დოდ შევ­ხე­დე. მიხ­ვ­და, რა­მაც გა­მი­ელ­ვა და სას­წ­რა­ფოდ და­ა­მა­ტა:
- ვი­ცი, ვი­ცი, რომ ცო­ტას ვა­ჭარ­ბებ. მე და შენ ახ­ლო მე­გობ­რე­ბი არას­დ­როს ვყო­ფილ­ვართ და რაც იყო ჩვენ შო­რის, ისიც მე გა­ვა­ფუ­ჭე, მაგ­რამ რა ვქნა, ვცდი­ლობ, ხა­ლი­სი და­გიბ­რუ­ნო და რა­ღა­ცებს მი­ვე­დებ-მო­ვე­დე­ბი.
გა­მე­ღი­მა. მის­მა სიტყ­ვებ­მა და­მამ­შ­ვი­და. მხარ­ზე ოდ­ნავ მი­ვეყ­რ­დე­ნი და ვუ­ჩურ­ჩუ­ლე:
- მად­ლო­ბა, ბი­ბი. შენ კარ­გი ადა­მი­ა­ნი ხარ.
- უბ­რა­ლოდ კარ­გი? - თე­ატ­რა­ლუ­რი ჟეს­ტით ჩა­მიკ­რა თვა­ლი და ღვი­ნით სავ­სე ბო­კა­ლი, რო­მე­ლიც სა­მი თი­თით ეჭი­რა, მაღ­ლა ას­წია. - მე­გობ­რუ­ლი პა­ემ­ნის სადღეგ­რ­ძე­ლო იყოს!
ეჰ, ნე­ტავ შე­მეძ­ლოს, მხო­ლოდ მე­გო­ბა­რი მერ­ქ­ვას!.. მაგ­რამ, რა­ტომ­ღაც, უფ­რო მე­ტი მინ­და, მის­თ­ვის ვი­ყო, ვიდ­რე მე­გო­ბა­რი...

ჩე­მი და­ქა­ლე­ბი ზრუ­ნავ­დ­ნენ ჩემ­ზე. უნ­დო­დათ, ბედ­ნი­ე­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მარ­თ­ლა ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი, რომ მა­თი მოტყუ­ე­ბა მიხ­დე­ბო­და, რად­გან ისე გულ­წ­რ­ფე­ლად უხა­რო­დათ ბი­ბის გა­მო­ჩე­ნა, რომ თავს ევ­ლე­ბოდ­ნენ. მა­თი წარ­მოდ­გე­ნით, ჩემს ბედ­ნი­ე­რე­ბას მხო­ლოდ მა­მა­კა­ცი აკ­ლ­და. ბო­ლო მო­მენ­ტამ­დე არ ვი­ზი­ა­რებ­დი მათ "თე­ო­რი­ას". უფ­რო მე­ტიც, სა­სა­ცი­ლო­დაც არ მყოფ­ნი­და, მაგ­რამ ბი­ბის გა­მო­ჩე­ნამ და მის მი­მართ ხე­ლახ­ლა გა­ჩე­ნილ­მა გრძნო­ბამ მეც ჩა­მა­ფიქ­რა. ბო­ლოს და ბო­ლოს, ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი ვარ და სიყ­ვა­რუ­ლი მჭირ­დე­ბა. ახ­ლა უკ­ვე აღარ მე­ცი­ნე­ბო­და ბა­ნა­ლურ ფრა­ზა­ზე: `"­სი­ნი დიდ­ხანს და ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­დ­ნენ". თუმ­ცა, მა­ინც არ მსურ­და, ბო­ლომ­დე და­მეთ­მო ჩე­მი პო­ზი­ცი­ე­ბი, თან - ასე ად­ვი­ლად. ჩე­მი გეგ­მა ერ­თობ სა­რის­კო იყო, მაგ­რამ უკან და­ხე­ვას არ ვა­პი­რებ­დი. გა­დავ­წყ­ვი­ტე, თა­მა­ში ბო­ლომ­დე მი­მეყ­ვა­ნა, მე­რე კი, რო­ცა ქორ­წი­ლი ჩამ­თავ­რ­დე­ბო­და, სი­მარ­თ­ლე მო­მე­ყო­ლა ჩე­მი გო­გო­ე­ბის­თ­ვის.
მაგ­რამ სი­მარ­თ­ლე რის შე­სა­ხებ?

მარ­თა­ლია, ბი­ბი სულ სხვა კუთხით გა­ვი­ცა­ნი იმ დღეს, რო­ცა ჩემ­თან დავ­პა­ტი­ჟე, და სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა ჩემ­ზე, მაგ­რამ იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ტან­ჯ­ვად მექ­ცა. თით­ქოს გა­მოც­დას მიწყობ­და ცხოვ­რე­ბა და ჩემ­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, გა­ვუძ­ლებ­დი თუ არა ამ გა­მოც­დას. მთე­ლი სა­ღა­მოს გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლი ვა­დევ­ნებ­დი თვალს ბი­ბის ქცე­ვას, მის ჟეს­ტებს, სა­უბ­რის მა­ნე­რას და ნაკლს ვერ ვპო­უ­ლობ­დი. ის სა­ოც­რად მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი იყო, ქა­ლებ­თან - ნა­ზი, მა­მა­კა­ცებ­თან - ძლი­ე­რი, ჩემ­თან - მზრუნ­ვე­ლი. ვი­ჯე­ქი სუფ­რას­თან, ვსინ­ჯავ­დი კერ­ძებს და გე­მოს ვერ ვა­ტან­დი. მთე­ლი გუ­ლის­ყუ­რი ბი­ბის­კენ მქონ­და. იმ წუ­თებ­ში მხო­ლოდ მას­ზე ვფიქ­რობ­დი და სხვა არა­ფერ­ზე. ჩე­მი თა­ვი და­ვი­ჭი­რე იმა­ში, რომ სა­კუ­თარ და­ქა­ლებ­საც კი არ ვაქ­ცევ­დი ყუ­რადღე­ბას, გა­მუდ­მე­ბით თავ­ზე რომ დაგ­ვ­ფო­ფი­ნებ­დ­ნენ მე და ბი­ბის, თით­ქოს ეს სუფ­რა სა­გან­გე­ბოდ ჩვენ­თ­ვის ყო­ფი­ლი­ყო გაშ­ლი­ლი და არა - მე­გი­სა და მი­სი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად. მას მე­რე, რაც და­კითხ­ვა მო­მიწყ­ვეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ მა­წუ­ხებ­დ­ნენ. ეს მა­თი ტაქ­ტი­კუ­რი სვლა იყო. ვხვდე­ბო­დი, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლევ­დ­ნენ, დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი ბი­ბის გვერ­დით, მე­ყუ­რე­ბი­ნა მი­სი ლა­მა­ზი თვა­ლე­ბის­თ­ვის, მე­სა­უბ­რა მას­თან, მეფ­ლირ­ტა­ვა ისე, რო­გორც არას­დ­როს. ალ­ბათ, სურ­დათ, ეს დღე ჩემ­თ­ვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო.
გა­ნა ამას არ ამ­ტ­კი­ცებ­და ბი­ბის კოც­ნაც? თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე და თა­ვი გა­ვაქ­ნიე, მაგ­რამ ვე­რაფ­რით შევ­ძე­ლი კოც­ნის სცე­ნის გო­ნე­ბი­დან ამოგ­დე­ბა. რო­გორც სა­სურ­ველ ქალს, ისე მკოც­ნი­და. გა­ნა არ ვი­ყა­ვი ასე­თი? ჩე­მი აზ­რით, ვიმ­სა­ხუ­რებ­დი ისეთ მა­მა­კაცს, რო­გო­რიც ბი­ბი იყო.
მთა­ვა­რი ის იყო, რამ უფ­რო მო­ხიბ­ლა ჩემ­ში. იქ­ნებ მხო­ლოდ კა­ბამ? რა თქმა უნ­და, კა­ბამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რო­ლი ითა­მა­შა. მას ხომ არას­დ­როს ვუ­ნა­ხავ­ვარ ასეთ ფორ­მა­ში. ამი­ტო­მაც უფ­რო ად­ვი­ლად მო­ირ­გო ქა­ლის გულ­თამ­პყ­რობ­ლის რო­ლი და ჩემ­თან ფლირ­ტა­ო­ბაც გა­უ­ად­ვილ­და. მას ხომ ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლის მო­ხიბ­ვ­ლა შე­უძ­ლია, თუ მო­ინ­დო­მა. მე კი... რა ვი­ცი, ხან­და­ხან უიმე­დო­ბა მიპყ­რობს, რო­ცა მის გვერ­დით წარ­მო­ვიდ­გენ თავს. გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ ფორ­მა­ში, სახ­ლ­ში რომ ვარ ხოლ­მე - ლინ­ზე­ბის გა­რე­შე, უმა­კი­ა­ჟოდ და პი­ჟა­მა­ში. ასე რომ და­მი­ნა­ხოს, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უკან­მო­უ­ხე­და­ვად გა­იქ­ცე­ვა, რო­გორც წლე­ბის წინ...

ჰო, ეს შე­იძ­ლე­ბა კი­დევ ერ­თხელ გა­მე­ორ­დეს. რო­გორც კი ჩვე­ნი შე­თან­ხ­მე­ბის ვა­და ამო­ი­წუ­რე­ბა, ისეთ სა­ხეს მი­ი­ღებს, თით­ქოს ერ­თ­მა­ნეთს არ ვიც­ნობთ და გაქ­რე­ბა. ამის­თ­ვის აქე­დან­ვე უნ­და ვი­ყო მზად, რომ გუ­ლი არ მეტ­კი­ნოს. ეს ხომ პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა არ იქ­ნე­ბა?
არ ვი­ცი, რო­გორ გა­ვუძ­ლებ ამ ერთ თვეს. მხო­ლოდ ერ­თხელ ვა­კო­ცეთ ერ­თ­მა­ნეთს და ყვე­ლა­ფე­რი უცებ გარ­თულ­და. ასე თუ გაგ­რ­ძელ­და, რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ? შევ­ძ­ლებ კი თა­ვის შე­კა­ვე­ბას? წინ მთე­ლი თვეა... კარ­გი, და­ვუშ­ვათ, იგი მხო­ლოდ თა­ვის როლს ას­რუ­ლებ­და და არა­ვი­თა­რი ქვე­ნა გრძნო­ბა არ ჩა­უქ­სო­ვია ამ კოც­ნა­ში, მაგ­რამ რო­გორ გა­ვი­გოთ მი­სი უც­ნა­უ­რი ინ­ტო­ნა­ცი­ით და სუ­ლის­შემ­ძ­ვ­რე­ლი მზე­რით წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვე­ბი: "და თუ­კი არ ვთა­მა­შობ­დი, მა­შინ?"
რა თქმა უნ­და, სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბო­და, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა უფ­რო გაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლი­ყო და სიყ­ვა­რულ­ში გა­დაზ­რ­დი­ლი­ყო, მაგ­რამ ასე გა­რის­კ­ვა არ შე­მეძ­ლო. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გად და­ვა­მუ­ღა­მე, რომ შეჩ­ვე­ვა მწა­რე იმედ­გაც­რუ­ე­ბად შე­იძ­ლე­ბა შე­მო­გიბ­რუნ­დეს. მე ხომ, უბ­რა­ლოდ, არ ვარ გა­ჩე­ნი­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის­თ­ვის, მით უფ­რო - ოჯა­ხის შე­საქ­მ­ნე­ლად.
ფიქ­რი ზა­რის ხმამ შე­მაწყ­ვე­ტი­ნა. ჩე­მი შე­ში­ნე­ბუ­ლი და დამ­ფ­რ­თხა­ლი ფიქ­რე­ბი ჰა­ი­ჰა­რად შევ­რე­კე გო­ნე­ბის რო­მე­ლი­ღაც კუნ­ჭულ­ში და კა­რის გა­სა­ღე­ბად გა­ვე­მარ­თე.
სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მარ­კე­ტინ­გის უფ­რო­სი მე­ახ­ლა, რომ­ლის სა­ხე­ლი აღარ მახ­სოვ­და, თე­მუ­რი თუ თა­მა­ზი ერ­ქ­ვა. სიფ­რ­თხი­ლე უნ­და გა­მო­მე­ჩი­ნა, რომ შეც­დო­მით სხვა სა­ხე­ლით არ მი­მე­მარ­თა.
- მობ­რ­ძან­დით, - მოკ­ლე შე­მო­პა­ტი­ჟე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გ­ლე.
ახალ­გაზ­რ­და კა­ცი საქ­მი­ა­ნი სა­ხით შე­მო­ვი­და ოთახ­ში და ტახ­ტ­ზე მო­კა­ლათ­და.
მე წინ და­ვუ­ჯე­ქი და მო­სას­მე­ნად მო­ვემ­ზა­დე. მა­ნამ­დე ყა­ვა შევ­თა­ვა­ზე.
- არა, გმად­ლობთ, ქალ­ბა­ტო­ნო ელე­ნე. პირ­და­პირ საქ­მე­ზე გა­და­ვი­დეთ, თქვე­ნი ნე­ბარ­თ­ვით. ბრა­ზი­ლი­ი­დან დე­ლე­გა­ცი­ას ვე­ლო­დე­ბით ტურ­ნი­რის მო­საწყო­ბად. შე­იძ­ლე­ბა უმაღ­ლე­სი ლი­გის რო­მე­ლი­მე ფეხ­ბურ­თე­ლიც გვეწ­ვი­ოს, ცნო­ბი­ლი, რა თქმა უნ­და. ამი­ტომ შთამ­ბეჭ­და­ვი დახ­ვედ­რაა სა­ჭი­რო. რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, თქვენ მოგ­მარ­თეთ. მახ­სოვს თქვე­ნი გა­მარ­თუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი. ვი­მე­დოვ­ნებთ, არც ახ­ლა გაგ­ვიც­რუ­ებთ იმედს.

სა­უბ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თავს ვუქ­ნევ­დი ჩემს კლი­ენტს, ვი­ღი­მო­დი, სა­ჭი­რო სიტყ­ვებ­საც ჩა­ვურ­თავ­დი, მაგ­რამ გო­ნე­ბით მა­ინც ბი­ბის­თან ვი­ყა­ვი. პა­რა­ლე­ლუ­რად ორ რა­მე­ზე ვფიქ­რობ­დი, რაც კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ა­ში ხელს მიშ­ლი­და.
მო­ვე­ლა­პა­რა­კე თე­მურს თუ თა­მაზს (მა­ინც ვერ გა­ვიხ­სე­ნე, რა ერ­ქ­ვა) - რა სა­ხის ფურ­შე­ტი თუ სა­დი­ლი სურ­და, რამ­დენ პერ­სო­ნა­ზე და რამ­დე­ნად გრან­დი­ო­ზუ­ლი. ამავ­დ­რო­უ­ლად, წა­მი­თაც არ მა­ვიწყ­დე­ბო­და ბი­ბის ტუ­ჩე­ბის გე­მო - ერ­თ­დ­რო­უ­ლად ვნე­ბი­ა­ნი, ნა­ზი და მთრთო­ლვა­რე, თით­ქოს ყო­ველ წამს ელო­და, რო­დის ვკრავ­დი ხელს და მო­ვი­შო­რებ­დი თა­ვი­დან. არა­და, იმ წუ­თებ­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­და­მა­ვიწყ­და - მი­ხა­რო­და, რომ მო­ურ­ჯუ­ლე­ბელ­მა ჭირ­ვე­ულ­მა ზღაპ­რუ­ლი პრინ­ცის მო­ჯა­დო­ე­ბა შევ­ძე­ლი. ამ უც­ნა­ურ­მა მე­ტა­ფო­რებ­მა ღი­მი­ლი მომ­გ­ვა­რა.
- გაქვთ იდეა, სად აჯო­ბებს ფურ­შე­ტის გა­მარ­თ­ვა? - მკითხა სტუ­მარ­მა.
მის­მა შე­კითხ­ვამ მა­ი­ძუ­ლა, რე­ა­ლო­ბას დავ­ბ­რუ­ნე­ბო­დი. ად­რე არას­დ­როს გა­დავ­რ­თულ­ვარ ფიქ­რით სხვა რა­მე­ზე, ყო­ველ­თ­ვის მთლი­ა­ნად ვეფ­ლო­ბო­დი ჩემს სა­მუ­შა­ო­ში, ახ­ლა კი...
- არას­ტან­დარ­ტუ­ლი გა­რე­მო აჯო­ბებს, ჩე­მი აზ­რით, - ვუთხა­რი და სა­ჟურ­ნა­ლე მა­გი­და­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი ალ­ბო­მი გა­ვუ­წო­დე. - და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ეს ფო­ტო­ე­ბი, იქ­ნებ თქვენ­თ­ვის მი­სა­ღე­ბი შე­არ­ჩი­ოთ. რო­გორ გითხ­რათ, ისეთ ად­გი­ლებ­ში გა­მი­მარ­თავს სა­ღა­მო­ე­ბი, რომ... სა­გა­მო­ფე­ნო პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში, მა­ტა­რებ­ლის ვა­გო­ნებ­ში, სას­ტუმ­როს ფო­ი­ე­ებ­ში, აუზებ­ზე, სახ­ლის სა­ხუ­რა­ვებ­ზე... უბ­რა­ლოდ, ახ­ლა ზამ­თა­რია და დი­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გვეძ­ლე­ვა. მინ­და გითხ­რათ, რომ ბა­ნა­ლუ­რი და ტრა­დი­ცი­უ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი არ მხიბ­ლავს. ჩე­მი მი­ზა­ნია, არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი, ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო, თა­ნაც - სრუ­ლად მი­სა­და­გე­ბუ­ლი კლი­ენ­ტის სურ­ვი­ლებ­თან. ვიტ­რა­ბა­ხებ და გეტყ­ვით, რომ ეს იქ­ნე­ბა უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც ვერც ერ­თი სხვა კომ­პა­ნია ვერ შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.
მა­მა­კა­ცი წა­მოდ­გა, ხე­ლი ჩა­მო­მარ­თ­ვა და კარ­გა ხანს მი­ყუ­რა გა­მომ­ც­დე­ლი მზე­რით, მე­რე კი თქვა:
- ჩვე­ნი მარ­კე­ტინ­გის სამ­სა­ხურს გა­დავ­ცემ თქვენს წი­ნა­და­დე­ბებს, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა არ შეგ­ვ­ხ­ვ­დე­ბა. ჩათ­ვა­ლეთ, რომ დაკ­ვე­თა უკ­ვე მი­ი­ღეთ, ამა­ზე მე ვიზ­რუ­ნებ, ქალ­ბა­ტო­ნო ელე­ნე. ვი­ცი, რა და რო­გორ შე­გიძ­ლი­ათ.
- გმად­ლობთ. გარ­წ­მუ­ნებთ, იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი არ დარ­ჩე­ბით.
სტუ­მა­რი კა­რამ­დე მი­ვა­ცი­ლე და და­ვემ­შ­ვი­დო­ბე.
ესეც ასე! საკ­მა­ოდ მსხვი­ლი დაკ­ვე­თა მი­ვი­ღე. მთა­ვა­რია, კარ­გად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო და ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩეს. თუ ყვე­ლა­ფე­რი მე­გა­დო­ნე­ზე გა­მო­მი­ვი­და, ჩე­მი პორ­ტ­ფო­ლიო კი­დევ ერ­თი ულა­მა­ზე­სი პრო­ექ­ტით შე­ივ­სე­ბა. ეს კი­დევ ახა­ლი შეკ­ვე­თის პერ­ს­პექ­ტი­ვას გა­მიჩენს. მა­გა­რია!

სხვა დროს ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ხა­რე­ბუ­ლი გავ­ვარ­დე­ბო­დი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და შო­კო­ლა­დის კექ­სის მომ­ზა­დე­ბას შე­ვუდ­გე­ბო­დი. მე­რე მოვ­კა­ლათ­დე­ბო­დი ჩემს სა­ვარ­ძელ­ში, ჩავ­რ­თავ­დი წყნარ მუ­სი­კას და კექ­სით ჩა­ვიტ­კ­ბა­რუ­ნებ­დი პირს, რომ ახა­ლი პრო­ექ­ტის დაკ­ვე­თა ასე აღ­მე­ნიშ­ნა, ახ­ლა კი სულ სხვა გი­ჟურ­მა სურ­ვილ­მა წა­მო­მი­ა­რა: რა მოხ­დე­ბა, ბი­ბის რომ და­ვუ­რე­კო და ჩე­მი სი­ხა­რუ­ლი გა­ვუ­ზი­ა­რო? ან "უ­ა­რე­სი" - სად­მე ბარ­ში დავ­პა­ტი­ჟო, რა­თა ჩე­მი ახა­ლი შეკ­ვე­თა "და­ვას­ვე­ლოთ"?
ღმერ­თო ჩე­მო, რა მე­მარ­თე­ბა? სად წა­ვი­და ის ელე­ნე, გან­მარ­ტო­ე­ბას რომ ეძებ­და გა­მუდ­მე­ბით? რა­ტომ მო­მინ­და მა­ინ­ც­და­მა­ინც ახ­ლა და მა­ინ­ც­და­მა­ინც ბი­ბის­თან გუ­ლის გა­დაშ­ლა?
არა, რა თქმა უნ­და, ამას არ გა­ვა­კე­თებ. ბი­ბის­თან წა­მოწყე­ბუ­ლი მთე­ლი ის­ტო­რია მხო­ლოდ ჩე­მი და­ქა­ლე­ბის "და­სა­ბო­ლებ­ლად" არის გა­მო­გო­ნი­ლი და - მორ­ჩა. სხვა რა­მე­ში ბი­ბი არ მჭირ­დე­ბა! მკაც­რად შე­ვუ­ძა­ხე თავს, მაგ­რამ ხე­ლი მა­ინც ტე­ლე­ფო­ნის­კენ გა­მირ­ბო­და, იქ­ვე რომ ეგ­დო, სა­ჟურ­ნა­ლე მა­გი­და­ზე. ერ­თი მცი­რე მოძ­რა­ო­ბა და...
თით­ქოს ამას ელო­დე­ბო­დაო, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ჩე­მი მო­ბი­ლუ­რი აწ­კ­რი­ალ­და. ისე და­ვი­ბე­ნი, ეგ­რე­ვე ვე­ცი, არც და­მი­ხე­დავს, ვინ მი­რე­კავ­და, ტე­ლე­ფო­ნი ყურ­თან მი­ვი­დე და ვუ­პა­სუ­ხე.
- რო­გორ არის ჩე­მი პრინ­ცე­სა?
თი­თე­ბი მაგ­რად მო­ვუ­ჭი­რე მო­ბი­ლურს, ძლივს შევ­ძე­ლი მი­სი ხა­ვერ­დო­ვა­ნი ხმის გა­გო­ნე­ბა­ზე მოგ­ვ­რი­ლი სი­ხა­რუ­ლის და­ფარ­ვა.
- არა მი­შავს რა. ამ­წუ­თას სწო­რედ შენ­ზე ვფიქ­რობ­დი, - ჩემ­და უნე­ბუ­რად წა­მომ­ც­და და ხე­ლის­გუ­ლი შუბ­ლ­ზე მი­ვირ­ტყი, რას ვფიქ­რობ, ბი­ბის ამას რომ ვე­უბ­ნე­ბი-მეთ­ქი?! - რო­გორ უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს მო­მა­ვალ­ში ჩვე­ნი სა­ერ­თო გეგ­მა, - სას­წ­რა­ფოდ და­ვა­მა­ტე.
- ასეც ვფიქ­რობ­დი, - მის­მა დამ­ცი­ნავ­მა ინ­ტო­ნა­ცი­ამ გა­მა­წით­ლა. და­ვი­ჯე­რო, მარ­თ­ლა ასე ზუს­ტად ხვდე­ბა ჩემს აზ­რებს თუ უბ­რა­ლოდ, მე მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ხვდე­ბა?

- რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, - სხა­პას­ხუ­პით მო­მა­ყა­რა, - ჩე­მი კომ­პა­ნი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს ხომ იც­ნობ? ელ­გუ­ჯას. ჰო­და, საქ­მი­ან სა­დილს მარ­თავს, სა­დაც ახა­ლი სტრა­ტე­გი­ე­ბი უნ­და გა­ნი­ხი­ლოს ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თ­ვის. რა თქმა უნ­და, მე, რო­გორც ამე­რი­კა­ში სტა­ჟი­რე­ბა­გავ­ლი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტი, მიწ­ვე­უ­ლი ვარ.
- მშვე­ნი­ე­რია, - მის მა­გივ­რად გა­მი­ხარ­და. იქ­ნებ ნელ-ნე­ლა წა­ი­წი­ოს წინ, სა­ნამ მე და­ვეხ­მა­რე­ბი.
- მაგ­რამ მას სურს, რომ მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად მი­ვი­დე სა­დილ­ზე. მოწ­ვე­უ­ლი ჰყავს აგ­რეთ­ვე პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი და პრო­დუქ­ცი­ის პო­ტენ­ცი­უ­რი შემ­ს­ყიდ­ვე­ლე­ბი. ასე რომ, "ჩარ­ლის გო­გო­ნე­ბი" თა­ვი­ან­თი ქმრე­ბით იქ იქ­ნე­ბი­ან.
- "ჩარ­ლის გო­გო­ნე­ბი"?
- მგო­ნი, კარ­გი მეტ­სა­ხე­ლი მო­ვუ­ძებ­ნე შენს და­ქა­ლებს. აბა, და­აკ­ვირ­დი, თუ ასე არ არის: ლი­ლი ქე­რაა, კა­ტო - შავ­გ­ვ­რე­მა­ნი, მე­გი კი­დევ - "რი­ჟა"... თუ ჟღალ­თ­მი­ა­ნი, რო­გორც არის, რა.
ორი­ვეს გაგ­ვე­ცი­ნა.
- იცი რა, ბი­ბი? თუ გცა­ლია, სა­ღა­მოს შევ­ხ­ვ­დეთ სად­მე ბარ­ში და ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბი­სა დავ­ლი­ოთ. მეც მი­ვი­ღე დღეს ერ­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი შეკ­ვე­თა.
- გი­ლო­ცავ! შე­ნი წი­ნა­და­დე­ბა კი ერ­თობ მაც­დუ­რად ჟღერს. სად და რო­დის?
- სა­დაც პირ­ვე­ლად შევ­ხ­ვ­დით. რა­ღაც საქ­მე მაქვს და­სამ­თავ­რე­ბე­ლი, ვფიქ­რობ, ერთ სა­ათ­ში მოვ­რ­ჩე­ბი, მე­რე კი სმს-ს გა­მო­გიგ­ზავ­ნი.
- შევ­თან­ხ­მ­დით. და­ვე­ლო­დე­ბი შენს მე­სიჯს... და რაც შე­ე­ხე­ბა სა­დილ­ზე მი­პა­ტი­ჟე­ბას, წა­მოხ­ვალ ჩემ­თან ერ­თად?
- რა თქმა უნ­და, - ყოყ­მა­ნის გა­რე­შე ვუ­პა­სუ­ხე. - სხვა რა გზა მაქვს? გო­გო­ებ­მა იქ მარ­ტო რომ გნა­ხონ, იფიქ­რე­ბენ, რომ ნაჩხუბ­რე­ბი ვართ.
- და მარ­თა­ლნიც იქ­ნე­ბი­ან, - გა­ი­ცი­ნა ბი­ბიმ. - კარ­გი, მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ. იმე­დია, ბარ­ში მა­ლე შევ­ხ­ვ­დე­ბით. იცო­დე, მო­უთ­მენ­ლად ვე­ლი შენს სმს-ს.
ტე­ლე­ფო­ნი გავ­თი­შე და ჩე­მი საქ­მე­ე­ბის სა­ქა­ღალ­დეს ნაღ­ვ­ლი­ა­ნად დავ­ხე­დე. ეჰ, აჯო­ბებს, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ვამ­თავ­რო შევ­სე­ბა, თო­რემ და­მერ­ხე­ვა. რაც მა­ლე და­ვამ­თავ­რებ, მით უფ­რო მა­ლე ვნა­ხავ ბი­ბის. ოღონდ თა­ვი ხელ­ში უნ­და ავიყ­ვა­ნო, რომ სა­ბო­ლო­ოდ არ დავ­კარ­გო კონ­ტ­რო­ლი სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, თო­რემ და­ვი­ღუ­პე­ბი.

მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია მა­ლე­ვე შე­იც­ვა­ლა. მას­თან შე­სახ­ვედ­რად გა­ვე­დი თუ არა, და­მი­რე­კა და მითხ­რა, სამ­სა­ხუ­რი­დან ჯერ ვერ გა­მოვ­დი­ვარ, ელ­გუ­ჯა არ მიშ­ვებს და ერ­თი სა­ა­თი მა­ინც მო­გი­წევს ლო­დი­ნიო. დავ­ღონ­დი, მოვ­ლე­ნე­ბის ასეთ შეტ­რი­ა­ლე­ბას არ მო­ვე­ლო­დი. მან კი უცებ იპო­ვა გა­მო­სა­ვა­ლი: ჩემს ბი­ნა­ში ადი და იქ და­მე­ლო­დე, რა­ღა ბარ­ში უნ­და იყურ­ყუ­ტო, სა­ნამ მო­ვა­ლო. ცო­ტა არ იყოს, მე­უ­ხერ­ხუ­ლა, მაგ­რამ მა­ინც დავ­თან­ხ­მ­დი. გა­სა­ღე­ბი დაბ­ლა, დაც­ვას­თან მაქვს და­ტო­ვე­ბუ­ლიო. გა­მიკ­ვირ­და, კორ­პუსს რა დაც­ვა სჭირ­დე­ბა-მეთ­ქი, მაგ­რამ თურ­მე ასე­თი კორ­პუ­სე­ბიც ყო­ფი­ლა თბი­ლის­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით, იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ამ კორ­პუს­ში რო­მე­ლი­მე მი­ნის­ტ­რი ან პო­ლი­ტი­კუ­რად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა ცხოვ­რობს.

ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა იყო, რო­ცა ვი­ღა­ცის ცა­რი­ელ ბი­ნა­ში შევ­დი­ო­დი პატ­რო­ნის გა­რე­შე. მაგ­რამ ეს ბი­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იყო და არა ჩე­მი. ამი­ტომ სა­ნერ­ვი­უ­ლოც არა­ფე­რი მქონ­და.
ბი­ნა­ში შე­სულს გა­ო­ცე­ბის­გან თვა­ლე­ბი გა­მი­ფარ­თოვ­და. უზარ­მა­ზა­რი "ა­პარ­ტა­მენ­ტი" ჰქო­ნია, ჩემ­სა­ვით სო­რო კი არა. თან, ისე­თი გე­მოვ­ნე­ბით იყო მოწყო­ბი­ლი, ქალ­საც კი შე­შურ­დე­ბო­და. ერ­თა­დერ­თი, რაც არ მო­მე­წო­ნა, ჭე­რი­დან დაშ­ვე­ბუ­ლი ფარ­დე­ბი იყო, რო­გო­რიც წი­ნათ უყ­ვარ­დათ თბი­ლის­ში, ლა­მის იატაკს რომ ეხე­ბა. ჭერ­ში ში­და სა­ნა­თე­ბი იყო ჩა­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, კედ­ლებ­ზე კი­დევ - ლა­მა­ზი ბრე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით, შან­დ­ლე­ბი მო­მე­წო­ნა, ცხო­ვე­ლე­ბის­თა­ვი­ა­ნი გან­შ­ტო­ე­ბე­ბით. კა­მოდ­ზე ფე­რა­დი მი­ნის­გან ჩა­მოს­ხ­მუ­ლი მი­ნი­ა­ტ­უ­რუ­ლი ბოთ­ლე­ბი ელა­გა, ოღონდ - ცა­რი­ე­ლი. ასე­თე­ბი ად­რე არა­ვის­თან მი­ნა­ხავს. მი­სა­ღე­ბის გარ­და, ბი­ნა­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე ოთა­ხი იყო, მაგ­რამ იქ შე­ხედ­ვა ბი­ბის გა­რე­შე ვერ გავ­ბე­დე.
სას­ტუმ­რო ოთა­ხი ავე­ჯით არ იყო გა­და­ტე­ნი­ლი. მო­დერ­ნის­ტულ სტილ­ში ჰქონ­და მოწყო­ბი­ლი. მხო­ლოდ რბი­ლი სა­მე­უ­ლი, ჭურ­ჭ­ლის­მი­ნე­ბი­ა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე კა­რა­და, შუ­შის მა­გი­და და, რაც მთა­ვა­რია, ბუ­ხა­რი. თუმ­ცა, ბუ­ხა­რი უფ­რო დე­კო­რა­ცია იყო ალ­ბათ, ვიდ­რე მოქ­მე­დი. აბა, სად გი­ნა­ხავთ, მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში ვინ­მეს ბუ­ხა­რი ჰქო­ნო­დეს გა­კე­თე­ბუ­ლი? მაგ­რამ ლა­მა­ზი იყო და ოთახს მდიდ­რულ ელ­ფერს სძენ­და.
არა, არა, მე და ბი­ბი სხვა­დას­ხ­ვა სამ­ყა­როს მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბით. ამა­ში კი­დევ ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დი. ად­რე­ვე ვი­ცო­დი, რომ მდი­და­რი მშობ­ლე­ბის შვი­ლი იყო, მაგ­რამ მთლად ცალ­კე თუ ცხოვ­რობ­და და თა­ნაც ასეთ ბრწყინ­ვა­ლე ბი­ნა­ში, ვერც წარ­მო­მედ­გი­ნა.
თურ­მე ტყუ­ი­ლად ვიტყუ­ებ­დი თავს. მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­მა ნაზ­მა მზე­რამ და ინ­ტი­მურ­მა ღი­მილ­მა შეც­დო­მა­ში შე­მიყ­ვა­ნა. ფაქ­ტია, ბი­ბი მომ­ნუს­ხ­ვე­ლი, მხი­ა­რუ­ლი ექ­ს­ტ­რა­ვერ­ტია, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად ახერ­ხებს ქა­ლე­ბის გუ­ლის მო­ნა­დი­რე­ბას. მე კი ინ­ტ­რო­ვერ­ტი ვარ, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად ახ­დენს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, საქ­მი­ა­ნი ქა­ლის იმი­ტი­რე­ბას, ასე რომ სჭირ­დე­ბა სამ­სა­ხურ­ში.
ფაქ­ტია, ბი­ბი სი­ცოცხ­ლით სავ­სე ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ხიბ­ლავს. მე კი ნიღ­ბით დავ­დი­ვარ, რო­მელ­საც მხო­ლოდ მა­შინ ვიხ­ს­ნი, რო­ცა შინ ვბრუნ­დე­ბი.

ფაქ­ტია, ბი­ბი და მე სრუ­ლი­ად სხვა­დას­ხ­ვა სამ­ყა­როს გან­ვე­კუთ­ვ­ნე­ბით. ის მხო­ლოდ იმი­ტომ მეფ­ლირ­ტა­ვე­ბა, რომ სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თ­ვის მსხვერ­პ­ლი გა­ი­ღოს და არა იმი­ტომ, რომ გრძნო­ბე­ბი გა­უჩ­ნ­და ჩემ­და­მი. მე კი მას­ზე უგო­ნოდ ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.
ნუ­თუ ისე­თი სუ­ლე­ლი ვარ, რომ ბავ­შ­ვო­ბის შეც­დო­მას კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ? მე ხომ მხო­ლოდ პლა­ტო­ნურ სიყ­ვა­რუ­ლის­მაგ­ვარს მო­ვითხოვ­დი მის­გან? რო­გორც ჩანს, თვი­თონ წა­მო­ვე­გე სხვის­თ­ვის და­გე­ბულ ან­კეს­ზე.
და აი, ახ­ლა ვდგა­ვარ იმ ადა­მი­ა­ნის სახ­ლ­ში, ვინც ჩე­მი გუ­ლი ხელ­მე­ო­რედ ააფო­რი­ა­ქა. რა­ღა მაქვს და­სა­მა­ლი? ხომ ვოც­ნე­ბობ­დი, ბი­ბის მარ­თ­ლა შევ­ყ­ვა­რე­ბო­დი და მას­თან რე­ა­ლუ­რა­დაც გა­მე­ბა რო­მა­ნი? მის­მა კოც­ნამ ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა. მან თა­მა­მად გა­და­ლა­ხა ის კე­დე­ლი-ზღვა­რი, რომ­ლის აღ­მარ­თ­ვა­საც ასე სა­გულ­და­გუ­ლოდ ვცდი­ლობ­დი. არა­და, ჩემს ფან­ტა­ზი­ებ­ში სწო­რედ ასე­თი გი­ჟუ­რი ვნე­ბით სავ­სე წარ­მო­მედ­გი­ნა ჩვე­ნი პირ­ვე­ლი კოც­ნა...
კი­დევ ერ­თხელ მი­მო­ვი­ხე­დე ირ­გ­ვ­ლივ და თა­ვი სი­ნა­ნუ­ლით გა­და­ვაქ­ნიე. აჯო­ბებს, დრო­ზე წა­ვი­დე აქე­დან, სა­ნამ ბი­ბი დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა და ისევ არ გა­დავ­ქ­ცე­ულ­ვარ მი­სი მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბის ტყვედ. იმ­დენ ხალ­ხ­ში არ მო­ე­რი­და, ჩემ­თ­ვის ეკოც­ნა და, ცა­რი­ელ ბი­ნა­ში, მარ­ტო რომ და­მი­გუ­ლებს, რა შე­ა­ჩე­რებს? სას­წ­რა­ფოდ ამოვ­ხიე ბლოკ­ნო­ტი­დან ფურ­ცე­ლი, ორი­ო­დე სიტყ­ვა წა­ვა­წე­რე და შუ­შის მა­გი­და­ზე დავ­დე, გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას.

გაგრძელება იქნება
ავტორი სვეტა კვარაცხელია

წინა ეპიზოდი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93