ნოველები

მთა­ვა­რი რო­ლი - (ნაწილი X)

მთა­ვა­რი რო­ლი - (ნაწილი X)
არა­და, თა­ვი­დან ბი­ბი სუ­ლაც არ აპი­რებ­და ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­თუ­ლე­ბას. იგი ყო­ველ­თ­ვის გა­ურ­ბო­და გო­გო­ებ­თან ღრმად და­ახ­ლო­ე­ბას, რა­თა არ მისჩ­ვე­ო­და მათ და სიყ­ვა­რულ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ გამ­ხ­და­რი­ყო. ვი­ცო­დი, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად თა­ვი­სუფ­ლე­ბას აფა­სებ­და. რა თქმა უნ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მეც მივ­ხ­ვ­დი, რომ სიყ­ვა­რუ­ლი უდი­დეს ძა­ლის­ხ­მე­ვას მო­ითხოვს, უფ­რო მე­ტიც, გულ­წ­რ­ფე­ლო­ბას. ის კი არას­დ­როს და­უშ­ვებ­და, რომ ქა­ლი მის სა­ი­დუმ­ლოს ჩას­წ­ვ­დო­მო­და. იმ ღა­მეს, ტე­ტეს და­ბა­დე­ბის დღე­ზე, მიხ­ვ­და, რომ ძა­ლი­ან ახ­ლოს მი­ვე­დი მას­თან, მის სულს ჩავ­წ­ვ­დი და ამი­ტო­მაც გახ­და იძუ­ლე­ბუ­ლი, სა­მარ­ცხ­ვი­ნოდ გაქ­ცე­უ­ლი­ყო. ახ­ლა რას
აკე­თებს? რას აღ­წევს იმის აღი­ა­რე­ბით, რომ მი­სი ჩემ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თა­მა­ში არ არის? ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ კარ­გად ვხვდე­ბი, რა­ტო­მაც მაქ­ცია მა­შინ ზურ­გი, რად­გან ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­ჭ­კ­ვი­ან­დი და ბევრ რა­მე­ზე ამე­ხი­ლა თვა­ლი. მე ხომ ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე და თან ვი­მუ­შა­ვე ჩემს თავ­ზე? ამი­ტომ ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია, ახ­ლა რაც ემარ­თე­ბა. მას უკ­ვე აღარ ძა­ლუძს აკონ­ტ­რო­ლოს თა­ვი­სი გრძნო­ბე­ბი. რად­გან ამ გზას და­ად­გა, მზად არის, ბო­ლომ­დე მიჰ­ყ­ვეს მას. გა­ჩე­რე­ბა და­მარ­ცხე­ბის აღი­ა­რე­ბას ნიშ­ნავს. ალ­ბათ ამ­ჩ­ნევს, ჩემს თვა­ლებ­ში რო­გორ მომ­რავ­ლ­და ვნე­ბის ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი, მაგ­რამ ღირს კი ამის აღი­ა­რე­ბა? ისევ რომ ზურ­გი მაქ­ცი­ოს, მე­რე რა ვქნა?

- არ მინ­და, ასე ღრმად შევ­ტო­პო, - ხმა­დაბ­ლა, მაგ­რამ აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხმით ვთქვი და მი­ვახ­ვედ­რე, რომ ჩემს აღი­ა­რე­ბას ვერ ეღირ­სე­ბო­და.
- ყვე­ლა­ფე­რი ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც შენ გინ­და, - ბი­ბიმ ხე­ლე­ბი ჩა­მო­უშ­ვა, რად­გან მიხ­ვ­და, რომ შანსს ხე­ლი­დან უშ­ვებ­და. - მაგ­რამ მინ­და იცო­დე, რომ არ ვთა­მა­შობ, არ ვცდი­ლობ, ხელ­საყ­რე­ლი შემ­თხ­ვე­ვით ვი­სარ­გებ­ლო. მარ­თ­ლა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ვგრძნობ შენ­თან თავს.
- მად­ლო­ბა გუ­ლახ­დი­ლო­ბის­თ­ვის, - ხელ­ზე ხე­ლი მო­ვუ­ჭი­რე, მაგ­რამ გუ­ლი სა­გუ­ლე­ში აღარ მე­ტე­ო­და. - მეც კარ­გად ვგრძნობ შენ­თან თავს, მაგ­რამ არ მინ­და გარ­თუ­ლე­ბე­ბი.
- რო­მელ გარ­თუ­ლე­ბებ­ზე ლა­პა­რა­კობ? - შუბ­ლი შე­იჭ­მუხ­ნა.
- პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის დრო არ მაქვს, ბი­ბი, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამ ეტაპ­ზე. ვა­ღი­ა­რებ, რომ ჩვენ შო­რის რა­ღაც ნა­პერ­წ­კა­ლი გაკ­რ­თა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, უნ­და გავ­ჩერ­დეთ.

- ნა­პერ­წ­კა­ლი? შენ ამას ნა­პერ­წ­კალს ეძა­ხი? წე­ღან ლა­მის ტან­საც­მე­ლი შე­მო­ვა­ხი­ეთ ერ­თ­მა­ნეთს.
- სი­სუს­ტის მო­მენ­ტი ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ ერ­თ­მა­ნეთ­ზე ყუ­რე­ბამ­დე ვართ შეყ­ვა­რე­ბუ­ლნი. ასე არ არის?
თით­ქოს შე­ნე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბით გა­და­უ­ლა­გეს სა­ხის ნაკ­ვ­თე­ბი. და­ძა­ბუ­ლი, იდუ­მა­ლი მო­ლო­დი­ნით სავ­სე გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა სადღაც გაქ­რა და მი­სი ად­გი­ლი შე­უ­რაცხ­ყო­ფილ­მა იმედ­გაც­რუ­ე­ბამ და­ი­კა­ვა.
- ესე იგი, ძვე­ლი გეგ­მით გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ? თვის ბო­ლომ­დე შევ­ხ­ვ­დეთ ერ­თ­მა­ნეთს და ამით და­ვამ­თავ­როთ? - დახ­შუ­ლი ხმით მკითხა.
ამის გა­გო­ნე­ბა­ზე ისე­თი ში­ში და­მე­უფ­ლა, თით­ქოს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე ძვირ­ფასს ვკარ­გავ­დი. მან ეს შე­ამ­ჩ­ნია, თვა­ლებ­მა გამ­ცა.
- რამ შე­გა­ში­ნა?
- შე­მა­ში­ნა? არა­ფერ­მა, - მხრე­ბი ავი­ჩე­ჩე და უაზ­როდ გა­ვი­ღი­მე.
- თვა­ლებ­ში შე­გატყ­ვე, რა­ღა­ცას მი­მა­ლავ. ეს რა, კომ­პ­ლექ­სია? გე­ში­ნია, შუა გზა­ზე არ მი­გა­ტო­ვო?
- ცდე­ბი, არაფ­რის არ მე­ში­ნია. უბ­რა­ლოდ, არ მინ­და, ვინ­მე­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვი­ყო.
- მა­შა­სა­და­მე, ისევ ძვე­ლე­ბუ­რად, არა? - სა­ბო­ლო­ოდ და­ყა­რა ფარ-ხმა­ლი და თა­ვი ჩაჰ­კი­და, არც კი შე­მომ­ხე­და.
- შევ­თან­ხ­მ­დით.
ბი­ბიმ ჩა­ი­ღი­მა.
- ახ­ლა იცი, რა მინ­და? მო­გეხ­ვიო, მკერ­დ­ზე მი­გიკ­რა და და­გამ­შ­ვი­დო, მაგ­რამ ვერ ვბე­დავ, ვა­ი­თუ, სხვა­ნა­ი­რად გა­მი­გო. ამის მა­გივ­რად, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, პა­ტა­რას წა­ვი­ხუმ­რებ, რა­თა ჩე­მი გულ­წ­რ­ფე­ლი გრძნო­ბე­ბი დავ­მა­ლო: ნე­ბა მი­ბო­ძეთ, ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი კა­რამ­დე მი­ვა­ცი­ლო, სა­ნამ ეს მან­ქა­ნა გოგ­რად გა­დაქ­ცე­უ­ლა, მე კი - ბა­ყა­ყად.
შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თ­ქე და გა­ვუ­ღი­მე, რომ ვნე­ბა­თა­ღელ­ვის სა­გან­გა­შო შე­მო­ტე­ვას სას­წა­უ­ლით ამა­რი­და.
- შენ მარ­თა­ლი ხარ, ელ, აჯო­ბებს, ძვე­ლი ვა­რი­ან­ტით ვი­მოქ­მე­დოთ. სხვა ვა­რი­ან­ტე­ბის გან­ხილ­ვა ნამ­დ­ვი­ლი სი­გი­ჟე იქ­ნე­ბო­და, - თით­ქოს თა­ვი­სი თა­ვი და­ამ­შ­ვი­და ამ სიტყ­ვე­ბით და არა მე.

ჩე­მი და­ქა­ლე­ბი რომ და­ვი­ნა­ხე, მტკი­ცე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით გა­ვე­მარ­თე მათ­კენ, თან ფრთხი­ლად ვუვ­ლი­დი გვერდს პიკ­ნი­კის­თ­ვის გაშ­ლილ პა­ტა­რა მა­გი­დებს. "შე­ტე­ვის" მო­სა­გე­რი­ებ­ლად მზად ვი­ყა­ვი. მეს­მო­და, რომ მა­თი მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა აივ­სო, რად­გან ბო­ლო დროს სულ ბი­ბის გვერ­დით ვტრი­ა­ლებ­დი და გა­ვურ­ბო­დი მათ­თან გუ­ლახ­დილ სა­უ­ბარს.
ჩე­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა დრო­უ­ლიც იყო და ირო­ნი­ით გა­ჯე­რე­ბუ­ლიც. წუ­ხან­დე­ლი ღა­მის შემ­დეგ აუცი­ლე­ბე­ლი გახ­და, მოვ­რი­დე­ბო­დი ბი­ბის გვერ­დით ყოფ­ნას. მან­ქა­ნა­ში კოც­ნამ სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­მა­ცა­ლა ფეხ­ქ­ვეშ ნი­ა­და­გი. რა თქმა უნ­და, თა­ვად კოც­ნა ჯა­დოს­ნუ­რი და და­უ­ვიწყა­რი იყო, მაგ­რამ რაც მას მოჰ­ყ­ვა, ან კი­დევ უარე­სი - რაც შე­იძ­ლე­ბო­და მოჰ­ყო­ლო­და, ახ­ლაც კი ჟრუ­ან­ტელს მგვრი­და. არ ვი­ცი, რო­მე­ლი გზა იქ­ნე­ბო­და უკე­თე­სი - ავ­ყო­ლო­დი ცდუ­ნე­ბას და დავ­ნე­ბე­ბო­დი, თუ ყვე­ლა­ფე­რი ისე და­მემ­თავ­რე­ბი­ნა, რო­გორც დამ­თავ­რ­და? ერ­თა­დერ­თი, რა­საც მწა­რედ ვნა­ნობ­დი, საერთოდ, ამ ინ­ტ­რი­გის წა­მოწყე­ბა იყო. რა­ში მჭირ­დე­ბო­და სა­კუ­თარ მე­გობ­რებ­თან მარ­კის აწე­ვა? ერ­თი-ორ­ჯერ მი­საყ­ვე­დუ­რებ­დ­ნენ და ამით დამ­თავ­რ­დე­ბო­და მა­თი შე­მო­ტე­ვა, მე კი ყვე­ლა­ფე­რი ავ­ბურ­დე და გა­ვარ­თუ­ლე.
პირ­ველ­მა კოც­ნამ მხო­ლოდ შოკ­ში ჩა­მაგ­დო, წუ­ხან­დელ­მა კი თავ­დაც­ვის კედ­ლე­ბი გა­ან­გ­რია, ის კედ­ლე­ბი, რო­მ­ლებიც უდი­დე­სი სიფ­რ­თხი­ლით შე­მო­ვი­შე­ნე. ერთ წუთ­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნი ქა­ლი­დან რო­მან­ტი­კულ მე­ოც­ნე­ბედ ვი­ქე­ცი, რო­მე­ლიც ყუ­რე­ბამ­დეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მის­თ­ვის სრუ­ლი­ად შე­უ­ფე­რე­ბელ მა­მა­კაც­ზე.
მინ­დო­და, ჩე­მი თა­ვი და­მერ­წ­მუ­ნე­ბი­ნა, რომ პირ­ვე­ლი კოც­ნა მხო­ლოდ იმის­თ­ვის იყო გან­კუთ­ვ­ნი­ლი, რომ "სა­ქორ­წი­ნო ფა­ნა­ტე­ბი" თუ "ჩარ­ლის გო­გო­ნე­ბი" და­მებ­ნია, მაგ­რამ მე­ო­რე კოც­ნას, რო­მე­ლიც პუბ­ლი­კის და­უს­წ­რებ­ლად მოხ­და, მსგავს ახ­ს­ნას ვერ მო­ვუძ­ებ­ნი­დი - მა­შინ ხომ სრუ­ლი­ად მარ­ტო­ნი ვი­ყა­ვით. ამ კოც­ნის გახ­სე­ნე­ბა­ზე ისევ და ისევ სი­ა­მოვ­ნე­ბის ჟრუ­ან­ტელ­მა და­მირ­ბი­ნა სხე­ულ­ში და რო­ცა გო­გო­ნებს მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, შე­ვე­ცა­დე, ტუ­ჩებ­ზე მო­თა­მა­შე კმა­ყო­ფი­ლე­ბის ღი­მი­ლი გა­მექ­რო.
- ერ­თი ამას შე­ხე­დეთ! - მე­გიმ შამ­პა­ნუ­რით სავ­სე ბო­კა­ლი ხე­ლა­წე­ულ­მა ჩემ­კენ გა­მო­იშ­ვი­რა, - რო­გორც ჩანს, ზო­მა­ზე მე­ტა­დაა კმა­ყო­ფი­ლი. რაც უფ­რო მეტ­ხანს ვაკ­ვირ­დე­ბი შენს კაცს, მით უფ­რო მეს­მის, რა­ტომ არ და­დი­ო­დი აქამ­დე პა­ემ­ნებ­ზე.
- პრინცს ელო­დე­ბო­და, - თა­ვი და­უქ­ნია კა­ტომ და ზე­თის­ხი­ლი პი­რის­კენ გაია­ქა­ნა. - ერ­თუჯ­რე­დი­ა­ნებ­ზე დრო არ და­კარ­გა.
- არც თქვენ გა­გიშ­ვი­ათ ხე­ლი­დან თქვე­ნი შან­სი, გო­გო­ე­ბო, - გა­ვი­ცი­ნე და ხე­ლი კა­ცე­ბის­კენ გა­ვიშ­ვი­რე, რომ­ლე­ბიც ლუ­დის სმით იყ­ვ­ნენ გარ­თულ­ნი.
- რო­გორც ჩანს, ყვე­ლამ ჯეკ­პო­ტი მოვ­ხ­სე­ნით, - მე­ოც­ნე­ბე სა­ხით დას­ვა დი­აგ­ნო­ზი ლი­ლიმ.
სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნამ შე­მიპყ­რო, მა­თი მოტყუ­ე­ბა რომ მიხ­დე­ბო­და, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ ახ­ლა სი­ნა­ნუ­ლის დრო არ იყო. მე­გი ეიფო­რი­ა­ში იმყო­ფე­ბო­და, ხო­ლო თენ­გომ, ან­ტონ­მა და დუ­დუმ, რო­გორც ჩან­და, ბი­ბი თა­ვი­ანთ კომ­პა­ნი­ა­ში უკ­ვე მი­ი­ღეს. არ უნ­და და­ვუშ­ვა, რომ ბი­ჭებ­მა მას ზურ­გი აქ­ცი­ონ. ბო­ლოს და ბო­ლოს, მე ვუ­ბიძ­გე მას ამ ნა­ბი­ჯის­კენ და ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ მის და­სა­ცა­ვად.
რას იფიქ­რე­ბენ ჩე­მი და­ქა­ლე­ბი, სი­მარ­თ­ლე რომ შე­იტყონ? ან უარე­სი: მა­თი ქმრე­ბი რას იტყ­ვი­ან, რო­ცა გა­ი­გე­ბენ, რომ ისი­ნი სატყუ­ა­რად გა­მო­ვი­ყე­ნე? ბი­ბის ხომ სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი სჭირ­დე­ბა მა­თი სა­ხით. პირ­ვე­ლად გა­მი­ელ­ვა თავ­ში ამ სა­ში­ნე­ლი გა­რი­გე­ბის შე­საძ­ლო ფი­ნალ­მა და გუ­ლი შე­მე­კუმ­შა. ჩე­მი მე­გობ­რე­ბის ქმრე­ბი­დან თი­თო­ე­ულს შე­ეძ­ლო, ბი­ბის­თ­ვის ისე გა­ე­ფუ­ჭე­ბი­ნა რე­პუ­ტა­ცია, რომ თა­ვი ვე­ღარ გა­მო­ე­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ვე­რას­დ­როს ეშო­ვა სამ­სა­ხუ­რი. არა, ამა­ზე არას­დ­როს კრინტს არ დავ­ძ­რავ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მო­მინ­დე­ბა თუ არა ოდეს­მე სი­მარ­თ­ლის თქმა. რა მოხ­და, წყვი­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს არ და­შო­რე­ბი­ან თუ რა? მა­ინ­ც­და­მა­ინც ჩვენ რა­ტომ უნ­და ვი­ყოთ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი? ვი­თომ ვერ გა­ვუ­გეთ ერ­თ­მა­ნეთს და მორ­ჩა, მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლია.
მაგ­რამ რო­მელ სი­მარ­თ­ლე­ზე ვლა­პა­რა­კობ? აი, ვუ­ყუ­რებ, რო­გორ იცი­ნის ბი­ბი და ვხვდე­ბი, რომ სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარს. სი­მარ­თ­ლე მხო­ლოდ ეს არის.
- ეი, რა მოხ­და? - მე­გიმ იდაყ­ვ­ზე წა­მავ­ლო ხე­ლი და თა­ვის­კენ შე­მო­მაბ­რუ­ნა.
- შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც გკითხოთ? - შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბუ­ლად შევ­ხე­დე მათ.
- რაც გინ­და, გვკითხე, ჩვენ მზად ვა­ა­ა­ართ! - თით­ქ­მის ერ­თ­დ­რო­უ­ლად შეს­ძა­ხა სა­მი­ვემ.
შეგ­ნე­ბუ­ლად მივ­დი­ო­დი რის­კ­ზე. მე ხომ ისე­თი რამ უნ­და მე­კითხა, რაც ჩემს ქვეც­ნო­ბი­ერ შიშს ნა­თელს მოჰ­ფენ­და და სა­კუ­თარ სი­სუს­ტეს გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვებ­და? ეს სი­გი­ჟე იყო. არა­და, რამ­დე­ნი წე­ლია, მიც­ნო­ბენ და ჰგო­ნი­ათ, რომ ჩემ­ნა­ი­რი ძლი­ე­რი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ქა­ლი მე­ო­რე არ და­დის თბი­ლის­ში. ჰგო­ნი­ათ, სწო­რედ ამით მი­ვაღ­წიე წარ­მა­ტე­ბის მწვერ­ვალს. ჩვენ ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბო­დით, ხან ყა­ვას ვსვამ­დით, ხან კა­ფე­ში მივ­დი­ო­დით აჭა­რუ­ლი ან მეგ­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად და თან ვჭო­რა­ობ­დით. გარ­და ამი­სა, დავ­დი­ო­დით სპექ­ტაკ­ლებ­ზე და ლა­თი­ნურ ცეკ­ვებ­საც ერ­თად ვსწავ­ლობ­დით. ყვე­ლა­ზე ხში­რად მა­ინც ჩემ­თან ვიკ­რი­ბე­ბო­დით, რა­თა ჩე­მი მომ­ზა­დე­ბუ­ლი ახა­ლი კერ­ძი დაგ­ვე­გე­მოვ­ნე­ბი­ნა. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე "გემ­რი­ელ­ხე­ლე­ბა" დი­ა­სახ­ლი­სი მე ვი­ყა­ვი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მათ­თან არას­დ­როს მიხ­სე­ნე­ბია ის მორ­ცხ­ვი და უგერ­გი­ლო გო­გო­ნა ჩე­მი წარ­სუ­ლი­დან, რო­მელ­მაც კა­რი­ე­რა არ­ჩია ოჯა­ხურ სიმ­ყუდ­რო­ვეს და მა­მა­კა­ცე­ბი გა­რი­ყა. მათ არ იცოდ­ნენ, ზუს­ტად რვა წლის წინ, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თ­მა რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ან­მა შეხ­ვედ­რამ რო­გორ შეც­ვა­ლა ჩე­მი ცხოვ­რე­ბა და მა­ი­ძუ­ლა, ახა­ლი იმი­ჯი შე­მექ­მ­ნა, რომ­ლი­თაც დღეს ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ­დი. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ამისა, სუ­ლის სიღ­რ­მე­ში ისევ ისე­თი დავ­რ­ჩი, რო­გო­რიც ვი­ყა­ვი.
- რო­გორც ჩანს, საქ­მე სე­რი­ო­ზუ­ლა­დაა, - ლი­ლიმ მხარ­ზე ხე­ლი მომ­ხ­ვია. - გა­ინ­ტე­რე­სებს, სა­ი­დან ჩნდე­ბი­ან ბავ­შ­ვე­ბი?
ყვე­ლამ გა­ი­ცი­ნა, მე კი მად­ლი­ე­რი მზე­რით გა­დავ­ხე­დე და­ქალს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ხუმ­რო­ბით და­ძა­ბუ­ლო­ბა მო­მიხ­ს­ნა.
- შე­კითხ­ვა შე­იძ­ლე­ბა უც­ნა­უ­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­დის და­ე­ნახ­ვეთ თქვენს შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს ნამ­დ­ვი­ლი სა­ხით?
- ნამ­დ­ვი­ლი სა­ხით? - სა­მი­ვემ გა­იკ­ვირ­ვა, ვერ ჩასწ­ვ­დ­ნენ ჩე­მი შე­კითხ­ვის არსს.
- ანუ, რო­დის გნა­ხეს პირ­ვე­ლად უმა­კი­ა­ჟოდ, ოჯა­ხურ ატ­მოს­ფე­რო­ში, ხა­ლა­თით, გა­წე­წი­ლი თმით და ასე შემ­დეგ. ერ­თი სიტყ­ვით, არა ქალ­ღ­მერ­თე­ბი­ვით, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ გა­მო­ი­ყუ­რე­ბით ხოლ­მე, არა­მედ უბ­რა­ლოდ, ბუ­ნებ­რი­ვად, რო­გორც ახალ­გაღ­ვი­ძე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი.
- აი, თურ­მე რას გუ­ლის­ხ­მობ, - შუბ­ლი შეკ­რა კა­ტომ და ხე­ლი თა­ვის მოკ­ლე, მაგ­რამ სა­გულ­და­გუ­ლოდ და­ვარ­ცხ­ნილ თმა­ზე გა­და­ის­ვა. ალ­ბათ, ამ ვარ­ცხ­ნი­ლო­ბის გა­კე­თე­ბას სა­ლონ­ში მი­ნი­მუმ, ერ­თი სა­ა­თი მა­ინც მო­ან­დო­მა.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად სი­ჩუ­მემ და­ი­სად­გუ­რა. გო­გო­ნე­ბი ჩემს შე­კითხ­ვას ჩა­უ­ფიქ­რ­დ­ნენ, მე კი გულ­ში მე­ცი­ნე­ბო­და, ნუ­თუ ასე ძნე­ლია ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა?
- აბა? რას მეტყ­ვით? - ნიშ­ნის მო­გე­ბით ჩა­ვე­ძიე.
- მო­ი­ცა, გა­ვიხ­სე­ნო... - ლი­ლიმ ვარ­დის­ფე­რი პო­მა­დით შე­ღე­ბილ ტუჩ­ზე ამა­ვე ფე­რის ლა­ქი­ა­ნი საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თის გრძე­ლი ფრჩხი­ლი მი­ი­დო. - მე მგო­ნი, გაც­ნო­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი თვის შემ­დეგ მნა­ხა ასეთ ფორ­მა­ში, ჩემ­თან, სახ­ლ­ში. მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მად­გა თავს და ვერც ვი­ფიქ­რე, ის თუ იქ­ნე­ბო­და, ისე გა­ვუ­ღე კა­რი.
შე­მე­შინ­და. ასეთ მოკ­ლე ხან­ში ვე­რაფ­რით გავ­ბე­დავ­დი არა­თუ ბი­ბის, ნე­ბის­მი­ერ თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მელს ვჩვე­ნე­ბო­დი სა­ში­ნაო ფორ­მა­ში. ბე­დის ირო­ნი­ით, სწო­რედ ამ­დე­ნი დრო გვქონ­და, ერ­თ­მა­ნე­თის გვერ­დით ვყო­ფი­ლი­ყა­ვით.
- ასე მა­ლე? - მე­გიმ იდე­ა­ლუ­რად აქ­ნი­ლი წარ­ბე­ბი აზი­და. - მე კი­დევ ნიშ­ნო­ბამ­დე არ ვუ­ნა­ხავ­ვარ ჩემს ბიჭს უმა­კი­ა­ჟოდ.
- მარ­თ­ლა? - გა­მო­ცოცხ­ლ­და კა­ტო. - მგო­ნი, ყვე­ლას გა­ჯო­ბეთ! დუ­დუს ჯე­რაც არ მო­უკ­რავს თვა­ლი ნა­ტუ­რა­ლუ­რი კა­ტოს­თ­ვის.
- ხუმ­რობ! - უნი­სონ­ში გა­ის­მა ჩე­მი და­ქა­ლე­ბის შეყ­ვი­რე­ბა, თან ზედ­მი­წევ­ნით შე­ათ­ვა­ლი­ე­რეს იდე­ა­ლუ­რად "და­მა­კი­ა­ჟე­ბუ­ლი" მზე­თუ­ნა­ხა­ვი, თით­ქოს პირ­ვე­ლად ხე­დავ­დ­ნენ ასეთს.
კა­ტომ მხრე­ბი აიჩე­ჩა.
- ქა­ლი ყო­ველ­თ­ვის კარ­გად უნ­და გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს და ქმა­რიც არას­დ­როს და­კარ­გავს ინ­ტე­რესს მის მი­მართ. ყო­ველ დი­ლით მას­ზე ად­რე ვდგე­ბი და სა­ნამ გა­იღ­ვი­ძებს, უკ­ვე ფორ­მა­ში ვარ. ასე რომ, ეგ პრობ­ლე­მა მოხ­ს­ნი­ლი მაქვს დღის წეს­რი­გი­დან.
მე­გიმ თა­ვი გა­და­აქ­ნია.
- დუ­დუ გაღ­მერ­თებს. ყვე­ლა­ნა­ირ ფორ­მა­ში ეყ­ვა­რე­ბი, ასე­თი სიფ­რ­თხი­ლე რა სა­ჭი­როა, არ მეს­მის.
- თუმ­ცა ეს სუ­ლაც არ უშ­ლის ქალს ხელს, ყო­ველ­თ­ვის ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს. იდე­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში უნ­და მი­არ­თ­ვა შე­ნი თა­ვი ქმარს, აბა, რა გგო­ნი­ათ?
- მაგ­რამ ღა­მით? მა­კი­აჟს არ იშო­რებ და­წო­ლის წინ? - ვერ მო­ვით­მი­ნე.
- რო­გორ არა, მაგ­რამ ოთახ­ში შეს­ვ­ლი­სას შუქს ვაქ­რობ, რომ არ და­მი­ნა­ხოს.
- გა­დამ­რევს ეს გო­გო! - გა­ღი­ზი­ან­და ლი­ლი, - და­ვი­ჯე­რო, შუქ­ზე სექ­სი არას­დ­როს გქო­ნი­ათ?
- რა­ტომ უნ­და გვქო­ნო­და? - უდარ­დე­ლად მი­უ­გო კა­ტომ. - სექ­სი ინ­ტი­მუ­რი აქ­ტია და სიბ­ნე­ლე უხ­დე­ბა.
ყვე­ლას სი­ცი­ლი წაგ­ვ­ს­კ­და.
- ელე­ნე, ნუ გე­ში­ნია, აშ­კა­რად ეტყო­ბა, რომ ამ ბიჭს უყ­ვარ­ხარ. ასე რომ, სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რი გაქვს.
სულ­ში იმე­დის თბი­ლი ნა­პერ­წ­კა­ლი გაკ­რ­თა. იქ­ნებ მარ­თ­ლა აქვს გრძნო­ბა ჩემ მი­მართ და ტყუ­ი­ლად მღრღნის ეჭ­ვე­ბი? წუ­ხელ სრუ­ლი­ად და­მა­ჯე­რებ­ლად ჟღერ­და მი­სი სიტყ­ვე­ბი, თა­ნაც მოწ­მე­ე­ბის გა­რე­შე ვი­ყა­ვით.
- რო­ცა შენ გვერ­დი­თაა, სა­ხე­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა უჩ­ნ­დე­ბა, - შე­ნიშ­ნა მე­გიმ და გა­ი­ცი­ნა. - მი­სი სა­ხე ამ­ბობს: "მე დაჭ­რი­ლი ვარ და ამას არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა".
ბი­ბის ხსე­ნე­ბა­ზე მის­კენ მი­ვი­ხე­დე. ბი­ბიმ თვა­ლი შე­მას­წ­რო და ღი­მი­ლით და­მიქ­ნია ხე­ლი.
- დარ­წ­მუნ­დი? ის დაჭ­რი­ლია, - და­ას­კ­ვ­ნა მე­გიმ. - ახ­ლა დამ­შ­ვიდ­დი და და­მი­ჯე­რე, ის შე­ნია და თვალ­საც არ და­ა­ხამ­ხა­მებს, სულ რომ ძონ­ძებ­ში ჩაც­მუ­ლი და­გი­ნა­ხოს.
კვლავ და­მიბ­რუნ­და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა. შე­იძ­ლე­ბა წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბა მიშ­ლის ხელს, გა­ვი­თა­ვი­სო სი­ნამ­დ­ვი­ლე. იქ­ნებ უღ­რუბ­ლო ბედ­ნი­ე­რე­ბა მე­ლის წინ, თუ­კი ამ ეჭ­ვე­ბი­სა და კომ­პ­ლექ­სე­ბის­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბი?
- მად­ლო­ბა, გო­გო­ე­ბო, - მორ­ცხ­ვად ვთქვი და სა­მი­ვეს სა­თი­თა­ოდ გა­და­ვეხ­ვიე.
მორ­ჩა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია. ვეტყ­ვი ბი­ბის, რომ თა­ნახ­მა ვარ მას­თან რე­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. რაც იქ­ნე­ბა, იქ­ნე­ბა. ვინც რის­კავს, შამ­პა­ნურ­საც ის სვამს.
დაე, ასე იყოს... დაე, იყოს ასე!

ამა­სო­ბა­ში მა­მა­კა­ცებს მი­ვუ­ახ­ლოვ­დი და ბი­ბის მხარ­ზე ჩა­მოვ­დე ხე­ლი.
- გა­ვი­გე, თა­ვარ­თ­ქი­ლა­ძეს­თან მუ­შა­ობ სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო­ში. ეს მარ­თა­ლია? - შე­ე­კითხა ამ დროს თენ­გო ბი­ბის.
- ჰო, და ვფიქ­რობ, კარ­გი პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი მე­ჩი­თე­ბა სა­მო­მავ­ლოდ, - თა­ვი და­უქ­ნია ბი­ბიმ და ხელ­ზე ხე­ლი თბი­ლად და­მა­დო.
- წი­ნა­და­დე­ბა მაქვს შენ­თან. ჩე­მი ფირ­მა ჯგუფს ეძებს ახა­ლი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის­თ­ვის. ად­რე არას­დ­როს გვი­თა­ნამ­შ­რომ­ლია მე და შენს ბოსს, მაგ­რამ ვი­ცი, რომ საქ­მის კა­ცია. არ გინ­და, მო­სინ­ჯო შე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი? მას­თა­ნაც ქუ­ლებს და­ი­წერ.
ბი­ბი ისე შე­იშ­მუშ­ნა, მივ­ხ­ვ­დი, სი­ხა­რუ­ლით აღარ იყო.
- კარ­გი იქ­ნე­ბო­და. მად­ლო­ბა, ძმაო, - თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლად გა­ის­მა მი­სი პა­სუ­ხი.
თით­ქოს პრო­ფე­სი­უ­ლი ღირ­სე­ბით უპა­სუ­ხა, მაგ­რამ თენ­გომ კი არა, მეც შევ­ნიშ­ნე მის ხმა­ში მღელ­ვა­რე­ბა, რაც თენ­გოს სიტყ­ვებ­მაც და­ა­დას­ტუ­რა.

- ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა, ნუ გე­ში­ნია. და­უ­რე­კე ხვალ ჩემს მო­ად­გი­ლეს და შეხ­ვედ­რა­ზე შე­თან­ხ­მ­დით. მე გა­ვაფ­რ­თხი­ლებ. მინ­და, წი­ნას­წარ გა­ით­ვა­ლის­წი­ნო, რომ ახ­ლა ტენ­დერს ვა­ტა­რებთ სა­მი კომ­პა­ნი­ის­თ­ვის. პა­სუხს იმ თვე­ში ვე­ლო­დე­ბით. ძა­ლი­ან ცო­ტა დრო ხომ არ იქ­ნე­ბა შენ­თ­ვის?
- არ არის პრობ­ლე­მა, მომ­წონს კი­დე­ვაც მი­წუ­რულ­ში მუ­შა­ო­ბა, - ნაჩ­ქა­რე­ვად მი­უ­გო.
- ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი. მო­უთ­მენ­ლად და­ვე­ლო­დე­ბი, რას შე­მომ­თა­ვა­ზებ, - მი­უ­გო თენ­გომ და ლუ­დი მოს­ვა, მე­რე კი ჩემ­კენ გა­მო­ი­ხე­და, - ოღონდ არ გე­გო­ნოს, რომ ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ელე­ნეს­თა­ნაა დაკავ­შირ­ებული. მას ჩემ­თ­ვის არას­დ­როს არა­ფე­რი უთხო­ვია. მე ერ­თ­მა­ნეთ­ში არას­დ­როს ვუ­რევ პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და ბიზ­ნესს. უბ­რა­ლოდ, რა­ღაც ცნო­ბე­ბი შევ­კ­რი­ბე... ჩვენ ხომ პირ­ვე­ლად არ ვხვდე­ბით ერ­თ­მა­ნეთს. პირ­ველ რიგ­ში ის მომ­წონს, რომ ამე­რი­კა­ში გაქვს პრაქ­ტი­კა გავ­ლი­ლი. - მან მხრე­ბი აიჩე­ჩა, - სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მუ­შა­ობ. სულ ეს არის.
ამ დროს თენ­გოს მე­გიმ და­უ­ძა­ხა. მან ბო­დი­ში მოგ­ვი­ხა­და და გაგ­ვე­ცა­ლა.
ბი­ბიმ თვა­ლე­ბით გა­ა­ცი­ლა მი­მა­ვა­ლი და შე­მომ­ხე­და. გა­მი­ღი­მა. მი­სი ღი­მი­ლი რა­ღაც­ნა­ი­რად ორაზ­რო­ვა­ნი მეჩ­ვე­ნა.
- რა იყო? - შე­ვე­კითხე.
- იცი, რა? წე­ღან თვალს გა­დევ­ნებ­დით შენ და "ჩარ­ლის ან­გე­ლო­ზებს". პეპ­ლე­ბი­ვით ირე­ო­დით ოთხი­ვე­ნი. თი­თო­ე­უ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რად ლა­მა­ზი ხართ, მაგ­რამ შენ ვერც ერ­თი ვერ შე­გედ­რე­ბა - ყვე­ლა­ზე თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, ელე­გან­ტუ­რი და მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი ხარ. თან ჩე­მი ქა­ლი გქვია. ჩე­მი სურ­ვი­ლი უფ­რო და უფ­რო მომ­თხოვ­ნი ხდე­ბა და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პლა­ტო­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბას მა­ი­ძუ­ლებ, ვერ გა­მა­ჩე­რებ. მე სულ სხვა გეგ­მე­ბი მაქვს. სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, ის ერ­თი თვე, რო­მე­ლიც ჩვენ დავ­თ­ქ­ვით, ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბი ვა­დაა. ამა­ზე მეტ­ხანს არც ერთ ქალ­თან არ გა­მიგ­რ­ძე­ლე­ბია რო­მა­ნი. არც შენ იქ­ნე­ბი გა­მო­ნაკ­ლი­სი, გუ­ლის ხმას თუ არ ავ­ყ­ვე­ბი. ერ­თი თვის შემ­დეგ, რო­ცა ეს მას­კა­რა­დი დამ­თავ­რ­დე­ბა, შენ ალ­ბათ მო­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბი, მე კი... მე არ ვი­ცი. რა­ტომ­ღაც, და­მარ­ცხე­ბუ­ლის როლ­ში აქე­დან­ვე მო­ვი­აზ­რებ ჩემს თავს. ხომ გა­ი­გო­ნე, რა შე­მომ­თა­ვა­ზა შე­ნი და­ქა­ლის საქ­მ­რომ? თუ ამო­ცა­ნას თა­ვი წარ­მა­ტე­ბით გა­ვარ­თ­ვი და მი­ზანს მი­ვაღ­წიე, ვე­რა­ვინ და­მიშ­ლის, შენ­თან ბუ­ნებ­რი­ვად გა­ვაგ­რ­ძე­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა, ყო­ველ­გ­ვა­რი თა­მა­შის გა­რე­შე. ერ­თი საქ­მეა, შენ­თან თვის ბო­ლომ­დე თა­მაშ-თა­მა­შით დავ­რ­ჩე და ჩემს მი­ზანს მა­ინც მი­ვაღ­წიო, ანუ დრო­ე­ბით ჩე­მი გაგ­ხა­დო და მე­რე ისევ გა­ვიქ­ცე; მე­ო­რე - ვი­პო­ვო ქა­ლი, ვის­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­თაც ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ერთ ოც­ნე­ბას მა­ინც შე­ვას­ხამ ფრთებს. გუ­ლის ჩუ­მი ხმა მე­უბ­ნე­ბა, რომ არა­ფე­რი გა­მო­მი­ვა, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი მი­ბიძ­გებს და ბო­ლო ხმა­ზე ჩამ­ყ­ვი­რის - ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, შე­ნი შან­სი გა­მო­ი­ყე­ნოო. - იგი გა­ჩუმ­და, ღრმად ამო­იხ­ვ­ნე­შა და სევ­და­ჩამ­დ­გა­რი თვა­ლე­ბით და­ამ­თავ­რა მო­ნო­ლო­გი, - ჰო­და, ვეც­დე­ბი, გა­მო­ვი­ყე­ნო.

ერ­თი სუ­ლი მქონ­და, რო­დის მი­მიყ­ვან­და სახ­ლამ­დე. არა და არ დამ­თავ­რ­და გზა პიკ­ნი­კის ად­გი­ლი­დან ჩემს ბი­ნამ­დე. იდეა მქონ­და. შე­მო­ვი­პა­ტი­ჟებ­დი ბი­ბის, უცებ გემ­რი­ელ ვახ­შამს მო­ვამ­ზა­დებ­დი, მე­რე კი... მე­რე ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებ­დი, რომ აზ­რი შე­ვიც­ვა­ლე.
გო­ნე­ბა­ში უკ­ვე დავ­ხა­ტე სუ­რა­თი, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და მოვ­ლე­ნე­ბი. სუნ­თ­ქ­ვა შე­მეკ­რა, რო­ცა კვლავ მო­მა­გონ­და მი­სი კოც­ნა და ნე­ტარ­მა მო­გო­ნე­ბებ­მა ერ­თი­ა­ნად გამ­თან­გა. არა, გა­და­დე­ბა აღარ შე­მიძ­ლია. მოხ­დეს, რაც მო­სახ­დე­ნია, ასე გაგ­რ­ძე­ლე­ბა ჩემს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბა, მას­თან მინ­და და ეს ამ სა­ღა­მოს უნ­და მოხ­დეს...

გაგრძელება იქნება

ავტორი სვეტა კვარაცხელია

წინა ეპიზოდი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
xatia
Cudia avtori didxans ro gvalodinebs novelis shemdeg tavebze
20:20 / 24-09-2019
გამოხმაურება / 0 /
როდის იქნება გაგრძელება, ველოდებით
როდის იქნება გაგრძელება? ველოდები
20:00 / 24-09-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93