ნოველები

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი XI)

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი XI)
- დღეს რა­ღაც ძა­ლი­ან ჩუ­მად ხარ, - თქვა ბი­ბიმ, რო­ცა კორ­პუ­სის­კენ შე­უხ­ვია. - მთე­ლი გზა ხმა არ ამო­გი­ღია.
- ვფიქ­რობ, - მი­ვუ­გე და გულ­ში გა­მე­ცი­ნა: ნე­ტავ იცო­დეს, რა­ზეც ვფიქ­რობ... - იგი­ვე შე­მიძ­ლია შენ­ზე ვთქვა.
- ბიზ­ნე­სის საქ­მე­ე­ბი თა­ვი­დან არ ამომ­დის. შენ­თ­ვის ეს უცხო არ უნ­და იყოს.
- ჰო, ნაც­ნო­ბია, - ვუ­პა­სუ­ხე, არა­და, ბო­ლო დროს ისე ხში­რად არ ვფიქ­რობ­დი სამ­სა­ხურ­ზე, რო­გორც ად­რე.
- არ გინ­და, რომ...
- მე უნ­და...
ორი­ვემ ერ­თ­დ­რო­უ­ლად ვთქვით, ამი­ტომ გაგ­ვე­ცი­ნა. ბი­ბიმ ხე­ლი
ამიქ­ნია.
- კარ­გი, ჯერ შენ და­ამ­თავ­რე სათ­ქ­მე­ლი.
- მინ­დო­და მე­კითხა, ხომ არ შე­მოხ­ვი­დო­დი? სა­დი­ლი მზად მაქვს, ერ­თი ბოთ­ლი ღვი­ნოც მო­მე­ძე­ვე­ბა, ცო­ტა­თი გან­ვიტ­ვირ­თოთ.
ღი­მი­ლი უცებ ჩა­უქ­რა. პირ­ვე­ლად შე­მომ­ხე­და და­და­რა­ჯე­ბუ­ლი მზე­რით.
- მად­ლო­ბა, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია, ბევ­რი საქ­მე მაქვს.
- გა­სა­გე­ბია, - ნა­ძა­ლა­დე­ვად გა­ვუ­ღი­მე, თან ვკიცხავ­დი ჩემს თავს, ასე რომ ვიჩ­ქა­რე. რად­გან უარი ვუთხა­რი სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა, - მან ზედ­მე­ტი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით მი­ი­ღო ჩე­მი უარი.
- იქ­ნებ სხვა დრო­ის­თ­ვის გა­დავ­დოთ? - ჩამ­ქ­რა­ლი ხმით ვი­კითხე.
თით­ქოს არ ჩქა­რობ­და პა­სუ­ხის გა­ცე­მას, სათ­ქ­მე­ლი გა­წე­ლა.
- თენ­გომ და­ვა­ლე­ბა მომ­ცა. მი­სი კომ­პა­ნი­ის რეკ­ლა­მა­ზე უნ­და ვი­მუ­შაო.
- ვი­ცი, იქ არ ვი­ყა­ვი?! კი­დევ ერ­თხელ გი­ლო­ცავ. მი­ხა­რია.
- რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე უნ­და და­ვიწყო ეს საქ­მე. მომ­გე­ბი­ა­ნი სვლა უნ­და გა­ვა­კე­თო, ეს კი დროს მო­ითხოვს. არა­და, სულ ერ­თი თვე მაქვს.
- ეჭ­ვი არ მე­პა­რე­ბა, რომ გა­მო­გი­ვა, - გა­ვამ­ხ­ნე­ვე. მი­სი დო­სიე შეს­წავ­ლი­ლი მქონ­და. ბრწყინ­ვა­ლე კა­რი­ე­რა გა­უ­კე­თე­ბია ამე­რი­კა­ში. არ­სა­ი­დან მო­სულ­მა, მთე­ლი ქა­ლა­ქი, რომ იტყ­ვი­ან, შტურ­მით აიღო. სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რის­თ­ვის დაბ­რუნ­და? ვერ დარ­ჩა იქ? აქ რა კა­რი­ე­რა უნ­და გა­ი­კე­თოს? ყვე­ლა­ფე­რი ჩამ­ყა­ყე­ბუ­ლია. თუმ­ცა, რა­ტო­მაც არა? მე თუ შევ­ძე­ლი, სრუ­ლი­ად მარ­ტოს ამეწყო ჩე­მი ცხოვ­რე­ბა, ის რა­ტომ ვერ მო­ა­ხერ­ხებს? ჩემ­ზე მე­ტი პერ­ს­პექ­ტი­ვა აქვს. საკ­მა­რი­სია, ვინ­მემ მი­სი "სი­ვი" წა­ი­კითხოს და - მორ­ჩა, წარ­მა­ტე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს. აი, თუნ­დაც თენ­გოს წი­ნა­და­დე­ბა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბრწყინ­ვა­ლედ გა­არ­თ­მევს თავს და კი­დევ ერთ ქუ­ლას ჩა­ი­წერს თა­ვის პრო­ფე­სი­ულ ან­კე­ტა­ში, თა­ნაც - მსუ­ყე ქუ­ლას. სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან თა­ვი­სას მი­აღ­წია და თენ­გოს და­უ­ახ­ლოვ­და, მო­ი­სურ­ვებს ჩემ­თან თა­მა­შის გაგ­რ­ძე­ლე­ბას?
არა­და, მომ­წონს მი­სი სპონ­ტა­ნუ­რი ხა­სი­ა­თი. და­მა­ინ­ტ­რი­გე­ბე­ლია. მას შე­უძ­ლია ერთ მო­მენ­ტ­ში მკაც­რი და სე­რი­ო­ზუ­ლი იყოს, მე­ო­რე წუთს კი - მხი­ა­რუ­ლი და თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი. სწო­რედ ამით მო­ი­ნა­დი­რა ჩე­მი მე­გობ­რე­ბის გუ­ლი, თან - უად­ვი­ლე­სად, თით­ქოს სა­უ­კუ­ნეა, მათ იც­ნობს. ასეთ შე­დეგს არ ვე­ლო­დი, ეფექ­ტ­მა ყო­ველ­გ­ვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა.
- იმ კვი­რა­ში კოქ­ტე­ი­ლის სა­ღა­მოს აწყო­ბენ. წა­მომ­ყ­ვე­ბი? - სევ­და გა­მე­რია ხმა­ში.
ყოყ­მა­ნით და­მიქ­ნია თა­ვი, რა­მაც უფ­რო გა­ამ­ყა­რა ჩე­მი ში­ში.
- იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მა­ნამ­დე რო­გორ ვი­მუ­შა­ვებ. თუ მო­ვა­ხერ­ხე პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თ­ვის კონ­ცეფ­ცი­ის დრო­ზე შე­მუ­შა­ვე­ბა, წა­მო­ვალ, თუ არა და, მო­მი­წევს გა­მო­ტო­ვე­ბა. - ამ სიტყ­ვე­ბით მა­ჯის სა­ათ­ზე და­ი­ხე­და, თით­ქოს შე­მახ­სე­ნა, ძვირ­ფას დროს მარ­თ­მე­ვო.
ჩან­თა იღ­ლი­ა­ში ამო­ვი­ჩა­რე და მან­ქა­ნის კა­რი გა­ვა­ღე.
- გმად­ლობ, რომ დღეს ჩემ გვერ­დით იყა­ვი.
- ჩემ­თ­ვის ეს სა­სი­ა­მოვ­ნო იყო, - გა­მი­ღი­მა.
- და­გი­რე­კავ მა­ინც... იქ­ნებ მო­ი­ცა­ლო, - ხვეწ­ნა­სა­ვით გა­მო­მი­ვი­და, რის გა­მოც სა­კუ­თა­რი თა­ვი შე­მე­ზიზღა.
- ჰო, აბა, რა. ქორ­წი­ლის თა­რი­ღი რო­დის უნ­და და­ნიშ­ნონ?
- ჯერ არ ვი­ცი. თენ­გოს ბა­ბუა ჩა­ვარ­დ­ნი­ლა ლო­გი­ნად. ამ­ბო­ბენ, დიდ­ხანს ვერ გა­ა­ტან­სო. ამი­ტომ ალ­ბათ გა­და­დე­ბენ ქორ­წილს. ხე­ლი ხომ არ შე­გეშ­ლე­ბა, ეს დრო თუ გა­ი­წე­ლა?
- არა, რა თქმა უნ­და. არ იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა.
ნაღ­ვე­ლი შე­მო­მაწ­ვა. სწო­რედ ასეთ ხა­სი­ათ­ზე დავ­დე­ქი იმ სა­ღა­მოს, ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უარი რომ ვუთხა­რი. არა, ეს გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი უხა­სი­ა­თო­ბა იყო. მთე­ლი გეგ­მა ჩა­მე­შა­ლა. თვი­თო­ნაც რო­გორ მექ­ცე­ვა? ფაქ­ტია, აღარ ვა­ინ­ტე­რე­სებ. მი­სი სა­უბ­რის ტო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამის მიხ­ვედ­რა ძნე­ლი არ იყო. ამ­ჯე­რად ჩვენ შო­რის "სა­ხუ­მა­რო დუ­ე­ლი" აღარ გა­ი­მარ­თა, რო­გორც აქამ­დე ხდე­ბო­და ხოლ­მე.
- აბა, კარ­გად, - ისე ვჩქა­რობ­დი მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვ­ლას, კი­ნა­ღამ გად­მოვ­ვარ­დი.
- ელ! - და­მი­ძა­ხა.
მის­კენ შევ­ბ­რუნ­დი, თან გამ­წა­რე­ბუ­ლი, ქვე­და ტუჩს ვიკ­ვ­ნეტ­დი.
- დი­დი მად­ლო­ბა.
- რის­თ­ვის?
შე­ღა­მე­ბუ­ლი იყო და მის სა­ხეს კარ­გად ვერ ვხე­დავ­დი, მაგ­რამ მო­მეჩ­ვე­ნა, რომ თვი­თო­ნაც მო­იწყი­ნა, თუმ­ცა, მთლად დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლიც არ ვი­ყა­ვი.
- იმის­თ­ვის, რომ გა­გე­ბით მო­ე­კი­დე ჩემს სი­ტუ­ა­ცი­ას.
ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ვი­ღი­მე, ქუს­ლებ­ზე შევ­ტ­რი­ალ­დი და აჩ­ქა­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით გა­ვე­მარ­თე სა­დარ­ბა­ზოს­კენ.

ხუ­თი დღე მოშ­ხა­მუ­ლი დავ­დი­ო­დი. არ ვი­ცი, საქ­მეს რო­გორ ვა­კე­თებ­დი, წა­რა­მა­რა ბი­ბი­ზე ვფიქ­რობ­დი. რა­ტომ­ღაც, შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლად ვგრძნობ­დი თავს. ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მქონ­და, თით­ქოს გა­მო­მი­ყე­ნეს და მი­მა­ტო­ვეს. იმ სა­ღა­მოს შემ­დეგ ერ­თხე­ლაც არ და­უ­რე­კავს, არ შე­მომ­ხ­მი­ა­ნე­ბია.
პა­რას­კევს გო­გო­ე­ბი ჩემ­თან მო­ვიდ­ნენ. ამან ცო­ტა გა­მამ­ხი­ა­რუ­ლა. მა­შინ­ვე დავ­ტ­რი­ალ­დი და სამ­ზა­რე­უ­ლო ნა­ირ-ნა­ი­რი სურ­ნე­ლით გა­ვავ­სე.
- შენ­თან ყოფ­ნა ერ­თი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, - თქვა მე­გიმ. - მიყ­ვარს, რომ ტრი­ა­ლებ და არ გე­ზა­რე­ბა.
- თქვენ გა­მო უფ­რო დიდ მსხვერ­პ­ლ­საც გა­ვი­ღებ, - გა­ვე­ხუმ­რე.
- მო­გიხ­და სიყ­ვა­რუ­ლი, ძა­ლი­ან ენაწყ­ლი­ა­ნი გახ­დი, გა­მო­ცოცხ­ლ­დი.
- რა­ტომ არ გა­მო­ცოცხ­ლ­დე­ბო­და, გე­ნაც­ვა­ლე, ისე­თი ბი­ჭი ჩა­იგ­დო ხელ­ში, - აჰ­ყ­ვა მე­გის კა­ტო და ვაშ­ლი ჩაკ­ბი­ჩა.
- შეგ­შურ­დეთ ახ­ლა, ჰო! - სი­ცი­ლი ამიტყ­და.
- არაჩ­ვე­უ­ლებ­რ­ვი ბი­ჭია. რომ მო­დის, თვალს ვერ ვა­შო­რებ. თან ლა­მა­ზია, თან - ძა­ლი­ან მა­მა­კა­ცუ­რი, - გა­აგ­რ­ძე­ლა ბი­ბის ქე­ბა ლი­ლიმ.
- რა გჭირთ? - და­ნი­ა­ნი ხე­ლი ჰა­ერ­ში გა­ვიქ­ნიე. - გულ­ზე სკდე­ბით, რომ ჩე­მი კა­ცი თქვენ­სას სჯო­ბია თუ რა?
- ოჰ, მთლად მა­სეც არაა საქ­მე, - იწყი­ნა ლი­ლიმ. - შენ­მა კაც­მა ჯერ მი­აღ­წი­ოს იმ­დენს, რამ­დენ­საც ჩვე­ნებ­მა მი­აღ­წი­ეს და მე­რე შეგ­ვე­ჯიბ­რე, თუ მა­გა­რი ხარ.
- მი­აღ­წევს, თან - უფ­რო ნაკ­ლებ დრო­ში, ვიდ­რე თქვე­ნებ­მა.
- ვი­თომ რა­ტომ? რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს შენს ბი­ბის ასე­თი? - მოკ­ბე­ჩი­ლი ვაშ­ლი ვა­ზა­ში ჩა­დო კა­ტომ.
- ამე­რი­კა­ში აქვს პრაქ­ტი­კა გავ­ლი­ლი. იცი, რო­გო­რი მოთხოვ­ნა იყო ნიუ-იორ­კ­ში მას­ზე?! გა­გიჟ­დე­ბი, მი­სი დო­სიე რომ ნა­ხო.
- თუ ასე­თი მა­გა­რი ბრძან­დე­ბო­და, აქ რის­თ­ვის ჩა­მო­ვი­და? - არ და­ი­ჯე­რა მე­გიმ.
- ჩემ გა­მო, - ისე სხარ­ტად ვიც­რუე, ლა­მის მეც და­ვი­ჯე­რე.
- შენ გა­მო? - მე­გი წინ გად­მო­ი­ხა­რა. - მო­ი­ცა-მო­ი­ცა... თქვენ რა, იც­ნობ­დით ერ­თ­მა­ნეთს?
მის­მა შე­კითხ­ვამ დაბ­რა­წუ­ლი გო­ჭი­ვით გა­მა­წით­ლა. გო­გო­ებს თვა­ლი ავა­რი­დე და ჩა­ვი­დუდღუ­ნე:
- "ფე­ის­ბუ­კით" ვიც­ნობ­დი, მე­რე "სკა­ი­პით" გა­ვაგ­რ­ძე­ლეთ კონ­ტაქ­ტი. მთლად უც­ნო­ბე­ბიც არ ვი­ყა­ვით, - ტყუ­ილს ტყუ­ილ­ზე "ვაცხობ­დი".
- რო­გორ არ მწამს ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რ­ცე­ში დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის!.. - უკ­მა­ყო­ფი­ლოდ გა­და­აქ­ნია თა­ვი კა­ტომ. - ასე ხომ ვე­რას­დ­როს გა­ი­გებ ადა­მი­ა­ნის ნაკ­ლ­სა და უარ­ყო­ფით მხა­რე­ებს. ყვე­ლას შე­უძ­ლია, ან­გე­ლო­ზად მო­გაჩ­ვე­ნოს თა­ვი.
- ყვე­ლა ვერ მო­გაჩ­ვე­ნებს. უნ­და იცო­დე, ვის რო­გორ მი­უდ­გე.
- ოჰ! გა­მო­მიჩ­ნ­და ბრძენ­თაბ­რ­ძე­ნი! - აკის­კის­და ლი­ლი. - თუმ­ცა, უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ გა­გი­მარ­თ­ლა.
- მე თუ იმას?
- შენ, შენ. ის მა­მა­კა­ცია და ნე­ბის­მი­ერს მო­ჩან­გ­ლავს. შენ კი­დევ, ამ­დე­ნი წე­ლია, ერ­თი ვერ და­ით­რიე.
- გე­ყო­ფათ ახ­ლა! მთლად სა­სო­წარ­კ­ვე­თილ დი­ა­სახ­ლი­სებს ნუ და­ემ­ს­გავ­სე­ბით, - მა­თი შე­ჩე­რე­ბა ვცა­დე. არ მსი­ა­მოვ­ნებ­და, წა­რა­მა­რა ბი­ბის რომ მიხ­სე­ნებ­დ­ნენ, ისე­დაც გა­ხეთ­ქ­ვა­ზე მქონ­და გუ­ლი.
სა­მი­ვეს გა­ე­ცი­ნა. სწო­რედ ამ დროს მო­ბი­ლურ­ზე ნა­ნატ­რი ზა­რი გა­ის­მა. ის იყო. და­ნა მა­გი­და­ზე მი­ვაგ­დე, ხე­ლე­ბი წინ­სა­ფარ­ზე შე­ვიწ­მინ­დე და სა­ძი­ნე­ბელ­ში გავ­ვარ­დი. და­ქა­ლე­ბის სი­ცილ­მა და შე­ძა­ხი­ლებ­მა გა­მო­მა­ცი­ლა სამ­ზა­რე­უ­ლო­დან.
- ნა­ხე, რა მე­ლო­დია და­უ­ყე­ნე­ბია თა­ვი­სი კა­ცის­თ­ვის, - კის­კი­სებ­და მე­გი.
- მი­დი, მი­დი, უპა­სუ­ხე, არ გა­გი­თი­შოს! - მომ­ძა­ხო­და ლი­ლი.
მა­თი თა­ვი არ მქონ­და. კა­მოდ­ზე და­დე­ბულ ტე­ლე­ფონს ვე­ცი და მწვა­ნე ღი­ლაკს აცახ­ცა­ხე­ბუ­ლი თი­თი და­ვა­ჭი­რე.
- ხომ არ მო­იწყი­ნა ჩემ­მა პარ­ტ­ნი­ორ­მა? - დაღ­ლი­ლი მო­მეჩ­ვე­ნა მი­სი ხმა.
- რო­გორ ხარ? - სულ­მო­უთ­ქ­მე­ლად ვკითხე.
- არა მი­შავს. ვმუ­შა­ობ და ვარ, დღე და ღა­მეს ვას­წო­რებ მუ­შა­ო­ბა­ში.
- და რო­გორ მი­დის საქ­მე?
- გცა­ლია, ცო­ტა ხანს რომ გე­ლა­პა­რა­კო?
- რა თქმა უნ­და.
- ჩემს უფ­როსს ვუთხა­რი თენ­გოს კომ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ და გა­გიჟ­და, ისე გა­უ­ხარ­და. მათ­თან კონ­ტ­რაქ­ტი თუ გა­მოგ­ვი­ვი­და, სა­ხელს უფ­რო გა­ვით­ქ­ვამ­თო. ახ­ლა ერ­თი სუ­ლი აქვს, სა­ბო­ლოო ვა­რი­ანტს რო­დის შე­ვუ­ტან. არა­ვინ ელო­და, ამ­დე­ნი თუ შე­მეძ­ლო. არა­და, ფუტ­კა­რი­ვით მუ­შა ვარ, მა­გის დე­და ვა­ტი­რე! ამათ რა იცი­ან, მე რა შე­მიძ­ლია. ეკო­ნო­მის­ტის დიპ­ლო­მი ისე კი არ მი­მი­ღია, ჰა­ერ­ში. შე­მა­ქო დი­რექ­ტორ­მა, მა­გა­რი საქ­მეაო. თუ ეს კონ­ტ­რაქ­ტი გა­მო­გი­ვა, ფას­და­უ­დე­ბე­ლი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი გახ­დე­ბიო. მე­რე ყვე­ლა გა­აფ­რ­თხი­ლა, ბი­ბის უნ­და და­ეხ­მა­რო­თო. არ იცი, რო­გორ გა­უტყ­დათ. ერ­თი გა­და­მე­კი­და, რო­გორ და­ი­თან­ხ­მე "ტენ­გოლ­კომ­პა­ნი­ა" თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ზე, ერ­თი წე­ლია, დავ­დევ და არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­დაო. მე ვუთხა­რი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, შევ­ხ­ვ­დი და ვე­ლა­პა­რა­კე-მეთ­ქი. არა­და, ყვე­ლა­ფე­რი შე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ელი. შენ რომ არა, რა გა­მო­მი­ვი­დო­და? მე კი რი­თი გა­და­გი­ხა­დე? სულ და­გი­ვიწყე. მთე­ლი ძა­ლით ამ პრო­ექ­ტ­ში გა­და­ვეშ­ვი. რა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს. მინ­და, კარ­გი გა­მო­მი­ვი­დეს. უნ­და გა­ვი­მარ­ჯ­ვო. არა­და, მე­ნატ­რე­ბი, ოღონდ - მარ­თ­ლა. რო­დი­საა კოქ­ტე­ი­ლის სა­ღა­მო?
- ზეგ.
- ჰო­და, მოვ­დი­ვარ, მთლად ეგე­თი უსინ­დი­სოც კი არ ვარ. გა­სა­გე­ბია?
გუ­ლი შე­მიფ­რ­თხი­ალ­და ამის გა­გო­ნე­ბა­ზე. სი­ხა­რუ­ლით ფეხ­ზე ძლივს ვი­დე­ქი.
- კარ­გია, თუ გცა­ლია. მა­შინ და­გი­რე­კავ ზეგ დი­ლით და შევ­თან­ხ­მ­დეთ, სად და რო­მელ სა­ათ­ზე შევ­ხ­ვ­დეთ ერ­თ­მა­ნეთს.
- შენს ზარს მო­უთ­მენ­ლად და­ვე­ლო­დე­ბი.
ტე­ლე­ფო­ნი გავ­თი­შე და მუხ­ლ­მოკ­ვე­თი­ლი, სა­წოლ­ზე ჩა­მოვ­ჯე­ქი. რო­გორც ჩანს, არ დავ­ვიწყე­ბი­ვარ. ესე იგი, ჯერ კი­დევ არ არის ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გუ­ლი. ცო­ტა აზ­რ­ზე რომ მო­ვე­დი, გო­გო­ებს მი­ვა­შუ­რე...

- მე­გო­ნა, ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი იყა­ვი და ჩემ­თ­ვის ვე­ღარ მო­იც­ლი­დი, - ვუთხა­რი ბი­ბის, რო­ცა ლან­ჩ­მა ჩა­ი­ა­რა და დე­რე­ფან­ში გა­ვე­დით.
ბი­ბიმ კოქ­ტე­ი­ლის ჭი­ქა მო­მა­წო­და.
- ერ­კ­ვე­ვი კოქ­ტე­ი­ლებ­ში?
- ისე რა, - დარ­ცხ­ვე­ნილ­მა გა­ვუ­ღი­მე.
- მე კი­დევ, ყვე­ლა­ნა­ი­რი მაქვს გა­სინ­ჯუ­ლი. ამე­რი­კა მა­ინც ამე­რი­კაა.
დი­დი ყლუ­პი მოვ­ს­ვი და ყუ­რადღე­ბით შე­ვათ­ვა­ლი­ე­რე "ჩე­მი კა­ცი". სა­ო­ცა­რი თვა­ლე­ბი ჰქონ­და, სწო­რედ ისე­თი ფე­რის, რო­გო­რიც მე მიყ­ვარ­და. ჩემ­სას კი არ ჰგავს, ყვე­ლა­ზე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი, თაფ­ლის­ფე­რი თვა­ლე­ბი რომ მაქვს.
- ხში­რად გეც­ვ­ლე­ბა თვა­ლის ფე­რი? - მკითხა სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად.
გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა ავ­ხე­დე.
- მეც­ვ­ლე­ბა?
- ჰო, ახ­ლა ყა­ვის­ფე­რი გა­გიხ­და, არა­და, მგო­ნი, ჩა­ლის­ფე­რი უნ­და გქონ­დეს.
სი­ცი­ლი წამ­ს­კ­და.
- თვა­ლებ­ზე ჩა­ლის­ფერს არ იტყ­ვი­ან. ეგ თმა­ზე ით­ქ­მის.
- კარ­გი, ჰო, მა­შინ, თაფ­ლის­ფე­რი იყოს. ქარ­თ­ვე­ლებს ასე უფ­რო მოგ­წონთ. აი, ამე­რი­კა­ში კი...
- ეს ამე­რი­კა არაა.
- ვი­ცი, ვი­ცი, - გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლი ტო­ნით შე­მაწყ­ვე­ტი­ნა, თით­ქოს "გა­უტყ­და", შე­ნიშ­ვ­ნა რომ მი­ვე­ცი.
- ესე იგი, დღეს იმი­ტომ გა­მომ­ყე­ვი, რომ დრო­ე­ბით სა­მუ­შა­ოს მოწყ­ვე­ტო­დი? - სხვა თე­მა­ზე გა­და­ვი­ტა­ნე სა­უ­ბა­რი, რა­თა ნაწყე­ნი არ დამ­რ­ჩე­ნო­და.
- ჰო, ასეა.
გა­მე­ღი­მა. რო­გო­რი ტყუ­ი­ლიც უნ­და ეთ­ქ­ვა, ზუს­ტად ვხვდე­ბო­დი, რომ ჩემ გა­მო მო­ვი­და და სა­მუ­შაო არა­ფერ შუ­ა­ში იყო. იმი­ტომ, რომ ჩე­მი ნახ­ვა უნ­დო­და, ჩემ გვერ­დით ყოფ­ნა, ჩემ­თან სა­უ­ბა­რი.
- აი, მა­გა­ლი­თად, ამ პლა­კატს რა სა­თა­ურს მო­უ­ძებ­ნი­დი? - მო­ბი­ლუ­რის ეკ­რა­ნი მო­მიშ­ვი­რა, რო­მელ­ზეც წყვი­ლი "ბო­ტა­სი" მო­ჩან­და.
- რა ვი­ცი, აბა! მა­გა­ლი­თად, "სპორ­ტუ­ლი ფორ­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა­ა".
გუ­ლი­ა­ნად გა­ე­ცი­ნა.
- ეგ წარ­წე­რა ბო­შე­ბის ბაზ­რო­ბას უფ­რო მო­უხ­დე­ბო­და. მე კი­დევ, ასე­თი რამ მო­ვი­ფიქ­რე: "ბო­ტა­სე­ბი კუნ­თე­ბის გა­სა­ვარ­ჯი­შებ­ლად - და­მით­მეთ გზა!"
- მა­გა­რია! სუფ­თა ამე­რი­კუ­ლი ვა­რი­ან­ტია! - აღ­ტა­ცე­ბა ვერ დავ­მა­ლე, მის­კენ გა­და­ვი­წიე და მხრით შე­ვე­ხე.
ჟრუ­ან­ტელ­მა და­მი­ა­რა. რო­გო­რი სა­სი­ა­მოვ­ნო იყო ეს შე­ხე­ბა!
მო­უ­ლოდ­ნე­ლად იდაყ­ვ­ში მტა­ცა ხე­ლი, მჭიდ­როდ მი­მიკ­რა და მკითხა:
- რა გე­მარ­თე­ბა დღეს?
გავ­წით­ლ­დი და თვა­ლი ავა­რი­დე.
- არ ვი­ცი, რა­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბი.
ნი­კაპ­ქ­ვეშ ამომ­დო საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი და თა­ვი ამი­წია, რომ ჩე­მი თვა­ლე­ბი და­ე­ნა­ხა, თან ხმა­დაბ­ლა წარ­მოთ­ქ­ვა:
- მე მგო­ნი, იცი.
თვა­ლე­ბი და­ვა­ხამ­ხა­მე, რა­თა შეც­ბუ­ნე­ბა და­მე­მა­ლა.
- დღეს სხვა ელე­ნე ხარ: უფ­რო ცოცხა­ლი, უფ­რო მხი­ა­რუ­ლი, მო­ტი­ტი­ნე, უფ­რო გულ­ღია... - ჩე­მი ხე­ლი აიღო, ტუ­ჩებ­თან მი­ი­ტა­ნა და ხე­ლის­გულ­ზე მა­კო­ცა. - ეს პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა იყო, რო­დე­საც შენ შე­მე­ხე და არა - მე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფი­ზი­კუ­რი კონ­ტაქ­ტის პრო­ვო­ცი­რე­ბას არას­დ­როს ცდი­ლობ. კითხ­ვას გა­გი­მე­ო­რებ: დღეს რა გე­მარ­თე­ბა? არ გე­გო­ნოს, წი­ნა­აღ­მ­დე­გი ვი­ყო. პი­რი­ქით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ნუ­თუ მარ­თა­ლია, რო­ცა ამ­ბო­ბენ, გან­შო­რე­ბა გრძნო­ბებს ამ­ძაფ­რებ­სო?
- დამ­ცი­ნი, არა? - წა­ვი­ჩურ­ჩუ­ლე. - თუ ამის გა­გე­ბა გინ­და, აი, პა­სუ­ხიც: ჩვე­ნი გან­შო­რე­ბა ზუს­ტად შვი­დი დღე, ხუ­თი სა­ა­თი და ჩვიდ­მე­ტი წუ­თი გაგ­რ­ძელ­და. მგო­ნი, საკ­მა­რი­სი დროა, რომ მო­იწყი­ნო.
გაბ­რ­წყი­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით შევ­ც­ქე­რო­დი, ის კი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი მომ­ჩე­რე­ბო­და, არ ელო­და ჩემ­გან ასეთ გუ­ლახ­დი­ლო­ბას.
- ვერ ვი­ჯე­რებ... მე­ღა­და­ვე­ბი?
წამ­წა­მე­ბი და­ვა­ხამ­ხა­მე და სათ­ნო ღი­მი­ლი გა­მო­ვი­სა­ხე ტუ­ჩებ­ზე, თით­ქოს ჩემ­ზე უბი­წო მე­ო­რე არ და­დი­ო­და ამ­ქ­ვეყ­ნად.
- ნუ­თუ მოქ­მე­დებს? - კეკ­ლუ­ცად გა­დავ­ხა­რე თა­ვი მარ­ჯ­ვ­ნივ.
- მე­რე­და, რო­გორ!
და სა­ნამ იმა­ზე დავ­ფიქ­რ­დე­ბო­დი, რამ­დე­ნად სწო­რად მო­ვი­ქე­ცი, უეც­რად მო­მეჭ­რა, კე­დელს ამაკ­რა და ტუ­ჩებ­ზე და­მაკ­ვ­და. შე­მა­კან­კა­ლა. თურ­მე რო­გორ მომ­ნატ­რე­ბია! რო­გო­რი მოწყე­ნი­ლი ვყო­ფილ­ვარ მი­სი სი­ცი­ლის, სით­ბოს, ხიბ­ლის გა­რე­შე!.. კვნე­სა აღ­მომ­ხ­და. მხრებ­ში ძლი­ე­რად წა­მავ­ლო ხე­ლი და უფ­რო ბნელ ად­გი­ლას გა­და­მიყ­ვა­ნა. თა­ვი ვე­ღარ შე­ვი­კა­ვე და მეც მოვ­ხ­ვიე ხე­ლე­ბი. ამ სი­გი­ჟის შე­ჩე­რე­ბა ჩემს ძა­ლებს აღე­მა­ტე­ბო­და. და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­და­ვეშ­ვი თავ­და­ვიწყე­ბა­ში. არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, დაგ­ვი­ნა­ხავ­და თუ არა ვინ­მე სტუ­მარ­თა­გა­ნი, გა­ი­ცი­ნებ­დ­ნენ თუ გა­იკ­ვირ­ვებ­დ­ნენ. ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი გაქ­რა, ჩვენ გარ­და. ისე ვკოც­ნი­დით ერ­თ­მა­ნეთს, თით­ქოს გვე­ში­ნო­და, რომ ხვა­ლინ­დე­ლი დღე აღარ გა­თენ­დე­ბო­და და მე­ტად ვე­ღა­რას­დ­როს ვნა­ხავ­დით ერ­თ­მა­ნეთს...
არა­და, ხვა­ლინ­დე­ლი დღე გარ­და­უ­ვა­ლია, შემ­დეგ დად­გე­ბა ზე­გინ­დე­ლი, შემ­დეგ - კი­დევ ერ­თი... და ყვე­ლა ეს დღე მან სა­მუ­შა­ოს უნ­და და­უთ­მოს, უჩე­მოდ, მარ­ტო.
არა, უნ­და შევ­ჩერ­დე, თო­რემ ბი­ბის მა­ლე ცი­ვი შხა­პიც ვერ უშ­ვე­ლის.
- აშ­კა­რაა, კოც­ნა­ო­ბა ჩვე­ვად გვექ­ცა, რო­გორც დი­ლა­ო­ბით - ყა­ვის და­ლე­ვა ან სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა, - ვთქვი და დარ­ცხ­ვე­ნილ­მა ჩა­ვახ­ვე­ლე.
- ვი­ღაც-ვი­ღა­ცებს ამა­ზე უარს ვერ ეტყ­ვი, გვარს არ და­ვა­სა­ხე­ლებ და... - გა­ი­ხუმ­რა ბი­ბიმ და აცახ­ცა­ხე­ბუ­ლი ხე­ლი თმა­ზე გა­და­მის­ვა. - შენ ჩემ­თ­ვის სწო­რედ ასეთ ჩვე­ვად იქე­ცი.
სი­ა­მოვ­ნე­ბის ღი­მილ­მა გა­მი­ნა­თა სა­ხე.
- მაგ­რამ, - გა­აგ­რ­ძე­ლა და სა­ხე მო­ე­ღუ­შა. - დი­დი ხა­ნია, სა­კუ­თარ თავ­თან შე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა ვის­წავ­ლე. კარგ და ცუდ ჩვე­ვებს ად­ვი­ლად ვი­შო­რებ თა­ვი­დან.
გუ­ლი შე­მე­კუმ­შა.
- გინ­და მითხ­რა, რომ შენ­ზე ცუდ ზე­გავ­ლე­ნას ვახ­დენ?
- უბ­რა­ლოდ, სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ, სა­მუ­შა­ო­ზე კონ­ცენ­ტ­რა­ცია მო­ვახ­დი­ნო. ხომ არ და­გა­ვიწყ­და, რომ ჩემ­თ­ვის ახ­ლა მთა­ვა­რი სა­მუ­შაოა?
- ეს არის ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი? - მინ­დო­და, ზედ­მი­წევ­ნით ზუს­ტად გა­მო­მეც­ნო, მარ­თ­ლა ასე ფიქ­რობ­და თუ არა. - რო­ცა თა­ვი ლო­გი­კუ­რად აზ­როვ­ნებს, ეს, - თი­თი ტუ­ჩებ­ზე გა­და­ვუს­ვი, - მორ­ჩი­ლე­ბის სურ­ვილს კარ­გავს.
ჩე­მი თი­თის შე­ხე­ბა­ზე თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა. ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ შე­ა­კან­კა­ლა.
- ასე­თი გარ­დაქ­მ­ნა ჯერ არ მი­ნა­ხავს, - ხმა­დაბ­ლა მითხ­რა. - რო­გო­რი მაც­დუ­რი გახ­დი უცებ! იცი, რა?.. მე ახ­ლა ძვე­ლი ელე მჭირ­დე­ბა, მშვი­დი და მო­რი­დე­ბუ­ლი. ამი­ტომ - შემ­პირ­დი, რომ კოც­ნა მეტ­ჯერ აღარ იქ­ნე­ბა.
- ინა­ნებ, იცო­დე! - უკა­ნას­კ­ნე­ლად ვეს­რო­ლე მზე­რა მის ტუ­ჩებს, გავ­ტ­რი­ალ­დი და წა­ვე­დი, ის კი სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო დავ­ტო­ვე, რომ ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ და­ეწყევ­ლა ის დღე, რო­ცა ამ სუ­ლე­ლურ სა­სიყ­ვა­რუ­ლო თა­მაშ­ში ჩა­ვა­ბი...

ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბო­და, რომ უკან გა­მომ­ყ­ვე­ბო­და. ასე­თი იყო ამ ადა­მი­ა­ნის ხა­სი­ა­თი - ის ყო­ველ­თ­ვის იღებ­და გა­მოწ­ვე­ვას. რო­გორ დამ­თავ­რ­დე­ბო­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა, ვე­რა­ვინ გან­საზღ­ვ­რავ­და. ფი­ნა­ლი ამო­უც­ნო­ბი ჩან­და. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, რო­ცა მის მკლა­ვებ­ში მო­ვექ­ცე­ო­დი, რად­გან გან­ს­ჯის უნარს ვკარ­გავ­დი, მაგ­რამ სხვა საქ­მეა ინ­ტ­რი­გე­ბის ხლარ­თ­ვა, რომ­ლის ნი­ჭიც არ გა­მაჩ­ნია. ამის­თ­ვის არ არის საკ­მა­რი­სი მხო­ლოდ ფლირ­ტა­ო­ბის იმი­ტა­ცია და გა­მომ­წ­ვე­ვი მზე­რე­ბის სრო­ლა. ამ მხრივ მა­მა­ცი სუ­ლაც არ ვი­ყა­ვი.
არა, დღე­ვან­დე­ლი სა­ღა­მო გა­დამ­წყ­ვე­ტი უნ­და აღ­მოჩ­ნ­დეს. მინ­დო­და, იმის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა მო­მეხ­დი­ნა, რომ ჩე­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა შევ­ც­ვა­ლე და მზად ვი­ყა­ვი, მთა­ვა­რი პი­რო­ბა - მხო­ლოდ პლა­ტო­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა - და­მერ­ღ­ვია.
რა მითხ­რა წი­ნა კვი­რას მან­ქა­ნა­ში? რა­ღაც ამ­დაგ­ვა­რი: "პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თ­ვის დრო არ მრჩე­ბა, ახ­ლა ამის უფ­ლე­ბას თავს ვერ მივ­ცემ". სი­სუ­ლე­ლეა! მე არა­თუ შევ­ც­ვა­ლე ჩე­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, არა­მედ სა­ბო­ლო­ოდ დავ­კარ­გე თა­ვი. ტყუ­ი­ლად კი არ ჩა­ვიც­ვი დღეს ასე გა­მომ­წ­ვე­ვად. ცხოვ­რე­ბა­ში არ მცმია ასე­თი ღრმა დე­კოლ­ტე და ალ­ბათ არც მო­მა­ვალ­ში ჩა­ვიც­ვამ. ეს მხო­ლოდ დღე­ვან­დე­ლი სა­ღა­მოს­თ­ვის იყო გან­კუთ­ვ­ნი­ლი, მხო­ლოდ იმის­თ­ვის, რომ მინ­დო­და, ჩემ­ში სხვა ქა­ლი და­ე­ნა­ხა...
უნ­და ვუთხ­რა, უნ­და ვუთხ­რა... რად­გან აქამ­დე ვე­რა­ფერს მიხ­ვ­და, ვერც მე­რე მიხ­ვ­დე­ბა. აი, რო­გორც კი მო­მი­ახ­ლოვ­დე­ბა, მა­შინ­ვე ვეტყ­ვი.
- ელ, მო­ი­ცა! - იდაყ­ვ­ში ხე­ლი მტა­ცა და ისე გა­მაჟ­რი­ა­ლა, თით­ქოს შიშ­ველ ელექ­ტ­რო­სა­დენ­ზე მო­მიხ­ვ­და ხე­ლი. - იცი, რა?.. შენ ძლი­ე­რი ხარ, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­გი­ვა...

გაგრძელება იქნება

ავტორი სვეტა კვარაცხელია

წინა ეპიზოდი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
gfjsgaj
Dzalian momeons novela.imedia at gvacdevinebs didxans avtori shemdeg tavze
11:55 / 25-09-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93