ნოველები

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი XII)

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი XII)
რო­გორც კი მითხ­რა, არა­ფე­რი გა­მო­ვაო, იმ­წამ­ს­ვე გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი­ვით შევ­ჩერ­დი და ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ საპ­ნის ბუშ­ტი­ვით სკდე­ბო­და ჰა­ერ­ში ჩე­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, ჩუ­მად, უხ­მა­უ­როდ.
ახ­ლა რა­ღაც უნ­და მეთ­ქ­ვა:
- კი­დევ ერთ ჭი­ქას დავ­ლევ­დი...
- შენ ბრწყინ­ვა­ლე ხარ, - მითხ­რა და აღ­ტა­ცე­ბუ­ლი მზე­რა მი­მო­ა­ტა­რა ჩემს ნა­ხევ­რად შიშ­ველ მკერ­დ­ზე.
ძლივს შე­ვი­კა­ვე თა­ვი, რომ ხე­ლი არ ამე­ფა­რე­ბი­ნა მი­უჩ­ვევ­ლად ღრმა დე­კოლ­ტე­ზე.
- გა­ნუ­მე­ო­რებ­ლად ლა­მა­ზი ხარ, მაგ­რამ მე ახ­ლა ამის გა­კე­თე­ბა არ შე­მიძ­ლია.
შე­მეძ­ლო ისე­თი სა­ხე მი­მე­ღო, თით­ქოს ვერ მივ­ხ­ვ­დი, რას გუ­ლის­ხ­მობ­და, ან ხუმ­რო­ბა­ში გა­მე­ტა­რე­ბი­ნა
მი­სი ნათ­ქ­ვა­მი, მაგ­რამ ხუმ­რო­ბის დრო არ იყო. ყვე­ლა­ფერ­მა ზედ­მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხე მი­ი­ღო. ბი­ბი ჩემ­თ­ვის ბევრს ნიშ­ნავ­და.
- რა­ტომ?
ტუ­ჩე­ბი მო­კუ­მა და გა­მომ­ც­დე­ლად შე­მო­მა­ჩერ­და, თით­ქოს ითხოვ­და, რომ მივ­მ­ხ­ვ­და­რი­ყა­ვი.
- იმი­ტომ, რომ ეს კონ­ტ­რაქ­ტი უნ­და მი­ვი­ღო. ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და და­ვით­რიო, სხვა­ნა­ი­რად არა­ფერს აზ­რი არ ექ­ნე­ბა.
იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­მა ბო­რო­ტად ჩა­ვი­ცი­ნე.
- ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა უთავ­სებს ერ­თ­მა­ნეთს პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და სამ­სა­ხურს, პლა­ნე­ტის მცხოვ­რებ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაც კი, თუ გინ­და.
- მა­პა­ტიე, მაგ­რამ მე და­ჟი­ნე­ბით მი­ვი­წევ ჩე­მი მიზ­ნის­კენ და არ მინ­და, სხვა რა­მე­ზე გა­და­ვერ­თო, - ბი­ბიმ თა­ვი გა­და­აქ­ნია და ხე­ლე­ბი ჯი­ბე­ებ­ში ჩა­იწყო.
- ალ­ბათ ნერ­ვი­უ­ლო­ბით უნ­და ავ­თ­რ­თოლ­დე, რომ შენს შეც­დე­ნას ვცდი­ლობ, არა? - ჩემ­მა და­უ­ფა­რავ­მა სარ­კაზ­მ­მა სწრა­ფი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია.
- შენ მთე­ლი ბუ­დის­ტუ­რი მო­ნას­ტ­რის შეც­დე­ნა შე­გიძ­ლია, რო­მე­ლიც მე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში მყო­ფი ბე­რე­ბი­თაა სავ­სე, - შემ­პა­რა­ვი ირო­ნი­ით მო­მი­გო.
ჩვენ­მა ფა­რულ­მა "შე­ჯიბ­რე­ბამ" სა­სა­ცი­ლო ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო, მაგ­რამ არ გამ­ცი­ნე­ბია. უკ­ვე ძა­ლი­ან შორს მქონ­და შე­ტო­პი­ლი და მა­ნამ უნ­და გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ჩე­მი შან­სი, სა­ნამ ამ ვულ­გა­რულ წი­თელ კა­ბას კვლავ გარ­დე­რობ­ში შევ­კი­დებ­დი და ისევ ძველ, მოკ­რ­ძა­ლე­ბულ ელე­ნედ გა­და­ვიქ­ცე­ო­დი. არ ვი­ცი, რამ წა­მო­მი­ა­რა, სი­გი­ჟის წა­მებ­მა თუ ჩემ­ში მი­მა­ლულ­მა ავ­ხორ­ცულ­მა სურ­ვილ­მა, მაგ­რამ მი­სი თი­თე­ბი ჩავ­ბღუ­ჯე და სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი ხმით ამოვ­თ­ქ­ვი:
- შენ მე მკოც­ნი­დი და ამ­ბობ­დი, რომ გსი­ა­მოვ­ნებ­და. ახ­ლა კი გინ­და, უკან და­ი­ხიო? რა­ტომ?
- არ უნ­და მე­კოც­ნა შენ­თ­ვის, ეს შეც­დო­მა იყო, ვა­ღი­ა­რებ.
- დი­დი მად­ლო­ბა აღი­ა­რე­ბის­თ­ვის, - გა­ნაწყე­ნე­ბულს ღაწ­ვე­ბი შე­მი­ხურ­და.
- სხვა რამ ვი­გუ­ლის­ხ­მე. შენ ვერ გა­მი­გე, - ხე­ლის­გუ­ლი ლო­ყა­ზე ჩა­მო­მის­ვა.
გუ­ლი ლა­მის გა­მი­ჩერ­და და და­ნე­ბე­ბის ნიშ­ნად თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე.
- ჩე­მი შეც­დო­მა ისაა, რომ მინ­და, სულ გკოც­ნო და გკოც­ნო და არას­დ­როს გავ­ჩერ­დე, - ხე­ლის­გუ­ლი მო­მა­შო­რა და თვა­ლებ­ში ჩამ­ხე­და. - მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ცუ­დი ისაა, რომ რო­ცა გკოც­ნი, ამ­ქ­ვეყ­ნად ყვე­ლა­ფე­რი მა­ვიწყ­დე­ბა - ეს კი ჩემ­თ­ვის ახ­ლა აკ­რ­ძა­ლუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, ფუ­ფუ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ­წუ­თას არ მჭირ­დე­ბა.
სწო­რედ ამ მო­მენ­ტ­ში თენ­გო კირ­ვა­ლი­ძე ავი­და სცე­ნის­მაგ­ვარ შე­მაღ­ლე­ბულ ად­გილ­ზე და გვერ­დით თა­ვი­სი სპორ­ტუ­ლი მა­ღა­ზი­ის მა­ი­სუ­რე­ბი­თა და "ბო­ტა­სე­ბით" შე­მო­სი­ლი ოთხი გო­გო და­ი­ყე­ნა. ჩემ­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ვერ მო­ახ­დი­ნა მე­გის საქ­მ­როს გათ­ვ­ლამ - კოქ­ტე­ი­ლის სა­ღა­მო­ზე თა­ვი­სი სა­ქონ­ლის რეკ­ლა­მა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ ბი­ბის მა­შინ­ვე გა­ექ­ცა თვა­ლი იქით­კენ, ცოცხ­ლად ადევ­ნებ­და თვალს მო­მა­ვა­ლი პარ­ტ­ნი­ო­რის სა­რეკ­ლა­მო ტრი­უკს.
ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი გახ­და.
- შენ­თ­ვის უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რია, ამ სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის გარ­და, არა?
ბი­ბიმ უხა­სი­ა­თოდ მო­ა­ცი­ლა მზე­რა სცე­ნას და შე­მომ­ხე­და. სა­ნამ რა­მეს მეტყო­და, უკ­ვე ვი­ცო­დი, რა­საც მი­პა­სუ­ხებ­და.
- მე ეს უნ­და გა­ვა­კე­თო, ელი.
- და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა?..
- გაგ­რ­ძელ­დე­ბა ისე, რო­გორც თა­ვი­დან მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, - თქვა და სი­ნა­ნუ­ლით სავ­სე ხვნე­შა ამო­ა­ყო­ლა სიტყ­ვებს.
იმ­დე­ნად შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლად ვიგ­რ­ძე­ნი თა­ვი, მზად ვი­ყა­ვი, მე­ტი­რა, თუმ­ცა ვხვდე­ბო­დი, რომ ვე­რა­ვის და­ვა­და­ნა­შაუ­ლებ­დი ამა­ში, - მე თვი­თონ წა­მო­ვა­ყე­ნე სუ­ლე­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი და და­ჟი­ნე­ბით მო­ვითხოვ­დი მის მკაც­რად შეს­რუ­ლე­ბას.
- ბიზ­ნე­სი უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, - ჩა­ვა­სარ­კაზ­მე და გავ­ტ­რი­ალ­დი.
ვი­ცო­დი, რომ ამ­ჯე­რად ბი­ბი უკან არ გა­მომ­ყ­ვე­ბო­და...

მომ­დევ­ნო დღე­ე­ბი გა­მა­ლე­ბუ­ლი ვმუ­შა­ობ­დი. ვიღ­ლე­ბო­დი, მაგ­რამ თავს არ ვი­ზო­გავ­დი. მინ­დო­და, ბო­ლომ­დე დავ­ხარ­ჯუ­ლი­ყა­ვი, რომ მომ­ხ­დარ­ზე არ მე­ფიქ­რა. ოღონდ კი ბი­ბი გო­ნე­ბი­დან ამო­მეგ­დო და ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი. სუ­ლის ამოხ­დამ­დე შე­მეძ­ლო მე­მუ­შა­ვა. არც გო­გო­ებს ვე­კონ­ტაქ­ტე­ბო­დი. ვი­ცო­დი, შე­კითხ­ვე­ბით თავს მო­მა­ბეზ­რებ­დ­ნენ. იმ სა­ღა­მოს­ვე, რომ და­ვემ­შ­ვი­დო­ბე, სა­მი­ვე გა­ვაფ­რ­თხი­ლე, ერ­თი კვი­რა არც და­მი­რე­კოთ და არც გა­მოჩ­ნ­დეთ ჩემს სი­ახ­ლო­ვეს, პრო­ექ­ტი მაქვს მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი და თქვენ­თ­ვის არ მეც­ლე­ბა-მეთ­ქი. მათ იცოდ­ნენ ჩე­მი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის ამ­ბა­ვი და მარ­თ­ლაც, არც ერთს არ შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ.
სა­ღა­მო ხა­ნი იყო. რო­გორც კი ოფი­სი­დან დავ­ბ­რუნ­დი, ეგ­რე­ვე სამ­ზა­რე­უ­ლოს მი­ვა­შუ­რე. უკ­ვე მე­ოთხე დღე იყო, შინ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი გა­უ­ჩე­რებ­ლად ვტრი­ა­ლებ­დი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და ნა­ირ-ნა­ი­რებს ვაცხობ­დი და ვამ­ზა­დებ­დი, რომ არც სახ­ლ­ში მქო­ნო­და ფიქ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა. ვცდი­ლობ­დი, გა­მე­ნე­ლე­ბი­ნა სუ­ლის ტკი­ვი­ლი და იმედ­გაც­რუ­ე­ბა. სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა იყო "ორ­თ­ქ­ლის გა­მო­საშ­ვე­ბად": ბი­ბის ნაც­ვ­ლად ცომს ვურ­ტყამ­დი მუშ­ტებს, ვა­გუნ­და­ვებ­დი და ამა­ში ვპო­ვებ­დი შვე­ბას. ვჭრი­დი ხორცს, ბოს­ტ­ნე­ულს და ქვეც­ნო­ბი­ე­რად ერ­თა­დერთ ადა­მი­ანს ვსე­რავ­დი ამ და­ნით. სამ­ზა­რე­უ­ლო მშვე­ნი­ე­რი მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­და ჩე­მი სა­სო­წარ­კ­ვე­თის და­საცხ­რო­მად. მი­უ­ხე­და­ვად ჩე­მი ძა­ლის­ხ­მე­ვი­სა, არა­ფე­რი გა­მომ­დი­ო­და. ჩემს გა­ცო­ფე­ბას ამ­ჯე­რად კუ­ლი­ნა­რი­ა­მაც ვერ უშ­ვე­ლა. საკ­მა­რი­სია. მე­ყო ამ­დე­ნი დამ­ცი­რე­ბა! ბო­ლოს და ბო­ლოს, მის გა­რე­შეც ვცხოვ­რობ­დი და მშვე­ნივ­რად ვგრძნობ­დი თავს. თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ასე ად­ვი­ლად ვერ გავ­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბო­დი იმ "ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­გან", რო­მელ­საც ბი­ბის სა­ხე­ლი ერ­ქ­ვა. მარ­თა­ლია, შან­სი ნაკ­ლე­ბი მქონ­და, მაგ­რამ უნ­და მე­ცა­და.
ბი­ბი, ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თის აღ­მოჩ­ნ­და. რა­ღაც პე­რი­ოდ­ში ვნე­ბა­ა­ა­ლე­ბუ­ლი, უცებ ცი­ვი და გულ­გ­რი­ლი ხდე­ბო­და. მარ­ტი­ვით ეც­ვ­ლე­ბო­და გან­წყო­ბა: ჯერ გა­ხე­ლე­ბუ­ლი მკოც­ნი­და, მე­რე კი - "გრილ­დე­ბო­და". შემ­დეგ კვლავ წა­მო­უვ­ლი­და ვნე­ბის აზ­ვირ­თე­ბუ­ლი ტალ­ღა და, მო­ას­კ­დე­ბო­და თუ არა ჩემს სხე­ულს, კვლავ უკან იხევ­და და­შოშ­მი­ნე­ბუ­ლი და ჩაწყ­ნა­რე­ბუ­ლი. ეს რომ ერ­თ­ჯე­რა­დად მომ­ხ­და­რი­ყო, გა­ვი­გებ­დი, რომ მის­თ­ვის სამ­სა­ხურ­ზე უმ­თავ­რე­სი არა­ფე­რი იყო, მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე ასე რომ მე­ორ­დე­ბო­და, ეს მა­გი­ჟებ­და. რამ­დენ­ჯერ­მე აღ­ნიშ­ნა, შენ­თან სხვა ურ­თი­ერ­თო­ბა მინ­დაო, მაგ­რამ შემ­დეგ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იხევ­და უკან. რა­ღაც ვერ იყო ისე, რო­გორც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.
ამა­სო­ბა­ში თენ­გოს ბა­ბუა გარ­და­იც­ვა­ლა და ქორ­წი­ლი კარ­გა ხნით გა­და­ი­დო. სა­ნამ ორ­მო­ცი ჩამ­თავ­რ­დე­ბო­და, გრან­დი­ო­ზულ სუფ­რას ვერ გაშ­ლიდ­ნენ, რო­გორც ეს თა­ვი­დან ჰქონ­დათ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. ეს კი ნიშ­ნავ­და, რომ აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე მო­მი­წევ­და ბი­ბის­თან ერ­თად და­ქა­ლებ­ში გა­მო­ჩე­ნა, რაც ნერ­ვებს მი­წე­წავ­და. აშ­კა­რად შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და, რომ ჩვენ შო­რის შავ­მა კა­ტამ გა­ირ­ბი­ნა. ცო­ტა არ იყოს, მიკ­ვირ­და მი­სი ასე­თი უეცა­რი ცვლი­ლე­ბა. ვგრძნობ­დი, მხო­ლოდ ახა­ლი პრო­ექ­ტი არა­ფერ შუ­ა­ში იყო, აქ სულ სხვა რამ იმა­ლე­ბო­და. ამას ქა­ლუ­რი ალ­ღო მკარ­ნა­ხობ­და. ქა­ლაქ­ში ჩე­მი პრო­ფე­სი­ის სა­უ­კე­თე­სო კონ­სულ­ტან­ტად ვით­ვ­ლე­ბო­დი, ხში­რი შე­ხე­ბა მქონ­და სხვა­დას­ხ­ვა წრის ადა­მი­ან­თან და მა­თი ად­ვი­ლად "წა­კითხ­ვა" შე­მეძ­ლო. აშ­კა­რა იყო, ბი­ბი რა­ღა­ცას მი­მა­ლავ­და. ტე­ტეს და­ბა­დე­ბის დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, თავ­ქა­რი­ან ბი­ჭად მი­ვიჩ­ნევ­დი. თურ­მე ასე­თად­ვე დარ­ჩე­ნი­ლა. ამი­ტო­მაც ჩა­იქ­ნია ჩემ­ზე ხე­ლი, რო­გორც კი თენ­გოს­გან სარ­ფი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბა მი­ი­ღო. არა­და, ვერ გა­მე­გო, ასე ერ­თ­მა­ნე­თის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო გრძნო­ბე­ბი სა­ი­დან აღ­მო­ცენ­დე­ბო­და. თან უნ­დო­და ჩემ გვერ­დით ყოფ­ნა, მომ­ფე­რე­ბო­და, ჩამ­ხუ­ტე­ბო­და, ეკოც­ნა, მაგ­რამ მე­ო­რე წუთს ისე გაგ­რილ­დე­ბო­და, თით­ქოს სა­ერ­თოდ არ ვარ­სე­ბობ­დი მის ცხოვ­რე­ბა­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მეტყ­ვე­ლებ­და, რომ ორი ურ­თი­ერ­თ­სა­პი­რის­პი­რო გრძნო­ბა შუ­ა­ზე ხლეჩ­და.
რა­ტომ? ეს არ ვი­ცო­დი და აუცი­ლებ­ლად უნ­და მე­კითხა მის­თ­ვის. სა­ბა­ბი მქონ­და, რომ და­მე­რე­კა: მა­გი­და­ზე მე­დო ქა­ღალ­დე­ბი, რო­მე­ლიც მე­გიმ გად­მომ­ცა: თენ­გოს გა­მო­ეგ­ზავ­ნა ბი­ბის­თ­ვის გა­და­სა­ცე­მად, რად­გან მი­სი ფირ­მის სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ას ეხე­ბო­და. მინ­დო­და, მე­გის­თ­ვის არ გა­მო­მერ­თ­მია, მაგ­რამ მი­ზე­ზი ვერ მო­ვი­ფიქ­რე, - მის­თ­ვის ხომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლი ვი­ყა­ვით და უარი რომ მეთ­ქ­ვა, სა­თა­ნა­დო ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბაც უნ­და მი­მე­ყო­ლე­ბი­ნა. რამ­დენ­ჯე­რაც მო­ვი­მარ­ჯ­ვე მო­ბი­ლუ­რი, რომ და­მე­რე­კა, იმ­დენ­ჯერ გა­და­ვი­ფიქ­რე. და­რეკ­ვა ვერ გა­და­მეწყ­ვი­ტა. რაც უფ­რო ვწე­ლავ­დი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­და­ცე­მის დროს, მით უფ­რო რთულ­დე­ბო­და ჩე­მი ამო­ცა­ნა.
რო­გორც იქ­ნა, და­ვა­ტა­ნე თავს ძა­ლა, სო­უ­სით სავ­სე ქვა­ბი დავ­დ­გი და ტე­ლე­ფო­ნი ავი­ღე. ავ­კ­რი­ბე ნო­მე­რი. გა­ვი­და ერ­თი ზა­რი, მე­ო­რე, მე­სა­მე...
- ალო?
- ბი­ბი, მე ვარ.
- გა­მარ­ჯო­ბა, ელ. რო­გორ ხარ?
მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს გა­უ­ხარ­და ჩე­მი ხმის გა­გო­ნე­ბა. ეს კარ­გი ნი­შა­ნი იყო. სა­ნამ ნე­ბის­ყო­ფა მი­ღა­ლა­ტებ­და, სწრა­ფად წარ­მოვ­თ­ქ­ვი:
- გა­და­სა­რე­ვად, დი­დი მად­ლო­ბა. მხო­ლოდ იმის­თ­ვის და­გი­რე­კე, რომ რა­ღაც სა­ბუ­თე­ბი უნ­და გად­მოგ­ცე. თენ­გომ გა­მო­გიგ­ზავ­ნა მე­გის ხე­ლით.
ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პა­უ­ზა ჩა­მო­ვარ­და. ლა­მის ამო­მი­ვარ­და გუ­ლი სა­გუ­ლი­დან, სა­ნამ პა­სუხს გა­ვი­გო­ნებ­დი.
- გა­ი­ხა­რე. ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით წა­ვი­ღებ, კარ­გი? ახ­ლა იმ­დე­ნი საქ­მე მაქვს, გა­მო­სას­ვ­ლე­ლად არ მცა­ლია.
- მეც ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ, თო­რემ გა­მო­გი­ტან­დი.
- ერ­თი გა­მოს­ვ­ლა მა­ინც მო­მი­წევს, რო­ცა მომ­შივ­დე­ბა. თუ შინ იქ­ნე­ბი, შე­მო­გივ­ლი. პი­რო­ბას გაძ­ლევ, არ გა­გაც­დენ. სა­ბუ­თებს ავი­ღებ და წა­მო­ვალ.
სამ­ზა­რე­უ­ლოს­კენ გა­ვა­პა­რე თვა­ლი. ჩე­მი არო­მა­ტუ­ლი სო­უ­სი გამ­ზა­დე­ბუ­ლი იყო. იმ­დე­ნი გა­მო­მი­ვი­და, მთელ პოლკს და­ა­ნაყ­რებ­და. ხომ არ მეთ­ქ­ვა, ქვეყ­ნის საჭ­მე­ლი მაქვს და ერ­თად ვი­ვახ­შ­მოთ-მეთ­ქი? არ ეწყი­ნე­ბა, ამ­დენ რა­მეს რომ და­ი­ნა­ხავს და არ დავ­პა­ტი­ჟებ? მაგ­რამ ვა­ი­თუ, ზედ­მე­ტად ინ­ტი­მუ­რი ეჩ­ვე­ნოს ვახ­შა­მი ორის­თ­ვის. ხომ გა­მაფ­რ­თხი­ლა, დის­ტან­ცია შე­ვი­ნარ­ჩუ­ნო­თო.
- თუ შენ­თ­ვის არ არის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი, მა­შინ...
- არა, რას ამ­ბობ, ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. უბ­რა­ლოდ, კარ­გი სა­დი­ლი მაქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი. თუ დრო­ის და­კარ­გ­ვა არ გინ­და სად­მე სა­ვახ­შ­მოდ, ბა­რემ ჩემ­თან გვე­ვახ­შ­მა. - პა­სუ­ხის მო­ლო­დინ­ში ლა­მის ტუ­ჩე­ბი მო­ვიკ­ვ­ნი­ტე.
- მარ­თ­ლა? - მცი­რე­ო­დე­ნი ყოყ­მა­ნის შემ­დეგ მი­პა­სუ­ხა. - შიმ­ში­ლით სუ­ლი მძვრე­ბა. დღეს სა­ერ­თოდ არა­ფე­რი მი­ჭა­მია, ვერ მო­ვა­ხერ­ხე. მაც­დუ­რი წი­ნა­და­დე­ბაა, უარს ნამ­დ­ვი­ლად ვერ ვიტყ­ვი, თან, შე­ნი გემ­რი­ე­ლო­ბე­ბის ამ­ბა­ვი რომ ვი­ცი... კარ­გი, მა­შინ ერთ სა­ათ­ში გა­მო­ვალ. რა­მე წა­მო­ვი­ღო?
"მხო­ლოდ შე­ნი თა­ვი", - გა­ვი­ფიქ­რე.
- კარ­გი მა­და გა­მო­ი­ყო­ლე, სხვა არა­ფე­რი, - გა­ვე­ხუმ­რე. - საჭ­მე­ლი იმ­დე­ნი მაქვს, მთელ არ­მი­ას ეყო­ფა.
- თუ ასეა, კარგ მა­დას გპირ­დე­ბი.
კი­დევ კარ­გი, ჩე­მი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ნი­ჭი მა­ინც იზი­დავს, რად­გან ჩე­მი სხე­უ­ლით ვე­რაფ­რით შევ­ძე­ლი მი­სი შეც­დე­ნა. რო­ცა ტე­ლე­ფო­ნი გავ­თი­შე, ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ მი­ხურ­და ლო­ყე­ბი. მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ბი­ბის ხმა­ში მგრძნო­ბი­ა­რე ნო­ტე­ბი გა­ის­მა.

- მობ­რ­ძან­დი, - კა­რი პირ­თამ­დე გა­მო­ვა­ღე და გან­ზე გავ­დე­ქი.
წა­მით ზღურ­ბ­ლ­ზე­ვე გა­ხევ­და, თით­ქოს პირ­ვე­ლად მხე­დავ­და. კარ­გა ხანს მათ­ვა­ლი­ე­რე­ბ­და, წა­მით არ მო­უ­შო­რე­ბია მზე­რა.
- რა იყო, სა­ხე ხომ არ მაქვს მოს­ვ­რი­ლი სო­უ­სით? - შეც­ბუ­ნე­ბულ­მა ხე­ლი ჩა­მო­ვის­ვი ლო­ყა­სა და ცხვირ­ზე.
- არა, რა მოს­ვ­რი­ლი... გა­სა­გი­ჟებ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი. ისე ვარ ჩაფ­ლუ­ლი სა­მუ­შა­ო­ში, რომ თა­ვის ასა­წე­ვად არ მცა­ლია. ტე­ლე­ფონ­მა რომ და­რე­კა, ცო­ტა არ იყოს, გავ­ღი­ზი­ან­დი, ნე­ტავ, ვის გა­ვახ­სენ­დი-მეთ­ქი, მაგ­რამ შე­ნი ხმა რომ გა­ვი­გო­ნე, მზად ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფე­რი მი­მე­ტო­ვე­ბი­ნა და გა­მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი. სულ ვარ­წ­მუ­ნებ ჩემს თავს, რომ რად­გან სხვა­ნა­ი­რად არ შეგ­ვიძ­ლია, მე­გობ­რე­ბად მა­ინც დავ­რ­ჩეთ. არა­და, ვერ წარ­მო­იდ­გენ, რო­გორ ვიგ­ზ­ნე­ბი შენ და­ნახ­ვა­ზე, შენს ხმა­ზე. ყვე­ლა­ფე­რი აღ­მაგ­ზ­ნებს შე­ნი - გა­რეგ­ნო­ბა, ინ­ტე­ლექ­ტი... ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად - შე­ნი ემო­ცი­ე­ბიც. სა­შიშ­რო­ე­ბაც მო­დის შენ­გან და ამავ­დ­რო­უ­ლად, გა­მოწ­ვე­ვაც. ასე მგო­ნია, ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ში­შით ხარ შეპყ­რო­ბი­ლი და ხელს გიშ­ლის, შე­მიყ­ვა­რო. სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, უკან და­ხე­ვა არ მჩვე­ვია, ყო­ველ­თ­ვის წინ მი­ვი­წევ და ბო­ლოს აუცი­ლებ­ლად გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გა­მოვ­დი­ვარ. შენს შემ­თხ­ვე­ვა­ში კი ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა დად­გა. არ ვი­ცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე. ასე მგო­ნია, შენს მოთხოვ­ნებს ბრმად უნ­და დავ­მორ­ჩილ­დე, სხვა­ნა­ი­რად თენ­გოს­თან საქ­მეს გა­მი­ფუ­ჭებ. არ ვი­ცი, რას ვლა­პა­რა­კობ, მი­ვედ-მო­ვე­დე­ბი რა­ღა­ცას, მაგ­რამ შე­ნი შემ­ხედ­ვა­რე რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, კა­ცი სრულ ჭკუ­ა­ზე დად­გეს? მა­პა­ტიე, მეტს აღა­რა­ფერს ვიტყ­ვი. - თვა­ლი ამა­რი­და ენად გაკ­რე­ფილ­მა, თით­ქოს ბო­დიშს მიხ­დი­და მო­ნო­ლო­გის­თ­ვის.
- მეჩ­ვე­ნე­ბა თუ თვა­ლე­ბი აგიც­რემ­ლ­და? - გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და­ვაკ­ვირ­დი.
- არა, უბ­რა­ლოდ, კომ­პი­უ­ტერ­თან დიდ­ხანს ჯდო­მის ბრა­ლია. ასე მე­მარ­თე­ბა.
- არა უშავს, მეც მე­მარ­თე­ბა ეგ­რე ხან­და­ხან.
- აუ, რა სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლე­ე­ებს! ფეხ­ზე ძლივს ვდგა­ვარ, ისე მშია.
მე კი იმ­დე­ნად აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მი­სი "ა­ღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბით", სა­ით წავ­სუ­ლი­ყა­ვი და რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ვერ მო­ვი­საზ­რე.
- ახ­ლა­ვე გავ­შ­ლი სუფ­რას, შენ და­ჯე­ქი და და­მე­ლო­დე, - ალერ­სი­ა­ნად ვუთხა­რი და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­ვი­კე­ტე, რომ ცო­ტა სუ­ლი მო­მეთ­ქ­ვა.
რამ­დენ­ჯე­რაც სამ­ზა­რე­უ­ლო­დან ოთახ­ში გა­მო­ვე­დი თეფ­შე­ბით ხელ­ში, იმ­დენ­ჯერ გა­მომ­ც­დე­ლი თუ კმა­ყო­ფი­ლი მზე­რა გა­მო­მა­ყო­ლა, თან ღი­მი­ლი არ შორ­დე­ბო­და.
- რა­ტომ მი­ყუ­რებ ასე? - ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე ბო­ლოს.
- მომ­წონს ეს ოჯა­ხუ­რი ატ­მოს­ფე­რო. ჩემს სახ­ლ­ში ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იყო. დე­დას და მა­მას შინ ხომ ვე­რას­დ­როს ნა­ხავ­დი, სულ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ, სულ მუ­შა­ობ­დ­ნენ. იშ­ვი­ა­თად თუ მო­ამ­ზა­დებ­და სახ­ლ­ში დე­და­ჩე­მი სა­დილს. სა­ღა­მო­ო­ბით ისე იყ­ვ­ნენ დაღ­ლი­ლე­ბი, არც კი და­ე­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ ზოგ­ჯერ ერ­თ­მა­ნეთს. გე­გო­ნე­ბო­და, ეს ორი ადა­მი­ა­ნი ერ­თ­მა­ნეთს ვერ იტან­სო. მე კი სულ ვფიქ­რობ­დი, რომ მათ შემ­ხედ­ვა­რეს, სხვა­ნა­ი­რად მო­მეწყო ჩე­მი ცხოვ­რე­ბა. მე­შო­ვა იმ­დე­ნი ფუ­ლი, რომ ცო­ლი ძა­ლი­ან არ და­მეტ­ვირ­თა და თბი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე ოჯა­ხი შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. შინ დაბ­რუ­ნე­ბულს სუფ­რა ნა­ირ-ნა­ი­რი კერ­ძით ავ­სე­ბუ­ლი დამ­ხ­ვედ­რო­და.
მივ­ხ­ვ­დი, რომ ბი­ბის მო­სიყ­ვა­რუ­ლე ოჯა­ხი არას­დ­როს ჰყო­ლია და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით სავ­სე მზე­რა მი­ვაპყა­რი. ჰო­და, თუ უნ­და, რომ ასე­თი ცო­ლი ჰყავ­დეს, აგერ არ ვარ? და­მა­ფა­სოს, ბა­ტო­ნო!
- ხომ არ და­გეხ­მა­რო? - ეგ­რე­ვე შეც­ვა­ლა სა­უბ­რის თე­მა, რო­გორც კი ჩემს თვა­ლებ­ში თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის ნა­პერ­წ­კა­ლი შე­ნიშ­ნა.
- არა, ყვე­ლა­ფე­რი მზად მაქვს. ღვი­ნო გინ­და?
ამ კითხ­ვა­ზე ისე­თი თვა­ლე­ბით შე­მომ­ხე­და, მა­შინ­ვე მივ­ხ­ვ­დი, რაც გა­ი­ფიქ­რა, - ღვი­ნო კი არა, შენ მინ­დი­ხა­რო.
- არა, და­ლე­ვით ვერ დავ­ლევ, ფხი­ზე­ლი გო­ნე­ბით უნ­და ვი­მუ­შაო. სულ ცო­ტა დამ­რ­ჩა და პრე­ზენ­ტა­ცი­ას და­ვამ­თავ­რებ.
გა­ო­ცე­ბულ­მა შევ­ხე­დე, სა­ნამ შემ­წ­ვა­რი ხორ­ცით სავ­სე სინს სუფ­რა­ზე შე­მოვ­დ­გამ­დი.
- შენ რა, დღე და ღა­მეს ას­წო­რებ­დი? ასე უცებ რო­გორ გახ­ვე­დი ფი­ნი­შამ­დე?
ბი­ბიმ თეფ­შე­ბი მის­წი-მოს­წია, რომ სი­ნი თა­ვი­სუფ­ლად ჩა­მედ­გა შუ­ა­ში.
- მა­ნი­ა­კი­ვით შე­უ­პოვ­რად ვშრო­მობ. რა ვქნა, დრო­ში უნ­და ჩა­ვე­ტიო. ვა­დე­ბი ძა­ლი­ან მჭიდ­როა.
ვახ­შა­მი კი არა, სა­დი­ლი გა­მოგ­ვი­ვი­და. ლა­პა­რა­კით დი­დად არ შეგ­ვი­წუ­ხე­ბია თა­ვი. ამას ბი­ბის დაღ­ლი­ლო­ბას ვაბ­რა­ლებ­დი, არაფ­რის თა­ვი არ ჰქონ­და.
- ყვე­ლა­ფე­რი უგ­ემ­რი­ე­ლე­სი იყო, მაგ­რამ შენ­თან სა­უ­ბა­რი არ მე­ყო, არც შე­ნი ხუმ­რო­ბე­ბი, არც თბი­ლი ღი­მი­ლი, აი, ჩვენი პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი სა­დი­ლის დროს რომ თავ­ზე საყ­რე­ლად გვქონ­და. გახ­სოვს ის სა­ღა­მო, აქ რომ პირ­ვე­ლად მო­ვე­დი?
- რო­გორ არ მახ­სოვს?! - კი­ნა­ღამ ვთქვი, მა­გას რა და­მა­ვიწყებს-მეთ­ქი.
- თუმ­ცა, ასეც უნ­და იყოს წე­სით, არა? ჩვენ ხომ მხო­ლოდ კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ, - ხაზ­გას­მით მი­მა­ნიშ­ნა, თით­ქოს მი­სი ცდუ­ნე­ბა მქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი.
- რა თქმა უნ­და, - ნა­ძა­ლა­დე­ვად გა­ვუ­ღი­მე.
- იცი, რა ვი­ფიქ­რე? ბა­რემ აქ­ვე გა­დავ­ხე­დავ იმ სა­ბუ­თებს, თან ყა­ვაც დავ­ლი­ოთ. ხომ არ გა­გაც­დენ?
- არა, რას ამ­ბობ, რა უნ­და ვა­კე­თო, რო? - ლა­მის ვიყ­ვი­რე, ისე გა­მი­ხარ­და.
რო­ცა ყვე­ლა­ფე­რი ავა­ლა­გე და მხო­ლოდ ყა­ვა შე­მოვ­დ­გი მა­გი­და­ზე, ბი­ბი გვერ­დით მო­მიჯ­და და თენ­გოს გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ქა­ღალ­დე­ბი გა­შა­ლა, მაგ­რამ იმის მა­გივ­რად, რომ მათ­ზე მო­ეხ­დი­ნა კონ­ცენ­ტ­რა­ცია, და­იბ­ნა. მივ­ხ­ვ­დი, რომ ჩე­მი სი­ახ­ლო­ვე თავ­ბ­რუს ახ­ვევ­და. ახ­ლა მა­ინც არ ვაც­დენ­დი. ერ­თი სიტყ­ვაც არ მით­ქ­ვამს, ჩე­მი ლეპ­ტო­პი და­ვი­დე წინ და მეც საქ­მეს ჩა­ვუ­ჯე­ქი, მხო­ლოდ მკლა­ვით ოდ­ნავ ვე­ხე­ბო­დი მის მკლავს.
უეც­რად თა­ვი მო­აბ­რუ­ნა და შე­მომ­ხე­და.
- რა იყო?
- ახ­ლა და­ვუკ­ვირ­დი, რომ ირ­გ­ვ­ლივ წი­თე­ლი ფე­რი ჭარ­ბობს. აი, ეს სტეპ­ლე­რიც კი წი­თე­ლია, - სტეპ­ლე­რი ხელ­ში აიღო, - მა­გი­დის გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლიც, ეს ლარ­ნა­კიც და ყვა­ვი­ლე­ბიც. მარ­თ­ლა და, სა­ი­დან მო­ი­ტა­ნე ამ შუა ზამ­თარ­ში ცოცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბი?
- ერ­თ­მა დამ­კ­ვეთ­მა მო­მარ­თ­ვა, - მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ვუ­ღი­მე. - მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად. ჰო­ლან­დი­უ­რე­ბია.
- ვხე­დავ, - მხრე­ბი აიჩე­ჩა. - იმ­დე­ნად უცხოა ასე­თი ატ­მოს­ფე­რო ჩემ­თ­ვის, რომ უხერ­ხუ­ლო­ბას ვგრძნობ.
- რო­მე­ლი ატ­მოს­ფე­რო?
- აი, ასე­თი - ყვა­ვი­ლე­ბით და რა­მე.
- კარ­გი, რა, ეგ ყვე­ლა სახ­ლ­შია, რა გა­გიკ­ვირ­და?
- სა­მა­გი­ე­როდ, ჩემ­თან არაა. თა­ნაც, კომ­პი რომ არ მაქვს, ცო­ტა მი­ჭირს კონ­ცენ­ტ­რა­ცია, ბლოკ­ნო­ტებ­ში ჩა­ნიშ­ვ­ნას ამე­რი­კა­ში გა­და­მაჩ­ვი­ეს.
- გინ­და, ჩე­მი ლეპ­ტო­პი გათხო­ვო?
- არა, არ გა­მო­მად­გე­ბა. მე ისეთ პროგ­რა­მა­ში ვმუ­შა­ობ, თბი­ლის­ში მგო­ნი, არა­ვის ექ­ნე­ბა. წა­მებ­ში ვა­კე­თებ ყვე­ლა­ფერს. არა უშავს, ჯერ გა­ვეც­ნო­ბი, მე­რე შინ გა­ვაგ­რ­ძე­ლებ. ისე, დი­დი ხა­ნია, სათ­ვა­ლეს არ ხმა­რობ?
- კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზე­ბით შევ­ც­ვა­ლე, - სიფ­რ­თხი­ლით სავ­სე მზე­რა მი­ვაპყა­რი, რა­მეს ხომ არ ეჭ­ვობს-მეთ­ქი.
- ააა. არა­და, მახ­სოვს, წა­რა­მა­რა ატა­კებ­დი ხოლ­მე საჩ­ვე­ნე­ბელ თითს და ის­წო­რებ­დი ცხვირ­ზე ჩა­მო­ცუ­რე­ბულს. კი­დევ, იცი, რა მახ­სოვს? შო­კო­ლა­დის "პე­ჩე­ნი­ებს" რომ აცხობ­დი ტე­ტეს­თ­ვის, - გა­მი­ღი­მა. - რო­გორ უვ­ლი­დი ასე­თი პა­ტა­რა გო­გო ორ კაცს, ა? ისე, ყო­ველ­თ­ვის ყო­ჩა­ღი იყა­ვი და ამი­ტო­მაც მომ­წონ­დი.
- მაგ­რამ სათ­ვა­ლის გა­მო გულ­ში შენც "ოთხ­თ­ვა­ლას" მე­ძახ­დი, ხომ ასეა?
- ნუუუ, გულ­ში კი, მაგ­რამ ხმა­მაღ­ლა არას­დ­როს წა­მომ­ც­დე­ნია.
- შე­გიძ­ლია, ერთ კითხ­ვა­ზე მი­პა­სუ­ხო?
- შე­მიძ­ლია, შენ ოღონდ მკითხე.
- ჩვენ­თან რომ მო­დი­ო­დი, სულ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, სკო­ლა­ში კი ხმას არ მცემ­დი, რა­ტომ?
სა­ხე­ზე სი­წით­ლემ გა­დაჰკ­რა.

გაგრძელება იქნება

ავტორი სვეტა კვარაცხელია

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ელენა
ძალიან საინტერესოდ წერთ
22:02 / 28-09-2019
გამოხმაურება / 0 /
თამო
ისე უცებ იკითხებაა , არ დადებთ დღესსს ?
10:22 / 27-09-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93