ნოველები

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი XIII)

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი XIII)
დას­მულ­მა შე­კითხ­ვამ აშ­კა­რად შე­აც­ბუ­ნა ბი­ბი. ალ­ბათ, გა­ი­ფიქ­რა, რა დროს ამის კითხ­ვა იყო, რა­ღა ახ­ლა გა­და­ვარ­და წარ­სუ­ლის მო­გო­ნე­ბებ­შიო. პა­უ­ზა იმ­დენ ხანს გა­ი­წე­ლა, რო­გორც ჩანს, მო­უ­წია მი­სა­ღე­ბი პა­სუ­ხის უცებ "გა­მოცხო­ბა".
- იმი­ტომ, რომ მე ერ­თი სუ­ლე­ლი, სა­ზიზღა­რი ბი­ჭი ვი­ყა­ვი.
- სი­მარ­თ­ლე მითხა­რი. გგო­ნია, ამ ზღაპ­რე­ბის მჯე­რა? - მის ან­კეს­ზე არ წა­მო­ვე­გე და ღი­მი­ლი­თაც ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე.
მიხ­ვ­და, რომ უკან და­ხე­ვას არ ვა­პი­რებ­დი. ლეპ­ტო­პი და­ხუ­რა და ხე­ლე­ბი მკერ­დ­ზე გა­და­იჯ­ვა­რე­დი­ნა.
- სი­მარ­თ­ლე გითხ­რა? კარ­გი, ასე იყოს... შე­ნი მე­ში­ნო­და.
- რა-ა? -
გა­ო­ცე­ბის­გან ყბა ჩა­მო­მი­ვარ­და.
- არ გჯე­რა? სახ­ლ­ში ისე­თი იყა­ვი... რა­ღაც­ნა­ი­რად საყ­ვა­რე­ლი, რბი­ლი, თბი­ლი. სკო­ლა­ში კი­დევ, სუ­პერ­ჭ­კ­ვი­ა­ნის გა­მო­ხედ­ვით და­დი­ო­დი, ცხვი­რი სულ წიგ­ნ­ში გქონ­და ჩარ­გუ­ლი. მე კი, გიჟ­სა და გა­და­რე­ულს, სუ­ლაც არ მინ­დო­და, გა­მოგ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი და შენ­გან მწა­რე-მწა­რე რა­ღა­ცე­ბი მო­მეს­მი­ნა. მახ­სოვს, რამ­დე­ნი გა­გიწ­ბი­ლე­ბია ეგ­რე.
გა­მე­ცი­ნა. მარ­თალს ამ­ბობ­და, სწო­რედ ასე ვიქ­ცე­ო­დი. ყვე­ლას ვამ­წა­რებ­დი ჩე­მი მათ­რა­ხი­ვით მოქ­ნე­უ­ლი ენით და თა­ვი­დან ვი­შო­რებ­დი აბე­ზა­რებს.
- შენ­თან ამას არას­დ­როს გა­ვა­კე­თებ­დი, - ხმა­დაბ­ლა ვთქვი და სით­ბოს გა­მო­სა­ხა­ტა­ვად, ხელ­ზე ხე­ლი და­ვა­დე. ამ ჟეს­ტით თან და­ვამ­შ­ვი­დე, ასე არ მო­გექ­ცე­ო­დი-მეთ­ქი.
ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ და­ი­ძა­ბა. მგო­ნი, "გა­უტყ­და", რომ მი­სი დამ­შ­ვი­დე­ბა ვცა­დე. თი­თე­ბი შე­არ­ხია. მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს თა­ვი შე­ი­კა­ვა, თი­თებ­ზე არ მომ­ფე­რე­ბო­და.
- მე სა­კუ­თარ თავ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ეგო­ის­ტი ვი­ყა­ვი, ამას შენ­თან კავ­ში­რი არ ჰქონ­და. შენ მკითხე, მე გი­პა­სუ­ხე. თუ ჩე­მი პა­სუ­ხი მი­სა­ღე­ბია, აჯო­ბებს, სა­მუ­შა­ოს მი­ვუბ­რუნ­დეთ.
მივ­ხ­ვ­დი, ზედ­მე­ტად თბილ ატ­მოს­ფე­რო­ში სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ამო­ვარ­დ­ნი­ლად გრძნობ­და თავს. აშ­კა­რად მი­უჩ­ვე­ვე­ლი იყო ოჯა­ხურ სიმ­ყუდ­რო­ვეს.
სწრა­ფად გა­მოვ­წიე ხე­ლი და მხო­ლოდ ერ­თი სიტყ­ვა ვუთხა­რი:
- კარ­გი.
მაწყე­ნი­ნა. მე თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა გა­მოვ­ხა­ტე, მან კი თა­ვი­დან მო­მი­შო­რა იმის ში­შით, რომ კვლავ არ ჩა­მე­ხე­და მის სულ­ში, უფ­რო ახ­ლოს არ მივ­სუ­ლი­ყა­ვი მას­თან. არა­და, სხვა დროს ალ­ბათ კმა­ყო­ფი­ლიც კი დარ­ჩე­ბო­და ჩე­მი ქცე­ვით. ვახ­შ­მო­ბი­სას ისეთ მზე­რებს ვეს­რო­დი, სი­ნა­ზით სავ­სეს, უკა­ნას­კ­ნე­ლი რეგ­ვე­ნიც კი მიხ­ვ­დე­ბო­და, რა მინ­დო­და. მან კი ვაჟ­კა­ცუ­რად ბო­ლომ­დე გა­უძ­ლო ცდუ­ნე­ბას. სა­ბო­ლო­ოდ დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ მის­თ­ვის კა­რი­ე­რის­ტუ­ლი მი­ზა­ნი ბევ­რად მეტს ნიშ­ნავ­და, ვიდ­რე ჩემ­თან სი­ახ­ლო­ვე.
ყბე­ბი მო­კუ­მა და რამ­დენ­ჯერ­მე და­ა­ღო პი­რი რა­ღა­ცის სათ­ქ­მე­ლად. რას გა­მო­მა­პა­რებ­და! უნ­დო­და, რო­გორ­მე რბი­ლად აეხ­ს­ნა თა­ვი­სი რე­აქ­ცია.
- ელე­ნე, მა­პა­ტიე... - პირ­ვე­ლად მომ­მარ­თა სრუ­ლი სა­ხე­ლით.
- შენ არა­ფერ შუ­ა­ში ხარ, ბი­ბი, ყვე­ლა­ფე­რი ჩე­მი ბრა­ლია. რამ მო­მა­ფიქ­რა ეს დე­ბი­ლო­ბა! ისე გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, ვი­ფიქ­რე, ჩვენ შო­რის რა­ღაც ღრმა ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნაპი­რო­ბა გაჩ­ნ­და-მეთ­ქი. მე­გო­ნა, ეს მე­ტი იყო, ვიდ­რე საქ­მი­ა­ნი გა­რი­გე­ბა. რო­გორც ჩანს, შევ­ც­დი.
- არა, ეს არა­ფერ შუ­ა­შია.
მკაც­რად და მომ­თხოვ­ნი მზე­რით გავ­ხე­დე. ვერ მივ­ხ­ვ­დი, რა­ტომ მე­თა­მა­შე­ბო­და კა­ტა-­თაგ­ვო­ბა­ნას.
დამ­ნა­შა­ვის მზე­რით შე­მომ­ხე­და, თან სა­ჭი­რო სიტყ­ვებს ეძებ­და, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მოს­დი­ო­და.
- არ არის სა­ჭი­რო, ტყუ­ი­ლად ნუ წვა­ლობ პა­სუ­ხის გა­ცე­მას, - "წა­ვეხ­მა­რე". - ყვე­ლა­ფე­რი ისე­დაც გა­სა­გე­ბია. შენ­თ­ვის ეს, არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი, მხო­ლოდ ორი­ვეს­თ­ვის სარ­გებ­ლი­ა­ნი გა­რი­გე­ბაა, ხო­ლო სხვა და­ნარ­ჩე­ნი - მხო­ლოდ ჩე­მი წარ­მო­სახ­ვის ნა­ყო­ფი. ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, მე­ტად აღარ გა­ვი­მე­ო­რებ ასეთ შეც­დო­მას.
მან მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­ვე­ტა თა­ვი­სი სა­ბუ­თე­ბი, ლეპ­ტო­პი გა­მორ­თო, იღ­ლი­ა­ში ამო­ი­ჩა­რა და წა­მოდ­გა.
- ჩე­მი წას­ვ­ლის დროა, დი­დი მად­ლო­ბა ვახ­შ­მის­თ­ვის, - ნაჩ­ქა­რე­ვად წარ­მოთ­ქ­ვა და მხარ­ზე ხე­ლი და­მა­დო. - მინ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ...
კა­რამ­დე მი­ვა­ცი­ლე და რო­ცა და­მემ­შ­ვი­დო­ბა, ჩურ­ჩუ­ლით და­ვა­დევ­ნე:
- მეც მინ­დო­და.
თუმ­ცა, მას არა­ფე­რი გა­უ­გო­ნია...

ისე, რამ­დენს ნიშ­ნავს ბევ­რი ფუ­ლი! მით უმე­ტეს, რო­ცა ქორ­წი­ლი გაქვს გა­და­სახ­დე­ლი, თუმ­ცა ქარ­თ­ვე­ლე­ბის­თ­ვის ფუ­ლი­ა­ნო­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც დი­დი თავ­სა­ტე­ხია ქორ­წი­ნე­ბა. იმ­დენ რა­მეს მი­ე­დ-მო­ე­დე­ბი­ან, თავ­სა და ბო­ლოს ვე­ღარ არ­ჩე­ვენ. და მა­ინც, სა­ბო­ლო­ოდ მთე­ლი კონ­ცენ­ტ­რა­ცია სა­ქორ­წი­ნო სუფ­რის­კე­ნაა მიპყ­რო­ბი­ლი. მთა­ვა­რია, ნა­ირ-ნა­ი­რი და ეგ­ზო­ტი­კუ­რი კერ­ძე­ბით იყოს მა­გი­დე­ბი სავ­სე, რომ სტუმ­რებ­მა მუც­ლე­ბი ამო­ი­ყო­რონ, მე­რე კი ნაც­ნობ-მე­გობ­რებ­თან სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ი­გო­ნონ, რო­გორ მდიდ­რულ სუფ­რას უს­ხ­დ­ნენ. აი, ესაა ქარ­თუ­ლი ქორ­წი­ლი. ევ­რო­პუ­ლი კი სულ სხვაა. ჩვენ­თან თუ მხო­ლოდ ქორ­წი­ლის დღეს ერ­თო­ბი და მხო­ლოდ მა­შინ ხვდე­ბი სი­ძე-პა­ტარ­ძალს, თუნ­დაც ახ­ლო მე­გო­ბა­რი იყოს შე­ნი, იქ კვი­რა არ გა­ვა, წვე­უ­ლე­ბა არ გა­ი­მარ­თოს და დრო არ გა­ა­ტა­რო. ხან კოქ­ტე­ი­ლის სა­ღა­მოო, ხან პიკ­ნი­კიო, ხან ჩა­ის დღეო... სა­ნა­დი­რო­დაც კი და­დი­ან, მგო­ნი, არა?
სწო­რედ ასე­თი იყო მე­გის წი­ნა­სა­ქორ­წი­ლო ცე­რე­მო­ნია. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ად­რე არას­დ­როს აღ­მოვ­ჩე­ნილ­ვარ. თით­ქ­მის ორი თვე, სა­ნამ ჯვრის­წე­რის დღე დად­გე­ბო­და, სულ ვერ­თო­ბო­დით და, რაც მთა­ვა­რია, სულ ერ­თად ვი­ყა­ვით. ამ მხრივ ნამ­დ­ვი­ლად გვჯო­ბია ევ­რო­პაც და ამე­რი­კაც.
ასე მე­გო­ნა, კი­დევ ერ­თხელ თუ გა­ვი­ღი­მებ­დი ნა­ძა­ლა­დე­ვად, სა­ხე მო­მეღ­რი­ცე­ბო­და. ვერ ვი­ტან თვალ­თ­მაქ­ცო­ბას, მოჩ­ვე­ნე­ბი­თი არა­ფე­რი მიყ­ვარს, მაგ­რამ ცხოვ­რე­ბამ ჩემ­გან კარ­გი მსა­ხი­ო­ბი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ძლივს ვა­ხერ­ხებ­დი, და­მე­ფა­რა ში­ნა­გა­ნი ში­ში და სი­სუს­ტე, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი ლან­დი­ვით თან დამ­ყ­ვე­ბო­და. ალ­ბათ, ამის ბრა­ლი იყო, რა­ტო­მაც ვცდი­ლობ­დი, ჩე­მი კლი­ენ­ტე­ბის­თ­ვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ძლი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­ლე­დი გახ­ლ­დით.
ახ­ლაც ასე უნ­და მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი, ოღონდ იმ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ ყვე­ლა და­მე­რწმუნებინა, რო­გორ გვიყ­ვარ­და მე და ბი­ბის ერ­თ­მა­ნე­თი. მან ძვე­ლე­ბუ­რი შარ­მი და­იბ­რუ­ნა - ჩემს და­ქა­ლებს ისევ ისე აბ­რუ­ებ­და თა­ვი­სი მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბით და ამას­თან, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად თა­მა­შობ­და შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის როლს. მე კი ზღვრამ­დე ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი. მე­ში­ნო­და, რომ სი­სუ­ლე­ლეს ჩა­ვი­დენ­დი, თუ ბი­ბი სახ­ლამ­დე მი­მა­ცი­ლებ­და: ან ცუ­დად გავ­ხ­დე­ბო­დი, ან ტი­რი­ლით ჩა­მო­ვე­კი­დე­ბო­დი ყელ­ზე.
- კი­დევ ვის უნ­და კოქ­ტე­ი­ლი? - მე­გი გრა­ფი­ნით ხელ­ში და­დი­ო­და სუფ­რის გარ­შე­მო და სტუმ­რებს წვენს უს­ხამ­და.
ჩემს ჭი­ქას ხე­ლის­გუ­ლი და­ვა­ფა­რე უარის ნიშ­ნად. აღარ მინ­დო­და კი­დევ ალ­კო­ჰო­ლის მი­ღე­ბა, ეს უარე­სად იმოქ­მე­დებ­და ჩემს უიმე­დო გან­წყო­ბა­ზე. არა­და, ნუ­შის კოქ­ტე­ი­ლი მომ­წონ­და, მი­სი სა­ო­ცა­რი არო­მა­ტი ყო­ველ­თ­ვის კარგ გუ­ნე­ბა­ზე მა­ყე­ნებ­და.
- კარ­გად ხარ? - და­ეჭ­ვ­და მე­გი, რო­ცა შე­მომ­ხე­და.
ჯან­და­ბას! არა, არა ვარ კარ­გად! იმ წუ­თი­დან არა ვარ კარ­გად, სას­ტუმ­რო ოთა­ხის ვე­ე­ბერ­თე­ლა მო­ნი­ტორ­ზე ბი­ბი რომ და­ვი­ნა­ხე. მი­სი გაბ­რ­წყი­ნე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან აღ­ტყი­ნე­ბუ­ლი სა­ხე ნერ­ვებს მიშ­ლი­და. ერ­თ­მა სარ­ფი­ან­მა პრო­ექ­ტ­მა ჩე­მი თა­ვი გა­და­ა­ვიწყა. რო­გორ ვიქ­ნე­ბო­დი კარ­გად? და ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ ძა­ლი­ან მხი­ა­რუ­ლი უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რომ და­ქა­ლებს არა­ფე­რი შე­ემ­ჩ­ნი­ათ.
- კი, კარ­გად ვარ, უბ­რა­ლოდ, დავ­ლიე და ცო­ტა თა­ვი ამ­ტ­კივ­და. - ისევ ვცა­დე გა­ღი­მე­ბა, მაგ­რამ, მგო­ნი, და­ვიჯღა­ნე.
- შენც აღარ და­ლიო მე­ტი. დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხი­ა­რუ­ლე­ბა გმარ­თებს. ვერ ხე­დავ, ბი­ბიმ რო­გორ აჯო­ბა ყვე­ლას? გა­ი­მარ­ჯ­ვა, კონ­ტ­რაქ­ტი მო­ი­გო და თენ­გოს სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნია ჩა­ი­ბა­რა.
ისევ მო­ნი­ტორს გავ­ხე­დე. ბი­ბი სა­ხე­გა­ბად­რუ­ლი შეს­ც­ქე­რო­და მე­გის საქ­მ­როს. მი­სი პრო­ექ­ტი სა­უ­კე­თე­სო აღ­მოჩ­ნ­და და პრე­ზენ­ტა­ცი­ა­მაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ჩა­ი­ა­რა. ესეც ასე, მი­სი მძი­მე შრო­მა და­ფას­და. ტყუ­ი­ლად არ ჩა­უვ­ლია მსხვერპლს - უძი­ლოდ გა­თე­ნე­ბულ ღა­მე­ებ­სა და ჩემ­თან გან­შო­რე­ბას. ნე­ტავ, თუ არის ბედ­ნი­ე­რი? რა­ტომ არ იქ­ნე­ბა?! თა­ვის მი­ზანს მი­აღ­წია. აი, ბი­ბიმ მო­მუშ­ტუ­ლი მარ­ჯ­ვე­ნა მაღ­ლა ას­წია და და­იყ­ვი­რა: "გა­მარ­ჯ­ვე­ბა!" თით­ქოს "ოს­კა­რი" აეღოს! მი­სა­ლო­ცი ამ­ბა­ვია, აბა, რა. ახ­ლა სა­მუ­შაო გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს და კარგ ფულ­საც მოხ­ვეტს.
სუ­ლაც არ მიკ­ვირ­და მი­სი საქ­ცი­ე­ლი. მას ყო­ველ­თ­ვის იზი­დავ­და რის­კი და პირ­ვე­ლო­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტი გო­გო სწო­რედ მას ესე­ო­და სკო­ლის პე­რი­ოდ­ში. ბი­ჭე­ბი კი ვე­ღარ უწევ­დ­ნენ კონ­კუ­რენ­ცი­ას და ყვე­ლა გან­ზე დგე­ბო­და, რომ ლი­დე­რო­ბის გზა მის­თ­ვის და­ეთ­მო.
იმ სა­ღა­მოს შემ­დეგ ერ­თ­მა­ნეთს არ შევ­ხ­ვედ­რი­ვართ. ერ­თხე­ლაც არ და­მი­რე­კავს და არც და­მი­პი­რე­ბია. დღეს პირ­ვე­ლი სა­ღა­მო იყო, რაც მას მე­რე შევ­ხ­ვ­დით. ბო­ლო კოქ­ტე­ილ-ფარ­თი მო­აწყ­ვეს მე­გიმ და ელ­გუ­ჯამ. ხვალ კი­დევ ერ­თი სა­ღა­მო და - მორ­ჩა, მე­რე უკ­ვე ქორ­წი­ლის თა­და­რი­გი და­იწყე­ბო­და. ბი­ბის წარ­მა­ტე­ბით, ჩემ მა­გივ­რად, თენ­გო იწო­ნებ­და თავს, მე კი გუ­ლი მიკ­ვ­დე­ბო­და.
ბი­ბიმ შე­ამ­ჩ­ნია ჩე­მი მოწყე­ნა და წელ­ზე ხე­ლი მომ­ხ­ვია. ოდ­ნავ გვერ­დ­ზე გა­ვი­წიე, თან ტუ­ჩებს ვიკ­ვ­ნეტ­დი, რომ არ ავ­ტი­რე­ბუ­ლი­ყა­ვი.
- ვხე­დავ, რომ ცუ­დად ხარ. რა­ღაც ვერ ხარ შე­ნე­ბურ ხა­სი­ათ­ზე. იქ­ნებ იმის ბრა­ლია, რომ ჩვე­ნი ერ­თად ყოფ­ნის ბო­ლო სა­ღა­მოა? გპირ­დე­ბი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ვი­ლა­პა­რა­კებთ.
მას­თან სა­უ­ბა­რი არ მინ­დო­და. ხომ ვცა­დე, რა­მე გა­მომ­ს­ვ­ლო­და და რა გა­მო­ვი­და აქე­დან? ის გა­მოტყ­და, რომ არ არის მზად სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის. მეც ხე­ლი­დან გა­ვუშ­ვი ჩე­მი პო­ტენ­ცი­უ­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა.
- მა­პა­ტიე, - ცი­ვად გა­და­ვუგ­დე და ავ­დე­ქი. პირ­და­პირ ტუ­ა­ლე­ტის­კენ ავი­ღე გე­ზი: ერ­თი სუ­ლი მქონ­და, სარ­კე­ში ჩა­მე­ხე­და. ვი­ცო­დი, სა­შინ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი, ამი­ტომ ცო­ტა უნ­და მო­მე­წეს­რი­გე­ბი­ნა თა­ვი. ახ­ლა ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე კარ­გი - ცო­ტა ხნით მარ­ტო დარ­ჩე­ნა იქ­ნე­ბო­და.
ტუ­ა­ლეტ­ში შე­სულ­მა კა­რი ჩავ­კე­ტე და რამ­დენ­ჯერ­მე ღრმად ამო­ვი­ოხ­რე. ალ­ბათ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დამ­ჭირ­დე­ბა, ეს ტკი­ვი­ლი და იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­დავ­ხარ­შო. უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ სი­სუ­ლე­ლე ჩა­ვი­დი­ნე. ტყუ­ი­ლად მქონ­და იმე­დი, რომ ბი­ბის თავს შე­ვაყ­ვა­რებ­დი.
ხუ­თი წუ­თის შემ­დეგ გა­მო­ვე­დი სა­პირ­ფა­რე­შო­დან და გა­ო­ცე­ბულ­მა პი­რი და­ვა­ღე. კა­ბი­ნის კარ­თან ჩე­მი სა­მი­ვე და­ქა­ლი ხე­ლებ­და­კა­პი­წე­ბუ­ლი დამ­ხ­ვ­და.
- ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა? კარ­გად ხარ? - მო­მა­ყა­რა სა­მი­ვემ.
პირ­ვე­ლი მე­გი მო­მ­ვარ­და და ჩა­მე­ხუ­ტა. მე­რე ლი­ლი და კა­ტო გა­და­მეხ­ვივ­ნენ.
- მთლად კარ­გად ვერ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, რა­მე პრობ­ლე­მა გაქვს? სამ­სა­ხუ­რის ამ­ბა­ვია? არ დაგ­ვი­მა­ლო.
- შემ­თხ­ვე­ვით, ხომ არ... - აღარ და­ამ­თავ­რა კა­ტომ და ხე­ლი მუ­ცელ­ზე და­ი­დო.
- რა თქმა უნ­და, არა. ეგ რამ გა­ფიქ­რე­ბი­ნათ ჩემ­ნა­ი­რი მო­ნაზ­ვ­ნის­გან? - გავ­წით­ლ­დი.
- რა­ღა მო­ნა­ზო­ნი, ისე­თი ბი­ჭი დაგ­ყ­ვე­ბა გვერ­დით, შე­ნი ჭი­რი­მე, ვის არ შე­აც­დენს! - თქვა ლი­ლიმ და გო­გო­ებს გა­და­ხე­და.
- თუ ორ­სუ­ლად არ ხარ, მა­შინ და­ნარ­ჩე­ნი, ჩათ­ვა­ლე, რომ წვრილ­მა­ნია, - და­მამ­შ­ვი­და პრაგ­მა­ტულ­მა ლი­ლიმ და ბა­ღის­კენ აიღო გე­ზი. - წა­მო­დით, სა­ლა­პა­რა­კო გვაქვს.
ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ჩე­მი მე­გობ­რე­ბი, მაგ­რამ ახ­ლა მათ­თან სა­უბ­რის სურ­ვი­ლი ჩემს გეგ­მა­ში არ შე­დი­ო­და. ყვე­ლა­ზე მე­ტად მინ­დო­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო სა­ღა­მო და ბი­ბი ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ გამ­ქ­რა­ლი­ყო ჩე­მი ცხოვ­რე­ბი­დან. მე­ო­რე მხრივ, იმის ში­ში, რომ მას სა­ბო­ლო­ოდ დავ­კარ­გავ­დი, სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა­ში მაგ­დებ­და.
- შენს თავს რა­ღაც ამ­ბა­ვია და არ გინ­და, გვითხ­რა. მაგ­რამ ად­რე თუ გვი­ან, მა­ინც გათ­ქ­მე­ვი­ნებთ, საყ­ვა­რე­ლო, - კაი დე­დამ­თი­ლი­ვით და­მად­გა თავ­ზე მე­გი.
ისე­თი მტკი­ცე ტო­ნით მითხ­რა ეს სიტყ­ვე­ბი, მივ­ხ­ვ­დი, უკან დამ­ხე­ვი არ იყო. ლი­ლიმ და კა­ტო­მაც შე­თან­ხ­მე­ბუ­ლე­ბი­ვით და­აქ­ნი­ეს თა­ვი. სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბით ვი­ცო­დი მა­თი სი­ჯი­უ­ტის ამ­ბა­ვი და გა­დავ­წყ­ვი­ტე, სი­მარ­თ­ლის თუნ­დაც ნა­წი­ლი მა­ინც გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა მათ­თ­ვის.
- ბი­ბი მიყ­ვარს, - ხმა­მაღ­ლა ვთქვი ის, რა­საც გულ­ში ბო­ლო დროს ხში­რად ვი­მე­ო­რებ­დი.
- მშვე­ნი­ე­რია, მე­რე რა? გგო­ნია, რა­მე ახა­ლი გვითხა­რი? შემ­დეგ? - სუ­ლაც არ გა­იკ­ვირ­ვეს ჩე­მი ნათ­ქ­ვა­მი.
- მე ისე მი­ხა­რია შე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი, წა­მი არ გა­ვა, არ გა­მახ­სენ­დე. ძლივს ვი­ღაც გა­ხა­დე შე­ნი ყუ­რადღე­ბის ღირ­სი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ყუ­რე­ბამ­დე სა­მუ­შა­ო­ში იყა­ვი ჩაფ­ლუ­ლი და ირ­გ­ვ­ლივ ვე­რა­ვის ამ­ჩ­ნევ­დი, - თმა ამი­ჩე­ჩა ლი­ლიმ და ასე მო­მე­ფე­რა.
თა­ვი გა­ვაქ­ნიე. მე სუ­ლელ­მა, ლა­მის და­ვა­და­ნა­შა­უ­ლე მე­გი, რომ ყვე­ლა­ფე­რი მი­სი ქორ­წი­ლის ბრა­ლი იყო. გათხო­ვე­ბა რომ არ გა­და­ეწყ­ვი­ტა, ამ ტკი­ვილს ხომ ავი­ცი­ლებ­დი თა­ვი­დან! არა­და, ბო­ლო დროს ხში­რად ვფიქ­რობ­დი ამა­ზე.
ბაღ­ში გა­სუ­ლი, ძა­ლა­გა­მოც­ლი­ლი და­ვე­ხეთ­ქე ხის მერ­ხ­ზე და ამო­ვიკ­ვ­ნე­სე:
- ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა.
- რა­ტომ?
და­ვე­ლო­დე, სა­ნამ გო­გო­ნე­ბი ირ­გ­ვ­ლივ შე­მო­მის­ხ­დე­ბოდ­ნენ და "აღ­სა­რე­ბის" თქმას შე­ვუ­დე­ქი:
- იცით, რომ მო­გატყუ­ეთ? სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, მე და ბი­ბი არას­დ­როს ვხვდე­ბო­დით ერ­თ­მა­ნეთს.
სა­მი­ვე პირ­და­ღე­ბუ­ლი მო­მა­ჩერ­და.
- თქვენ ყო­ველ­თ­ვის წუხ­დით ჩემ გა­მო, ცდი­ლობ­დით, გა­გემ­ხი­ა­რუ­ლე­ბი­ნეთ, ვინ­მე მო­გე­ძებ­ნათ, ვინც ცხოვ­რე­ბას გა­მი­ხა­ლი­სებ­და, რად­გან ყო­ველ­თ­ვის მარ­ტო ვი­ყა­ვი. რო­გორც ხე­დავთ, მეც მომ­ბეზ­რ­და მარ­ტო­ო­ბა და გა­დავ­წყ­ვი­ტე, ცხოვ­რე­ბა­ში თუნ­დაც ერ­თხელ და­მერ­ღ­ვია ჩე­მი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და ეს მე­გის წი­ნა­სა­ქორ­წი­ლო დღე­ებ­ში გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ჰო­და, გა­ვა­კე­თე. ბი­ბის ვთხო­ვე, ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის რო­ლი ეთა­მა­შა.
მა­თი გა­ო­ცე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბი არ შეც­ვ­ლი­ლა, თით­ქოს შემ­ზა­რა­ვი ამ­ბა­ვი გა­ი­გე­სო. პირ­ვე­ლი მე­გი მო­ე­გო გონს:
- რა­ღაც ვერ ჯდე­ბა ერ­თ­მა­ნეთ­ში. თქვენ ისე ჰგავ­ხართ შეყ­ვა­რე­ბულ წყვილს, ცო­ტა გა­მი­ჭირ­დე­ბა და­ჯე­რე­ბა, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა ბლე­ფია. კა­ცი შე­მოგ­ხე­დავთ თუ არა, ეგ­რე­ვე ამ­ჩ­ნევს, რომ ერ­თ­მა­ნეთ­ზე გიჟ­დე­ბით.
- შენ ეგა თქვი! მე­რე­და, რო­გორ უყუ­რებ ხოლ­მე ან ის რო­გორ მო­გა­ჩერ­დე­ბა ხან­და­ხან! ასე­თი რა­მე­ე­ბის იმი­ტა­ცია წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია!
- მო­ი­ცა, რა, - კა­ტომ მე­გის თი­თე­ბი ჩაბღუ­ჯა. - აცა­დე, და­ამ­თავ­როს. მგო­ნი, ჯერ ყვე­ლა­ფე­რი არ გით­ქ­ვამს, არა?
თა­ვი და­ვუქ­ნიე და მო­ყო­ლა გა­ვაგ­რ­ძე­ლე:
- ბი­ბი ჩე­მი ტე­ტეს მე­გო­ბა­რია. ძა­ლი­ან ახ­ლოს არას­დ­როს ვყო­ფილ­ვართ. ისე, ხან­და­ხან თუ და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დით ერ­თ­მა­ნეთს. ტე­ტე რომ სკო­ლას ამ­თავ­რებ­და, და­ბა­დე­ბის დღე გა­და­ი­ხა­და და მა­შინ... - წა­მით შევ­ყოყ­მან­დი, მი­ჭირ­და იმ სა­ზიზღა­რი სა­ღა­მოს გახ­სე­ნე­ბა, მე­რე კი მოვ­ხ­სე­ნი გუ­დას თა­ვი და გო­გო­ებს ყვე­ლა­ფე­რი ვუ­ამ­ბე. - აი, ასე, დამ­ცი­ნა და გატ­რი­ალ­და. სრუ­ლი­ად გან­ვ­ს­ხ­ვავ­დე­ბით ერ­თ­მა­ნე­თის­გან. ჩე­მი იდეა იყო, მე შევ­თა­ვა­ზე ეს გა­რი­გე­ბა. თან და­ჟი­ნე­ბით მოვ­თხო­ვე, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა პლა­ტო­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის ფარ­გ­ლებს არ გას­ც­დე­ნო­და, მაგ­რამ... - ფრა­ზა ვერ და­ვამ­თავ­რე.
- მაგ­რამ შენ ყუ­რე­ბამ­დე შე­გიყ­ვარ­და, - ჩემ მა­გივ­რად მე­გიმ გა­აგ­რ­ძე­ლა, თან თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის ნიშ­ნად ზურ­გ­ზე ხე­ლი და­მის­ვა. - მე­რე რა, ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი. რა­ტომ არ გინ­და, უთხ­რა, რა­საც გრძნობ? დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისიც იმა­ვეს გა­ნიც­დის. თავს მო­ვიჭ­რი, თუ არ უყ­ვარ­დე.
რო­გორც კი წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რო­გორ მკრა ბი­ბიმ უკ­ვე მე­ო­რედ ხე­ლი, შე­მა­კან­კა­ლა.
- გო­გო­ე­ბო, სულ არ გეწყი­ნათ, რომ მო­გატყუ­ეთ?
ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, სა­მი­ვემ მხი­ა­რუ­ლად გა­ი­ცი­ნა.
მე­გიმ საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი ნი­კაპ­ქ­ვეშ ამომ­დო და თა­ვი ამა­წე­ვი­ნა.
- ჩე­მო საყ­ვა­რე­ლო, ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გვეს­მის. ძნე­ლია მარ­ტო ყოფ­ნა, მაგ­რამ უფ­რო ძნე­ლია, რო­ცა და­ქა­ლე­ბი შენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ერე­ვი­ან, მით უმე­ტეს, თუ შეყ­ვა­რე­ბას გა­ი­ძუ­ლე­ბენ. დაგ­ვი­ჯე­რე, ჩვენ მხო­ლოდ ის გვინ­და, რომ ბედ­ნი­ე­რი იყო, რო­გორც ახ­ლა.
- ახ­ლა? ჰმ... მე ახ­ლა ბედ­ნი­ე­რი არ ვარ.
- აი, ნა­ხავ! თუ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბი ბი­ბის, მიხ­ვ­დე­ბი, რომ ბედ­ნი­ე­რი ხარ.
- ის არ იზი­ა­რებს ჩემს გრძნო­ბებს. თქვენ არ გეს­მით.
- კარ­გი ერ­თი! ჩვენ გვეს­მის, თუ გვეს­მის! - ლი­ლიმ თვა­ლე­ბი და­მი­ქა­ჩა. - მე კა­ცის მზე­რა ვერ მო­მატყუ­ებს. უკ­ვე გვი­ნა­ხავს ასე­თი მზე­რა თენ­გოს­გა­ნაც, ან­ტო­ნის­გა­ნაც და დუ­დუს­გა­ნაც. ბი­ბი გო­ნე­ბას კარ­გავს შენ გა­მო.
ისი­ნი მამ­ხ­ნე­ვებ­დ­ნენ, მე კი ში­ში მტან­ჯავ­და. მე ხომ უკ­ვე ვე­ლა­პა­რა­კე ბი­ბის, თა­ნაც არა­ერ­თხელ, და პა­სუ­ხად ყო­ველ­თ­ვის ერ­თი და იგი­ვე მეს­მო­და: გმად­ლობ, არა. მას, რო­გორც ქა­ლი, არ ვა­ინ­ტე­რე­სებ­დი, მი­სი ალერ­სი­ა­ნი მზე­რა კი იმი­ტომ იყო ყო­ველ­თ­ვის "მზად­ყოფ­ნა­ში", რომ ჩე­მი მე­გობ­რე­ბი გა­ე­ცუ­რე­ბი­ნა. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა და­საწყის­ში მარ­თ­ლაც გა­ი­ტა­ცა მცი­რე გრძნო­ბამ. აბა, რო­მე­ლი ჭკუ­ა­თმ­ყო­ფე­ლი კა­ცი იტყ­ვის უარს ქალ­ზე, რო­მე­ლიც ლა­მი­საა, კი­სერ­ზე ჩა­მო­ე­კი­დოს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ის მარ­ტო­ხე­ლა და სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­უც­დე­ლია?!
- პი­რო­ბა მოგ­ვე­ცი, რომ ჩვენს რჩე­ვას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებ, თო­რემ იცო­დე, ყვე­ლა­ზე მა­გარ შანსს გა­უშ­ვებ ხე­ლი­დან.
- მე ვიტყო­დი - ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ შანსს, - და­ა­მა­ტა ლი­ლიმ.
და­ვი­ღა­ლე მა­თი შე­გო­ნე­ბე­ბით. ამ­წუ­თას მზად ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფერ­ზე დავ­თან­ხ­მე­ბუ­ლი­ყა­ვი, ოღონდ კი თა­ვი და­ე­ნე­ბე­ბი­ნათ. ერ­თა­დერ­თი, რაც მინ­დო­და, შინ დრო­ზე დაბ­რუ­ნე­ბა და სა­კუ­თარ დარ­დ­თან მარ­ტო დარ­ჩე­ნა იყო.
- მად­ლო­ბა, ჩე­მო ძვირ­ფა­სე­ბო, თა­ნად­გო­მის­თ­ვის, რჩე­ვის­თ­ვის, ზრუნ­ვის­თ­ვის. იმის­თ­ვი­საც, რომ გა­მი­გეთ და არ დამ­ტუქ­სეთ. ახ­ლა ყვე­ლა­ფერს აჯო­ბებს, ში­ნის­კენ გა­ვუდ­გე გზას და იმა­ზე ვი­ფიქ­რო, რო­გორ გა­დავ­დ­გა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი. - გულ­ში კი გა­ვი­ფიქ­რე: "პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი მი­სი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რის წაშ­ლა იქ­ნე­ბა".
- ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი, ჩე­მი ჭკვი­ა­ნი გო­გო! - წა­მოხ­ტა მე­გი. - კა­ცი შტურ­მით უნ­და აიღო, სა­ნამ გონს მოს­ვ­ლას მო­ას­წ­რებს.
ყვე­ლამ გა­ი­ცი­ნა, ჩემ გარ­და, რად­გან ვი­ცო­დი, რომ შტურ­მ­ზე წამ­ს­ვ­ლე­ლი არ ვი­ყა­ვი.

ბი­ბი ბი­ჭე­ბის შუ­ა­ში ჩამ­დ­გა­რი­ყო და დუ­დუს კოქ­ტე­ილს უჭა­ხუ­ნებ­და. შე­უმ­ჩ­ნევ­ლად მი­ვუ­ახ­ლოვ­დი ოთხი­ვეს და ჩემ­და უნე­ბუ­რად, ყუ­რი მი­ვუგ­დე, რა­ზე სა­უბ­რობ­დ­ნენ.
- ჰო­და, მთლად კარ­გი კი ვერ არის, სიყ­ვა­რუ­ლის­გან რომ გა­აფ­რენ, მე­გო­ბა­რო, - ამ­ბობ­და ელ­გუ­ჯა. - მე სე­რი­ო­ზუ­ლად შემ­ტ­კი­ვა გუ­ლი ელე­ნე­ზე. ძა­ლი­ან უყ­ვარ­ხარ. დღეს რა­ღაც, გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი მეჩ­ვე­ნა. არ ვი­ცი, შე­იძ­ლე­ბა იჩხუ­ბეთ, მაგ­რამ შე­ე­ცა­დე, სი­ტუ­ა­ცია გან­მუხ­ტო. ხომ იცი, რო­გორც ხდე­ბა. რო­ცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ, ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა­ფე­რი რთულ­დე­ბა. მი­სი გა­ნაწყე­ნე­ბა არ გა­ბე­დო, ამას ძმუ­რად გთხოვ. ისე­დაც მძი­მე ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა. მარ­ტო­ხე­ლაა. შე­ნამ­დე, მგო­ნი, არც არა­ვის­თან ჰქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა. მთელ ენერ­გი­ას სამ­სა­ხურ­ში ხარ­ჯავს.
- თქვენ არ ინერ­ვ­იუ­ლოთ, ძმე­ბო. ელე­ნე ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნია. მე სე­რი­ო­ზუ­ლი კა­ცი ვარ, ქა­ლის წყე­ნი­ნე­ბა ჩე­მი სტი­ლი არ არის.
ყუ­რე­ბი ვცქვი­ტე, მაგ­რამ სწო­რედ ამ სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტ­ში და­რე­კა ბი­ბის მო­ბი­ლურ­მა.
რო­გორც მივ­ხ­ვ­დი, თა­ვი­სი უფ­რო­სი ურე­კავ­და და სთხოვ­და, სას­წ­რა­ფოდ გა­მოცხა­დე­ბუ­ლი­ყო სამ­სა­ხურ­ში.
მან უკ­მა­ყო­ფი­ლო სა­ხე მი­ი­ღო და ად­გილ­ზე დატ­რი­ალ­და. ამ დროს სრუ­ლი­ად შემ­თხ­ვე­ვით ჩემ­კენ გა­მო­ი­ხე­და და და­მი­ნა­ხა. ხე­ლი გა­შა­ლა, რი­თაც მი­მახ­ვედ­რა, საქ­მე გა­მი­ხუ­რაო.
- ხვა­ლის­თ­ვის რომ გა­დავ­დოთ, არ შე­იძ­ლე­ბა? - შე­ე­კითხა ბი­ბი მო­სა­უბ­რეს და მცი­რე პა­უ­ზის შემ­დეგ გა­აგ­რ­ძე­ლა: - თუ ასეა, ახ­ლა­ვე წა­მო­ვალ... რას ვი­ზამ, რა­ცაა, ესაა. ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მანდ ვარ.
მივ­ხ­ვ­დი, წას­ვ­ლას აპი­რებ­და. და­მას­წ­რო. მინ­დო­და, პირ­ველს მე მეთ­ქ­ვა, შინ მივ­დი­ვარ და გა­ცი­ლე­ბა არ მინ­და-მეთ­ქი... აქაც არ გა­მი­მარ­თ­ლა.


ავტორი სვეტა კვარაცხელია
გაგრძელება იქნება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ghdgjgz
Imedia avtori dadebs axal tavs novelisas.dges moutmenlad velodebi imedia ar dagvagalatebs avtori dgevandel dges
11:46 / 28-09-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93