ნოველები

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი XIV)

მთა­ვა­რი რო­ლი (ნაწილი XIV)
ბო­ლო დროს უქ­მე დღე­ე­ბი მა­ცო­ფებს. გულს ვე­რა­ფერს ვუ­დებ. ად­რე მი­ხა­რო­და შა­ბათ-კვი­რა, ხან სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ვტრი­ა­ლებ­დი, ხან წიგნს ვკითხუ­ლობ­დი ან ფილმს ვუ­ყუ­რებ­დი ინ­ტერ­ნეტ­ში. ახ­ლა კი ყვე­ლაფ­რის ხა­ლი­სი წა­მერ­თ­ვა. ისე მოვ­დუნ­დი, აღა­რა­ფე­რი მა­ინ­ტე­რე­სებ­და. თვალ­წინ მხო­ლოდ ბი­ბი მედ­გა და გა­მუდ­მე­ბით მას­ზე ვფიქ­რობ­დი.
დღე­საც, ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ შა­ბათს, ავი­ღე წიგ­ნი და ვე­რან­და­ზე გა­ვე­დი, ჩემს ყვა­ვი­ლებ­თან, სა­ვარ­ძელ­ში მო­ვ­კა­ლა­თდი და გა­დავ­წყ­ვი­ტე, კითხ­ვით შე­მექ­ცია თა­ვი, რა­თა ბი­ბი დრო­ე­ბით მა­ინც და­მე­ვიწყე­ბი­ნა. სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­ვარ­ჩიე დე­ტექ­ტი­ვი, ჩა­მით­რევს-მეთ­ქი. ბო­ლო დრო­ის მოვ­ლე­ნე­ბის გახ­სე­ნე­ბა აღარ მინ­დო­და, გან­სა­კუთ­რე­ბით - ჩე­მი დრო­ე­ბი­თი
შეყ­ვა­რე­ბუ­ლის, რო­მელ­მაც გუ­შინ და­მი­რე­კა და მითხ­რა, სა­ღა­მოს სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ შე­მო­გივ­ლი, შენ­თან სა­ლა­პა­რა­კო მაქ­ვ­სო. მეც დე­ბი­ლი­ვით ვი­ჯე­ქი და ვე­ლო­დი.
და­ახ­ლო­ე­ბით შუ­ა­ღა­მე იყო, რო­ცა და­მი­რე­კა იმის სათ­ქ­მე­ლად, რომ თა­ვი ვერ გა­ი­თა­ვი­სუფ­ლა და აღარ დავ­ლო­დე­ბო­დი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, წყე­ნის ნაც­ვ­ლად, შვე­ბა ვიგ­რ­ძე­ნი. არ მინ­დო­და მი­სი ნახ­ვა, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში. ჩვე­ნი გა­რი­გე­ბის ვა­და ამო­ი­წუ­რა. მან პა­ტი­ოს­ნად შე­ას­რუ­ლა თა­ვი­სი რო­ლი, მე კი შტე­რუ­ლად მო­ვი­ქე­ცი და იმის მა­გივ­რად, რომ თვი­თო­ნაც მე­თა­მა­შა, მარ­თ­ლა შე­მიყ­ვარ­და.
გო­გო­ებ­მა მირ­ჩი­ეს, და­ე­ლა­პა­რა­კეო, მე კი პი­რი­ქით ვა­პი­რებ - უნ­და შე­ვე­ცა­დო, რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე და­ვი­ვიწყო ის სა­ში­ნე­ლი ორი თვე.
ალ­ბათ ჭკუ­ა­ზე არ ვი­ყა­ვი, რო­ცა ეს სი­ყალ­ბე წა­მო­ვიწყე, მაგ­რამ მე­დალს ხომ ორი მხა­რე აქვს. მე­ო­რე მხრივ, პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა იყო, რო­ცა წი­ნა­სა­ქორ­წი­ნო ქე­ი­ფებ­ზე მარ­ტო არ ვი­ყა­ვი, ამას­თან, მსი­ა­მოვ­ნებ­და ბი­ბის ყუ­რადღე­ბა, რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბის უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ­დი და... შე­მიყ­ვარ­და კი­დეც.
უსი­ა­მოვ­ნო ფიქ­რე­ბის­გან გუ­ლი შე­მე­კუმ­შა. თა­ვი გა­ვაქ­ნიე და შე­ვე­ცა­დე, მთე­ლი ყუ­რადღე­ბა წიგ­ნ­ზე გა­და­მე­ტა­ნა. კარ­გი არა­ფე­რი მე­ლის, თუ თავს და­ვი­ტან­ჯავ. ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მკარ­ნა­ხობს, რომ წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად აუცი­ლე­ბე­ლია პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა და სა­სი­ა­მოვ­ნო რა­მე­ებ­ზე ფიქ­რი. ბუ­ნე­ბით ოპ­ტი­მის­ტი ვარ და ამი­ტომ `გრძელ­ვა­დი­ა­ნი~ წუ­ხი­ლი არ მჩვე­ვია, ჩე­მი სტი­ლი არ არის. ნამ­დ­ვი­ლად ვი­ცი - რად­გან ჩემ­თან ლა­პა­რა­კი გა­დაწყ­ვი­ტა, დღეს იქ­ნე­ბა თუ ხვალ, მო­ვა და ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე `ლექ­ცი­ას ჩა­მი­ტა­რებს~.
`და­ი­ვიწყე! ნუ ფიქ­რობ მას­ზე!~ - ჩამ­ძა­ხო­და გო­ნე­ბის ხმა, მაგ­რამ ჯი­უ­ტად ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­დი. არ ვი­ცი, რი­სი იმე­დი მქონ­და... ალ­ბათ სას­წა­უ­ლის...
წიგ­ნი თვა­ლებ­თან ახ­ლოს მი­ვი­ტა­ნე და სა­ვარ­ძ­ლის რბილ ზურგს მო­ხერ­ხე­ბუ­ლად მი­ვეყ­რ­დე­ნი. მიყ­ვარ­და თბილ დღე­ებ­ში აქ ჯდო­მა. მარ­თა­ლია, ჯერ ისე არ ცხე­ლო­და, რო­გორც ზაფხულ­ში იცის, მაგ­რამ ისე­თი მზი­ა­ნი დღე იყო, აპ­რილს რომ არ ახა­სი­ა­თებს. დი­ახ, აპ­რი­ლი და­იწყო. აი, ასე სწრა­ფად გარ­ბის დრო, რო­გორც კი გა­ზაფხუ­ლი დად­გე­ბა. ზამ­თა­რი იწე­ლე­ბა ხოლ­მე ძა­ლი­ან, თო­რემ გა­ზაფხუ­ლი­დან შე­მოდ­გო­მამ­დე თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში ილე­ვა დღე­ე­ბი და კვი­რე­ბი. მიყ­ვარს აპ­რი­ლი, არც ძა­ლი­ან ცი­ვა და არც ძა­ლი­ან ცხე­ლა. არც მარ­ტი­ვით არე­უ­ლი ამინ­დი იცის, მა­ინ­ც­და­მა­ინც. ასე თუ ისე, `მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი~ თვეა, ნამ­დ­ვი­ლი გა­ზაფხუ­ლის თვე. აპ­რი­ლის მზე მათ­ბობს - თბი­ლი ნი­ა­ვი ისე­დაც აბურ­დულ თმას უფ­რო რომ მი­წე­წავს. მე თუ მკითხავთ, ეს უფ­რო სა­ი­მე­დოა, ვიდ­რე `მკვირ­ცხ­ლი კა­რი­ე­რის­ტის~ ყუ­რადღე­ბის ძებ­ნა, რო­მე­ლიც მზა­დაა, გა­მო­ი­ყე­ნოს ჩემ­ნა­ი­რი ქა­ლი, რა­თა სა­სურ­ველ კონ­ტ­რაქტს გა­მოჰ­კ­რას ხე­ლი.
წყე­ნამ ისევ წა­მო­მი­ა­რა და შე­ვე­ცა­დე, კითხ­ვა გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა. მაგ­რამ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ერ­თ­სა და იმა­ვე აბ­ზაცს უკ­ვე მე­სა­მე­ჯერ ვკითხუ­ლობ­დი.
ტე­ლე­ფო­ნი მა­ინც გა­მო­მე­ტა­ნა, იქ­ნებ მი­რე­კავს და ვერ მა­გო­ნებს? - მა­ინც მას გა­დას­წ­ვ­და ჩე­მი ფიქ­რი. სა­ძი­ნე­ბელ­ში დავ­ტო­ვე, თა­ნაც - ჩან­თა­ში და მგო­ნი, შეგ­ნე­ბუ­ლად მო­ვი­ქე­ცი ასე, რომ ზა­რის ხმა არ მომ­წ­ვ­დე­ნო­და. ახ­ლა ნამ­დ­ვი­ლად არ მინ­და მას­თან სა­უ­ბა­რი და მით უმე­ტეს - შეხ­ვედ­რა. თან, რა სა­ში­ნელ ფორ­მა­ში ვარ - აბურ­დუ­ლი თმით, ცხვირ­ზე და­კო­სე­ბუ­ლი სათ­ვა­ლით და ბი­უს­ტ­ჰალ­ტე­რის გა­რე­შე. არა­და, ეს აწე­წი­ლი თმა, მგო­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბულ სექ­სუ­ა­ლურ იერს მა­ნი­ჭებს. რას ვი­ცი­ნებ, უცებ თავ­ზე რომ წა­მო­მად­გეს!..
ამ ფიქ­რებ­ში გარ­თულს უეც­რად ჩახ­ვე­ლე­ბის ხმა შე­მო­მეს­მა. ჩემს გა­ო­ცე­ბას საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და, რო­ცა წიგ­ნი ჩა­მოვ­წიე და ჩემ წინ უხერ­ხუ­ლად მო­ღი­მა­რი ბი­ბი და­ვი­ნა­ხე. გი­ჟი­ვით წა­მოვ­ხ­ტი.
- აქ რას აკე­თებ? - ისე­თი გან­წი­რუ­ლი ხმით ვიყ­ვი­რე, თით­ქოს სა­ში­ნე­ლე­ბა და­მე­ნა­ხოს. - რო­გორ შე­მოხ­ვე­დი?
- კა­რი ღია იყო. გი­რე­კავ­დი და არ მი­პა­სუ­ხე. მე­რე მე­სი­ჯი გა­მო­გიგ­ზავ­ნე... არ გი­ნა­ხავს?
- რომ მე­ნა­ხა, რო­გორ გგო­ნია, ასეთ ფორ­მა­ში დაგ­ხ­ვ­დე­ბო­დი? - ცა­ლი ხე­ლით გა­ფუ­ე­ბულ თმას ვის­წო­რებ­დი, მე­ო­რით კი პლედს ვი­ფა­რებ­დი შიშ­ველ ფე­ხებ­ზე. რა­ღა დღეს მო­მინ­და ამ მოკ­ლე შორ­ტის ჩაც­მა!
- ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხარ, - დაბ­ნე­ულ­მა მითხ­რა.
- არა, შენ ასე­თი არ უნ­და გე­ნა­ხე! - კვლავ ვაგ­რ­ძე­ლებ­დი ყვი­რილს. - კა­რი რა­ტომ იყო ღია? რა­ღა­ცას მატყუ­ებ!
- მე რა ვი­ცი, რა­ტომ იყო? აბა, სა­ი­დან შე­მო­ვი­დო­დი? გა­სა­ღე­ბი არ მაქვს... ზა­რიც კი არ და­მი­რე­კავს, კა­რი შე­ღე­ბუ­ლი დამ­ხ­ვ­და და მეც ეგ­რე­ვე შე­მო­ვე­დი. რა­მე და­ვა­შა­ვე?
- შენ გა­უფ­რ­თხი­ლებ­ლად მოხ­ვე­დი.
- მე­რე რა მოხ­და? ამას რა­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს? უცხო­ე­ბი ხომ არ ვართ!
წყე­ნა ვერ დავ­ფა­რე.
- მე არ შე­მიძ­ლია ახ­ლა შე­ნი მი­ღე­ბა.
- რა კლი­ენ­ტი­ვით მე­ლა­პა­რა­კე­ბი, ელ? რას ნიშ­ნავს, ჩე­მი მი­ღე­ბა არ შე­გიძ­ლია? მო­ეშ­ვი ამ სი­სუ­ლე­ლე­ებს. უბ­რა­ლოდ, იმი­ტომ მო­ვე­დი, რომ ბო­დი­ში მო­მე­ხა­და, წუ­ხელ რომ და­გა­ღა­ლა­ტე.
- მხო­ლოდ ამი­ტომ? - ჩემ­და უნე­ბუ­რად წა­მომ­ც­და.
- არა, მხო­ლოდ ამი­ტომ არა. კი­დევ იმი­ტომ მო­ვე­დი, რომ შენ­თან სა­ლა­პა­რა­კო მაქვს.
მის უკან ისე გა­ვი­ხე­დე, თით­ქოს გა­საქ­ცევ გზას ვე­ძებ­დი.
- იცო­დე, არ წა­ვალ, სა­ნამ არ ვი­ლა­პა­რა­კებთ.
ფრთხი­ლი მზე­რით დავ­ზ­ვე­რე, სათ­ვა­ლე თი­თით მაღ­ლა ავ­წიე და ხე­ლე­ბი მკერ­დ­ზე გა­და­ვიჯ­ვა­რე­დი­ნე.
- მგო­ნი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ლა­პა­რა­კო არა­ფე­რი გვაქვს. შე­ნი მი­სია დამ­თავ­რე­ბუ­ლია, შე­გიძ­ლია, მთე­ლი დრო შენს ახალ პრო­ექტს მი­უძღ­ვ­ნა, ამი­ტომ...
- ვი­ცი, რომ ცუ­დად მო­გე­ქე­ცი და ჩემ­მა ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა საქ­ცი­ელ­მა და­გაბ­ნია. ამი­ტომ რა­ღა­ცე­ბი უნ­და აგიხ­ს­ნა. რა­ტომ არ გინ­და, მო­მის­მი­ნო? - მუ­და­რით სავ­სე ტო­ნით მითხ­რა, ერ­თი ნა­ბი­ჯი გად­მოდ­გა ჩემ­კენ და იდაყ­ვ­ში წა­მავ­ლო ხე­ლი.
და­ვი­ძა­ბე, რაც მას შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნია.
- ჩვენ უნ­და ვი­ლა­პა­რა­კოთ ჩვენს ხვა­ლინ­დელ დღე­ზე... მითხა­რი რა­მე, ნუ ხარ ჩუ­მად, გთხოვ!
წა­მით მოვ­ლ­ბი, სუ­ლი გა­მით­ბო მის­მა მუ­და­რით სავ­სე სიტყ­ვებ­მა, მის­მა უსუ­სურ­მა გა­მო­ხედ­ვამ, მაგ­რამ მა­ლე­ვე ავიყ­ვა­ნე თა­ვი ხელ­ში. თმა უკან ისე­თი ამა­ყი ჟეს­ტით გა­და­ვი­ყა­რე, თით­ქოს სა­გულ­და­გუ­ლოდ მქო­ნო­დეს და­ვარ­ცხ­ნი­ლი და არა - ჩი­ტის ბუ­დე­სა­ვით აბურ­დუ­ლი.
- მე­ტად აღარ შე­ე­ცა­დო ჩემს მო­ხიბ­ვ­ლას, - რაც შე­მეძ­ლო, მოვ­კუ­მე ტუ­ჩე­ბი, რომ არ ამ­კან­კა­ლე­ბო­და და ხე­ლი გა­მო­ვი­თა­ვი­სუფ­ლე მი­სი თი­თე­ბის­გან, - ვერ ხე­დავ, რას ვგა­ვარ? უმა­კი­ა­ჟოდ, თმა­გა­წე­წი­ლი, სათ­ვა­ლით, ძვე­ლი ტან­საც­მ­ლით... აი, ასე­თი ვარ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, - სა­სო­წარ­კ­ვე­თილ­მა მხრე­ბი ავი­წუ­რე, - ყუ­რადღე­ბით და­მაკ­ვირ­დი! ხე­დავ? არც ძვირ­ფა­სად მაც­ვია, არც თმა მაქვს და­ვარ­ცხ­ნი­ლი, კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზე­ბიც არ მი­კე­თია. ისევ ის უბ­რა­ლო ელე­ნე ვარ, რო­მელ­საც ერთ დროს იც­ნობ­დი. შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას არ ახ­დენს, ხომ მარ­თა­ლია?
- ელ, შენ მო­მა­ჯა­დო­ებ­ლად ლა­მა­ზი ხარ.
ღმერ­თო, ვერც მიხ­ვ­და, რამ­ხე­ლა შეც­დო­მა და­უშ­ვა ამ სიტყ­ვე­ბის თქმით. მგო­ნი, დამ­ცი­ნის. რა ნა­ხა ჩემ­ში მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი, რო­ცა გუ­ლის ამ­რე­ვად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი?
- ბი­ბი, შენ მი­ი­ღე, რაც გინ­დო­და. ასე არ არის? გზა გაკ­ვა­ლუ­ლია, ამი­ტომ აწი აღარ არის სა­ჭი­რო, უაზ­რო კომ­პ­ლი­მენ­ტე­ბი მაფ­რ­ქ­ვიო. ნუ მაჩ­ვე­ნებ თავს, თით­ქოს აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლი ხარ ჩე­მი სი­ლა­მა­ზით.
- თავს სუ­ლაც არ გაჩ­ვე­ნებ... ვამ­ბობ იმას, რა­საც ვხე­დავ. აქ იმი­ტომ ვარ, რომ მომ­წონ­ხარ. მომ­წონ­ხარ შენ და არა - შე­ნი ტან­საც­მე­ლი ან ვარ­ცხ­ნი­ლო­ბა. მგო­ნი, უნ­და იცო­დე ეს!
ცი­ვი მზე­რით გავ­ხე­დე.
- სა­ი­დან უნ­და ვი­ცო­დე?
რა­ღა­ცის თქმა და­ა­პი­რა, მაგ­რამ ხე­ლის აწე­ვით შე­ვა­ჩე­რე და გა­ვაგ­რ­ძე­ლე:
- იყო დრო, რო­ცა ასე­თი სიტყ­ვე­ბის მოს­მე­ნის­თ­ვის ყვე­ლა­ფერს გა­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ ახ­ლა - აღარ.
- რა­ტომ?
- შე­ნი უპირ­ვე­ლე­სი სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის კონ­კუ­რენ­ცი­ის გა­წე­ვა არ შე­მიძ­ლია.
ისე­თი შეც­ბუ­ნე­ბა და­ეტყო სა­ხე­ზე, რომ მსწრაფლ და­ვა­ყო­ლე გან­მარ­ტე­ბა:
- შენს სამ­სა­ხურს ვგუ­ლის­ხ­მობ. ის ყო­ველ­თ­ვის მთა­ვა­რი იქ­ნე­ბა შენ­თ­ვის. - ისევ და­ა­ღო პი­რი შე­სა­პა­სუ­ხებ­ლად, მაგ­რამ თა­ვის მარ­თ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ვე­ცი: - მა­ცა­დე, და­მამ­თავ­რე­ბი­ნე!.. აჯო­ბებს, არ შე­მე­კა­მა­თო. ბო­ლო თვე­ში ყო­ველ ჯერ­ზე, რო­ცა რა­ღაც მო­მენ­ტ­ში ძა­ლი­ან ახ­ლოს მოვ­დი­ო­დით ერ­თ­მა­ნეთ­თ­თან, შენს ძვირ­ფას კა­რი­ე­რას აყე­ნებ­დი ყვე­ლა­ფერ­ზე წინ, კე­დე­ლი­ვით აღ­მარ­თავ­დი ჩვენ შო­რის. არ გა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ­მე გაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლი­ყო ჩვე­ნი სი­ახ­ლო­ვე. ვერ ხვდე­ბი, რომ ჩვენ სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ? შენ­თ­ვის უპირ­ვე­ლე­სი - სამ­სა­ხუ­რია, ჩემ­თ­ვის - ეს ად­გი­ლი, ეს სახ­ლი, სა­დაც ვის­ვე­ნებ მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ვტრი­ა­ლებ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და სა­დი­ლებს ვამ­ზა­დებ. შენ­თ­ვის ეს ყო­ვე­ლი­ვე მუ­დამ ცო­ტა იქ­ნე­ბა, არას­დ­როს და­გაკ­მა­ყო­ფი­ლებს. - თა­ვი ამა­ყად ავ­წიე და ჯი­ქურ გა­ვუს­წო­რე თვა­ლი. - მითხა­რი, რომ არ ვარ მარ­თა­ლი.
- არ ვი­ცი, რა გი­პა­სუ­ხო... - მხრე­ბი აიჩე­ჩა ბი­ბიმ. - მე მომ­წონს ბიზ­ნე­სი, მი­სი ატ­მოს­ფე­რო, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა და საქ­მი­ან წრე­ში ტრი­ა­ლი, მი­ღე­ბე­ბი და კოქ­ტე­ი­ლის სა­ღა­მო­ე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი. თუნ­დაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ, მე­რე რა? მე­გო­ნა, ეს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას ხელს არ შე­უშ­ლი­და და ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვი­დო­და.
- გა­მოგ­ვი­ვი­დო­და? რო­დის? რო­ცა უკ­ვე ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რ­და? რაც თენ­გოს პრო­ექ­ტ­ზე და­იწყე მუ­შა­ო­ბა, ერ­თი ნა­ბი­ჯი მა­ინც გად­მო­გიდ­გამს ჩემ­კენ? - წო­ნას­წო­რო­ბა დავ­კარ­გე.
- ვა­ღი­ა­რებ, რომ დამ­ნა­შა­ვე ვარ და მთლი­ა­ნად საქ­მე­ზე გა­და­ვერ­თე. იმა­საც ვა­ღი­ა­რებ, რომ სხვა­დასხ­ვა­ნა­ი­რე­ბი ვართ, მაგ­რამ ამით არა­ფე­რი შავ­დე­ბა. გა­ნა არ იცი, რომ პლუ­სი და მი­ნუ­სი ერ­თ­მა­ნეთს იზი­დავს?
გა­წიწ­მა­ტე­ბულ­მა თა­ვი გა­და­ვაქ­ნიე.
- მითხა­რი, თა­ვი­სუ­ფალ დროს რი­თი ერ­თო­ბი?
და­იბ­ნა. ერ­თხანს გა­მომ­ც­დე­ლად მო­მაშ­ტე­რა თვა­ლე­ბი, მე­რე კი წყნა­რი ხმით მი­პა­სუ­ხა:
- რა ვი­ცი... რაც სა­ქარ­თ­ველ­ში ჩა­მო­ვე­დი, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო თით­ქ­მის არ მაქვს. ამე­რი­კა­ში კი გოლფს ვთა­მა­შობ­დი, ჩოგ­ბურ­თ­ზე დავ­დი­ო­დი, ვცი­გუ­რა­ობ­დი...
- ისევ ეს შე­ნი ამე­რი­კა! ნუ, კარ­გი, გა­სა­გე­ბია. და ამ ყვე­ლა­ფერს მარ­ტო აკე­თებ­დი?
- რა­ტომ მარ­ტო? მე­გობ­რებ­თან ერ­თად.
- ჰო­და, არ გა­ინ­ტე­რე­სებს, მე რას ვა­კე­თებ, რო­ცა თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­მო­მიჩ­ნ­დე­ბა? შინ ვზი­ვარ და ნამ­ცხ­ვ­რებს ვაცხობ. ცხვირს არ ვყოფ გა­რეთ, არ­სად გა­სარ­თო­ბად არ დავ­დი­ვარ. მგო­ნი, საკ­მა­რი­სია შენ­თ­ვის, რომ გე­ზიზღე­ბო­დე. ხომ ასეა?
ბი­ბიმ ხე­ლი ას­წია, თით­ქოს ჩემს დამ­შ­ვი­დე­ბას ცდი­ლობ­და.
- ამას არა აქვს მნი­შვ­ნე­ლო­ბა, ელ! რო­გო­რიც ვართ, ისე­თე­ბი ვართ და სუ­ლაც არ არის აუცი­ლე­ბე­ლი, შე­ვიც­ვა­ლოთ. ბო­ლოს და ბო­ლოს, შე­იძ­ლე­ბა, ისე მა­ინც შევ­ხ­ვ­დეთ ერ­თ­მა­ნეთს.
რო­გო­რი იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­მო­მე­ხა­ტა სა­ხე­ზე!.. მან ისევ ისე­თი რა­ღაც თქვა, რაც არ უნ­და ეთ­ქ­ვა.
- ელი, საყ­ვა­რე­ლო! - ძა­ლი­ან თბი­ლად მითხ­რა. - ერ­თად მო­ვი­ფიქ­როთ, რო­გორ გა­დავ­ჭ­რათ ეს პრობ­ლე­მა, კარ­გი?
ამ დროს მის­მა მო­ბი­ლურ­მა და­რე­კა. ბი­ბიმ გემ­რი­ე­ლად შე­ი­გი­ნა, ალ­ბათ იმით გა­გუ­ლი­სე­ბულ­მა, რომ აპა­რა­ტი გა­მორ­თუ­ლი არ ჰქონ­და. მე­ტიც არ მინ­დო­და - საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი მი­სი ჯი­ბის­კენ გა­ვიშ­ვი­რე, სა­ი­და­ნაც ზა­რის ხმა მო­ის­მო­და.
- იქ­ნებ უპა­სუ­ხო? - ნიშ­ნის მო­გე­ბით შევ­ხე­დე. - ალ­ბათ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კლი­ენ­ტი გი­რე­კავს. კი­დევ ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბა გე­ლო­დე­ბა!
ბი­ბი იდ­გა და ვერ გა­და­ეწყ­ვი­ტა, ეპა­სუ­ხა ზა­რის­თ­ვის თუ ჩემ­თან კა­მა­თი გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა. ყოყ­მა­ნი რამ­დე­ნი­მე წამს გაგ­რ­ძელ­და, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ დამაკარგვინა წო­ნას­წო­რო­ბა.
- იცი, რა? მე­ცო­დე­ბი! აი, ახ­ლაც კი, ამ­წუ­თას, რო­ცა ვსა­უბ­რობთ, შენ მხო­ლოდ სამ­სა­ხურ­ზე ფიქ­რობ.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ფით­რ­და. ისე­თი თვა­ლე­ბით შე­მომ­ხე­და, თით­ქოს დე­და მე­გი­ნე­ბი­ნოს. ბო­ლოს დახ­შუ­ლი ხმით ამოთ­ქ­ვა:
- შე­ნი ნათ­ქ­ვა­მი­დან მხო­ლოდ ერ­თი სიტყ­ვა გა­ვი­გონე: მე­ცო­დე­ბი. აქამ­დე არას­დ­როს არა­ვის უთ­ქ­ვამს ჩემ­თ­ვის მსგავ­სი რამ. ბავ­შ­ვო­ბა­შიც კი არ მახ­სენ­დე­ბა ამ­დაგ­ვა­რი რა­მე. შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მეს მარ­თ­ლა ვე­ცო­დე­ბო­დე, მაგ­რამ შე­ცო­დე­ბას ვერ ავი­ტან ქა­ლის­გან, რო­მე­ლიც.... - მან სათ­ქ­მე­ლი არ და­ამ­თავ­რა და ამი­ტომ ვერ მივ­ხ­ვ­დი, რა იგუ­ლის­ხ­მა.
- რო­მე­ლიც რა? - და­კონ­კ­რე­ტე­ბა მოვ­თხო­ვე.
და­ნის­ლუ­ლი თვა­ლე­ბით შე­მომ­ხე­და და ძა­ლი­ან ხმა­დაბ­ლა, გაბ­ზა­რუ­ლი ხმით მითხ­რა:
- მა­ინ­ც­და­მა­ინც იმ მო­მენ­ტ­ში მივ­ხ­ვ­დი რა­ღა­ცას, რო­ცა წას­ვ­ლის გარ­და, აღა­რა­ფე­რი დამ­რ­ჩე­ნია... - მან ხე­ლი ჯი­ბე­ში ჩა­ი­ყო და ტე­ლე­ფო­ნი იმა­ვე წამს და­დუმ­და. - შენ მარ­თა­ლი ხარ, ელ. ნახ­ვამ­დის, - თქვა და გატ­რი­ალ­და.
არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა მი­სი ტკი­ვი­ლით სავ­სე თვა­ლე­ბი, სა­ნამ ზურგს შე­მაქ­ცევ­და...
რას მიხ­ვ­და? რა­ტომ არ მითხ­რა, რა იყო ის `რა­ღაც~? ან რა იგუ­ლის­ხ­მა, რო­ცა თქვა, ვერ ავი­ტან ქა­ლის­გან, რო­მე­ლიც... რა უნ­და ეთ­ქ­ვა? რო­მე­ლიც მძულ­სო? რო­მე­ლიც ძვირ­ფა­სია ჩემ­თ­ვი­სო? იქ­ნებ უნ­და ეთ­ქ­ვა, რო­მე­ლიც მიყ­ვარ­სო?..
ყვე­ლა­ფე­რი ამე­რია თავ­ში.
ბი­ბი წა­ვი­და და კვლავ მარ­ტო დავ­რ­ჩი. ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მქონ­და, თით­ქოს ჩე­მი გუ­ლი დავ­დე ფსო­ნად ბან­ქოს თა­მა­ში­სას და წა­ვა­გე...
რო­გორც კი გა­ვი­და, ფან­ჯა­რას მივ­ვარ­დი და ეზო­ში გა­და­ვი­ხე­დე. ვხე­დავ­დი, რო­გორ გა­დი­ო­და ქუ­ჩა­ში. თით­ქოს გუ­ლი გას­კ­და და ათას წვრილ ნამ­ს­ხ­ვ­რე­ვად მი­მო­ი­ფან­ტა ჩემს სხე­ულ­ში. გა­ვა­კე­თე ის, რაც მინ­დო­და - სა­თა­და­რი­გო­თა სკამ­ზე გა­დავ­ს­ვი ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი. წე­სით, კმა­ყო­ფი­ლი უნ­და დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ვერ ვი­ვიწყებ­დი მი­სი ტკი­ვი­ლით სავ­სე თვა­ლებს. მკვდა­რი­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, თით­ქოს სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­ნად­გუ­რა ჩემ­მა ერ­თ­მა სიტყ­ვამ. ნუ­თუ ამ­ხე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქონ­და მის­თ­ვის ჩემს ნათ­ქ­ვამს?! ძლივს შე­ვი­კა­ვე თა­ვი, ბო­დი­შის მო­სახ­დე­ლად არ გავ­კი­დე­ბო­დი.
მუხ­ლებ­ზე და­ვეშ­ვი და თა­ვი ხე­ლებ­ში ჩავ­რ­გე. ასეთ ფორ­მა­ში ჯერ ჩემს და­ქა­ლებ­საც არ ვუ­ნა­ხავ­ვარ. ბი­ბის ხომ - მით უმე­ტეს, ცოცხა­ლი თა­ვით არ და­ვე­ნახ­ვე­ბო­დი ასე. არა­და, თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე შე­მათ­ვა­ლი­ე­რა და გა­ო­ცე­ბა ვერ შე­ვატყ­ვე, თუმ­ცა, ვერც იმას და­ვი­ჯე­რებ, რომ სა­ში­ნაო ტან­საც­მელ­სა და სათ­ვა­ლის მიღ­მა მიმ­ზიდ­ვე­ლი ქა­ლი და­ი­ნა­ხა.
მითხ­რა, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხა­რო. თვა­ლე­ბი მაგ­რად დავ­ხუ­ჭე, რა­თა მეხ­სი­ე­რე­ბი­დან ამო­მე­შა­ლა ის ნა­ზი გა­მო­ხედ­ვა, ამ სიტყ­ვე­ბის წარ­მოთ­ქ­მი­სას რომ ჰქონ­და. რა და­ე­მარ­თა, დაბ­რ­მავ­და? ეშ­მაკ­მა უწყის, რას ვგა­ვარ, ის კი კომ­პ­ლი­მენ­ტე­ბით მავ­სებს. ეს და­ცინ­ვა არ არის?.. მაგ­რამ თუ­კი სი­მარ­თ­ლეს ამ­ბობ­და? ნუ­თუ წარ­სუ­ლის ში­ში ისე მაქვს გამ­ჯ­და­რი სულ­ში, რომ დღემ­დე მომ­დევს? იქ­ნებ ამ ში­შის გა­მო სა­მუ­და­მოდ დავ­კარ­გე ბედ­ნი­ე­რე­ბის შან­სი? ნუ­თუ ხე­ლი­დან გა­ვუშ­ვი ჩე­მი ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი?
ჩე­მი ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი! თით­ქოს აღ­მო­ჩე­ნა გა­ვა­კე­თე! მხო­ლოდ ახ­ლა მივ­ხ­ვ­დი, რომ ბი­ბი ჩე­მი ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ფი­ლა!
ფეხ­ზე წა­მოვ­ხ­ტი და კვლავ ფან­ჯა­რას ვე­ცი. სწო­რედ ამ დროს ბი­ბის მან­ქა­ნა მო­სახ­ვევ­ში მი­ი­მა­ლა. რა ვქნა, ხომ არ და­ვუ­რე­კო და მო­ვაბ­რუ­ნო? ავ­წ­რი­ალ­დი. კარ­გა ხანს ვებ­რ­ძო­დი ჩემს თავს, არ მინ­დო­და ნაჩ­ქა­რე­ვი ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა... ბო­ლოს გა­და­ვი­ფიქ­რე და­რეკ­ვა: აჯო­ბებს, ორი­ვე­ნი დავ­მ­შ­ვიდ­დეთ, კი­დევ ერ­თხელ გა­ვი­აზ­როთ ყვე­ლა­ფე­რი და ცი­ვი გო­ნე­ბით გა­დავ­წყ­ვი­ტოთ, რო­გორ ჯო­ბია.
ერთ რა­მე­ში ნამ­დ­ვი­ლად ვი­ყა­ვი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი - ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი სა­უ­ბა­რი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში...

სა­მი დღის შემ­დეგ ისე­თი ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, თავ­ზა­რი და­მე­ცა. მე­გიმ და­მი­რე­კა და მო­კითხ­ვის შემ­დეგ თავ­ზარ­დამ­ცე­მი ინ­ფორ­მა­ცია `მა­ხა­რა~:
- იცი, ბი­ბი კი­ევ­ში რომ გა­ემ­გ­ზავ­რა?
ცხე­ლი ტა­ფა, რო­მე­ლიც ხელ­ში მე­ჭი­რა, ლა­მის გა­მი­ვარ­და. ტა­ფა კი და­ვი­ჭი­რე, მაგ­რამ ხა­ჭა­პუ­რი უშ­ნოდ და­ე­პერ­ტყა მა­გი­და­ზე და შუ­ა­ზე გა­დას­კ­და.
- რო­დის წა­ვი­და? - სუნ­თ­ქ­ვა­შეკ­რულ­მა ძლივს ამოვ­თ­ქ­ვი.
- წუ­ხელ. თენ­გოს კომ­პა­ნი­ის სა­რეკ­ლა­მო რგო­ლე­ბი იქ უნ­და და­ამ­ზა­დონ.
- და რამ­დე­ნი ხნით?
- თვის ბო­ლოს ჩა­მო­ვა. არ გი­ლა­პა­რა­კია მას­თან, ხომ?
- არა, - ყრუდ მი­ვუ­გე და მუხ­ლებ­მოკ­ვე­თი­ლი, სკამ­ზე ჩა­მოვ­ჯე­ქი.
- დე­ბი­ლი ხარ. ტყუ­ი­ლად გე­ჩი­ჩი­ნეთ მაგ­დე­ნი? რო­გო­რი გა­უ­გო­ნა­რი ხარ ხან­და­ხან, რა! ფუჰ... არა­ვის არ უს­მენ. ასე­თი კა­ცის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა იქ­ნე­ბა, გო­გო?! ძა­ლი­ან გა­მაბ­რა­ზე, შენ­თან ლა­პა­რა­კიც არ მინ­და! - გამ­თათხა და­ქალ­მა და ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­თი­შა.
გონს ვერ მოვ­დი­ო­დი. არ მინ­დო­და იმის და­ჯე­რე­ბა, რაც მო­ვის­მი­ნე. ეს რო­გორ გა­ა­კე­თა? ასე უბ­რა­ლოდ, ად­გა და წა­ვი­და. არც კი გა­ვახ­სენ­დი - დამ­ტო­ვა დამ­ს­ხ­ვ­რე­უ­ლი გუ­ლით და სრულ სი­მარ­ტო­ვე­ში!
დეპ­რე­სია და­მეწყო. არა­ვის ნახ­ვა არ მინ­დო­და, ვერც მუ­შა­ო­ბას ვუ­დებ­დი გულს. ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ში­ნე­ლე­ბა ის იყო, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლიც არ მსი­ა­მოვ­ნებ­და. ად­რე სტრესს სწო­რედ ეს მიხ­ს­ნი­და, ახ­ლა კი პი­რი­ქით, იქით გა­ხედ­ვაც არ მინ­დო­და.

ასე გა­ვი­და ორი კვი­რა. ბო­ლოს ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და ბი­ბის სამ­სა­ხურს მი­ვა­დე­ქი. იქ ვი­ღაც და­თო გა­ვი­ცა­ნი, მი­სი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, რო­მელ­მაც, ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძა­ლი­ან გულ­ღი­ად მი­მი­ღო და ბი­ბის სა­მუ­შაო კა­ბი­ნეტ­ში შე­მა­ცი­ლა. ვი­ფიქ­რე, წე­რილს და­ვუ­ტო­ვებ მა­გი­და­ზე და რომ ჩა­მო­ვა, ნა­ხავს-მეთ­ქი. მინ­დო­და, ისე­თი რა­მე და­მე­წე­რა, რაც აიძუ­ლებ­და, ჩა­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე და­ე­რე­კა ჩემ­თ­ვის. მა­გი­და აკუ­რა­ტუ­ლად იყო მი­ლა­გე­ბუ­ლი. იქ­ვე რამ­დე­ნი­მე ბლოკ­ნო­ტი იდო. ორი მათ­გა­ნი რა­ღაც შე­ნიშ­ვ­ნე­ბით აღ­მოჩ­ნ­და გა­ძეძ­გი­ლი, მე­სა­მე - ცა­რი­ე­ლი. სწო­რედ ეს ბლოკ­ნო­ტი და­ვი­დე წინ და კა­ლა­მი მო­ვი­მარ­ჯ­ვე. ჩემ­და გა­სა­ოც­რად, სიტყ­ვებს თა­ვი ვერ მო­ვუ­ყა­რე. არ ვი­ცო­დი, რო­გორ და­მეწყო წე­რი­ლის წე­რა და, სა­ერ­თოდ, რა და­მე­წე­რა. რამ­დე­ნი­მე ფურ­ცე­ლი გა­ვა­ფუ­ჭე, ამოვ­ხიე, დავ­კუ­ჭე და ჩან­თა­ში ჩა­ვი­დე, რომ იქ არ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა.
ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, თა­ვი მო­ვა­ბი და და­ვიწყე: `ბი­ბი, გა­მარ­ჯო­ბა!~ მარ­თ­ლა არ ვი­ცო­დი, რა უნ­და და­მე­წე­რა, მაგ­რამ სიტყ­ვე­ბი თით­ქოს თა­ვის­თა­ვად და­ლაგ­და ფურ­ცელ­ზე. წე­რი­ლის ში­ნა­არ­სი იმა­ში მდგო­მა­რე­ობ­და, რომ ვი­ნა­ნი­ებ­დი მას­თან უხე­შად სა­უ­ბარს ჩვე­ნი ბო­ლო შეხ­ვედ­რის დროს, ბო­დიშს ვუხ­დი­დი და მის­გან ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბას მო­ვითხოვ­დი, რა­ტომ მო­მექ­ცა ასე. თუ სა­თა­ნა­დოდ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ჩემს მოთხოვ­ნას, `ვე­მუქ­რე­ბო­დი~, რომ კა­რავს დავ­ცემ­დი მი­სი ოფი­სის წინ და შიმ­ში­ლო­ბას გა­მო­ვაცხა­დებ­დი, სა­ნამ პა­სუხს გამ­ცემ­და. მე კი მთე­ლი ქვეყ­ნის გა­სა­გო­ნად ვიყ­ვი­რებ­დი, რა­საც მას­ზე ვფიქ­რობ­დი. `ბო­ლოს ისე წა­მოხ­ვე­დი ჩემ­გან, რომ არა­ფე­რი ამიხ­სე­ნი. ამ­ჯე­რად არ მოგ­ცემ უფ­ლე­ბას, იგი­ვე გა­ი­მე­ო­რო. გე­ლო­დე­ბი~.
წე­რი­ლი ასე მთავ­რ­დე­ბო­და.

გაგრძელება იქნება

ავტორი სვეტა კვარაცხელია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
taa
vau shesanisnavivau shesanisnavia
20:17 / 29-09-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93