ნოველები

მთა­ვა­რი რო­ლი (თავი XV)

მთა­ვა­რი რო­ლი (თავი XV)
ის იყო, ღუ­მე­ლი გა­მო­ვა­ღე და შო­კო­ლა­დის ნამ­ცხ­ვა­რი უნ­და გა­მო­მე­ღო, რომ ტე­ლე­ფონ­მა და­რე­კა. მე­გო­ნა, ჩე­მი გო­გო­ე­ბი მი­რე­კავ­დ­ნენ, ამი­ტომ არ ვიჩ­ქა­რე. ნამ­ცხ­ვა­რი ლან­გარ­ზე გა­და­ვი­ღე და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ავი­ღე ყურ­მი­ლი.
- ელ, გა­მარ­ჯო­ბა!
გუ­ლი ისე შე­მიფ­რ­თხი­ალ­და, თით­ქოს სა­გუ­ლე­დან ამოფ­რინ­დაო. იმ­დე­ნად იმოქ­მე­და მის­მა ზარ­მა, მა­გი­დის კი­დეს ჩა­ვებღა­უ­ჭე, არ წა­ვიქ­ცე-მეთ­ქი. სი­ხა­რუ­ლის­გან მუხ­ლე­ბი ამი­კან­კალ­და.
- გა­გი­მარ­ჯოს. რო­გორ ხარ?
- ამ­წუ­თას ჩა­მოვ­ფ­რინ­დი, კი­ევ­ში ვი­ყა­ვი.
- ვი­ცი.
- შე­ნი წე­რი­ლი ვნა­ხე და და­გი­რე­კე.
- აკი, ამ­წუ­თას ჩა­მოვ­ფ­რინ­დიო?
- მინ­დო­და მეთ­ქ­ვა, ამ­წუ­თას შე­მო­ვე­დი
კა­ბი­ნეტ­ში-მეთ­ქი.
- გა­სა­გე­ბია.
- შე­ნი ნახ­ვა მინ­და... - ყოყ­მა­ნის მსგავ­სი პა­უ­ზა გა­ა­კე­თა, სა­ნამ გა­აგ­რ­ძე­ლებ­და. - იმი­ტომ გი­რე­კავ, რომ წი­ნას­წარ გა­გაფ­რ­თხი­ლო.
ხმა­ში აშ­კა­რად და­ეტყო შე­ფა­რუ­ლი ირო­ნია, რა­მაც გა­მა­ცი­ნა.
- ვხე­დავ, შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლობ. მეც მინ­და შე­ნი ნახ­ვა. თუ ძა­ლი­ან არ ხარ დაღ­ლი­ლი, იქ­ნებ შე­მო­მი­ა­რო? შო­კო­ლა­დის "ტორ­წი­კი" გა­მო­ვაცხ­ვე. - "ტორ­წი­კი" ხაზ­გას­მით წარ­მოვ­თ­ქ­ვი.
- მაც­დუ­ნე­ბე­ლია.
- კი­დევ, ვაშ­ლის "პე­რო­გი" მაქვს, ქა­დე­ბი, კრუ­ა­სა­ნე­ბი და ათა­სი "წვრი­ლე­უ­ლი", - გა­ვი­ხუმ­რე.
- მა­გა­რია! სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, თვით­მ­ფ­რი­ნავ­ში არ მი­ჭა­მია, ამი­ტომ სი­ა­მოვ­ნე­ბით და­გეწ­ვე­ვი. თხუთ­მეტ წუთ­ში შენ­თან ვარ.
ბევ­რი რამ მინ­დო­და მეთ­ქ­ვა. უნ­და და­მეწყო პა­ტი­ე­ბის თხოვ­ნით და "მე შენ მიყ­ვარ­ხარ"-ით და­მემ­თავ­რე­ბი­ნა, მაგ­რამ თა­ვი შე­ვი­კა­ვე და მხო­ლოდ ეს ვუთხა­რი:
- მო­უთ­მენ­ლად გე­ლი.
- უკ­ვე მოვ­რ­ბი­ვარ! - სი­ხა­რუ­ლით სავ­სე ხმით შეს­ძა­ხა და გა­მი­თი­შა.
ყურ­მი­ლი მკერ­დ­ზე მი­ვი­დე და ისე ჩა­ვი­ხუ­ტე, თით­ქოს მინ­დო­და, მი­სი სიტყ­ვე­ბი პირ­და­პირ გულ­ში ჩა­სუ­ლი­ყო და გა­ვეთ­ბე.
თხუთ­მე­ტი წუ­თი...
უამ­რა­ვი დრო მქონ­და, თა­ვი მო­მე­წეს­რი­გე­ბი­ნა. სა­ძი­ნე­ბელ­ში შევ­ვარ­დი და სარ­კის წინ დავ­ჯე­ქი. ჯერ თმა ჩა­მო­ვი­შა­ლე, რომ ფე­ნით და­მე­ვარ­ცხ­ნა, მე­რე კი მა­კი­ა­ჟის­თ­ვის მი­მე­ხე­და, მაგ­რამ უეც­რად შევ­ჩერ­დი. მე ხომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ბო­ლომ­დე მარ­თა­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და ბი­ბი არ მო­მეტყუ­ე­ბი­ნა? გა­ნა, და­ტო­ნი­კე­ბუ­ლი სა­ხე, ფე­ნით გას­წო­რე­ბუ­ლი თმა და სა­გან­გე­ბოდ ჩაც­მულ-და­ხუ­რუ­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი ელე­ნე ვიქ­ნე­ბო­დი? მან ისე­თი უნ­და მი­ხი­ლოს, რო­გო­რიც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ვარ. ჩე­მი აღი­ა­რე­ბა ამ­ჯე­რად ბევ­რად გულ­წ­რ­ფე­ლი იქ­ნე­ბა. დად­გა დრო, გა­მო­ვემ­შ­ვი­დო­ბო ძველ ში­შებ­სა და სი­სუს­ტე­ებს.
ამას წი­ნათ, რო­ცა უდ­როო დროს წა­მო­მად­გა თავ­ზე და ფორ­მა­ში არ ვი­ყა­ვი, ისე ავ­ნერ­ვი­ულ­დი, თა­ვი ხელ­ში ვერ ავიყ­ვა­ნე, რად­გან მე­გო­ნა, ჩემ და­ნახ­ვა­ზე მა­შინ­ვე გატ­რი­ალ­დე­ბო­და და უკან­მო­უ­ხე­და­ვად გა­იქ­ცე­ო­და, რო­გორც წლე­ბის წინ. მაგ­რამ ასე არ მო­იქ­ცა. ის მო­დის, ესე იგი, ბრუნ­დე­ბა. შე­საძ­ლოა, იმი­ტომ მო­დის, რომ მითხ­რას, გი­ჟი ხა­რო. მე­რე რა? მითხ­რას, მშვი­დად მო­ვუს­მენ. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ეს არის შან­სი ჩემ­თ­ვის და იგი ხე­ლი­დან არ უნ­და გა­ვუშ­ვა.
უკა­ნას­კ­ნე­ლად გავ­ხე­დე ჩე­მი კოს­მე­ტი­კის "ყუ­ლა­ბას", მო­დუ­რი ტან­საც­მ­ლით სავ­სე კა­რა­დას და დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­უ­ლად გა­მო­ვე­დი ოთა­ხი­დან. კვლავ სამ­ზა­რე­უ­ლოს მი­ვა­შუ­რე და სუფ­რის გაშ­ლას შე­ვუ­დე­ქი. ისე ვღე­ლავ­დი, ყვე­ლა­ფე­რი ხე­ლი­დან მი­ვარ­დე­ბო­და. მე­ში­ნო­და, ჩემ და­ნახ­ვა­ზე სა­ხე არ შესც­ვ­ლო­და და უკან გაბ­რუ­ნე­ბა არ მო­ე­სურ­ვე­ბი­ნა.

თით­ქოს გულ­მა მიგ­რ­ძ­ნო, რომ მო­ვი­და. კა­რი გა­მო­ვა­ღე და ად­გილ­ზე გავ­შეშ­დი. ბი­ბი­საც ჰა­ერ­ში დარ­ჩა აწე­უ­ლი ხე­ლი, ზა­რის და­სა­რე­კად რომ შე­ე­მარ­თა. გა­ო­ცე­ბუ­ლი მომ­ჩე­რე­ბო­და.
- ვი­ფიქ­რე, კარს ღი­ას დავ­ტო­ვებ-მეთ­ქი, - გავ­წით­ლ­დი და ისე შემ­რ­ცხ­ვა, რომ ტყუ­ი­ლი ვთქვი.
ბი­ბი ხმას არ იღებ­და. ცა­ლი ხე­ლი კვლავ აწე­უ­ლი ეჭი­რა, მე­ო­რეს კი ზურგს უკან მა­ლავ­და.
- რა­მე მოხ­და? - მეც გა­ო­ცე­ბუ­ლი მი­ვა­ჩერ­დი.
- მოხ­და.
- რა? - სუნ­თ­ქ­ვა შე­მეკ­რა. ვი­ფიქ­რე, სა­შინ­ლად არ მო­ვე­წო­ნე და მი­ზეზს ეძებს უკან გა­საბ­რუ­ნებ­ლად-მეთ­ქი.
- რა და... მინ­დო­და, ზა­რი და­მე­რე­კა, ამ დროს კა­რი თა­ვი­სით გა­ი­ღო და ზღურ­ბ­ლ­ზე ულა­მა­ზე­სი ქა­ლი გა­მოჩ­ნ­და, რო­მელ­საც ცხვირ­ზე ფქვი­ლის კვა­ლი დარ­ჩე­ნია, ლო­ყა­ზე კი - შო­კო­ლა­დის.
ან­გა­რიშ­მი­უ­ცემ­ლად მო­ვის­ვი ხე­ლი ჯერ ცხვირ­ზე, მე­რე - ლო­ყა­ზე.
- ეს შენ, - სა­ზე­ი­მო ხმით წარ­მო­თ­ქ­ვა და ზურგს უკან და­მა­ლუ­ლი ჭრე­ლი იების კო­ნა გა­მო­მი­წო­და. - მარ­თა­ლია, ამას "ა­ნი­უ­ტას თვა­ლებს" ეძა­ხი­ან, მაგ­რამ მე "ე­ლის თვა­ლე­ბი" შე­ვარ­ქ­ვი.
სი­ცი­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე.
- ეგ რო­დის მოხ­და?
- წე­ღან, გზა­ში, - თვი­თო­ნაც გა­ე­ცი­ნა.
- მად­ლო­ბა, ბი­ბი, ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, - თა­ი­გუ­ლი ცხვირ­თან მი­ვი­ტა­ნე და დავ­ყ­ნო­სე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­ცო­დი, ამ იებს სურ­ნე­ლი არ ჰქონ­და.
- იცი, რო­გორ გიხ­დე­ბა თმა ასე?!. - შე­მომ­ღი­მა.
- რო­გორ, ასე?
- გა­ფუმ­ფუ­ლე­ბუ­ლი. გას­წო­რე­ბუ­ლი რო­ცა გაქვს, პა­რი­კი­ვით ჩანს, ახ­ლა კი იმ­დე­ნად ბუ­ნებ­რი­ვია, მინ­და, შე­ვე­ხო.
მის­მა სიტყ­ვებ­მა გუ­ლი გა­მით­ბო. აჭარ­ხ­ლე­ბუ­ლი, გან­ზე გავ­დე­ქი და შე­მო­ვი­პა­ტი­ჟე:
- შე­მო. იმ­დე­ნი ნამ­ცხ­ვა­რი გა­მო­ვაცხ­ვე, ერთ სა­კონ­დიტ­როს ეყო­ფა.
- გინ­და, გა­მა­სუ­ქო? ისე­დაც მო­ვი­მა­ტე წო­ნა­ში ამ დღე­ებ­ში. კი­ევ­ში სულ ჭა­მას მა­ძა­ლებ­დ­ნენ. ეგო­ნათ, რად­გან სტუმ­რად ვი­ყა­ვი, მე­რი­დე­ბო­და და მში­ე­რი ვკვდე­ბო­დი... აუჰ, რო­გო­რი სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლებს ჰა­ერ­ში! ვაშ­ლის, ვა­ნი­ლის და კა­კა­ო­სი.
- მგო­ნი, გეგ­მას გა­და­ვა­ჭარ­ბე, - წა­მო­ვი­ძა­ხე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შე­სულ­მა. ხე­ლი მა­გი­დის­კენ გა­ვიქ­ნიე, რო­მე­ლიც ისე იყო გა­დავ­სე­ბუ­ლი, ნემ­სი არ ჩა­ვარ­დე­ბო­და.
- მა­გას რა ჯო­ბია? რა არის ცუ­დი იმა­ში, რომ ცხო­ბა გიყ­ვარს?
- მა­შინ ვაცხობ, რო­ცა ვნერ­ვი­უ­ლობ, - გა­მო­ვუტყ­დი და შევ­ხე­დე.
გა­ო­ცე­ბამ გა­და­ურ­ბი­ნა სა­ხე­ზე: რო­გორც ჩანს, ჩემს თვა­ლებ­ში ში­ში გაკ­რ­თა და შე­ამ­ჩ­ნია. თუმ­ცა, არც თვი­თონ იყო ჩემ­ზე ნაკ­ლე­ბად შე­ში­ნე­ბუ­ლი. დაბ­ნე­უ­ლო­ბა რომ გა­ნე­მუხ­ტა, ლო­ყა­ზე თი­თი ჩა­მო­მის­ვა და შო­კო­ლა­დის ლა­ქა მო­მა­ცი­ლა.
- ფქვი­ლიც დაგ­რ­ჩე­ნია ცხვირ­ზე. წე­ღან ხე­ლი კი მო­ის­ვი, მაგ­რამ - სხვა ად­გი­ლას, - გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა.
მეც გა­მე­ცი­ნა.
- მითხა­რი, ორი­ვე რა­ტომ ვნერ­ვი­უ­ლობთ? - ვე­ღარ მო­ით­მი­ნა და მკითხა.
- ორ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი შე­კითხ­ვაა, - მი­ვუ­გე პა­სუ­ხად და შევ­ბ­რუნ­დი, რა­თა კა­რა­დის თავ­ზე შე­მო­დე­ბუ­ლი ლარ­ნა­კე­ბი­დან იების­თ­ვის სა­თა­ნა­დო ზო­მის შე­მერ­ჩია. თან სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ვე­ცი ბი­ბის, კარ­გად შე­ვეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნე და­უ­ხა­ტა­ვი, უმა­კი­ა­ჟო და სა­ში­ნაო ტან­საც­მელ­ში.
იმ დრა­მა­ტუ­ლი დღის გარ­და, თავ­ზე გა­უფ­რ­თხი­ლებ­ლად რომ წა­მო­მად­გა და შოკ­ში ჩა­მაგ­დო, არას­დ­როს ვუ­ნა­ხავ­ვარ სა­ში­ნაო ფორ­მა­ში. და­ხე­უ­ლი ჯინ­სის შარ­ვა­ლი მეც­ვა, მოკ­ლე, დათ­ბი­ლუ­ლი მა­ი­სუ­რი და ბეწ­ვის ჩუს­ტე­ბი.
- ჩემს კითხ­ვას არ უპა­სუ­ხე, - შეც­ვ­ლი­ლი ხმით მითხ­რა.
ღი­მი­ლით შე­მოვ­ბ­რუნ­დი მის­კენ.
- რამ­დე­ნი გაქვს დრო? ცო­ტა ხანს მა­ინც დარ­ჩე­ბი? - სიტყ­ვა ბან­ზე ავუგ­დე.
- არ­სად არ მეჩ­ქა­რე­ბა, - ამ სიტყ­ვე­ბით სკა­მი გა­მოს­წია და მა­გი­დას მი­უჯ­და. - რაც უფ­რო მა­ლე გა­ვარ­კ­ვევთ ყვე­ლა­ფერს, მით უფ­რო გემ­რი­ე­ლად მი­ვირ­თ­მევ შენს კუ­ლი­ნა­რი­ულ შე­დევ­რებს. დღეს უნ­და გითხ­რა, რა­ტომ გაქ­ციე ზურ­გი რვა წლის წინ და რი­სი კომ­პ­ლექ­სიც მა­წუ­ხებ­და.
ჩე­მი ნერ­ვი­უ­ლი ჩა­ცი­ნე­ბა, იებით ხელ­ში აქეთ-იქით ბო­რი­ა­ლი და აშ­კა­რა დაბ­ნე­უ­ლო­ბა იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ ვფო­რი­ა­ქობ­დი. მას ჩე­მი აღელ­ვე­ბა არ გა­მოჰ­პარ­ვია.
- მარ­თა­ლი ხარ, - ვთქვი ამო­ოხ­ვ­რით, ლარ­ნა­კი წყლით გა­ვავ­სე და იები ჩავ­დე. - არ ვი­ცი, სა­ი­დან და­ვიწყო.
- ოღონდ არ მითხ­რა, რომ შენც სა­ში­ნე­ლი სა­ი­დუმ­ლოს გამ­ხე­ლას აპი­რებ, - ვი­თომ გა­ი­ხუმ­რა, მაგ­რამ ისე და­ვი­ძა­ბე, შევ­კ­რ­თი. ისე ავ­კან­კალ­დი, ლა­მის მო­ვიკ­ვ­ნი­ტე ქვე­და ტუ­ჩი და რად­გან იები ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე შე­მოვ­დ­გი, ხე­ლე­ბი სად წა­მე­ღო, არ ვი­ცო­დი. სა­კუ­თარ თმას წა­ვე­ტა­ნე და თით­ზე და­ვიხ­ვიე.
- შენ ხომ აპი­რებ სა­ი­დუმ­ლოს გამ­ხე­ლას? - და­ვა­ზუს­ტე. - ჰო­და, შენ­ვე და­იწყე, - ძლივს ამოვ­ღერ­ღე სათ­ქ­მე­ლი.
- კარ­გი, და­ვიწყებ, ოღონდ და­ჯე­ქი.
- ნუ­თუ ასე სე­რი­ო­ზუ­ლა­დაა საქ­მე? - შუბ­ლი შე­ვიჭ­მუხ­ნე და ცხვირ­ზე წა­მო­კო­სე­ბუ­ლი სათ­ვა­ლე თი­თით ავი­წიე. მან თვა­ლი გა­ა­ყო­ლა ჩემს თითს და ისე შე­მომ­ხე­და, მივ­ხ­ვ­დი, მხო­ლოდ ახ­ლა­ღა შე­ამ­ჩ­ნია, რომ სათ­ვა­ლე მე­კე­თა.
- ძა­ლი­ან მო­დუ­რი სათ­ვა­ლეა, მაგ­რამ მა­ინც სკო­ლისდრო­ინ­დელ ელე­ნეს მა­გო­ნებ.
- წა­მო, სას­ტუმ­რო ოთახ­ში გა­და­ვი­დეთ, უფ­რო მყუდ­როდ ვიქ­ნე­ბით. და­ლევ რა­მეს? - დროს ვა­ჭი­ა­ნუ­რებ­დი, რომ დავ­მ­შ­ვი­დე­ბუ­ლი­ყა­ვი.
- სი­ა­მოვ­ნე­ბით, მაგ­რამ ახ­ლა არა. მირ­ჩევ­ნია, ჯერ ჩე­მი სათ­ქ­მე­ლი მო­ვამ­თავ­რო.
- არც ნამ­ცხ­ვ­რე­ბი წა­მო­ვი­ღოთ?
- არა. მე­რე ისევ დავ­ბ­რუნ­დეთ... თუ ამის ხა­სი­ათ­ზე ვიქ­ნე­ბით.
კა­ნი ამე­ხორ­კ­ლა მის სიტყ­ვებ­ზე. გა­ნა, რა უნ­და ეთ­ქ­ვა ისე­თი, რომ მი­სი სა­ი­დუმ­ლოს გა­გე­ბის შემ­დეგ მას­თან ვახ­შ­მო­ბის სურ­ვი­ლი გამ­ნე­ლე­ბო­და? უსი­ა­მოვ­ნო წი­ნათ­გ­რ­ძ­ნო­ბამ დამ­რია ხე­ლი.
სას­ტუმ­რო ოთახ­ში გა­ვე­დი და დი­ვან­ზე დავ­ჯე­ქი. ბი­ბი გვერ­დით მო­მიჯ­და. მხრით ვე­ხე­ბო­დით ერ­თ­მა­ნეთს. ამ­ჯე­რად აღარ გა­ვი­წიე, თუმ­ცა დამ­ფ­რ­თხა­ლი ვი­ყუ­რე­ბო­დი. ბი­ბი რა­ღაც­ნა­ი­რად შე­ირ­ხა, მე­რე ხე­ლი ჯი­ბე­ში ჩა­ი­ყო და იქი­დან ოთხად გა­კე­ცი­ლი თა­ბა­ხის ფურ­ცე­ლი ამო­ი­ღო. მე­რე მო­მუ­ჭუ­ლი ხე­ლი პირ­თან მი­ი­ტა­ნა და ჩა­ახ­ვე­ლა. მივ­ხ­ვ­დი, სა­ჭი­რო სიტყ­ვებს ეძებ­და "აღ­სა­რე­ბის" და­საწყე­ბად.
- შენ­თ­ვის იმ სა­ღა­მოს მინ­დო­და სი­მარ­თ­ლის თქმა, სამ­სა­ხუ­რი­დან რომ და­გი­რე­კე და მოს­ვ­ლას შეგ­პირ­დი, მაგ­რამ პრობ­ლე­მე­ბის გა­მო ვე­ღარ შევ­ძე­ლი თა­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ვერ მო­ვაღ­წიე აქამ­დე. შემ­დეგ უდ­როო დროს მო­ვე­დი, გა­უფ­რ­თხი­ლებ­ლად და ისეთ ფორ­მა­ში გნა­ხე, შენ რომ არ ისურ­ვებ­დი. დღეს შენ ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებ, მაგ­რამ იმის­თ­ვის, რომ მიხ­ვედ­რა გა­გი­ად­ვილ­დეს, ჯერ ეს ნა­ხე, - მან თი­თებ­ში შე­ა­თა­მა­შა ფურ­ცე­ლი და გა­მო­მი­წო­და.
ფურ­ცე­ლი გა­მო­ვარ­თ­ვი, გავ­შა­ლე და დავ­ხე­დე... რა­ღაც ნა­წე­რი იყო, მაგ­რამ ისე­თი აბ­და­უბ­და, თა­ვი და ბო­ლო ვერ გა­ვუ­გე. უში­ნა­არ­სო­ბას კი­დევ აიტან­და კა­ცი, მაგ­რამ ჩაყ­ლა­პუ­ლი ასო­ე­ბი სრუ­ლი­ად უაზ­როს ხდი­და თი­თო­ე­ულ წი­ნა­და­დე­ბას. გარ­და ამი­სა, ერთ სწორ სტრი­ქონ­ზე კი არ იყო სიტყ­ვე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლი, არა­მედ - ზიგ­ზა­გე­ბად.
- ეს რა არის? ვი­სი ნა­წე­რია? მე­ო­რეკ­ლა­სე­ლი ბავ­შ­ვის? - გა­ო­ცე­ბა ვერ დავ­მა­ლე.
- არა, ეს მე­ა­თეკ­ლა­სე­ლი ბი­ჭის ნა­წე­რია. წე­სით, თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­მაა, სა­თა­უ­რით: "ვინ უნ­და გა­მო­ვი­დე".
- მაგ­რამ... - სა­შინ­ლად და­ვი­ბე­ნი. - მაგ­რამ ეს მე­ა­თეკ­ლა­სე­ლის ნა­წერს არ ჰგავს... დამ­ცი­ნი?
- არ დაგ­ცი­ნი.
- აბა, რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი?
- სწო­რედ ამის ახ­ს­ნა მინ­დო­და შენ­თ­ვის... მე სკო­ლის პე­რი­ოდ­ში დი­დი დე­ფექ­ტი მქონ­და... ცო­ტა ახ­ლაც მაქვს, ბო­ლომ­დე ვერ გან­ვი­კურ­ნე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამე­რი­კა­ში სწო­რედ ამი­ტომ წა­ვე­დი.
- რა დე­ფექ­ტი? - გა­ო­ცე­ბუ­ლი მივ­შ­ტე­რე­ბო­დი. - ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე.
- მე დის­ლექ­სი­ით ვი­ყა­ვი და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. ამის ნა­თე­ლი და­დას­ტუ­რე­ბაა ეს ნა­წე­რი, რო­მელ­საც წლე­ბია, ვი­ნა­ხავ.
- დის­ლექ­სია? მატყუ­ებ? ტე­ტეს არას­დ­როს უთ­ქ­ვამს, რომ დის­ლექ­სია გჭირ­და.
- ტე­ტემ არ იცო­და. არა­ვინ იცო­და, არც ერ­თ­მა ჩემ­მა კლა­სელ­მა. მას­წავ­ლებ­ლებ­მაც კი არ იცოდ­ნენ. ეგო­ნათ, გო­ნე­ბაჩ­ლუნ­გი ვი­ყა­ვი და შეთ­ვი­სე­ბის უნა­რი არ მქონ­და. ჩემ­მა მშობ­ლებ­მაც გვი­ან გა­ი­გეს, რო­ცა დე­და­ჩემს მის­მა თა­ნამ­შ­რო­მელ­მა უთხ­რა, რომ­ლის შვი­ლიც ზუს­ტად ჩემ­სა­ვით იყო ავად.
- დის­ლექ­სია ავად­მ­ყო­ფო­ბა არ არის. აინ­შ­ტა­ინ­საც სჭირ­და იგი, ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი­საც...
- ვი­ცი, ვი­ცი. ამ­ბო­ბენ, ჯორჯ ბუ­შიც იტან­ჯე­ბო­და დის­ლექ­სი­ით და ტომ კრუ­ზიც ასე­თი­ვე დღე­შიაო, მაგ­რამ ეს ჩემ­თ­ვის შვე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ არის.
- მა­პა­ტიე, მაგ­რამ მე ვე­რა­ფერს გატყობ... არც სკო­ლის პე­რი­ოდ­ში შე­მიმ­ჩ­ნე­ვია.
- იმი­ტომ, რომ მა­შინ ისე ახ­ლოს არ ვი­ყა­ვით ერ­თ­მა­ნეთ­თან. ახ­ლა კი ისე აღარ მა­წუ­ხებს, ვიმ­კურ­ნა­ლე და დღემ­დე ბევრს ვმუ­შა­ობ სა­კუ­თარ თავ­ზე.
- და რა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და შე­ნი დე­ფექ­ტი?
- იმა­ში, რომ წე­სი­ე­რად კითხ­ვაც კი არ შე­მეძ­ლო. და­მარ­ც­ვ­ლით ვკითხუ­ლობ­დი, წე­რით კი სა­ერ­თოდ ვერ ვწერ­დი. ასო­ებს ვყლა­პავ­დი, წი­ნა­და­დე­ბებს ვერ ვა­ყა­ლი­ბებ­დი წე­რი­ლო­ბით, გაკ­ვე­თილს ვერ ვყვე­ბო­დი, და­მახ­სოვ­რე­ბის უნა­რი სა­ერ­თოდ არ მქონ­და.
- ნიუ-იორ­კ­ში იმ­კურ­ნა­ლე?
- რა თქმა უნ­და, სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან, ლო­გო­პე­დებ­თან... ბი­ძა­ჩე­მი თან გა­დამ­ყ­ვა. შენ არც იცი, რომ სკო­ლა სა­მი წლით გვი­ან და­ვამ­თავ­რე. უფ­რო სწო­რად, ატეს­ტა­ტი მომ­ცეს სა­მი წლის შემ­დეგ, რად­გან გა­მოც­დე­ბი ვერ ჩა­ვა­ბა­რე. არც ეს იცი­ან ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა. მე­რე დრო­ე­ბით ჩა­მო­ვე­დი ამე­რი­კი­დან, გა­სა­უბ­რე­ბა გა­ვი­ა­რე ყვე­ლა სა­გან­ში და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მომ­ცეს ატეს­ტა­ტი. მე­რე ისევ გა­ვემ­გ­ზავ­რე და სწავ­ლა იქ გა­ვაგ­რ­ძე­ლე... აბა, რო­გორ მოგ­წონს?
უკ­ვე აღარ ვი­ღუ­შე­ბო­დი, ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­და.
- დი­აგ­ნო­ზი რო­გორ და­გიდ­გი­ნეს?
- ამ ნა­წე­რის მი­ხედ­ვით. იმი­ტო­მაც ვი­ნა­ხავ.
ისე შე­მე­ცო­და, უფ­რო ახ­ლოს მი­ვი­წიე მის­კენ და მხარ­ზე მი­ვე­კა­რი.
- წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და, რა დღე­ებს გა­მო­ივ­ლი­დი სკო­ლის პე­რი­ოდ­ში. მაგ­რამ ახ­ლა ხომ ყვე­ლა­ფე­რი უკან მო­ი­ტო­ვე. შე­ხე­დე, რო­გო­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ხარ, ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო შენს პრო­ფე­სი­ა­ში.
- ჰო­და, ამი­ტო­მაც ვა­თე­ნებ­დი ღა­მე­ებს, სა­ნამ რეკ­ლა­მის პრო­ექტს გა­ვა­კე­თებ­დი და პრე­ზენ­ტა­ცი­ის­თ­ვის მო­ვემ­ზა­დე­ბო­დი. ქარ­თუ­ლად ჯერ კი­დევ მი­ჭირს ტექ­ს­ტე­ბის წე­რა, ნა­წე­რის წა­კითხ­ვა და აღ­ქ­მა. სა­მა­გი­ე­როდ, ინ­ტუ­ი­ცია მაქვს კარ­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და ში­ნა­გა­ნი ალ­ღო ბევრ რა­მეს მკარ­ნა­ხობს. წარ­მო­იდ­გი­ნე, ტექ­ს­ტებს ლა­მის სამ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ვხე­დავ, რაც მეხ­მა­რე­ბა კი­დე­ვაც, არა­ორ­დი­ნა­რუ­ლი იდე­ე­ბი მო­მი­ვი­დეს თავ­ში და მომ­გე­ბი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლო. შენ კი გე­გო­ნა, რომ ჩემ­თ­ვის კა­რი­ე­რა იყო მთა­ვა­რი. რა თქმა უნ­და, კა­რი­ე­რაც მთა­ვა­რია, მაგ­რამ არა - უმ­თავ­რე­სი. კი­ევ­ში რომ ვი­ყა­ვი, ისე მო­ვე­წო­ნე იქ მსხვი­ლი ფირ­მე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, დარ­ჩე­ნა შე­მომ­თა­ვა­ზეს, კარგ სამ­სა­ხურს და მა­ღალ ხელ­ფასს დამ­პირ­დ­ნენ. პრინ­ციპ­ში, ჩემ­თ­ვის მომ­გე­ბი­ა­ნი ნამ­დ­ვი­ლად არის, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში დი­დი გა­სა­ქა­ნი ჩე­მის­თა­ნა ადა­მი­ანს არა აქვს. მით უმე­ტეს, რომ ქვე­ყა­ნა­ზე არა­ვის იმე­დი არ მაქვს. ჩემს მშობ­ლებ­საც კი ჩაქ­ნე­უ­ლი ჰქონ­დათ ჩემ­ზე ხე­ლი, ეგო­ნათ, გა­ნუ­ვი­თა­რე­ბე­ლი ვი­ყა­ვი და, რომ არა ასა­კი, ალ­ბათ გო­ნე­ბა­შეზღუ­დულ­თა სკო­ლა­ში მიკ­რავ­დ­ნენ თავს.
- დე­და­შე­ნის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი მო­გევ­ლი­ნა მხსნე­ლად, არა?
- და ბი­ძა­ჩე­მი. მან და­ი­ჟი­ნა, მე წა­ვიყ­ვან და ნიუ-იორ­კ­ში ვუმ­კურ­ნა­ლე­ბო.
- კარ­გი ბი­ძა გყო­ლია.
- მა­გა­რი! ვიმ­კურ­ნა­ლე, ვის­წავ­ლე, რო­გორ უნ­და მებ­რ­ძო­ლა ამ დე­ფექ­ტის წი­ნა­აღ­მ­დეგ და გა­მო­მი­ვი­და. მას შემ­დეგ უკან აღარ გა­მი­ხე­დავს.
- მი­ხა­რია. უნ­და იამა­ყო სა­კუ­თა­რი თა­ვით.
გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მოს­მე­ნი­ლით. სათ­ქ­მელს თავს ძლივს ვუყ­რი­დი.
- ვა­მა­ყობ, მაგ­რამ ერთ რა­მეს ვნა­ნობ: იდი­ო­ტი­ვით მო­ვი­ქე­ცი იმ სა­ღა­მოს, ტე­ტეს და­ბა­დე­ბის დღე­ზე, და აქამ­დე ვერ მი­პა­ტი­ე­ბია ჩე­მი თა­ვის­თ­ვის. მაგ­რამ შე­მე­შინ­და. მე­გო­ნა, შენ ყვე­ლა­ფერს ხვდე­ბო­დი.
- იმის გა­მო გა­ი­ქე­ცი, რომ დის­ლექ­სია გჭირ­და? - თვა­ლი თვალ­ში გა­ვუ­ყა­რე.
- მე შენ ყო­ველ­თ­ვის მომ­წონ­დი, მაგ­რამ მე­რი­დე­ბო­და ამის გა­მო­ხატ­ვა. ჯერ ერ­თი, ჩე­მი მე­გობ­რის და იყა­ვი, მე­ო­რეც - ჩე­მი გა­ჭირ­ვე­ბა მქონ­და. ამი­ტომ სი­ახ­ლო­ვეს არა მარ­ტო შენ­თან, არა­მედ ყვე­ლას­თან გა­ვურ­ბო­დი. მე­გო­ნა, მარ­თ­ლა უნი­ჭო ვი­ყა­ვი და გა­ნათ­ლე­ბას ვე­რას­დ­როს მი­ვი­ღებ­დი ჩე­მი ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი გო­ნე­ბის გა­მო. ვი­ცო­დი, რომ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყა­ვი და სხვებს არ ჰგავ­დი, მაგ­რამ მა­ინც გე­რი­დე­ბო­დი. მე­გო­ნა, შენს ყუ­რადღე­ბას ვე­რას­დ­როს მი­ვიპყ­რობ­დი, მაგ­რამ იმ სა­ღა­მოს ვიგ­რ­ძე­ნი, რომ ძა­ლი­ან ახ­ლოს მოხ­ვე­დი ჩემ­თან. თვა­ლებ­ში ცეცხ­ლი გენ­თო, რო­ცა მე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი.
- ანუ, იმის თქმა გინ­და, რომ ჩემ­მა გა­რეგ­ნო­ბამ კი არა, შენ­მა დე­ფექ­ტ­მა შე­გა­ში­ნა და იმი­ტომ მაქ­ციე ზურ­გი?
ბი­ბი მთე­ლი ტა­ნით ჩემ­კენ შე­მობ­რუნ­და და გა­ო­ცე­ბულ­მა შე­მომ­ხე­და.
- სა­ი­დან მო­ი­ტა­ნე, რომ შენ­მა გა­რეგ­ნო­ბამ შე­მა­ში­ნა? რა შუ­ა­შია ეგ?
შემ­ც­ბარ­მა თი­თი სათ­ვა­ლის­კენ გა­ვიშ­ვი­რე:
- ამის გა­მო... კი­დევ, კი­კი­ნე­ბით რომ დავ­დი­ო­დი, უც­ნა­უ­რად ვიც­ვამ­დი, თმას ბი­ჭი­ვით ვიკ­რეჭ­დი... რა ვი­ცი, გო­გოს არ ვგავ­დი და...
- მე ვერ ვამ­ჩ­ნევ­დი ამე­ებს, რა სი­სუ­ლე­ლეა.
სი­ხა­რუ­ლის­გან ავ­მ­ჩატ­დი, მაგ­რამ მა­ინც ფრთხი­ლად გავ­ხე­დე, რა­თა დავ­რ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, და­სა­ჯე­რე­ბე­ლი იყო თუ არა მი­სი სიტყ­ვე­ბი. მი­სი ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი, ახ­ლა ლურ­ჯი რომ გახ­დო­მო­და, გულ­წ­რ­ფე­ლო­ბის­გან ბრწყი­ნავ­და.
- აბა, რას ამ­ჩ­ნევ­დი? - შე­ვე­კითხე და სუნ­თ­ქ­ვა შე­ვი­კა­რი.
იგი ჩემ­კენ გად­მო­ი­ხა­რა და თი­თის წვე­რე­ბი მი­მო­ა­ტა­რა ჩემს სა­ხე­ზე. ჟრუ­ან­ტელ­მა მთელ სხე­ულ­ში და­მი­ა­რა.
- მე ვამ­ჩ­ნევ­დი სა­ო­ცარ გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ძმა­სა და მა­მას უვ­ლი­და, რო­მე­ლიც თავს არ იზო­გავ­და, რომ კლას­ში პირ­ვე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. და ეს ჭკვი­ა­ნი, სიმ­პა­თი­უ­რი გო­გო­ნა იმ სა­ღა­მოს ისე მი­ყუ­რებ­და, თით­ქოს ძა­ლი­ან ვა­ინ­ტე­რე­სებ­დი. მი­სი მახ­ვილ­გო­ნი­ე­რი რეპ­ლი­კე­ბი გუ­ლი­ა­ნად მა­ცი­ნებ­და და მივ­ხ­ვ­დი, რომ შენ­ში უკ­ვე იკ­ვე­თე­ბო­და იდუ­მა­ლი ქა­ლის ნიშ­ნე­ბი.
- მაგ­რამ შენ მა­ინც წახ­ვე­დი ჩემ­გან, - თვალს არ ვა­შო­რებ­დი, თით­ქოს მზე­რით ვი­ჭერ­დი, რომ არ გამ­ქ­ცე­ო­და.
- გახ­სოვს, რა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით, სა­ნამ კოც­ნას და­გი­პი­რებ­დი?
მა­გას რა და­მა­ვიწყებ­და?! იმ სა­ღა­მოს ყვე­ლა წვრილ­მა­ნი დღემ­დე ზე­პი­რად მახ­სოვ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დი­დი ხა­ნია, და­ვიწყე­ბას ვცდი­ლობ­დი. თან­ხ­მო­ბის ნიშ­ნად, თა­ვი და­ვუქ­ნიე.
- ერ­თ­მა­ნეთს ოც­ნე­ბებს ვუ­ზი­ა­რებ­დით.
- მარ­თა­ლია. ისე შე­მი­ყო­ლია შენ­თან სა­უ­ბარ­მა, კი­ნა­ღამ წა­მომ­ც­და ჩე­მი სა­ი­დუმ­ლო. სწო­რედ იმ დღე­ებ­ში გა­ვი­გეთ, რა მჭირ­და და ჯერ კი­დევ შოკ­ში ვი­ყა­ვი. მივ­ხ­ვ­დი, რომ შენ, შე­ნი ჭკუ­ით, შორს წახ­ვი­დო­დი, მე კი ჩე­მი თა­ვი არაფ­რის მაქ­ნი­სად მი­მაჩ­ნ­და. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ცხოვ­რე­ბა­ში ვე­რა­ფერს მი­ვაღ­წევ­დი.
გუ­ლი მო­მე­წუ­რა, რო­ცა ეს მითხ­რა. ხე­ლე­ბი და­ვუ­ჭი­რე და შე­ვეხ­ვე­წე:
- ძა­ლი­ან გთხოვ, მე­ტი არა­ფე­რი თქვა...
- ნე­ბა მო­მე­ცი, და­ვამ­თავ­რო! - ახ­ლა თვი­თონ და­მი­ჭი­რა ხე­ლე­ბი. - იმ სა­ღა­მოს ისე­თი ლა­მა­ზი იყა­ვი!.. ბრწყი­ნავ­დი ბედ­ნი­ე­რე­ბის­გან. მეც შენ­თან ერ­თად ვოც­ნე­ბობ­დი, მაგ­რამ მე­რე ბი­ჭე­ბი გა­მოჩ­ნ­დ­ნენ და მათ­მა სი­ცილ­მა რე­ა­ლო­ბა­ში და­მაბ­რუ­ნა... და შე­მე­შინ­და, ასე ახ­ლოს რომ მო­გიშ­ვი... შენ მე­ოც­ნე­ბე იყა­ვი, მე კი ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დი შენ­თ­ვის. მივ­ხ­ვ­დი, რომ უნ­და მი­მე­ტო­ვე­ბი­ნე... ამი­ტომ ავ­ყე­ვი ბი­ჭებს და მი­გა­ტო­ვე...


გაგრძელება იქნება
ავტორი სვეტა კვარაცხელია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
თაკო
კარგია
16:13 / 06-10-2019
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ძალიან მომეწონა, საინტერესო იყო. იმედია გაგრძელება მალე იქნება.
21:33 / 03-10-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93