ნოველები

მთა­ვა­რი რო­ლი (დასასრული)

მთა­ვა­რი რო­ლი (დასასრული)
ისე ვი­ყა­ვი დაბ­ნე­უ­ლი, ხმას ვერ ვი­ღებ­დი, არა­და, მეც მინ­დო­და, სიტყ­ვა ჩა­მეგ­დო. მთე­ლი ეს წლე­ბი სრუ­ლი­ად სხვა­ნა­ი­რად ვხსნი­დი იმ სა­ღა­მოს მოვ­ლე­ნებს. ბი­ბის სიტყ­ვებ­მა კი თავ­ზა­რი დამ­ცა, სრულ შოკ­ში ვი­ყა­ვი.
- შენ მარ­თ­ლა ლა­მა­ზად გეჩ­ვე­ნე­ბო­დი? არ მატყუ­ებ? არა­და, ყვე­ლა "დარ­ტყ­მულს" მე­ძახ­და, და­გა­ვიწყ­და? - რო­გორც იქ­ნა, ენა ამო­ვიდ­გი.
- სა­მა­გი­ე­როდ, ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი "დარ­ტყ­მუ­ლი" იყა­ვი, - გა­მი­ღი­მა.
ლა­მის სუნ­თ­ქ­ვა გა­მი­ჩერ­და, რო­ცა მი­სი ტუ­ჩე­ბის ოდ­ნა­ვი, პეპ­ლის ფრთა­სა­ვით შე­ხე­ბა ვიგ­რ­ძე­ნი ლო­ყა­ზე. სულ ოდ­ნავ მო­ვაბ­რუ­ნე თა­ვი და... ჯილ­დოც მი­ვი­ღე - ისე შე­ე­ხო
ჩემს ტუ­ჩებს, ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ვიწყა ამ­ქ­ვეყ­ნად.
რო­ცა ბი­ბი ასე მკოც­ნი­და, თა­ვი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზად მი­მაჩ­ნ­და, ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლად, ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლად. წა­მით ისიც კი და­ვი­ჯე­რე, რომ ერ­თად ყოფ­ნის დი­დი შან­სი გვქონ­და... მაგ­რამ შან­სი აღარ იყო. არ ჰქონ­და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რას ამ­ბობ­და იგი, არც იმას ჰქონ­და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მის სიყ­ვა­რულს ვნატ­რობ­დი, რად­გან ვხვდე­ბო­დი, რომ ეს კა­ცი ჩემ­თ­ვის არ იყო შექ­მ­ნი­ლი. ვე­რას­დ­როს შე­ვუ­რიგ­დე­ბო­დი იმას, რომ მას ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტ­ში შე­ეძ­ლო, ჩემ­თ­ვის ზურ­გი ექ­ცია და კა­რი­ე­რის გა­მო ქვეყ­ნის და­სა­ლი­ერს ჩა­ერ­ბი­ნა.
თით­ქოს გულ­მა უგ­რ­ძ­ნო, რა­საც ვფიქ­რობ­დი, წა­მით გა­ი­რინ­და, მე­რე თა­ვი უკან გა­დას­წია და ხე­ლის­გუ­ლე­ბი სა­ხე­ზე შე­მო­მაჭ­დო. მის თვა­ლებ­ში ბუნ­დო­ვა­ნი ში­ში იკითხე­ბო­და.
- რა­მე ისე ვერ არის?
რო­გორ ვერ ვი­ტან­დი ამ შე­კითხ­ვას! თით­ქოს ფილ­მე­ბი­დან ყო­ფი­ლი­ყოს გად­მოფ­რე­ნი­ლი, ყვე­ლა­ზე ბა­ნა­ლუ­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფილ­მე­ბი­დან... ჰო­და, ახ­ლა სი­მარ­თ­ლეს ვეტყ­ვი. დღეს ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის სა­ი­დუმ­ლო არ უნ­და დაგ­ვ­რ­ჩეს. თე­ო­რი­უ­ლად ყვე­ლა­ფე­რი მარ­ტი­ვი ჩან­და, მაგ­რამ პრაქ­ტი­კუ­ლად გა­მი­ჭირ­და, რად­გან ნამ­დ­ვი­ლი ტან­ჯ­ვაა, გუ­ლი ატ­კი­ნო საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლით შე­მოგ­ც­ქე­რის. გა­მი­ჭირ­და სიტყ­ვე­ბის თავ­მოყ­რა, არ ვი­ცო­დი, სათ­ქ­მე­ლი რო­გორ და­მეწყო. ნერ­ვუ­ლი სტრე­სის­გან ხე­ლის­გუ­ლე­ბი გა­მი­ოფ­ლი­ან­და.
- გა­ნა, შენ არ გა­ინ­ტე­რე­სებს, რა­ტომ გავ­გიჟ­დი იმ დღეს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად რომ და­მა­დე­ქი თავს?
- ამას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს? - შემ­ც­ბა­რი ღი­მი­ლით მკითხა.
- რა თქმა უნ­და. - დაე, გა­ი­გოს სი­მარ­თ­ლე, ვფიქ­რობ­დი აღელ­ვე­ბუ­ლი.
- ელ, რა გე­მარ­თე­ბა?
უხა­ლი­სოდ ჩა­მო­ვა­ღე­ბი­ნე ხე­ლის­გუ­ლე­ბი ჩე­მი სა­ხი­დან. ამ­წუ­თას გა­აზ­რე­ბა და ლა­პა­რა­კი არ შე­მეძ­ლო, სა­ღი გან­ს­ჯის უნა­რი მქონ­და და­კარ­გუ­ლი. ჩე­მი აღი­ა­რე­ბის მე­ვე მე­ში­ნო­და. ვი­ცო­დი, სას­წორ­ზე ვდებ­დი ჩემს ბედ­ნი­ე­რე­ბას, მაგ­რამ სრუ­ლი­ად გა­აზ­რე­ბუ­ლად - წინ, მო­მავ­ლის­კენ ვი­ხე­დე­ბო­დი და თავს ვიზღ­ვევ­დი... უფ­რო სწო­რად, ჩემს ბედ­ნი­ე­რე­ბას ვაზღ­ვევ­დი.
რო­გორც იქ­ნა, ავ­ლა­პა­რაკ­დი. ხე­ლი ავ­წიე და ზე­მო­დან ქვე­მოთ ჩემს სხე­ულს ჩა­ვა­ყო­ლე.
- აი, ასე­თი ვარ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში: არაგ­ლა­მუ­რუ­ლი, არა­ე­ლე­გან­ტუ­რი, არა­სუ­პერ­მა­გა­რი.
- შე­მიძ­ლია, შე­გე­კა­მა­თო! არა­ერ­თხელ მი­ნა­ხავს შე­ნი მო­დუ­რი ჩა­საც­მე­ლე­ბი და "მაგ­რო­ბა" კა­ბე­ბი.
სევ­დი­ა­ნად გა­ვაქ­ნიე თა­ვი.
- ეს ჩა­საც­მე­ლე­ბი, კოს­მე­ტი­კა, ვარ­ცხ­ნი­ლო­ბე­ბი ილუ­ზიაა, ნი­ღა­ბი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად ვა­ტა­რებ, თან მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა ში­ნი­დან გავ­დი­ვარ.
ბი­ბი უკ­ვე აღარ იღი­მო­და, ცდი­ლობ­და, ჩას­წ­ვ­დო­მო­და ჩე­მი სიტყ­ვე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას.
- შენ ხომ ჭკვი­ა­ნი და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხარ. რა­ში გჭირ­დე­ბა ასე­თი ნი­ღა­ბი?
სა­ხე ხე­ლე­ბით და­ვი­ფა­რე, არ ვი­ცო­დი, რო­გორ ამეხ­ს­ნა მის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი ისე, რომ შტე­რი გო­გოს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა არ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა.
- ელ, მენ­დე, გთხოვ!
მან ხე­ლე­ბი ჩა­მო­მა­ღე­ბი­ნა და შუბ­ლი შე­იჭ­მუხ­ნა.
- შენ­თ­ვის ეს ძნე­ლი გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბა, ბი­ბი!
- შე­ვეც­დე­ბი.
იგი ხელს არ მიშ­ვებ­და, მე კი მად­ლი­ე­რი ვი­ყა­ვი - მი­სი ხე­ლის­გუ­ლე­ბის სით­ბო და­მამ­შ­ვი­დებ­ლად მოქ­მე­დებ­და ჩემ­ზე.
ამო­ვი­ოხ­რე. სა­ბო­ლო­ოდ გა­დავ­წყ­ვი­ტე, სათ­ქ­მე­ლი ბო­ლომ­დე მეთ­ქ­ვა და გა­ვაგ­რ­ძე­ლე:
- ახა­ლი იმი­ჯი რომ შე­ვიქ­მე­ნი, შე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. აი, მა­შინ, ტე­ტეს და­ბა­დე­ბის დღე­ზე, პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა იყო, რო­ცა კა­ბა ჩა­ვიც­ვი, ტუ­ჩე­ბი შე­ვი­ღე­ბე და კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზე­ბი ჩა­ვის­ვი. სწო­რედ მა­შინ შე­მამ­ჩ­ნიე შენ. გარ­და ამი­სა, პირ­ვე­ლად და­ი­ნა­ხე ჩემ­ში ქა­ლი. და ეს მშვე­ნი­ე­რი იყო.
- მაგ­რამ მე შენ ხე­ლი გკა­რი.
- მე­რე რა?.. - შე­ვე­ცა­დე, ღი­მი­ლით შე­მემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩემს "მე­რე რა"-ში გა­ის­მა. - შენ მე ფას­და­უ­დე­ბე­ლი სამ­სა­ხუ­რი გა­მი­წიე. ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო, სი­ცი­ლი, სა­უ­ბა­რი, ფლირ­ტი... ად­რე მსგავ­სი არა­ფე­რი გა­მო­მე­ცა­და. მინ­დო­და, იმ სა­ღა­მოს შემ­დეგ სულ ასე გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო. თუ­კი ამის­თ­ვის სა­ჭი­რო იქ­ნე­ბო­და, სხვა­ნა­ი­რი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი, მზად ვი­ყა­ვი გა­მე­რის­კა, - დარ­ცხ­ვე­ნით გა­ვი­ღი­მე. - მო­მი­წია, კარ­დი­ნა­ლუ­რად შე­მეც­ვა­ლა ჩე­მი იმი­ჯი. თავ­და­პირ­ვე­ლად პრო­ფე­სია შე­ვარ­ჩიე ისე­თი, სა­დაც წარ­მა­ტე­ბას გა­რეგ­ნო­ბა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა გან­საზღ­ვ­რავ­და და იძუ­ლე­ბულს გამ­ხ­დი­და, ყო­ველ­თ­ვის ფორ­მა­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.
- და რა?
- გა­რეგ­ნო­ბის შეც­ვ­ლა იოლად შევ­ძე­ლი, მაგ­რამ შიგ­ნით, სუ­ლის სიღ­რ­მე­ში, ვე­რა­ფე­რი მო­ვუ­ხერ­ხე ჩემს თავს. ისევ ისე­თი მში­შა­რა და კომ­პ­ლექ­სი­ა­ნი დავ­რ­ჩი, რო­გო­რიც ვი­ყა­ვი - სა­კუ­თარ თავ­ში და­ურ­წ­მუ­ნე­ბე­ლი, სუს­ტი გო­გო­ნა. ყვე­ლა­ზე მე­ტად იმის მე­ში­ნო­და, ჩე­მი სა­ი­დუმ­ლო ვინ­მეს გა­ე­გო. ასე რომ, მე ვი­მა­ლე­ბი ჩე­მი ბიზ­ნე­სის, მო­დუ­რი სა­მო­სის, იმი­ჯის მიღ­მა და ახ­ლოს არას­დ­როს არა­ვის ვუშ­ვებ.
- რა­ტომ, ელ?
- იმი­ტომ, რომ ყო­ველ­თ­ვის ვკარ­გავ ჩემ­თ­ვის ძვირ­ფას ადა­მი­ა­ნებს, - ამო­ვი­ჩურ­ჩუ­ლე. ამის აღი­ა­რე­ბა ად­ვი­ლი არ იყო და ბი­ბი ამას მიხ­ვ­და.
- მა­მა­შენს გუ­ლის­ხ­მობ?
- დე­დას, მა­მას, ძმას... ყვე­ლამ მი­მა­ტო­ვა.
- მე არ გიხ­სე­ნე­ბი­ვარ. მეც ხომ მი­გა­ტო­ვე.
- შენც, მაგ­რამ ეს სხვა ტკი­ვი­ლი იყო. დე­და ძა­ლი­ან ად­რე გარ­და­მეც­ვა­ლა, რო­ცა ჯერ კი­დევ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და ყვე­ლა­ზე მე­ტად მჭირ­დე­ბო­და. მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა კი­დევ უფ­რო გან­ვი­ცა­დე, რად­გან უკ­ვე დი­დი ვი­ყა­ვი და უკეთ მეს­მო­და, რას ნიშ­ნავ­და და­ობ­ლე­ბა. ამას­თან, მას ვა­ლე­ბი დარ­ჩა, რის გა­მოც მე და ტე­ტეს ბი­ნის გა­ყიდ­ვა მოგ­ვიხ­და. ცა­რი­ელ-ტა­რი­ე­ლები დავ­რ­ჩით. ბო­ლოს ტე­ტეც წა­ვი­და ბა­თუმ­ში და სრულ სი­მარ­ტო­ვე­ში ამოვ­ყა­ვი თა­ვი. ყვე­ლა­ფე­რი ნუ­ლი­დან და­ვიწყე და იმ­დენს მი­ვაღ­წიე, რომ ბი­ნაც ვი­ყი­დე და კა­რი­ე­რაც ავიწყ­ვე. სრუ­ლი­ად მარ­ტომ, სხვე­ბის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე.
- რა სა­ში­ნე­ლი მო­სას­მე­ნია, რომ იცო­დე... ალ­ბათ არას­დ­როს მა­პა­ტი­ებ...
უსი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბებ­მა გუ­ლი და­მიმ­ძი­მა. მარ­ტო­ო­ბა, სი­ცა­რი­ე­ლე, ში­ში და სა­სო­წარ­კ­ვე­თა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თა­რი ლან­დი­ვით დამ­დევ­და.
- ამის მე­რე ჩა­ვი­კე­ტე ჩემს თავ­ში და პი­რო­ბა დავ­დე, რომ ემო­ცი­უ­რი სი­ახ­ლო­ვე არას­დ­როს არა­ვის­თან მექ­ნე­ბო­და. გა­რის­კ­ვა არ მი­ღირ­და იმ ტკი­ვი­ლად, რა­საც მა­თი და­კარ­გ­ვით გან­ვიც­დი­დი.
- ემო­ცი­უ­რი სი­ახ­ლო­ვე... რა ლა­მა­ზი ნათ­ქ­ვა­მია, ელე­ნე!
თა­ვი ავ­წიე და ირი­ბად გავ­ხე­დე. უც­ნა­უ­რი გახ­დო­მო­და მზე­რა, ამ­წუ­თას თვი­თონ ჰგავ­და მარ­ტო­ხე­ლას და მი­ტო­ვე­ბულს.
- და მე? - ხან­მოკ­ლე პა­უ­ზის შემ­დეგ მკითხა.
- შენ? რა შენ? - შე­კითხ­ვამ და­მაბ­ნია და იატაკს ჩა­ვა­ჩერ­დი.
ნი­კაპ­ქ­ვეშ ამომ­დო თი­თი და ჯი­ქურ ჩამ­ხე­და თვა­ლებ­ში.
- მე არ გი­ღირ­ვარ რის­კად?
მზე­რა ავა­რი­დე და ჯინ­სის ჩა­მოშ­ლილ ძა­ფებს თით­ზე დახ­ვე­ვა და­ვუწყე.
- შენ ერ­თა­დერ­თი არა ხარ, ვინც მი­უ­ტო­ვე­ბი­ათ. იცი, მეც რამ­დე­ნი წე­ლი ვი­ტან­ჯე­ბო­დი ამის გა­მო?
- დის­ლექ­სი­ის გა­მო? - გა­ო­ცე­ბულ­მა ავ­ხე­დე.
თა­ვი და­მიქ­ნია.
- ყო­ველ­თ­ვის გა­ვურ­ბო­დი ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებს. მხო­ლოდ ხან­მოკ­ლე რო­მა­ნე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გ­ლე­ბო­დი. არას­დ­როს ვი­ყა­ვი ჩემს თავ­ში დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, ყო­ველ­თ­ვის მე­გო­ნა, რომ ახ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის უფ­ლე­ბა არ მქონ­და. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჯერ ფი­ნან­სუ­რი წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის მი­მეღ­წია. ეს სე­ნი ზღუ­დე­სა­ვით იყო ჩემ წინ აღ­მარ­თუ­ლი. მარ­თა­ლია, თით­ქ­მის გან­ვი­კურ­ნე, მაგ­რამ სულ თან მდევ­და აზ­რი, რომ სხვებ­ზე უნი­ჭო ვი­ყა­ვი. ახ­ლაც კი დე­ფექ­ტად მი­ვიჩ­ნევ ამას, ამი­ტომ ამ დე­ფექ­ტის კომ­პენ­სი­რე­ბა ფუ­ლით უნ­და მო­მეხ­დი­ნა.
- სრულ­ყო­ფი­ლი არა­ვი­ნაა.
- ვი­ცი, მაგ­რამ ჩე­მი მშობ­ლე­ბის ქორ­წი­ნე­ბა რომ მახ­სენ­დე­ბო­და, ძა­ლი­ან ვი­ძა­ბე­ბო­დი. ისი­ნი წე­სი­ე­რად არას­დ­როს მომ­ფე­რე­ბი­ან, არც ვი­ცი, რა­ტომ უნ­და შე­უღ­ლე­ბუ­ლიყ­ვ­ნენ, რო­ცა ერ­თ­მა­ნე­თი არ ჰყვა­რე­ბი­ათ. ჩემ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შიც კი ცი­ვე­ბი იყ­ვ­ნენ, თით­ქოს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი აღ­მ­ზ­რ­დე­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ.
- რა სა­ში­ნე­ლე­ბაა!
- ამი­ტომ მეც გა­ვურ­ბო­დი თბილ ურ­თი­ერ­თო­ბებს, მეც მში­შა­რა ვი­ყა­ვი და არა­ვინ მყავ­და გვერ­დით ისე­თი, ვი­საც ჩე­მი გამ­ხ­ნე­ვე­ბა შე­ეძ­ლო, ვინც წა­მა­ხა­ლი­სებ­და და გულს გა­მი­კე­თებ­და... დღე­ვან­დელ დღემ­დე. წე­ღან გკითხე, გი­ღირ­ვარ თუ არა რის­კად-მეთ­ქი. იქ­ნებ ჩე­მი აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ მა­ინც გა­გი­ად­ვილ­დეს პა­სუ­ხის გა­ცე­მა. არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ ასე­თი გულ­წ­რ­ფე­ლი. მე შენ მიყ­ვარ­ხარ და სწო­რედ შენ­თან მინ­და მქონ­დეს ნამ­დ­ვი­ლი ემო­ცი­უ­რი სი­ახ­ლო­ვე. ვფიქ­რობ, ჩვენ ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის ვართ გა­ჩე­ნილ­ნი.
ვგრძნობ­დი, მის ყო­ველ სიტყ­ვა­ზე რო­გორ მევ­სე­ბო­და გუ­ლი სით­ბო­თი და სი­ხა­რუ­ლით. მივ­ხ­ვ­დი, რომ მზად ვი­ყა­ვი, და­მე­ჯე­რე­ბი­ნა მის­თ­ვის და გა­მე­რის­კა, მაგ­რამ რა­ღაც მე­წე­ო­და უკან. მან ერ­თხელ უკ­ვე მი­მა­ტო­ვა. რა გა­რან­ტია მქონ­და, რომ მე­ო­რე­ჯე­რაც არ მო­იქ­ცე­ო­და ასე? მით უმე­ტეს, მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი კა­რი­ე­რა იყო, ჩემ­ზე ძვირ­ფა­სიც.
კვნე­სით ამო­ვი­ოხ­რე. ამ­წუ­თას მძულ­და ჩე­მი თა­ვი იმის გა­მო, რაც უნ­და გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ზლაზ­ვ­ნით წა­მო­ვი­მარ­თე.
- არა, მა­პა­ტიე, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია. - ამ სიტყ­ვე­ბით გავ­ტ­რი­ალ­დი და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ვე­დი, თან ცრემ­ლებს ვყლა­პავ­დი, რომ არ ავ­ღ­რი­ა­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი.
- მე არ წა­ვალ აქე­დან.
- წახ­ვალ!
- არას­დ­როს წა­ვალ არც აქე­დან და არც შენ­გან.
მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან შევ­ხ­ტი, რად­გან ზურ­გ­ზე მი­სი ხე­ლი ვიგ­რ­ძე­ნი. არ ვი­ცი, რო­დის მო­მი­ახ­ლოვ­და, თავ­გ­ზა მქონ­და აბ­ნე­უ­ლი, მაგ­რამ რო­გორც კი შე­მე­ხო, ჩე­მი და­მე­მარ­თა. ცი­ვად შე­მოვ­ბ­რუნ­დი. დრო­ზე უნ­და მო­მე­ღო ბო­ლო ამ ტან­ჯ­ვის­თ­ვის.
- წახ­ვალ! რო­გორც კი მო­რიგ მაც­დუ­ნე­ბელ წი­ნა­და­დე­ბას მი­ი­ღებ, მა­შინ­ვე გა­იქ­ცე­ვი. სამ­სა­ხუ­რი შენ­თ­ვის მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა. მის გა­რე­შე არ შე­გიძ­ლია.
რა­ღა­ცის თქმა და­ა­პი­რა, მაგ­რამ ხე­ლით შე­ვა­ჩე­რე და გა­ვაგ­რ­ძე­ლე:
- თა­ვად აღი­ა­რე წე­ღან. რო­ცა დის­ლექ­სი­ა­ზე მიყ­ვე­ბო­დი, ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­და. კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე ყო­ვე­ლი ახა­ლი სა­ფე­ხუ­რი სი­სუს­ტე­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბას ნიშ­ნავს, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბას, იმის­თ­ვის დამ­ტ­კი­ცე­ბას, ვი­საც შე­ნი არ სჯე­რო­და. მე ეს მეს­მის, ამი­ტო­მაც პა­ტივს გცემ. მაგ­რამ არ ვარ მზად, ჩე­მი გუ­ლი ჩა­გა­ბა­რო, რა­თა მე­რე კი­დევ ერ­თხელ მო­მა­ყე­ნო ტკი­ვი­ლი, რო­ცა შე­ნი კა­რი­ე­რუ­ლი მწვერ­ვა­ლის და­საპყ­რო­ბად გა­იქ­ცე­ვი.
ჯი­ბე­ებ­ში ხე­ლებ­ჩაწყო­ბილ­მა მშვი­დად მო­ის­მი­ნა ჩე­მი ტი­რა­და.
- რო­გორ ფიქ­რობ, ჩე­მი ნაკ­ლის შე­სა­ხებ რა­ტომ მო­გი­ყე­ვი?
ფრთხი­ლი მზე­რა ვეს­რო­ლე. თუ და­ვუ­ფიქ­რ­დე­ბო­დი, მას შე­ეძ­ლო, არა­ფე­რი ეთ­ქ­ვა თა­ვის წარ­სულ­ზე, მით უფ­რო, რომ მას არა­ფე­რი ჰქონ­და სა­ერ­თო იმას­თან, რაც ჩვენ შო­რის ბო­ლო ხანს ხდე­ბო­და.
- არ ვი­ცი.
ხე­ლე­ბი ჯი­ბი­დან ამო­ი­ღო და ჰა­ერ­ში ას­წია. ეს იყო ჟეს­ტი - არა­ფერს ვმა­ლა­ვო.
- იმი­ტომ, რომ გენ­დო­ბი. ბო­ლო დროს მეც ბევრს ვფიქ­რობ­დი სა­მუ­შა­ო­სად­მი ჩემს ფა­ნა­ტი­კურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე და მივ­ხ­ვ­დი, რაც უფ­რო მე­ტად ვეფ­ლო­ბი მუ­შა­ო­ბა­ში, მით უფ­რო მიმ­სუ­ბუქ­დე­ბა ფიქ­რი პრობ­ლე­მა­ზე, იმის ნაც­ვ­ლად, რომ მის გა­დაჭ­რა­ზე ვი­ფიქ­რო. მე ყვე­ლა­ფე­რი მო­გი­ყე­ვი და შენ გა­მი­გე, მი­მი­ღე ისე­თი, რო­გო­რიც ვარ. მე­გო­ნა, სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რი ვი­პო­ვე. თუ­კი შე­ნი გრძნო­ბა ჩე­მი გრძნო­ბის ნა­ხე­ვარს მა­ინც უდ­რის, ვფიქ­რობ, ბრძო­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა ღირს.
მე­ტის მოთ­მე­ნა ვე­ღარ შევ­ძე­ლი. ცრემ­ლე­ბი ღა­პა­ღუ­პით და­მე­დი­ნა ღაწ­ვებ­ზე. თვა­ლე­ბი ისე და­მე­ბინ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დი, სათ­ვა­ლე მო­მეხ­ს­ნა.
- ელ, საყ­ვა­რე­ლო...
სა­ნამ გონს მო­ვე­გე­ბო­დი, ხე­ლი მომ­ხ­ვია, მკერ­დ­ზე მი­მიკ­რა და ჩა­მი­ხუ­ტა. თა­ვი მის მკერ­დ­ში ჩავ­მა­ლე და ცრემ­ლებს გზა მი­ვე­ცი. ასე თა­ვი­სუფ­ლად არას­დ­როს მი­ტი­რია. ასე­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ჩემს ცრემ­ლებს აქამ­დე არ უგ­რ­ძ­ნი­ათ. ბი­ბი თმა­ზე ხელს მის­ვამ­და, მე­ფე­რე­ბო­და და ჩურ­ჩუ­ლით მაწყ­ნა­რებ­და.
რო­ცა, ბო­ლოს და ბო­ლოს, თა­ვი ავ­წიე, გა­ო­ცე­ბა გა­მო­ე­ხა­ტა თვა­ლებ­ზე. ალ­ბათ ნამ­ტი­რა­ლევს სა­ხე მქონ­და და­სი­ვე­ბუ­ლი.
- ნუ მი­ყუ­რებ, ალ­ბათ შე­მა­ში­ნებ­ლად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი.
- შენ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი, რო­გორც ქა­ლი, რო­მე­ლიც მიყ­ვარს.
თა­ვი გა­ვი­თა­ვი­სუფ­ლე მი­სი მკლა­ვე­ბის­გან და გან­ზე გავ­დე­ქი.
- მე არ ვარ ის ქა­ლი და ამას ახ­ლა ორი­ვე­ნი ვხვდე­ბით. შენ მხი­ა­რუ­ლი ხარ, ენერ­გი­უ­ლი, ურ­თი­ერ­თო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, მე კი - მორ­ცხ­ვი, ჩა­კე­ტი­ლი. შენ სულ მოძ­რა­ო­ბა­ში ხარ, მე კი სახ­ლი­დან გას­ვ­ლა მე­ზა­რე­ბა. შენ­თ­ვის პირ­ველ ად­გილ­ზე სამ­სა­ხუ­რია, ჩემ­თ­ვის...
- დამ­შ­ვიდ­დი... - თი­თი ტუჩ­ზე მო­მა­დო. - სწო­რედ ამა­ზე მინ­დო­და შენ­თან მე­სა­უბ­რა. კი­ევ­ში მარ­თ­ლა კარ­გი სამ­სა­ხუ­რი შე­მომ­თა­ვა­ზეს, ბი­ნა­საც შემ­პირ­დ­ნენ და კომ­ფორ­ტ­საც, მაგ­რამ არ დავ­რ­ჩი, იმი­ტომ, რომ შენ­თან ყოფ­ნა მინ­და. ჯან­და­ბამ­დე გზა ჰქო­ნია კა­რი­ე­რას, შენს სი­ახ­ლო­ვეს თუ არ ვიქ­ნე­ბი. არ­სე­ბობს ბიზ­ნეს­ზე უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რა­მეც და ეს "რა­მე" შენ ხარ.
შევ­ყოყ­მან­დი. ნუ­თუ მარ­თალს ამ­ბობს? ნუ­თუ ასე ვუყ­ვარ­ვარ? და­ვი­ჯე­რო, ჩემ გა­მო უარი თქვა ბრწყინ­ვა­ლე მო­მა­ვალ­ზე?
- მე მიყ­ვარს შე­ნი მგრძნო­ბი­ა­რო­ბა და სით­ბო, შე­ნი ჩაც­მუ­ლო­ბა, ეს სათ­ვა­ლეც, ეს და­ხე­უ­ლი ჯინ­სიც, აფუ­ე­ბუ­ლი და გა­პუ­წუ­ლი თმაც, უფორ­მო მა­ი­სუ­რიც და ცრემ­ლე­ბიც. მე შენ მიყ­ვარ­ხარ ახ­ლა და მეყ­ვა­რე­ბი ყო­ველ­თ­ვის, ღრმა სი­ბე­რემ­დე, რო­ცა ჭა­ღა­რა, კუ­ზი­ა­ნი, უკ­ბი­ლო და ნა­ო­ჭე­ბით და­ხუნ­ძ­ლუ­ლი იქ­ნე­ბი. რო­გორ მოგ­წონს ჩე­მი აღი­ა­რე­ბა? მად­ლო­ბა, რომ მო­მის­მი­ნე. - სხა­პას­ხუ­პით მო­მა­ყა­რა.
მე­გო­ნა, გუ­ლი შუ­ა­ზე გას­კ­დე­ბო­და ბედ­ნი­ე­რე­ბი­სა და ამ გი­ჟი, გა­და­რე­უ­ლი მა­მა­კა­ცის სიყ­ვა­რუ­ლის­გან, მა­მა­კა­ცი­სა, რო­მე­ლიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­მო­იჭ­რა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და ყვე­ლა­ზე ნა­ზი გრძნო­ბე­ბი გა­მიღ­ვი­ძა.
ნე­ტავ, რას ვუც­დი? რა­ტომ ახ­ლა­ვე არ ჩა­მო­ვე­კი­დე­ბი ყელ­ზე?
- დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ხარ, რომ ამ­დენ წელს გა­მიძ­ლებ? - ეშ­მა­კუ­რად შევ­ხე­დე.
- ასი პრო­ცენ­ტით, - მი­პა­სუ­ხა და ჩე­მი ირი­ბი თან­ხ­მო­ბით გა­ხა­რე­ბულ­მა, მთე­ლი სა­ხე და­მი­კოც­ნა. სულ­შე­გუ­ბებუ­ლი, მხო­ლოდ ერთ რა­მე­ზე ვფიქ­რობ­დი - ეს კოც­ნა არას­დ­როს დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო.
- ესე იგი, კუ­ზი­ა­ნიც გეყ­ვა­რე­ბი?
- ჩემ­გან თავს მა­ში­ნაც ვერ და­აღ­წევ, რო­ცა ჩვე­ნი კბი­ლე­ბის პრო­თე­ზე­ბი სა­წო­ლის თავ­თან, ჭი­ქა­ში იდე­ბა.
- რა რო­მან­ტი­კუ­ლია!
ორი­ვეს გაგ­ვე­ცი­ნა.
- მე მგო­ნი, "ე­ლე­ნე კო­კა­ი­ა" ცუ­დად არ ჟღერს, რას იტყ­ვი?
- ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წი­ნა­და­დე­ბაა? - ისევ ეშ­მა­კუ­რად შევ­ხე­დე.
- პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წი­ნა­და­დე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.
ღმერ­თო, რო­გორ მი­ხურ­და სხე­უ­ლი! მე უნ­და გავ­თხო­ვი­ლი­ყა­ვი. ეს იმ­დე­ნად და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო, თა­ვი სიზ­მარ­ში მე­გო­ნა.
- იცი, რა?.. ისე მომ­შივ­და, ახ­ლა პა­სუ­ხის გა­ცე­მას გემ­რი­ე­ლად ვახ­შ­მო­ბა მირ­ჩევ­ნია. ხომ არ მი­ვუს­ხ­დეთ სუფ­რას? დი­დი ხა­ნია, გაშ­ლი­ლია და გვე­ლო­დე­ბა. ვი­ცი, რომ შენ ჩემ­ზე მე­ტად გშია, მა­მა­კა­ცის გუ­ლის გზა ხომ კუჭ­ზე გა­დის.
- ჩე­მი გუ­ლის გზა შენ­ზე გა­დის, თუმ­ცა, არც ჭა­მა­ზე ვიტყ­ვი ამ­წუ­თას უარს!
ვუ­ყუ­რებ­დი ბი­ბის და ვგრძნობ­დი, რომ არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ ასე­თი და­ცუ­ლი, სა­სურ­ვე­ლი, ვი­ღა­ცის­თ­ვის ასე სა­ჭი­რო და საყ­ვა­რე­ლი. ის მთე­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბა იყო, ჩე­მი მო­მა­ვა­ლი, ჩე­მი ოც­ნე­ბა...

ეპი­ლო­გის მაგ­ვა­რი
- ელ, დე­სერ­ტი შე­მო­ვი­ტა­ნო­თო? ოფი­ცი­ან­ტე­ბი მე­კითხე­ბი­ან.
გაბ­რ­წყი­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით შე­ვაქ­ცერ­დი ჩემს ქმარს, თავ­ზე რომ წა­მომ­დ­გო­მო­და, და ღი­მი­ლით და­ვუქ­ნიე თა­ვი, შე­მო­ი­ტა­ნონ-მეთ­ქი.
- ვერ ვი­ჯე­რებ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შენ მო­აწყ­ვე. სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში იდი­ზა­ი­ნე­რო, ალ­ბათ ად­ვი­ლი საქ­მე არ არის, არა? - მე­გიმ ხე­ლი გა­დამ­ხ­ვია და დარ­ბაზს გა­და­ხე­და.
- ეს ჩე­მი პრო­ფე­სიაა.
- სამ­სა­ხუ­რი სამ­სა­ხუ­რია, მაგ­რამ შე­გეძ­ლო, სხვის­თ­ვის და­გე­ვა­ლე­ბი­ნა.
- მე და ბი­ბიმ ასე გა­დავ­წყ­ვი­ტეთ.
- სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი წყვი­ლი ხართ, - ჩა­ერ­თო სა­უ­ბარ­ში კა­ტო, რო­გორც კი ბი­ბი დაბ­რუნ­და. - მა­ინ­ტე­რე­სებს, რას მო­ი­ფიქ­რებთ ქორ­წი­ნე­ბის მე­ა­თე წლის­თავ­ზე. დღეს შენ სა­ოც­რე­ბა მო­ახ­დი­ნე.
- ჩე­მი შთა­გო­ნე­ბის წყა­რო სიყ­ვა­რუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, - გა­და­ვი­კის­კი­სე.
- შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა ხნით მოგ­ტა­ცოთ ჩე­მი მე­უღ­ლე? - ბი­ბი და­ი­ხა­რა და ლო­ყა­ზე მა­კო­ცა.
- მა­გას ვინ და­გიშ­ლის, ჩე­მო ბი­ბი! - გა­შა­ლა ხე­ლე­ბი ლი­ლიმ, თით­ქოს ნე­ბას რთავ­სო. - წა­იყ­ვა­ნე, სა­დაც გინ­და.
აივან­ზე გა­ვე­დით. ეს ის კა­ფე იყო, სა­დაც პირ­ვე­ლად ვი­ვახ­შ­მეთ ერ­თად. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, სწო­რედ აქ გაგ­ვე­მარ­თა ჩვე­ნი ქორ­წი­ლი, მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლი, მაგ­რამ ლა­მა­ზი.
- ამ კა­ბა­ში შე­უ­და­რე­ბე­ლი ხარ, თუმ­ცა მე ყვე­ლა­ნა­ირ ფორ­მა­ში მომ­წონ­ხარ.
- ძველ­მა­ნებ­შიც კი?
- ძველ­მა­ნებ­შიც კი.
- სათ­ვა­ლი­თაც?
- სათ­ვა­ლი­თაც.
- შიშ­ვე­ლიც?
- აი, ეგ კი ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს! - წა­მო­ი­ძა­ხა და ხე­ლე­ბი წელ­ზე მომ­ხ­ვია.
- შენ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად შე­ას­რუ­ლე შე­ნი რო­ლი ჩემს პი­ე­სა­ში.
- რო­მელ­ში? ძველ­ში თუ ახალ­ში?
- ჯერ ძველ­ში, ახ­ლა კი ახალ­ში. შე­სა­შუ­რი სი­ძე ხარ და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მოგ­დის ეს რო­ლი, - სი­ცი­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე.
- მთა­ვა­რი რო­ლი - ამის თქმა არ და­გა­ვიწყ­დეს ხოლ­მე და იცო­დე, რომ ამ რო­ლი­დან ვე­რას­დ­როს ვე­რა­ვინ მომ­ხ­ს­ნის.
თვა­ლე­ბით მი­ვე­ფე­რე. ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი ამ­წუ­თას ქა­ლი არ მე­გუ­ლე­ბო­და დე­და­მი­წის ზურ­გ­ზე.
- გახ­სოვს, აქ გეგ­მებს რომ ვაწყობ­დით და ჩვენს ოც­ნე­ბებ­ზე ვსა­უბ­რობ­დით? - ბი­ბიმ დარ­ბა­ზის­კენ გა­ი­ხე­და, იმ მა­გი­დის­კენ, სა­დაც წლე­ბის შემ­დეგ ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა შედ­გა.
- მა­გის და­ვიწყე­ბა რო­გორ შე­მეძ­ლო?
- ჰო­და, მინ­და იცო­დე, რომ ახ­ლა, რო­ცა შენ შე­მოხ­ვე­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, ჩემ­მა ოც­ნე­ბებ­მა რე­ა­ლუ­რად შე­ის­ხა ფრთე­ბი, - ბი­ბი და­ი­ხა­რა და ტუ­ჩებ­ში მა­კო­ცა.
ისე შე­ვე­რიე მი­სი კოც­ნის სი­ნა­ზეს, რო­გორც ზღვა­ში ჩა­ვარ­დ­ნი­ლი წვი­მის წვე­თი, წა­მი­ერ შად­რე­ვანს რომ ქმნის ტალ­ღა­ზე და­ცე­მი­სას...

და­სას­რუ­ლი

ავტორი სვეტა კვარაცხელია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
ნატო
ძალიან მომეწონა ერთი ჩასუნთქვით წავიკითხე,დასასრული ძალიან კარგი ქონდა ცოტა ვიტირე კიდეც,მადლობა და წარმატებები კიდე წავიკითხავდი ასეთ რომანს მთელი ემოციებით........
08:48 / 18-10-2019
გამოხმაურება / 0 /
xatia
Dzalian momewona novela.imedia kidev vixilad an avtoris novelebs moutmenlad velodebi
22:44 / 09-10-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93