ნოველები

ცისარტყელა. თავი 10. დათი

ცისარტყელა. თავი 10. დათი
ტასომ დამირეკა საღამოს, მითხრა ვპიკნიკობთ და წამოდიო. მეორე დღეს ნიშნობა უნდა მქონოდა, მაგრამ მაინც წავედი. მერე რომ არ ეთქვათ: ჯერ არ მოგიყვანია ცოლი და უკვე დაიწყე ყველაფერზე უარის თქმაო. საერთოდ აქ ცოლი ასოცირდება გართობის და ბედნიერი ცხოვრების დასრულებასთან, ძმაკაცებთან დაშორებასთან და დედამისზე შეთხზული ათასი ხუმრობის მოფიქრებასთან. მერაბმა რომ ცოლი მოიყვანა ათასში ერთხელ თუ გამოვიდოდა საღამოს გარეთ და მაშინ ყველა ამაზე ვქილიკობდით.

ხშირად მიცინია მეგობრებთან ერთად, ხშირად გაგვიკრიტიკებია მათი ცოლები, ცოლები კი არა, ცხოვრება, რომელიც ერთი
ჩვეულებრივი ქალის გამო რადიკალურად შეცვალეს, რომ უარს ამბობდნენ გარეთ გამოსვლაზე, დალევაზე, ზოგჯერ მოწევაზეც. ახლა გულს მიღრღნიდა იმაზე ფიქრი, რომ ზუსტად იმავე გზას ვადექი და ეს ეტაპი ჩემს ცხოვრებაშიც რომ იწყებოდა. არადა თაკო სხვა კატეგორიის გოგოა, შეთავაზებაზეც კი ზედმეტია ლაპარაკი, რომ ოდესმე ასე საწანწალოდ გამომყვეს და ჩემთან ერთად გამოთვრეს. ეს ბავშვებიც მისთვის ნამდვილი შოკი იქნება და აუცილებლად მიმანიშნებს რომ სხვა კატეგორიის სამეგობროს გაცნობას ელოდა ჩემგან, ვპროგნოზირებ, ვიცი, მაგრამ ეს იქიდან გამომდიანარეობს, რომ წლებმა ზუსტად შემასწავლა მისი ხასიათი.

სახლიდან რომ გამოვდიოდი დედაჩემი მანქანის კარამდე მომყვა, მომძახოდა ცოლი მოგყავს თუ კატა, სახლში პასუხისმგებლობას რომ გაურბიხარ და არაფერში ეხმარები მამაშენსო.

- დედა ხვალ მაქვს ნიშნობა, ცოლი ჯერ არ მომყავს. - ვანუგეშე და უკუსვლით გავვარდი ეზოდან, რომ კიდევ რამის თქმა აღარ მოესწრო.
- მოეშვი ყოველ ღამით გარეთ წანწალს, რაღაცა საზიზღრობების მოწევასა და სმას. - მომაყვირა და შინ შებრუნდა.
რომ მივედი ყველაფერი უკვე მზად ჰქონდათ, მინდორზე გაეშალათ ტრადიციულად სუფრა. გამიკვირდა ყვავილივით წამოსკუპებული თაია რომ დავინახე, გრძელი ცისფერი კაბა და თეთრი მოსაცმელი ეცვა, მართლა რა აუტანლად ლამაზი იყო, რომ დავინახე მდინარეში დემონსტრაციულად შევფრინდი, მერეღა ვიფიქრე რომ 29 წლის კაცს, რომელსაც დღე დღეზე ცოლი მოჰყავს, ასეთი ქცევით ყურადღების მიპყრობა აღარ შეეფერება.

მთელი საღამო ჩუმად იჯდა, მაგრამ ჩემს კაბინეტში რომ სახე ჰქონდა ასეთი გამომეტყველება მოეცილებინა, იღიმოდა და ცოტ-ცოტას სვამდა კიდეც. ცოტა რომ შევთვერით გიტარა გადმოვიღე, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ მასზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით ვაკეთებდი ამ საღამოს ყველაფერს, არადა ისეთი არაფერი ხდებოდა, რაც მანამდე არ გაგვიკეთებია. მეორედ ვხედავდი და მარტივად რომ ავხსნა ჩაცმულ - დახურულსაც კი იმხელა საქსუალურობა ჰქონდა, როგორც შიშველ პორნო - ვარსკვლავს. ერთი - ორი ჭიქა რომ დავლიე და ვუყურებდი უკვე მინდოდა, აუტანლად მიმზიდველი იყო, ბიჭებს გადავხედე, მომეჩვენა რომ მათი ყურადღების ცენტრშიც თაია იყო, ნეტა მარტო მე მჭირდა ამ გოგოს აუტანელი სურვილი, თუ ესენიც იგივეს ფიქრობდნენ, კიდევ ერთხელ გავხედე, გრძელი კაბის ქვეშ მოხრილი მუხლები დაემალა და ზემოდან მკლავები ჰქონდა შემოჭდობილი, მაინც რა ძალიან სასურველი ვინმე იყო...გრძელ კაბაშიც კი.

გაგრძელება იქნება სამშაბათს

წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93