ნოველები

ცისარტყელა. თავი 14. (დათი)

ცისარტყელა. თავი 14. (დათი)
სახლში ვბრუნდებოდი, თავსხმა წვიმა იყო და ერთი სული მქონდა სახლამდე მიმეღწია და დამეძინა. გვიანღა შევამჩნიე, ვიღაც გზაზე მიდიოდა ფეხით, დამუხრუჭება ვერ მოვასწარი და თვაიდან ფეხებამდე ტალახში ვაბანავე, ჯერ გავიფიქრე ჯანდაბამდე გზა ჰქონია ვითომ ვერ დავინახე მეთქი, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ მეზობლებისგან საჩივრებს ოხრად მახვედრებდა დედაჩემი სახლში, ჩემი მანქანის ცუდად მართვასთან დაკავშირებით, ჰოდა აქ უცხო არავინ იდგებოდა და უმჯობესი იყო სახლამდე მაინც მიმეყვანა. უკან რომ დავხიე მანქანა და ფანჯარა ჩამოვწიე თაია დავინახე, გამეხარდა რომ უსუსურად იყო
გზაზე დარჩენილი ამ თავსხმაში, არაფრით ჯდებოდა მანქანაში, მგონი შერცხვა ფეხით რომ მიბოდიალობდა მარტო, სახლში, რომელიც არც ისე ახლოს იყო იქიდან სადაც მე შევხვდი. სახეზეც კი ტალახი ესვა და მაინც პატივმოყვარეობდა. ჩემს სახლში წავიყვანე რომ ებანავა, ერთი ღამეც კი არავის ჰქონდა ჯერ გატარებული, მაგრამ დედაჩემმა ყველაფერი მოამზადა თაკოსი და ჩემი მომავალი თანაცხოვრებისთვის. მარტო უნდა შესულიყავი და დაგეწყო ცხოვრება.
თაიამ გასარეცხები აბაზანის კართან იატაკზე დაალაგა, როგორ მინდოდა თვალი მომეკრა რომ გაიხდიდა. ყველაფერი იქ ელაგა საცვალის გარდა, იქნებ არც იცვამს საცვალს, გამიელვა თავში და შევეცადე შიშველი წარმომედგინა. სარეცხ მანქანას რომ ვრთავდი მაშინღა მომაფიქრდა რომ ხანგრძლივი რეცხვის რეჟიმი მიმეთითებინა, რაც გვიან დაირეცხებოდა, გვიან გაშრებოდა.

სააბაზანოდან სველი თმით და ხალათით გამოვიდა, მხედველობიდან არ გამორჩენოდა რეცხვის ხანგრძლივობა. ნიშნობაზე მისვამდა კითხვებს არადა ახლა ყველაზე ნაკლებად მაგაზე ლაპარაკი მინდოდა. წვიმა არ ჩერდებოდა, თაია მალმალე დგებოდა და სარეცხ მანქანაზე წუთებს ამოწმებდა და 20 წუთიღა რომ იყო დარჩენილი გენიალური იდეა მომივიდა, თაიას ვუთხარი ტელეფონი მანქანაში დამრჩა მეთქი და გარედან წყალი გადავკეტე. მერე შევედი და ვუთხარი თმის საშრობით დავაშროთ შენი ტანსაცმელიმეთქი. ზუსტად ამ დროს შემოქანდა, მოკლე, სველი თმა ხელით გადაიყარა უკან და ჩუმად თქვა მგონი რაღაც დაემართა სარეცხ მანქანასო. შევიცხადე, მივედი და ყველა ღილაკს დავაჭირე თითი, ვუთხარი არ ვიცი რა დაემართა მეთქი. ისე განერვიულდა კინაღამ ნებისყოფამ მიღალატა და ისევ ჩავრთე წყალი. მივედი, მეგობრულად მოვხვიე ხელი და ბოდიში მოვუხადე, თავს ვაჩვენებდი, რომ ძალიან განვიცდიდი რაც მოხდა. მერე კარადიდან ძველი კონიაკი გადმოვიღე და ახალთახალ ბროლის პატარა ჭიქებში ჩამოვასხი. ვუთხარი რომ ჩემი სახლის პირველი სტუმარი იყო და რომ არ მედღეგრძელებინა ყველაზე ცუდ მასპინძლად ჩავითვლებოდი. დივანზე მოკალათდა, ორივე ფეხი შემოიკეცა და ხალათის გრძელი კალთა გადაიფარა, თვალებში კამკამა ზღვის ტალღები მიმოდიოდნენ, ნაზი თეთრი სახე ოდნავ შეფაკლოდა, ჭიქა სულმოუთქმელად დალია და ტუჩები ერთმანეთს მაგრად შეაწება, ბოლოს გააკანკალა და პირიდან ორთქლის იმიტაცია გამოუშვა.

- რა გინდოდა, მიგეყვანე სახლში, ახლა მშვიდად გეძინებოდა. - ფეხებს ყოველ წამში ინაცვლებდა დივანზე.
- არ ვარ მშვიდი ძილის მომხრე ჩემს ასაკში...
სამი ჭიქის მერე სულ ლაპარაკობდა, კი არ ლაპარაკობდა ჭიკჭიკებდა ტკბილად, ხმა ოდნავ ბოხი ჰქონდა, თავისი ქალური სინაზისთვის არაშესაფერისი, მაგრამ მაინც მომწონდა, რომ არ შეგეხედა იფიქრებდი რომ მოზარდი ბიჭი ლაპარაკობდა. შიშველ, თხელ ტერფებს ხან შემოიკეცავდა და ხან იატაკზე აწყობდა, მინდოდა მივსულიყავი, და ეს ნაზი ტერფები კოცნით დამეფარა, და რაც მეტს ვსვამდი მით მეტად მინდოდა. ვიფიქრე ახლა თუ ვერ მოვასწრებდი მოვფერებოდი ამის დრო აღარასდროს მექნებოდა, როდის მოვიმწყვდევდი ასე კედლებში და ჩაკეტილ კარში, ხალათის ქვეშ სავარაუდოდ სრულიად შიშველს, ახლა ზუსტად ის მომენტი იყო რომ უნდა მეცადა, მიუხედავად ჩემი მდგომარეობის, მინდოდა, ბიჭებისთვის რომლებიც იმ დღეს ტყეში თვალს არ აცილებდნენ ცხვირწინ ამეცალა.
- რატომ ჩამოხვედი? - ვკითხე.
- ბებოს სანახავად.
- სინამდვილეში რატომ ჩამოხვედი?
- ქონების მითვისებისთვის. - გაეცინა და ფეხები ისევ ხალათის ქვეშ შემალა.
- ანუ არ მეტყვი.
- გითხარი უკვე, ეგ კი არა... და ბავშვებთანაც ასეთი მზრუნველი ხარ თუ... გამონაკლისი დაუშვი?!
გავჩუმდი, მეცინებოდა, მგონი არ მეჩვენებოდა და მიხვდა რაღაცას, არადა მეხუთედ ვხედავდი. წამოდგა, სარეცხ მანქანას თითქმის ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ამოწმებდა. აბაზანაში შევიდა და წყალი გახსნა, ონკანიდან რამოდენიმე წვეთი ჩამოვარდა.

- წყალი არ მოდის და ამიტომ აღარ მუშაობს, - გამომძახა. - ცოტახანში კარი გაიხსნება და ჩავიცვამ სველს, სუფთა მაინც იქნება და სახლში გამოვიცვლი.
გავბრაზდი, ცდილობდა გამქცეოდა, და ახლა თუ ამ კარს იქით გავიდოდა ასეთი შანსი აღარასდროს მომეცემოდა, გამობრუნდა ჰოლის თაღთან დავხვდი და დავიჭირე, ჯერ შეცბა და პირიდან უაზრო ბგერები გამოუშვა და მერე გაყუჩდა. ის წამი იყო სწორედ, რომ შეეძლო ხელი ეკრა და გავენადგურებინე ბოლომდე, ან შემხებოდა ერთხელ და მთელი იმ ფანტაზიის ცხადად ახდენას დავიწყებდი, რაც მისი დანახვის დღიდან მაწამებდა. ზურგით მივიხუტე და გავჩერდი, ველოდებოდი რას იზამდა, მაგრამ თვითონაც გაჩერდა, ხალათი კისერთან გადავუწიე და ტუჩები შევახე, შეკრთა, მაგრამ არ მიშორებდა, მერე მხრებზე გადავუცურე, ნაზი, თეთრი მხრები ხელებით დავიჭირე და ზურგისკენ ჩავუყევი, ისევ არ ტოკდებოდა. სულ ერთი წამი გამიელვა თავში რას ვაკეთებდი, ერთხელ მხოლოდ და ერთი წამით. თეთრი ქსოვილი მკლავებზე ხელით ჩავასრიალე და რამოდენიმეჯერ ავატარე ცხელი ხელები გრილ მკლავებზე, ხალათის ზედა ნაწილი ჩაცურდა და მუცელთან გაჭერილ ქამართან დაეკიდა, შიშველი იყო წელს ზემოთ, მაგრამ მხოლოდ ზურგს ვხედავდი, ვიწროს და ქალურს, ხერხემალს თითით ჩავუყევი და ხალათის კიდესთან გავჩერდი, ისევ არ გატოკებულა. მეშინოდა თვალებში ჩამეხედა, მეშინოდა რომ ყოველ წამს შეეძლო გავეჩერებინე. გულზე რომ მივიხუტე და ხელები მუცელზე შემოვხვიე ვიგრძენი ნაზი თითები რომ ხელებზე შემახო და ვიცოდი რომ არ გამაგდებდა, ვიცოდი ნებას მრთავდა, ჩემსკენ შემოვაბრუნე, თვალებში ტალღები ბობოქრობდნენ და სახეზე ყველა წერტილს მითვალიერებდნენ, ტუჩები ოდნავ ღია ჰქონდა, ლოყები და ყურის ბიბილოები დავუკოცნე, ხელებში მოვიმწყვდიე, პატარა, მორჩილი და ნახევრად შიშველი სხეული. ისევ უძრავად იდგა, მხოლოდ თავი ჩარგო ჩემს კისერში, არსად გარბოდა, არ გამირბოდა...ქამარს რომ ვუხსნიდი ჩემს ხელებს დავხედე, კანკალებდნენ და ღელავდნენ ყველაზე სანატრელი სხეულის მოფერების მოლოდინში. არ შევმცდარვარ, არ უღალატია ჩემს ინტუიციას და ფანტაზიას, ყველაზე ლამაზი და ქალური იყო მათ შორის, ვინც ოდესმე გახდილი მენახა. აბრეშუმივით ნაზი პრიალა კანი, მოზრდილი მკერდი, ვიწრო წელი, მრგვალი ლამაზი თეძოები და მაღლა აწეული ქათქათა უკანალი. ამ წუთას ჩემი სილამაზის განმსაზღვრელი შკალა უმაღლეს მწვერვალზე იყო, არაფერი მახსენდებოდა მასზე მშვენიერი, არაფერი მთელ დედამიწაზე. არ მორცხვობდა, არ ცდილობდა თავისი სხეულის დამალვას, თვალებში მიყურებდა მთელი ეს დრო და ელოდებოდა რას გავაკეთებდი შემდეგ.
საძინებელში შევიყვანე და საწოლზე რომ ვაწვენდი თაკო გამახსენდა, თეთრი ზეწრები უკვე გადაკრული ჰქონდა და ჩემი და თაკოს პირველი ღამისთვის იყო გამზადებული, მაგრამ ახლა უფრო სასურველი მეჩვენა ამ წუთებისთვის, თმა ბალიშზე დაეფინა, სადღაც ზღვის სიღრმიდან მიყურებდნენ მისი თვალები. ისე რომ თან ჩემთან იყო და თან თითქოს არა.
შეუდარებელი იყო, სრულყოფილება სხეულითაც და ქცევითაც, მთელი ღამე მისი თვალების ზღვაში ვიცურე, მთელი ღამე არ გავუშვი ხელი. შუაღამეს როცა მოიქანცა და ჩაეძინა გავედი და წყალი გავხსენი.
დილის რვა ხდებოდა რომ გამაღვიძა, უკვე ჩაეცვა ნესტიანი, დაჭმუჭნული ტანსაცმელი.
- უნდა წავიდე.
- სად? - წამოვჯექი, შევეცადე გამოვფიზლებულიყავი.
- სახლში.
- ჩავიცვამ და წაგიყვან ახლავე. - ძირს დაგდებულ შარვალს დავწვდი და ჩაცმა დავიწყე.
- არა, მირჩევნია ავტობუსით წავიდე... - მივხვდი რასაც გულისხმობდა, მაგრამ მაინც ავდექი.
- ყავა დავლიოთ და მერე წადი.
- გავედი, - მომაძახა.
მთელი ღამე ვპირდებოდი ჩემს თავს რომ ამის შესახებ არაფერს ვკითხავდი, მაგრამ ვერ შევძელი, კართან დავეწიე.
- ვისთან გქონდა ჩემამდე? - თვალებში მუდარით ჩავხედე, არ ვიცი რა პასუხი უნდა მომესმინა რომ დავმშვიდებულიყავი, ან რა მაღელვებდა ჩემამდე ვისთან ჰქონდა, მე ყველაფერი მომცა რაზე ფიქრშიც მთელი კვირა სააბაზანოში ვათავებდი.
- მე ხომ არ გეკითხები ნიშნობიდან მესამე დღეს ჩემთან რატომ დაწექი...
გავჩუმდი, მართალი იყო, უკან დავიხიე და გასვლის საშუალება მივეცი, რომ გავიდა ფანჯარასთან მივედი და მიმავალს გავხედე, მხრებში გაშლილი მიაბიჯებდა, მყარი, მაგრამ მოკლე ნაბიჯებით, არცერთხელ არ გამოუხედია უკან, თავში ქაოსი დამიტოვა, ნეტა ერთი პარტნიორი ჰყავდა თუ რამდენიმე, ცხრამეტი წლის იყო, ან ოცის, და თავში მხოლოდ საშინელი აზრები მიტრიალებდა, მზარავდა იმის წარმოდგენა რომ მის უნაზეს სხეულს შესაძლოა ვიღაც მრავალჯერადად ხმარობდა.
სამსახურშიც ვერაფერზე გადავიტანე ყურადღება, იმაზე კი არ ვფიქრობდი რომ საოცარი სექსი მქონდა, სრულიად მოულოდნელი და განსაკუთრებული, იმაზე ვფიქრობდი პირველად როდის ჰქონდა სექსი, სად და ვისთან, ან მე მერამდენე კაცი ვიყავი მის ცხოვრებაში.

წინა თავები

გაგრძელება იქნება ორშაბათს
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93