კერძების შეფასება-დეგუსტაცია არც ისე დიდხანს გაგრძელდა, როგორც ნინას წარმოედგინა, თუმცა მისთვის მაინც უაზროდ გაიწელა.არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, ხასიათი ისე წაუხდა, ვერც შოკოლადის ნამცხვარმა უშველა და ვერც ანანასის წვენმა. გაბუტული ბავშვივით იდგა და ელოდა როდის გააღწევდა აქედან.ნიკა მას შემდეგ აღარ დაუნახავს,რაც პირშიჩალაგამოვლებული დატოვა.
-ბაბუ, რა სახე გაქვს, ვინმე დაინახე? გაუცინა გიამ, როდესაც მისი შეკრული წარბები დაინახა.
-არავინ. არ წავიდეთ?
-კი,მოვა გურამიც ახლავე და წავიდეთ მერე ყველანი სადმე.
- მე სახლი ვიგულისხმე...
-ნინა, მართლა არაფერი მომხდარა?
-ბაბუ, არ შეიძლება მეც ვიყო ცუდ ხასიათზე?-ცოტა არ იყოს ხმამაღლა ამოიბუზღუნა და ხელებიც აიქნია, სწორედ ამ დროს კი გურამი გამოჩნდა თავის შვილიშვილთან ერთად.
-წავიდეთ?-ნინას მათი თანდასწრებით მოერიდა შეწინააღმდეგება და უხერხულად დააქნია თავი.
-არ შეიძლება იმად მოაჩვენო თავი, ვინც სინამდვილეში არ ხარ!-უჩურჩულა ნიკამ და კარგი ჯენტლმენივით კარი გაუღო.
-შენ ამას რა ნამუსით მეუბნები?-დაისისინა და თვალები დაუბრიალა,მაგრამ შემდეგ გაგონილმა ენა მუცელში ჩააგდებინა
-მანქანით ვარ და ნინას მე წავიყვან. უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს ...-ისეთი ანგელოზის სახით თქვა, კინაღამ ნინამაც დაიჯერა მისი გულწრფელობა. გაპროტესტებაც ვერ მოასწრო, ისეთი სიხარულით დათანხმდნენ ძვირფასი ბაბუები.
ერთი ღრმად ამოიოხრა და ისეთი სახით გაჰყვა ნიკას,ცოტაც და ტირილს დაიწყებდა, უბრალოდ არ შეეძლო გაეპროტესტებინა, რადგან მიზეზს ვერ იტყოდა, ისე კი უტაქტოდ გამოვიდოდა. ახლა ისე, როგორც არასდროს, უნდოდა მუცელი ან თავი ასტკივებოდა, რამე მოსვლოდა და სახლში გაქცეულიყო უკანმოუხედავად. როგორუნდა გაეძლო მინიმუმ თხუთმეტი წუთი ნიკასთან ერთადმანქანაში და ერთი საათი მაინც რესტორანში? უნდა ვაღიაროთ, ცოტათი ეშინოდა კიდეც.
-რაში გჭირდება ეს ყველაფერი?-აბურტყუნდა მაშინვე, როგორც კი მანქანაში ჩაჯდა და ღვედს დაუწყო წვალება, თუმცა ხელები ისე უკანკალებდა, ეგეც კი ვერ მოახერხა.
-რა ყველაფერი? უბრალოდ გადავწყვიტე გადამერჩინე ბაბუების მომაბეზრებელი საუბრისგან.მე ხომ ასეთი ჯენტლმენი ვარ!-თვალი ჩაუკრა ნიკამ, გადაიხარა,ღვედი შეუკრა, შემდეგ კი ლოყაზე უჩქმიტა და ღიმილიანი სახით დაძრა მანქანა.
* * *
ანიკას სამსახური ისევ თაიგულით დაიწყო.ოფისში რომ მივიდა და მაგიდაზე ყვავილები დახვდა, წამიერად სუნთქვა შეეკრა. რა თქმა უნდა,ბარათი ისევ ჰქონდა.
„არ ვიცი რომელი ყვავილი შევუსაბამო შენს სილამაზეს“.
ბარათი ხელშივე მოკუჭა და ურნაში ჩაუძახა. ყვავილებსაც წამოავლო ხელი, მაგრამ შემდეგ შეეცოდა და ემას გაუტანა მიმღებში. რაღა დროს ანიკას უცნობი თაყვანისმცემლები იყო? საერთოდ არ აწყობდა ახლა ეს.სანდროსაც ვერ ეტყოდა, დაიწყებდა ეჭვიანობას და გამოძიებას, რატომ უნდა შეექმნა პრობლემა არაფრისგან? ძალიან საეჭვოა იდუმალი თაყვანისმცემელი ფსიქოპატი გამოდგეს,ჰოდა არც ღირს ნერვიულობა, რა არის ცუდი იმაში, თუ ყვავილები დღეს გაულამაზებს ? ჰო და იყოს ასე...
ფიქრი მობილურის ხმამ შეაწყვეტინა, სანდრო სწერდა:
“დღეს მამას რესტორანმა საერთაშორისო სიაში მესამე ადგილი დაიკავა, ხომ არ ვესტუმროთ? გემრიელი რაღაცები იქნება.“
„აუცილებლად წავიდეთ. სამსახურში გამომიარე. ბავშვებიც წავიყვანოთ.“
„ნინა იქაა უკვე, ლიზიკოს გამოვიყვან ბაღიდან და ანდრია ფეხბურთის მერე თავისით მოვა."
„კარგი, დიდხანს არ მალოდინო!“
„როგოც იტყვით, მისის! “
ანიკამ გაღიმებულმა შეინახა მობილური. უცნაური ბედნიერების შეგრძნებით ივსებოდა, როცა სანდროს ესაუბრებოდა და რაც მთავარია, ეს გრძნობა დროის გასვლასთან ერთად, უფრო უმძაფრდებოდა...
* * *
-აბა, რას იტყვი, მოგეწონა დეგუსტაცია?-ცერა ღმილით ჰკითხა ნიკამ, როდესაც მანქანაში ჩუმად ჯდომა მოსწყინდა.
-რაში გაინტერესებს? ხომ თქვი, ცუდი საქციელია თავის იმად მოჩვენება, ვინც სინამდვილეში არ ხარო!
-მერე?
-მერე ნუ თამაშობ ანგელოზის როლს!-ნინა ისეთ შეტევაზე გადავიდა, დარწმუნებული იყო მთელი სახე აწითლებული ექნებოდა ბრაზისგან, თუმცა მისი გამოხტომა ბიჭს სასაცილოდაც არ ეყო .
-ნინა, მე მხოლოდ პოკერს და უფროსების თამაშებს ვთამაშობ,-ბოლო სიტყვები განსაკუთრებული ხაზგასმით წარმოთქვა და თვალიც ჩაუკრა.-სხვა რამეები ჩემი სტილი არ არის.
-სრულიად უცნობისთვის ხელების ფათური შენი სტილია?
-თუ ეს უცნობი წინააღმდეგი არაა, რატომაც არა?-გაუცინა ბიჭმა და წარბები ისე აათამაშა,ნინას მუცელი ასტკივდა ნერვიულობისგან.
-დიახაც რომ წინააღმდეგი ვიყავი!
-მაგიტომ მომეწებე და მომადე მხარზე თავი, ხო ?-ისევ ეს თვითკმაყოფილი სიცილი. ჯანდაბა, ნინა, ცუდ დღეში ხარ!
-ნარკოტიკი მქონდა მიღებული და საკუთარ თავს კონტროლს ვერ ვუწევდი!-წარმოთქვა გამარჯვებულის ხმით, თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა .
-ჯერ ერთი, ექსტაზი გქონდა დალეული და სირცხვილია მაგას ნარკოტიკი უწოდო. მეორე_ექსტაზი თავის ჭკუაზე კი არ გატარებს, სურვილებს გიმძაფრებს და ხასიათს გიმაღლებს. და მესამე_გიამ იცის, რომ მისი ძვირფასი შვილიშვილი ასე ერთობა?
-სულაც არ ვერთობი ასე ! საერთოდაც, დამანებე თავი!-შეუბღვირა ნინამ, ხელები გულზე გადაიჯვარედინა და ფანჯრიდან დაიწყო ყურება, ნიკამ კი სიცილით გადააქნია თავი და დანარჩენი გზა უხმოდ გაიარა. საოცრად ამხიარულებდა ეს გოგო!
დანიშნულების ადგილას რომ მივიდნენ, ნინას კარის გაღება არც უფიქრია, სანამ არ დააფიქსირა, რომ რესტორნისკენ მიმავალი ბიჭი მანქანის პულტით ჩაკეტვას აპირებდა. სასწრაფოდ გადავიდა და გულაჩქარებული დაუდგა წინ.
-შენ ნორმალური ხარ?-თვალებს ისე აკვესებდა, ნიკა სიცილით სულს ძლივს ითქვამდა.
-აბა რას ელოდი, რომ კარს გაგიღებდი? რევერანსიც ხომ არ გინდოდა?
-და მანქანის ჩაკეტვა რაღა საჭირო იყო?
-აბა ასე ხომ არ დავტოვებდი შუა ქუჩაში?-ბიჭმა ისეთი გაკვირვებული სახე მიიღო, ეჭვსაც ვერ შეიტანდით მის გულწრფელობაში.
-ნერვებს მიშლი!-ამოიგმინა ნინამ, მაგრამ როდესაც შენიშნა, რომ გია და გურამი მიუახლოვდნენ, მათკენ გაღიმებული შებრუნდა, ნიკასგან კი ისეთი მზერა მიიღო, რაც აშკარად „ხომ გეუბნებოდის“ ნიშნავდა.
-აბა, გაიცანით ერთმანეთი?-ღიმილით იკითხა გიამ, შვილიშვილს ხელი მოხვია და შესასვლელისკენ გაემართა .
-დიახ, რა თქმა უნდა, ნინა ძალიან კარგი გოგოა!-ღიმილითვე უპასუხა ნიკამაც და როდესაც გოგონას თვალები დააფიქსირა, ღიმილი გაეპარა .-იმედი მაქვს, კიდევ ხშირად შევხვდებით ერთმანეთს.
-რა თქმა უნდა!-ძალით გაუღიმა ნინამ, სახეზე კი ეწერა: „არც იოცნებო, თავხედო! “. საბედნიეროდ, მისი გამომეტყველება უფროსებმა ვერ შენიშნეს და სუფრასთან მოკალათებულებმაც, მომდევნო ერთი საათი ისე გაატარეს, აზრადაც არ გაუვლიათ, რომ შესაძლოა ბავშვებს ერთმანეთი არ მოსწონებოდათ.
გია და გურამი მაგიდის ერთ მხარეს ისხდნენ, ნიკა და ნინა კი მათ პირისპირ. გოგონასთვის ის ერთი საათი ნამდვილი წამება იყო. საბოლოოდ კი მისი მოთმინების ფიალა მაშინ შეივსო,როდესაც ბიჭის ხელის მუხლს ზემოთ შეხება და მოჭერა იგრძნო. წვენი გადასცდა და ხველება აუტყდა, შემდეგ კი, როდესაც ლაპარაკის უნარი დაუბრუნდა, ახლავე დავბრუნდებიო მორიდებულად თქვა და მაგიდა დატოვა.
საპირფარეშოში რომ შევიდა სახეზე წყლის შესასხმელად, სარკიდან საკუთარმა აწითლებულმა ანარეკლმა მიიპყრო მისი შეშინებული მზერა. ხელებიც კი უკანკალებდა. კი მაგრამ, რატომ დაპანიკდა? არა, ნინა, ასე არ შეიძლება. ნუ აჩვენებ, რომ შენზე მოქმედებს! მასაც ზუსტად მაგის დანახვა უნდა. ხომ ხედავ რა ნაძირალაცაა! ძირს ნერვიულობა!
და მართლაც, სრულიად გაქრა ყოველგვარი ნერვიულობა, როდესაც მაგიდასთან დაბრუნდა და ნიკას სკამი ცარიელი დახვდა.
-წავიდა?-ისეთი ტონით იკითხა, მაქსიმალურად ეცადა, რომ ხმაზე აღფრთოვანება არ დასტყობოდა.
-ჰო, მნიშვნელოვან საქმეზე დაურეკეს.ბოდიში მოუხადეთ ჩემ მაგივრადო!
-არა, არაუშავს!-გაიღიმა გულწრფელად ბედნიერმა და კმაყოფილი სახით მოსვა წვენი. იმედი ჰქონდა, რომ მეტჯერ აღარ შეხვდებოდა.
იმედები რომ ხშირად გვიცრუვდება, ეს, ალბათ, ჩემი თქმის გარეშეც კარგათ იცით...
* * *
ჯაფარიძეების ოჯახმა მთელი საღამო დიდ სახლში გაატარა. სანდრო და ანიკა ბავშვებით რომ მივიდნენ, გია და ნინა უკვე იქ დახვდათ, მარიკა კი სუფრას შლიდა .
-დე, შენი ქმრის რესტორანი საერთაშორისო სიაში მესამე ადგილზე გავიდა და შენ საჭმელს სახლში ამზადებ?-გაეცინა სანდროს და დედა გადაკოცნა.
-ეგ იმიტომ გავიდა მესამეზე, რომ მე არ ვიღებდი მაგ კონკურსში მონაწილეობას!-თვალი ჩაუკრა მარიკამ,შემდეგ კი თეფშებით დატვირთული სასტუმრო ოთახში გავიდა. ანიკამაც სწრაფად მოირგო წინსაფარი, ცოტა ხანში კი ნინიც მივიდა ქმარ-შვილთან ერთად. არა, ნუ დაიძაბეთ, სანდრო და ნიკი ხელის ჩამორთმევით და გადაკოცვნით შეხვდნენ ერთმანეთს.FBI-ს სახელოვანმა აგენტმა მოახერხა საკუთარი თავისთვის გადაებიჯებინა და შეურიგდა დის არჩევანს. ერთი კი იყო, რომ ნიკი თავიდანვე გააფრთხილა, სულ პატარა რამეც რომ შეშლოდა, არ შეარჩენდა...
-დღეს დევიდის და ანდრიას საფეხბურთო სკოლაში ვიყავი...-წამოიწყო ნიკმა, სანამ მარიკა, ნინი და ანიკა სუფრას შლიდნენ.
-რატომ?მოხდა რამე, თუ ისე? წინა კვირას შევიარე მე...
-არა, ისე ვიყავი . ბობს ველაპარაკე,-ისეთი ხმით თქვა, სანდრო განზრახვას მიუხვდა და ახლოს მიიწია.
-თუ ასე გააგრძელებენ, შემდეგ თამაშზე უკვე ძირითად შემადგენლობაში ჩავსვამო...
-ყოჩაღ, ყოჩაღ! ეჭვიც არ მეპარებოდა!-ამაყმა ღიმილმა გაუბადრა სახე.-წინა მატჩზე სასწაულები აკეთეს!
-თან ჯერ წელიწადიც არაა რაც დადიან! გოგოებს კიდევ, არ უნდოდათ, რომ გვეტარებინა.
-არაუშავს, მთავარია ბავშვებს უყვართ ფეხბურთი!-გაეცინა სანდროს.-და სხვათაშორის, ორ თვეში „ნოუ კამპზე“„ბარსელონა-რეალია".-შემდეგ ისე აათამაშა წარბები, ნიკი მაშინვე მიუხვდა ჩანაფიქრს და მოწონების ნიშნად ცერი მაღლა აღმართა.
-მაინც "რეალი" მოუგებს!-სიცილით თქვა ბოლოს და სავარძლიდან წამოდგა. მაგიდა უკვე გაშლილი იყო.
-გნახავ, როგორი ცხარე ცრემლით იტირებ, სამარცხვინო ანგარიშით რომ დამარცხდებით კატალონიელებთან!-გაეცინა სანდროსაც და თვითონაც მაგიდას მიუჯდა. უყვარდა ოჯახური საღამოები...
* * *
ბარ "ადრენალინთან" რომ მივიდა, კაპიუშონი ჰქონდა წამოფარებული, თავი დაბლა დახრილი და ისე იყურებოდა, იფიქრებდით, რომ დამნაშავე იყო. ჰმ, ცოტა ალოგიკურადაც კი ჟღერს ეს, მაგრამ მხოლოდ დღევანდელ საღამომდე. რადგან საქმე, რომელშიც ის ჩაერთო, ნამდვილად ახლოს დგას დანაშაულთან... ერთი წლის წინ რომ ეთქვათ, უკანონო რბოლებში მიიღებ მონაწილეობას და მისი გულის მოსაგებად სიცოცხლესაც გარისკავო, გაიცინებდა და თვალებს აატრიალებდა, ახლა კი იდგა აქ და ელოდა კაცს, რომელიც მის გადაწყვეტილებას საბოლოოდ აასრულებდა. როგორ იფიქრებდა, რომ შეუყვარდებოდა?თვითონაც არ სჯეროდა, მაგრამ ფაქტს ვერსად გაექცეოდა. უყვარდა მთელი არსებით და არც რისკის ეშინოდა. ერთადერთი, რაზეც ღელავდა იყო ის, რომ ისეთ მეგობარს დაკარგავდა, რომელიც მართლა სანატრელი იყო. არაუშავს, იმედია ყველაფერი ისე წავა, როგორც დაგეგმა და მეგობრის დაკარგვის შედეგად შეყვარებულს შეიძენს. სხვანაირად არ გამოვა, იმიტომ რომ მის გარეშე უბრალოდ ვერ იცოცხლებს...
* * *
პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა. რბოლა იმაზე საინტერესო და აზარტული გამოდგა, ვიდრე ეგონა. გარემოც დაახლოებით ისეთი იყო, ფილმებში რომ ენახა. მიტოვებული შენობა, უამრავი ხალხი, ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ბევრი ფული და ნახევრად შიშველი გოგონები. ყველაფერი იყო, რაც გასართობად გამოდგებოდა, თუმცა დიდხანს არ გაჩერებულა. რბოლის შემდეგ, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერ მოიგო, სულ ერთი ბოთლი ლუდი დალია, ისიც იმიტომ, რომ მათ წრეში შესვლა აღენიშნა და ბოლომდე მიეღოთ, შემდეგ კი ბოდიში მოიხადა და წამოვიდა. არ იყო ეს მისი. არ ეკუთვნოდა იმ წრეს და არც შეეძლო გაჩერება. როგორმე უნდა მოახერხოს და თავს მოერიოს, თორემ ასე არაფერი გამოუვა. მართვაც უკეთ უნდა ისწავლოს და ის ხრიკებიც გამოიყენოს, რასაც სხვები იყენებდნენ. აქ გამარჯვებისთვის მოვიდა, რომელსაც ნებისმიერ ფასად უნდა მიაღწიოს. ნებისმიერ ფასად!
პოლიცია? ეს არ არის საშიში. ყველაფერი წინასწარ აქვთ გათვლილი და წამებში გაწერილი. ისეთი გზებიც იციან, რომლითაც მარტივად მიიმალებიან, თუ საქმე ჩავარდება. პირველად კი არ ისვრებიან ასეთ ამბავში... მართლაც რომ ისვრებიან, თანაც ისე, რომ გასასუფთავებლად ძალიან, ძალიან დიდი წვალება დასჭირდებათ. მითუმეტეს მას... ეს რომ დედამისმა გაიგოს... არა, ახლა ნერვიულობის და გადაწყვეტილების შეცვლის დრო აღარ არის. დღეს პირველად მიუჯდა სარბოლო მანქანის საჭეს, რითაც თავისი მზადყოფნა საბოლოოდ გამოხატა და დიდი ვალიც წამოიკიდა, ასე რომ, გულითაც რომ უნდოდეს, სანამ ვალს არ გაისტუმრებს, უნდა დაივიწყოს ყოველგვარი საღი აზრი და ფეხდაფეხ მიჰყვეს მიზანს_გახდეს წარმატებული მრბოლელი და მოიპოვოს იმ გოგოს სიყვარული, რომელიც მთელ სამყაროს ურჩევნია...
* * *
ნინა ოჯახურ გარემოცვაში ისე გაერთო, დილანდელი უსიამოვნება მთლიანად გადაავიწყდა, თუმცა, შეხსენებაზე მალევე იზრუნეს. უკვე საკუთარ საძინებელში იყო და დასაძინებლად ემზადებოდა, მისი მობილური უცნობი ნომრისგან შემოსულმა შეტყობინებამ რომ აამღერა.
”დარწმუნებული ვარ, ჩემ გარეშე საშინლად მოიწყინე. მოუთმენლად ველი, როდის აფეთქდები და გამოაჩენ ნამდვილ სახეს, პატარა წმინდანო ;) ”
ნომრის ცოდნა არც სჭირდებოდა იმისთვის, რომ მიმხვდარიყო გამომგზავნის ვინაობას. მაგრამ... ამაზეც ეზრუნათ და კონტაქტის სახელად ”Daddy ;)“ ეწერა. მას საიდან ჰქონდა ნინას ნომერი? და საერთოდაც, რატომ არ ეშვება? რა იპოვა მასში საინტერესო? მით უმეტეს, რომ მეგანის შეყვარებულია. არა, ნამდვილად არ სჭირდება მისი გამწარება. ისედაც არ აძლევს მოსვენებას და ისიც თუ გაიგო, რომ ბიჭი, რომელსაც ხვდება ნინას შებმას ცდილობს, ნამდვილად არ დაადგება კარგი დღე. მაგრამ საიდან მოიტანა, რომ შებმას ცდილობს? იქნებ... იქნებ უბრალოდ ასეთია? მექალთანე, გარყვნილი აზრებითა და თბილი ხელებით...
ნინა, გეყოს ამ თემაზე ფიქრი! თუ ადამიანს აგრძნობინებ, რომ მის მიმართ გულგრილი ხარ, მობეზრდები და შეგეშვება... ჰმ, ასე არავინ მოგატყუოთ, რადგან სწორედ მაშინ, როდესაც ნინამ ეს გაიფიქრა, კიდევ ერთი შეტყობინება მიუვიდა:
From: Daddy ;)
”ვიცი, რომ კვდები ინტერესით, ამიტომ პირდაპირ გეტყვი. როდესაც მაგიდას რამდენიმე წუთით ტოვებ, შენი პირადი ნივთები თან უნდა გაიყოლო. პ.ს. დათუნიებიანი პიჟამა გიხდებოდა ;) ”
ერთინად აწითლდა წაკითხვისას, მაგრამ ბოლომდე ვერ ხვდებოდა ეს სიბრაზისგან მოუვიდა, თუ სირცხვილისგან. ანუ, ნომრის ჩაწერასთან ერთად, მის ალბომშიც იძრომიალა. ღმერთო, ვინ არის ამისთანა? რატომ დაინტერესდა მისით... არა, რამე უნდა მოიფიქროს, როგორმე. არ აწყობს ყოველ ღამით ასეთი მესიჯები. არ უპასუხებს საერთოდ! როდემდე გაერთობა ასე? ერთხელაც იქნება და ხელს ჩაიქნევს, ნინა კი შვებით ამოისუნთქებს. ესეც ასე...
იმდენად ძალიან ეძინებოდა, უფრო გულწრფელები თუ ვიქნებით კი, არ უნდოდა ამის გაკეთება, რომ ნომრის წაუშლელად გადადო მობილური ტუმბოზე, თვითონ კი დათუნიას ჩაეხუტა და ეცადა დაეძინა, თუმცა ამაოდ. თვალებს ხუჭავდა თუ არა, მაშინვე მთელი დღის კადრები ხელახლა უტივტივებდნენ გონებაში და მათი გაქრობა არც შეეძლო და არც უნდოდა. ერთი რამ უნდა აღიაროს. ეს ბიჭი საოცრად სიმპატიურია და როდესაც ესაუბრება, ისეთი ხმა აქვს, ნინა ადგილზევე დნება. თუმცა, ჭკვიანი გოგოა და თვითკონტროლიც ეხერხება. ასე რომ, ბატონო ნიკოლოზ, თქვენი შანსები ძალიან, ძალიან მცირეა!
გოგონას, ამ ფიქრებით გონებაარეულს, ისე ჩაეძინა, ვერც გააცნობიერა, დილით კი, მაღვიძარა რომ უმოწყალოდ ამღერდა, ცალთვალგახელილმა ხელის ფათურით მოძებნა მობილური, რომ ხმა ჩაეწყვეტინებინა ამ ეშმაკის მანქანისათვის. ისეთი დაღლილი იყო, თითქოს ღამე გაეთენებინა. საწოლიდან ადგომის თავიც არ ჰქონდა, მაგრამ რაღაც ძალა მაინც ექაჩებოდა სკოლისკენ. ჰმ, კარგად იცოდა ამ რაღაც ძალას რაც ერქვა, მაგრამ საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა. არც მაშინ დაეთანხმა შინაგანი მეს ყვირილს, როდესაც მთელი გარდერობი ძირს გადმოყარა, რომ რაიმე შესაფერისი მოეძებნა. უყვარდა სითბო და ზამთარში ისე დადიოდა, პლედის შემოხვევაღა აკლდა და საერთოდ არ გამოჩნდებოდა, მაგრამ დღეს ტრადიციას უღალატა. სქელი, შავი კოლგოტი, ტყავის მოკლე ქვედაბოლო, გულამოჭრილი, თხელი სვიტრი და თასმებიანი, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა, თმა კიმ კაპიუშონში შემალვის ნაცვლად, საგულდაგულოდ დაივარცხნა და გაიშალა. მანტოზეც უარი თქვა და ტყავს ქურთუკში გამოეწყო. ასე ჩაცმული განსაკუთრებულად ჰგავდა დედას და როდესაც ქვემოთ ჩავიდა, ეს აღნიშნეს კიდეც. სანდრომ პირი დააღო, ანიკამ კი, გახარებულმა ტაში შემოკრა და თვალები გაუბრწყინდა.
-ახლა მართლა ჩემი შვილი ხარ!-გაეცინა და ყავით სავსე ფინჯანი გაუწოდა. ნინასაც გაეღიმა მის კომპლიმენტზე. იმედი ჰქონდა, ამ ცვლილებას მხოლოდ მშობლები არ შეამჩნევდნენ. აბა, ტყუილად ხომ არ იწვალა ამდენი? მერე რა, რომ შესცივდებოდა და თავსაც არაკომფორტულად იგრძნობდა? სამაგიეროდ, სასურველ შედეგს მიაღწევდა. მაგრამ მოიცათ, რა შედეგს?
-მამი, გძინავს?-ფიქრებიდან სანდროს სიცილმა გამოარკვია და თვალები სწრაფად დაახამხამა, ლიზამ კი ეშმაკურად ჩაიბურტყუნა:
-შეყვარებულია!-და წარბები აათამაშა. ნინას კინაღამ ყავა გადასცდა ამის გაგონებისას, ანდრიამ უცნაურად ჩაიცინა, ანიკამ წარბები აწკიპა, სანდრომ კი ფინჯანი მაგიდაზე დადგა და სერიოზული სახით წამოდგა.
-სამსახურში მაგვიანდება. მორჩით და წამოდით ბარემ, მე მანქანას გამოვიყვან!-მიმართა ანდრიას და ნინას, შემდეგ კი სამზარეულოდან ისე გავიდა, ხმა აღარ ამოუღია.
-რა მოუვიდა?-თვალები ჭყიტა გოგონამ.
-იეჭვიანა. ჯერ ვერ ეგუება, რომ უკვე პატარა აღარ ხარ და ბიჭებთან შეხვედრის უფლებაც გაქვს.
-რა? არა! არ მყავს შეყვარებული, დედა.
-ჯერ არა, ნინა. მაგრამ ხომ გეყოლება? მოუწევს ამასთან შეგუება, შენ ნუ ინერვიულებ!-გაუღიმა ქალმა, შემდეგ კი მეტს ნუღარ ალოდინებთო და გაისტუმრა თუ არა, მაშინვე ლიზიკოს დაუწყო გამოკითხვა, საიდან დაასკვნა, რომ მისი და შეყვარებული იყო. ბავშვმა მხრები აიჩეჩა და უბრალოდ ვიხუმრეო კი თქვა, მაგრამ ანიკა რის ანიკა იქნებოდა, ამ საქმეს ბოლომდე არ ჩაჰყოლოდა? გამოძიებებში კი, სანდროზე ნაკლები, არც თვითონ იყო. ამიტომ, ლიზა რომ ბაღში დატოვა, სანამ სამსახურში წავიდოდა, ლუსის გაუარა.
-აი სტუმარიც ამას ქვია! სად დამეკარგე, ძვირფასო?-სახლში შეიპატიჟა მეგობარმა. როგორც აღმოჩნდა, მარტო იყო, ანუ ანიკა თავისუფლად ისაუბრებდა.
-ლუს, ხომ იცი, სულ გადარბენაზე ვარ. შენ მხოლოდ ლიამი გყავს და ისიც მარტო ცხოვრობს უკვე, აბა მე მკითხე, ჭკუიდან გადავყავარ ბავშვებს!-გაიცინა ანიკამ და სავარძელში მოკალათდა. უყვარდა აქ მოსვლა. ლუსისთან ადრეც კარგად იყო, მაგრამ მას შემდეგ განსაკუთრებით დაახლოვდნენ, რაც დენიელმა სანდრომ ლიამი მონათლა, დენიელმა კი ნინა. ალბათ გაგეცინებათ და იფიქრებთ, რა საჭირო იყო ეს ორმხრივი დანათესავება, მაგრამ სანდროს პასუხი ამაზე ყოველთვის ის იყო, რომ როდესაც ერთ ტყვიას გაისვრი, მეორეთი აუცილებლად უნდა დააზღვიო. თუმცა, ამაზე მოგვიანებით იყოს და ანიკამ და ლუსიმ იმის დაზღვევაზე იზრუნეს, რომ მათ უფრო ადრე შეეტყოთ ნინას პოტენციური შეყვარებულის ვინაობა, ვიდრე ამას სანდრო და დენიელი გაიგებდნენ. შუამავლად კი, რა თქმა უნდა, ლიამი აირჩიეს. ბიჭმა კი დარწმუნებით თქვა, არავინაა მის ცხოვრებაში ისეთი, ვისზეც შეიძლება ეჭვი მქონდესო, მაგრამ თვითონაც დაინტრიგდა და გადაწყვიტა, რომ სკოლაში მიეკითხა. თუ რაიმეს შეამჩნევდა, თვითონვე მოაგვარებდა, ზედმეტი ხალხის ჩარევის გარეშე. არა, მოგვარებაში უცნობის ჩამოშორებას და ნინას შინაბერად დატოვებას არ გულისხმობდა. უბრალოდ, აუცილებლად უნდა სცოდნოდა ვინ იქნებოდა ის, ვისთანაც მისი მეგობარი დროის დიდ ნაწილს გაატარებდა.
* * *
ნინას იმედები არ გამართლდა. მამამ სკოლასთან რომ მიიყვანა და მანქანიდან გადავიდა, ეგონა, მოვლენები ისე განვითარდებოდა, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე. სუსტი ნიავი თმას აუფრიალებდა, თვითონ კი ამაყი ღიმილით სახედამშვენებული გააპობდა ხალხის მასას და მათ მზერებსაც წაიყოლებდა. ჰმ, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ანდრიამ უთხრა, გაკვეთილების შემდეგ შევხვდებითო და თავისი კორპუსისკენ გაიქცა, თვითონ კი, ავტოსადგომზე ჰარის მანქანაც ვერ იპოვა და მოუწია, მარტოს ჩაევლო გვერდი მეგანისათვის და ისე შესულიყო სკოლაში, რომ არაფერი შეემჩნია. მათ შორის, არც ის, რომ ქერათმიანს გვერდს არ უმშვენებდა ის ადამიანი, რომლის გამოც ასე იწვალა, მიუხედავად იმისა, რომ ამაში საკუთარ თავსაც კი არ უტყდებოდა. საოცრად მოუნდა, რომ კაპიუშონი ჰქონოდა, შიგნით შემალულიყო და საერთოდაც, გამქრალიყო, მაგრამ მოულოდნელად ზურგზე ვიღაც შეახტა ყვირილით:
-ვინ ხარ და რა უქენი ჩემ მეგობარს?-ჰმ, რა თქმა უნდა ქეითი! ნინას სახის დანახვისას ისეთი სიცილი აუტყდა, კინაღამ წააქცია. სწრაფადვე ჩამოქვეითდა და სიცილით რომ დაიღალა, ბოლოს მუხლებს დაეყრდნო და ისე სულიერდებოდა.
-ხომ ხარ კარგად?-გაეცინა ნინასაც და ხელი მოკიდა, რომ შენობაში შესულიყვნენ, ქეითმა კი ძლივს ამოთქვა, ისე მაგრად გამოიყურები, მეგონა სულში დედაშენი ჩაგისახლდაო.
მთელი დღე ისმენდა მისი გარეგნობის ცვლილებასთან დაკავშირებულ ხუმრობებს მეგობრებისგან, რომლებიც მთლად უწყინარნიც არ ყოფილან. ამ მხრივ, განსაკუთრებით ლილი გამოირჩეოდა. თუმცა, იმ შეტყობინებამ, რომელი ნინამ გაკვეთილების დასრულების შემდეგ მიიღო, მთელი დღის განმავლობაში ნათქვამი ყველა ფრაზა გადაფარა.
From: Daddy ;)
“არ არის საჭირო ისე ჩაცმა, რომ მომიწიოს გაკვეთილები გაგაცდენინო და კლუბის ინციდენტი ბოლომდე მივიყვანო... ;) ”
შეტყობინება სასწრაფოდ წაშალა და ეცადა აჩქარებული გული როგორმე დაემშვიდებინა, თუმცა არ გამოუვიდა. რა სითავხედეა, ღმერთო ჩემო! როგორ ბედავს?! თუმცა... ზუსტად მისი რეაქციია სანახავად არ გამოეწყო ასე? ნინა, რა გემართება?
-ვინ არის ”მამიკო”?-გაეცინა ქეითს. მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინების ტექსტი ქართულად ეწერა და ვერაფერი წაიკითხა, ნინას რეაქციიდან გამომდინარე მაინც დაასკვნა, რომ რაღაც ისეთი იქნებოდა.
-კლუბის ბიჭია, გუშინ რომ გწერდი, ბაბუასთან ვნახე-მეთქი...-ჩურჩულით უპასუხა ნინამ და სკოლიდან რომ გავიდნენ, მაქსიმალურად ეცადა, თვალები აქეთ-იქეთ არ ეცეცებინა მის ძებნაში. თუმცა, ეს არ გასჭირვებია, რადგან მალევე მიუახლოვდა მაღალი, დაკუნთული, თაფლისფერთვალება ბიჭი, სასიამოვნო ღიმილითა და თბილი მზერით.
-ლიამ!-წამოიძახა გახარებულმა და კისერზე ჩამოეკიდა, ბიჭმა კი ძლიერად ჩაიხუტა, შემდეგ კი ბავშვებიც გადაკოცნა. დანარჩენები მალევე დაემშვიდობნენ, ქეითმა თვალები დაუბრიალა, როგორც კი მოახერხებ მომწერე და ყველაფერი მომიყევიო, შემდეგ კი თვითონაც ჰარის მანქანაში ჩასკუპდა.
-აბა, როგორ ხარ? როგორ მიდის საქმეები?-ჰკითხა ლიამმა, ხელი მოხვია და მანქანისკენ გაუძღვა.
-ყველაფერი კარგადაა. შენ საიდან მოგაფიქრდა, რომ მოგეკითხა?-გაუცინა ნინამ და სასაცილოდ დაეჯღანა. უყვარდა ეს ადამიანი და როდესაც მის გვერდით იყო, თავს უფლებას აძლევდა მოქცეულიყო ისე, როგორც სურდა და შესაძლო შედეგებზე არ ეფიქრა. მხოლოდ მასთან და ქეითთან გრძნობდა თავს ბოლომდე გახსნილად.
-მომენატრე და მოგაკითხე! ნუ იქნები უმადური!-ლოყაზე უჩქმიტა ბიჭმა, შემდეგ კი მანქანის კარი გაუღო. მიუხედავად იმისა, რომ არაფერს იმჩნევდა, მაინც ათვალიერებდა გარშემო ხალხს და ცდილობდა შეემჩნია, იყო თუ არა ვინმე ისეთი, ვინც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მათ, თუმცა ვერავინ შენიშნა. ამიტომ უფრო შეიჭრა როლში და ნინას ღვედიც თვითონ შეუკრა და სანამ საჭეს მიუჯდებოდა, შუბლზეც აკოცა.
-მეც მომენატრე, მაგრამ დღეს განსაკუთრებით თბილი ხარ!-გაეცინა ნინას და ვიბრაცია, რომელმაც ახალი შეტყობინების მისვლა აუწყა, მარტივად უგულებელყო. გულითაც რომ სდომოდა, ახლა შეტყობინებას მაინც ვერ წაიკითხავდა.
-იქნებ შენ ხედავ ყველაფერს უფრო ვარდისფერ ფერებში?-თვალი ჩაუკრა ლიამმა და მანქანა ავტოსადგომიდან გაიყვანა თუ არა, უკანა ხედვის სარკეში მაშინვე შენიშნა, რომ ”კუდი” გაჰყვათ. რამდენიმე უცხო თვალისთვის შეუმჩნეველი მანევრიც განახორციელა, რომ შეემოწმებინა და როდესაც საბოლოოდ დარწმუნდა, თავი ძლივს შეიკავა, რომ კმაყოფილს არ ჩაღიმებოდა. ესეც ასე, რას იფიქრებდა, თუ ასე მარტივად გაარკვევდა ყველაფერს?
ამასობაში, ნინა უკვე იმდენად შეაწუხა ვიბრაციამ ყოველ ორ წუთში, რომ მეტს ვეღარ გაუძლო და მობილური ქურთიკის ჯიბიდან ამოაძვრინა. ოთხი გამოტოვებული შეტყობინება დახვდა.
From: Daddy ;)
“როგორც ვხედავ, თამაში ძალიან მოგწონს, მაგრამ რა საჭიროა სხვების შეწუხება?”
From: Daddy ;)
”როლში კარგად ვერ შედიხარ, შემიძლია გავარჯიშო ;)”
From: Daddy ;)
”შენს მეწყვილეს გადაეცი, რომ არასრულწლოვანთან სექსუალური კონტაქტი კანონით ისჯება.”
From: Daddy ;)
”მანქანა წესიერად მართოს და ნუ მამოწმებს. რადგან უკან მოგყვებით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოგდევთ. უბრალოდ მეც მაგ გზით მოვდივარ. არც ისეთი საინტერესო ყოფილხარ, მე კი მომბეზრდა საკუთარ თავთან მონოლოგის რეჟიმში საუბარი.”
ბოლო შეტყობინების გამოგზავნიდან უკვე შვიდი წუთი იყო გასული, თუმცა ნინამ მაინც დააფიქსირა, რომ თეთრი ”ლექსუსი” ისევ კვალში ედგათ. სულ ოდნავ ჩაეღიმა, მაგრამ ლიამს ესეც არ გამოჰპარვია, ისევე როგორც ის, რომ გოგონამ სასწრფოდ აკრიფა შეტყობინების ტექსტი და გაგზავნისთანავე ჩააქრო მობილურის ეკრანი.
To: Daddy ;)
“რატომ გგონია, რომ შენ გამო ვინმეს შევაწუხებდი? აზრადაც არ მომსვლია მსგავსი რამ. როგორც ჩანს, განვითარებული ფანტაზია გაქვს.”
From: Daddy ;)
”შენ წარმოდგენაც არ გაქვს, როგორია ჩემი ფანტაზია სინამდვილეში ;) ახლა კი, ნახვამდის, შენთვის აღარ მცალია...”
შემდეგ კი თეთრი ”ლექსუსი” თვალთახედვის არიდან გაქრა და ნინამ კინაღამ გასაპროტესტებლად წამოიყვირა, როდესაც ეს დააფიქსირა, თუმცა სწრაფადვე მოახერხა თავის ხელში აყვანა. უკვე ატყობდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და რაოდენ ალოგიკურადაც არ უნდა მოჩვენებოდა, ერთი სული ჰქონდა როდის იხილავდა გაგრძელებას. ნელ-ნელა ძვრებოდა ”ნინას” ტყავიდან და ცოტათი ეშინოდა კიდეც, რომ ნიკას სიტყვები, ნამდვილი სახის გამოჩენასა და აფეთქებასთან დაკავშირებით, ძალიან მალე გამართლდებოდა...
* * *
ანიკამ ბოლო პაციენტი რომ გაუშვა, ისეთი დაღლლი გადაწვა სკამის საზურგეზე, კაბინეტში მოულოდნელად შემოჭრილი სანდრო რომ არა, ჩაეძინებოდა კიდეც.
-სიურპრიზი!-ჩვეული ცალყბა ღიმილით გაუღიმა მეუღლემ და მაგიდაზე ჩამოჯდა.-აბა, როგორ ჩაიარა დღემ?
-დამღლელად. შესანიშნავად დაიწყო, თავი თინეიჯერი მეგონა, მაგრამ შემდეგ რეალობას შევეჯახე.
-და მიხვდი, რომ დაბერდი?-გადაიხარხარა სანდრომ.
-რაო? ვიზე ამბობ ამას, ჩემზე?-ფეხზე წამოდგა ანიკა და ნელა დატრიალდა თეძოების რხევით.-დარწმუნებული ხარ?-შემდეგ კი თვალი თვალში გაუყარა და წარბები აწკიპა.
-მიუხედავად იმისა, რომ ასაკი თავისას შვრება, მაინც შესანიშნავ ფორმაში ხარ!-ჩაიცინა ცოლის საქციელით გამხიარულებულმა.
-აჰ, ესე იგი, მაინც, არა? და ამას ამბობს ადამიანი, რომელიც მთელი რვა წლითაა ჩემზე უფროსი!
-არამარტო რვა წლით!-თვალი ჩაუკრა, წელზე ხელი მოხვია და ახლოს მიიზიდა.-მეოთხ შვილზე ხომ არ გვეფიქრა?
-ვაიმე, სანდრო, გიჟი ხარ!-გულიანად გაეცინა ანიკას, მისი ხელების ტყვეობისგან თავი დაიღწია და საკიდიდან მანტო ჩამოხსნა.-არ გახსოვს რას შემპირდი ლიზიკოს რომ ვაჩენდი? მეტს აღარ გთხოვო.
-ეგ იმიტომ, რომ სამჯერ გქონდა ცრუ განგაში.
-ხოდა ახლა შეიძლება ხუთჯერ მქონდეს. წამოდი, დავკეტავ კაბინეტს და წავიდეთ სახლში...-სანდრომ ერთი ამოიოხრა და უხალისოთ წამოდგა. სანამ ანიკა ემზადებოდა და ყველაფერს ამოწმებდა, თვალში ყვავილები მოხვდა და ის იყო უნდა მიახლოვებოდა, რომ ანიკამაც შენიშნა, შემდეგ კი გაახსენდა როგორ ჩააბრუნა ანონიმური ბარათი თაიგულში. თითები გაეყინა ნერვიულობისგან. ნამდვილად არ სჭირდებოდა სანდროს ეჭვიანობა.
-წინასწარ ვერაფერს შეგპირდები, მაგრამ დაფიქრება შეიძლება!-წამოიძახა სასწრაფოდ რაც პირველი მოუვიდა გოონებაში და გახარებული მზერაც დაიმსახურა. საფრთხემ ჩაიარა, თაიგულისთვის არც ერთს აღარ ეცალა, მაგრამ ჯერ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ეს მართლაც მხოლოდ დასაწყისი იყო...
ნათია ჯაგოდნიშვილი