ნოველები

როგორ შევუხამოთ თეთრი პერანგი მეგან მარკლის მაგალითზე

როგორ შევუხამოთ თეთრი პერანგი მეგან მარკლის მაგალითზე
ჩაინიშნეთ ყველაზე სკანდალური ჰერცოგინიას მოდური ხრიკები.

მეგან მარკლი ბრიტანული სამეფო ოჯახის ყველაზე დამოუკიდებელი ოჯახის წევრია. პრინც ჰარის მეუღლე, რომელმაც სამეფო ვალდებულებებზე უარი ჯერ კიდევ მარტში თქვა, ოჯახთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა მეუღლესთან და პატარა არჩისთან ერთად საცხოვრებლად. მეგანი კი სამეფო ოჯახის პროტოკოლებს ყოველ ნაბიჯზე არღვევდა ბრიტანეთში ცხოვრებისას. გავიხსენოთ თუნდაც უიმბლდონის მატჩი, სადაც სასექსის ჰერცოგინია სქინი ჯინსებით მივიდა. ქვედაბოლოს ნატურალური ტყავისგან იცვამს და მოშიშვლებულ მხრებს ანახებს საზოგადოებას, რაც პროტოკოლით შეზღუდული ჰქონდა. მიუხედავად სითამამისა და სამეფო
ოჯახისგან განსხვავებული ჩაცმულობის სტილისა, მეგანის საყვარელ ტანისამოსად საბაზისო გარდერობის თეთრი პერანგი ითვლება. ზაფხულისთვის კი იდეალური ვარიანტია ნებისმიერ მოდურ ლუქთან კომბინაციაში.

მომგებიანი ვარიაცია თეთრი პერანგის დაპლისულ ქვედაბოლოზე მორგებაა. ეს ლუქი იდეალურია საღამოს წვეულებებისა და ოფიციალური ღონისძიებებისთვის. მეგანს არ უყვარს პრინცესა დიანას მსგავსად პერანგის შარვალში დამალვა. პირიქით, მას მოსწონს შარვლის ზემოდან გაშვებულ სტილზე. ამასთანავე, ჰერცოგინია სქინი შარვლების ერთგული რჩება, შავი და ლურჯი კი მისი ფავორიტია. საქმიანი შეხვედრებისთვის თეთრი, სწორი კლასიკური შარვალია მისაღები, ფეხზე "ნავებით" პატარა ქუსლზე, რომელსაც თეთრი პერანგი დაასრულებს, ხოლო მოდური წვეულება კი თეთრი პერანგისა და გრძელი ქვედაბოლოს კოლაბორაციის მიზეზია.



წყარო: vogue
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
e87a93