დათამ გამაღვიძა, ჰიპერმარკეტში ბევრი ხალხია და სამსახურში გადმოდიო, მადა არ მქონდა, ამიტომ მშიერი გავედი, ვიფიქრე დათასთან ერთად შევჭამდი შუადღეს რამეს.
გარეთ პარკინგთან ჩამომჯდარიყო, რომ დამინახა წამოდგა და გვერძე გავიდა, მანიშნა გამომყევიო. ორივე უკან გავედით, აქეთ იქით გაიხედა, არ ვიცი იმას ამოწმებდა ვინმე გვისმენდა თუ არა, თუ უბრალოდ დროს იგებდა, სათვალე მოიხსნა, მერე თავზე გადაიტანა და ბოლოს რკინის მოაჯირზე ჩამოჯდა.
-ჰა, მოხდა რამე? -ვეღარ მოვითმინე.
-მოკლედ ლეასთვის გიჩხუბია, ხო იცი რომ ლუკას შეყვარებულია და...
ზურგით შევბრუნდი, ვიცოდი დილიდან ნერვები უნდა მომშლოდა.
_მერე?
-რავი, ლუკა გატეხილშია რა...
_იცი რამხელა ჯარიმა დამიწერეს?
-ბიჭო ჰო, მარა... გუშინ ღამე გადმოვიდა, უნდა დაველაპარაკოო, შენი ძმაკაცია და თავზე არ ,,გახტებიო"...
_რაზე უნდა დამელაპარაკოს, დედა ვაგინე? რას ელოდებოდა ჩავეხუტებოდი და ვეტყოდი არაუშავს და გააგრძელე მუშაობა მეთქი?
-რა უთხარი?
-თვის ბოლოდან ვუშვებ, თქმით არაფერი... არ შემიქია.
-ანუ რო რამე მაგ საქმეში არ ,,ჩავიქაქავთ"?
-მოვიდეს და დამელაპარაკოს თუ უნდა, რა აქვს სათქმელი, სამსახურია და მორჩა, გამიტრაკეს რა...
გამოვბრუნდი, კაბინტეში ისე შევვედი სალაროსკენ აღარ გამიხედია, ვიფიქრე დღეს საღამოს სახლში წასვლის წინ ვეტყოდი ლეას - ხვალიდან აღარ მოსულიყო.
განცდა მქონდა რომ ერთიმეორეს მიყოლებით ვაგორე ცუდი კამათელი და პარტია კია არა, მთელი ცხოვრება მქონდა წაგებული.
უბედურება ის იყო რომ ვერ ვრისკავდი ყველაფერი ძირფესვიანად შემეცვალა, ეს ჰიპერმარკეტი რომ მართლა გამეყიდა მერე დალაგდებოდა თავისით ყველაფერი, წავიდოდი, გავაღწევდი ამ დამპალი ქალაქიდან, დავსახლდებოდი სადმე შორს და ნულიდან დავიწყებდი ყველაფერს, ამ იდეალურ გეგმას ის აფუჭებდა, რომ დედაჩემს სამუდაოდ აქ ვერ დავტოვებდი და ვერც სადმე გადასახლებას ვაიძულებდი, მამაჩემი დიდად არ მანაღვლებდა, მგონი იმიტომ რომ ანალოგიურ დამოკიდებულებას ვგრძნობდი მისგანაც, მაგრამ მის აქ მარტო დატოვებას არც დედაჩემი დათანხმდებოდა და მთელი სანათესაოს სალაპარაკო უნდა გავმხდარიყავი.
ყველანაირი მიზეზი მქონდა აქედან აბარგების, მაგრამ წვრილმანი მიზეზების გამო მუდმივად უკან მიწევდა დახევა, დაუსრულებლად ვფიქრობდი, რომ გავქცეოდი ამ დამპალ მუქთახორებს - წამოკიდებულები რომ მყავდნენ სამარადისოდ და ახლა უკვე ნიასაც, რომლის სიყვარული რატომღაც მარწუხებივით მეჭირებოდა ყელზე, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი;
ისევ ისეთი დილა თენდებოდა, ისევ უამრავი გამოტოვებული ზარი მხვდებოდა, უამრავი შეტყობინება რომ ფული უნდა გამეჩუქებინა, ჰიპერმარკეტში კონსულტანტები და მოლარეები დაუსრულებლად იცვლებოდნენ და საქმე ამის გამო მუდმივად მიფუჭდებოდა, მამაჩემი ისევ ყოველ საღამოს მთვრალი იყო და დივანზე პირღიას ეძინა, დედაჩემი კიდევ და კიდევ მახსენებდა რომ თეთრ მაისურზე მაკიაჟის კვალი იყო და ლაქას ვერ არიდებდა, ნიასგან ერთიმეორეზე სენტიმენტალურ შეტყობინებებს ვიღებდი და კიდევ უფრო მეტად მინდოდა
სამუდამოდ გამეშვა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ რაიმე შემეცვალა საკუთარი ცხოვრების და რუტინის მონად ვიქეცი, უფროდაუფრო გაღიზიანებული მაგრამ მაინც იმავეს ვიმეორებდი ყოველდღე, ნიას ვერ ვთმობდი, ვიტყოდი რომ აღარ ვნახავ, მაგრამ რამოდენიმე დღეში ისევ ვხვდებოდი, ისიც აღარაფერს აპროტესტებდა, მგონი შეგნებულად არ მაძლევდა საშუალებას გვეკამათა და ურთიერთობიდან ,,ვითომ მაგის მიზეზით" წასვლა შემლებოდა, ამიტომ ისევ ვხვდებოდი, ისევ ვეფერებოდი, მერე სახლში მოსული მაინც თინანოს პროფილს ვათვალიერებდი... ისეთი გამოუვალი ჩანდა მდგომარეობა გზას კი არა ბილიკსაც ვერ ვხედავდი თავის დასაღწევად.
ზოგჯერ შეგნებულად ვტკენდი გულს, მგონი ვამოწმებდი რამდენის ატანა შეეძლო იმისთვის რომ არ დავეკარგე. ერთხელ ვუთხარი, საცოლე მყავდა და ვერ ვივიწყებ მეთქი, აშკარად ვერ შევაფასე ნათქვამის სიმძიმე, ბოლო ზღვარს გადავედი, ჩამუქებული თვალებით ამომხედა, ერთი წუთიც და ცრემლები გადმოსცვივდებოდა, მხოლოდ ის მითხრა მგონი მე არაფერს ვამბობ და თავს არ გახვევ ვიღაც სხვასთან ჩემს წარსულ ურთიერთობებსო. ბოდიში მოვუხადე, სახლამდე მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია, ფანჯრიდან უაზროდ იყურებოდა გარეთ, მანქანიდან ისე გადავიდა არ დამმშვიდობებია. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, ბოლოს და ბოლოს მე წამოვიწყე ეს ურთიერთობა და მთელი ამ ხნის მანძილზე ცუდად არასდროს მომქცევია, მუდმივად მზრუნველი და თბილი იყო, მხიარული და სულ ცდილობდა მეც კარგ ხასიათზე მოვეყვანე, თუმცაღა ყველა მისი გაბუტვის მერე შვებას ვგრძნობდი, შვებას რომ ამ ურთიერთობიდან გათავისუფლების იოლ გზას ვედექი.
ეკამ ვიზიტები გაახშირა, გასართობი ცენტრისთვის ქრონიკულად ჩემი ჰიპერმარკეტიდან ეზიდებოდა პროდუქტებს, არადა ზუსტად ვიცოდი რომ მომმარაგებელი ჰყავდა და ეს მიზეზს ეძებდა ჩემთან ჩამოსადგომად, აიკიდებდა ათას რამეს და მერე იძულებული ვიყავი სამსახურამდე მე ამეყვანა.
იმ დღესაც რომ შემოვიდა პირდაპირ წინ შევეჩეხე, შემომცინა და ჩამეხუტა, სანამ პირს გავხსნიდი მომახალა ხასიათზე ვერ ჩანხარ და ყავა დავლიოთო, ვიცოდი სადმე წასვლას შემომთავაზებდა, ამიტომ სანამ კიდე რამეს იტყოდა ლიკას დავუძახე ორი ცხელი ყავა გაეკეთებინა, კაბინეტში შემოყოლაზე უარი მითხრა, გარეთ დალევა არჩია, მერე თამამად გაცუნცულდა და ჩემს მანქანაში მოკალათდა.
-მარკეტს მართლა ყიდი? -მოესწრო ვიღაცისგან გაგება.
-ვფიქრობ ჯერ, ხომ არ გინდა მოგყიდო?
-არ იფიქრო თითქოს რამე მიუწვდომელი მგონია, ერთ თვეში საკუთარ ხაზს შევქმნი, თურქეთიდან ბრენდულ ტანისამოსს შემოვიტან, რაც ჯერ აქაურობას არ ღირსებია და რამდენიმე წელში შეიძლება შენს ჰიპერმარკეტზე დიდი სავაჭრო ცენტრი მქონდეს.
ყავის გამოფრქვევისგან თავი შევიკავე, მაგრამ სიცილმა გამყიდა...
-რა??? მე დამცინი? -ხელი რამდენჯერმე ჩამარტყა მკლავში, სინამდვილეში მგონი გაკეკლუცების და შეხების მცდელობა ჰქონდა.
-არა, ყოჩაღი გოგო ხარ, მართლა. - სერიოზული სახე მივიღე.
-იმასავით სახლში ვერ დავჯდები და ბავშვებს ვერ გავზრდი, პარკინგისკენ გაიხედა, თავი შევატრიალე თუ არა კინაღამ ყავა გადამცდა, მანქანიდან ნია გადმოდიოდა.
-იცნობ? -ვკითხე.
-ის შავთმიანი ჭრელი კაბით, -უკვე მარკეტში შემავალ ნიას დაქალზე მანიშნა.
- ჩემი კლასელია, პირველი კურსიდან გათხოვდა, ცხოვრებაში ერთი დღე არ უმუშავია, და მგონი მეშვიდე ბავშვი გააჩინა ცოტა ხნის წინ.
-მეორეც შენი კლასელია? ხშირად მოდიან აქ.
-არა ეგ დაქალია, რა საერთო იპოვა ამასთან, რამდენიც ანასთან სახლში ან რესტორანში ერთად მოვხვდით იმდენი უხასიათოდ იჯდა და გაქცევაზე იყო, ეს მთელ ჩემს სანაცნობოში ერთადერთია ვინც თვითონაც არ იცის ქმარს რაზე გაშორდა, ამასწინათ ანას ვკითხე და გიჟდება ამ გოგოზე, ცუდი არაფერი უთქვამს, მარა დიტოზე თქვა უსაყვარლესია და იქნებ ოდესმე შერიგდნენო, ზოგი ვერ იფერებს მზამზარეულად მიღებულ კარგ ცხოვრებას, ზოგი ჩემსავით შრომობს და კარგი ცხოვრებისთვის ბრძოლა უწევს, მაგრამ აზარტული ვარ, ეს ბრძოლა მომწონს, ყველაფრისთვის შემიძლია ვიომო რაც მიყვარს, ყველაფრისთვის....
ბოლო სიტყვა დამარცვლით თქვა, მერე გაჩერდა და თვალები შემომანათა, ასე პირდაპირ სათქმელი მიმიკით მგონი ჯერ არავის გამოუხატავს მაგრამ მე მაინც დამდუღრულივით ვიჯექი. მერე უსაფრთხოების ქამარს დასწვდა, შეკვრას შეეცადა, მაგრამ ბოლო წამს გაახსენდა რომ ჩემს მანქანაში არასდროს გადაუჭერია და ხელი გაუშვა.
-ამიყვან ხო სამსახურამდე?
-ჰო, აბა რა...
მანქანა დავძარი, გასართობ ცენტრამდე ისევ იქაქანა, მერე მადლობის ნიშნად ლოყაზე მაკოცა და დარბაზთან რომ მივიდა კიდევ ერთხელ გამომხედა.
გამოვბრუნდი, თავში დომხალი მქონდა, ანუ ნიასაც იცნობდა იმის ყოფილ ქმარსაც, თუ ეგეთი გასაგიჟებელი ქმარი ჰყავდა რა ჯანდაბა უნდოდა ჩემთან, ან რატო გაუშვა, არასდროს არაფერს ამბობდა, არც ის უთქვამს რომ ყოფილთან პრობლემები ჰქონდა, ანუ სავარაუდოდ ეკა მართალია, ნიამ თვითონაც არ იცის რა უნდა. პირველად დავფიქრდი იმაზე რატო დაანგრია ოჯახი, მერე ჩემს თავზე ნერვები მომეშალა, ბოლოს და ბოლოს რაში მაინტერესებდა, რა ჩემი საქმე იყო.
ეს იქეთ იყოს და ეკა აშკარად ხაზგასმით მიმანიშნებდა თავის დამოკიდებულებასა და გრძნობებზე, გასაგიჟებელი არ იყო, მაგრამ ერთადერთი თავისუფალი, მარტოხელა და ,,უწარსულო" ქალი იყო მათ შორის ვინც მეპრანჭებოდა, ვის ჩემს გვერდით დანახვასაც დედაჩემი სავარაუდოთ არ გააპროტესტებდა, ყოველიშემთხვევისთვის ჯერ არავისგან არაფერი ცუდი არ გამეგო, არ მეფიქრებოდა დიდად, მაგრამ ცდა მაინც მინდოდა, ბოლოსდაბოლოს ჩემს მომავალში დასამკვიდრებლად ერთადერთი პერსპექტიული ვარიანტი იყო მონაცემების და მიხედვით.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>