ნოველები

რა ხდება "ბეტონების იქით" - 5 ამონარიდი მათე ბაღაშვილის ნოველიდან

რა ხდება "ბეტონების იქით" - 5 ამონარიდი მათე ბაღაშვილის ნოველიდან
"ბეტონების იქით" - "გახდი ბესტსელერის ავტორი 2023"-ის ერთ-ერთი მონაწილის, მათე ბაღაშვილის ნოველაა. ლიტერატურული კონკურსის მეორე ტური დასასრულს უახლოვდება. თქვენ შეგიძლიათ მისცეთ ხმა თქვენს ფავორიტ მონაწილეს ონლაინ პალიტრა L-ის საიტზე.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ამონარიდს მათე ბაღაშვილის ნოველიდან - "ბეტონების იქით"


1. მზე თოვლის ბაბუასავით გამძვრალიყო საკვამურში და სამყაროს მეორე ნახევარსფეროსთვის ძღვენის მირთმევას ლამობდა - ხურჯინში ფერად-ფერადი საღებავები და ოქროსფერი ისრები ეწყო. მთვარე ჩირგვებიდან ამოძრომას არ ჩქარობდა - ალბათ, სურდა დარწმუნებულიყო, რომ მისმა მეტოქემ საბოლოოდ დატოვა ადგილი, რომელსაც მუდმივად ეწილებიან ერთმანეთს, და მხოლოდ ამის შემდეგ
გადაწყვეტდა თავისი ნაყვავილარი სახის გამოჩენას.

2. ბარდნიდა, თაბახის ფურცლის დიდ ნაგლეჯებს ვიღაც ზევიდან აყრიდა მალებოლჯეს ქუჩებს. საფარის სისქეც შესაბამისად სწრაფ-სწრაფად იზრდებოდა და თოვლის ფიფქებიც ბრწყინვალებას ყოველგვარი სიმორცხვის გარეშე ასხივებდნენ.

3. ქარის ქროლვასთან ერთად შექმნილი ზუზუნი თომას ყურში ტომ იორკის წაბრძოლებას ერწყმოდა. სადაცაა ასფალტი დასრულდებოდა და დაიწყებოდა ხრიოკი რელიეფი, მანამდე კი ერთმა უცნაურმა კაცმა ყელში გაჩხერილი ვეებერთელა ბურთის ამოგდება და საბოლოო სიტყვების ამოთქმა დააპირა:

We hope your rules and wisdom choke you
Now we are one in everlasting peace
We hope that you choke, that you choke
We hope that you choke, that you choke
We hope that you choke, that you choke

4. გვიან გაზაფხულზე, როცა კვირტებიდან თავს ნაირნაირ ფერებად შეღებილი ყვავილები თავს ჰყოფდნენ, მალებოლჯეს ერთ-ერთ ქუჩაზე თომას განსაკუთრებით უყვარდა სეირნობა. სურნელება, რომელიც გაზაფხულს საჩუქრად მოჰქონდა სამყაროსთვის, მხოლოდ და მხოლოდ ამ ქუჩაზე იყო მიმოფრქვეული. კერძო სახლებიდან ქუჩაში გადმოყუდებული ვარდის კოკრები სულ ცოტა ხანში იქცეოდნენ გაზაფხულის სირინოზებად. ხეები თეთრ სამყურა ფოთლებს, რომელთაც ვარდისფერი კოკრები ჰქონდათ, ყვავილობის ნიშნად თავიდან იცილებდნენ და მშობიარობისთვის ემზადებოდნენ. გზის კიდეები კი უარყოფილ სამყურებს თეთრ ფერად შეეღებათ.

5. როცა მთვარე თავისი ნაყვავილარი სახის გამოჩენისთვის მზად იყო და ყველა მისანს, ჯადოქარსა და მჩხიბავს სახლიდან გამოსვლისკენ მოუხმობდა, სამყაროს დასალიერში ერთ ბიჭს უკვე ჭამდნენ და ანადგურებდნენ მისი ქვეშევრდომები.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93