ახალი სამსახური გსურთ, მეტი ფულის გამომუშავება თუ სიყვარულის პოვნა - ნუმეროლოგია დაგეხმარებათ

ახალი სამსახური გსურთ, მეტი ფულის გამომუშავება თუ სიყვარულის პოვნა - ნუმეროლოგია დაგეხმარებათ
ალბათ გაგიგონიათ ფრაზა - "ვიზუალიზაციის ხელოვნება", რომელსაც ფსიქოლოგიასა და ეზოთერიკაში ჩახედული ადამიანები აქტიურად იყენებენ პრაქტიკაში.

ვიზუალიზაცია თავისებური აუტოტრენინგია ჩვენი გონებისთვის. იმიტომ რომ რეალურად ჩვენს ცხოვრებაში ის მოვლენები ხდება, რომელსაც ჩვენი ტვინი ქვეცნობიერს გადასცემს და რეალურად წარმოისახავს. როგორც ეზოთერიკოსები და ნუმეროლოგები ამტკიცებენ, სურვილების ასრულებაში ხელს რიცხვების მაგიური ზემოქმედებაც უწყობს ადამიანს. საამისოდ კი მარტივი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც სტატიაში ვისაუბრებთ.

რიცხვი 20 ნებისმიერი შეფერხებისას - მაგალითად, თუკი თქვენ გადატვირთულ საცობში მოხვდით ან რაიმე მიზეზით აგვიანებთ დანიშნულების ადგილზე
მისვლას, აუცილებლად გამოიყენეთ რიცხვი 20-ის ენერგეტიკა. ორიანს შეუძლია გააძლიეროს თქვენი მიზნისკენ სწრაფვა და მონდომება, ხოლო ნული გზიდან ჩამოგაშორებთ გაუთვალისწინებელ შეფერხებებს. ამიტომ, თუ თქვენ ხშირად გაიმეორებთ გუნებაში ამ ციფრს, წარმოსახვით დახატავთ მას ან შეეცდებით თქვენ გარშემო იპოვნოთ იგი (მაგ. სანამ საცობში დგახართ) მიზნისკენ სავალი გზა აუცილებლად თქვენს სასარგებლოდ გამოთავისუფლდება.

რაიმეს დაშლა/დანგრევა გსურთ? გამოიყენეთ 44-ს მაგიური ძალა
- იმ შემთხვევაში თუ თქვენ წინაშე რაიმეს დაშლის, დანგრევის, დანაწილების, გაფანტვის მცდელობა დგას (მაგ. უსიამოვნო ჭორებით წუხდებით), ჩართეთ რიცხვი 44 და მისი უძლიერესი ენერგეტიკა. ამ ციფრს ნუმეროლოგები თავისი ბუნებით, ელვას ამსგავსებენ. ამაოდ არ სცემდნენ მას პატივს თავის დროზე ნაცისტები. ეს ხომ ორი ერთმანეთზე დადებული კვადრატია, რომელსაც გააჩნია უნარი ნებისმიერი გაურკვევლობა, წინააღმდეგობა და სიბნელე გაარღვიოს, გაფანტოს. ამასთან ერთად, თუკი ამ ორი ციფრის ჯამს გავითვალისწინებთ ანუ რვიანს, იგი მარადისობის სიმბოლოა. შესაბამისად, 44 გამოყენებისას დიდი სიფრთხილე გვმართებს, იმ მხრივ, რომ უწყინარი თავდაცვა ნგრევის ჯაჭვში არ გადაგვეზარდოს.

გამრავლება/გაბევრებისთვის კი 40-ის ენერგეტიკა დაგეხმარებათ - ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ პირიქით, რაიმეს გამრავლება, გაბევრება, აღდგენა ან გამთელება გესაჭიროებათ, საქმეში რიცხვი 40 და მისი ენერგეტიკა ჩართეთ. ოთხიანის ძლიერ ენერგიას ნულის ანუ წრის ფორმა მისცემს გამთლიანების უნარს. 

იხილეთ სტატია სრულად: astrologi.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93