რა ხანგრძლივობისაა ქალის სიყვარული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა ხანგრძლივობისაა ქალის სიყვარული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მამაკაცებს რომ ადანაშაულებენ, ქალების დიდი ნაწილიც ხშირად სცოდავს ერთგულებისა და სტაბილურობის კუთხით, როცა საქმე სიყვარულსა და სერიოზულ ურთიერთობას ეხება.

უბრალოდ, სუსტი სქესის წარმომადგენლები ამ ყველაფრის დამალვას და შელამაზებას გაცილებით უფრო ოსტატურად ახერხებენ, ვიდრე კაცები. ასტროლოგები თვლიან, რომ ერთგულების უნარი, ისევე, როგორც სხვა სახასიათო შტრიხები, ზოდიაქოს ნიშნისა და მისი მმართველი პლანეტების დამსახურებაა. ამიტომ დღეს ზუსტად იმ თემაზე ვსაუბრობთ, მაინც რამდენ ხანს ძლებს ამა თუ იმ ქალის სიყვარული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი - მხურვალე სიყვარული შეუძლია, ოღონდ
ყველაფერი უნდა დღეს და ახლავე. უყვარს ბევრჯერ და თავდავიწყებით.

კურო - სტაბილური ქალია და ითხოვს სტაბილურობას. თუმცა, შესაძლოა, მამაკაცი მხოლოდ ფიზიკურადაც მოეწონოს და გააბას ურთიერთობა. უყვარს რამდენჯერმე და საკმაოდ ხანგრძლივი ვადით.

ტყუპი - ცვალებადი და პოლიგამიური ქალია და ამას არც უარყოფს. მისი ერთგულების იმედი მხოლოდ ძალიან საინტერესო, განათლებულ და მრავალმხრივ კაცს უნდა ჰქონდეს, ისიც, მენტალურად. უყვარს უთვალავჯერ, ხშირად ორი ან სამი კვირით.

კირჩხიბი - მასზეა ნათქვამი, რომ სიყვარული შეუძლია "კუბოს კარამდე". ემოციური მიჯაჭვულობის გამო მამაკაცი ხშირად მთელი სიცოცხლის მანძილზეც კი უყვარს, ზოგჯერ უპასუხოდ.

ლომი - ამაყი და თავმოყვარე ქალია, მაგრამ უსიყვარულოდ ისევე ვერ ძლებს, როგორც უწყლოდ თევზი. უფრო ხშირად უფლებას აძლევს, რომ უყვარდეთ, ეს გაცილებით დიდ ბედნიერებას ანიჭებს მას. მის ცხოვრებაში ხშირია ხმაურიანი რომანები.

ქალწული - ხარისხი ყოველთვის ურჩევნია რაოდენობას. ამიტომ თუკი მაინც უყვარს, უყვარს გონებით ან უკეთეს შემთხვევაში, აბსოლუტურად გააზრებულად. იშვიათად და ხანგრძლივი ვადით უყვარდება ვინმე. 

იხილეთ სტატია სრულად: astrologi.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93