მორიელი – უდაბნოს არსებაა. ამიტომაც მისმა სიყვარულმა, შესაძლოა, დაგწვათ თავისი ცეცხლოვანი ინტენსიურობით.
თუკი გსურთ, მორიელთან ბედნიერი და ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეთ, მაშინ აი, თქვენ სია, რომელიც კარგად უნდა დაიმახსოვროთ.
აღიქვით ის, როგორც მზისგან დამცავი კრემი. თქვენ მას აუცილებლად გამოიყენებდით უდაბნოში, რათა დაცული ყოფილიყავით დაწვისგან.
1. მორიელს მთელი არსებითა და ვნებით უყვარს.
მორიელის სიყვარული ყოველთვის იმდენად ინტენსიური, ღრმა, ვნებიანი და ცეცხლოვანია, რომ მასზე შესაძლოა ჰოლივუდური ფილმიც გადაიღონ.
ვერცერთი სასიყვარულო რომანი ვერ შეედრება მორიელთან ურთიერთობას. მას სურს შეიცნოს მთელი თქვენი შინაგანი სამყარო. ჩათვალეთ, რომ ძალიან გაგიმართლათ, თუკი მორიელს უყვარხართ.
2. ნურც ეცდებით მასზე შთაბეჭდილების მოხდენას.
მორიელი აფასებს ინტელექტუალ, ნიჭიერ ადამიანებს. ისეთებს, როგორიც თავად არის. ამიტომაც ფარსს და გამოგონილ ნიჭს ის მაშინვე ამჩნევს!
უბრალოდ, მორიელთან ურთიერთობისას იყავით ის, ვინც ხართ. თუკი მორიელი დაგიმეგობრდათ ან შეგიყვარათ, ესე იგი, მას ყველა ნაკლის მიუხედავად უყვარხართ.
3. ნუ შეეცდებით მის გაკონტროლებას.
მორიელი ყოველთვის მუშაობს იმაზე, რათა ურთიერთობაში იდეალური ბალანსი შეინარჩუნოს. თქვენ გაქვთ უფლება, გქონდეთ საკუთარი აზრი, მაგრამ თუკი გსურთ მორიელის რაიმეში დარწმუნება, გამარჯვების მოპოვების შანსი მხოლოდ უძლიერესი არგუმენტების შემთხვევაში გაქვთ.
4. მათ იდუმალება ხიბლავთ
ნუ დაუშვებთ შეცდომას და ნუ მოატყუებთ მორიელს. თუმცა ცოტაოდენი იდუმალება თქვენს ურთიერთობას ხელს არ შეუშლის. პირიქით, ეს მომენტი მორიელს თქვენდამი ინტერესს გაუძლიერებს.
მორიელი გიჟდება ყველანაირ მინიშნებასა და სიურპრიზზე. მიეცით ეს მას და მიიყვანეთ ბედნიერ შეშლილობამდე.
5. ისინი ერთგულები არიან.
თუკი მორიელმა თქვენ აგირჩიათ, ესე იგი, ახლა შეგიძლიათ ფეხი ფეხზე გადაიდოთ და მშვიდად დატკბეთ კომფორტული ურთიერთობით. ის ყველაზე ერთგულია. ახლა თქვენი მორიელი მზად არის, ქვეყნის დასალიერში გამოგყვეთ.
ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ცხოვრების მეგზურად მხოლოდ ყველაზე სრულყოფილებს ირჩევენ. თუკი მისთვის თქვენ ხართ ასეთი – ესე იგი, მან უკვე იპოვა იდეალი და აღარ დაიწყებს გვერდზე ყურებას. მორიელებს ეჭვი არ ეპარებათ საკუთარ არჩევანში.
6. ღალატი? ჰმ... მხოლოდ საკუთარი თავის ფასად!
მორიელებმა არაფერი იციან პატიების შესახებ. მათი შურისძიება კი ყველაზე დაუნდობელია. განსაკუთრებით მაშინ, თუკი მათ ურთიერთობაში ვინმე არალოიალურობას იჩენს.
რადგან მორიელთან ერთად ყოფნა გადაწყვიტეთ, ღალატი და ტყუილი თქვენთვის – ტაბუდადებული თემებია. თუკი ამისთვის მზად არ ხართ, აჯობებს, არც დაიწყოთ ეს ურთიერთობა.
7. ამის შემდეგ ზღვარგადასული ემოციები გექნებათ.
მორიელები ემოციური უკიდურესობებისკენ არიან მიდრეკილნი. ურთიერთობაში მონოტონურობა და დაბალი ინტენსიურობა მათ თრგუნავს და უბედურს ხდის. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ მორიელის ნერვული შემოტევები, აუცილებელია იყოთ ყურადღებიანი და არ ჩააქროთ ცეცხლის ნაპერწკალი ურთიერთობაში.
8. თქვენ თანასწორნი არ ხართ.
მორიელები მეწყვილეს შერჩევას ძალიან შემოქმედებითად უდგებიან. ისინი მხოლო სრულყოფილებაზე თანხმდებიან. ეძებენ საკუთარი თავის გაუმჯობესებულ ვერსიას.
თუკი მორიელმა თქვენ აგირჩიათ, დაგენაძლევებით, რომ მის თვალში თქვენ იდეალი ხართ.
ამიტომაც, მოარული ხმების მიუხედავად, მორიელებს შეუძლიათ დათმონ პოზიციები და იყვნენ მეორე ადგილზე. ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ღვთაებად გაღიარეს.
9. მათ თქვენ არ სჭირდებით.
არ გაბრაზდეთ. უბრალოდ, მორიელები ძალიან დამოუკიდებლები, ამბიციურები, უშიშრები და საკმაოდ გონიერები არიან იმისათვის, რომ თავი მარტოობაშიც შესანიშნავად იგრძნონ.
ისინი მარტოობას შეუფასებელ გამოცდილებად მიიჩნევენ და აფასებენ კიდეც ამას.
მეორე მხრივ, თუკი მორიელი თქვენ გვერდით არის, შეგიძლიათ ეჭვი არ შეგეპაროთ: ეს იმის გამო არ ხდება, რომ თქვენზეა დამოკიდებული ან რაიმეს ელის თქვენგან. არა, უბრალოდ, მან ღვთაება იპოვა.
10. მიეჩვიეთ მის ეჭვიანობას.
მორიელები – მესაკუთრეები არიან. თუკი ისინი თვლიან, რომ რაღაც ან ვიღაც მათია, ესე იგი, არც ფიქრობს, რომ ვინმეს გაუნაწილებს!
დაიმახსოვრეთ: მორიელმა აგირჩიათ თქვენ და არა თქვენ ის. ამიტომაც მისი ამოჩემება და ეჭვიანობა ვერსად წავა: ასე გამოხატავს ის სიყვარულსა და ერთგულებას.
თუკი არ ხართ მზად ამ ყველაფრისთვის, აჯობებს, თავიდანვე თქვათ ამ ურთიერთობაზე უარი.
11. თქვენ ცხოვრებაში საუკეთესო სექსი გექნებათ.
ტრაბახივით ჟღერს, მაგრამ ეს ხომ ყველასთვის ცნობილია, რომ მორიელები საუკეთესო საყვარლები არიან. ისინი არა მხოლოდ ნიჭიერები არიან ამ სფეროში, არამედ ყურადღებიანებიც. მათ ზუსტად იციან, როგორ დაკავდნენ სიყვარულით!
თუკი, მორიელმა პარტნიორად აგირჩიათ, იცოდეთ, რომ ისეთ სიამოვნებას მიიღებთ, როგორიც აქამდე არასდროს და არავისთან გქონიათ!