თითოეულ ადამიანს აქვს ცხოვრებაში როგორც დადებითი, ასევე, უარყოფითი პერიოდები. ხანდახან ყველაფერი კარგად მიდის, ხანდახან კი ყველაფერი თავდაყირა დგება. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ზოდიაქოს ყველა ნიშანს აქვს მისთვის სასიკეთო თვე.
ვერძი. შემოდგომის ბოლო თვე საუკეთესოა ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის. ნოემბერი საკუთარი თავის რეალიზებისა და მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად და რაიმე ახლის წამოსაწყებად ყველაზე კარგი პერიოდია.
კურო. თქვენი იდეალური თვე აპრილია - განახლებების დრო, რომლებიც ემოციებზე დადებითად ზემოქმედებს. პირადი ურთიერთობები ამ პერიოდში გილაგდებათ. აპრილში ნებისმიერ წამოწყებაში წარმატება გელოდებათ.
ტყუპები. ყველაზე წარმატებული დრო - შუა ზამთარი. იანვარში თავდაჯერებულობა გემატებათ. ეს დრო იდეალურია ყველაზე სანუკვარი ოცნებების ასახდენად. იმოქმედეთ და ყველაფერი გამოგივათ.
კირჩხიბი. ოქტომბერი საუკეთესოა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად. ამ დროს გონება განსაკუთრებულად გინათდებათ, რაც კარიერულ ზრდაშიც გეხმარებათ. ამ დროს სასიყვარულო ურთიერთობების დაწყება სიხარულს და სიმშვიდეს მოგანიჭებთ.
ლომი. თქვენი პირადი თვე ივლისია. წელიწადის ცხელი დრო თქვენს ძლიერ მხარეებს სწევს წინ. ენერგიისა და ძალების მოზღვავებას გრძნობთ. იდეალური პერიოდია თვითრეალიზაციისთვის. ნებისმიერი ახალი რამ, რასაც ამ დროს ისწავლით, გამოგადგებათ ცხოვრებაში.
ქალწული. თებერვალი - თქვენი თვითრეალიზაციისთვის იდეალური თვეა. ზამთრის ბოლო თვე საშუალებას მოგცემთ, ცივი გონებით, პრაგმატულად და რაციონალურად იაზროვნოთ. გადახედეთ საკუთარ ცხოვრებას და იფიქრეთ სერიოზულ ცვლილებებზე. ეს ზუსტად ის დროა, როდესაც შეგიძლიათ დაწინაურება მოითხოვოთ ან სულაც სამსახური შეიცვალოთ.
სასწორი. როგორც ცნობილია, სასწორი ხასიათის ცვალებადობით გამოირჩევა, მაგრამ დეკემბერში თქვენ კონცენტრირებას და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას ახერხებთ. ამ პერიოდში ქორწინებას დიდი ბედნიერების მოტანა შეუძლია.
მორიელი. თქვენი პირადი თვე აგვისტოა. საუკეთესო პერიოდი მოგზაურობისა და დასვენებისთვის. ხელსაყრელი თვეა ურთიერთობების დასალაგებლადაც. თუ უკვე გყავთ საყვარელი ადამიანი - კავშირის გასამყარებლად, თუ ჯერ არ გყავთ - საუკეთესო შანსი მეორე ნახევრის საპოვნელად.
მშვილდოსანი. როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები კომუნიკაბელურნი და გულუბრყვილოებიც კი არიან, მაგრამ ივნისში თქვენი მოტყუება თითქმის შეუძლებელია. ამ თვეში მშვიდად გაარჩევთ, ვინ არის მეგობარი და ვინ - მტერი. აიღეთ საკუთარ ბედზე მმართველობა, თქვენ წარმატება გელით.
თხის რქა. თქვენთვის ყველაზე წარმატებული თვე სექტემბერია, შემოდგომის დასაწყისი დადებითად ზემოქმედებს კარიერასა და პირად ცხოვრებაზე. სპონტანურად, მაგრამ თავდაჯერებულად იმოქმედეთ, ენდეთ ინტუიციას, სექტემბერში იგი არ გიღალატებთ.
მერწყული. ამ ზოდიაქოს ნიშნის ადამიანები გაზაფხულის დასაწყისში მშვენივრად ავლენენ საკუთარ თავს. ზამთარი დასრულდა, მასთან - ყველა სირთულეები. მარტში დაივიწყეთ პრობლემები და დაიწყეთ ახალი ცხოვრება. სამსახური თუ დასვენება - ყველაფერი სიამოვნებას მოგანიჭებთ.
თევზები. მაისი მშვენივრად უხდება თქვენს პიროვნებას. ამ დროს გაგიძლიერდებათ ლიდერის თვისებების გამოვლენის სურვილი. მიჰყევით თქვენს მიზნებს და აიხდინეთ ოცნებები. თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები და გახსოვდეთ, რომ ვარსკვლავები თქვენ მხარესაა.