მივიღოთ თუ არა ასტროლოგიური პრობლემა სერიოზულად - პირადი საქმეა. მაგრამ იმას, რომ ზოდიაქოს ნიშნების თითოეულ წარმომადგენელს ხასიათის განსაკუთრებული დამახასიათებელი თვისება აქვს - ეს უდავოა.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ყველა ქალს გააჩნია წარმატებისა და იღბლის თავისი ფერი. დღეს ჩვენ მოგითხრობთ, როგორი მაკიაჟი უნდა ატაროს ზოდიაქოს ნიშნის სხვადასხვა წარმომადგენელმა, რათა ხაზი გაუსვას თავის ბუნებრივ სილამაზეს.
მაკიაჟი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ვერძი
მეამბოხე სულის მქონე ავანტიურისტ ვერძს იდეალურად მოუხდება წითელი პომადა. მას თამამად შეუძლია ექსპერიმენტები ატაროს ფერებთან. გამოიყენეთ მოცულობითი ტუში, ტონალური კრემი კი კანის ფერის შესაბამისად შეარჩიეთ.
კურო
შემოქმედებით კუროებს უყვართ საკუთარი ტავის მოვლა და მუდმივად ადევნებენ თვალს სიახლეებს მოდის სამყაროში. მათ ეხერხებათ პარფიუმისა და ჩრდილების ფერის კარგად შერჩევა. ნაცრისფერი, იასამნისფერი და ყავისფერი ფერები იდეალურად გაუსვამს ხაზს თქვენი ხასიათის თავისებურებებს.
ტყუპები
ტყუპებს კრეატივის დედა შეიძლება ვუწოდოთ. მკვეთრი, არასტანდარტული მაკიაჟი უბადლოდ წარმოაჩენს თქვენი ხასიათის დადებით მხარეებს.
კირჩხიბი
ემოციური კირჩხიბებისთვის მკვეთრი ფერები რეკომენდებული არ არის. მაკიაჟი Nude იდეალურად მოუხდება მგრძნობიარე კირჩხიბს. ყვრიმალების გამოსაკვეთად კი ნაზი ვარდისფერი რუჟი გამოიყენეთ.
ლომი
თავდაჯერებულ ლომებს ძალზედ უხდებათ Smokey Eyes. წვეულებებისთვის ოქროსფერი ჩრდილები იდეალური იქნება. პომადის ფერი, უმჯობესია, არ იყოს მკვეთრი.
ქალწული
აკურატულ ქალქულებს კარგი გემოვნება და ზომიერება ახასიათებთ. მათ თავშეკავებული მაკიაჟი მოუხდებათ. სახის გასანათებლად გამოიყენეთ ჰაილაითერი.
სასწორი
სასწორის მტკიცე ხასიათს კლასიკური ისარი იდეალურად გამოკვეთავს. მათ კონტრასტულობა უხდებათ. შეგიძლიათ ტავისუფლად ჩაატაროთ ექსპერიმენტები მაკიაჟის სხვადასხვა სტილებტან, თუმცა გახსოვდეთ, რომ ხაზი აუცილებლად მხოლოდ ერთ ნაწილს უნდა გაუსვათ: ან თვალებს, ან ტუჩებს.
მორიელი
ღრმა, მგზნებარე მაკიაჟი კარგად გამოსახავს ამ ქალების ტემპერამენტს. თამამი ფერის ჩრდილები, გამოკვეთილი ტუჩები - ეს ყველაფერი მორიელს ძალზედ მიმზიდველს გახდის.
მშვილდოსანი
ოპტიმისტ და გულღია მშვილდოსანს ნეიტრალური მაკიაჟი დაამშვენებს. მათი თვალების ბრწყინვალება დამატებით გამოკვეთას არ საჭიროებს. თვალის მსუბუქი მაკიაჟი და ნაზი ფერის პომადა სრულებით საკმარისია, რადგან პოზიტიური მშვილდოსნის ენერგეტიკა რდილავს ყველაფერს!
თხის რქა
საკუთარ თავში დარწმუნებულ თხის რქას ასტროლოგები მაკიაჟში ზომიერებას ურჩევენ. მას მართებს, თავი შეიკავოს მკვეთრი ფერებისგან და არჩევანი ყავისფერ-კრემისფერ ან ნაცრისფერ პალიტრაზე შეაჩეროს. სახის ნაკვთების გამოკვეთა შესაძლებელია ჰაილაითერით, კორექტორიტა და რუჟით.
მერწყული
მერწყულებმა, უმჯობესია, აქცენტი თვალებზე გააკეთონ და ნაცრისფერ-ცისფერი ან ვერცხლისფერი ჩრდილი გამოიყენონ. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ახასიათებთ უკიდურესობებში გადავარდნა: ხან ზედმეტ კოსმეტიკას მოიხმარენ, ან საერთოდაც უკოსმეტიკოდ დადიან. მსუბუქი პომადა, ტუში და ცივი ფერის ჩრდილი - იდეალური ვარიანტია.
თევზები
ნაზი, მეოცნებე და რომანტიკული თევზების მაკიაჟიც შესაბამისი უნდა იყოს. მათ ნაზი ვარდისფერი პომადა და ცივი ფერის ჩრდილები მოუხდებათ. პასტელის ფერების მაკიაჟი კიდევ უფრო ნატიფს გახდის თევზების იმიჯს.
<div></div>