ცოლების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ცოლების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ვინ არის გალაქტიკაში საუკეთესო ცოლი? ვკითხოთ ვარსკვლავებს.

მე-12 ადგილი - მორიელი

საოცრად ლამაზი და ჭკვიანი და მიმზიდველი ქალია, მაგრამ ცუდი ცოლი. ქმარი მისი მონა ხდება, უნდა შეეგუოს მის რთულ ხასიათს.

მე-11 ადგილი - თევზები

ზღაპრულ არსებას ჰგავს. მასთან არ მოიწყენთ, განსაკუთრებით, თუ კარგ ხასიათზეა. მამაკაცები მასზე ფანტასტიკურად დამოკიდებულები ხდებიან და განშორების შემდეგ ცხოვრება უფერული ეჩვენებათ.

მე-10 ადგილი - ლომი

ვიტრინაში გამოდგმულ მდიდრულ თოჯინას ჰგავს. მას ყველაფერი საუკეთესო უნ
და ჰქონდეს - სამკაული, მანქანა... მის გვერდით სხვა ქალები მოსაწყენები და იაფფასიანები არიან, მაგრამ ლომის შენახვასაც ბევრი ფული რომ უნდა?..

მე-9 ადგილი - მშვილდოსანი

ცოლი-სატანა. მას მხოლოდ თქვენი სული აინტერესებს. თუ არ დაუჯერებთ, ჯოჯოხეთის ალში დაიწვებით.

მე-8 ადგილი - ტყუპი

საშიში ცოლია. ვერაფერს დაუმალავთ, მის მზერას არაფერი გამოეპარება.

მე-7 ადგილი - ვერძი

საინტერესო სახეობის ცოლია. მთელი ცხოვრება ეცდება ქმრის გადაკეთებას. თანაც, მისთვის სასარგებლოდ.

მე-6 ადგილი - სასწორი

იდეალური მზარეული, ლამაზი და საუცხოო საყვარელი. ეს იმ დღეებში, როცა კეთილი და ნაზია, სხვა დროს - ისტერიკა და სკანდალები გარანტირებული გაქვთ.

მე-5 ადგილი - ქალწული

საუკეთესო მეგობარია. წყვილში ლიდერი ის უნდა იყოს, ყველა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. თუ დაქორწინება შესთავაზეთ და გითხრათ: მოვიფიქრებ, გაიქეცით.

მე-4 ადგილი - კურო

ვერ მოისვენებს, სანამ წარმატებულ მამაკაცად არ გადაგაქცევთ. მაგრამ თუ თავისკენ გამოქანებული მეათასე ვაზა სასაცილოა, ბედნიერებას გისურვებთ.

მე-3 ადგილი - თხის რქა

იდეალურ ქალს იდეალური მამაკაცი სჭირდება. ის ჭკუით მოქმედებს და არა გულით. თუ კარგად მოიქცევი, გაგაბედნიერებს.

მე-2 ადგილი - მერწყული

მუდამ ხალისიანი, და მოსიყვარულეა - ყველა მამაკაცის ოცნება, მაგრამ დაქორწინებას არ ჩქარობს...

მე-1 ადგილი - კირჩხიბი

ლამაზი, ჭკვიანი, იდეალური დიასახლისია. ოჯახი მისთვის უმთავრესია. დაიცავით საოჯახო ღირსება, თორემ, დამსახურებულად დაისჯებით.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მარი
მშვილდოსანი -ცოლი-სატანა რატომა უკეთესი თევზებზე ან ლომზე, რეიტინგი რა კრიტერიუმითაა მზარდი თუ საპირისპირო -პირველობის იდეით
13:32 / 29-01-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93