ალბათ, ბევრმა მამაკაცმა არ იცის, საიმისოდ, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს მოაწონოს თავი, აუცილებელია, ე.წ. აკრძალულ საქციელთა სია გაითვალისწინოს ურთიერთობის პირველ ეტაპზე მაინც, სანამ თავგამოდებით ცდილობს, ინტერესის ობიექტს თავი მოაწონოს.
დღეს მოგიყვებით იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალთან რა გეკრძალებათ...
ვერძ ქალთან ზედმეტი დიპლომატია და ბოდიშები დაივიწყეთ. არასოდეს შეაცოდოთ თავი და ასევე არასოდეს იწუწუნოთ მასთან ფულზე!!
კურო ქალთან სიძუნწე გამორიცხეთ, მით უმეტეს, თუ საქმე საჩუქრებს ეხება. ასევე არ გეპატიებათ ვეგეტარიანელობა ან დიეტაზე ყოფნა, იმიტომ, რომ კუროს კარგი მადა აქვს.
ტყუპ ქალთან არასოდეს დაიწყოთ დემაგოგია და მისთვის ჭკუის სწავლება. ნუ მოსთხოვთ, რომ გაჩუმდეს და მით უმეტეს, ნუ მოსთხოვთ, მოგისმინოთ.
კირჩხიბ ქალთან არასოდეს მოჰყვეთ ანეკდოტს სიდედრებზე, არასოდეს იხუმროთ მის ნათესავებზე და ნუ დახარჯავთ ფულს ანგარიშმიუცემლად. კირჩხიბი ეკონომიური ნიშანია.
ლომ ქალს არასოდეს უყიდოთ იაფფასიანი საჩუქარი (მხოლოდ ოქრო!). მაგას აჯობებს, სულაც უსაჩუქროდ მიხვიდეთ. არასოდეს სცადოთ საზოგადოებაში მისი პერსონის გადაფარვა საკუთარი პოპულარობით.
ქალწულ ქალთან არასოდეს მიხვიდეთ პაემანზე დაუვარცხნელი თმით, გასაუთოებელი პერანგით ან მოუწესრიგებელი ფრჩხილებით. ნუ დაპატიჟებთ მას მამაპაპურ ქეიფში და ნუ ჩაყოფთ თავს მთვრალი საცივში მისი თანდასწრებით.
სასწორ ქალთან არასოდეს გამოიყენოთ უცენზურო სიტყვები, არ შეიძლება გინება. არასოდეს აიძულოთ არჩევანის გაკეთება და სწრაფად გადაწყვეტილების მიღება. გაგრძელება