რომელი ასტრალური ალქაჯი ხართ ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით? - Marao

რომელი ასტრალური ალქაჯი ხართ ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით?

2019-09-19 10:35:24+04:00

ყველა ქალი ალქაჯია, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ ალქაჯებსაც აქვთ კლასიფიკაცია. აი, ნახეთ, როგორი ალქაჯი ხართ თქვენ?

მშვილდოსანი: უდიდესი ალქაჯი

მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ალქაჯები ზევსის/იუპიტერის/თორის - მეხის ღმერთის შვილები არიან. მათ გააჩნიათ ნიჭი, მიმართონ უდიდესი ენერგია იმის მიმართ, თუ რა სურთ. გულწრფელები და ბრძენები არიან და შეუძლიათ მართლაც მძლავრი მაგიის შექმნა.

ლომი: მომნუსხველი ალქაჯი

ლომებს ბუნებრივი თვისება აქვთ, მიიქციონ სხვების ყურადღება, ვინაიდან ნიჭიერი ილუზიონისტები არიან. ისინი იოლად აჰიპნოზებენ ადამიანებს და ნუსხავენ მათ.

კირჩხიბი: სამზარეულოს ალქაჯი

კირჩხიბი-ალქაჯები სახლში მუშაობისკენ არიან მიდრეკილნი, იყენებენ კერძებისა და სუნელების ენერგიას. კირჩხიბები - ტიპური სამზარეულოს ალქაჯები არიან, მუდამ ხარშავენ ჯადოქრულ სასმელებს, სიყვარულისა და მიჯაჭვულობის გამოყენებით.

ვერძი: სისხლიანი ალქაჯი

ალქაჯი ვერძები მძლავრი მაგიური ძალით არიან დაჯილდოებულნი. მათ საამისოდ ბევრი რამ არ სჭირდებათ, მხოლოდ ვნება. ვერძების სისხლში ენერგიის ტალღები აღვივებენ მათ მიმართ ვნებას.

თევზები: ზღაპრული ალქაჯი

ამ ტკბილ ალქაჯებს თავისუფლად შეუძლიათ მიიზიდონ ფერიები თავიანთ ცხოვრებაში და შექმნან მყარი და ნაყოფიერი კავშირი ბუნებასთან.

თხის რქა: მწვანე ალქაჯი

ალქაჯი თხის რქები თანაბრად წარმატებით იყენებენ თავიანთ მაგიურ შესაძლებლობებს როგორც ბუნებაში, ასევე ქალაქის ტერიტორიაზეც. შეუძლიათ გამოიყენონ ბუნების ძალა კარიერაში წინსვლისთვის და ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სასწორი: მუსიკალური ალქაჯი

სასწორი ალქაჯები შთაგონებით არიან აღსავსენი და ძალიან ნიჭიერები არიან ხელოვნების სფეროში. შეუძლიათ შექმნან სიმღერები და მაგიური ვიბრაცია მიანიჭონ მათ.

კურო: ალქაჯი-ელფი

კუროებს მიწისა და ბუნების ძალა მართავს. ისინი სიამოვნებით იყენებენ ბალახების ძალას და რაც მთავარია, თავიანთი სექსუალობის ძალას.

მერწყული: ვარსკვლავური ალქაჯი

მერწყულს პლანეტები და ვარსკვლავები მართავს. როგორც კი ღამით ცაში აიხედავენ, იციან, რომ რაღაც დიადის ნაწილნი არიან და შეუძლიათ ვარსკვლავების ენერგია დედამიწისკენ მიმართონ.

ტყუპები: ენერგეტიკული ალქაჯი

ტყუპები შესანიშნავად გრძნობენ ენერგეტიკულ ცვლილებებს მათ გარშემო. ინტუიცია უმაღლეს დონეზე აქვთ განვითარებული და მიმართავენ ენერგიას წარსულშიც და მომავალშიც.

ქალწული: განდეგილი ალქაჯი

ქალწულები ძალიან ძლიერები არიან მაგიურ პრაქტიკაში. როგორც წესი, ხელახლა გამოიგონებენ თავიანთ მაგიურ "მე"-ს ბუნების სიჩუმეში, იქნება ეს მწვანე ტყეები თუ ზურმუხტისფერი ზღვა.

მორიელი: ღამის ალქაჯი

მორიელები ღამით გრძნობენ თავს შთაგონებულად, როდესაც სიჩუმე და სიბნელე მათ ძალებს აძლიერებს. ეს სიბნელე ბოროტი არ არის. უბრალოდ, მორიელებმა შესანიშნავად იციან, თუ რა არის დამალული.