კირჩხიბების მთავარი თვისებები

კირჩხიბების მთავარი თვისებები
ნიშნის ზოგადი დახასიათება

კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით ყველაზე ამოუცნობი, მგრძნობიარე და ინტუიციური ადამიანები იბადებიან. კირჩხიბს მთვარე მართავს. აქედან გამომდინარე, მთვარის ფაზების შესაბამისად, ამ ადამიანების ხასიათიც ანალოგიური ტემპებით და სიხშირით იცვლება.

მთვარის გავლენითაა განპირობებული ისიც, რომ კირჩხიბების უმრავლესობას ხშირად ესაჭიროება განმარტოება და საკუთარ თავში ჩაღრმავება. კირჩხიბს უზომოდ სათუთი და მგრძნობიარე ნერვული სისტემა გააჩნია. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქვამენ გარშემომყოფთა მხრიდან მათდამი დამოკიდებულებას. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ძლიერ მიჯაჭვულობას განიცდიან მშობლების და ზოგადად, ოჯახური კერის მიმართ.
შესაბამისად, მათი უმრავლესობა საკმაოდ გვიან ასაკშიც კი ვერ ახერხებს იმას, რომ დედის ან მამის გავლენისგან საბოლოოდ გაითავისუფლოს თავი.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც დამოუკიდებლად ცხოვრებას ადრეულ ასაკში მიეჩვიოს, კირჩხიბისთვის დედ-მამის კულტი მთელი სიცოცხლის მანძილზე იარსებებს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს იზიდავთ ყველაფერი, რაც საიდუმლოებითაა მოცული, ჩახლართულია და საკირკიტო. მათ მოსწონთ დეტექტივები, თავსატეხები და სხვა სახის ინტელექტუალური გასართობები. გამძაფრებული აღქმის უნარი ამ ადამიანებს საკმაოდ ადვილად მტვრევადებს ხდის სულიერად. ისინი უმცირეს ცვლილებებსაც კი ინტუიციურად გრძნობენ თავიანთ გარშემო.

ასევე გამძაფრებულად რეაგირებენ ისინი საკუთარი მისამართით ხუმრობაზე. აქედან გამომდინარე, სანამ კირჩხიბს დაუკვირვებლად გაეხუმრებით, ჯერ კარგად დარწმუნდით იმაში, რომ ეს უკანასკნელი თქვენს ნათქვამს გულთან ზედმეტად ახლოს არ მიიტანს. ამასთან ერთად, ისიც გაითვალისწინეთ, რომ კირჩხიბთა უმრავლესობა მისთვის მიყენებულ წყენას და ტკივილს ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ვერ ივიწყებს. შესაბამისად, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი დაუკვირვებელი საქციელი რეზონანსს წლების შემდეგ გამოიწვევს, თან არცთუ სასიამოვნოს. მმართველი პლანეტის, მთვარის გავლენით, კირჩხიბთა დიდი ნაწილი პერიოდული დეპრესიისკენაა მიდრეკილი.

როგორც წესი, მათში ამ მოვლენას წარუმატებლობა და ამის შედეგად საკუთარი თავის შეცოდების ჩვევა იწვევს. კირჩხიბისთვის ჰაერივით აუცილებელია, ვინმე მათ მზრუნველობას და სიყვარულს საჭიროებდეს. თუკი მათ ჩათვალეს, რომ გარშემო არავის ესაჭიროება მათი ყურადღება, ისინი დეპრესიაში ვარდებიან და შეიძლება სერიოზულ დაავადებამდეც კი მივიდეს მათი ამგვარი მდგომარეობა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ კირჩხიბები, თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე, ყოველგვარი სახის ქრონიკული დაავადებისკენ არიან მიდრეკილნი, რომლის პროვოცირებას ზუსტად მათი ხასიათი უწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანებისთვის აუცილებელია, საკუთარ თავში ოპტიმიზმი გამოიმუშაონ. მათ ეს ყველა წამალზე უკეთ წაადგებათ.


კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით ქვეყანას დაბადებიდან მეოჯახეები - ანუ პოტენციური მამები და დედები ევლინებიან. ნებისმიერ სხვა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელზე მეტად, კირჩხიბს ესაჭიროება, ჰქონდეს ოჯახი, რომელშიც იგი საკუთარი დადებითი თვისებების მთლიანად რეალიზებას შეძლებს. კიბო კუჭით იმართება. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ხალხს არცთუ იშვიათად შესაშური კულინარიული ნიჭი გააჩნია. ბევრი მათგანი საკუთარ სარესტორნო ბიზნესსაც წარმატებით უძღვება.

ნებისმიერ შემთხვევაში, საკვების თემა ყველა კიბოსთვის მტკივნეული საკითხია. ამიტომ მისი თანდასწრებით ნურასოდეს ისაუბრებთ სომალელ დამშეულ ბავშვებზე და ნუ გადაყრით საჭმლის თუნდაც ნარჩენებს.

ამით კიბოს ძალიან გაანაწყენებთ. კირჩხიბის კიდევ ერთი გამოკვეთილი თვისება შემგროვებლობაა. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნით მოევლინა ქვეყანას, აღმერთებს „შავი დღისთვის“ გადანახულ სამალავებს. მნიშვნელობა არა აქვს, ეს მურაბების და კონსერვების დიდი მარაგი იქნება სარდაფში თუ სოლიდური ანგარიში ბანკში, კირჩხიბს დანაზოგის გარეშე ცხოვრება უბრალოდ არ შეუძლია და მომავლის რწმენა ერთიორად ემატება, თუკი იცის, რომ ეს დანაზოგი უსაფრთხო ადგილზე აქვს მოთავსებული.

სიყვარულში კირჩხიბი ფრთხილი და ემოციური პარტნიორია. იგი დიდი ხნის მანძილზე აკვირდება პოტენციურ მეუღლეს. თუ საბოლოოდ ჩათვალა, რომ ეს უკანასკნელი მის კრიტერიუმებს თუ მთელი ასით არა, ოთხმოცი პროცენტით მაინც აკმაყოფილებს, გულის და ხელის თხოვნას აღარ დააყოვნებს, რაღა თქმა უნდა, ტრადიციული მეთოდებით, ორივე სქესის კირჩხიბები ხომ ტრადიციების და სიძველეების მოყვარულები არიან.

წყარო

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93