ქალები, თუ ყველა არა, მათი დიდი ნაწილი მაინც, თავგამოდებით და გამუდმებით დაეძებენ ნამდვილ სიყვარულს. თუმცა, რომანტიკული ოცნებები და რეალური ცხოვრება ხშირად არცთუ მწყობრად უწყობს ფეხს ერთმანეთს.
ამის მიზეზი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ბევრი ქალის შემთხვევაში მისი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი ნეგატიური სახასიათო შტრიხებია, რომელზე მუშაობის და დაბალანსების შემთხვევაშიც სავსებით შესაძლებელია, ნებისმიერმა ქალმა იპოვოს ხანგრძლივი ბედნიერება და ჰარმონია პარტნიორ მამაკაცთან. საამისოდ თითოეული ნიშნისთვის სამი უმთავრესი ოქროს წესი და პრინციპი არსებობს:
ვერძს მეტი სირბილე, ტაქტი და მოთმინების სწავლა დასჭირდება.
კუროს - სიჯიუტის მოთოკვა, კომპრომისზე წასვლის უნარი და სიახლეებისთვის მზადყოფნა.
ტყუპს - პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავება, ნაკლები კამათი მეორე ნახევართან და მაქსიმალური ყურადღება წვრილმანებზე.
კირჩხიბს - ეჭვიანობაზე, მუდმივი ბუტიაობის ჩვევაზე უარის თქმა და ნაკლები წუწუნი საყვარელი მამაკაცის საზოგადოებაში.
ლომს ეგოიზმის კონტროლი მოუწევს, მეტი გულისხმიერების გამოჩენა პარტნიორის ყოველდღიური ცხოვრების მიმართ და ოჯახურ ატმოსფეროში "დედოფლის" როლისგან დასვენება.
ქალწულმა უმჯობესია, წვრილმანების გამო არ უბურღოს ტვინი მამაკაცს, ნაკლებად გააკეთოს აქცენტი მის ფინანსურ მდგომარეობასა და ქაოსზე, რომელსაც ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური მამრი ოსტატურად ქმნის კარადაში.
სასწორისთვის აუცილებელია, ყოყმანის გარეშე ისწავლოს საკუთარი აზრის დაფიქსირება პარტნიორთან, ნაკლებად გახდეს მასზე დამოკიდებული და ხანდახან პრინციპულად შეეწინააღმდეგოს კიდეც მეორე ნახევარს, როცა მიაჩნია, რომ ეს უკანასკნელი ცდება. გაგრძელება