მთვარის დაბნელება გუშინ დაახლოებით 21:14 საათზე დაიწყო.
ეს მოვლენა არაერთხელ მომხდარა, თუმცა ამჯერად გამორჩეული იმით იყო, რომ ყველაზე დიდხანს გასტანა. მას მსოფლიოს არაერთი კუთხიდან აკვირდებოდნენ და სწორედ ასეთი საოცარი ფოტოები გადაიღეს. (ფოტოები The guardian-ის მიერ რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა)
როგორც ირკვევა მთვარის შემდეგი სრული დაბნელება, რომელიც საათზე მეტ ხანს გასტანს, 2025 წელსაა დაანონსებული.
მთვარის დაბნელება ეწოდება მოვლენას, როცა დედამიწა მზეს და მთვარეს შორის აღმოჩნდება და მთვარე დედამიწის ჩრდილის ქვეშ მოექცევა. მთვარის წითელ შეფერილობას კი დედამიწის ზედაპირთან გამავალი მზის სხივები განაპირობებს, რომლებიც ამ დროს თანამგზავრთან ძალიან ახლოს ხვდებიან. როგორც სხვადასხვა გამოცემებში ითქვა, ამჯერად მთვარეს მარსი საკმაოდ მიუახლოვდა.
იტალიელი მეცნიერები ამბობენ, რომ ასეთი საოცარი მოვლენა 60 ათას წელიწადში ერთხელ ფიქსირდება.
მარსი იმაზე უფრო კაშკაშაა ვიდრე ოდესმე. ეს ფაქტი ასტროლოგებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. შეგახსენებთ, რომ მარსი მთვარეზე მოცულობით ორჯერ დიდი გახლავთ.