გაინტერესებთ, რა გელით აგვისტოში? იქნებ ეს ახალი რომანტიკული ნაცნობობა ან დაქორწინების შემოთავაზებაა.
სიახლე ზოდიაქოს ყველა ნიშანს ელის.
ვერძი
ფლირტის, ვნებისა და რომანტიკის თვე გელით, მაგრამ ხანგრძლივი ურთიერთობის აწყობა შეიძლება არ მოგინდეთ. მხოლოდ რომანტიკულ თავგადასავლებს, ფლირტს დასჯერდებით.
კურო
სიახლეებია მოსალოდნელი. შეიძლება თავდაყირა დადგეს ის, რასაც აქამდე ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდით. სიფრთხილე უნდა გამოავლინოთ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ტყუპი
აგვისტო რომანტიკულ თავგადასავლებს და პარტნიორის უკეთ გაცნობას გპირდებათ. ერთმანეთს შეიძლება ეროტიკული ფანტაზიებიც კი გაუზიაროთ. შეყვარებულების კავშირი კიდევ უფრო გამყარდება.
კირჩხიბი
თუ საყვარელ ადამიანს ან ზოგადად, მამაკაცებს ვერ უგებთ, ნუ შეშფოთდებით. თვის მეორე ნახევრიდან თქვენი რომანტიკული თავგადასავლები დაუვიწყარი გახდება.
ლომი
19 აგვისტოდან იმ ადამიანებთანაც კი გამონახავთ საერთო ენას, ვისაც ვერასდროს უგებდით. 23 აგვისტომდე გამოავლინეთ საუკეთესო თვისებები. 11 აგვისტოს სიფრთხილე გმართებთ, ამ დღეს მზის დაბნელებას ველოდებით.
ქალწული
23 აგვისტოდან მზე თქვენს ზოდიაქოში გადავა და აქტიურად მოქმედებას შეძლებთ. მანამდე კი პროფესიული და შემოქმედებითი საქმეების მოგვარებაზე უნდა იყოთ ორიენტირებულნი.
სასწორი
რომანტიკული თავგადასავლების თვეა, რადგან 7 აგვისტოდან ვენერა სასწორში გადავა. ინტუიციურად გრძნობთ, როგორ უნდა მოიქცეთ, ვინ დაიტოვოთ გვერდით და ვის დაემშვიდობოთ.
მორიელი
იყავით რომანტიკული და გულახდილი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მოგწონთ. ნუ შეგეშინდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმის. და რაც მთავარია, მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.
მშვილდოსანი
ფლირტი და რომანტიკა გარანტირებული გაქვთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან და მიხვდებით, ვის გვერდით გსურთ დარჩენა.
თხის რქა
შეაფასეთ სიტუაცია, ის ადამიანი, რომლის გვერდითაც გსურთ ყოფნა და გააუმჯობესეთ მასთან ურთიერთობა. ლოგიკურად იაზროვნეთ. თქვენზე უკეთესად არავინ იცის, როგორ უნდა მოიქცეთ.
მერწყული
მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. ის შეიძლება თქვენი ფანტაზიიდან მოსულ პრინცს ჰგავდეს. პირველმა ნახვამ რომ არ მოგატყუოთ, ურთიერთობის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოთ.
თევზები
შანსი მოგეცემათ, ცხოვრება იმ ადამიანს დაუკავშიროთ, ვინც ცოტა ხნის წინ გაიცანით. თუმცა, აჩქარებას არ გირჩევთ. დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და თავად მიხვდებით, სად მიგიყვანთ ეს ურთიერთობა. მთავარია, 23 აგვისტოს, სავსემთვარეობაზე არ დაგეგმოთ არაფერი მნიშვნელოვანი.