6-11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

6-11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
კვირის მთავარი მოვლენა 11 აგვისტოს მზის დაბნელებაა ლომის ზოდიაქოში.
ამაზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე არანაკლებ მნიშვნელოვან მოვლენებზე გავამახვილოთ ყურადღება.
კვირის დასაწყისში ადამიანებში მოიმატებს ამბიციურობა, მაგრამ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებებს ნუ აიღებთ, ნუ გასცემთ დაპირებებს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ მარსი და მერკური კვლავაც რეტროგრადულია (უკანმავალი). თუმცა, კარგი პერიოდია მოგზაურობის, უცხო კულტურის გაცნობისა და ზოგიერთი პრაქტიკის შესწავლისთვის.

8 აგვისტოს პლანეტა ვენერა სასწორის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. გაუმჯობესდება ურთიერთობა პარტნიორებს შორის, მოიმატებს კომუნიკაბელურობა, ჰარმონია კომუნიკაციებში. შეიძლება მიიღოთ ფინანსური მხარდაჭერა, გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა.

მარსისა და ვენერას ჰარმონიული კავშირი დაგეხმარებათ, მშვიდობიანად მოაგვაროთ თქვენთვის საჭირბოროტო საკითხები.

11 აგვისტო - ახალმთვარეობა და მზის დაბნელება. განსაკუთრებულად იმოქმედებს ფიქსირებულ ნიშნებზე: ლომი, მერწყული, კურო, მორიელი.

ეს დაბნელება მიმართულია წარსულის გაანალიზებაზე, მიტოვებული პროექტების დასრულება-მოგვარებაზე. შეიძლება ძველ საქმეებს მიბრუნებულს ახალი იდეები დაგებადოთ. მოსალოდნელია მოულოდნელი შეხვედრები ყოფილ პარტნიორებთან, მეგობრებთან. შეიძლება სწორედ მათ მიგითითონ, გაგახსენონ თქვენი ძველი იდეები, მისწრაფებები.

საინტერესო და მნიშვნელოვანი მზის დაბნელება გველის. ის მოიტანს ცხოვრების სტილის შეცვლას, რეფორმებს, შიშებისა და მუხრუჭებისგან გათავისუფლებას.
თავად ეს დაბნელება აგრესიული არაა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რეტროგრადული მარსისა და ურანის კვადრატურა, რაც მოულოდნელი უსიამოვნებებით შეიძლება გამოვლინდეს.

ნუ დაგვავიწყდება აგრეთვე, რომ მერკური 19 აგვისტომდე რეტროგრადულია. ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უმჯობესია 20 აგვისტომდე გადადოთ; ხოლო ბიზნესთან, ინვესტიციებთან, აქტიურ ქმედებებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება - 28 აგვისტომდე, როცა მარსიც გაასწორებს მოძრაობას.
ახლა, როცა ინფორმირებული ხართ, შეგიძლიათ დააკვირდეთ მოვლენებს, ადამიანებს, რომლებიც ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან და გონივრული, გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოთ.
ბედნიერ დღეებს გისურვებთ.

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93